3.“სასამართლოს და კანონის წინაშე თანასწორობის’’ პრინციპი 4.“მხარეთა საპროცესო თანასწორუფლებიანობის’’ პრინციპი
3.“სასამართლოს და კანონის წინაშე თანასწორობის’’
პრინციპი
·
„კანონის წინაშე თანასწორობა’’ განმტკიცებულია კონსტიტუციის მე-11მუხლის პირველი დებულებით[წინადადებით]:
მუხლი 11. თანასწორობის უფლება [კონსტიტუციის მუხლი]
1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
·
ეს პრინციპი ასევე განმტკიცებულია
„ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’ მე-5 მუხლის 1 ნაწილით:
მუხლი
5. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე[სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის მუხლი]
1.
მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.
ხ
რას ნიშნავს „კანონის წინაშე თანასწორობა’’ ?[
განმარტება]
·
„კანონის წინაშე თანასწორობა“ გულისხმობს ადამიანთა მხოლოდ იურიდიულ თანასწორობას.
· „კანონის წინაშე თანასწორობა” არ გულისხმობს ფაქტობრივ თანასწორობას და ადამიანთა სრულ გათანაბრებას ყველგან და ყველაფერში.
ხ
· კანონის წინაშე თანასწორობის მოთხოვნა ირღვევა, როდესაც:
ა) მსგავსი, ერთგვაროვანი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება სასამართლოში
ან
ბ)აშკარად განსხვავებული შემთხვევების ერთგვაროვანი განხილვა ხდება
ხ
·
„კანონის და სასამართლოს წინაშე თანასწორობა’’ იმითაა გარანტირებული,რომ
ა)ყოველი კონკრეტული საქმე სასამართლოში განიხილება ერთი და იგივე წესით[!],ბ)დადგენილია
ერთი და იგივე „საპროცესო ფორმა’’, გ)„საქმის მონაწილენი’’ სარგებლობენ თანაბარი უფლებებით[!]
·
ეს იძლევა საშუალებას თანაბრად დაკმაყოფილდეს „ყველას’’ კანონიერი მოთხოვნები[!]
·
„ყველას’’ აქვს ტანაბარი შესაძლებლობა დაიცვას თავისი „სამოქალაქო უფლებები’’
სასამართლოში
·
„სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’
მე-2 მუხლის თანახმად:
მუხლი 2. უფლების სასამართლო წესით დაცვა
1
1. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
2. განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.
4. „მხარეთა საპროცესო თანასწორუფლებიანობის
პრინციპი’’
·
ეს პრინციპიც განმტკიცებულია „ სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის’’ მე-5 მუხლის 1 ნაწილით:
მუხლი 5. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე
1.
მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.
·
მარტო ის ფაქტი,რომ ,“მოსარჩელემ’’ საქმე აღძრა „მოპასუხის’’ წინააღმდეგ,არ
ქმნის ისეთ მდგომარეობს,რომ სასამართლოს წინაშე,სანამ სიმართლე აიხსნება ,ერთი მათგანი
ჩაიტვალოს მართალ მხარედ,ხოლო
მეორე-მტყუანად[!]
·
სასამართლოს თვალში ორივე
ერთნაირ მდგომარეობაში უნდა იქნეს მიჩნეული: რადგან ორივეს შეუძლია „შეცდეს’’ ტავისი უფლების გაგებაში,ან ორივე შეიძლება შეეცადოს „უსამართლოდ დაჩაგროს’’
მე-2 მხარე.
·
სასამართლოს დანიშნულებაც სწორედ ესაა ,გამოარკვიოს სიმართლე,ხოლო ეს შესაძლებელია
მაშინ,როდესაც საქმის განხილვას საფუძვლად უდევს მხარეთა საპროცესო
თანასწორობის პრინციპი.[!]
·
„მხარეთა თანასწორობა’’ „ საპროცესო სამართალში’’ მიღებულია როგორც ერთ-ერთი
მთავარი საფუძველი.
ხ
·
მოცემული პრინციპის არსი იმაში მდგომარეობს ,რომ კანონით მხარეებს თანაბარი
შესაძლებლობები ენიჭებათ უფლებების დაცვის სფაკითხში..
·
თუ კანონი ერთ მხარეს ანიჭებს
კონკრეტულ საპროცესო უფლებებს,ის ანალოგიურ უფლებებს ანიჭებს მეორე მხარესაც.
·
თუ მაგ. „მოსარჩელეს’’ ენიჭება თავისი სარჩელის „საგნის’’ და „საფუძვლის
‘’ შეცვლის უფლება,ამის შესაბამისად,“მოპასუხეს’’ მინიჭებული აქვს სარჩელის წინააღმდეგ წაყენებული „შესაგებელის’’ „საფუძვლის’’ [ანუ სამარტლებრივი ნორმის] შეცვლის უფლება.
·
“მოპასუხეს’’ ასევე უფლება აქვს - „ცნოს სარჩელი’’,“აღძრას შესაგებელი
სარჩელი’’,“იყოლიოს წარმომადგენელი[ადვოკატი]’’
ხ
·
„მხარეთა საპროცესო თანასწორობის პრინციპი’’ რომაელმა იურისტებმა
ასე გამოხატეს“მოსარჩელისათვის არ უნდა იყოს ნებადართული ის,რაც არ არის ნებადართული
მოპასუხისთვის.’’
·
ორივე მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა „დაამტკიცოს
ის ფაქტები’’,რაც მათ ამართლებს[!]
,რადგან
შეუძლებელია ერთ მხარეს აკრძალოს ის რაც ნებადართულია მეორისთვის.
·
მაგ. ერთი და იგივე „ფაქტის’’ გამოსარკვევად სასამართლო
ვერ მიიღებს ერთი მხარის მოწმეებს,თუ მეორე მხარის მოწმეებიც არ დაუშვა პროცესზე
·
სასამართლოს უფლება არ აქვს დავა „გადაწყვიტოს’’,სანამ „მოპასუხეს’’ შესაძლებლობას
არ მისცემს წარუდგინოს სასამართლოს თავისი განმარტება .
·
ამიტომ სასამარტლო ვალდებულია ორივე მხარეს აცნობოს,თუ
როდისაა დანიშნული მათი საქმის განხილვა სასამარტლოში , ან „აგილზე დატვალიერების’’
პროცედურა და სხვა
ხ
·
ყურადღება:ზოგჯერ,მხარეთა თანასწორობის ზოგად[საერთო]
წესიდან თვითონ კანონიტ დაშვებულია გამონაკლისი [!]
·
სახელდობრ, სასამართლოს შეუძლია ,საქმის განხილვის გარეშე,ანუ
„მოპასუხის’’ სასამართლოში დაუბარებლად[!] და მისი ახსნა -განმარტების მოსმენის გარეშე
,გასცეს მოსარჩელისათვის „დავალიანების’’ გადახდის ბრძანება,როდესაც მოსარჩელის მოტხოვნა
დამყარებულია „უდავო დოკუმენტებზე’’[„უდავო მტკიცებულებებზე’’],რამეთუ სასამართლო ვარაუდობს
,რომ „მოპასუხეს’’ არაფერი ექნება თავის გასამარტლებელი.[თუმცა,ასეტ დროს მოპასუხისატვის
„პროტესტის შეტანის’’ უფლების მინიჭება,ისევ და ისევ „მხარეთა საპროცესო თანასწორობაზე’’
მეტყველებს.
ხ
·
დავის განხილვის დროს მოდავე ორივე მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს
,რატა სასამართლო დაეხმაროს მათ „მტკიცებულებების მოგროვებაში’’[!]
ხ
·
„მხარეთა საპროცესო თანასწორობის პრინციპი’’ მჭიდროდაა დაკავშირებული
„შეჯიბრებითობის პრინციპთან’’
Комментарии
Отправить комментарий