„ზეპირობის და წერილობითობის პრინციპი’’

 

·        „სამოქალაქო პროცესი’’ ტარდება „ზეპირი’’ და „წეილობითი’’ ფორმით

·        „პირველი ინსტანციის სასამართლო ‘’ საქმეს იხილავს „ზეპირად’’

·        „ზეპირია ‘’ პროცესი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოშიც[აქ იგულისხმება მხოლოდ „სააპელაციო სასამართლო’’[მე-2 ინსტანცია] , არა „საკასაციო სასამარტლო’’[მე-3 ინსტანცია]]

·        „პირველი ინსტანციის’’ და „მე-2 ინსტანციის’’ სასამართლოებში „ზეპირი’’ და „წეილობითი’’ ფორმები ერთად გამოიყენება.[ერთმანეთს „ეხამება’’]

·        „წერილობითი ‘’ პროცესის დროს „საპროცესო მასალები’’[ მათ შორის „მტკიცებულებები’’ მაგ. „დოკუმენტები’’] სასამართლოს წარედგინება „წერილობითი’’ სახით.

·        „ზეპირი’’ პროცესის დროს „საპროცესო მასალები’’ სასამართლოს წარედგინება „ზეპირად’’

·        „წერილობითი ‘’ პროცესის დროს ხდება მხარეთა შორის „წეილობითი დოკუმენტებით’’ შეჯიბრება[!]

·        „ზეპირი’’ პროცესის დროს ხდება მხარეთა შორის -„ზეპირი შეჯიბრება’’

·        „ზეპირი’’ პროცესის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პროცესის მონაწილის  „ნათქვამ სიტყვას’’ [!],რადგან „გადაწყვეტილების’’ გამოტანისას სასამართლო ეფუძნება მხოლოდ იმას რაც ნათქვამი იყო საქმის განხილვისას[საქმის „ქურდული გარჩევის’’ დროსაც ასეა] და კამათის დროს[!]

·        „წერილობითი ‘’ პროცესის დროს კი სასამართლოს ‘’გადაწყვეტილება’’ გამოაქვს მხოლოდ იმის საფუძველზე რაც გადმოცემულია „წერილობით დოკუმენტებში’’[!][ანუ „წერილობით მტკიცებულებებში’’].გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას ,“რაც დაწერილია’’[!]

 

„სამოქალაქო საქმის ზეპირი განხილვა სასამართლოში’’

 

·        „საქმის განხილვა’’[ანუ „სასამართლო სხდომა’’] მიმდინარეობს „ზეპირი’’ ფორმით

·        ეს ნიშნავს იმას ,რომ „ყველა საპროცესო მასალა’’[ ანუ „იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტები’’ და მათი „მტკიცებულებები’’],რომლებსაც უნდა დაეყრდნოს სასამარტლო „გადაწყვეტილების’’ გამოტანისას, „ზეპირად ‘’ უნდა გააცნონ მოსამართლეს.

·        მოსამართლე[სხდომის თავმჯდომარე] „ზეპირი ფორმით’’ ხსნის სასამართლოს „მთავარ სხდომას’’ და აცხადებს თუ „რომელი საქმე’’ იქნება განხილული [!]

·        სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს ზეპრად  მოახსენებს[„ამოწმებს’’] „საქმის მონაწილეთა სხდომაზე გამოცხადების საკითხს’’[ვინ მოვიდა და ვინ არა,რა მიზეზით არ მოვისა და ა.შ.]

·        „მოსამართლე’’ ზეპირად  განუმარტავს მხარეებს მათ  „უფლება-მოვალეობებს’’

·        „მხარეები’’ და პროცესის „სხვა მონაწილენი’’  „ახსნა-განმარტებებს’’ და „ჩვენებებს’’ აძლევენ სასამართლოს[მოსამართლეს] ზეპირად[!] ,რის შემდეგაც მათი განხილვა ასევე ხდება „ზეპირად’’

·        „ყველა წერილობითი მასალა’’ [ „მხარეტა წერილობითი განცხადებები’’,“სასარჩელი განცხადება’’, „წეილობითი მტკიცებულებები’’,“ექსპერტთა დასკვნები’’ და სხვა] აუცილებლად უნდა „გამოქვეყნდეს’’ [!]

·        მოსამართლე „მხარეებს’’ და  „მხარეები’’ ერთმანეთს შეკითხვებს უსვამენ „ზეპირად’’[!]

·        დასმული  კითხვები და პასუხები შეიტანება „სხდომის ოქმში’’,ოქმში ჩანაწერებს  აკეთებს „სხდომის მდივანი’’

·        სასამარტლო[მოსამართლე] ისმენს მხარეთა „პაექრობის’’ დროს „ნათქვამ  სიტყვებს’’ [!][ანუ არგუმენტებს და აკვირდება მათ მთქმელებს]

·        „პროცესის ზეპირობას’’ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ,რამდენადაც:

 

a.      „ზეპირი ფორმა’’  მოსამართლეს და „საქმის მონაწილეებს’’ უადვილებს „მტკიცებულებათა’’ „უშუალო აღქმას’’[იხ. „უშალობის პრინციპი’’ ].

b.      აჩქარებს საქმის გახილვის პროცესს[!]

c.      იოლდება საქმეში არსებული „მტკიცებულებების’’ აღქმა

d.     შესაძლებელი ხდება „დასაბუთებული’’ და „კანონიერი’’ გადაწყვეტილების გამოტანა[!]

e.      „ზეპირი ფორმა’’ უფრო ეფექტიანს ხდის მხარეთა შეჯიბრებას

·        „პროცესის მონაწილეებთან’’ მოსამართლის კონტაქტი „ზეპირი ფორმით’’ უნდა ხდებოდეს ,მიუხედავად იმისა თუ რა ფორმით „წარედდგინა’’ სასამართლოს საქმის მასალები.

ხხხხ

„სამოქალაქო საქმის წერილობითი განხილვა სასამართლოში’’

 

·        რაც შეეხება „წეილობით ფორმას’’ ,ზოგიერთი „საპროცესო მოქმედება’’  მხოლოდ[!] „წერილობითი ფორმით’’ უნდა შესრულდეს[!]

·        მაგ. „სასარჩელო განცხადება’’,რომელიც ძირითადი წერილობითი დოკუმენტია[სამოქალაქო პროცესში],სასამართლოში მოსარჩელემ უნდა შეიტანოს მხოლოდ „წერილობითი ფორმით’’[!]

·        „წერილობითი ფორმით’’ შეიტანება:

a.      „სააპელაციო საჩივარი’’

b.      „საკასაციო საჩივარი’’

c.      „კერძო საჩივარი’’

d.     „წერილობითი მტკიცებულებები’’[ანუ „დოკუმენტები’’]

·        „მხარეთა მორიგება’’  „წერილობითი ფორმით’’ იდება[!]

·        „საქმის მომზადების სტადია’’ [სხდომამდე პერიოდი] - ფაქტიურად  მხარეთა „წერილობითი შეჯიბრის სტადიაა’’

 

·        ზოგიერთი „საპროცესო მოქმედება’’კი  შესაძლებელია შესრულდეს როგორც „ზეპირი’’.ისე „წეილობითი’’ ფორმით[!]

·        მაგ. „სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე’’ მხარეებს შეუძლიათ დააყენონ ,როგორც „წერილობითი’’ ,ისე „ზეპირი’’ „შუამდგომლობები’’[!]

·        „მთავარ სასამართლო სხდომაზე’’ კი „შუამდგომლობის ‘’ დაყენება სასამართლოს წინაშე „მხარეს’’ მხოლოდ წერილობითი ფორმით შეუძლია[!][გარდა იმ შემთხვევისა,როცა მხარე „ახალი არსებითი გარემოების’’  საფუძველზე „ზეპირ ‘’ შუამდგომლობას აყენებს[იხ.სსსკ-ის 215-ე მუხლი]

 

·        დაბოლოს,მხარეებს უფლება აქვთ  სასამართლოს[მოსამართლეს] „ზეპირად’’ ან „წერილობით’’ გადასცენ ის შეკითხვები,რომლებზეც პასუხი უნდა გასცეს „ექსპერტმა’’[!]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები