„უშუალობის ‘’ პრინციპი და „სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულობის’’ პრინციპი[ „საპსამოქალაქო საპროცესო კოდექსი’’მუხ.მე-10]

 


„უშალობის’’ პრინციპი

·        ზეპირი[სიტყვიერი] წარმოების წესთან  დაკავშირებულია „უშუალობის ‘’ პრინციპი

[ანუ ეს პრინციპი გამოიყენება პირველი  და მე-2 ინსტანციის სასამართლოში საქმიწარმოებისას ,რადგან აქ ხდება ე.წ. „ზეპირი წარმობა’’ -მხარეთა ,მოწმეთა ექსპერტთა და ა.შ. მოსმენა]

·        სასამართლომ[მოსამართლემ]  უშუალოდ[ანუ პირველწყაროდან] უნდა აღიქვას „სადავო ფაქტებთან’’ დაკავშირებული ცნობები

·        ხოლო თუ „ადგილზე დასათვალიერებელია რაიმე’’,პირადად უნდა ნახოს[!] [მაგ. ფილმი „კეთილისმყოფელი’’[გერმანია ,სშა1997 წ.]

·        „უშუალობის პრინციპს’’  საფუძვლად უდევს შემდეგი „იდეა’’- „ინფორმაციის გადამოწმება აუცილებელია’’[!]

·        რატომ არის „ინფორმაციის გადამოწმება’’ აუცილებელი ?

·        იმიტომ რომ:

 

ინფორმაციას  ვიდრე შენამდე მოაღწევდეს სხვა ადამიანები:

a.      კარგავენ (როცა რთული იყო და ვერ გაიგეს ან როცა გრძელი იყო და შეამოკლეს)

b.      მალავენ (როცა მათთვის არახელსაყრელია )

c.      ცვლიან  (როცა რთულია,გრძელია ან არახელსაყელია მათთვის)

d.      ამატებენ  საკუთარს (დაკარგული სიტყვების და აზრების ნაცვლად)

 რატომ ხდება ასე ?

იმიტომ რომ ინფორმაციის გადაცემაში ჩართული თითოეული მონაწილე მიღებულ(მასთან მოსულ ) ინფორმაციას  საკუთარი ემოციების და განწყობების „ფილტრში’’ ატარებს.

ეს „ფილტრი’’ კი ყველას სხვადასხვანაირი აქვს.ანუ ერთი და იგივე ინფორმაციას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს .

ამოტომაა საჭირო კრიტიკული აზროვნება; კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი[მოსამართლე]  ეჭვის ქვეშ აქყენებს მთელ იმ ინფორმაციას რასაც ღებულობს ;

კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი[მოსამართლე]  უპირველეს ყოვლისა ახდენს  მასთან მოსული ინფორმაციის წყაროს შემოწმებას;( ვინ იყო პირველწყარო,რამდენი ხელში და ვის ხელში გაიარა ინფორმაციამ ვიდრე მასთან მიაღწევდა)

შემდეგ უკვე მოწმდება ხომ არ აწვდიან   „დამახინჯებულ ინფორმაცის’’;

ასევე ხდება გამორკვევა   მოწოდებული ინფორმაცია დამახინჯებულია(გაყალბებულია) შემთხვევით(უვიცობით) თუ დამახინჯებულია განგებ( და რა ინტერესი დგას ამის უკან);

კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის[მოსამართლის]  მოტყუება და გაცურება ძალიან ძნელია,რადგან ის  არასოდეს   ვიღაცას ცარიელ სიტყვაზე არ ენდობა

.კრიტიკულად მოაზროვნე[ ადამიანი[ მოსამართლე]  ვიღაცის  ბრმა რწმენით  არ მოქმედებს;

კრიტიკულად მოაზროვნე  ადამიანის[მოსამართლის]  მიერ  შეცდომის დაშვების ალბათობა მნიშვნელოვნად დაბალია,ვიდრე  ნაკლებად წინდახედული (არაკრიტიკულად მოაზროვნე,მიმნდობი,გულუბრყვილო ,ჩლუნგი) მოსამართლის  მიერ;

კრიტიკული აზროვნება ადამიანის თანდაყოლილი თვისება არ არის;

კრიტიკული აზროვნება ვითარდება ან პირიქით დეგრადირებს ადამიანის ცხოვრების მანძილზე;

 ხ

·        როდესაც სასამართლო[მოსამართლე] პირადად  გამოკითხავს „მხარეებს’’ ,ან „მოწმეებს’’, მათი „სახის გამომეტყველება’’, საუბრის კილო,ჟესტიკულაცია,ყოყმანი,და ბევრი სხვა რამ[მაგ. „სხეულის ენა’’],რაც თან სდევს „ჩვენების’’ თუ „განმარტების’’ მიცემას ,ხშირად საუკეთესო მაჩვენებელია იმისა

სიმართლეს ამბობს თუ ცრუობს ესა თუ ის  პირი[!]

·        ასეთი ეფექტი „ქრება’’,როცა „მოწმე’’ დაკითხულია „სხვა სასამართლოს მიერ’’ და ეს  საამარტლო [მოსამართლე] ეცნობა „მოწმის ჩვენებას’’ იმ „დაკითხვის ოქმის’’ საშუალებით და არა უშუალოდ[!]

·        „უშულობის პრინციპი’’ განსაზღვრავს სასამართლოს მიერ „მტკიცებულებათა’’ აღქმის საშუალებებს და მეთოდებს

·        „უშუალობის პრინციპის’’ თანახმად „მტკიცებულებები’’ სასამართლომ[მოსამართლემ] უნდა გამოიკვლიოს უშუალოდ[!],“უშუალო აღქმის’’ საფუძველზე[!]

·        მოსამართეებმა „პირადად უნდა აღიქვან’’,საქმეში არსებული მასალები

·        „სასამართლო გადაწყვეტილება’’ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ „სასამართლო სხდომაზე’’  „შემოწმებულ’’ და „გამოკვლეულ’’  „მტკიცებულებებს’’[!]

·        „უშუალობის პრინციპის’’ თანახმად სასამართლომ [მოსამართლემ] მტკიცებულებათა პირადად შემოწმების საფუძველზე უნდა დაადგინოს საქმის „ფაქტობრივი გარემოებები’’[!][ამასთან უპირატესობა უნდა მიანიჭოს ე.წ. „პირველად მტკიცებულებებს’’ ,“ნაწარმოებ[მეორად] მტკიცებულებებთან ‘’ შედარებით]

·        სასამარტლო[მოსამართლე] „პირადად’’ უნდა გაეცნოს მტკიცებულებებს და არა „სხვა პირთა’’ მეშვეობით[!]

·        „პირველი ინსტანციის სასამართლო’’ საქმის განხილვის დროს ვალდებულია  უშუალოდ გამოიკვლიოს შემდეგი მტკიცებულებები:

a.      მხარეთა ახსნა-განმარტებები

b.      მოწმეთა ჩვენებები

c.      ექსპერტთა დასკვნები

d.      წერილობითი მტკიცებულებები

e.      ნივთიერი მტკიცებულებები

 

·        „უშუალობის პრინციპს’’  -ორი მხარე გააჩნია „ობიექტური’’ და „სუბიექტური’’

 

·        „უშუალობის’’ -სუბიექტური მხარე:პირველი ინსტანციის სასამართლო’ საქმის განხილვის დროს ვალდებულია  უშუალოდ გამოიკვლიოს მტკიცებულებები’’[მხარეთა ახსნა-განმარტებები,მოწმეთა ჩვენებები,ექსპერტთა დასკვნები,წერილობითი მტკიცებულებები,ნივთიერი მტკიცებულებები]

 

·        „უშუალობის’’ -ობიექტური მხარე: „მტკიცებულებები უნდა მომდინარეობდეს პირველწყაროებიდან’’ [თუმცა დასაშვებია დოკუმენტების „ასლების’’ და დოკუმენტებიდან „ამონაწრების’’ წარდგენაც][ დოკიმენტების „დედნები’’ წარდგენილი უნდა იყოს ,როცა კანონის თანახმად „საქმის გარემოებები, „მხოლოდ დედნებით’’ უნდა იყოს  დადასტურებული[!]

 

 

ამრიგად,“უშუალობის პრინციპთან’’ დაკავშირებით შეიძლება ითქვას შემდეგი:

 

1)    სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ იმ მტკიცებულებათა საფუძველზე ,რომლებიც გამოკვლეული იყო „უშუალოდ მის მიერ’’,სასამართლო სხდომაზე [ეს საჭიროა  შემდეგში სასამართლოს „გადაწყვეტილების’’ „დასაბუთებულობისთვის’’]

2)    საქმის  „ფაქტობრივი გარემოებების’’ გამოკვლევის დროს  შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლომ უნდა მიიღოს პირველწყაროდან -„უშუალო წყაროდან’’

3)    სასამართლოს უნდა წარედგინოს „პირველადი მტკიცებულებები’’[„დედნები’’]

 

 

„უშუალობის პრინციპის დაცვა ყოველთვის როდია შესაძლებელი [!]

ცალკეულ შემტხვევებში მტკიცებულებატა „უშუალოდ აღქმა’’   სასამართლოს მიერ „შეუძლებელი’’ ან „მიზანშეუწონელია’’ ; ასეთ დროს კანონი უშვებს რამდენიმე  „გამონაკლისს’’[!]

 

1.      როცა  „მტკიცებულებები’’ „სხვა ქალაქში’’ ან „სხვა რაიონშია’’,რის გამოც მოსამართლე მოკლებულია შესაძლებლობას „უშუალოდ ‘’ შეამოწმოს ისინი.

ასეთ შემთხვევებში’’საქმის განმხილველ’’ სასამართლოს შეუძლია „დასაბუთებული განჩინებით’’ მტკიცებულებების „შეგროვება’’[შემოწმება] და „უშუალოდ გამოკვლევა’’[ანუ „მოწმის დაკითხვა’’,“ადგილზე დატვალიერება ‘’ და სხვა] დაავალოს იმ სასამართლოს რომლისთვისაც ტერიტორიულად უფრო მოსახერხებელია,ხოლო თვიტნ იყენებს დავალების შესრულებისას შეკრებილ „ყველა მასალას’’ და „ოქმს’’[იხ. სსსკ-ის 107,და 108-ე მუხლები.]

2.       როცა სასამართლო იყენებს „დაკითხვის და დათვალიერების ოქმებს,რომლებიც შედგენილია „მტკიცებულებათა უზრუნველყოფის’’ წესით’’; ასეთ დროს სასამართლოს გამოკვლევის ობიექტი ხდება მხოლოდ ეს ოქმები[!][მაგ. „ადგილზე დათვალიერების’’ ოქმი] ,რომლებიც ქვეყნდება სასამართლო სხდომაზე.

 

საქმე იმაშია,რომ სასამართლოში საქმის აღძვრამდე[ანუ განხილვა-გადაწყვეტამდე] შეიძლება შეიქმნას იმის საფრთხე,რომ საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში „შეუძლებელი’’ ან „ძნელი’’ გახდება[!][ მაგ „მოწმე’’ დატოვებს ქვეყანას,ან ნივთიერი მტკიცებულება  „მალეფუჭადი საქონელია’’  და  უვარგისი გახდება და ა.შ. ] მსგავს შემტხვევებში სასამარტლო იღებს ზომებს „მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად’’ ,ხოლო მოგვიანებით გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოიყენება „მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წესით’’  „წინასწარ’’ შეგროვებული მტკიცებულებები[!]. ეს შეიძლება იყოს : „მოწმეთა დაკითხვის ოქმები’’ ,“ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერების ოქმები’’  და სხვა „ოქმები’’

4)     „უშუალობის პრინციპის’’  გატარება შეუძლებელია „საკასაციო ინსტანციაში’’[უზენაეს სასამართლოში]. უზენაესი სასამართლო  ამოწმებს ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებების იურიდიულ მხარეს,უმთავრესად საქმეში არსებული „წერილობითი მასალის’’ მიხედვით[!] ე.ი. შეუძლია საქმის განხილვა „ზეპირი განხილვის’’ გარეშე[!][სსსკ-ის 408-ე მუხლი]

 

„სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულობის’’ პრინციპი

[ „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’ მე-10 მუხლი]

   მუხლი 10. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა 

 

 

 

კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.   

 

·        მე-10 მუხლში  მოაზრებულია ყველა სახის დადგენილება ,რომელსაც „საერთო იურისდიქციის სასამართლო’’ იღებს  „სამოქალაქო სამართალწარმოების წესით’’ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის დროს „სამართალწარმოების ყველა სახეს’’ და „ნებისმიერ ინსტანციაში’’

·        „სასამართლოს დადგენილება’’  ფართო ცნებაა და მოიცავს სასამართლოს:

a.      „ბრძანებას’’

b.      „გადაწყვეტილებას’’[სსსკ-ის 243 -ე მუხ. 1-ლი ნაწ.]

c.      „სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას’’

d.     „პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას’’[მუხ.284-ე]

e.      „სააპელაციო სასამართლოს განჩინებას’’[მუხ.390-ე]

f.       „საკასაციო სასამარტლოს განჩინებას’’

g.      „საქმის განხილვის თაობაზე მიღებულ განჩინებას’’

h.     „სასამართლო დადგენილებას’’

i.       „ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სხვადასხვა პროცედურული საკითხის თაობაზე მიღებული განჩინებას’’

·        მე-10 მუხლის მიხედვით, „სასამართლოს გადაწყვეტილება’’ წარმოადგენს „ნორმას’’[ანუ ქცევის „წესს’’],რომლის შესრულება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ‘’ სავალდებულოა[!]

·        „სასამართლოს გადაწყვეტილების’’ და მის საფუძველზე მიღებული „აქტის’’[მაგ. სასამარტლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ნოტარიუსმა ცვლილებები შეიტანა „სამკვიდრო მოწმობაში’’] გათვალისწინება ,ასევე სავალდებულოა „სასამართლოსთვის’’[საქართველოს უზენაესის სასამართლოს გადაყვეტილებები[სუსგ] 2002 წ № 7 გვ.1112]

·        სხვა საქმეზე კი მითითებულია: „ კანონიერ ძალაში შესული „სასამართლოს გადაწყვეტილება’’ სავალდებულოა და ის უნდა ესრულდეს ე.ი. „მხარეს’’ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოეშობა მისი შესრულების ვალდებულება’’[სუსგ 2002 წ 2გვ.254-255]

·        სამოქალაქო საქმეზე მიღებული „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულობა’’  ნიშნავს ,რომ „ყველა სუბიექტი’’ საქრთველოს ტერიტორიაზე ვალდებულია თავისი „ქცევა’’ შეუსაბამოს „სასამართლოს გადაწყვეტილებას’’[!] , „უსიტყვოდ დაემორჩილონ ‘’ მას[!]

·        „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება’’ შეიძლება „გაუქმდეს’ან „შეიცვალოს’’ მხოლოდ  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით[სსსკ-ით] დადგენილი წესით [!]

·        ყურადღება: „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების’’  „გაუქმების’ან „შეიცვლის’’   მხოლოდ ორი შესაძლებლობა არსებობს [იხ.სსსკ-ის 421-ე მუხლი]

ყურადღება:

·        თუ „დაინტერესებული პირები ‘’ მიმართავენ  შესაბამის „სახელმწიფო ორგანოებს’’,მაშინ ეს „სახელმწიფო ორგანოები’’  ვალდებულნი არიან[!] :

a.      შეასრულონ „მოქმედებები’’ კანონიერ ძალაში შესული „სასამართლოს დადგენილებით’’ განსაზღვრული „სამოქალაქო უფლებების’’  რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის[!]

b.      ხელი შეუწყონ „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილების’’  შესრულებას[ანუ „აღსრულებას’’]

c.      „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილება’’ „მოვალემ’’ – „ნებაყოფლობით’’ უნდა შეასრულოს[!]

d.    თუ „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილების’’ შესრულებას „მოვალე’’  თავს არიდებს ,მაშინ ის შეიძლება აღსრულდეს “იძულების წესით’’[!]

·        „სასამართლო დადგენილების სავალდებულობის’’ ფარგლები იმ პირთათვის ,რომლებიც არ მონაწილეობდნენ პროცესში სხვადასხვაა[!] .

·        ეს დამოკიდებულია ა) „სასამართლო დადგენილების სახეზე’’ და ბ)“სასამართლოს მიერ ამ დადგენილებით გადაწყვეტილ საკითხზე’’

·        მაგ. სასამართლოს „გადაწყვეტილება’’[„საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კონკრეტული პირის სასარგებლოდ] სავალდებულოა ყველა პირისა თუ სახელმწიფო ორგანოსთვის საქართველოს ტერიტორიაზე[!]

·        ხოლო სასამართლოს „განჩინება’’[ „სასამართლო სხდომის გადადების და ახალი სასამართლო განხილვის დროის დანიშვნის შესახებ’’ ] „მხარეების’’  გარდა „სავალდებულოა’’თავად „სასამართლოსთვისაც’’[მოსამართლე,მისი თანაშემწე,სხდომის მდივან] ასევე იმ პირთათვის,რომლებიც ეხმარებიან სასამარტლოს[თარჟიმანი,მოწმე,ექსპერტი და ა. შ.]

ყურადღება:

·        მოსამართლის ყველა „მოქმედება’’ როდი ფორმდება „დადგენილების’’ სახით[იხ. ზემოთ]

·        თუ  მოსამართლის „მოქმედებები ‘’ არ არის დაკავშირებული „მატერიალურ-სამართლებრივი ,ან „საპროცესო’’ საკითხების გადაწყვეტასთან  ისინი შეიძლება გაფორმდნენ:

a.    „წერილობით’’

ან

b.      „სასამართლო სხდომის ოქმში შეტანილი მოსამართლის  ზეპირი : ა) „განკარგულებების’’, ბ) „მოთხოვნების’’ გ)“დავალებების’’ დ) „დაბარებების’’ და სხვა მიმარტვების სახით[!]’’

 

·        ყურადღება:

„სასამართლო სხდომის ოქმში შეტანილი მოსამართლის  ზეპირი : ა) „განკარგულებები’’, ბ) „მოთხოვნები’’ გ)“დავალებები’’ დ) „დაბარებები’’ და სხვა მიმარტთვები  - -„სავალდებულოა იმ პრთათვის,რომელთა მიმართაც ისინია მიმართული და უნდა[!] შესრულდეს’’

·        შესაბამისი „სასამათლო აქტი’’ „კანონიერი’’ იქნება თუ ის გამოტანილი იქნება  „საპროცესო კანონმდებლობის’ მოტხოვნათა დაცვით.

·        მოსამართლის აშკარად უკანონო ა) „განკარგულებები’’, ბ) „მოთხოვნები’’ გ)“დავალებები’’ დ) „დაბარებები’’ და სხვა მიმართთვები  „სავალდებულო არ არის’’ და „არ უნდა შესრულდეს’’

 

მაგ. „არ უნდა შესრულდეს’’ მოსამართლის „ზეპირი’’ ან „წერილობიტი ‘’ მიმართვა ბანკის ადმინისტრაციისადმი  „საქმის გადაწყვეტამდე’’ შეაჩეროს „მოპასუხის’’ ფულად საშუალებებთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციები.[მაგ.“გადარიცხვები’’].,რადგან „სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული საშუალებები’’ შეიძლება გამოყენებლ იქნეს მხოლოდ საქმის მონაწილის განცხადების საფუძველზე და მხოლოდ „სასამართლოს[მოსამართლის]  განჩინებით’’ [სსსკ-ის 194-ე მუხლი]

 

ყურადღება:

·        სისხლის,ადმინისტრაციული,საპროცესო სამართლის კანონებით გათვალისწინებულია „პასუხისმგებლობის სხვადასხვა ზომა’’ „კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილების’’, ასევე კანონიერი „განკარგულების’’, „მოთხოვნების’’,“დავალებების’’ , „დაბარებების’’ და „სხვა მიმართთვების’’  - შეუსრულებლობისთვის[!]

·        მათ „შეუსრულებლობას’’ -კანონმდებელი მიიჩნევს „სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოვლინებად’’[იხ. სსსკ-ის 212-ე მუხლი]

 

ყურადღება:

 

·        „მხარეებმა’’ და „სამოქალაქო საქმის[დავის] მონაწილე „სხვა პირებმა’’ ,აგრთვე „მათმა უფლებამონაცვლეებმა’’  „კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება’’[რომლითაც განისაზღვრა მატი უფლება-მოვალეობები] არ შეიძლება სადავო გახადონ „სხვა პროცესში’’

·        მაგრამ „სხვა დაინტერესებულ პირს’’,რომელიც „არ მონაწილეობდა განხილულ და გადაწყვეტილ საქმეში’’ და მიაჩნია ,რომ „კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება’’ შეეხო მის „სამოქალაქო უფლებებს და ინტერესებს’’ ,უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს „დავის არსებითად  განხილვა და გადაწყვეტა’’[!]

დაბოლოს:

·        „სხვა ქვეყნის სასამართლოს დადგენილების’’ „ცნობა’’[აღიარება] და „არსრულება’’ საქარტველოში ხდება „თუ ეს გათვალისწინებულია ‘’  „საერთაშორისო ხელშეკრულებით’’[!]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები