„ადმინისტრაციული წარმოება“ ცნება და არსი ,სახეები,"ინკვიზიციურობის პრინციპი''

 



·  „ადმინისტრაციული წარმოება’’- „ფართო გაგებით“ არის ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი საქმიანობა,რომელიც ხორციელდება მისი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით

·  სზაკ-ის მიზნებისთვის კი კანონმდებელი იყენებს“ადმინისტრაციული წარმოების’’ ცნების „ვიწრო გაგებას“

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ადმინისტრაციული წარმოება – [არის]ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა

1)“ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების

2)“ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე

3)ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით;

როგორც ამ  განმარტებიდან ჩანს ,რომ  ტერმინი „ადმინისტრაციული წარმოება’’ არ გამოიყენება:

ა) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო შიდაორგანიზაციულ ღონისძიებებს ახორციელებს[!]

ან

ბ)როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ისეთ გარე საქმიანობებს ახორციელებს როგორიცაა: ა) „ადმინისტრაციული რეალაქტი’’ ბ) „კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება’’ და გ)„არაფორმალური მმართველობა’’

·        კონსტიტუციის მე-18 მუხლის  1-ლი პუნქტის თანახმად:

ყველას’’ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში და  სამართლიანად განხილვის უფლება[!]’’

·        ანუ ადამიანის “მასთან დაკავშირებული საქმის სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება’’ კონსტიტუცირ რანგშია აყვანილი.

·        „ადმინისტრაციული წარმოება’’ არის  ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საქმიანობა,რომელიც მიმართულია „გადაყვეტილების’’ მიღებისკენ[!]

·        ადმინისტრაციული ორგანოს ამ საქმიანობის[ე.ი. „ადმინისტრაციული წარმოების’’] სამართლებრივი მოწესრიგება ემსახურება მმართველობის გამარტივებას[!]

·        რადგან სტანდარტული,წინასწარ გაწერილი საფეხურების გავლა მინიმუმამდე ამცირებს „გადაწყვეტილების მიმღების’’[ადმინისტრაციული ორგანოს ან მისი მოხელის] შეცდომას[!][თუმცა მაინც არ გამორიცხავს შეცდომებს 100%-ით]

·        ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანო ,ყოველთვის დგას „მყარ სამართლებრივ საფუძველზე“.

·        ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება  არის წინასწარ განჭვრეტადი,ხოლო შედეგი-პროგნოზირებადი.

·        „ადმინისტრაციული წარმოება’’ არის ორგანოს მიერგადაწყვეტილების მიღების’’ სამართლებრივი ინსტრუმენტი;

·        „ადმინისტრაციული წარმოება’’  ასევე არის „გადაწყვეტილების’’ მიღების პროცესში „დაინტერესებული პირების’’ მონაწილეობის და მათი უფლებების რეალიზაციის სამართლებრივი საშუალება;

 

·        მაგ. როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის [„ინდაქტის’’]ფორმით[რაც არის ადმინისტრაციული ორგანოს ნების ცალმხრივი გამოვლენა] მისი[ინდაქტის] „კანონიერების’’ მნიშვნელოვანი ელემენტია „დაინტერესებულ პირთა’’[ადრესატთა]“წარმოებასამართლებრივი უფლებების’’ დაცვა[!][ანუ ინდაქტის ადრესატთა უფლებები „ადმინისტრაციულ წარმოებაში’’ რაც აქვთ  დაცული უნდა იყოს]

·        „ადმინისტრაციული წარმოება’’ ასევე მნიშვნელოვანია,როდესაც ადმ. ორგანო  ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას’’ დებს.

·        „ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’ არის საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების ერთ-ერთი  სამართლებრივი ფორმა;

·        კანონმდებელი ითხოვს „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ დადების და მოშლა „ადმინისტრაციული წარმოების’’ სამართლებრივ საფუძველზე ხდებოდეს

·        ეს მოთხოვნა ემსახურება 3 მიზანს:

1.      ადმინისტრაციულმა ორგანომ „გადაწყვეტილება’’ [„ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ დადების და მოშლის თაობაზე] უნდა დაასაბუთოს

2.      ადმინისტრაციული ორგანოს“გადაყვეტილება’’ [„ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ დადების და მოშლის თაობაზე] უნდა იყოს გამჭვირვალე ,რომ საზოგადოების მხრიდან არ გაჩნდეს რაიმე ეჭვი ამ გადაწყვეტილების მიმართ

3.      დაცული  უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს კონტრაჰენტი მხარის უფლებები

ადმინისტრაციული წარმოების სახეები

 

ადმინისტრაციული წარმოების სახეებია:

 

1.      „მარტივი ადმინისტრაციული წარმოება’’

2.      „ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება’’

3.      „საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ‘’

 


·        ასევე,ცალკე უნდა გამოვყოთ“ადმინისტრაციული წარმოება’’  

       4.„ადმინისტრაციული საჩივრის’’ განხილვის მიზნით’’[!]

·        საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა[ერთგვაროვანი] ერთმანეთისგან მიჯნავს“განცხადებასთან’’ დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას და „ადმინისტრაციულ საჩივართან’’ დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაას[!]

 

 

) განცხადება[არის] უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით[ადმინისტრაციულ ორგანოში]  შეტანილი წერილობითი მოთხოვნა;

) ადმინისტრაციული საჩივარი[არის] დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ ა)გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, ბ)შეცვლის ან გ)ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან დ)ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას;

 

 

·        „მარტივი ადმინისტრაციული წარმოების’’ პროცესში დასაძვებია ადმინისტრაციულო ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღება განმცხადებლის დაუსწრებლად,[!]  ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით.

·        „ადმინისტრაციულ საჩივართან’’ დაკავშირებით კი კანონმდებლის მიერ შემოღებულია [მომჩივანი მხარის]დაცვის უფრო მაღალი ხარისხი; კერძოდ, სზაკ-ის 194-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით:

. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა.“[მუხ.194-ე ნაწ.1]

·        ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით:

 

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივართან’’ დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წერილობით აცნობოს ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.’’ [მუხ.194-ე ნაწ.2]

 

·        სზაკ-ის 194-ე მუხლით დადგენილი ზოგადი სტანდარტისგან განსხვავებული მოწესრიგება გვხვდება ადმინისტრაციული სამართლის ცალკეულ დარგებში.

·        მაგ.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: „შემოსავლების სამსახურს’’[ადმ. ორგანოს] უფლება აქვს,მომჩივანის[„ადმინისტრაციული საჩივრის’’ ავტორის] დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.’’[!]

·        „დაინტერესებული მხარის’’ მონაწილეობის გარეშე ადმინისტრაციული წარმოების’’ ჩატარების უფლებამოსილება გამომდინარეობს იქიდან,რომ „ადმინისტრაციული წარმოება“ ემყარება არა მხარეთა „შეჯიბრებითობის’’ ,არამედ“ინკვიზიცურობის’’ პრინციპს;

·        ‘’ინკვიზიციურობის პრინციპი’’ იმას ნიშნავს,რომ დავის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო,საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს „გადაწყვეტილების’’ „მიზანშეწონილობის’’[!] და „კანონიერების ‘’ [!] შემოწმებას.ის[ორგანო] თავად იღებს გადაწყვეტილებას,თუ რამდენად არის აუცილებელი „დაინტერესებული მხარის’’ მონაწილეობა საკითხის „ფაქტობრივი გარემოებების’’ შესასწავლად.

·        თუკი მას[ორგანოს] მიაჩნია,რომ წარმოდგენილი მასალები იძლევა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას,მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეყილება დაინტერესებული მხარის ჩართულობის გარეშე.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები