ქურდობა [მუხ.177-ე]

 




1.      ამ დანაშაულისგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია: „საკუთრების უფლება’’

2.      ამსრულებელია: „საერთო სუბიექტი’’[14 წელს მიღწეული,შერაცხადი პირი]

3.      დანაშაულის საგანია: „სხვისი მოძრავი ნივთი’’

4.      დანაშაულის ჩადენის ხერხია : „ფარულობა’’

5.       ობიექტური მხარე: „მოქმედებაში’’გამოიხატება[კერძოდ,სხვისი მოძრავი ნივთის „ფარულ დაუფლებაში“]

 

  მუხლი 177. ქურდობა

1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

„ფარული დაუფლება’’

·        ფარულობა’’ „ქურდობის’’ ობიექტური შემადგენლობის[ობიექტური მხარის] აუცილებელი ნიშანია

·        სხვისი მოძრავი ნივთის „ფარული დაუფლებისას[ანუ „ქურდობის’’ ჩადენისას]პირი  თავს არიდებს ქონების მესაკუთრესთან და სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს

·        სხვისი მოძრავი ნივთის „ფარული დაუფლებისას’’ პირი არ იყენებს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ იძულება[!]

·        ამიტომ,“ქუურდობა’’  სხვისი მოძრავი ქონების „სხვა მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასთან’’ შედარებით „ნაკლებად საშიში’’ დანაშაულია

·        „ფარული დაუფლება’’ არსებობს 2 სახის  :ა) „ობიექტურად’’ „ფარული დაუფლება’’ და ბ) „სუბიექტურად’’ „ფარული დაუფლება’’

·        „ობიექტურად’’  „ფარული დაუფლება’’ სახეზეა ,როცა ხდება „სხვისი’’ მოძრავი ნივთის დაუფლება და ეს შეუმჩნეველი რჩება,როგორც „მესაკუთრეს’’ ,ისე „სხვა პირს’’

მაგ. დაუცველი საწყობის გაქურდვა, ბინის გაქურდვა,როცა პატრონი შინ არ არის

·        სხვისი’’ მოძრავი ნივთის „ობიექტურად’’  „ფარული დაუფლება’’ სახეზეა მაშინაც,როდესაც დამნაშავე ეუფლება ქონებას მესაკუთრის თანდასწრებით,მაგრამ ეს უკანასკნელი სხვადასხვა მიზეზის გამო მოკლებულია შესაძლებლობას „აღიქვას’’ „ქურდობის ფაქტი’’[მაგ. სიმთვრალის,გონების დაკარგვის გამო და სხვა,]

·        სხვისი’’ მოძრავი ნივთის „ობიექტურად’’  „ფარული დაუფლება’’ სახეზეა მაშინაც როდესაც ქურდობა ხდება იმ პირთა ტანდასწრებით,რომლებსაც თავისი ასაკობრივი თუ ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ ძალუძთ აღიქვან ქურდობის ფაქტი[მაგ. ქურდობა მცირეწლოვანის ან სულით ავადმყოფის თვალწინ]

·        სხვისი’’ მოძრავი ნივთის „ობიექტურად’’  „ფარული დაუფლება’’ სახეზეა მაშინაც როდესაც დამნაშავე ეუფლება მოძრავ ნივთს „სხვა პირთა’’ თანდასწრებით,მაგრამ მათ მიერ მისი ქმედება „მართლზომიერად აღიქმება’’[!][მაგ. ვაგონის გადმოტვირთვისას მუშის ფორმაში გადაცმული დამნაშავე ეუფლება სხვის მოძრავ ნივტს]

·        „სუბიექტურად’’ „ფარული დაუფლება’’  მდგომარეობს ა)დამნაშავის სურვილში „ფარულად დაეუფლოს’’ სხვის მოძრავ ნივთს და ბ)დამნაშავის შეგნებაში რომ „დაუფლება’’ ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად

·        ყურადღება;   დაწყებული „ქურდობა’’ შეიძლება გადაიზარდოს „სხვა დანაშაულში’’

·        მაგ. როდესაც დამნაშავემ „გააცნობიერა’’,რომ მისი ქმედება „სხვა პირისათვის’’ არ არის „ფარული’’,მაგრამ ის მაინც განაგრძობს ქონების „დაუფლებას’’

·        ასეთი შემთხვევა უნდა დაკვალიფიცირდეს,როგორც „ძარცვა’’[ანუ „სხვისი ქონების „აშკარა დაუფლება’’,]

·        ხოლო თუ დამნაშავე ამჩნევს „სხვა პირთათვის’’ მისის მოქმედების „არაფარულობას’’ და წყვეტს დანაშაულებრივ მოქმედებას,მაშინ მისი ქმედება „ქურდობის მცდელობად’’ უნდა დაკვალიფიცირდეს.

„დანაშაულის ჩადენის ადგილი’’

·        „დანაშაულის ჩადენის ადგილიც’’ ქურდობის ობიექტური შემადგენლობის  ნიშანია[!]

·        თუმცა,მას არ ენიჭება ქმედების „ქურდობად’’ კვალიფიკაციისთვის დამფუძნებელი მნიშვნელობა

·        „დანაშაულის ჩადენის ადგილის’’ დადგენა სავალდებულო არაა[!]

·        მაგრამ როცა „ქურდობა’’ ჩადენილია სადგომში,ბინაში ,ან საცავში უკანონო „შეღწევით’’,მაშინ „დანაშაულის ჩადენის ადგილი’’  ქურდობის „დამამძიმებელ გარემოებებად ‘’ იტვლება.[!]

 

„ქურდობა’’  მატერიალური შემადგენლობის მქონე დანაშაულია

·        ქურდობის ობიექტური მხარის[შემადგენლობის] სავალდებულო ნიშანია  „მავნე შედეგის დადგომა ქონებრივი ზიანის სახით’’

·        ამიტომ, ქურდობა „დამთავრებულად ითვლება,იმ მომენტიდან,როდესაც ა)დამნაშავე „დაეუფლა’’ სხვის მოძრავ ნივტს[და არა იმ მომენტიდან,როცა „ხელში ჩაიგდო’’ სხვისი მოძრავი ნივთი] და ბ)რეალური შესაძლებლობა აქვს „განკარგოს’’ ეს ქონება ტთავისი შეხედულებით[არ აქვს მნიშვნელობა მოახერხებს თუ არა ის „დაუფლებული’’ სხვისი  ნივთის განკარგვას]

·        „ქურდობის’’ სუბიექტური მხარე:  ქმედების „ქურდობად’’ კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტია არა დამნაშავის მოტივი,არამედ მიზანი[!]

·        ქურდობის მოტივს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა,როგორც წესი, ქურდობის მოტივი არის - ანგარება;

·        თუმცა არაა გამორიცხული ქურდს „გაჭირვებულთა დახმარების’’ მოტივი ამოძრავებდეს[ იხ. ქართ. ფილმი „ვერის უბნის მელოდიები’’- მრეცხავი ვარდო],მაგრამ ეს არ შეცვლის ქმედების“ქურდობად’’ კვალიფიკაციას და მხოლოდ სასჯელს შეამსუბუქებს[!]

·        ქმედების „ქურდობად’’ კვალიფიკაციისთვის საჭიროა რომ სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებისას დამნაშავეს ამოძრავებდეს „მართლსაწინააღმდეგო მიზანი’’

·        ქურდობა „მიზნით’’ დაფუძნებული დელიქტია[!]

 

·        ბრალის ფორმა:  ქურდობის ,როგორც გამიზნული დელიქტის’’ ,ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ „პირდაპირი განზრახვით’’

 

ა) დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს ,რომ მართლსაწინააღმდეგოდ ხელში იგდებს სხვის მოძრავ ნივთს,ბ) ითვალისწინებს,რომ მისი ასეთი ქმედების შედეგად „დაეუფლება’’ ამ ნივთს და ზიანს მიაყენებს მესაკუთრეს ან მფლობელს   გ) სურს ასეთი შედეგის დადგომა

 

 

 

„ქურდობის’’ დამამძიმებელი გარემოებები[ მუხ.177-ე ნაწ. მე-2]

 

·        „ქურდობას’’ აქვს მთელი რიგი „დამამძიმებელი გარემოებები’’.

·        ორ „დამამძიმებელ გარემოებას’’  ითვალისწინებს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი :

 

     ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით’’

 

[ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.]

 

 

 

177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნტით ქურდობის დამამძიმებელი გარემოებაა:

 

 „ ქურდობით „მნიშვნელოვანი ზიანის’’ გამოწვევა’’ [!]

 

 

 

·        177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ არის მითითებული თუ რა ითვლება „მნიშვნელოვან ზიანად’’

·        «მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.’ [177-ე მუხ. „შენიშვნა’’ მე-3 ნაწ.]

·       ამასტან,“მნიშვნელოვანი ზიანის’’ ფულადი გამოხატულება არ უნდა იყოს იმაზე მეტი,რაც გათვალისწინებულია 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით  -„დიდი ოდენობის’’ ცნებით

·       „დიდი ოდენობის ‘’ ცნება დაკონკრეტებულია 177-ე მუხლის შენიშვნის 1-ლი პუნქტით:

დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით

 

დაიმახსოვრე:

·       ამდენად, „მნიშვნელოვან ზიანად’’ ჩაითვლება ქურდობა,რამაც დაზარალებულს მიაყენა 150 ლარზე მეტი ქონებრივი ზიანი,მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარისა[!]

 

როგორ განისაზღვრება ქურდობით მიყენებული ზიანის ოდენობა ?

 

·        ქურდობით მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით,რაც ფასშია გამოხატული.

·        მოპარული ქონების ღირებულების განსაზღვრისას საჭიროა დანაშაულის ჩადენის დროს არსებულ  ა) სახელმწიფო ბ)საცალო გ)საბაზრო  ან დ) საკომისიო ფასებზე დაყრდნობა.

·        თუ  მოპარული ნივთის ფასი ვერ დგინდება,მაშინ მისი ღირებულება განისაზღვრება „საექსპერტო დასკვნის’’ საფუძველზე.

 

როგორ უნდა გავიგოთ“რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია’’ ?

 

·        ფორმულირებით „რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია’’ კანონმდებელი ხაზს უსვამს არა ფარულად დაუფლებული ნივთების საერთო ღირებულებას,არამედ „ცალკეული დაზარალებულისთვის’’ მიყენებული ზიანის ოდენობას[!]

·        ეს იმას ნიშნავს,რომ 177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ პუნქტის გამოსაყენებლად „ერთ’’ ვალკე აღებულ დაზარალებულს უნდა მიადგეს „მნიშვნელოვანი ზიანი’’

·        შესაბამისად,177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ პუნქტის დამამძიმებელ გარემოებას ვერ გამოვიყენებთ,თუ ქურდობის შედეგად დაუფლებული ნივტების საერთო ღირებულება არის „მნიშვნელოვანი ოდენობის’’,მაგრამ თითოეული დაზარალებულისთვის ასეთი შედეგი არაა სახეზე[!]

მაგ. პეტრემ უკანონოდ შეაღწია „სხვის’’ სავაჭრო ობიექტში და იქიდან ფარულად წამოიღო ორი ნივთი,რომელთა საერთო ღირებულება იყო 160 ლარი. გაირკვა,რომამ ნივთებს სხვადსხვა მესაკუთრე ჰყავდა.თითოეულს მიადგა 80-80 ლარის ზიანი.მართალია პეტრემ არ იცოდა,რომ მოპარულ ნივტებს სხვადასხვა მესაკუთრე ჰყავდა,მაგრამ ამიდა მიუხედავად მისი ქმედება 177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ პუნქტის დამამძიმებელი გარემოებით ვერ დაკვალიფიცირდება,რადგან ობიექტურად ამ ქურდობას არცერთი დაზარალებულისთვის „მნიშვნელოვანი ზიანი’’ არ მიუყნებია.ამ მაგალითში სახეზეა“ქურდობა სადგომში უკანონო შეღწევით’’ 177 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ პუნქტი.

·        ასე, რომ177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ პუნქტის გამოყენებისთვის არაა საკმარისი დამნაშავის „ერთიანი განზრახვის’’ არსებობა[!]

·        177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ პუნქტის გამოსაყენებლად მინიმუმ „ერთ’’  ცალკე აღებულ დაზარალებულს უნდა მიადგეს „მნიშვნელოვანი ზიანი’’

 

177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნტით ქურდობის დამამძიმებელი გარემოებებია:

 

1)  „სადგომში’’ უკანონო შეღწევა

და

2)  „სხვა საცავში’’  უკანონო შეღწევა

 

 

„სადგომი’’  [განმარტება]

 

·        „სადგომი’’  არის -   შენობა-ნაგებობები,რომლებიც გამოიყენება ადამიანების და მატერიალური ფასეულობების განსათავსებლად

·        „სადგომი’’ შეიძლება იყოს:ფაბრიკა-ქარხანა[საწარმო],მუზეუმი,მაღაზია,სასწავლო დაწესებულება,თეატრი და ა.შ.

·        „სადგომი’’  ან „სხვა საცავი’’[იხ.ქვემოთ] აუცილებლად უნდა იყოს „უძრავ ნდგომარეობაში[!]’’,წინააღმდეგ შემთხვევაში 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტის დამამძიმებელი გარემოება“სადგომში შეღწევა’’ ან „სხვა საცავში შეღწევა’’ არ გვექნება.[!]

·        მართლაც,“მოძრავი საცავს’’[მაგ.ავტომანქანას მასში მოტავსებული  ტვირთიანად] ან „მოძრავი სხვა საცავს’’[მაგ.ცალკე მდგარ კარადა- სეიფს მასში მოთავსებულ ფასეულობებთან ერთად] ქურდი ისე შეიძლება დაეუფლოს ,რომ არ დასჭირდეს მათში „შეღწევა’’

 

„სხვა საცავი’’ [განმარტება]

 

·        „სხვა საცავი’’ არის მატერიალირი ფასეულობის მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი,რომელიც შემოღობილია,ან „სხვაგვარად’’ არის დაცული[!]

·        „სხვა საცავი’’:სეიფი,რკინის კარადა,კონტეინერი,ავტორეფრეჟირატორი-თუ ისინი იმყოფება „უძრავ მდგომარეობაში’’[მაგ.ჩაშენებულია კედელში]

·        „სხვა საცავი’’ ასევე არის სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის შესანახი დაცული ტერიტორია და სხვა.

·        „სხვა საცავად’’ არ ჩაითვლება: „საქათმე’’ ან „ბოსელი’’[თუ ისინი არ იყო „უძრავ მდგომარეობაში’’]

 

 

177-ე მუხლის მე-3 ნაწილით ქურდობის დამამძიმებელი გარემოებებია:

 

ქურდობა ჩადენილი :

 

) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ’’

ბ) „არაერთგზის’’

გ) „ბინაში უკანონო შეღწევით

     ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ

[ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე]

  

) ქურდობაწინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ’’ [მუხ.177- მე-3 ნაწ. „’’]

 

·        ეს გარემოება ზრდის  ქურდობის „საზოგადოებრივ საშიშროებას’’,ამიტომ ასეთი ქურდობის ყველა უშუალო მონაწილის „პასუხისმგებლობა’’[სანქცია] გაზრდილია.

·        ასეთი ქურდობისას ყველა ამსრულებელი ქურდობის ობიექტური შემადგენლობის უშუალოდ დაწყებამდე თანხმდებიან ქუდრობის ჩადენაზე[!][და არა ქურდობის  დაწყების შემდეგ!]

·        როცა  ამსრულებლები ქურდობის  დაწყების შემდეგ შეთანხმდებიან ქურდობის ერთად ჩადენაზე,სახეზეა ქურდობა „წინასწარ შეუთანხმებელი ჯგუფის მიერ’’.ასეთი ქურდობა 177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით ვერ დაკვალიფიცირდება.[მაგ. ჯიბის ქურდი ავტობუსში მგზავს ჩანთას უხსნის.ამას ხედავს ვიღაც მგზავრი და საკუტარი ინიციატივით ერთვება ქურდობის[სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლების] პროცესში ,ისე დგება მგზავრის გვერდით,რომ მგზავრი ვეღარ ხედავს თავის ჩანთას.შედეგად,ქურდი მარტივად იღებს საფულეს ჩანთიდან. სახეზეა ქურდობა ჩადენილი წინასწარ შეუთანხმებელი ჯგუფის მიერ,კერძოდ ამსრულებლის და თანამონაწილეს[დამხმარეს ] მიერ]

·        ყურადღება: „წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ქურდობით მიყენებული ზიანის ოდენობა ჯამდება და ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს ,თუ რა ღირებულების ქონება შეხვდა თითოეულ ქურდს[!]

·        ასე,რომ ქურდობით მოპოვებული ქონების წილი თითოეული დამნაშავისთვის „დიდ ოდენობას’’ [10 000 ლარზე მეტი] შეიძლება არ აღწევდეს,მაგრამ მათი ქმედება მაინც დაკვალიფიცირდება,როგორც „ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით[!]’’[თუ მოპარული ქონების ღირებულება 10 000 ლარზე მეტია],ვინაიდან სახეზეა „ჯგუფური დანაშაული’’[!]

ყურადღება:

·        „წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის’’ ყველა წევრი ქურდობის „თანაამსრულებელია’’[!]

 

·        „წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ქონების დაუფლებაში’’ -იგულისხმება „ქურდობა’’ ,რომელშიც მონაწილებს  მინიმუმ ორი პირი[თანამსრულებლები]

·        „წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ქონების დაუფლებაში ’’-არ იგულისხმება „ამსრულებლისთვის’’ ხელის იმგვარად შეწყობა,რაც არ წარმოადგენს ქურდობის ობიექტური შემადგენლობის რომელიმე ნიშანს[მაგ ა)ქურდობის ჩადენის საშუალებათა[ინსტრუმენტების] შოვნა,ბ)მათი გადაცემა ამსრულებელზე,ასევე გ)სადგომში ან საცავში მატერიალურ ფასეულობატა ადგილსამყოფელის შესახებ ცნობების მიწოდება და სხვა]

ეს ქმედებები წარმოადგენს „თანამონაწილეობას’’ ქურდობაში[ანუ ე.წ. „ნაკოლის მიცემა’’ თანამონაწილეობაა ქურდობაში ] და არა „თანაამსრულებლობა’’[ანუ „ქურდობა’’]

 

·        ამიტომ,როცა ერთი პირი აწვდის ინფორმაციას მეორეს მატერიალური ფასეულობების შენახვის ადგილის შესახებ,ხოლო მეორე უშუალოდ სჩადის ქურდობას,სახეზე არაა“ქურდობა ჩადენილი წინასწარი შეტანხმებით ჯგუფის მიერ’’[მუხ.177-ე ნაწ. მე3 „ა’’]

·        ამრიგად,“წინასწარ შეთანხმებულ ჯგუფში’’ იგულისხმება ორი ან მეტი პირის შეტანხმება“სხვისი ქონების’’ მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის,რომელსაც ადგილი ჰქონდა დანაშაულის უშუალო განხორციელების დაწყებამდე.[!]

·        ვინაიდან „განზრახი დანაშაულის’’ „დასაწყისად’’ ითვლება „უშუალოდ დანაშაულის ჩადენისკენ მიმართული მოქმედების დაწყება,“წინასწარი შეთანხმება ჯგუფური ქურდობის ჩასადენად’’ შეიძლება მოხდეს ქურდობის „მოსამზადებელ სტადიაზე’’[!] ,ანუ“სხვისი ქონების ფარული დაუფლებისკენ მიმართული მოქმედების დაწყებამდე’’[ანუ ქურდობის „მცდელობის სტადიამდე’’]

 

·        ხოლო თუ „შეტანხმება’’ ხდება „ქონების დაუფლების პროცესში’’[ანუ ქურდობის მცდელობის სტადიაზე],მაშინ დამნაშავეთა ქმედება არ შეიზლება დაკვალიფიცირდეს,როგორც „ქურდობა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ’’[გაიხსენე ავტობუსში ჩანთიდან საფულის მოპარვის მაგალითი]

 

 

·        „წინასწარ შეთანხმებულთა ჯგუფში’’ შედიან მხოლოდ „თანაამსრულებლები’’

·        „წინასწარ შეთანხმებულ თანაამსრულებლებლების ჯგუფსაც’’ შეიძლება ყავდეს : ა) „ორგანიზატორი’’,“წამქეზებელი’’,ან „დამხმარე’’,თუმცა მათი ქმედებები  არ შედის ქურდობის ობიექტურ შემადგენლობაში და კვალიფიცირდება,როგორც ქურდობაში „თანამონაწილეობა“

 

მაგ.

პეტრემ ქურდობის ჩადენაზე დაიყოლია პავლე და ივანე,რომლებმაც ერთობლივად ჩაიდინესქურდობა.პავლესა და ივანეს ქმედება დაკვალიფიცირდება,როგორც ქურდობა „წინასწარ შეტანზმებით ჯგუფის მიერ’’[მუხ.177-ე მე-3 ნაწ. „ა’’] ,ხოლო პეტრე არის ამ ქურდობის  „თანამონაწილე’’ ,კიდევ უფრო კონკრეტულად „წამქეზებელი’’[25.177-ემუხ. მე-3 ნაწ. „ა’’ქვ]

 

           ბ) ქურდობა „არაერთგზის’’ [მუხ.177-ე მე-3 ნაწ. „ბ’’]

·        ქურდობის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა მისი ჩადენა „არაერთგზის’’ [მუხ.177-ე მე-3 ნაწ. „ბ’’]

·        „არაერთგზისობის’’ ინსტიტუტი მოცემულია  სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლში

·        ზოგადი წესით, „არაერთგზისობა’’ გულისხმობს „წინათ ნასამართლევი პირის მიერ იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას’’.[მუხ.მე-15-ე ნაწ 1-ლი]

·        „არაერთგზისობა’’  ასევე გულისხმობს „წინათ ნასამართლევი პირის მიერ “სხვა ერთგვაროვანი[მსგავსი] დანაშაულის ჩადენასაც თუ,ამის შესახებ მითითებულია კოდექსის შესაბამის მუხლში[მუხ.მე-15-ე ნაწ 1-ლი]

·        სწორედ ასეთ „მითითებას’’  მოიცავს 177-ე მუხლის „შენიშვნა’’,რომლის მიხედვითაც:

 

177-–186- მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა აღნიშნული მუხლებითა და ამ კოდექსის 224-, 231-, 237-, 264- და 286​1 მუხლებით  წინათ ნასამართლევი პირის მიერ ქურდობის ჩადენა[!]

 

მაგ. პეტრე 2010 წელს გაასამართლეს“ყაჩაღობაზე’’[მუხ.179-ე] .2016 წ-ს ,როცა „ნასამართლობა’’ ,არც მოხსნილი ჰქონდა და არც „გაქარწყლებული’’,მან ჩაიდინა „ქურდობა’’

სახეზეა „ქურდობა არაერთგზის’’

 

ქურდობა“არაერტგზისად’’ ,რომ ჩაიტვალოს წინა ქურდობისა თუ სხვა ერთგვაროვანი[რომელიმე „დაუფლებით’’]დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს.[!]

·        ქურდობა „არაერთგზისად ჩაითვლება მაშინაც,როდესაც პირი  წინათ ნასამართლევი იყო დაუმთავრებელი დანაშაულისთვის[მაგ. ქურდობის მცდელობისთვის]

·        ქურდობა „არაერთგზისად ჩაითვლება მაშინაც,როდესაც პირი წინათ ნასამართლევი იყო არა „ამსრულებლობისტვის’’,არამედ რომელიმე „დაუფლებით დანაშაულში’’ თანამონაწილეობისათვის[!]

·        ორჯერ ან მეტჯერ „ახლად აღმოცენებული განზრახვით’’ ჩადენილი ქურდობა,თუ პირი არ არის ნასამართლევი დაკვალიფიცირდება 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილების“ერთობლიობით’’,თითოეული ეპიზოდის შესაბამისად[!]

·        სასჯელის დანიშვნაც მოხდება „დანაშაულტა ერთობლიობისთვის ‘’ დადგენილი წესიტ[მუხ.59-ე]

 

 

გ) ქურდობა „ბინაში უკანონო შეღწევით’’ [მუხ.177-ე მე-3 ნაწ. „გ’’]

 

·        ქურდობის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა მისი ჩადენა „ბინაში უკანონო შეღწევით’’ [მუხ.177-ე მე-3 ნაწ. „გ’’]

·        „შეღწევა’’ უკანონოა,თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად და იმ პირის მიერ,რომელსაც ამის უფლება არ აქვს[!],არც „კანონით’’ და არც „მესაკუთრის ნებართვით’’

·        „ბინა’’ -ისეთი ნაგებობაა,რომელიც გამიზნულია ადამიანტა მუდმივ ან დროებიტ საცხოვრებლად[!]

·        „ბინად’’ მიიჩნევა: ინდივიდუალური სახლი,კორპუსის ბინა,აგარაკი,ოტახი სასტუმროში,ოთახი სანატორიუმში და სხვა

·        „ბინად’’ ჩაითვლება ყოველგვარი შენობა ,რომელიც შედის „საცხოვრებელ ფონდში’’

·        „ბინად’’ ჩაითვლება: საერთო საცხოვრებელი,დევნილტა დროებითი დასახლების ადგილი,მოხუცებულტა სახლი,ინვალიდტა ინტერნატი .სტიქიით დაზარალებულტა თავშესაფარი  ნაგებობა და სხვა

·        რაც შეეხება „კარავს’’ მასში უკანონო შეღწევა არ მოგვცემს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტის შემადგენლობას[რადგან „კარავი’’ არაა უძრავი ნივთი]

·        „ბინად’’ ვერ მივიჩნევთ : მატარებლის კუპეს,გემის კაიუტას,მანქანის მისაბმელს[„პრიცეპს’’ რუს.], მანქანის სალონს და სხვა.

·        „ბინაში უკანონო შეღწევა’’ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება,რადგან დამნაშავე  შეღწევისას ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას და ხერხს იყენებს,რათა გადალახოს დაბრკოლება და დაეუფლოს სხვის’’ მოძრავ ქონებას[მაგ. ბინაში უკანონო შეღწევისას ხდება კარის,ფანჯრის,სახელურის,ჭერის,იატაკის,კედლის-შემტვრევა,ჩამტვრევა,ამომტვრევა,დანგრევა და ა.შ.]

·        „ბინაში შეღწეევა’’ გულისხმობს დაბრკოლების გადალახვის გზით ბინაში შესვლას ქურდობის,ძარცვის,ყაჩაღობის მიზნით

·        „შეღწევა’’ ხდება არა მარტო „ფარულად’’ ან „მოტყუებით’’ [ასე ხდება ქურდობისას] ,არამედ „აშკარადაც’’ ,იქ მყოფ ადამიანთა წინააღმდეგობის გადალახვიტ [ასე ხდება ძარცვისას ან ყაჩაღობისას]

·        ამდენად , „ბინაში შეღწეევის’’ ერთ-ერთი ხერხია „მოტყუება’’[ვითომდაც „საფოსტო გზავნილის’’ გადაცემის,კარის მეზობლისთვის ვითომ „ამანათის გადასაცემად’’, ვითომ კომუნალური მომსახურების სამსახურების[გაზი,წყალი,ელექტრო ენერია] ან სამარტალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების სახით].

·        სასამართლო პრაქტიკა „ბინაში შეღწევად’’ აკვალიფიცირებს დამნაშავის ისეთ მოქმედებას,როდესაც იგი „ბინასა’’ თუ „სადგომში’’ შეუსვლელად ეუფლება მოძრავ ნივთს[მაგ. მაგნიტის,თოკის თუ სხვა მექანიკური თუ ელექტრონული საშუალების გამოყენებით]

·        ბინაში შეღწევით’’ ქურდობა’’,ძარცვა’’ ,ან „ყაჩაღობა’’ არ მოითხოვს დამატებიტ კვალიფიკაციას 160-ე მუხლით გათვალისწინებული „ბინის ხელშეუხებლობის’’ დარღვევისათვის

·        თუკი „შეღწევა’’ ხორციელდება“პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით’’,პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ეს გარემოება შეერაცხებათ არა მხოლოდ იმ პირებს,რომლებმაც უშუალოდ შეაღწიეს ბინაში,საცავში,თუ სადგომში,არამედ იმათაც ვინც ხელს უწყობდნენ შეღწევას[მაგ. კარის შემტვრევისას,ან ფანჯრის ან კარის გაღებისას]

ასეთ „ხელშემწყობ’’ პირთა ქმედება თანაამსრულებლობად’’ იქნება დაკვალიფიცირებული,რადგან ისინიც ახორციელებენ ამ დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობას;

·        ყურადღება:  იმისატვის რომ პირის ქმედება 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდეს ,აუცილებელია გაირკვეს ,თუ რა მიზნით აღმოჩნდა პირი სხვის ბინაში და როდის წარმოიშვასხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების განზრახვა

·        მაგ. თუკი პირი მეგობრის ბინაში შევიდა „დანაშაულებრივი მიზნის გარეშე’’ და შემდეგ წარმოეშვა ეს განზრახვა,მის ქმედებას 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით „ბინაში უკანონოდ შეღწევის’’ დამამძიმებელი გარემოებით  ვერ დავაკვალიფიცირებთ

 

  გ) ქურდობა „სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ’’[მუხ.177-ე მე-3 ნაწ. „დ’’]

 

·        ამ დამაძიმებელი გარემოების გამოყენებისტვის არაა აუცილებელი,მოხდეს მთლიანი სატრანსპორტო საშუალების დაუფლება[მოპარვა,გატაცება]

·        საკმარისია,რომ მოპარული იყოს მისი [სატრანსპორტო საშუალების] რომელიმე დეტალი ან უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის აუცილებელი „ქარხნული ‘’ დეტალი[მაგ. სარკე,მაგნიტოფონი,მანქანის ზეთი,აკუმულატორი და სხვა]

·        ნივთი,რომელსაც პირი იპარავს არ უნდა იყოს ერთჯერადი მოხმარების[მაგ.“საწვავის’’ ქურდობა არ მოგვცემს ამ დამამძიმებელ გარემოებას]

·        ასევე,არ მოგვცემს ამ დამამძიმებელ გარემოებას ისეთი დეტალის[ნივთის] ქურდობა,რომელიც მესაკუთრემ მანქანის ახალი გარეგნული იერის მისაღებადდაამატა[მაგ.ე.წ. „ცრუ ანტენა’’,“დელფინი’’,სავარძლის შალიტები,ტელევიზორი,კომპიუტერი და ა.შ]

·        სამაგიეროდ „ელექტრო მანქანის დამტენი სადენი’’,რომელიც ასეთ ავტომობილს ქარხნულად მოჰყვება და აუცილებელია მანქანის ელექტროენერგიით დასატენად,არის ამ დამამძიმებელი გარემოების საგანი[!][სასჯელი 4-დან-7 წლამდე]

 

177-ე მუხლის მე-4 ნაწილით ქურდობის დამამძიმებელი გარემოებებია:

 

ქურდობა ჩადენილი :

) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

) დიდი ოდენობით;

) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის;

) მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის მიმართ

 

[ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.]

 

ა) ქურდობა,ჩადენილი „ორგანიზებული ჯგუფის’’ მიერ [მუხ.177-ე ნაწ. მე-4 „ა’’ ქვპ]

·        „ორგანიზებული ჯგუფის’’ მიერ ჩადენილი დანაშაული „ჯგუფური დანაშაულის’’ ყველაზე „მძიმე’’[საშიში] სახეა-იხ. სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი[!]

 

    მუხლი 27. ჯგუფური დანაშაული

 

1. დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

2. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

3. დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.

 

·        27-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ორგანიზებული ჯგუფის“[ შექმნისათვის ან ხელმძღვანელობისათვის დაეკისრება იმას, ვინც შექმნა ასეთი ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას’’  [შენიშვნა: მაგ. „მხედრიონი’’ 90-იან წლებში და მსგავსი ორგანიზებული ჯგუფები]

[„ორგანიზებული ჯგუფის’’  სხვა სახელწოდებაა „ორგანიზებული დანაშულებრივი დაჯგუფება’’-Организованная преступная группировка [ОПГ] რუს. წაიკითხე პიუზოს წიგნი „ნათლიმამა’’ ან ნახე ფილმები იმავე სახელწოდებით ,ასევე გირჩევ ნახო სერიალი „კამორა’’- ნეაპოლურ მაფიოზურ კლანებზე]]

·        27-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით: «ორგანიზებული ჯგუფის’’ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი [BOSS ან Don ან „კანონიერი ქურდი’’] პასუხს აგებს ყველა იმ ქურდობისთვისს,რაც ჩადენილია ჯგუფის მიერ,მიუხედავად იმისა,მონაწილეობდა თუ არა იგი უშუალოდ ამ ქურდობების „ობიექტური შემადგენლობის’’ განხორციელებაში[!] , თუკი ამას[ აქ:“ქურდობების განხორციელებას’’] მოიცავდა მისი „განზრახვა’’[!]

·        27-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით: „ორგანიზებული ჯგუფის’’ “სხვა მონაწილენი’’[წევრები] პასუხს აგებენ ა)“ორგანიზებული ჯგუფის’’ წევრობისათვის და ბ)იმ დანაშაულისთვის,რომლის მომზადებაში ან ჩადენაში  მონაწილეობდნენ[!]

 

ამრიგად,“ორგანიზებული ჯგუფის’’ რიგითი წევრის პასუხისმგებლობისთვის საკმარისი არ არის მის მიერ ამ დაჯგუფების სხვა წევრების მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტის „ცოდნა’’,პასუხისმგებლობისთვის საჭიროა ქურდობიმომზადებასა და მცდელობაში მისი მონაწილეობა[!]

 

ბ) ქურდობა ჩადენილი „დიდი ოდენობით’’ [მუხ.177-ე ნაწ. მე-4 „ბ’’ ქვპ]

 

·        „დიდი ოდენობის’’ -განსაზღვრება მოცემულია 177-ე მუხლის „შენიშვნაში’’ [ნაწ.1]

 

 დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით’’[[მუხ.177-ე .“შენიშვნა’’  ნაწ.1-ლი]

·        ყურადღება:

როდესაც დამნაშავე  სჩადის რამდენიმე ,ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ქურდობას,რომლებშიც რეალიზებულია მისი ცალ-ცალკე წარმოშობილი განზრახვები,ფულში გამოხატული „ზიანის’’ შეჯამება და ასეთნაირად ქმედებების „დიდი ოდენობით’’ დაკვალიფიცირება სწორი არ არის[!]

·        გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ „ერთიანი განგრძობადი დანაშაული’’,სადაც ქურდობის ცალკეული ეპიზოდი  მიმართულია სხვადასხვა ობიექტის წინააღმდეგ,მაგრამ  მოცულია დამნაშავის „ერთიანი განზრახვიტ’’,ხოლო დაუფლებული ქონების ჯამი „დიდ ოდენობას’’ ქმნის.[მაგ. პირი საწყობიდან  რამოდენიმე დღის განმავლობაში იპარავს სხვადასხვა საქონელს]

·        ასეთ დროს[ანუ „ერთიანი განზრახვის’’ დროს’] შესაძლებელია ნაქურდალი ნივთების ღირებულებების შეჯამება და ქმედების“დიდი ოდენობით’’ ქურდობად დაკვალიფიცირება შესაძლებელია[!]

 

)ქურდობა ჩადენილი  «იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის ა)„მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან ბ)„გამოძალვისათვის’’ [მუხ.177- ნაწ. მე-4 „’’ ქვპ]

 

·        ესაა „პერსონალური ნიშნით’’ დამძიმებული შემადგენლობა[!]

·        იმ „ნიშნით’’ რაც  ახასიათებს ამსრულებლის პირვნებას

·        ამიტომ,ასეთი ამსრულებლის თანამონაწილის ან თანაამსრულებლის ქმედების კვალიფიკაციისთვის გამოიყენება 25-ე მუხლის მე-5 ნაწილი:

 

5. პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ანდა ერთ-ერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს

·       მუხ.177- ნაწ. მე-4 ’’ ქვპ-ით  აღიარებულია „ერთგვაროვან დანაშაულთა’’ რეციდივის საშიშროება.კანონი ამ ნორმით,სწორედ ამიტომ ამკაცრებს ასეთ პირთა[კერძოდ, „ქურდ რეცედივისტთა’’] პასუხისმგებლობას[!]

 

)  ქურდობა მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის მიმართ’’ [მუხ.177- ნაწ. მე-4 „’’ ქვპ-ი]

 

·        ასეთი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება აშკარაა

·        ამასთან,ამ „დამამძიმებელი გარემოებით’’  შესაძლებელია მხოლოდ „ქურდობის’’ ჩადენა[და არა „სხვა’’ დაუფლებითი დანაშაულების]

·        ამიტომ, ეს დამამძიმებელი გარემოება მხოლოდ „ქურდობის’’ მუხლშია გათვალისწინებული[!]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები