მტკიცების ტვირთი

 



 

·        დისკრიმინაციის საქმეებზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრასა და მტკიცების ტვირთის განაწილებას.

·        წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა ფაქტები მოითხოვს მტკიცებას და ვინ უნდა ადასტუროს ისინი.

·        მტკიცების საგნის განსაზღვრის გარეშე, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის გამოყენება საფუძველმოკლებულია.

·        შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანს წარმოადგენს მხარეთა მიერ სარჩელისა თუ შესაგებლის საფუძვლად მითითებული, სადავო, მატერიალურ-სამართლებრივად მნიშვნელოვანი „ფაქტები’’.

·         „სადავო ურთიერთობის განხილვისას მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრა უკავშირდება არა მარტო სათანადო სამართლის ნორმის მოძიებას, არამედ მის სწორად განმარტებას და საქმის სწორი მიმართულებით განხილვას, რაც შესაბამისად აისახება იურიდიულ შედეგზე.

·        ამდენად, დისკრიმინაციის საქმეებზე მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრისათვის აუცილებელია დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმის (ან ნორმათა ერთობლიობის) გამოყენება-განმარტება.

·        ამასთან ერთად, სარჩელის მოთხოვნა შეიძლება ეხებოდესსამუშაოდან უკანონო დათხოვნას’’ ან სხვა შემთხვევებს, შესაბამისად, დისკრიმინაციის ამკრძალავ ნორმებთან ერთად მნიშვნელობა ენიჭება „სამუშაოდან დათხოვნის’’ შესაბამისი ნორმების გამოყენებას და განმარტებას და ა.შ.

·        საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს[!].

·         კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის მე-40(2) მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეტანილ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, თუ დასაქმებული მიუთითებს გარემოებებზე, რომლებიც ქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ დამსაქმებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან/და ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის (მოთხოვნების) დარღვევით მოქმედებდა.

·        კერძოდ, მე-40(2) მუხლის მე-3 ნაწილის მუხლის „ბ“ ქვეპუქტი არეგულირებს ურთიერთობებს, რომლის თანახმად, აკრძალულია დასაქმებულის დისკრიმინაცია დასაქმებულთა გაერთიანებაში მისი წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო ან/და სხვა ქმედება, რომლის მიზანია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ან მისი სხვაგვარად შევიწროება დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო.

·        ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არეგულირებს ურთიერთობებს, როდესაც დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით.

·         ამრიგად, საქართველოს შრომის კოდექსი პირდაპირ მიუთითებს მტკიცების ტვირთის განაწილებაზე.

·        საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს[სსსკ-ს] განხორციელებული ცვლილებების მიხედვით დაემატა მეშვიდე კარი – „სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე’’.

·        მითითებული სამართალწარმოების საფუძველზე, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა.

·        სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა.

·        სამოქალაქო საპროცესო კოდექსით[სსსკ-ით] მოცემულია დისკრიმინაციის საქმეებზე მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

·         მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპი ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით განმარტების მიხედვით, დასაქმებულის მიერ დისკრიმინაციული ფაქტების მითითების შემდეგ, მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.

·         მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე დაკისრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაპირდაპირი დისკრიმინაციის შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია იმის დამტკიცება, რომ კონკრეტული წესი ან პრაქტიკა არაპროპორციულ ზეგავლენას ახდენს რომელიმე ჯგუფზე.

·        ამდენად, ამ კატეგორიის საქმეებზე ფაქტების დადგენის პროცესი ხასიათდება განსაკუთრებული სირთულით.

·         დისკრიმინაციის შესახებ საქმეთა განხილვის ერთ-ერთ მთავარ სირთულეს წარმოადგენს დისკრიმინაციის თაობაზე ფაქტის დადგენა, რაც უკავშირდება პროცესუალურ ნორმებს და მათ განმარტებებს.

·         ამ პრობლების გადაწყვეტისათვის სხვადასხვა სახელმწიფომ მიიღპროცესუალური ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს მოპასუხეზე მტკიცების ტვირთის დაკისრებას, უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად.

·         ზოგიერთ სამართლებრივ სისტემაში მიღებული წესის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე შეძლებს აუცილებელი ფაქტების დადასტურებას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ განსხვავებული მოპყრობა განპირობებული იყო აკრძალული ნიშნისაგან დამოუკიდებელი, ობიექტური ფაქტორებით.

·         ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ILO-ს 1982 წლის No. 158-ე კონვენცია594 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რომლის მე-9 მუხლი მიუთითებს, რომ ამ საქმეებზე მტკიცების ტვირთი აკისრია დამსაქმებელს.

·         ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული კონვენცია არ არის რატიფიცირებული საქართველოს მიერ, მაგალითის სახით, სამოსამართლო ინსტიტუტის ფარგლებში, მიუთითა ამ ნორმაზე მტკიცების ტვირთის განმარტების კონტექსტში.

·        ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო ILO-ს No. 143-ე რეკომენდაციას და გადაწყვიტა, რომ გაერთიანებების კონსტიტუციური უფლების ეფექტიანი დაცვა დისკრიმინაციის საქმეებზე მოითხოვდა მტკიცების ტვირთის დამსაქმებლებზე დაკისრებას.

·        დისკრიმინაციის საქმეებზე მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება განაპირობებს მართებული დასკვნების მიღებას და თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას.

·        ამ საქმეებზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრეზუმფციების განსაზღვრას, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს მტკიცების ტვირთის განსაზღვრას.

·         შესაბამისად, პრეზუმფციის სწორად განსაზღვრის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება არა მოსარჩელეს (დასაქმებულს), არამედ მოპასუხეს (დამსაქმებელს).

·        ფაქტების მითითების ტვირთი სამოქალაქო პროცესში გულისხმობს იმას, რომ, პროცესუალური თვალსაზრისით, მხარე უფლებამოსილია, გამოხატოს მოსაზრება განსაზღვრულ ფაქტებთან დაკავშირებით, თუ მას სურს თავისი უფლებების დაცვა.

·         შრომითი დისკრიმინაციის დროს დასაქმებულმა უნდა მიუთითოს (მითითების ტვირთი) დისკრიმინაციის ფაქტზე (მაგალითად, ერთი და იმავე შინაარსისა და მოცულობის სამუშაოს შესრულებისას, მსგავსი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სხვებთან შედარებით ის იღებს უფრო ნაკლებ ანაზღაურებას, რასაც საფუძვლად უდევს აკრძალული ნიშანი).

·        მხოლოდ ამ შემთხვევაში ამოქმედდება იმის პრეზუმფცია, რომ მოსარჩელის მიმართ აღინიშნებოდა დისკრიმინაციული ქმედებები.

·        ყოველივე ამის გაქარწყლება, კერძოდ ის, რომ განსხვავება არ არსებობს, ან/და განსხვავება განპირობებულია ობიექტური გარემოებებითა და კონკრეტული სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნებით, უნდა დაამტკიცოს დამსაქმებელმა (მტკიცების ტვირთი).

·        მტკიცების ტვირთი ყოველთვის მოპასუხე სახელმწიფოს უნდა დაეკისროს, თუ prima facie დადასტურდება დისკრიმინაციასთან დაკავშირებული შემთხვევის არსებობა, ანუ თანაბარ მდგომარეობაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა.

·         ამდენად, მითითების ტვირთის ინსტიტუტთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას.

·        მითითების ტვირთსა და მტკიცების ტვირთს შორიარსებობს მჭიდრო ურთიერთკავშირი.

·        ამ ურთიერთკავშირის განსაზღვრა გავლენას ახდენს მითითებისა და მტკიცების ვალდებულებათა გაყოფაზე .

·        როგორც წესი, მითითების ტვირთი და მტკიცების ტვირთი ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ სასამართლო პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც ერთი მხარის მიერ მითითებული ფაქტი უნდა დაადასტუროს მისმა მოწინააღმდეგემ,  რაც განპირობებულია მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით.

·        ზუსტად ამ თავისებურებაზე მიგვითითებს დისკრიმინაციის შესახებ საქმეები.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები