სამოქალაქო უფლების დაცვის სასამართლო ფორმა.სამოქალაქო პროცესის სახეები და სტადიები
განსახილველი საკითხები:
1. სამოქალაქო საპროცესო ფორმა.
2. სამოქალაქო სამართალწარმოების სახეები და სამოქალაქო პროცესის სტადიები.
·
ზ.ძლიერიშვილი სამოქალაქო საპროცესო სამართალი
(კაზუსები და ტესტები), თბ; 2012, გვ.3-6.
·
შ.ქურდაძე, ნ. ხუნაშვილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი,
თბ., 2015, გვ. 23-28
სამოქალაქო საპროცესო ფორმა [ანუ
სამოქალაქო უფლების დაცვის
სასამართლო ფორმა]
·
საერთო სასამართლოებში „სამოქალაქო პროცესი’’ წარმოადგენს „სამოქალაქო უფლების დაცვის ‘’ ფორმას
ხ
·
სამოქალაქო
უფლების დაცვის „სასამართლო ფორმის’’[ანუ „სამოქალაქო საპროცესო ფორმის’’] უპირატესობებია:
1)
უფლების დაცვას ახორციელებს სპეციალური ორგანო-
სასამართლო
2)
სასამართლო აღძრულ დავას წყვეტს „სამოქალაქო ‘’ და
„სამარტლის სხვა დარგების’’ ნორმათა შეფარდებით,
სამოქალაქო იურისდიქციის წესით[!]
3)
დავის[საქმის] „გარემოებათა გამოკვლევა’’
ხდება „სამოქალაქო საპროცესო ფორმით’’
დადგენილი წესით,რაც ქმნის დავის „კანონიერად’’ და „დასაბუთებულად ‘’ გადაწყვეტის
გარანტიას.
4)
მოდავე პირთა უფლებების დაცვას ახორციელებენ
„მიუკერძოებელი’’ მოსამართლეები
5)
საქმის[დავის] განხილვაში აქტიურად მონაქილეობენ
მხარეები და სხვა დაინტერესებული პირები
ხ
·
„სამოქალაქო საპროცესო ფორმა’’ წარმოადგენს
სამოქალაქო საქმეთა განხილვის და გადაწყვეტის თანმიმდევრულ ,“სამოქალაქო საპროცესო
სამართლის’’ ნორმებით განსაზღვრულ წესს,რომელიც მოიცავს გარანტიათა განსაზღვრულ
სისტემას.
·
„სამოქალაქო
საპროცესო ფორმის’’ დაცვა სასამართლო
დადგენილებათა „კანონიერების’’ აუცილებელი პირობაა.
ხ
„საპროცესო
ფორმის’’ სპეციფიკური
ნიშნები[ანუ
„პრინციპები’’]
1)
„მოსამართლის დამოუკიდებლობა’’ და
„სამართალწარმოება სახელმწიფო ენაზე’’ [ გარანტირებულია
კონსტიტუციით
2)
უზრუნველყოფილია სამარტალწარმოების მონაწილეთა
უფლება-მოვალეობების „ოპტიმალური’’[საუკეთესო]
თანაფარდობა
3)
ხდება მხოლოდ „სამოქალაქო საპროცესო კოდექსით’’
გათვალისწინებული მოქმედებების შესრულება
4)
უზრუნველყოფილია სამართალწარმოების უწყვეტობა
5)
სასამართლოში სამოქალაქო დავების განხილვის და
გადაწყვეტის წესი მოწესრიგებულია
მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო სამართლის
ნორმებით
6)
პროცესის მონაწილეთა ყველა მოქმედების შესრულების
თანმიმდევრობა,ასევე ამ მოქმედებატა და
საპროცესო დოკუმენტების შინაარსი დადგენილია „სამოქალაქო საპროცესო
კოდექსით’’
7)
„სამოქალაქო საპროცესო კოდექსით’’
გატვალისწინებულია ,თუ რა პროცედურების დაცვით უნდა მოხდეს „საქმეთა’’[დავების] განხილვა და გადაწყვეტა აბსოლუტურად ყველა სახის
სამოქალაქო სამარტალწარმოებაში და პროცესის ყველა სტადიაზე]
8)
„სამოქალაქო საპროცესო კოდექსით’’
გათვალისწინებული საქმეთა განხილვის წესი სავალდებულოა ყველასთვის [სსსკ-ის 211-ე მუხ]
საქმეთა
განხილვის დადგენილი წესების[ ანუ საპროცესო ნორმების] დარღვევამ
შეიძლება გამოიწვიოს: სასამართლოს
გადაწყვეტილების გაუქმება,დამრღვევის დაჯარიმება და სხვა იხ. სსსკ-ის 212-ე მუხ
9)
სასამართლო აკონტროლებს[ამოწმებს?] შესრულებულ
საპროცესო მოქმედებებს
10) სასამარტლოს
გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ „დამტკიცებულ’’
და სასამარტლოს მიერ „კანონით გატვალისწინებული
საშუალებებით’’ დადგენილ ფაქტებს
11) დაინტერესებულ პირებს
უფლება ენიჭებათ მონაწილეობა მიიღონ საქმის განხილვაში,თავიანტი ინტერესების
დასაცავად.სასამარტლოს არ აქვს უფლება ამ პირთა მოსმენის და მათი მოსაზრებების განხილვის
გარეშე გამოიტანოს გადაწყვეტილება.
ხ
·
იმისათვის რომ სასამართლოში აღიძრას საქმე,იმ პირმა
ვინც ტვლის,რომ მისი უფლებები და თავისუფლებები სხვა პირის მიერ შელახულია
,“განცხადებით’’ უნდა მიმართოს სასამართლოს ,რომელსაც შეიძლება ვუწოდოტ „სასარჩელო
განცხადება’’ ან უბრალოდ „განცხადება’’[დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე]
·
ამ განცხადებებში ყალიბდება განმცხადებლის
„მოთხოვნა’’[ანუ რაში მდგმარეობს მისი პრეტენზიის არსი] და ამ „მოთხოვნის
დასაბუთება’’
·
„განცხადება’’[ან „სასარჩელო განცხადება’’ იგივე
„სარჩელი’’] უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ
ფორმას.[რეკვიზიტებს,ასევე “განცხადება’’
იმ რაოდენობით უნდა იყოს წარდგენილი,რამდენიც „მოპასუხეა’’,“განცხადებას’’ თან
უნდა ერტვოდეს სხვადასხვა საბუტი და ა.შ.]
ხ
·
მოსამართლე ამოწმებს,მიეკუტვნება თუ არა სასამართლოს გამგებლობას[უფლებამოსილება] ამ
ტიპის სამართალურთიერტობის განხილვა და გადაწყვეტა.
·
თუ
აღმოჩნდება,რომ „მოტხოვნა’’ უწყებრივად ექვემდებარება სასამართლოს და მისი „განსჯადია’’,მაშინ
მოსამართლე „მიიღებს’’ განცხადებას[!]
·
სწორედ და მხოლოდ ამ მომენტიდან აღიძვრება
სამოქალაქო საქმე და იწყება ამ საქმის
სამარტალწარმოება[!]
ხ
·
სასამართლო[ანუ მოსამართლე,მოსამართლის
თანაშემწე,სასამართლო სხდომის მდივანი,სასამართლო აღმასრულებელი]
,მხარეები,პროცესის სხვა სუბიექტები[მოწმეები,ექსპერტები,თარჯიმნები
წარმომადგენლები[ადვოკატები]] საქმის
განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში ასრულებენ მოქმედებებს.[ანუ მონაწილეობენ
სასამართლო სხდომებში,იძლევიან ახსნა-განმარტებებს,ჩვენებებს,აყენებენ
შუამდგომლობებს სასამართლოსტან და ა.შ.]
·
ყურადღება: საქმის განხილვასთან,გადაწყვეტილების
გამოტანასთან,მის გასაჩივრებასტან დაკავშირებული ეს მოქმედებები[სასამართლოსი და
სხვა სუბიექტების] შეიძლება შესრულდეს მხოლოდ მოქმედი „სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის’’ ნორმების
ფარგლებში[!]
·
ამიტომ ეს მოქმედებები „საპროცესო მოქმედებებია’’
და მატი ერთობლიობა „სამოქალაქო
პროცესს’’[ანუ „სამოქალაქო საქმისწარმოებას’’ წარმოადგენს]
ხ
·
„სამოქალაქო პროცესი’’
მოიცავს სასამართლოს,მხარეების,პროცესის სხვა მონაწილეების
მოქმედებებს, და მათ უფლებებსა და
მოვალეობებს[!]
·
სასამართლოს,მხარეების,პროცესის
სხვა მონაწილეების უფლებებისა და
მოვალეობების რალიზაცია
„პროცესში’’ ხდება[!]
·
მაგ.
„სასამართლოსთვის მიმართვის
უფლების’’ განხორციელება სასამართლოში „სარჩელის შეტანით’’ ხდება[!]
·
„სარჩელისგან
თავის დაცვის უფლების’’ განხორციელება კი-
მის წინააღმდეგ „|შეაგებლის შეტანით’’ ან „შეგებებული სარჩელის შეტანით’’
·
„მოსარჩელის’’ და „მოპასუხის’’ უფლებას მონაწილეობა
მიიღონ საქმის განხილვაში ,შესააბამება „სასამართლოს ‘’ მოვალეობა ,სათანადოდ
მიაწოდოს ინფორმაცია მხარეებს სხდომის
ადგილისა და დროის შესახებ.
·
სასამართლოს[როგორც ხელისუფლების ორგანოს] და
პროცესის მონაწილეებს შორის მყარდება საზოგდოებრივი ურთიერთობები,რომლებიც
სამოქალაქო საპროცესო სამართლის[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის] ნორმებით
წესრიგდება
·
ამიტომ ეს ურთიერთობა „სამოქალაქო საპროცესო’’
ურთიერთობაა.
ხ
·
ამგვრად
,“სამოქალაქო პროცესი’’ არის „სასამართლოსა’’ და პროცესის „სხვა მონაწილეთა’’ ა) „საპროცესო მოქმედებების’’ და ბ)“უფლება-მოვალეობების’’ ერთიანობა[მთლიანობაა]][ ცნება-ზეპირად]
ხ
„დაინტერესებული პირების’’ მონაწილეობა „სამოქალაქო
პროცესში’’
·
საქმის[ დავის] შედეგით „დაინტერესებული პირები’’
არიან: „მოსარჩელეები’’,“მოპასუხეები“,“მე-3 პირები ‘’,“განმცხადებლები უდავ ო[!] და
გამარტივებული საქმეების წაემოებაზე’’
·
„დაინტერესებულ პირებს’’ და მათ
„წარმომადგენლებს’’[ან ადვოკატებს] საპროცესო კოდექსიტ უზრუნველყოფილი აქვთ „პროცესის ყველა სტადიაზე’’[იხ.ქვემოთ] აქტიური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
·
პროცესის მთავარი მონაწილეა სასამართლო.
·
სასამარტლომ უნდა დაიცვას „საპროცესო სამართლის’’ ყველა ნორმა[!] და
მოსთხოვოს და აკონტროლოს პროცესის ყველა
მონაწილის მიერ ამ ნორმათა შესრულება;
„სამოქალაქო
სამართალწარმოების’’ სახეები
·
„სამოქალაქო სამართალწარმოების სახე’’
- არის სამოქალაქო უფლების ან კანონიერი ინტერესის [რომელთა“ დაცვაც’’
ხდება] ხასიათით და სპეციფიკით განსაზღვრული ,გარკვეული ჯგუფის სამოქალაო საქმეთა აღძვრის,განხილვის და გადაწყვეტის წესი[!]
·
მოქმედი სამოქალაქო
საპროცესო კოდექსი ,საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ყველა სამოქალაქო
საქმეებს 4 სახედ ყოფს:
1)
„სასარჩელო
წარმოების წესით’’ განსახილველი საქმეები
2)
„უდავო წარმოების
წესით’’ განსახილველი საქმეები
3)
„გამარტივებული
წესით განსახილველი’’ საქმეები
4)
„საოჯახო
-სამართლის’’ საქმეები
ხ
ა)„სასარჩელო წარმოება’’
·
სამართალწარმოების
ძირითადი და ყველაზე უფრო გავრცელებული სახეა -„სასარჩელო წარმოება’’
·
„სასარჩელო წესით’’
განიხილება კერძოსამართლებრივი ურთიერტობებიდან წარმოშობილი დავები[!]
·
„სასარჩელო
წარმოებისას’’ მხარეები სამართლებრივად თანასწორნი არიან
·
„სასარჩელო
წარმოებაში’’ ყოველთვის განიხილება დავა რაიმე „უფლების’’ შესახებ
·
„სასარჩელო
წარმოებისთვის’’ დაგენილი წესები საერთოა სხვა სახის სამოქალაქო სამართალწარმოებებისთვისაც[!],ბუნებრივია
ხდება მათი სპეციფიკის გათვალისწინებაც
ბ) „გამარტივებული წარმოება’’
·
აქ ხდება უდავო დოკუმენტებზე[ანუ
„მტკიცებულებებზე’’] დაფუძნებული უფლების დაცვა [ ე.ი. უდავო დოკუმენტებზე დაფუძნებული
მოთხოვნის დაკმაყოფილება]
·
მაგრამ „სასარჩელო წარმოებისგან’’ განსხვავებიტ
დავა განიხილება „გამარტივებული წესით’’,რითაც უფრო სწრაფად ხდება უფლების დაცვა[!]
·
„გამარტივებული წარმოება’’ „სასარჩელო წარმოების’’
ალტერნატიული პროცედურაა,ოღონდ ის ხორციელდება არა ყველა სამოქალაქო საქმეზე
·
„გამარტივებული წესით’’ განსახილველი ყველა საქმე
შესაძლებელია განხილულ იქნა „სასარჩელო წესით’’,მაგრამ არა პირიქით.
·
უფლების დაცვის „სასარჩელო’’ თუ „გამარტივებული
‘’ ფორმის[პროცედურის] არჩევა „დაინტერესებული პირის’’ დისპოზიციურ
უფლებამოსილებას განეკუთვნება.
გ) „უდავო წარმოება’’
·
„უდავო წარმოებაში’’
არ არიან მხარეები ,მესმე პირები. „განმცხადებლები’’ არ აყენებენ იურიდიულ მოთხოვნებს.
·
„უდავო წარმოებაში’’
სასამართლო იცავს პირთა „კანონიერ ინტერესებს’’,რისტვისაც თავისი გადაწყვეტილებით დააადგენს „იურიდიულ ფაქტებს’’,პირთა
სამართლებრივ მდომარეობას[ანუ უფლებებს და მოვალეობებს],აგრეთვე „უდავო
უფლებების’’ არსებობას ან არ არსებობას,რომელთა
„დადასტურებისტვის’’ საჭიროა
სასამართლოს გადაწყვეტილება[!]
·
ასეთ სამოქალაქო
საქმეებს თავიანტი სპეციფიკის გამო „უდავო
წარმოების საქმეები ეწოდება’’
·
აქ ტერმინი
„უდავობა’’ ისე არ უნდა იქნეს გაგებული რომ „დავა’’ მთლიანად გამოირიცხება.
·
„უდავო წარმოებაში’’
„დავა’ არ არის „უფლების’’ შესახებ,მაგრამ „დავა’’ შეიძლება იყოს „იურიდიული
მნიშვნელობის’’ ფაქტის შესახებ.
·
[შენიშვნა:
სააგარაკე მიწის ნაკვეტის რეგისტრაცია
ალბათ ამ სახის წარმოებით უნდა იქნას განხილული]
ხ
„სამოქალაქო პროცესის ‘’ სტადიები
·
სასამართლოს
საქმიანობა სამოქლაქო საქმეების განხილვის ან გადაწყვეტის
დროს,სტადიების[ეტაპების] მიხედვით ხორციელდება
ხ
·
„სამოქალაქო
პროცესის სტადია’’ ეწოდება „საპროცესო
მოქმედებების’’ და „საპროცესო ურთიერთობის’’
სისტემას,რომელსაც გააჩნია ერთი
მიზანი
ხ
·
პირველი სტადიაა- „სამოქალაქო
საქმის აღძვრა სასამართლოში’’
·
„საქმეე’’ პირველი
ინსტანციის სასამართლოში „სარჩელით’’
აღიძვრება, ხოლო საპროცესო ოდექსით გათვალისწინებულ შემტხვევწებში
„განცხადებით’’[იხ.სსსკ-ის 117-ე მუხლი]
·
„სამე აღიძვრება’’
მხოლოდ სარჩელის/განცხადების მოსამართლის
მიერ წარმოებაში მიღების შემდეგ[!]
ხ
·
მეორე სტადია-
„საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად
მომზადება’’
·
ამ სტადიის მიზანია
უზრუნველყოს საქმის დროული და სწორი
განხილვა და გადაწყვეტა სასამართლოს ერთ სხდომაზე[თუკი ეს შესაძლებელია]
ხ
·
მე-3 სტადია
-„საქმის არსებითად მთავარ სხდომაზე
განხილვა’’ პირველი ინსტანციის სასამართლოში
·
ამ სტადიაზე საქმე
მთავარ სხდომაზე წყდება არსებითად ,და ,როგორც წესი’’ საქმე მტავრდება
„გადაწყვეტილების’’ გამოტანით[!]
·
ზოგიერთ შემთხვევაში
პროცესი სრულდება „გადაწყვეტილების’’ გამოტანის გარეშე
ხ
·
მე-4 სტადია-
„კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების
გასაჩივრება’’ ,ანუ „აპელაცია’’ და /ან „კასაცია’’
·
კანონიერ ძალაში
გასაჩივრების წესს საპროცესო კოდექსი მე-10 კარში ითვალისწინებს.
·
ცალკეულ
შემთხვევებში დაიშვება“განჩინებათა’’ -აპელაციაც[!]
·
სასამართლო
აქტის[„გადაწყვეტილების’’] ძალაში შესვლამდე მხარეებს
და „დამოუკიდებელი
მოთხოვნის უფლების’’ მქონე პირებს უფლება აქვთ იგი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში
გაასაჩივრონ[!]
·
თუმცა,ზოგჯერ მხარე
სასამართლს დადგენილებას[გადაწყვეტილებას] არა სწორად[მცდარად] მიიჩნევს,მისი
კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც და ითხოვენ
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტით „დამთავრებული საქმისწარმოების განახლებას’’ [!]
ხ
·
კანონიერ ძალაში
შესული სასამართლო აქტით „დამთავრებული საქმისწარმოების
განახლების ‘’ სტადია- პრაქტიკაში
იშვიათად გვხვდება
·
გვხვდება მხოლოდ იმ
ემტხვევაში ,როდესაც საქმე განხილულ იქნა საქმისათვის
არსებითი ხასიათის[მნიშვნელობის]
მქონე გარემოებების[ან
მტკიცებულებების] გათვალისწინების გარეშე[რომლებიც
სახეზე იყო საქმის განხილვის მომენტშიც,მაგრამ მხარისთვის შემდეგ გახდა ცნობილი და
ეს „გარემოებები’’ და „მტკიცებულებები’’ ადრევე [თავის დროზე] რომ ყოფილიყო
ცნობილი მხარისთვის და წარდგენილი სასამართლოსტვის ,გამოიწვევდა მისთვის
ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას,თუმცა საქმის განხილვის მომენტისთვის
მხარისტვის ეს არ იყო და არც შეიძლებოდა ცნობილი
ყოფილიყო.]
·
,აგრეთვე იმ
შემტხვევაში,როდესაც სასამართლოს „განაჩენი’’ „გადაწყვეტილება’’ ან „განჩინება’’
ან სხვა ორგანოს დადგენილება,რომელიც საფუძვლად დაედო სასამართლოს ამ აქტის მიღებას[!] - გაუქმდა[!!]
ხ
·
ყურადღება:„დამთავრებული საქმისწარმოების განახლება’’ მოხდება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის I და II თავით
გათვალისწინებული „სხვა პირობების’’ არსებობის შემთხვევაში.
ხ
ყურადღება:
·
ზემოთ
ჩამოთვლილი სამოქალაქო პროცესის
„სტადიები’ იმას როდი ნი\შნავს,რომ ნებისმიერი სამოქალაქო საქმის განხილვა
ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ამ სტადიის სავალდებულო გავლით მოხდება
·
„სამოქალაქო
საქმის’’ წარმოება შეილება „დამთავრდეს’’ პირველი ინსტანციის სასამართლოში „მთავარ
სხდომაზე არსებითად განხილვის სტადიაზე’’ ან „დამთავრდეს’’ მ“მოსამზადებელ
სტადიაზევე’’
ხ
·
ზოგჯერ მომდევნო
სტადიაზე გადასვლა შეუძლებელია კანონში სპეციალური მითითების არსებობის
გამო[!][მაგ. სსსკ-ის 365-ე მუხ. და 391-ე მუხ]
Комментарии
Отправить комментарий