სამოქალაქო საპროცესო სამართლის ცნება, საგანი და მეთოდი. სამოქალაქო საპროცესო სამართალი სამართლის სისტემაში.
1. სამოქალაქო საპროცესო სამართლის ცნება, საგანი და მეთოდი.
2. სამოქალაქო საპროცესო სამართალი სამართლის სისტემაში.
ლიტ.
·
ზ.ძლიერიშვილი სამოქალაქო საპროცესო სამართალი
(კაზუსები და ტესტები), თბ; 2012, გვ.3-6.
·
შ.ქურდაძე, ნ. ხუნაშვილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი,
თბ., 2015, გვ. 28-33
მატერიალური
სამართალი
· სამართლის თეორიაში,სამართლის ყველა დარგი მატერიალური[ანუ რეგულაციური] და საპროცესო [ანუ ფორმალური] სამართლის დარგებად იყოფა.
ხ
· „მატერიალური სამართალი’’ იმ სამართლებრივი ნორმების სისტემაა ,რომელთა დახმარებითაც საზოგადოებაში ხორციელდება ადამიანთა ურთიერთობებზე ზემოქმედება პირდაპირი,უშუალო სამართლებრივი ზემოქმედების გზით.[დასამახსოვრებლად]
· მატერიალური სამარტლის ნორმები :
1) განამტკიცებენ საკუთრების უფლებას,სუბიეტების და ქონების იურიდიულ სტატუსებს
2) ადგენენ ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივ სტატუსებს
3) აწესრიგებენ კერძო სამართლებრივ ,ეკოლოგიურ,საფინანსო,საგადასახადო და სხვა ურთიერთობებს.
4) ადგენენ „უფლების’’ დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს და პასუხისმგებლობის ფარგლებს[საზღვრებს]
ხ
· მატერიალური სამართლის ნორმები განსაღვრავენ ურტიერთობის მონაწილეთა უფლებებს და მოვალეობებს.
· „ეკონომიკური ბრუნვის“ საფუძველზე სამართლის სუბიექტებს შორის წარმოიშობა მრავალი უფლებრივი,უმთავრესად „კერძო ხასიატის’’ ურთიერთობა.
· ამ ურთიერთობებს აწესიგებს სამოქალაქო სამართალი[!]
· სამოქალაქო სამართალი -მატერიალური სამართლის დარგებიდან ერთ-ერთია[!]
ხ
· სამოქალაქო სამართლის „ინსტიტუტები’’მოიცავენ ადამიანის კერძო ცხოვრების ყველა მხარეს[!]
· სამოქალაქო სამართლის „მოწესრიგების სფერო’’ განსაზღვრულია „სამოქლაქო კოდექსის’’ 1-ელ მუხლში
ხ
· სამოქალაქო სამართალი „სამოქალაქო სამართალურთიერთობათა სუბიექტებს’’ სხვადასხვა „სამოქალაქო უფლებებს ‘’ ანიჭებს:
a. ქონების შეძენის
b. გარიგების დადების
c. პროფესიის არჩევის
d. და სხვა.
·
მაგრამ „სამოქალაქო უფლებებს’’ მხოლოდ მაშინ აქვს აზრი ,როცა ისინი „დაცულია’’
ამიტომ „მატერიალურ სამართალთან’’ განუყოფლადაა დაკავშირებული „საპროცესო სამართალი’’
ხ
„საპროცესო [ანუ ფორმალური] სამართალი’’
· ხშირად ამა თუ იმ ქონების[ნივთის],ან „უფლების’’ გამო ატყდება დავა[!]
· დავა ხან „შეცდომაზეა’’ აგებული,ხან „ბოროტ განზრახვაზე’’
· დავას განხილვა უნდა და მართალ მხარეს გამოსარჩლება[!]
ხ
· „საპროცესო სამართალი’’ განამტკიცებს პროცედურულ წესებს ,რომელტა ფარგლებში ლეგიტიმურად ხდება მატერიალური „უფლებების’’ განხორციელება და დაცვა [!]
ხ
· „საპროცესო სამართლის’’ დარგებს მიეკუტვნება:
a. „სამოქალაქო საპროცესო სამართალი’’
b. „სისხლის სამართლის პროცესი’’
c. ადმინისტრაციულ-საპროცესო სამართალი
d. კონსტიტუციური პროცესი
ხ
ა)„სამოქალაქო
საპროცესო სამართალი’’- ცნება
· „სამოქალაქო საპროცესო სამართალი’’ იმ საპროცესო-სამართლებრივი ნორმების ერთობლიობაა,რომლებიც სამოქალაქო საქმეებზე „მართლმსაჯულების’’ განხორციელების დროს „სასამართლოს’’ და „პროცესის სხვა მონაწილეებს’’ შორის წარმოშობილ ურთიერთობებს აწესრიგებს[ ცნება -საზეპირო]
ხ
· „სამოქალაქო საპროცესო სამართლის’’ ნორმები დაჯგუფებულია - ინსტიტუტებად .[!]
· ნორმატა ერთობლიობა „სამარტლის დარგად’’ იმ პირობით შეიძლება იქნეს მიჩნეული ,თუ ისინი „სისტემატიზებულნი’’ არიან.
· ნორმათა „სისტემატიზაცია’’ უზრუნველყოფს წესრიგს სამოქალაქო იურის დიქციაში,გარანტირებულს ხდის „სამოქალაქო საქმეთა[ანუ დავების]’’ სასამართლო წესით განხილვის და გადაწყვეტის კანონიერებას,დასაბუთებულობას,დროულობას[!]
ხ
· „სამოქალაქო საპროცესო სამართლის’’ სოციალური და იურიდიული მნიშვნელობა იმაშია,რომ იგი უზრუნველყოფს „კერძო უფლებების ‘’ დაცვას[!][საზეპირო]
ხ
· „უფლების დაცვა’’ მიზანშეწონილია მაშინ,როდესაც „უფლება’’ ჯერ კიდევ არ დარღვეულა[!][რათა ის მომავალში არ დაირღვეს]
· „უფლების დაცვა’’ მდგომარეობს მხარეთა ურთიერთობაში არსებული „იურიდიული გაურკვევლობის’’ თავიდან აცილებაში[ანუ აღმოფხვრაში] ,კონკრეტული „იურიდიული ფაქტების’’ დადგენაში , მხარეთა შორის „გარიგების’’ არსებობის აღიარება-არ ღირებაში
ხ
· სასამართლოში „დაცვის ობიექტი[საგანი]’’ შეიძლება იყოს ა) „პირთა უფლებები’’ ან ბ) „პირტა კანონიერი ინტერესები’’[საზეპირო]
ხ
· სამოქალაქო-საპროცესო ნორმებით დადგენილია უფლება-მობალეობები სამოქალაქო პროცესის თითოეული მონაწილისთვის[!]
მაგ
სასამართლოს უფლებაა:
a.
განიხილოს და გადაწყვიტოს მხოლოდ მის გამგებლობას
მიკუთვნებული საქმეები[დავები]
b.
სასამართლო აღჭურვილია სახელისუფლებო
უფლებამოსილებით პროცესის სხვა მონაწილეებთან ურთიერთობაში
სასამართლოს
ვალდებულებაა:
a.
მართლმსაჯულების ხარისხის უზრუნველყოფა
b.
დაიცვას მხარეების და სხვა დაინტერესებული პირების
საპროცესო უფლებები
პროცესში მონაწილე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს
უფლება აქვთ:
a.
მონაწილეობა მიიღონ პროცესში
b.
დააყენონ შუამდგომლობები
c.
დაამტკიცონ ტავიანთი მოთხოვნის საფუძვლები
d.
გაასაჩივრონ სასამართლოს აქტი
e.
მიიღონ მონაწილეობა სასამარტლო აქტის აღსრულებაში
პროცესში მონაწილე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აკისრიათ ვალდებულებები :
a.
კეთილსინდისიერად ისარგებლონ თავიანთი საპროცესო
უფლებებით
b.
გადაიხადონ სასამართლო ხარჯები
c.
წარადგინონ მტკიცებულებები
ხ
·
„სამოქალაქო საპროცესო სამართლის’’ ნორმები განსაზღვრავენ სამოქალაქო სასამართლო პროცესის მთელ მსვლელობას
·
პროცესის მონაწილე თითოეული სუბიექტისთვის
ადგენენ ა) სავადებულო და ბ)
შესაძლებელ მოქმედებათა
საზღვრებს[ფარგლებს]
ხ
„სამოქალაქო საპროცესო სამართლის’’ საგანი
·
„სამოქალაქო საპროცესო სამართალი’’ სამართლის
დამოუკიდებელი დარგია.
·
მას
სამართლებრივი მოწესრიგების საკუთარი „საგანი’’ და „მეთოდი ‘’ გააჩნია
·
ამ სამართლის ნორმები სპეციფიკურია.
ხ
·
„სამოქალაქო
საპროცესო სამართალის’’ „საგანი’’ არ უნდა
აგვერიოს „სამოქალაქო პროცესის’’
„საგანში’’
·
„სამოქლაქო
პროცესი’’ სასამართლოს საქმიანობაა და მარტლმსაჯულების განხორციელებსთანაა
დაკავშირებული ,მისი „საგანია’’ კონკრეტული „სამოქალაქო საქმე’’[დავა]
·
ხოლო „სამოქალაქო
საპროცესო სამართალის’’[როგორც სამართლის დარგის] „საგანია’’ თავად „სამოქალაქო პროცესი’’[ანუ სამოქალაქო სამართალწარმოება] ე.ი. „სასამართლოს’’,
„პროცესის მსხვა მონაწილეთა’’ და
„სააღსრულებლო ორგანოტა’’ საქმიანობა.[!] [საზეპიროდ]
ხ
„სამოქალაქო საპროცესო სამართლის’’ მეთოდი
·
„სამოქალაქო
საპროცესო სამართალის’’ „მეთოდი’’ სამართლის ამ
დარგით მოწესრიგებულ ურტიერტობებზე ზემოქმედების
საშუალებაა
·
ეს
„მეთოდი’’ არის
იურიდიულ საშუალებების სისტემა ,რომელტა საშულებითაც ხდება სამოქალაქო პროცესის
მონაწილეთა შორის ურთიერთობების მოწესრიგება.
·
ეს სამართალი პროცესის მონაწილეთა შორის
ურთიერთობებს ე.წ. „დისპოზიციური ნებადარტვითი მეთოდით’’ აწესრიგებს.
·
ეს ნიშნავს იმას,რომ
სამოქალაქო საქმის აღძვრის ინიციატივა
„დაინტერესებულ პირებს’’
ეკუთვნით და არა „სასამართლოს’’
·
სასამართლო თავისი
ინიციატივით „სამოქალაქო საქმეს’’ არ აღძრავს[!]
·
„სასამართლო აქტების გასაჩივრება’’ ან “სასამართლო აქტების
აღსრულება’’ [ანუ „საქმის’’ გადასვლა „წინა სტადიიდან’’ „მომდევნო სტადიაზე’’ [იხ.“სტადიები’’] ] ასევე დამოკიდებულია „დაუინტერესებული სუბიექტის’’ ნების
გამოვლენაზე
ხ
·
სამოქალაქო
პროცესში „დისპოზიციურ-ნებადართვითი მეთოდი’’ ვლინდება სამართალურთიერთობის სუბიექტთა
შემადგენლობსა და სამართლებრივ მდგომარეობაში ,იურიდიული ფაქტების ხასიათში, პროცესის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებში, სანქციებში
ხ
„სამოქალაქო საპროცესო სამართლის ადგილი ‘’
სამარტლის სისტემაში
·
„სამოქალაქო
საპროცესო სამართალი’’ სახელმწიფოში არსებული
სამართლის მთლიანი სისტმის ელემენტია
·
ის დაკავშირებულია
სამარტლის სხვადასხვა დარგებთან
·
მჭიდროდაა
დაკავშირებული მატერიალური სამართლის
დარგებთან:„სამოქალაქო
სამართალთან’’ და „შრომის სამართალთან’’ [ასევე „საოჯახო სამართალთან’’ და სხვ]
·
„საპროცესო
სამოქალაქო სამართალი’’ უზრუნველყოფს „შელახული’’ ან „სადავო’’ სამოქალაქო
უფლებების იძულებით[ანუ სასამართლო წესით]
განხორციელებას,ანუ სამოქალაქო პროცესი
არსებობს ფიზიკური პირების თუ ორგანიზაციების იმ უფლებების დასაცავად ,რომლებიც
„სამოქალაქო სამართალს ‘’ ეფუძნება
·
„სამოქალაქო უფლებების’’ შელახვა ნიშნავს „სამოქალაქო სამართლის’’ ნორმების დარღვევას[!]
·
ხოლო „სამოქალაქო უფლებების’’ დაცვა ნიშნავს ამ „სამოქალაქო უფლებების’’
აღდგენას[!]
·
„სამოქალაქო
საპროცესო სამართალი’’
კერძოსამართლებრივი ვალდებულებების იძულებითი წესით განხორციელების ფორმაა.იძულების განმახორციელებელი აპარატი-სასამართლოა,რომელიც „გადაწყვეტილების ‘’
გამოტანის დროს „მატერიალური სამართლის’’[რომელიმე დარგის] ნორმებს უფარდებს კონკრეტულ ფაქტებს[!]
·
შეფარდების პროცესში
მატერიალური სამართლის ნორმატა დარღვევა
ან არასწორად გამოყენება სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია [იხ. სსსკ-ის 393-ე მუხლი]
·
ამრიგად,მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევას
და დაინტერესებული პირის სასამართლოსთვის მიმარტვას მოქმედებაში მოჰჰყავს „სამოქალაქო
საპროცესო სამართალი’’
·
„სამოქალაქო საპროცესო სამართალის’’ მეშვეობით
„სხვისი ‘’ სამოქააქო უფლების ან კანონიერი ინტერესის დამრღვევ პირს
აიძულებენ შეასრულოს განსაზღვრული
მოქმედებები ან თავი შეიკავოს მათგან[!],რათა „აღდგეს’’ არა მხოლოდ „დარღვეული
უფლება’’ არამედ „კანონიერებაც’’ [!]
ხ
·
„სამოქალაქო საპროცესო
[ფორმალური] სამართალი ემსახურება მატერიალურ[რეგულაციურ] სამართალს[„სამოქალაქო
სამართალს’’,“შრომის სამართალს’’ „საოჯახო სამართალს და სხვა]
·
„სამოქალაქო
საპროცესო სამართლის’’ დამხმარე როლი გამოიხატება „სამოქალაქო
უფლებების’’ „დავასა’’ და „აღდგენაში’’
ხ
·
„სამოქალაქო საპროცესო სამართალი’’ ასევე დაკავშირებულია „კონსტიტუციურ სამართალთან’’,
რადგან
სასამართლოს ორგანიზაციული მოწყობის და
საქმიანობის პრინციპები დადგენილია სწორედ „კონსტიტუციური სამართლით’’ და
კონსტიტუციით [!]
ხ
·
„სამოქალაქო საპროცესო სამართალი’’ ასევე დაკავშირებულია „სისხლის სამართლის პროცესთან’’
Комментарии
Отправить комментарий