1) „მხოლოდ სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელების ‘’ პრინციპი [სსსკ-ის მე-5 მუხლი] 2) „მოსამართლეთა დამოუკიდებლობის და მხოლოდ კანონისადმი დამორჩილების’’ პრინციპი[კონსტიტუციის 63-ე მუხლის 1 ნაწილი]
სამოქალაქო საპროცესო
სამართლის პრინციპები
შესავალი
·
„პრინციპი’’ ლათნურად ნიშნავს“საფუძველს’’ ,“საწყისს’’
·
ასევე,რომელიმე თეორიის ამოსავალ დებულებას[!]
·
„პრინციპების ‘’ შესწავლა გვიადვილებს ამა თუ იმ თეორიის შესწავლას[!]
ხ
·
„სამოქალაქო
საპროცესო სამართლის პრინციპები’’ - სამართლის ამ დარგის „ჩონჩხიაო’’[შედარება]
·
სამოქალაქო
საპროცესო სამართლის პრინციპები უზრუნველყოფენ[გარანტირებულს
ხდიან] „კანონიერი’’ და „დასაბუთებული’’ გადაყვეტილებების გამოტანას სასამართლოებში
და მატ აღსრულებას[!]
·
„პრინციპად’’ შეიძლება მივიჩნიოთ მოქმედი „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’ მხოლოდ ის წესი ,რომლის დაუცველობის ან დარღვევის
შემთხვევაში სასამართლოს აქტი უკანონო
იქნება და გაუქმდება[!]
„სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპები’’ სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმათა საფუძველი და სამოქალაქო საპროცესო სამართლის „ძირითადი’’ ცნებებია.
·
„სამოქალაქო
საპროცესო სამართლის პრინციპები’’ განმტკიცებულია არა ერთ ,არამედ რამდენიმე ნორმაში[!]
·
დაუშვებელია რომელიმე „პრინციპის’’ თვითნებურად შეცვლა, შემოღება,მასზე
უარის თქმა
ხ
·
„სამოქალაქო
საპროცესო სამართლის პრინციპებში’’ ასახულია:
a. სამოქალაქო პროცესის სტრუქტურა
b. სამოქალაქო პროცესის[სამართალწარმოების]
თავისებურება
c. სამოქალაქო საპროცესო სამართლის და მისი ინსტიტუტების „არსებითი ნიშნები’’
d. „სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებზე’’ აგებულია საერთო სასამართლოების
სისტემა და ამ სისტენის საქმიანობა
e. კანონმდებლის შეხედულებები სასამართლოების
მიერ სამართლებრივი დავების [ან უდავო წარმოების საქმეთა] განხილვის და გადაწყვეტის
შესახებ
ხ
·
„სამოქალაქო
საპროცესო სამართლის პრინციპები ‘’ გამოხატულია სამოქალაქო საპროცესო სამართლის მთელ რიგ ნორმებში[ამის გარეშე ეს პრიციპები ლოზუნგებად დარჩებოდა]
·
„სამოქალაქო
საპროცესო სამართლის პრინციპები ‘’ ამოსავალ საფუძველს წარმოადგენენ
სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმათა განმარტებისთვის[!],მათი აზრის და მნიშვნელობის
გაგებისატვის.
ხ
·
„სამოქალაქო
საპროცესო სამართლის პრინციპების’’ ჩამონათვალი ასეთია:
1) „მოსამართლეთა დანიშვნის და არჩევითობის
პრინციპი’’
2) „მოსამართლეთა დამოუკიდებლობის
და მხოლოდ კანონისადმი დამორჩილების პრინციპი’’
3) „კანონიერების პრინციპი’’
4) „კანონისა და სასამართლოს წინაშე’’
პირტა თანასწორობის პრინციპი
5) „შეჯიბრებითობის პრინციპი’’
6) „დისპოზიციურობის პრინციპი’’
7) „მხარეთა თანასწორუფლებიანობის
პრინციპი’’
8) „სამოქალაქო პროცესის[ანუ საქმის განხილვის] საქვეყნოობის
პრინციპი’’
9) „სამართალწარმოების ენის პრინციპი’’
10) „ზეპირობის და წერილობითობის შეხამების პრინციპი’’
11) „დავების განხილვის და გადაწყვეტის
დროს სასამარტლოს ერტპიროვნული და კოლეგიალური შემადგენლობის შეხამების პრინციპი’’
12) „უშუალობის პრინციპი’’
·
ეს „პრინციპები’’ ერტმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული;
·
ერთი პრინციპის დარღვევა იწვევს „სხვა ‘’ პრინციპების დარღვევას
გავეცნოთ ამ პრინციპების შინაარსს:
„სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპების’’ შინაარსი
ა) „მხოლოდ სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელების ‘’ პრინციპი
·
ეს პრინციპი განმტკიცებულია „ სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის’’ მე-5 მუხლის 1 ნაწილით:
მუხლი 5. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე
1. მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.
·
კონსტიტუციის თანახმად სასამართლოა და მხოლოდ სასამართლოა ის ერთადერთი სახელმწიფო ორგანო ,რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს
მართლმსაჯულება
·
მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება ჩამოართვას ფიზიკურ პირს: პირადი,ქონებრივი და ასევე სხვა „სამოქალაქო უფლებები’’
·
ის საპროცესო წესი,რომელიც კანონით არის დადგენილი,მხოლოდ სასამართლოებისთვისაა.
·
სახელმწიფოს სხვა ორგანოების მიერ სამოქალაქო საქმეების განხილვისათვის
ასეთი წესი დამახასიათებელი არაა
ხ
·
კონსტიტუციის თანახმად“არავის აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს
ხელისუფლება’’[კონტიტუციის მე- მუხლი]
·
ვერცერთი ორგანო ვერ მიითვისებს „მართლმსაჯულების ფუნქციას’’[ამ სახელმწიფო
ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას],რადგან ეს ფუნქცია მხოლოდ სასამართლოებს ეკუთვნის.
·
„მართლმსაჯულება’’ უნდა განხორციელდეს „განსაკუთრებული წესების’’ დაცვით.
·
ეს წესები განსაზღვრულია კონსტიტუციით და საპროცესო კანონმდებლობით
·
სხვა ორგანოებმა არ უნდა ხელყონ
სასამართლოს კომპეტენცია და არ უნდა გადაყვიტონ საქმეები,რომელთა გადაწყვეტა
მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას მიეკუთვნება.
ხ
ბ)„მოსამართლეთა დამოუკიდებლობის და მხოლოდ კანონისადმი დამორჩილების’’
პრინციპი[კონსტიტუციის
63-ე მუხლის 1 ნაწილი]
·
„მოსამართლის დამოუკიდებლობის’’ პრინციპი ნიშნავს იმას ,რომ :
“ მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.’’
[იხ. კონსტიტიციის 63-ე მუხლის 1 ნაწილი]
და
[იხ.“სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’ მე-6
მუხლის 1-ლი ნაწ.-ლი]
მუხლი 63. მოსამართლე[კონტიტუციის მუხლია]
1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.
მუხლი
6. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი დამორჩილება [საპროცესო კოდექსის
მუხლია]
1.
მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
·
„მოსამართლის დამოუკიდებლობის’’ პრინციპი მოითხოვს თითოეული მოსამართლე თავისუფალი იყოს გავლენისგან
არა მხოლოდ „არსასამარტლო ორგანოების’’ მხრიდან ,არამედ „სასამართლო სისტემის ‘’ ფარგლებშიც
·
მოსამარტლე თავისუფალი უნდა იყოს „სხვა მოსამარტლის’’ ან „ზემდგომი სასამართლო
ინსტანციების’’ მითითებებისგანა და ზეწოლისგან [!]
·
„მოსამართლის დამოუკიდებლობის’’
ხარისხს განსაზღვრავს „მოსამარტლის დანიშვნის წესი’’, „მოსამართლედ დანიშნის
ვადა’’ და „ზეწოლისაგან დამცავი გარანტიების არსებობა’’
·
„მოსამართლის დამოუკიდებლობა’’ მართმსაჯულების აუცილებელი პირობაა[!]
·
სამოქალაქო საქმეთა განხილვის და გადაწყვეტის დროს ,“რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის
საქმიანობაში ,გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით’’[!][იხ. კონსტ. მუხ. 63 ნაწ.1ის დებულება]
+
1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.[!] არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.
ხ
·
„მოსამართლეთა დამოუკიდებლობა’’
და „მხოლოდ კანონისადმი
დამორჩილება’’ ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული
·
„მოსამართლე ემორჩილება’’ ,როგორც მატერიალურ ისე ფორმალურ[საპროცესო]
კანონმდებლობას.
·
ეს ნიშნავს,რომ „მოსანართლე დამოუკიდებელია’’ როგორც თანამდებობის პირებისგან,ისე
სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებისგან და მათი აქტებისგან[!],აგრეთვე „სხვაგვარი ზეგავლენისგა’’
·
არავის აქვს უფლება ჩაერიოს სასამართლოს საქმიანობაში,კონკრეტული საქმის
გადაწყვეტის დროს[!]
·
არავის აქვს უფლება მოახდინოს მოსამართლეზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი
ზემოქმედება ,მისცეს მითითებები,იმის შესახებ,თუ როგორ უნდა გადაწყვიტოს კონკრეტული
საქმე.
·
„მოსამართლეთა დამოუკიდებლობა’’
უზრუნველყოფილია [გარანტირებულია] ა)პოლიტიკური,ბ)ეკონომიკური[სოციალური] და გ)სამართლებრივი
გარანტიებით.
ა) „მოსამართლის დამოუკიდებლობის’’
პოლიტიკური გარანტია
·
მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში [იხ. ორგ. კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ’’ მუხლი 39. მოსამართლის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
]
მოსამართლის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
· მოსამართლეთა მიერ სხვა საქმიანობის განხორციელება მკაცრად არის განსაზღრული, რათა მოსამართლე ყველა სხვა შესაძლო ზემოქმედებისგან დაცული იყოს და არ გაუჩნდეს სხვა ინტერესი სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების დროს.
· როგორც წესი, მოსამართლეებს ეკრძალებათ:
a. სახელმწიფო, ტერიტორიულ ან თვითმმართველობის ორგანოებში რაიმე თანამდებობის დაკავება
b. პოლიტიკური, სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება.
(გამონაკლისები ძირითადად გვხვდება მხოლოდ სამეცნიერო ან პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით).
მაგალითად,
· ესპანეთში მოსამართლეებსა და მაგისტრატებს არ შეუძლიათ დაიკავონ სხვა საჯარო თანამდებობები ან გაერთიანდნენ პოლიტიკურ პარტიაში ან პროფკავშირებში;
· ბელგიაში არცერთ მოსამართლეს არ შეუძლია გაუწიოს სახელმწიფოს ფასიანი მომსახურება, თუ ის ამას არ აკეთებს ანაზღაურების გარეშე და იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული შეუთავსებლობა.
· ლიტვაში მოსამართლეს არ შეუძლია დაიკავოს რაიმე სხვა არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა, იმუშაოს სამეწარმეო, კომერციულ ან სხვა კერძო დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში, ან მიიღოს სხვა ანაზღაურება, გარდა მოსამართლისთვის დანიშნული ხელფასისა და პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის გათვალისწინებული ანაზღაურებისა. მოსამართლეს არ შეუძლია მონაწილეობდეს პოლიტიკური პარტიების ან სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობაში.
· ისრაელში კი მოსამართლეს იმავდროულად სხვა თანამდებობის დაკავება ან სახელმწიფო საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ იუსტიციის მინისტრისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით.
· დეტალურად არის გაწერილი ყველა შესაძლო გამონაკლისი შემთხვევა საბერძნეთის კონსტიტუციაში: მოსამართლეს ეკრძალება ნებისმიერი ანაზღაურებადი ან პროფესიული საქმიანობის განხორციელება. გამონაკლისის წესით დასაშვებია მისი არჩევა აკადემიის წევრად, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა პროფესორად, ასევე მისი მონაწილეობა დისციპლინური, აუდიტორული ან იურიდიული ბუნების მქონე სპეციალურ საბჭოებში ან კომიტეტებში, თუ მის მონაწილეობას სპეციალურად ითვალისწინებს კანონი. აკრძალულია მოსამართლეთათვის ადმინისტრაციულ მოვალეობათა დაკისრება. იურიდიული ბუნების მქონედ ითვლება მოვალეობები, რომლებიც უკავშირდება სასამართლოს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას. ნებადართულია მოსამართლეთათვის საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის წარმოდგენის უფლებამოსილების დაკისრება. მთავრობის შემადგენლობაში მათი ყოფნა დაუშვებელია.
ბ) „მოსამართლის დამოუკიდებლობის’’
ეკონომიკური[სოციალური] გარანტია
·
დაუშვებელია მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.[იხ. ორგ. კანონი „საერთო სასამართლოების
შესახებ’’ მუხლი 69. მოსამართლის შრომის ანაზღაურება ]
·
მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია[იხ. ორგ. კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ’’ მუხლი 70. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესი]
გ)
„მოსამართლის დამოუკიდებლობის’’ სამართლებრივი[იურიდიული] გარანტიები
·
„მოსამართლეთა დამოუკიდებლობის’’ იურიდიულ გარანტიებს მიეკუთვნება:
1) „მართლმსაჯულების განხორციელების
კანონით დადგენილი წესი’’
2) „მოსამართლის შეუცვლელობა’’
3) „თანანდებობაზე მოსამართლის განწესების
წესები’’
4) „მოსამართლისთვის შესაბამისი
უფლებამოსილების მინიჭება’’
მიმოვიხილოთ
„მოსამარტლის დამოუკიდებლობის’’ ზოგიერთი სამართლებრივი[იურიდიული]
გარანტია:
„მოსამართლის
შეუცვლელობა’’
·
„მოსამართლის შეუცვლელობა’’ ნიშნავს
,რომ: ა)„მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისგან’’ ,
ბ)“მოსამარტლის თანამდებობიდან განთვისუფლება’’,ან გ)„მოსამართლის სხვა თანამდებობაზე
გადაყვანა’’,ხორციელდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემტხვევებში[!]
„მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება“
· მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლებისა და გადაყვანის პროცედურა და შემთხვევები მკაცრად არის შეზღუდული.
· მათი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი ძირითადად შეიძლება იყოს:
a. დანაშაულის ან მოსამართლის სტატუსთან შეუფერებელი ქმედების ჩადენა,
b. გარკვეული ასაკის მიღწევა,
c. გარდაცვალება,
d. ქმედუნარიანობის დაკარგვა.
მაგალითად,
· დანიაში ასეთი საფუძველი შეიძლება იყოს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ან 65 წლის ასაკის მიღწევა
· სლოვაკეთში, - თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხანგრძლივი დროით, არანაკლებ ერთი წელი, არ აძლევს შესაძლებლობას სათანადოდ განახორციელოს მოსამართლის მოვალეობანი ან თუ მოსამართლემ მიაღწია 65 წლის ასაკს.
· ისრაელში მოსამართლის უფლებამოსილება გრძელდება:
1) პენსიაზე გასვლამდე;
2) თანამდებობიდან გადადგომამდე;
3) მოსამართლისათვის ისეთი თანამდებობის დაკავების ან თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, რომლის დაკავება აკრძალულია ქნესეთის წევრობის კანდიდატობისას;
4) მოსამართლეთა საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარის ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მომზადებული კომიტეტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება სულ მცირე 7 წევრის ხმათა უმრავლესობით;
5) სადისციპლინო სასამართლოს მოთხოვნით.
· მაკედონიაში კი მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა უწყდება:
- პირადი თხოვნით;
- თუ წარმოიშობა უფლებამოსილების განხორციელების მუდმივი შეუძლებლობა, რის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს რესპუბლიკის სასამართლო საბჭო;
- თუ იგი პენსიაში გასვლის პირობებს აკმაყოფილებს;
- თუ იგი მსჯავრდებულია დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ ექვსი თვის ვადით;
- თუ იგი არჩეული ან დანიშნულია სხვა საჯარო სამსახურში;
- თანამდებობიდან გათავისუფლებისას;
- სერიოზული დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, რაც შეუფერებელია მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებასთან;
- მოსამართლის უფლებამოსილების არაპროფესიონალურად და არაკეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში.
მოსამართლის გადაყვანა
· საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსამართლეთა სხვა სასამართლოში გადაყვანის პრაქტიკასაც, რისი შესაძლებლობაც პირდაპირ კონსტიტუციის დონეზე არის დაფიქსირებული დანიის, ჩეხეთის, ავსტრიის, ლუქსემბურგის, ისრაელის, პოლონეთის, ფინეთის, გერმანიის, ესპანეთის, სერბეთის, პორტუგალიის, ისლანდიის და სხვა ქვეყნების კონსტიტუციებში.
· ძირითადად აუცილებელია, რომ გადაყვანა განხორციელდეს შესაბამისი მოსამართლის თანხმობით.
· თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს თანხმობაც არ არის აუცილებელი პირობა.
მაგალითად,
დანიაში მოსამართლე არ შეიძლება გადაყვანილ იქნენ სხვა თანამდებობაზე მისი თანხმობის გარეშე, გარდა სასამართლო ორგანოების რეორგანიზაციის გამონაკლისი შემთხვევებისა;
ავსტრიაში მოსამართლეები შესაძლოა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანილ იქნენ სხვა ადგილზე, ან გადაყენებულ იქნენ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებშიდადგენილი ფორმის დაცვით და ოფიციალური სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. თუმცა, მითითებული პირობები არ გამოიყენება მათი გადაყვანის ან გადაყენებისას, თუ ეს აუცილებელია სასამართლოს ორგანიზაციაში ცვლილებებთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში კანონით დგინდება, თუ რა დროის განმავლობაში უნდა იქნენ მოსამართლეეები გადაყვანილნი;
ისრაელში დადგენილია შემდეგი წესი: არ შეიძლება მოსამართლე მუდმივად იქნეს გადაყვანილი სხვა ადგილას მდებარე სასამართლოში სამუშაოდ, თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, სადისციპლინო სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ხ
· მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლოში(!).
· მოსამართლის გადაყვანის ძირითადი საფუძველია სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია, მისი უკეთ ფუნქციონირება და აუცილებლობა.
მაგ.
პოლონეთში მოსამართლეთა გადაყვანის საფუძველი შეიძლება იყოს სასამართლოთა შემადგენლობის ან სასამართლო ოლქის საზღვრების შეცვლა,
ფინეთში - სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია,
გერმანიაში - სასამართლო წყობილების ან სასამართლო ოლქების ცვლილება, ისლანდიაში - სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია
სერბეთში - იმ სასამართლოს ან მისი იურისდიქციის მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმება, რომლის მოსამართლედაც იყო განწესებული.
ხ
ახლა მიმოვიხილოთ „თანანდებობაზე მოსამართლის განწესების წესები’’
მოსამართლის თანამდებობაზე განწესების ვადა
· მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების 3 მოდელი არსებობს:
ა) მათი განწესება განსაზღვრული ვადით
ბ) უვადოდ
გ) შერეული მოდელი, სადაც გამოიყენება პირველი ორი მოდელის ელემენტები.
ხ
განწესება განსაზღვრული ვადით
· პირველი მოდელის მიხედვით მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება განსაზღვრული ვადით.
· ეს სისტემა დამახასიათებელი იყო სოციალისტური ტიპის ქვეყნებისთვის, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო კონტროლირებული სასამართლო სისტემა და მოსამართლეთა არჩევის ვადა ძირითადად საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ვადას ემთხვეოდა.
· დღეს ეს წესი იშვიათად არის შემორჩენილი, მაგალითად, ტაჯიკეთში, სადაც მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადა 10 წელს შეადგენს.
განწესება უვადოდ
· მეორე მოდელი (უვადოდ განწესება) წარმოადგენს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში აპრობირებულ მოდელს;
· სწორედ ამ მოდელის დანერგვის ტენდენცია შეინიშნება მსოფლიოში სტატისტიკურადაც, ვინაიდან მოსამართლის დამოუკიდებლობა ამ მოდელით ყველაზე მეტად არის გარანტირებული, მოსამართლეთა დანიშვნა არ ემთხვევა პოლიტიკურ არჩევნებს, არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში და მოსამართლის თანამდებობაზე
ყოფნის უპირველეს გარანტიას მისი მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი და სამოსამართლო უფლებამოსილების ღირსეულად განხორციელება წარმოადგენს.
· ეს მოდელი თავის მხრივ, შეიძლება დავყოთ ორ სახედ:
1) როდესაც მოსამართლე თანამდებობაზე ინიშნება უვადოდ ანუ სიცოცხლის ბოლომდე
და
2) როდესაც იგი განწესდება უვადოდ ანუ საპენსიო ან კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე.
მაგ. „სიცოცხლის ვადით“ ანუ სანამ მათი ყოფაქცევა უმწიკლოა თანამდებობაზე ინიშნებიან მოსამართლეები აშშ-ში, არგენტინაში, ჩეხეთში.
მეორე სახის მიხედვით კი კონსტიტუციაში არის აღნიშნული, რომ მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან, თუმცა კონსტიტუციაშივე არის დაფიქსირებული „უვადოდ“ დანიშვნის შეზღუდვა საპენსიო ასაკით.
მაგალითად, საბერძნეთში - 65 და 70 წლით, ხორვატიაში - 70 წლით, უკრაინაში, ალბანეთში, ბულგარეთში, ისლანდიასა და სლოვაკეთში - 65 წლით. ანალოგიური წესია გათვალისწინებული ბელგიაში, ნიდერლანდში, ისრაელში, ფინეთში, მოლდოვაში, სლოვენიაში, თურქეთში.
შეიძლება შეგვხვდეს შემთხვევები, როდესაც კონსტიტუცია ადგენს უვადოდ განწესების წესს, მაგრამ თვითონ არ აწესებს და კანონს ანიჭებს უფლებას დაადგინოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები (მათ შორის პენსიაზე გასვლის გამო).
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები შემდგომ კანონების დონეზეა დადგენილი, მაგალითად, ლიტვაში შეადგენს 65 წელს, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის - 70 წელს, პოლონეთში - 70 წელს, ესტონეთში - 67 წელს, სერბეთში - 60 წელს.
კანონებით არის, ასევე დადგენილი მოსამართლეთა ზღვრული ასაკი ესპანეთში, რუმინეთსა და ლატვიაში.
მოსამართლის განწესება შერეული მოდელის მიხედვით
· განწესების
„შერეული“ მოდელის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თავდაპირველად მოსამართლე ინიშნება განსაზღვრული ვადით, ხოლო შემდგომ უვადოდ.
· მაგალითად, გერმანიასა და სერბეთში მოსამართლეები ინიშნებიან 3 წლის ვადით, ხოლო შემდგომ - უვადოდ;
ბრაზილიაში - 2 წლის ვადით, ხოლო შემდეგ უვადოდ,
უკრაინასა და მოლდოვაში - 5 წლის ვადით, და შემდგომ უვადოდ;
ბულგარეთში - 5 წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლისა და უმაღლესი სასამართლო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩატარებული ატესტაციის გავლის შემდეგ აღარ ექვმდებარებიან თანამდებობიდან გათავისუფლებას;
ლიტვაში კი - ჯერ 3 წლის ვადით, შემდგომ უვადოდ ან ხელმეორედ - 2 წლამდე ვადით. განმეორებითი ვადის გასვლის შემდეგ კი - უვადოდ.
მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესებაზე უფლებამოსილი ორგანოები
· მოსამართლეების დანიშვნის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თვალსაზრისით რამდენიმე მოდელი არსებობს.
· მათ შორის ყველაზე გავრცელებულია მათი დანიშვნა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ.
· თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის რეალური მონაწილეობის ხარისხი უფრო დაბალია, რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა და იგი მხოლოდ დანიშვნის აქტს აწერს ხელს, მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევა და წარდგენა კი შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს პრეროგატივას წარმოადგენს.
· ასეთი წესია ფინეთში, ირლანდიაში, რუმინეთში, უკრაინაში, უნგრეთში, ალბანეთში, რუსეთში, ისრაელში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთში.
ხ
· მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების კიდევ ერთი წესია მათი არჩევა ქვეყნის პარლამენტის მიერ.
· ეს წესი საკმაოდ დემოკრატიულად მიიჩნევა, თუმცა შედარებით იშვიათად გამოიყენება და გვხვდება ლატვიაში, სერბეთსა და სლოვენიაში.
ხ
· ცნობილია მოსამართლეთა დანიშვნის შერეული წესებიც, რაც გულისხმობს მათ დანიშვნაში რამდენიმე ხელისუფლების შტოს მონაწილეობას,
მაგალითად,
აშშ-ში ისინი ინიშნებიან პრეზიდენტის მიერ სენატის(პარლამენტის ზედა პალატის) თანხმობით,
ავსტრიაში - პრეზიდენტის მიერ მთავრობის ან კომპეტენტური მინისტრის წარდგინებით.
ხ
გვხვდება განსხვავებული წესებიც: ხორვატიასა და ბულგარეთში მოსამართლეებს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი ორგანო, ზოგიერთ კონსტიტუციურ მონარქიაში,მაგალითად, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდში - მონარქი, ხოლო იაპონიის მოსამართლეები ინიშნებიან მთავრობის მიერ.
ხ
„მოსამართლის
ხელშეუვალობა’’[!]
·
„მოსამართლის დამოუკიდებლობის’’
უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გარანტიაა
„მოსამართლის
ხელშეუვალობა’’
·
მოსამართლის სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მიცემის სპეციალური წესი კონსტიტუციიტაა დადგენილი.[იხ.
კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-2 ნაწ.]
+
2. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში − საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან საკონსტიტუციო სასამართლო არ მისცემს თანხმობას, თავისუფლებაშეზღუდული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
·
მოსამართლეების საქმიანობის ერთერთ გარანტიას, თუმცა არა აუცილებელს, მათი „ხელშეუხებლობა’’ წარმოადგენს,
რაც გულისხმობს მოსამართლეთა დაცვას მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედებების განხორციელებისგან.[!][„ხელშეუვალობის’’
ცნება საზეპირო]
· ზოგიერთ ქვეყანაში მოსამართლის
იმუნიტეტი უფრო ძლიერია და არ იზღუდება
არც „დანაშაულის ადგილზე წასწრებით.''
მაგალითად, ისრაელში არ შეიძლება დაიწყოს მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლის საგამოძიებო პროცესი და არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება შეგროვდეს მის წინააღმდეგ გენერალური ატორნეის (attorney
general) თანხმობის გარეშე
· უკრაინაშიც უმაღლესი რადას თანხმობის გარეშე არ შეიძლება მოსამართლე დაკავებული ან დაპატიმრებული იქნეს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე.
ხ
· ზოგიერთ ქვეყანაში კი მოსამართლის იმუნიტეტი უფრო შეზღუდულია და არ ვრცელდება „დანაშაულის ადგილზე წასწრების’’ შემთხვევაზე ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებებზე.
მაგ. პოლონეთში მოსამართლე არ შეიძლება დაკავებულ ან დაპატიმრებულ იქნეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დანაშაულის ადგილზე წაასწრებენ და თუ მისი დაკავება აუცილებელია წარმოების მიმდინარეობის სათანადოდ უზრუნველსაყოფად.
მოსამართლის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება კომპეტენტური ადგილობრივი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება;
ხ
ალბანეთში მოსამართლე შეიძლება დაკავებულ ან დაპატიმრებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წაასწრებენ უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს ან მისი ჩადენის შემდეგ დაუყოვნებლივ. ამ შემთხვევაში, განსხვავება ისაა, რომ დაკავების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. თუ იგი 24 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას დაპატიმრებული მოსამართლის სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ, კომპეტენტური ორგანო ვალდებულია იგი გაათავისუფლოს.
ხ
მაკედონიაში დაუშვებელია მოსამართლის დაკავება სასამართლო საბჭოს თანხმობის გარეშე, გარდა ისეთ დანაშაულზე წასწრებისა, რისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 5 წლის ვადით.
ხ
· მოსამართლეები სარგებლობენ, ასევე ინდემნიტეტით, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსამართლე პასუხს არ აგებს გამოთქმული მოსაზრების გამო.
· მაგალითად, სერბეთში მოსამართლე პასუხს არ აგებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროს გამოთქმული აზრის ან ხმის მიცემისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი კანონის დარღვევით ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს;
მაგ.
ხორვატიაში მოსამართლეებს სამართალწარმოებაში მონაწილეობისთვის არ მოეთხოვებათ ანგარიში სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოთქმული აზრების ან ხმის მიცემისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსამართლე ჩაიდენს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას.
ხ
·
„მოსამართლის დამოუკიდებლობის’’ უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გარანტიაა კონსტიტუციის 63-ე
მუხლის 1 ნაწილის დებულება:
„ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.’’
ხ
·
„მოსამართლის დამოუკიდებლობის’’
უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გარანტიაა
კონსტიტუციის 63-ე მუხლის 1 ნაწილის კიდევ ერთი
დებულება:
„არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.’’
ეს ნიშნავს იმას,რომ:
მოსამართლე არ არის
ვალდებული მისცეს რაიმე ახსნა -განმარტება
მის მიერ უკვე განხილულ,ან მასთან წარმოებაში არსებული საქმეების
შესახებ ,აგრეტვე წარუდგინოს საქმის
მასალები გასაცნობად ნებიმიერ პირს,ვინც
არ უნდა იყოს ის[!]
მოსამართლის მიერ „ახსნა-განმარტებებების’’ მიცემა და „საქმის
მასალების წარდგენა გასაცნობად’’ დაიშვება
მხოლოდ საპროცესო კანონით გათვალისწინებული წესით[ საქმის მასალების გაცნობის უფლება
აქვთ: საქმის მონაწილეებს და მათ წარმომადგენლებს,სახალხო დამცველს თუკი გადაწყვეტილება
საქმეზე კანონიერ ძალაშია შესული’’[იხ. ორგ. კანონი „სახალხო დამცველის სესახებ მუხ.მე-18]
ხ
„მოსამართლის დამოუკიდებლობის’’
მთელი რიგი სამართლებრივი[იურიდიული] გარანტიებია გათვალისწინებული ორგანულ კანონში“საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსი’’
·
„მოსამართლეს, რომელიც პირველი ინსტანციის, სააპელაციო ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების, განჩინებისა თუ დადგენილების გამოტანისას არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს’’ [ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“მუხლი 27. კოლეგიური სასამართლოს მიერ საკითხების გადაწყვეტის წესი]
ხ
·
„მოსამართლეებს უფლება არა აქვთ გაახმაურონ მსჯელობა, რომელიც მათ ჰქონდათ თათბირის დროს’’[საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მუხლი 28. თათბირის საიდუმლოობა
]
ხ
·
მოსამართლეს
უფლება აქვს „გადადგეს’’[!]
ხ
·
აკრძალულია,რომ
ზემდგომმა სასამართლომ,“ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების დროს’’ ქვემდგომ
სასამართლოს თავისი განჩინებით მისცეს მითითებები: „მტკიცებულებათა
უტყუარობის’’ ან პრიქით,“მტკიცებულებათა
არა ნამდვილობის’’ ან
იმის შესახებ მატერიალური სამართლის რომელი ნორმა გამოიყენოს საქმის ხელახალი განხილვის
დროს.[!]
ხ
·
სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლის და მისი ოჯახის
უსაფრთხოებას[!]
ხ
·
მასობრივი
ინფორმაციის საშუალებებს არ აქვთ უფლება მათმიერ
გავრცელებულ ინფორმაციებში წინასწარ გადაწყვეტილად ჩათვალონ კონკრეტული დავის ამა თუ
იმ შედეგით დამთავრება[!],ვიდრე სასამართლო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას[!]
ხ
მუხლი 6. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი დამორჩილება
2. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.
3. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით.
ხ
·
ასევე უნდა აღინიშნოს,რომ „მხარეების’’ ,“საქმის მონაწილე სხვა პირების’’,აგრეთვე
სასამართლოს სხდომაზე დამსწრე პირთა ისეტი ქმედება,რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობას
გამოხატავს- იწვევს პასუხისმგებლობას.
ხ
·
მოსამართლის პიროვნების „ხელშეუხებლობა’’ ვრცელდება აგრეთვე მის ბინაზე,მანქანაზე,სამუშაო
ადგილზე
ხ
·
მოსამართლეს არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს
მართლმსაჯულების განხორციელების
დროს გამოთქმული აზრის და მიღებული გადაწყვეტილებისთვის [თუ არ დადგინდება
რომ მოსამართლემ „ბოროტად გამოიყენა თანამდებობა’’
,ამას კი ადგენს სხვა მოსამართლე]
Комментарии
Отправить комментарий