ძარცვა [მუხ.178-ე]

 



·        ძარცვისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტი: 1)„ადამიანის საკუტრების უფლება’’ და 2)“ადამიანის ჯანმრტელობა’’[ანუ „ყაჩაღობა’’ ორობიექტიანი დანაშაულია და ორივე ძირითადია]

·        ამსრულებელია: „საერთო სუბიექტი’’[14 წელს მიღწეული,შერაცხადი პირი]

·        დანაშაულის[ძარცვის] საგანია: „სხვისი მოძრავი ნივთი’’

·        დანაშაულის ჩადენის ხერხია : „აშკარა[არაფარული] დაუფლება’’ [ეს ხერხი“ძარცვის’’ ობიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია და არაფაკულტატურიუ]

·        ობიექტური მხარე: გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის   „აშკარა დაუფლებაში’’[!],რასაც  ზოგჯერ  თან ახლავს   დაზარალებულზე ფიზიკური დ ფსიქიკური ზემოქმედება[სწორედ ეს ხდის ამ დანაშაულს „ქურდობაზე’’ უფრო სოციალურად საშიშად]

 

 

    მუხლი 178. ძარცვა

 

1. ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე

 

„აშკარა დაუფლება’’

 

·        „ძარცვისას’’ „სხვისი’’ მოძრავი ნივთის დაუფლება ხდება  „აშკარად’’[თვალნათლივ,არაფარულად] იმ პირის თვალწინ,ვის საკუთრებაში,მფლობელობაში,ან სარგებლობაშიც იმყოფება ნივთი ,ან „სხვა’’ ადამიანის[მე-3 პირის] თვალწინ[!]

·        დამნაშავეს გააზრებული აქვს თავისი მოქმედების დანაშაულებრივი ხასიათი[მოქმედებს“პირდაპირი განზრახვით’’],ამიტომ არის რომ „ძარცვისას’’ დამნაშავე უფრო საშიშიშია დაზარალებულისთვის ან გარშემო მყოფთათვის.

·        დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს,რომ თუკი მას წინააღმდეგობას გაუწევენ,ის მიმართავს „ძალადობას’’

·        პრაქტიკაში[სასამარტლო პრაქტიკა იგულისხმება] „ქურდობა’’ ხშირად გადაიზრდება ხოლმე „ძარცვაში’’

·        ეს ხდება იმ დროს,როდესაც “ქურდი’’ გააცნობიერებს,რომ დაზარალებულისთვის ან სხვა პირებისთვის შესამჩნევი გახდა მისი მოქმედება,მაგრამ მაინც აგრძელებს ამ მოქმედებას სხვისი ქონების დაუფლების მიზნით[!]

·        ანუ „ქურდობის’’ „ძარცვაში’’ გადაზრდა შეიძლება მოხდეს მაშინ,როდესაც „ქურდობა’’ ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის[ანუ როდესაც დამნაშავემ „ხელთ იგდო’’ ნივთი,მაგრამ ვერ „დაეუფლა’’ და არ აქვს შესაძლებლობა „განკარგოს’’ იგი]

 

მაგ. დავითმა ჩუმად გახსნა მოქალაქის ხელჩანთა და იქიდან საფულე ამოიღო.ამ დროს მოქალაქემ ხელი სტაცა მას დასაფულის უკან დაბრუნება დააპირა.დავითმა მოახერხა მოქალაქის ხელიდან დასხლტომა და საფულესთან ერტად გაიქცა.

 

ამ კაზუსში ქმედება დაიწყო „ქურდობით’’,მაგრამ მისი „მცდელობის სტადიიდან’’[ანუ „ხელში ჩაგდების’’ სტადიიდან] გადაიზარდა „ძარცვაში’’,რადგან ნივთის „დაუფლება’’ მოხდა „აშკარად’’[!];ამდენად, დავითის ქმედება დაკვალიფიცირდება „ძარცვად’’

·        ყურადღება: იმ შემთხვევაში,თუ გამოაშკარავებული[შემცნეული,წასწრებული]  ქურდი „ხელში ჩაგდების’’ სტადიაზე შეწყვეტს დაწყებულ „ქურდობას’’ [ანუ აღარ ეცდება „დაუფლებას’’ და ხელში ჩაგდებულ ნივთს მიატოვებს ] და შეეცდება მიმალვას ,მოქმედება დაკვალიფიცირდება „ქურდობის მცდელობად’’[19.177-ე მუხ]

 

·        დაიმახსოვრე:

ამრიგად,იმისათვის ,რომ განსაზღვრო რა სახის დანაშაულია სხეზე,ყურადღება უნდა მიაქციო არა ნივთის „ხელში ჩაგდების’’ ხერხს,არამედ ნივთის დაუფლების ხერხს[ „ფარული ‘’ დაუფლებაა[ქურდობა] თუ „აშკარა დაუფლებაა[ძარცვა]

·        „ძარცვის’’ ობიექტური კრიტერიუმი: მოძრავი ნივთის მესაკუთრე,მფლობელი ან „სხვა’’ გარეშე პირები ხედავენ და  უჩნდებათ შეგნება,რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის მოქმედების დანაშაულებრივ[მართლსაწინააღმდეგო] ხასიათს[!]

·        „ძარცვის’’ ობიექტური კრიტერიუმი:დამნაშავეს შეგნებული აქვს,რომ სხვა პირები ხედავენ და აღიქვამენ მის მიერ მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტს[!]

              

·        „ძარცვა’’  „მატერიალური შემადგენლობის’’ მქონე დანაშაულების რიცხვს მიეკუთვნება[!]

·        „ძარცვა’’ დამთავრებულია მხოლოდ მოძრავი ნივთის ფაქტობრივი „დაუფლების’’ მომენტიდან[!][ და არა ნივთის ხელში ჩაგდების მომენტიდან][„დაუფლების’’მომენტიდან დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებიტ გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ნივთი]

·        მართლაც „გამოიყენებს’’ თუ არა დაუფლებულ ნივთს ან „განკარგავს“ თუ არა მას ამას  დამნაშავის ქმედების „ძარცვად’’ კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.[მთავარია მას დაუფლების ‘’ მერე გაუჩნდეს ასეტი შესაძლებლობები]

·        „ძარცვის’’ „ობიექტურ მხარეში’’ ასევე შედის „მიზეზობრივი კავშირის’’ დადგენა დამნაშავის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ მავნე შედეგს შორის[!]

·        „ძარცვის’’ „სუბიექტური მხარე’’: „ძარცვის’’ დროს დამნაშავის მოტივს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნისვნელობა. თუმცა,“ძარცვა’’ უმეტესად „ანგარების’’ მოტივით ხდება.

·        რაც შეეხება, დამნაშავის „მიზანს’’ ,ეს არის “სხვისი მოძრავი ნივთის მარტლსაწინააღმდეგო მისაკუტრების მიზანი’’

·        “სხვისი მოძრავი ნივთის მარტლსაწინააღმდეგო მისაკუტრების მიზანი’’ ამ უმართლობის დამფუძნებელია[!] და იგი არის  „ქმედების’’ ნიშანი[ და არა „ბრალის’’ ნიშანი]

 

·        „ძარცვის’’ „ბრალის ფორმა’’ :“ძარცვის ,როგორც „გამიზვნითი დელიქტის’’ ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ „პირდაპირი განზრახვით’’

·        178-ე მუხლის მე-2 ,მე-3  დ მე-4 ნაწილებით გათვალისწიმებულია ძარცვის დამამძიმებელი გარემოებები,რომლებიც არსებითად არაფრით განსხვავდეწბა „ქურდობის’’ დამამძიმებელი გარემოებებისგან

 

 

2. იგივე ქმედება[ანუ ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით]:

) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

3. იგივე ქმედება[ანუ ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით], ჩადენილი:

) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

) არაერთგზის;

) ბინაში უკანონო შეღწევით;

) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;

) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

4. იგივე ქმედება[ანუ ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით]ჩადენილი:

) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

) დიდი ოდენობით;

) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

 

 

განვიხილოთ „ძარცვის’’ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოება,კერძოდ:

 

ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით[მუხ178-ე მე-3 ნაწ. „დ’’]

 

·        ამ დამამძიმებელი გარემოებით ქმედების კვალიფიკაციისთვის „ძალადობა’’ მიმართული უნდა იყოს ადამიანის და არა ცხოველის წინააღმდეგ[!]

·        ამასთან,“ძალადობაში’’ აქ იგულისხმება ისეთი ძალადობა,რომელსაც შედეგად არ მოჰყვება „ჯანმრთელობის „მძიმე’’,“ნაკლებად მძიმე’’,ანდა „მსუბუქი’’ დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით’’

·        აქ იგულისხმება ისეთი ძალადობა,რომელსაც შედეგად მოჰყვება მხოლოდ „ფიზიკური ტკივილი’’[!]

·        ყურადღება: დაზარალებულის ორგანიზმში ისეთი ნივთიერების შეყვანა,რომელიც სახიფათო არ არის მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის,ასევე ქმნის „ძალადობის’’ ამ მაკვალიფიცირებელ ნიშანს[ანუ ასეთი ნივთიერების „შეყვანა’’ დაკვალიფიცირდება ამ დამამძიმებელი გარემოებით[მუხ178-ე მე-3 ნაწ. „დ’’]

 

                          

        „ძალადობა’’[ფიზიკური] ძარცვისას [მუხ.177-ე ნაწ.მე-3 „დ’’ ქვპ]

·        178-ე მუხლის მე-3   ნაწ.“დ’’ ქვეპუნტში „ძალადობაში’’ იგულისხმება „ფიზიკური ძალადობა’’

·        „ფიზიკური ძალადობა’’ ძარცვისას შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის „ცემაში’’ ან „სხვაგვარ ძალადობაში’’,რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს განაცდევინებს[!]

·        „სხვაგვარ ძალადობაში ‘’ იგულისხმება:ხელის გადაგრეხა,კარატეს ან სხვა მტკივნეული ილეტის გამოყენება,ფეხის გამოდებით დაზარალებულის წაქცევა,ყურიდან საყურის მოგლეჯა ,თმებში ხელის ჩავლება და სხვა.

·        სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა „ცემისთვის’’ გათვალისწინებულია 126-ე მუხლით[„ძალადობა’’]

·        მაგრამ რადგან  „ცემა’’ „ძარცვის’’[მუხ.178-ე მე-3 ნაწ „დ’’] ობიექტური შემადგენლობის ერთ-ერტ  ალტერნატიულ და სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს,იგი[“ცემა’’] შთაინთქმება „ძარცვის’’ [მუხ.178-ე მე-3 ნაწ „დ’’] ობიექტური შემადგენლობით და „ძარცვისას’’ „ცემის’’ 126-ე მუხლით[„ძალადობა’’] დამატებით კვალიფიკაცია საჭირო აღარ არის[!]

·        ამასთან,178-ე მუხლის მე-3   ნაწ.“დ’’-თი ქმედების კვალიფიკაციისთვის სავლდებულოა ,რომ „ცემა’ ან „სხვაგვარ ძალადობა’’ სხვისი ქონების დაუფლების „საშუალებას’’ წარმოადგენდეს

ყურადღება:

·        „ძალადობა’’[ანუ „ცემა’’ ან „სხვაგვარი ძალადობა’’] მხოლოდ მაშინ შეიზლება ჩაიტვალოს „ძარცვის’’ დამამძიმებელ გარემოებად[ანუ მუხ.178-ე მე-3 ნაწ „დ’’-ის გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება],როდესაც ეს „ძალადობა’’ გამოიყენება სვისი მოძრავი ნივტის დასაუფლებლად[!]

·        თუ „ძალადობას’’ ქურდის მხრიდან  ადგილი აქვს მისი ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი მოპარული ნივთის შესანარჩუნებლად,მაშინ მის დანაშაულს „ძარცვად’’ ვერ დავაკვალიფიცირებთ178-ე მე-3 ნაწ „დ’’-თი.

·        ასეთ შემტხვევაში,სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა: ა) ქურდობა[177-ე] და ბ)“ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება’’[ ხარისხის მიხედვით სხვადასხვა მუხლები] ანდა „ცემა’’[მუხ. 126-ე]

·        ყურადღება:

„ძარცვისას’’ „ფიზიკური ძალადობა’’[ანუ „ცემა’’ ანდა ‘სხვაგვარი ძალადობა’’] შეიძლება გამოყენებულ იქნეს ა) ქონების მესაკუთრის ან კანონიერი მფლობელის მიმართ ,ასევე ბ)იმ პირების მიმართ,რომელთა ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული ასევე გ) იმ პირთა მიმართ,რომლებიც ხელს უშლიან სხვისი ნივთის უკანონო დაუფლებაში ხელს დამნაშავეს ან დამნაშავეს მიაჩნია რომ ხელს უშლიან[!]

 

„ძალადობის მუქარა’’ ძარცვისას [მუხ.177-ე ნაწ.მე-3 „დ’’ ქვპ]

·        აქ „ძალადობის მუქარა’’ -გულისხმობს დაზარალებულის დაშინებას[მუქარას] ,რომ გამოყენებული იქნება ისეტი ძალადობა,რაც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის[ასეთია მაგ. „ცემით დამუქრება’’]

·        „ძალადობის მუქარა’’[იგივე „ფსიქიკური ძალადობა’’]  დამნაშავემ[მძარცველმა] შეიძლება გამოიყენოს ა) მოძრავი ნივთის[სხვისი ქონების] დაუფლების მიზნით  ან ბ) დამნაშავის მიერ ხელში ჩაგდებული [მაგრამ არა „დაუფლებული’’] ქონების შენარჩუნების მიზნით

              

მაგ.

პეტემ მოქალაქეს ხელიდან გასტაცა ჩანტა,მაგრამ მოქალაქე მას ფეხდაფეხ გამოუდგა.პეტე მიხვდა,რომ ვერ გაასწრებდა და იგი ცემის მუქარით მოიშორა თავიდან.მართალია პეტრეს ხელთ ჰქონდა სხვისი ნივთი,მაგრამ ჯერ არ ჰქონდა მოპოვებული მისი ფაქტობრივად განკარგვის შესაძლებლობა,ეი.ი. ჯერ არ იყო „დაუფლებული ამ ნივთს.[ამდენად „ძარცვა ‘’ ჯერ არ იყო „დამთავრებული’’].რადგან დაზარალებული ფეხდაფეხ მისდევდა,ამიტომ პეტრე ცემით დაემუქრა დაზარალებულს,თუკი თავს არ დაანებებდა მას.

ამ კაზუსში სახეზეა 178-ე მე-3 ნაწ „დ’’-თი გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება.

 

ყურადღება:

„ძალადობის’’ ხარისხის განსაზღვრისატვის სავალდებულოა[!] სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება[!]

ვინაიდან სწორედ „ძალადობის ხარისხია’’ განსაზღვრული „ძარცვის’’[მუხ.178-ე] და „ყაჩაღობის’’[მუხ.179-ე] დანაშაულტა გასამიჯნად[!]

ასე,რომ დაზარალებულმა, ვისაც „ძალადობით’’ აიძულებენ „მოძრავი ნივთის’’ დათმობას აუცილებლად უნდა აიღოს „სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის’’ ცნობა [!],რათა შემდეგში ის სხვა მტკიცებულებებთან ერთად სასამართლოში წარადგინოს[!]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები