„მოთხოვნის საფუძველი’’
შესავალი
·
მოთხოვნის
საფუძველი არის განსაკუთრებული სამართლებრივი ნორმა, რომლის “სამართლებრივი შედეგიც’’
გულისხმობს, რომ პირი (კრედიტორი), ნორმის შემადგენლობის (დისპოზიციის) ფაქტობრივი
წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილია,
მეორე პირისგან (მოვალისგან) მოითხოვოს მოქმედების შესრულება ან მოქმედებისგან
თავის შეკავება
ხ
ყურადღება:
· ასევე არსებობს ასევე “ვალდებულების შესრულების” „მოთხოვნის საფუძვლები’’ [სამართლებრივი ნორმები], მაგალითად, სკ-ის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები:
„1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა,
გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს
საქონელი.
2. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული
ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.”
ასეთი ვალდებულების დამკისრებელი ნორმა, ვალდებულებასთან ერთად, აფუძნებს ამ „ვალდებულების
შესრულების მიმღების „მოთხოვნის
უფლებას’’ ვალდებულების შემსრულებლის მიმართ[!]
ანუ, თუ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების
უფლება ქონებაზე, ეს იმას ნიშნავს,
რომ მყიდველს აქვს უფლება მოსთხოვოს
გამყიდველს ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა.
შეჯამება:
“მოთხოვნის
საფუძველი” ისეთი სამართლებრივი ნორმაა
,რომლის ძალითაც უფლებამოსილი პირი სხვა პირისგან ითხოვს:
a.
მოქმედების შესრულებას
b.
მოქმედებისგან თავის შეკავებას
c.
ვალდებულების შესრულებას
ხ
ა) „დამხმარე ნორმა’’ და მისი სახეები
·
სამოქალაქო კოდექსის ნორმათა უმრავლესობა ე.წ. „დამხმარე ნორმებია’’ და ისინი არ გამოდგებიან „მოთხოვნის’’ საფუძვლად. [!]
·
ასეთი ნორმები შეიძლება შეიცავდეს: a) სამართლებრივი ცნებების დეფინიციებს[განმარტებებს],
ან
b)მათ შეიძლება ჰქონდეთ
„მიმთითებელი’’,ან c)„განმავრცობელი’’ ან „შემზღუდველი’’ ბუნება.
მაგალითად, სკ-ის 523-ე მუხლი არის „მიმთითებელი ნორმა’’, რომელიც “მიგვითითებს”[გვამცნობს], რომ „გაცვლის ხელშეკრულების მიმართ ასევე გამოიყენება ნასყიდობის სამართლის ნორმები’’.
„შემზღუდველი
ნორმის’’ მაგალითია
სკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი,
რომელიც ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის სამართლებრივ შედეგს ზღუდავს.
მუხლი 187. კეთილსინდისიერი შემძენი
+
1. შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე[ესაა სამართლებრივი შედეგი აქ] მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.
2. კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ.
სკ-ის 50-ე მუხლში
მოცემულია გარიგების ცნება, რომელიც „ზოგადი’’ ხასიათისაა და ყველა სახის გარიგების/ხელშეკრულების
მიმართ გამოიყენება
გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ხ
„მოთხოვნის საფუძვლის’’ სტრუქტურა
·
სამართლებრივი ნორმა, რომელიც აფუძნებს მოთხოვნას (ანუ წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს), შედგება „დისპოზიციისა’’ და „სამართლებრივი
შედეგისაგან’’.
·
„დისპოზიცია’’ და „სამართლებრივი შედეგი’’ მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
·
„დისპოზიციის არსებობა’’ არის „სამართლებრივი შედეგის’’ დადგომის წინაპირობა.
·
აქედან გამომდინარე, ნებისმიერ „სამართლებრივ საფუძვლად’’ ვარგის
სამართლებრივ
ნორმას აქვს შემდეგნაირი სტრუქტურა: „თუ მოცემულია ქმედება Y, მაშინ სახეზეა სამართლებრივი შედეგი
X”.
·
მაგალითისთვის ავიღოთ სკ-ის
976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტი, რომელიც არის „უსაფუძვლო გამდიდრებიდან’’ წარმოშობილი მოთხოვნების საფუძველი:
„პირს, რომელმაც
სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომკრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის
ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში’’
ეს ნორმა
სხვაგვარი ფორმულირებით ასეთ სახეს მიიღებს:
„თუ გარიგების
ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს,
არ წარმოიშობა ან შემდგომში შეწყდა ვალდებულება
(ანუ თუ სახეზეა ასეთი დისპოზიცია Y), მაშინ პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების
შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომკრედიტორს (მიმღებს) მისი უკან
დაბრუნება ( დადგება სამართლებრივი შედეგი X)’’.
მოთხოვნის საფუძვლის შემცველი
სამართლებრივი ნორმის შედეგი არის
„მხარისთვის
მოთხოვნის უფლების მინიჭება.’’
მაშასადამე, ზემოაღნიშნულ მაგალითში პირს შეუძლია, ვითომკრედიტორს მოსთხოვოს
მის მიერ განხორციელებული შესრულების უკან გადმოცემა.
ხ
სასარგებლო რჩევა:
მაშინაც კი ,
როდესაც მოთხოვნის საფუძველს „მიაგნებთ”, გადაშალეთ კანონი და კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ის ნორმა.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ნორმა ზეპირადაც იცოდეთ, ეს აუცილებელია იმდენად,
რამდენადაც თქვენ გევალებათ კაზუსის ფაქტობრივი გარემოებების ნორმის წინაპირობებთან
მისადაგება (სუბსუმცია – იხ. მე-8 გვერდი).
ამას კი მოახერხებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმის ტექსტი
თვალწინ გექნებათ.
ბევრი იურისტის გამოცდილების მიხედვით, მიზანშეწონილია,
ასევე მოძიებული ნორმის წინა და შემდგომი ნორმების წაკითხვა, ვინაიდან, როგორც
წესი, თქვენთვის საინტერესო ნორმები მოძიებული მოთხოვნის საფუძვლის „სიახლოვეს” იმყოფება
და სისტემურ კავშირშია მოთხოვნის საფუძვლის განმსაზღვრელ ნორმასთან
ხ
ბ) ნორმის დისპოზიცია
·
როგორც ზემოთ აღინიშნა, იმისათვის, რომ სასურველი სამართლებრივი შედეგი დადგეს, აუცილებელია, წარმოდგენილი
იყოს[სახეზე იყოს] ნორმის დისპოზიცია.
·
ხშირ შემთხვევაში დისპოზიცია
რამდენიმე ელემენტისგან (ფაქტობრივი წინაპირობებისაგან) შედგება, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან ნორმის დისპოზიციას.
·
ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ დისპოზიციის ელემენტები არსებობს ალტერნატიული
და კუმულაციური.
·
ალტერნატიული ნიშნავს, რომ აუცილებელი არ
არის ყველა ასეთი ელემენტის არსებობა, რათა დადგეს ნორმით განსაზღვრული შედეგი. ალტერნატიული ელემენტები
ნორმაში ერთმანეთისაგან გამოყოფილია „ან” კავშირით და სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი ალტერნატიული ბუნება.
·
მაგალითად მოვიხმოთ ისევ ზემოაღნიშნული უსაფუძვლო გამდიდრების
ნორმა, სკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტი”, და განვიხილოთ მისი დისპოზიცია.
„პირს, რომელმაც
სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომკრედიტორს
(მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება
გარიგების ბათილობის ან
სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში’’
როგორც ვხედავთ, იმისათვის, რომ სამართლებრივი შედეგი დადგეს, ანუ პირმა შეძლოს
ვითომკრედიტორისგან შესრულების უკან დაბრუნება,გარიგება უნდა იყოს ბათილი ან არ არსებობდეს სხვა საფუძვლით. აქედან ერთ-ერთის
ქონა სრულიად დამაკმაყოფილებელია წინადადების პირველ ნაწილში განსაზღვრული შედეგის
მისაღწევად.
დისპოზიცია
ალტერნატიულია მეორე ნაწილშიც, რამეთუ იგი განსაზღვრავს, რომ სამართლებრივი შედეგი
დადგება ერთ-ერთი შემდეგი წინაპირობის შემთხვევაში: ვალდებულება არ არსებობს ან არ
წარმოიშობა, ან შეწყდა შემდგომში.
·
ხოლო თუ დისპოზიციის ელემენტები ერთმანეთთან დაკავშირებულია
„და” კავშირით ან მძიმით, მაშინ საქმე გვაქვს კუმულაციურ ელემენტებთან (კუმულაციური ანუ ჯამური), რაც იმას
ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის აუცილებელია ყველა ამ ელემენტის
არსებობა.
ამის ნათელი მაგალითია სკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი:
„თუ გარიგება საცილო გახდა და შეცდომა გამოწვეულია შეცილების უფლების მქონე პირის დაუდევრობით, მაშინ
იგი ვალდებულია, მეორე მხარეს აუნაზღაუროს გარიგების ბათილობით წარმოშობილი ზიანი.’’
როგორც ვხედავთ, იმისათვის, რომ პირს შეეძლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა,
გარიგება უნდა იყოს შეცილებული და შეცდომა (შეცილების საფუძველი) გამოწვეული უნდა
იყოს შეცილების უფლების მქონე პირის დაუდევრობით, ანუ ამ შემთხვევაში აუცილებელია
ორივე ელემენტის ერთობლივი არსებობა.
ხ
დისპოზიციის ელემენტები ნორმაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს პირდაპირ ან არაპირდაპირ.
ყურადღება:
არაპირდაპირი ელემენტების გააზრება და გადმოცემა კაზუსის
ამომხსნელის ამოცანაა.
მაგალითისათვის
ავიღოთ სკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი და მე-2 წინადადებები:
თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში
შეუძლია, ახალ მფლობელს ნივთის უკან
დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება
მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება
სკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილი წარმოდგენილი
ნორმის დისპოზიციის ელემენტებია: „კეთილსინდისიერი მფლობელი”, „მფლობელობის ჩამორთმევა”,
„ახალი მფლობელი” და „ნივთი”. თუმცა, სკ-ის 160-ე მუხლის მე-2 დებულება შეიცავს 1-ლი დებულების დისპოზიციისთვის მნიშვნელოვან ელემენტს –
„მფლობელობის უკეთეს უფლებას”, რომელიც სტუდენტმა კაზუსის ამოხსნისას 1-ლი ნაწილის
დისპოზიციის ელემენტებთან ერთად უნდა განიხილოს.
მაშასადამე, როგორც ვხედავთ, ზოგიერთ შემთხვევაში,
დისპოზიციის ელემენტი/ელემენტები შესაძლოა, „გაბნეული” იყოს იმავე ნორმის სხვა დებულებაში
ან სხვა ნორმაში[ამავე მუხლის სხვა პუნქტში].
კაზუსის ამოხსნისას დისპოზიციის ყოველი ცალკეული ელემენტის არსებობა[სახეზე ყოფნა] უნდა შემოწმდეს ცალ-ცალკე (ოთხსაფეხურიანი მოდელის გამოყენებით.
იხ. ქვემოთ, გვ. 19).
თუ მივალთ
იმ შედეგამდე, რომ მოცემულია დისპოზიციის [უკლებლივ]ყველა ელემენტი, ანუ სახეზეა სრული დისპოზიცია, მაშინ შეგვიძლია „დავადგინოთ’’ სამართლებრივი შედეგიც;
კერძოდ:
სკ-ის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის
შემთხვევაში, „ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება’’
სკ-ის 160-ე მუხლის მიხედვით,
„ნივთის უკან მფლობელობაში
გადმოცემა’’
სკ-ის 976-ე მუხლის შემთხვევაში“შესრულების უკან გადმოცემა“ და ა.შ.
დისპოზიციის ელემენტების შემოწმება კაზუსის ფაბულის საფუძველზე
ხორციელდება[!] სადაც
გამოიყენება სუბსუმციის მეთოდი და ეს ყოველივე გადმოცემული და წარმოდგენილია
სამართლებრივი დასკვნის სტილში (ამას დაწვრილებით
ქვემოთ შევეხებით, მე-16 გვერდზე).
გ) „მოთხოვნის საფუძვლის’’ სამართლებრივი შედეგია- „მოთხოვნის უფლება’’
·
მოთხოვნის საფუძვლის შემცველი
ნორმა „სხვა’’ ( მაგ. დამხმარე)
ნორმებისგან განსხვავდება იმით, რომ მასში ყოველთვის მოცემულია „სამართლებრივი შედეგი’’.
·
„სამართლებრივი შედეგი’’ კი, თავის მხრივ, გამოიხატება ა)პირისთვის მოთხოვნის
უფლების მინიჭებით ან ბ)პირზე ვალდებულების დაკისრებით.
„მოთხოვნის’’[„მოთხოვნის უფლების’’ ] კანონისმიერი განმარტება მოცემულია სკ-ის 128-ე მუხლის 1-ლ ნაწილში:
„სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების
ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე
ვრცელდება ხანდაზმულობა”.
სკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ფორმულირებიდან
გამომდინარე, მოთხოვნის უფლების
შინაარსიყოფილა „ მოქმედება’’ ან „მოქმედებისგან თავის შეკავება’’.
მაგალითად, „მოქმედების ’’ მოთხოვნა გვექნება: ნივთის გადმოცემის მოთხოვნისას (172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), მიწის ნაკვეთის გადაყრილი ბოთლებისაგან გაწმენდის მოთხოვნისას , თანხის გადახდის მოთხოვნისას და ა.შ. მოქმედებისგან თავის შეკავების ანუ უმოქმედობის
მოთხოვნა გვაქვს სახეზე მაშინ, როდესაც ერთი პირი სთხოვს მეორეს, შეწყვიტოს მის მფლობელობაში არსებული ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლა.
და ა. შ.
დ) როგორ უნდა მოვიძიოთ „მოთხოვნის’’ სწორი (შესაბამისი) საფუძველი?
მოთხოვნის სათანადო საფუძვლის მოძიება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სამართლებრივი შედეგის მიღწევა გვინდა.[!][ან უნდა კაზუსის პერსონაჟს]
მაშასადამე, ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ
ისეთი ნორმა, რომლითაც
მოთხოვნის წარმდგენის (კრედიტორის) სასურველი სამართლებრივი შედეგი მიიღწევა[!]
როგორც წესი, მოთხოვნის საფუძვლის მიგნება კანონში არ არის რთული, ვინაიდან ასეთი
ნორმები გამოირჩევა ფორმულირებით: „..შეუძლია...
მოითხოვოს”, ან „...არის... ვალდებული”.
მაგალითად: სოსო კოტესგან ითხოვს ქურთუკის
დაბრუნებას. ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლად მოიაზრება მხოლოდ ისეთი ნორმა,
რომლის სამართლებრივი შედეგიც
ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება ან ვალდებულება იქნება.
ასეთი ერთ-ერთი ნორმა კი სამოქალაქო კოდექსში
არის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი:
„მესაკუთრეს
შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება”.
Комментарии
Отправить комментарий