„სამართალწარმოების სახელმწიფო ენაზე განხორციელების'' პრინციპი[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწ.]
·
საქართველოში სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე[ ვინაიდან „სახელმწიფო
ენა’’ არის ქართული,ხოლო აფხაზეთში „აგრეთვე აფხაზური’’]
ხ
·
იმისატვის რომ „სახელმწიფო ენის’’ არმცოდნე პირისათვის რეალურად იყოს უზრუნველყოფილი
შესაძლებლობა,სრულად ისარგებლოს საკუთარი „საპროცესო უფლებებით’’ და შეასრულოს „საპროცესო
ვალდებულებები,’’ კანონი ადგენს შემდეგ წესს
1.
„სამართალწარმოების სახელმწიფო
ენაზე განხორციელების პრინციპის თანახმად ’’ „იმას ვინც სახელმწიფო ენა’’ არ იცის ენიშნება- „თარჯიმანი’’
[კანონით უზრუნველყოფილია
„სახელმწიფო ენის არმცოდნე პირთა’’ უფლება,სრულად გაეცნონ „საქმის მასალებს’’,მონაწილეობა
მიიღონ ყველა „საპროცესო მოქმედებაში’’[„ადგილზე დათვალიერებაში’’,“მტკიცებულებათა
შეგროვებაში’’,“წერილობით მტკიცებულებატა შესწავლაში’’ და სხვა]; „სახელმწიფო ენის
არმცოდნე პირებს’’ უფლება აქვთ თავისუფლად,საქმისწარმოების „ნებისმიერ სტადიაზე’’ შეუზღუდავად
მისცენ სასამართლოს „ახსნა-განმარტებები’’ და „ჩვენებები’’,
დააყენონ „შუამდგომლობები’’,შეიტანონ „საჩივრები’’ მშობლიურ ენაზე,და ამ დროს იასრგებლონ „თარჯიმნის’’ მომსახურებით]
2.
„სამართალწარმოების სახელმწიფო
ენაზე განხორციელების პრინციპი’’ იმასაც გულისხმობს,რომ ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი სასამართლოს
უნდა წარედგინოს „სახელმწიფო ენაზე’’.
ამიტომ,თუ წერილობითი
დოკუმენტი საჭიროებს „სახელმწიფო ენაზე’’ თარგმნას იგი ჯერ უნდა ითარგმნოს დაშემდეგ „დამოწმდეს’’
[სათანადო წესით-ნოტარიული წესით] და ისე წარედგინოს სასამართლოს.
გარდა ამისა სასამარტლოს აქტები სამართალწარმოების ენის არმცოდნეთ უნდა ჩაბარდეთ იმ ენაზე თარგმნილი ,რომელიც მათ იციან,ან
მშობლიურ ენაზე[!]
3.
„სამართალწარმოების სახელმწიფო
ენაზე განხორციელების პრინციპის’’ თანახმად სასამართლო ვალდებულია განუმარტოს სამართალწარმოების
ენის არმცოდნეთ ,
რომ მათ უფლება აქვტისარგებლონ იმ ენით
რომელიც მათ იციან და თაერჯიმნის მომსახურებით[!]
იმ ენის არჩევა,რა ენზეც სურს პირს „ახსნა-განმარტების
‘’ მიცემა სასამართლოსთვის ,მხოლოდ ამ პირს ეკუთვნის . სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს ეს საკიტხი.
მუხლი 213. თარჯიმნისათვის მისი მოვალეობის განმარტება
+
1. სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, რომლებიც არ ფლობენ სამართალწარმოების ენას ან აქვთ შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ჟესტური ენის გარეშე მათთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ხოლო ამ პირებს უთარგმნოს განმარტებათა, ჩვენებათა, განცხადებათა, სასამართლოში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა შინაარსი, აგრეთვე სასამართლოს განკარგულებები, განჩინებები და გადაწყვეტილებები.
2. სასამართლო აფრთხილებს თარჯიმანს, რომ შეგნებულად არასწორი თარგმანისათვის იგი პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით.
3. თუ თარჯიმანი არ გამოცხადდება სასამართლოში არასაპატიო მიზეზით ან თავს აარიდებს მოვალეობის შესრულებას, იგი დაჯარიმდება 50 ლარით.
ხ
4.
„სამართალწარმოების სახელმწიფო
ენაზე განხორციელების პრინციპის’’ წყალობით მოახლეობის ყველა
ფენისათვის და საქართველოში მცხოვრები ყველა პირისათვის ხელმისაწვდომია მართლმსაჯულება,იმისდა მიუხედავად
,თუ რომელ ენას ფლობენ ისინი.
კონსტიტუციის ტანახმად საქართველოს იმ რაიონებში,სადაც
მოსახლეობა „არფლობს სახელმწიფო ენას[ქართულს]’’,უზრუნველყოფილია „სახელმწიფო ენის ‘’ შესწავლის და სამართალწარმოებასტან
დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა[!]
5.
„სამართალწარმოების სახელმწიფო
ენაზე განხორციელების პრინციპის’’ თანახმად
თარჯიმნის მომსახურებით
“სამართალწარმოების ენის არმცოდნე პირი’’ სარგებლობს უსასყიდლოდ[!] , რადგან
თარჯიმნის მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი,ანაზღურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან [„საერთო სასამართლოების შესახებ’’
ორგანული კანონის მე-10 მუხლი]
მუხლი 10. სამართალწარმოების ენა
სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. თარჯიმნის მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
·
მოქმედი კანონმდებლობით არ არის სავალდებულო „თარჯიმანი’’
იყოს დიპლომირებული სპეციალისტი[საკმარისია პირი ფლობდეს „სამართალწარმოების ენას’’
და იმ პირის ენას,ვისაც ესაჭიროება „თარჯიმანი’’]
6.
„სამართალწარმოების სახელმწიფო
ენაზე განხორციელების პრინციპის’’ დარღვევა განიხილება როგორც „სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმათა არსებითი და უხეში დარღვევა’’ ,რაც შეიძლება გახდეს „სასამართლოს
გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი’’
ხ
შენიშვნა:
1964 წლის „სამოქალაქო საპროცესო კოდექსი’’
ითვალისწინებდა რომ „სასამართლო
აქტები’’ „სამართალწარმოების ენის არმცოდნეთ’’ ჩაბარებოდათ „იმ ენაზე თარგმნილი რომელიც მათ იციან
,ან ჩაბარებოდათ „მშობლიურ ენაზე’’
ამას მოქმედი „სამოქალაქო საპროცესო
კოდექსი არ ითვალისწინებს’’ , ანუ ამჟამად
„სასამართლო აქტები’’ „სამართალწარმოების ენის არმცოდნეთ’’ ბარდებათ
„სახელმწიფო ენაზე’’
მუხლი 9. სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობა და სამართალწარმოების ენა
+
4. სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი.
Комментарии
Отправить комментарий