"ყაჩაღობა'' [მუხ.179-ე]

 



·        „ყაჩაღობის’’ სოციალური საშიშროება გამოიხატება ა) „საკუთრების ხელყოფაში’’ და ბ) „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნაში’’

·        „ყაჩაღობისგან’’ სისხლის სამართლებრივი „დაცვის ობიექტია“: 1)„ადამიანის საკუტრების უფლება’’ და 2)“ადამიანის ჯანმრტელობა’’[ანუ „ყაჩაღობა’’ ორობიექტიანი დანაშაულია და ორივე ძირითადია]

ყაჩაღობა „დამთავრებულია’’ -„თავდასხმის მომენტიდან’’[!] [ეს ნიშნავს,რომ „დაცვის ობიექტებიდან’’ პრიორიტეტულია „ადამიანის ჯანმრთელობა’’]

·        ამსრულებელია: „საერთო სუბიექტი’’[14 წელს მიღწეული,შერაცხადი პირი]

·        დანაშაულის[ყაჩაღობის] საგანია: „სხვისი მოძრავი ნივთი’’

·        დანაშაულის ჩადენის ხერხია : „თავდასხმა’’

·        ობიექტური მხარე: გამოიხატება „თავდასხმაში’’ სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად[!],რასაც  თან ახლავს  „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში’’  ა)„ძალადობა’’ ,ანდა ბ) „ძალადობის მუქარა’’

 

  მუხლი 179. ყაჩაღობა

 +

1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 

 

„თავდასხმა’’

 

·        „თავდასხმის’’ ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისთვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება,რომელიც დაკავშირებულია „ძალადობასთან’’

·        „მოულოდნელობის’’ მიუხედავად „თავდასხმის ფაქტ,რომელსაც თან ახლავს ძალადობა’’ კარგად არის გაცნობიერებული „დაზარალებულის მხრიდან.

·        ზოგჯერ  შეიძლება „თავდასხმის ფაქტი’’ დაზარალებულმა ვერც კი გაიაზროს[!]

მაგ. დამნაშავე მიეპარა დაზარალებულს და არმატურის[რკინის ჯოხი] თავში ჩარტყმით გონება დააკარვინა.

·        ასე,რომ მტავარია „ტავდასხმის ფაქტი’’ აღქმადი იყოს არა დაზარალებულისთვის,არამედ „ობიექტური დამკვირვებლისთვის’’[თუ წარმოვიდგენთ,რომ იგი ამ დროს[თავდასხმისას] შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა[!]

 

მაგ      „თავდასხმა’’ შეიძლება გამოიხატოს:

ნერვულ-პარალეტიკური[დამბლის გამომწვევი],ტოქსიკური ან სხვა გამაბრუებელი საშუალების შესხმით[თუ ამან საფრთხე შეუქმნა მსხვერპლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას],რათა მან გონება დაკარგოს და დამნაშავემ დაზარალებულის „უმწეო მდგომარეობის’’ გამოყენებით განახორციელოს მსხვერპლის მოძრავი ნივთის დაუფლება.

ასეთი სახის ზემოქმედება დაზარალებულის მხრიდან ხშირად ვერ აღიქმება[რადგან ის გონებას კარგავს],მაგრამ ის მაინც „თავდასხმად’’ უნდა იქნეს მიჩნეული,რადგან „ობიექტურად’’[ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით] ადგილი აქვს „ძალადობას’’

 

·        ყურადღება:  „თავდასხმად’’[„ყაჩაღობად’’] არ ჩაითვლება დაზარალებულზე ზემოქმედება ალკოჰოლის,ნარკოტიკული საშუალების,ან სხვა გამაბრუბელი ნივთიერების გამოყენებიტ,თუ იგი ნებაყოფლობით „მიიღო’’ დაზარალებულმა[მაგ. გამაბრუებელი ნივთიერების ჩაყრა სასმელში,რაც დაზარალებულმა საკუთარი ნებით დალია]

·        მსგავსი ქმედებები „თავდასხმად’’ არ ითვლება იმიტომ,რომ ასეთი მზაკვრული ხერხის გამოყენებისას ადგილი არ აქვს არც „ძალადობას’’ და არც „ძალადობის მუქარას’’

·        სამაგიეროდ , „თავდასხმად’’[„ყაჩაღობად’’] ჩაითვლება „ძალადობა’’ და „ძალადობის მუქარა’’ ა)იმ პირის მიმართ,რომლის ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული[მაგ.ოჯახის წევრის მიმართ] ,ან ბ)იმ პირის [პირთა] მიმართ ,ან რომლებსაც, დამნაშავის შეხედულებით, შეუძლიათ წინ აღუდგენ დაზარალებულის ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას[მაგ. დარაჯი,მცველი]

 

მაგ. ანდრო წინ გადაუდგა ვასოს და მის მცირეწლოვან შვილს.მან ცივი იარაღით შვილის ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით მოსთხოვა ვასოს გადაეცა ფული და ოქროს სამკაულები,რომელიც მას ეკეთა.სახეზეა „ყაჩაღობა’’

 

 

ყურადღება:

 

·        „ძალადობის’’ ან „ძალადობის მუქარის ‘’ გარეშე „ თავდასხმას’’  „ყაჩაღობად’’ ვერ დავაკვალიფიცირებთ;

·        ანუ თუ „თავდასხმას’’ არ ახლავ „ფიზიკური“ ან „ფსიქიკური ძალადობა“[ მუქარა] იგი არ შეიძლება ჩაიტვალოს დაზარალებულის წინააღმდეგობის გადსალახავად გამოყენებულ საშუალებად

 

[ფიზიკური]“ძალადობით’’

 

·        ფიზიკური „ძალადობა’’ საშიში უნდა იყოს დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის

·        ფიზიკური „ძალადობა’’ „ იმწუთიერ საფრთხეს ‘’ უნდაუქმნიდეს დაზარალებუს[!]

·        დაზარალებულის „სიკვდილი’’ ან „ჯანმრთრლობის მზიმე დაზიანება’’,როგოც „შედეგი’’ „ყაჩაღობის’’ ობიექტურ შემადგენლობას სცილდება

·        ამიტომ,ასეთი შედეგის დროს ქმედება დაკვალიფიცირდება“დანაშაულთა ერთობლიობით’’,როგორც“ყაჩაღობა და მკვლელობა’’ ანდა „ყაჩაღობა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება’

უნდა გავარკვიოთ შემდეგი საკითხი:

 

როდის კვალიფიცირდება ქმედება როგოც „ყაჩაღობა და მკვლელობა ანგარებით’’[179-ე და მუხ. 109-ე ნაწ. ] ,ანუ „დანაშაულთა ერთობლიობით’’

და

როდის კვალიფიცირდება ქმედება როგორც მხოლოდ “მკვლელობა ანგარებით’’[ მუხ.109-ე ნაწ.

 

·        იურიდიულ ლიტერატურაში დასახელებულია შემდეგი განმასხვავებელი ნიშნები:

 

a.      ქმედება როგოც „ყაჩაღობა და მკვლელობა ანგარებით’’[179-ე და მუხ. 109-ე ნაწ. ] ,ანუ „დანაშაულთა ერთობლიობით დაკვალიფიცირდება, თუკი დამნაშავეს სურს“იმწუთიერად დაეუფლოს’’[ანუ დაუყონებლივ დაეუფლოს] მსვერპლის ქონებას და ამ მიზნით კლავს მას[!]

b.      ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც  “მკვლელობა ანგარებით’’[ მუხ.109-ე ნაწ.] , თუკი დამნაშავეს მსხვერპლის ქონების დაუფლება განზრახული აქვს „მომავალში’’,ანუ მკვლელობიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ[მაგ. სამკვიდროს გახსნის დროის გასვლის შემდეგ. იხ. აგატა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანები]

·        თუმცა ,ეს მოსაზრება მხოლოდ ნაწილობრივაა გასაზიარებელი[!]

·        კერძოდ,იგი მისაღებია მხოლოდ მაშინ,როცა საქმე ეხება „უძრავი ნივთის ‘’ დაუფლების მიზანს, და არა „მოძრავი ნივთის’’

·        ეს იმიტომ ,რომ „მოძრავი ნივთის’’  იმწუთიერი დაუფლების მიზნით შესაძლებელია ,როგორც „ყაჩაღობა და მკვლელობა ანგარებით’’ ,ისე “მკვლელობა ანგარებით’’

 

მაგ.1 „ყაჩაღობა და მკვლელობა ანგარებით’’

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პეტრე ღამით თავს დაესხა ბენზინგასამართ სადგურს და იარაღის მუქარით მოითხოვა მთელი დღის ნავაჭრი თანხის გადმოცემა,როცა უარი მიიღო გახსნა ცეცხლი და მოკლა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი,რათა ადვილად დაუფლებოდა თანხას[და ეს მოახერხა კიდეც]

 

ამ კაზუსში,მიუხედავად იმისა, რომ პეტრს „იმწუთიერად სურდა სხვისი მოძრავი ნივთის[ფულის] დაუფლება,მაინც სახეზეა „დანაშაულთა ერთობლიობა’’[„ყაჩაღობა და მკვლელობა ანგარებით’’]

„ყაჩაღობა’’ სახეზე იყო იმ დროს,როცა პეტრემ სიცოცხლისათვის საშიში „ძალადობის მუქარით’’ მოითხოვა ფულის გადმოცემა[თუმცა მიზანს ვერ მიაღწია]

ამის შემდეგ მის მიერ პირდაპირი განზრახვით ჩადენილ „მეორე ქმედებას’’[მკკვლელობას] უნდა მიეცეს დამოუკიდებელი შეფასება და დაკვალიფიცირდეს როგორც „მკვლელობა ანგარებით’’

 

შესაბამისად,ამ კაზუსში სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა[ანუ ორი სხვადასხვა ქმედებით ჩადენილი ორი სხვადასხვა დანაშაული]

 

მაგ.1 „მკვლელობა ანგარებით’’

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პეტრე ღამით თავს დაესხა ბენზინგასამართ სადგურს და  გულმკერდის არეში რამდენიმე ტყვიის დახლით მოკლა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი,რათა ადვილად დაუფლებოდა თანხას[და ეს მოახერხა კიდეც]

 

ამ კაზუსში,მიუხედავად იმისა, რომ პეტრს „იმწუთიერად სურდა სხვისი მოძრავი ნივთის[ფულის] დაუფლებადა  მკვლელობა „თავდასხმის’’ გზით განახორციელა,მაინც სახეზეა მხოლოდ „ანგარებით ჩადენილი მკვლელობა’’[ მუხ.109-ე ნაწ ]

ეს მხოლოდ „ანგარებით ჩადენილი მკვლელობაა’’ რადგან ქმედებაში არაა „ყაჩაღური თავდასხმა’’[ რა დროსაც  1)„ძალადობა’’  საშიშია სიცოცხლისათვის,ანუ ისეთი „ძალადობა’’ ,რამაც „შეიძლება გამოიწვიოს’’ მსხვერპლის სიკვდილი და როდესაც აუცილებელია,რომ 2)ყაჩაღუ მოსალოდნელი შედეგის[სიკვდილის] მიმართ მოქმედებდეს „არაპირდაპირი განზრახვით’’[მაგრამ არა „პირდაპირი განზრახვით’’]

 

ამ მაგალითში პეტრემ მსხვერპლი პირდაპირი განზრახვით’’ მოკლა,რაც გამორიცხავს მისი ქმედების ყაჩაღობად’’ კვალიფიკაციას

 

ამდენად,როდესაც პირი „სხვისი’’ ნივთის „იმწუთიერი’’ თუ „სამომავლო’’ დაუფლების მიზნით ჩაიდენს მკვლელობას „პირდაპირი განზრახვით’’,სახეზეა „მკვლელობა ანგარებით’’[მუხ.109-ე ნაწ]; ამ დროს ადგილი არა აქვს “მკვლელობის და ყაჩაღობის’’ ერთობლიობას[!]

·        როცა „ყაჩაღობას’’ თან ახლავს „სხეულის მძიმე დაზიანება’’  ქმედება ასევე დაკვალიფიცირდება „დანაშაულთა ერთობლიობით’’

·        ქმედების“ყაჩაღობად’’ კვალიფიკაციისთვის მხედველობაში უნდა მივიღოთ,არა  ქმედებით დამდგარი მძიმე შედეგი [დაზარალებულის სიკვდილი ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება],არამედ ის „საფრთხე’’ რაც ექმნება დაზარალებულს დამნაშავის ქმედებით[!]

·        აქედან გამომდინარე, „ყაჩაღობად’’ უნდა დაკვალიფიცირდეს,ისეთი შემთხვევა,როდესაც „თავდასხმას’’ შედეგად მოჰყვება დაზარალებულის“ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით’’  ,ასევე „ჯანმრტელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება’’ ,ანდა როცა „თავდასხმას’’ საერთოდ არ მოჰყოლია „ჯანმრთელობისთვის რაიმე ზიანი’’,მაგრამ „თავდასხმის’’ მომომენტში იყო  შექმნილი საფრთხე დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.[!]

·        ამ უკანასკნელი ფიზიკური „ძალადობის’’[როცა ჯანმრტელობის ზიანი არ მოჰყოლია] მაგალიტებია:დაზარალებულის „არაერთგზისი’’ ჩაშვება წყლიტ სავსე აბაზანაში,ტავზე პოლიეთილენის პარკის ჩამოცმა,მისი გადმოგდება მოძრავი მატარებლიდან,პირში ჩვრის ჩატენვა და სხვა ძალადობრივი მოქმედებები.

 

„ძალადობის მუქარით’’[მუხ.179. ნაწ.1-ლი]

 

·        „ძალადობის მუქარა’’ უნდა იყოს იმწუთიერი.

·        „ძალადობის მუქარა’’ შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმიტ: სიტყვიერად ,ჟესტით,კონკლუდენტური მოქმედებით[მაგ. ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით,აქტიური თავდასხმელის გვერდით დგომით

·        „დაზარალებული’’ „დარწმუნებული უნდა იყოს“ ანდა „საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს’’,რომ „თავდამსხმელის მუქარა’’ რეალიზებული იქნება,თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს[!]

·        „თავდამსხმელის’’[ყაჩაღის]  მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება[!]

·        პრაქტიკაში ,რეალური „ტავდასზხმის’’ დროს „მუქარის’’ შინაარსი ყოველთვის დაკონკრეტებული როდია

·        დაკონკრეტებულია როდესაც დამნაშავე ასე მიმართავს დაზარალებულს: „მოგკლავ’’,“გესვრი’’ ,“დაგასახიჩრებ’’

·        მუქარა დაუკონკრეტებელია,როდესაც დამნაშავე ასე მიმართავს დაზარალებულს: „შენი საქმე ცუდად წავა’’,“ინანებ ,თუ არ დამემორჩილები’’ და სხვა

·        როც „უქარა დაუკონრეტებელია“ ,დამნაშავის ქმედების შეფასებისას მნიშვნელოვანია ა) დაზარალებულის მიერ მისი მისამართით გამოთქმული მუუქარის ხასიათის შენება და ბ) დანაშაულის ჩადენის მთელი ვითარება[ორივე მიიღება მხედველობაში]

·        მართალია, ასეთი „განუსაზღვრელი მუქარა’’,როგორც წესი „ძარცვად’’ კვალიფიცირდება,მაგრამ თუ ესვითარება მოწმობს,რომ არსებობს დაზარალებულის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისტვის რეალური საფრთხე,მაშინ“დაუკონკრეტებელი მუქარის’’ დროსაც კი,ქმედება[თავდასხმა] ყაჩაღობის’’ შემადგენლობას ქმნის.

 

მაგ. ღამით,ბნელ ქუჩაში ნიღბიანი პირი თავს ესხმის მოქალაქეს და მოიტხოვს,გაიხადოს ქურქი,წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება,რომ ურჩობა „სანანებელი’’ გაუხდება.სახეზეა ყაჩაღობა

 

ხხხხხხხხხხხ

ძალადობის მუქარა „იარაღის იმიტაციით’’[„მულაჟით’’]

·        დამნაშავის მიერ  „სხვისი ‘’ მოძრავი ნივტის დასაუფლებლად „იარაღის იმიტაციის’’ [„მულაჟის’’]გამოყენება,რომელსაც გარეგნული მსგავსება აქვს იარაღთან,მაგრამ მისი გამოყენებით შეუძლებელია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება,მაინც „ყაჩაღობად’’ უნდა დავაკვალიფიციროთ,თუკი ეს „იარაღი’’ დაზარალებულის მიერ“ნამდვილ’’ იარაღად აღიქმება[!][ იხ. ქართული ფილმი „მხიარული რომანი’’]

·        რადგან „სათამაშო იარაღის’’ დემონსტრირებაც კი უარყოფითად მოქმედებს დაზარალებულზე და მას ეუფლება „შიში’’ და იძულებული ხდება დათმოს  მოძრავი ნივღი[!]

·        თუ დამნაშავე ყაჩაღობისას იყენებს“ნამდვილ’’ ცეცხლსასროლ იარაღს,რომელსაც დამნაშავე უკანონოდ ატარებდა,ქმედება დაკვალიფიცირდება „დანაშაულტა ერთობლიობიტ[„ყაჩაღობა’’ და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება’’]

 

ყურადღება:

·        „ქურდობით’’ ან „ძარცვით’’ დაწყებული ქმედება შეიძლება გადაიზარდოს „ყაჩაღობაში’’

·        ეს ხდება მაშიმ,როდესაც ფიძიკური ან ფსიქიკური ძალადობა[ძალადობის მუქარა] ამა თუ იმ გარემოებების გამო მიყვანილი იქნება იმ ხარისხამდე,რაც დამახასიათებელია „ყაჩაღობისატვის’’

ყურადღება:

·        თუ „ძალადობას’’ ან „ძალადობის მუქარა’’ დამნაშავე იყენებს „ქურდობის’’ ან „ძარცვის’’ ჩადენის პროცესში,რათა თავიდან აიცილოს შეპყრობა და დამნაშავის მიზანს არ წარმოადგენს „ხელში ჩაგდებული’’ ქონების „დაუფლება’’,მაშინ ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს „ყაჩაღობად’’

·        ასეთ დროს სახეზეა „დანაშაულთა ერთობლიობა’’[მაგ“ქურდობის მცდელობა’’ და „ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი დანაშაული’’]

 

მაგ.ბინაში ქურდობისთვის შესულ პეტრეს,რომელსაც სხვისი მოძრავი ნივთები ხელში ჰქონდა ჩაგდებული,მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო მათ“დაუფლებული’’,თავზე წაადგა პატრონი და მისი შეპყრობა მოინდომა.პეტრემ ცივი იარაღის მუქარით აიძულა ბინის პატრონი ,ხელი გაეშვა მისთვის.პეტრემ „ხელში ჩაგდებული’’ ნივთები დაყარა და გაიქცა.სახეზეა „ქურდობის მცდელობა ბინაში უკანონო შეღწევით’’ და „იძულება’’[ 19.177-ე მუხ. ნაწ. მე-3 და მუხ.150-ე]

პეტრეს ქმედება“ყაჩაღობად’’ ვერ დაკვალიფიცირდება,რადგან ძალადობის მუქარა დამნაშავის მიერ არ იყო გამოყენებული იმ მიზნით,რომ „დაუფლებოდა’’ „ხელში ჩაგდებულ’’ ნივთებს

 

X

·        „ყაჩაღობის’’ სუბიექტური მხარე: „ყაჩაღობის’’ მოტივს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა,თუმცა დამნაშავის  მოტივი უმეტესად-„ანგარებაა’’

·        რაც შეეხება დამნაშავის „მიზანს’’,ისევე როგორც „სხვა’’ „დაუფლებითი დანაშაულები’’,“ყაჩაღობაც’’ მიზნით დაფუძნებული დელიქტია,სადაც „მართლსაწინააღმდეგო მისაკუტრების მიზანი’’ქმედების“ ნიშანია- რადგან  „აფუძნებს ამ უმართლობას’’[ და არა „ბრალის’’  ნიშანი]

·        „ყაჩაღობის ‘’ ბრალის ფორმა: „ყაჩაღობის’’,როგორც „გამიზნული’’ დელიქტის  ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ „პირდაპირი განზრახვით’’

ა) დამნაშავეს გაცმობიერებული აქვს თავისი მოქმედების მართლწინააღმდეგობა და ბ)ის ზიანი ,რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და გ) სურს ამ ქმედების ჩადენა ,რათა მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს „სხვის’’ ნივთს.

 

·        „ყაჩაღობის’’  დამამძიმებელი გარემოებები:  ეს გარემოებები ჩამოთვლილია 179-ე მუხლის მე-2,მე- და მე-4 ნაწილებში

·        ამ „დამამძიმებელი გარემოებების’’ კომენტარი მოცემულია „ქურდობის’’[მუხ.177-ე] და „ძარცვის’’[მუხ.178-ე] განხილვისას[იხ.ამ დანაშაულთა ანალიზი]

·        აქ შევეხებით მხოლოდ ისეთ დამამძიმებელ გარემოებას,როგორიცაა „ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად’’[მუხ.179-ე ნაწ. მე-2 „ბ’’ ქვპ.]

·        „ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად’’-ში იგულისხმება,როგორც „ჯგუფის მიერ წინასწარ შეუთანხმებლად’’ ისე „ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით’’ „ყაჩაღობის’’ ჩადენა. მთავარია,სახეზე იყოს 2 ან  მეტი ამსრულებელი[!]

·        ყურაღღება:

თუკი „ყაჩაღობა’’ ჩადენილია „ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით’’,არ არის სავალდებულო,რომ ყველა თანაამსრულებელმა აქტიურად გამოიყენოს ისეთი „ძალადობა’’,ან „ძალადობის მუქარა’’,რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის[!]

 

მუხ.179-ე ნაწ. მე-2 „ბ’’ ქვპ.-ით[„ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად’’] ქმედების  კვალიფიკაციისთვის სრულიად საკმარისია,რომ მათგან თუნდაც ერთმა მიმართოს ამგვარ „ძალადობას’’ ან „ძალადობის მუქარას’’ და ეს ფაქტი სხვა პირთა[ჯგუფის დანარჩენ წევრთა] განზრახვითაც იყოს მოცული.[რაც გამოიხატება მოძალადის გვედზე დგომით და დუმილით-ეს მათ ჩაეთვლებათ „ძალადობის მუქარად’’ კონკლუდენტური მოქმედებით]

 

წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე გვექნება ე.წ. „ამსრულებლის ექცესი’’

 

„ამსრულებლის ექცესი’’ არის -ამსრულებლის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომელსაც არ მოიცავდა სხვა თანაამსრულებლის ან თანამონაწილის განზრახვა. ამსრულებლის ექსცესისათვის სხვა თანაამსრულებელს ან თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 26).

·        ყურადღება: როდესაც პირი ახორციელებს „ყაჩაღურ ტავდასხმას’’,ხოლო მეორე პირმა მას „სხვაგვარად შეუწყო ხელი’’[მაგ. გადასცა  ბინის ან საცავის გასაღები],სახეზეა არაა „ჯგუფური ყაჩაღობა’’[მუხ.179-ე ნაწ. მე-2 „ბ’’ ქვპ.-ი],ეს იმიტომ,რომ  მე- 2 პირს „თავდასხმისპროცესში’’ უშუალო მონაწილეობა არ მიუღია-ანუ იგი არ იმყოფებოდა თავდამსხმელის გვერდით და დაზარალებული მას ვერ ხედავდა[!]

·        სასამართლო პრაქტიკაში,ზოგჯერ ადგილი აქვს შეცდომას ქმედების „ჯგუფურ ყაჩაღობად’’ კვალიფიკაციაში .[იხ კაზუსი „სისხლის სამართლის კერძო ნაწილი’’ წიგნ.1. ნაწ.მე-2.გვ.59-62]

·        აუცილებლად ნახე რით არის გამოწვეული ეს შეცდომები[!][სემინარისთვის ან გამოცდისთვის დაგჭირდება]

ყურადღება:

 

·        „ჯგუფური ყაჩაღური თავდასხმა’’ ,განხორციელებული შეიარაღებული დამნაშავეების მიერ,უნდა გავარჩიოთ „ბანდიტიზმისგან’’

·        „ბანდის’’ აუცილებელ ნიშანს[რითაც იგი განსხვავდება „ყაჩაღური ჯგუფისაგან’’] წარმოადგენს  „სიმყარე’’

·        „ბანდის სიმყარე’’ ხასიათდება მისი ა) შემადგენლობის და  ორგანიზაციული სტრუქტურის სტაბილურობით[!] ბ) მისი წევრების მტკიცე შეკავშირებით გ)დანაშაულებრივი საქმიანობის დამახასიათებელი ფორმით და მეთოდებით

·        ამას გარდა“შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფისგან’’ განსხვავებით ,“ბანდის’’ შეიარაღება გულისხმობს მისი წევრების აღჭურვას მხოლოდ ცეცხლსაროლი,ფეთქებადი ან ცივი იარაღით

·        და ,რაც მთავარია,ბანდა იქმნება რამდენიმე „თავდასხმითი’’ დანაშაულის ჩასადენად,მაშინ როდესაც“ჯგუფური ყაჩაღობა’’ ერთჯერადი დანაშაულებრივი აქტის განხორციელებას გულისხმობს[!]

ყურადღება:

·        „ყაჩაღობას’’,ჩადენილს „დიდი ოდენობით’’ [179-ე ნაწ. მე-3 „გ’’]„სხვისი’’ მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით,გარკვეული სპეციფიკა ახასიატებს[!]

·        „ქურდობისას’’ და „ძარცვისას’’ „დიდი ოდენობა’’ გულისხმობს ქონების მითვისების „უკვე შემდგარ ფატს’’,როდესაც დამნაშავე“დაეუფლა ქონებას’’ და მისი „განკარგვის’’ შესაძლებლობა აქვს[!]

·        ხოლო „ყაჩაღობის’’ დროს შეიძლება „დიდი ოდენობიტ’’ ნივთის დაუფლების მხოლოდ მიზანი არსებობდეს,ვინაიდან „ყაჩაღობა’’ „ფორმალურ შემადგენლობათა’’[შედეგგარეშე დანაშაულთა] რიცხვს განეკუთვნება[!]

·        „ყაჩაღობა’’ „დამტავრებულია’’ მაშინვე,როდესაც „თავდასხმა’’ განხორციელდება.

·        179-ე ნაწ. მე-3 „გ’’თი კვალიფიკაციისთვის ,მთავარია დადგენილ იქნეს“განზრახვა’’,რომ ეს „თავდასხმა’’ მიმართული იყო „დიდი ოდენობით’’ ნივთის[ფულის] დაუფლებისაკენ[!]

·        მაგ. პეტრემ იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს მოსთხოვა 20 000 ლარის გადმოცემა,რა დროსაც დააკავეს.სახეზეა „ყაჩაღობა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით’’


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები