„დაუხმარებლობა“[ მუხ.129-ე]

 




 

·        129-ე მუხლით ზოგადი მოქალაქეობრივი[ზნეობრივი] მოვალეობა სამართლებრივ ვალდებულებად არის აღიარებული

·        129-ე მუხლს აქვს პრევენციული მნიშვნელობა;

 

   მუხლი 129. დაუხმარებლობა 

 +

 

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობათუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან [სათანადო] პირისათვის შეუტყობინებლობა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

·        ამ დანაშაულისგან სს-ვი „დაცვის ობიექტია’’- ადამიანის სიცოცხლე

·        ამსრულებელია- 14 წელს მიღწეული ნებისმიერი შერაცხადი პირი

·         შენიშვნა: თუ „სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფს“ განსაცდელში მიატოვებს ის,ვისაც სამართლებრივად ევალებოდა მასზე ზრუნვა,მაშინ იგი პასუხს აგებს არა „დაუხმარებლობისტვის’’[მუხ.129-ე] ,არამედ „განსაცდელლში მიტოვებისთვის’’

 [მუხ.128-ე]

               ხ

·        დანაშაულის „დაუხმარებლობა’’ ობიექტური მხარე  გამოიხატება - „უმოქმედობაში’’

 

ან

1.    სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობაში

ან

2.    დახმარების საჭიროების შეუტყობნელობისათვის სათანადო დაწესებულებისათვის ან [სსატანადო] პირისთვის

               

·        ადამიანის „სიცოცხლისთვის საშიში’’ მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას:

a.      სტიქიური უბედურებით[მიწისძვრა,ხანძარი,წყალდიდობა,მეწყერი და ა.შ.

b.      ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესებით[ავადმყოფობა,,ინფარქტი,მშობიარობა და სხვა]

c.      ტექნიკური ავარიით და კატასტროფით და სხვა.

 

[შენიშვნა : ნახე ე.წ. ფილმი „კატასტროფები’’ და დააკვირდი იქ ადამიანთა ქცევას]

               ხ

·        ამ მუხლით  დამნაშავის ქმედების[უმოქმედობის] კვალიფიკაციისთვის  ადამიანის „სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხე“ უნდა იყოს : ა) „უშუალო“ და ბ) „რეალური’’.

·        აქედან ფამომდინარე,“დახმარების აუცილებლობა’’ უნდა იყოს: ა) „აუცილებელი’’  და ბ) „გადაუდებელი’

 

 

რას ნიშნავს „აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა ’’ [მუხ.129] ?

 

·        „აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების საჭიროება’’  ნიშნავს იმას ,რომ შექმნილ ვითარებაში „დაუხმარებლობა[ ანუ დახმარების გაუწევლობა] შედეგად გამოიწვევს ადამიანის დაღუპვას(!)

·        „დახმარების’’ აუცილებლობა განპირობებულია აგრეთვე იმით,რომ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს თავად არ შეუძლია შექმნილი ვითარებიდან თავის დაღწევა(!)

·        დაუხმარებლობა’’ დანააულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ:“თუ დამნაშავეს შეეძლო დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე’’ [მუხ.129-ე]

·        აქედან გამომდინარე დანაშაულად არ ჩაითვლება დახმარების აღმოუჩენლობა არა მარტო მაშინ,როცა პირს „ფაქტობრივად არ შეეძლო’’ დახმარება,არამედ მაშინაც ,როდესაც „დახმარების აღმოჩენა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული’’.

·        129-ე მუხლი,რა თქმა უნდა,არ მოიითხოვს სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად საარაკო გმირობის გაოჩენას და საამისოდ საკუთარი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხის შექმნას,მაგრამ ამავე დროს 129-ე მუხლი არ ათავისუფლებს პირს[ მოქალაქეს] პასუხისმგებლობისგან,როდესაც „დაუხმარებლობა’’ დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან,პირადი ინტერესების გარკვეულ შეზღუდვასთან,თუ ასეთი რისკი „სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის’’ მის  კანონით დაცულ პირად ინტერესებს;

 

მაგ.

მინდორში მიმავალმა დავითმა დაინახა ღრმა თხრილში ჩავარდნილი მოქალაქე,რომელსაც იქიდან ამოსვლა დამოუკიდებლად არ შეეძლო.დავითს შეეძლო მოეტანა კიბე[ან თოკი] და ამოეყვანა მოქალაქე,მაგრამ ეს არ გააკეთა,რადგან სადღაც აგვიანდებოდა.

 

დაიმახსოვრე:

129-ე მუხლით  პირის[ აქ -დავითის] ქმედების[უმოქმედობის] კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა პირი რაიმე ფაქტორზე დაყრდნობით გამორიცხავს სასიკვდილო შედეგის დადგომას,თუ აღარაფერზე ამყარებს იმედს და შეგნებულად უშვებს საშიშ მდომარეობაში მყოფი მოქალაქის დაღუპვას.

 

რას ნიშნავს  „დახმარების საჭიროების შეუტყობნელობა სათანადო დაწესებულებისათვის ან [სათანადო ] პირისთვის ?

 

„სათანადო დაწესებულება’’

·        „სათანადო დაწესებულებაში’’  იგულისხმება ისეთი ორგანო,რომლის მოვალეობაშიც შედის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და გადაუდებელი დახმარების გაწევა;

·        ასეთია ორგანოა,უპირველეს ყოვლისა,ექსტრემალური დახმარების სამსახურები:- ა)სასწრაფო დახმარება ,ბ)სახანძრო უსაფრთხოების სამსახური გ) პოლიცია და ა. შ.

 

„სათანადო პირი’’

 

·        დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინების ადრესატი შეიძლება იყოს არა ნებისმიერი,შემტხვევითი პირი,არამედ ის,ვისაც სპეციალური ცოდნის,თანამდებობის თუ დაზარალებულთან დამოკიდებულების გამო შეუძლია ან ევალება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი  ამ მოქალაქის დახმარება

·        „სხვა პირი’’ შეიძლება იყოს: ექიმი,დაზარალებულის ნათესავი,მზრუნველი და სხვა.

 

ხხ

·        შეიძლება მოხდეს ისე,რომ პირმა არც თავად გაუწიოს დახმარება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ პირს და არც შეატყობინოს სათანადო ორგანოს ან სათანადო პირს დახმარების საჭიროების შესახებ;

 

ასეტ დროს პირის ქმედების კვალიფიკაცია არ იცვლება -ასეთ დროს სახეზეა 129-ე მუხლით გატვალისწინებული დანაშაული;[ყოველივე ეს მხოლოდ ბრალდების ფორმულირებაში აისახება]

 

·        საინტერესოა ქმედების კვალიფიკაცია მაშინ,როცა პირი არ დაეხმარება სხვისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო[მაგ.ყაჩაღური თავდასხმის გამო] სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩავარდნილს[რაც თავისუფლად შეეძლო] და ასევე არ შეატყობინებს სათანადო ორგანოს მომხდარის შესახებ.

 

ამ დროს სახეზეა  მხოლოდ  „დაუხმარებლობა’’ [მუხ.129]

          შემდგომ ქმედებას-  „შეუტყობინებლობას“ ვერ დავაკვალიფიცირებთ ,რადგან

ამ დროს  პირს ვერ დავავალდებულებთ,შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს მომხდარი დანაშაულის[ ყაჩაღობის] შესახებ,რადგან ამ ემთხვევაში იგი მოახდენს თვითინკრიმინაციას[ ანუ საკუთარ თავს ამხელს დანაშაულში- „დაუხმარებლობაში’’]

·        „დაუხმარებლობა’’ ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია

·        „დაუხმარებლობა’’ წმინდა უმოქმედობას წარმოადგენს;

·        თავად ფაქტი დახმარების აღმოჩენლობისა,“დამთავრებული“ დანაშაულია და რაიმე შემდგომი შედეგის რეალიზაცია ამ დანაშაულის არსებობისთვის საჭირო არ არის;

 

მაგ თუ „დაუხმარებლობას’’ მოჰყვება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირის სიკვდილი,ეს შედეგი კვალიფიკაციას არ შეცვლის(!),სასიკვდილო შედეგი მხედველობაში იქნება მიღებული „დაუხმარებლობისთვის’’ სასჯელის დანიშვნისას,როგორც დამამძიმებელი გარემოება[იხ. მუხ.53 ნაწ.3],თავად უმოქმედობა კი მიუხედავად ადამიანის სიკვდილისა,მაინც“დაუხმარებლობად’’ შეფასდება,თუნდაც დაუხმარებლობის მოტივი შურისძიება იყოს(!)

მუხლი 53. სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებსკერძოდდანაშაულის მოტივსა და მიზანსქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებასმოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომასქმედების განხორციელების სახესხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასპირად და ეკონომიკურ პირობებსყოფაქცევას ქმედების შემდეგგანსაკუთრებით – მის მისწრაფებასაანაზღაუროს ზიანიშეურიგდეს დაზარალებულს.

დანაშაულის“დაუხმარებლობა’’ „ბრალის ფორმა’’

 

·        „დაუხმარებლობის’’[დანაშაულის] ჩადენა შესაძლებელია განზრახ.

დამნაშავეს  გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ,რომ:

ა)ადადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია

ბ)შეუძლია მისი დახმარება თავისტვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე

გ)მაგრამ გულგრილად ეკიდება თავის ადამიანურ[ზნეობრივ] მოვალეობას და არ მოქმედებს

·        როგორი სუბიექტური დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს პირს მოსალოდნელი შედეგისადმი[თუნდაც ქონდეს პირდაპირი განზრახვა ანუ  სურდეს გაჭირვებაში ჩავარდნილის სიკვდილი],ეს ქმედების კვალიფიკაციას „დაუხმარებლობის’’129-ე  მუხლით ვერ შეცვლის.რადგან 129-ე მუხლით გატვალისწინებული დანაშაულის „ამსრულებელი არ არის გასაჭირში ჩავარდნილი პირის „სამართლებრივი გარანტი’’,რაც აუცილებელია უმოქმედობის მიზეზობრიობის დასაბუთებისთვის [მუხ.მე- 8 -.ნაწ. მე-3]

 

მაგ.

პეტრე სამსახურში მიიჩქარის.მან დაინახა ქუჩაში მწოლიარე პირი,რომელსაც სისხლი სდის.პეტრე მივიდა მასტან დასახმარებლად,მაგრამ მასში ამოიცნო პირადი მტერი,რომლის მოკვლა დიდი ხანია სურდა.პეტრეს გაუხარდა რომ იგი სიცოცხლისტვის საშიშ მდგომარეობაში ნახა და შეგნებულად არ გაუწია დახმარება[რაც მას ადვილად შეეძლო ,ასევე თავისუფლად შეეძლო სასწრაფო დახმარების გამოძახებაც]

 

მიუხედავად იმსა ,რომ პეტრეს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების [რაც  არის უმოქმედობა] მიზანი იყო სიცოცხლისტვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის სიკვდილი,ქმედება „მკვლელობის მცდელობად’’ მაინც ვერ დაკვალიფიცირდება.

საქმე იმაშია,რომ პეტრე არაა ამ პირის „სამარტლებრივი გარანტი’’,რაც მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის  მიხედვით  „უმოქმედობის მიზეზობრიობის’’ აუცილებელი პირობაა.

თუ   პირი  რომელიც უმოქმედობას იჩენს არ არის „სამართლებრივი გარანტი’’ უმოქმედობის მიზეზობრიობის საკითხი არც კი დაისმევა;

ამდენად,ამ მაგალითში სახეზეა „დაუხმარებლობა’’ 129-ე მუხლი.პეტრესთვის ამ მუხლით სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში მიიღებს პეტრს ამ მიზანს,როგორც დამამძიმებელ გარემოებას[იხ. მუხ.53  .ნაწ.3]

 

მუხლი 53. სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებსკერძოდდანაშაულის მოტივსა და მიზანსქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებასმოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომასქმედების განხორციელების სახესხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგსდამნაშავის წარსულ ცხოვრებასპირად და ეკონომიკურ პირობებსყოფაქცევას ქმედების შემდეგგანსაკუთრებით – მის მისწრაფებასაანაზღაუროს ზიანიშეურიგდეს დაზარალებულს.

 

შენიშვნა 129-ე და 131-ე მუხლები არის გამონაკლისი მუხლები „საფრთხის შეემქმნელ დელიქტთა’’ თავში,სადაც შედეგის მიმართ პირდაპირი განზრახვაც კი ვერ ცვლის ქმედების კვალიფიკაციას(!)

 ხ


"დახმარება''  ფსიქოლოგის პერსპეტივიდან


ტერმინი "პროსოციალური ქცევა'' გაჩნდა 1970 წელს და განისაზღვრება, როგორც ქცევა, რომელიც სხვა ადამიანების კეთილდღეობისკენაა[დახმარებისკენაა] მიმართული.

არის თუა არა ყოველგვარი "პროსოციალური ქცევა'' ჭეშმარიტად უანგარო?

როდესაც მათხოვარს ვინმე გარკვეულ თანხას უწყალობებს,ეს საქციელი ამ ადამიანისთვის ნამდვილად დამახასიათებელ "გულკეთილობას'' გამოხატავს თუ შინაგანად განცდილი უხერხულობის გაქარწყლების სურვილით ან მოჩვენებითი სულგრძელობით ( ანუ ფარისევლობით) არის განპირობებული?

1)
"სოციობიოლოგიური კონცეფციის" თანახმად,"პროსოციალური ქცევის" დროს ადამიანი ჭეშმარიტ უანგარობას ამჟღავნებს,სხვათა გულშემატკივრობა მის ბუნებრივ,თანდაყოლილ თვისებას წარმოადგენს(ასეთია მაგ. ილია ჭავჭავაძის ტიპური სახე გიორგი, „ოთარაანთ ქვრივი’’)
2)
"პროსოციალური ქცევის'' განმსაზღვრელ ფაქტორად თანაგრძნობას,ანუ ემპატიას მიიჩნევენ

3)"პროსოციალური ქცევა'' (სხვისი დახმარება)სუბიექტს სიამოვნებას ანიჭებს,ხოლო უსიამოვნებას(მომავალში) თავიდან არიდებს.


"ეთიკური ჰედონიზმის" კონცეფციის თანახმად ,სწორედ ესაა პროსოციალური ქცევის საფუძველი
ამ კონცეფციის თანახმად "პროსოციალური ქცევა" მატერიალურ და სოციალურ სარგებელთან, მაგ. საჩუქართან, შექებასთან, საზოგადოებაში პატივისცემის დამსახურებასთანაა დაკავშირებული.

4)მაგრამ ხშირად ადამიანი სხვას იმიტომ ეხმარება რომ უბრალოდ ვალდებულია, სწორედ ამგვარად მოიქცეს.

მაგ. მამაკაცმა კარში ჯერ მანდილოსანი უნდა გაატაროს,ახალგაზრდამ ტრანსპორტში მგზავრობისას ადგილი ბავშვებს და მოხუცებს უნდა დაუთმოს,ჯარისკაცმა საბრძოლო ვითარებაში დაჭრილებს დახმარება უნდა აღმოუჩინოს და ა.შ .
ყოველივე ეს ნორმატიული ქცევის ნორმებია;
"სოციალური ნორმები'' ადამიანს გარკვეული ქცევის განხორციელებას ავალდებულებს.


ლატანემ და დარმა აღწერეს ხუთი ეტაპი,რომელსაც ადამიანი გადის ვიდრე მიიღებდეს გადაწყვეტილებას დაეხმაროს ვინმეს თუ არა.

ამასთან,ქვემოთ ჩამოთვლილ თითოეულ ეტაპზე მისი ყველაზე იოლი არჩევანია - არაფერი მოიმოქმედოს და არ დაეხმაროს.

ლატანეს და დარის მიხედვით ვინმეს დახმარებამდე გარეშე დამკვირვებელი გადის ხუთ ეტაპს :

1. თავიდან აცნობიერებს : რა ხდება?, ანუ ზოგადად დახმარება სჭიროა თუ არა?
2 . ახდენს არსებული ვითარების ინტერპრეტაციას,როგორც "საგანგებო სიტუაციისას".
3 . იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას მომავალ ქმედებაზე(ჩარევაზე).(შენიშვნა: სწორედ "პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილი" ერთ-ერთი ახსნაა გრეშე დამკვირვებლების პასიურობის ,ანუ უმოქმედობის )
4. ზუსტად იცის რის გაკეთებას აპირებს
5. იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დახმარების შესახებ

ყურადღება:
თუნდაც ხუთივე ეტაპზე დადებითი პასუხის გაცემისას,გარეშე დამკვირვებელი ხშირად მაინც ვერ ბედავს აღმოუჩინოს დახმარება მსხვერპლს ,რადგან ეშინია არ გამოიწვიოს რაიმე უფრო უარყოფითი შედეგი.

მაგ. რუსეთმა უკრაინაში შეჭრამდე გააფრთხილა უკრაინის გულშემატკივრები აქტიური ჩარევის შემთხვევაში „მათ საკუთარ ისტორიაში არნახული უარყოფითი შედეგების შესახებ’’.


ყურადღება:
სხვისთვის დახმარების (პროსოციალური ქცევის) ალბათობა იზრდება იმ შემთხვევაში თუ დამხმარე :
ა)ქმედითუნარიანია
ა) კეთილგანწყობილია მსხვერპლის მიმართ
ბ) თუ იგი ახლახანს იყო მსგავსი ქცევის მოწმე[ანუ ნახა რომ ვიღაც ვიღაცას დაეხმარა და მიბაძვის სურვილი გაუჩნდა]
გ) თუ მსხვერპლი ნამდვილად "იმსახურებს'' შველას(!!!)
დ) თუ მსხვერპლი რაიმეთი წააგავს ამ დამხმარეს და ა.შ.

და პირიქით,დახმარების ალბათობა მცირდება თუ:

ა)არაქმედითუნარიანია
ა) არა კეთილგანწყობილია მსხვერპლის მიმართ
ბ) თუ იგი არასოდეს ყოფილა მსგავსი ქცევის მოწმე[ანუ არ უნახავს  რომ ვიღაც ვიღაცას დაეხმარა ,რომ მიბაძვის სურვილი გასჩენოდა]
გ) თუ მსხვერპლი არ"იმსახურებს'' შველას(!!!)
დ) თუ მსხვერპლი არაფრით არ  წააგავს ამ დამხმარეს და ა.შ

ყურადღება:

რაც უფრო აქტუალურია "დამხმარესათვის" საკუთარი ეგოისტური მიზნების განხორციელება მით უფრო ნაკლებადა მოსალოდნელი მისგან "პროსოციალური ქცევის" განხორციელება...
ანუ ასეთ დროს მოქმედებს პრინციპი:
"ოქროს სარაიას აგიშენებ ჩემსას რომ მოვრჩები მერე"-პოლიკარპე კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი’’
მეეჭვება,რომ ეს ყველაფერი „არ იცოდნენ“ უკრაინაში იმათ,ვინც ახლა "ეტ" დახმარებას ითხოვს დასავლეთისაგან და საქართველოსგან.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები