საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობა და სამართლებრივი საფუძვლები

 



აქ განილულია საკითხები:

1.      საჯარო მმართველობის საკანონმდებლო საფუძვლები

2.      საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობა

3.       საჯარო მმართველობის განხოციელების სამართლებრივი ფორმები (საჯარო სამართლებრივი, კერძო-სამართლებრივი)

4.       

 

1.საჯარო მმართველოს საკანონმდებლო საფუძვლები.

 

·        საჯარო მმართველობის საკანონმდებლო საფუძვლებს ქმნის : ა)საქართველოს კონსტიტუცია, ბ)საქართველოს კანონისაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი[სზაკ-ი] და სხვა საკანონმდებლო აქტები.  

·        სზაკ- არის საჯარო მმართველობის განხროციელების მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საფუძველი, ბ)საქმიანობის სამართლებრივი ფორმები განსაზღვრულია სზაკ-,

·        სზაკ-ი  გამოიყენება საჯარო მმართველოს ყველა სფეროში და მისი განმახორციელებელი ნებისმიერი პირის მიერ, მიუხედავად მისი ორგანიზაციული მოწყობის საჯარო-სამართლებრივი თუ კერძო-სამართლებრივი ფორმისა

·         მთავრობა ახორციელებს როგორც ქვეყნის პოლიტიკურ  მართვას, ისე საჯარო მმართველობას. მთავრობის, როგორც საჯარო მმართველობის ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები და გადაწყვეტილების მიღების წესები განისაზღვრება სზ-ით. 

·        საქართველოს ორგანული კანონი :ადგილორბვიი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, მათ ფინანსებს და .

·        ხოლო ,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქმიანობის სამართლებრივი ფორმების გამოყენების და გადაწყვეტილების მიღების წესებს ადგენს სზაკ-.

·         საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის, საქმიანობისა და ორგანიზაციის წესს ადგენს საქართველოს კანონი :საჯარო სამართლის იურიდიული პირების  შესახებ”. 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

2.საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობა

·        ცნებაში [ტერმინში] საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობა მოიცავს დაწესებულებათა სისტემას, რომლებიც ახორციელებენ საჯარო მმართველობა

ანუ  საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობა ში მოიაზრება, როგორც ორგანიზაციული წარმონაქმნი, ისე საჯარო მმართველობის პროცესის წარმართვის ორგანიზება.

 

·        აჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის საფუძველია საკანონმდებლო ნორმები.

·        საჯარო მმართველობა ხორციელდებამოქმედებით”, რომელიც მოითხოვს ორ ელემეტს: ადამიანებს, რომლებიც ახორციელებნ საქმიანობას და მატერიალურ საშუალებებს, როგორიცაა შენობა, ავეჯი და .. საჯარო მმართველობის განხორციელების ამ წინაპირობებს უზრუნველყოფ ინსტიტუცია, რომელიც არის საჯარო მმართველობის (ფუქნციის) მატარებელი.

·         საჯარო მმართველობის საქმიანობის წინაპირობაა, რომ მას კანონით მინიჭებული ჰქონდეს შესაბამისი უფლებამოსილებები.

 

·        კანონმდებლის მიერ ვალდებულებების დაკისრების ადრესატი შეიძლება იყოს მხოლოდ უფლებაუნარიანი პირი.

 

·        ამდენად, საჯარო მმართველობის მატარებლები არიან ფიზიკური ან იურიდიული პირები.

 

·        როგორც წესი, საჯარო მმართველობის მატარებლები არიან იურიდიული პირები.

 

·        როგორც იურიდიული პირები, ისინი არ არიან ქმედუნარიანი. მათ ქმედუნარიანობას განაპიორბებს ათი სტრუქტურუები ,რომლებსაც აქვთ კონკრეტული ამოცანების განხორციელების უფლებამოსილება.

 

·        ამ სტრუქტურულ ერთეულებს  ქვიათ -ორგანოები”.

 

·        ორგანო ქმედუნარიანი ხდება მისი სახელით მოქმედი ადამიანების მეშვეობით.

 

·         ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ფუნქციებს ახორციელებნ, წარმოადგენენ ამ ორგანოს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

·        მაგორგანო არის მინისტრი, რომელიც თავის თავში მოიცავს იმ ორგანიზაციულ მოწყობას, რომელიც წარმოადგენილია სამინისტროს სახითასევე ორგანო არის თბილისის მერი, რომელიც ახორციელებს უფლებამოსილებებს მერიის საშუალებით

 

·        ორგანოს არსებობას განსაზღვრავს ორი ნიშანი:  ა)სტიტუციონალური და  ბ)ფუნქციონალური.

 

ორგანოს სტიტოციონალური მოწყობა არსებობს ადამიანებისაგან დამოუკიდებლად,ხოლო

  უნქციონალურად  ის   ახორციელებს საჯარო მმართველობის მატარებლის უფლებამოსილებებ.

 

ორგანოს   არ გააჩნია საკუთარი უფლებამოსილებები (მაგ: იურიდიული პირის გამგეობა მოქმედებს იურიდიული პირისათვის და არა საკუთარი ინტერესსათვის).

 

·        საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობა ემყარება იერარქიულობის პრინციპს, რაც გულისხმობს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს, ანუ  ზემდგომი თანამდებობის პირისადმი ქვემდგომის დაქვემდებარებას.

 

·         ეს გავლენას ახდენს უფლებამოსილებათა განაწილებაზე.

 

·        გარდა იმისა, რომ ეს ემსახურება სამუაოს განაწილების გზით უფლებამოსილების განხორციელებას, მას აქვს სამართლებრივი დატვირთვა

 

ზემდგომ ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს ზედამხედველობა ქვემდგომისადმი, მისცეს მას მითითებები და საჭიროების შემთხვევაში, ვემდგომის უფლებამოსილება განახორციელოს თვითონ. 

 

·        ადმინისტრაციული საჩივარ, როგორც უფლების დაცვის საშუალება შეიტანება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან ზემდგომ თანამდებობის პირთან.  

·        საჯარო მმარტვწლობის ორგანიზაციულ მოწყობაში ნიშვნელოვანია კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს ნების ფორმირების პროცესი

 

 

·        მონოკრატულად მოწყობილი დაწესებულების ნებას განსაზღვრავს ერთი ადამიანი[ხელმძღვანელი პირი], ხოლო კოლეგიური ორგანოს შემთხვევაში გადაწყვეტულება მიიება თანასწორუფლებიანი, უფლებამოსილი პირების უმრავლესობის ნების საფუძველზე

 

·        მონოკრატიულ სისტემაში ხელმძღვანელ პირს აქვს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიების უფლება, ის არის აგრეთვე, ამ დაწესებულებაში დასაქმებული პირების ზემდგომი თანამდებობის პირი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არის სწრაფი და მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი ნათლად არის განსაზღვრული;

 

·        კოლეგიურ ორგანოში კი მისი თავმჯდომარე არის, მხოლოდ პირველი თანასწორთა შორის ,გადაწყვეტილების მიღების პროცესი კანონით არის განსაზღვრული. გადაწყვეტილება მიიება არა ერთპიროვნულად, არამედ კოლეგიურად. აუცილებელი ელემნეტია კვორუმი, რომელიც გულისხმობს გადაწყვეტილების მისაებად სხდომის გამართვ უფლებამოსილებისათვის აუციელებელ წინაპირობას, რომ სხდომას უნდა ესწრებოდეს წევრთა ნახევარზე მეტი და გადაწყვეტილებას მიღების წინაპირობას, რომ მას მხარი უნდა დაუჭიროს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა. მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელია არა ცალკეული წევრი, არამედ კოლეგიალური ორგანო, მიუხედავად მისი ცალკეული წევრის პოზიციისა. მაგ: მუნიციპალიტეტებს აქვთ ორი ორგანო- საკრებულო[კოლეგიალური ორგანო] და მერი[მონოკრატიული ორგანო].  მათი უფლებამოსილებები წინასწარ განსაზღვრული და ერთმანეთისაგან გამიჯნულია.

 

·        საჯარო მმარტველობის ორგანოს შიდაორგანიზაციული მოწყობა წესრიგდება შიდაორგანიზაციული აქტებით, ხოლო  გარე ზემოქმდების აქტები ‘’იურიდიული ძალით აწესრიგებს ურთიერთობას მესამე პირებთან.

·         საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები არ არიან საჯარო მმართველობის ორგანოები, მაგრამ მათ საქმიანობაშიც ვხვდებით საჯარო მმართველობას, როგორც ფუქნციას.(!)

·        ამ შემთხვევაში ისინი ფუქნციონალური გაგებით არიან ადამინისტრაციული ორგანოები.

 

 

 

·        სახელწმიფო საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით იყენებს სამოქალაქო სამართლის მიერ შემოტავაზებულ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა ორგანიზაციული მოწყობის ფორმებს (მაგ: შეზღუდული პასუხისმეგბელობის საზოგადოება და ..) აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ სახელწმიფო ერთვება სამეწარმეო საქმიანობაში მოგების მიღების მიზნით, არამედ ის საჯარო სამართლებრივი ფუენციების განხორციელების მიზნით იყენებს ორგანიზაციული მოწყობის მოქნილ ფორმას.

·         საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის(!) საჯარო სამართლებრივ ფორმებს განსაზღვრავს საჯარო სამართალი, საქმიანობის(!) საჯარო სამართლებრივი ფორმების განსაზღვრა კი არის ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის მოწესრიგების სფერო.

·         

ორგანიზაციული მოწყობისა და საქმიანობის ფორმების მიხედვით შესაძლებელია საჯარო მმართველობის განხორციელები ოთხი ალტერნატივული ფორმის გამოყოფა: 

 

1)საჯარო - საჯაროორგანიზაციული მოწყობის საჯარო-სამართლებრივი ფორმა -[მაგ სამინისტრო], რომელიც იყენებს საქმიანობის საჯარო -სამართლებრივ ფორმას [მაგ. გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს.]

2)საჯარო - კერძოორგანიზაციული მოწყობის საჯარო-სამართლებრივი ფორმა -[მაგ. სამინისტრო], რომელიც იყენებს საქმიანობის კერძო-სამართლებრივ ფორმას - [მაგ.დებს კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებას საკანცელარიო ნივთების შეძენის მიზნით].

3)კერძო - კერძოთბილისი მუნიფიპალიტეტი იყენებს საჯარო მმართველობის როგორც ორგანიზაციული მოწყობის, ასევე საქმიანობის კერძო-სამართლებრივ ფორმებს [მაგ.მოსახლეობის მონიციპალური ტრანსპორტირებუთ უზრუნველყოფისათვის -შპსთბილისის ავტობუსიდა მგზავრებთან დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება]

4)კერძო - საჯარო თბილისის მუნიციპალიტეტი იყენებს ტრანსპორტის პარკირების მოწესრიგების კერძოსამართლებრივ ფორმას [შპს „სითი-პარკი’’, რომელიც პარკირების წესების დამრღვევი მძღოლების მიმართ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს]

 

 ცალკეულ შემთხვევაში კი  სახელწმიფო ქმნის საწარმოს და ურთიერთობაში შედის როგორც ერთ-ერთი მეწილე

 

 

3. საჯარო მმართველობის განხოციელების სამართლებრივი ფორმები (საჯარო სამართლებრივი, კერძო-სამართლებრივი)

 

საჯარო მმართველობას ფუნქციური გაგებით ახორციელებენ 

 

1)აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები

2)მუნიციპალური ორგანოები

3)საჯარო სამართლის იურიდიული პირები

4)უფლებამოსილება დელეგირებული კერძო პირები

 

 

ქვემოთ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი:

 

 

)სახელწმიფო მმართველობის ორგანოები[აღმასრულებელიხელისუფლების ორგანოები]

 

·        საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

·        მთავრობა, როგორც პოლიტიკური ორგანო შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან, [მათ შორის სახელწმიფო მინისტრებისაგან.]

 

·         მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. 

·        პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას და ..

·        პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობის პირებს, უფლებამოსილია ერთ-ერთ მინისტრს  დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე მინისტრს - ვიცე-პრემიერის მოვალეობა.

·         მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადინისტრაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაცია არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებელი რგოლი

·        მთავრობა მმართველობით ფუქნციებს ახორციელებს მმართველობის სფეროების გამიჯვნის პრინციპზე დაყრდნობით.

 

·        მთავრობის შემადგენლობაში მყოფი თითოეული მინისტრი არის პასუხისმგებელი სახელწმიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელწმიფო მმართველობის უზრუნველყოფაზე.

 

·        მინისტრს უფლება არა აქვს, სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებელობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

·        მინისტრს უფლებამოსილების განსახორციელებლად, კანონის საფუძველზე იქმნება სამინისტრო.

 

·        სამინისტროს მართვა ხორციელდება ერთმმართველობის პრინციპის საფუძველზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული

 

·        მინისტრის მმართველობის განხორციელების უფლებამოსილება გულისხმობს ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილებას.

 

·         მინისტრი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ის პასუხისმგებელია მის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე.

 

·        თუ კი სამინისტროში გათვალისწინებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი სხვა პირი, ის არის მინისტრის უფლებამოსილებიდან ნაწარმოები (დელეგირებული) უფლებამოსიელბა

 

·        მინისტრს ასევე შეუძლია თავიის მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი

 

 

·        სახელწმიფო საქვეუწყებო დაწესებულება  წარმოადგენს მინისტრის გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელსიფულების დაწესებულებას

·        ის იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით.

·        სახელწმიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება მინისტრის უფლებამოსილებაში შემავალი სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ ან სხვა ეროებში სახელწმიფოებრივი ამოცანების და საჯარო ფუქნციები განსახორციელებლად. (გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი)

 

·        აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების კიდევ ერთი ორგანიზაციული მოწყობის ფორმაა სპეციალური დანიშნულების სახელწმიფო დაწესებულება. 

·        ეს არის პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონის საფუძველზე, კანონით გათვალისწიენბული სახელწმიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.

·         სპეციალური დაწესებულება ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე, რომელიც უშუალოდ ზედამხედველობს დაწესებულების საქმიანობას.

·         სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

·        სპეციალური დაწესებულების  შექმნა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპს: ა) პირველი, საკითხი არ არის მინისტრის უფლებამოსიელებაში შემავალი და ბ)ამოცანის მოცულობის ფარგლები უფრო პატარაა ვიდრე მინისტრის.

·        და ბოლოს, ეს ფორმა პრემიერ-მინისტრს აძლევს საკუთარი უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას

 

·        აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში მმართველობითი ფუქნციის განმახორციელები სტრუქტურული ერთეულია სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი.

·         სახელწმიფო რწმუნებული - გუბერნატორი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 

·        სახელწმიფო რწმუნებული - გუბერნატორი თავის საქმიანობას ახორციელებს სახლეწმიფო რწმუნებულის - გუნერბატორის ადმინისტრაციის მეშვეობით, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო მმართველობის დამოუკიდებელ რგოლს.

·        სახლეწმიფო რწმუნებულის - გუბერნატორის სამართლებრივი აქტია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი- სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის განკარგულება, რომლის გაუქმების უფლებამოსილება, სამსახურეობრივი ზედამხედველობის ფარგლები, გააჩნია მთავრობას.

·        რაც შეეხება სამართლებრივ კონტროლს, ის შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

·        საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში ასევე შედის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები.

·        საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელწმიფოს მეთაური.

·         პრეზიდენტი არის საჯარო მმართველობის ორგანო, [როდესაც ის მმართველობით უფლებამოსილებებს ახორციელებს]

·        . სზაკ-ის მოქმედება ვრცელდება პრეზიდენტის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს საქმიანობაზე, როდესაც მისი საქმიანობა დაკავშირებულია მმართველობითი ფუნქციების განხორციელებასთან.

·         ასეთი ფუქნცია არ ხორციელდება, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისიწნებულ თანამდებობებზე დანიშვნისა და გათავისუფლებისას და სხვა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებისას(!)

·        ასევე მნიშვნელოვანია სამსახურებრივი ზედამხედველობის ინსტიტუტი.

·         ის უნდა გაიმიჯნოს სამართლებრივი ზედამხედველობის ინსტიტუტისგან, რომელიც ხორციელდება უფლების დაცვის სისტემის ფარგლებში საჩივროს და სარჩელის საფუძველზე ზედმგომი ადმინისტრაციული ორგანოს და სასამართლოს მიერ

·         სამსახურებრივი ზედამხედველობა არის საჯარო მმართველობის შიდა კონტროლის მექანიზმი, რომლის მიზანია სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელწმიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სპეციალური დაწესებულებების და სახელწმიფო რწმუნებულების - გუბერნატორების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა. 

·        სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით, რაც გულისხმობს, ზემდგომის მიერ ქვემდგომის მიმართ ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილებას. 

·        სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია

)გასცეს წერილობითი მითიებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესახებ.

)შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება

)ცნოს აქტი ძალადაკარგულად

 

·        სამსახურებრივი კონტროლის მექანიზმი ასევე ითვალსიწინებს დავის გადაწყვეტის შიდა მექანიზმს.

·         სამართლებრივ დავა სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის წყდება ქვემდებარეობის წესით, თუ კანონით დადგენილი არ არის დავის გადაწყვეტის სხვა წესი.

·        სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელწმიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის წყვეტს მინისტრი.

·        სამართლებრივ დავას იმ სახელმწიფო დაწესებულებებს შორის, რომლებიც მმართველობის სხვადასხვა სფეროში შედის, წყვეტენ დაინტერესებული მინისტრები.

·         თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაშ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა

 

 

 

 

)ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები

 

·        ადგილობრივიი თვითმმართველობა არის საჯარო მმართველობის განხორციელების მნიშვნელოვანი საჯარო-სამართლებრივი ფორმა.

·         საქართველოს მოქალაქეების მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით განხორციელებ არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

·        თვითმმართველი ერთეული (მუნიიპალიტეტი) არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც აქვს  თვითმმართველობის წარმომადგენელობითი (საკრებული) და აღმასრულებელი (მერი) ორგანოები, აქვს კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი, საკუთარი ქონება და ბიუჯეტი.

·        თვითმმართველი ერთეული(მუნიიპალიტეტი) საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.

·        სახელწმიფო ხელისუფლების და თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილებები გამიჯნულია.

·        საქართველოს კონსტიტუცია თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებას ადგენს გამორიცხვის პრინციპით, რომლის თანახმადაც, თვითმმართველობას შეუძლია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლაბემოსილებას და რომელზე გადაწყვეტილების მიღება კანონით არ გამოირიცხება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან.

·         ორგანული კანონიადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ადგენს თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეენს, რომელიც იყოფა საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებად.

·        ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები’’ სრული და ექსკლუზიურია

·        სახელწმიფო ხელისუფლების მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება საკანონმდებლო აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.

·         სახელწმიფო ხელისუფლება ახორციელებს სამართლებრივ ზედმახედველობას თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაზე. რაც დასაშვებია მხოლოდ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით. 

 

 

 

)საჯარო სამართლის იურიდიული პირი[სსიპ-ი]

 

·        სსიპ შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუქნციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელწმიფო მმართველობის ორგანოების კონპეტენციაში

·        . სსიპ - არის საკანონმდებლო და სახელწმიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია,რომელიც სახელწმიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელწმიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა საჯარო საქმიანობას.[საზეპირო]

·         სსიპ- კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან განსხვავდება იმით, რომ: ა) მას აქვს ორგანიზაციული მოწყობის საჯარო სამართლებრივი ფორმ ბ),იყენებს საქმიანობის საჯარო სამართლებრივ ფორმებს და გ)აქვს ავტონომიური ნორმათშემოქმედების უფლებამოსილება..

·        სახელწმიფო მმართველობის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან მას მკვეთრად მიჯნავს მმართველობის პოლიტიკის განსაზღვრის და მის განხორციელებაზე კონტროლის უფლებამოსილება, სსიპ უნდა იქმნებოდეს მმართველობითი ფუქნიისა და ადმინისრირების განხორციელების მიზნით.

·        შესაძლებელია სსიპ-ების დაყოფა ორ ნაწილად - საჯარო სამართლის კორპორაციად და დაწესებულებად.

·        კორპორაციასა და დაწესებულება შიროს არის ის გასხვავება, რომ ერთს ყავს წევრები, ხოლო მეორეს მომხმარებლები.

·         საჯარო სამართლის კორპორაცია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. აღნიშნული ფორმა  გამოიყენება სახელწმიფოს ისეთი ამოცანების განსახორციელებლად, რომელიც დაინტერესებული პირების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა განხორციელდესმაგ . ადვოკატები, ნოტარიუსები და სხვა პროფესიის ადამიანები საკუტარი პასუხისმგებლობის ქვეშ ახდენენ საჯარო ამოცანების განხორციელებას.

·        კორპორაციის წევრები არ არიან  საჯარო მოხელეები. ადმინისტრაციულ რგოლში დასაქმებული პირები ასევე არ არისნ მოხელეები, რამდენადაც მათი ფუნქციაა მენეჯმენტის და არა მართველობის განხორციელება

·        საჯარო სამართლის დაწესებულებების კლასიფიკაცია შესაძლებელია სხვადასხვა ნიშნით:

 

)სსიპ-ები, რომლებიც ახორციელებენ საგანმანათლებლო, კულტურულ და რელიგიურ საქმიანობას. [ასეთი დაწესებულებების შიგნით ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არის საჯარო სამართლებრივი, ორგანიზაციის გარე (მაგ.სტუდენტებთან) ურთიერთობა ასევე წესრიგდება საქმიანობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ფორმების გამოყენებით

)სხვა საჯარო დაწესებულებები

 

·        საჯარო მმართველობის განმახორციელებელი სსიპ-ები საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებენ სახელწმიფო ორგანოების ან კანონის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

·        სსიპ-ში დასაქმებულები, რომლებიც აღჭურვილი არიან მმართველობითი ფუქნციით, უნდა მოექცნენ პროფესიული მოხელის სტატუსში, ხოლო დამხმარე მოსამსახურეებთან უნდა დაიდოს კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. 

·         საჯარო სამართლებრივი მმართველობითი ფუქნციების განხორციელების უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები სრულად უნდა მოექცეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოქმედების სფეროში, ხოლო ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც ფუქნციურად არ ჩაითვლება მმართველობით საქმიანობად, სრულად დაექვედებარება შრომის კანონმდებლობას.

·        სსიპ - საჯარო დაწესებულების ერთ ნაწილს არ აქვს საკუთარი მმართველობითი უფლაბემოსილება, არამედ დელეგირებული ფუქნციების განმახორციელებელნი არიან.

·        მათი ფუქნციაა სახელმწიფო ორგანოებს შეუწყონ ხელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებაში ან მოსახლეობას მიაწოდონ სერვი იმ ფუქნციებთან დაკავშირებით, რომელიც სხვა ადმინისტრაციულო ორგანოების ან სტრუქტურის უფლებამოსილებაა

 

საქართვლოში მოქმედი სსიპ-ების კლასიფიკაცია შესაძლებელია სხვადასხვა ნიშნით:

)სერვისების განხორციელება

სსიპ იუსტიციის სახლი’’ - ეს არის შენობა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო სერვისების დიდი უმრავლესობა.

ამ სსიპ-ის მიზანია იმ დოკუმენტების გაცემა და მომსახურებების განხორციელება, რომელზეც ექსკლუზიური უფლება მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია.

ამ სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს ერთი მხრივ სამოქალაქო რეესტრის ფუქნციები, რომლებიც მოიცავს: ა)მოსახლეობის ერთიანი რესსტრის წარმოებას, ბ)სამოქალაქო აქტების რეგისტრაცას, გ)საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემას და .. მეორე მხრივ, სააგენტომ შეიძინა ახალი მიმართულება, რომელიც მიმართულია სახელწმიფო სერვისების განვიტარების ხელშეწყობისაკენ, რაც გულისხმობს საჯარო უწყებების დახმარებას არსებული მომსახურების სრულყოფასა და ახალი მომსახურების შექმნაში, მათ შორის, იდეების გენერირებას, პროცესების დიაგნოსტიკას და საჭიროების იდენტიფიცირებას, პრობლემების ოპტიმალური გადაჭრის გზებზე რეკომენდაციების მომზადებას და სხვა

)კონტროლი

საქართველოს სინამდვილეში ზოგიერთი  სსიპ- წარმოდგენილია, როგორც კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტი.

 შემოსავლების სამსახური’’ არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელწმიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლაბამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

 

)ადმინისტრირების განმახორციელებელი სსიპ-ები

 

ადმინისტრირების განმახორციელებელი სსიპ-ები შეგვიძლია გავყოთ ორ კატეგორიად. პირველი ჯგუფი, წარმოდგენილია სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი დამოუკიდებელი ორგანიზაციების სახით, ხოლო მეორე შემთხვევების მაგალითად გამოდგება  სსიპ- მარეგულირებელი ეროვნული კომისიები.

 

 მაგ: გარემოს ეროვნული სააგენტო’’ არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების უზურნველყოფის მიზნით, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების და მოვლენების  შემთხვევაში შეაბამისი გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება და .. 

 

მაგ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულლი კომისია ‘’არის   ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელწმიფო მაკონტროლებელი ორგანო და დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან. 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები