ადმინისტრაციული სამართალი, როგორც საჯარო მმართველობის სამართალი.

 



აქ განხილულია  საკითხები:

 

·        ადმინისტრაციული სამართალი, როგორც საჯარო მმართველობის სამართალი.

·      ადმინისტრაციული სამართლის ცნება და განვითარება, მიზნები, დამახასიათებელი ნიშნები. სისტემა. 

ად

·      საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები. 

 

·       ადმინისტრაციული სამართალი არის „საჯარო მმართველობის’’ სამართალი

·       იგი წარმოიშვა საკონსტიტუციო სამართლის წიაღიდან

·       „საჯარო მმართველობა“ არის ადმინისტრაციული სამართლის მოწესრიგების საგანი.[იხ. ფაილი „საჯარო მმართველობა’’]

 

 

 

 

ადმინისტრაციული სამართლის ცნება

 

·       ადმინისტრაციული სამართალი,როგორც „საჯარო მმართველობის’’ სამართალი,აერთიანებს ა) სამართლის იმ ნორმებს,რომლებიც აწესრიგებენ „საჯარო მმართველობის’’ ორგანიზაციული მოწყობის საკითხებს ბ)ადგენს მმართველობითი ფუნქციების განხორციელების[ანუ ადმინისტრაციული წარმოების] სახეებს და გ) გადაწყვეტილების მიღების ფორმებს დ) ის ასევე განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიეთობის მონაწილეთა უფლებების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს ე)ის ასევე აწესრიგებს მოქალაქესა და მმართველობის ორგანოს შორის ურთიეთობებს და ადგენს „მოქალაქის უფლებებს და ვალდებულებებს’’ მმართველობის ორგანოების მიმართ;

 

 

ადმინისტრაციული სამართლის სისტემა

 

·       ადმინისტრაციული სამართალი იყოფა ა) ზოგად ადმინისტრაციულ სამართლად  და ბ)ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილად

·       ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი მოიცავს იმ ა)პრინციპებს,ბ)ცნებესა და გ)ინსტიტუტებს,რომლებიც საერთოა მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის

·       ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილი აერთიანებს მმართველობითი საქმიანობის ცალკეულ სფეროებს[მაგ. მუნიციპალური სამართალი,სამშენებლო სამართალი,სოციალური სამართალი,საგადასახადო სამართალი,საპოლიციო სამართალი,ეკოლოგიური სამართალი და სხვა]

·       ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი პრაქტიკულ გამოყენებას იძენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის დარგებში.[ერთიანი პრინციპების და დებულებების დადგენით მიიღწევა „საჯარო მმართველობის’’ სფეროში სტაბილურობა და გამჭვირვალობას.ამით ასევე მიიღწევა მმართველობითი საქმიანობის ცალკეულ სფეროების იზოლირების თავიდან აცილება]

·       ყურადღება: მმართველობითი საქმიანობის ცალკეულ სფეროების სამართლებსთავის მხრივ  დამატებით გააჩნიათ „ზოგადი ნაწილები’’[მაგ. სამშენებლო სამართალში,გარემოს დაცვის სამართალში ან სოციალურ სამართალში,ამ სფეროების მომწესრიგებელ სპეციალურ კანონს შეიძლება ჰქონდეს ზოგადი ნაწილი]

·       ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის საწავლო დისციპლინის ფარგლებში მოხდება ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი ინსტიტუტების: ა)საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივი ფორმების  ბ)უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივი ფორმების და გ) გადაწყვეტილებების მიღების პროცესის[ადმინისტრაციული]წარმოების]  შესწავლა

 

 

 

ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის წყაროები

 

·       ადმინისტრაციული სამართლის წყაროები უნდა გავყოთ ორ ნაწილად ა) პოზიტიურ სამართლად და ბ) ჩვეულებით სამართლად

·       პოზიტიურ ანუ დაწერილსამართლის წყაროთა სისტემაში გვაქვს შემდეგი იერარქია:

 

1.     საქართველოს კონსტიტუცია[ის ქმნის საფუძველს და მასშტაბებს ადმინისტარაციული სამართლისთვის.კონსტიტუცია შეიცავს „საჯარო მმართველობის ‘’ მოწესრიგებაზე მიმართულ მრავალ მოწესრიგებას]

2.     კანონი [სამართლის ნორმათა ერთობლიობა,რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ განსაზღვრული პროცედურების დაცვით არის მიღებული] და [აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ  გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები]

·       ჩვეულებითი სამართალი[როგორც ადმინისტრაციული სამართლის წყარო]-ჩვეულებითი სამართალი წარმოიშობა ხანგრძლივი და საყოველტაო გამოყენების შედეგად.ჩვეულებითი სამართლის ბევრი ნორმა აისახა კანონებში,რაც ამცირებს ჩვეულებითი სამართლის პრაქყიკულ მნიშვნრლობას;კანონმდებელი სულ უფრო ცოტა ადგილს უტოვებს ჩვეულებით სამართალს. ჩვეულებითი სსამართლის პრაქტიკულ გამოყენებაში გადამწყვეტი როლი ეკისრება სასამართლოს;

 

·        სამოსამართლო სამართალი მოსამართლე ახდენს ნორმის შეფარდებას და არა ნორმათშემოქმედებას. მოსამართლე რომელმაც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ხშირად აღმოაჩენს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგება არის ბუნდოვანი, ხარვეზიანი ან ურთიერთსაწინააღმდეგო. ამ შემთხვევაშ ნორმის შეფარდება არ შეიძლება უბრალო სუბსუმციით შემოიფარგლოს, არამედ მოითხოვს, რომ მოსამართლე თავად შეიმუშავებს სამართლებრივ მასშტაბებს და ერთგვარ სამართალშემოქმედებას განახორციელებს. ასეთ შემთხვევებში ჩნდება სასამართლოს მიერ შემუშავებული თეზები, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენების და ანგარიშგასაწევი ხდება. სწორედ ეს დებულებები იწოდებასამოსამართლო ნორმებად”. მოსამართლის ამოსავალი წერტილია მოწმედი ნორმები და ის ახდენს მის სრულყოფას და კონკრეტიზაციას, რამდენადაც ეს ნორმები არის ბუნდოვანი და ხარვეზიანი. ამდენად, სამოსამართლო სამართალი წარმოიშობა კანონის და მოქმედი სამართლის ფარგლებშიის შეიძლება იყოს მხოლოდ კანონის სრულმყოფი და შემვსები და არა მისი კონკურენტი. აღნიშნულ ფარგლებში ის არის არა მარტო ეგიტიმური, არამედ აუცილებელი

 

 

ადმინისტრაციული სამართლისა და კერძო სამართლის გამიჯვნა

 

 

·       ქართული სამართალი იყოფა საჯარო და კერძო სამართლად

·       კერძო სამართალი ემყარება კერძო პირთა კერძო ავტონოომიის პრინციპს და ადგენს კერძო პირთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივიურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებს და არსებულ ან პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის სამართლებრივ საშუალებებს;

·       საჯარო სამართლის მმოწესრიგების საგანია სახელმწიფო უფლებამოსილებათა დადგენა და მათი  სამართლებრივ ჩარჩებში მოქცევა

·       საჯარო და კერძო სამართლის გამიჯვნის ფორმულა არ არსებობს;თუმცა გამიჯვნა შესაძლებელია სხვადასხვა კრიტერიუმის გამოყენებით:

 

 

)მოქმედი სუბიექტების ორგანიზაციული ფორმით

როცა სამართლებრივ ურთიერთობას ადგილი აქვს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, იგი, როგორც წესი, სამოქალაქო-სამართლებრივი ბუნებისაა.

თუმცა, შესაძლებელია კერძო პირი ახორცელებდეს საჯარო უფლაბამოსილებებს დელეგირების საფუძველზე და იყოს ადმინისტრაციული ორგანო სზაკ-ის გაგებით

როცა სამართლებრივი ურთიერთობა არის კერძო სამართლის სუბიექტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის, იგი, როგორც წესი, საჯარო-სამართლებრივი ბუნებისაა. [თუმცა, შესაძლებელია, რომ ადმინისტრაციული ორგანო  მმარტელობით უფლებამოსილებებს ახორციელებდეს კერძო-სამართლებრიივ ხელშეკრულების ფარგლებშიც]

 

)ქმედების სამართლებრივი ბუნებით

 ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც მავალდებულებელი, შემზღდველი ბუნებისაა, როგორც წესი, დასაშვებია მხოლოდ საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში.

ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც აღმჭურველი ბუნებისაა, დასაშვებია როგორც საჯარო-სამართლებრივი ისე კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში.

 

)უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძვლი

როცა კონკრეტული სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა საჯარო სამართლებრივი ბუნებისაა, მაშინ უდავოდ სახეზეა საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

 თუმცა ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ სამართურთიერთობის მომწერიგებელი ნორმის ცალსახა დადგენაა შეუძლებელი.

 

სამართლის ნორმის სამართლებრივი ბუნების დადგენას ემსახურება შემდეგი თეორიები

  1. ინტერესთა თეორია

ამ[ინტერესთა] ეორიის ამოსავალი წერტილია ინტერესი, რომლის დაცვაც ემსახურება კონკრეტული ნორმა

 სამართლის ნორმა, რომელიც მხოლოდ ან დიდწილად საჯარო ინტერესების დაცვას ემსახურება, მიეკუთვნება საჯარო სამართალს, ხოლო ის ნორმა, რომელიც ცალკეულ პირთა კერძო ინტრესებს იცავს, არის კერძო-სამართლებრივი ნორმა.

ინტერესთა თეორიის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მთელი რიგირ ნორმები, როგოროც საჯარო, ისე კერძო ინტერების დაცვა ემსახურება და ხშირად შეუძლებელია ნორმის მიზნის ცალსახად დადგენა

2.სუბორდინაციის თეორია

ამ თეორიის განმსაზღვრელი კრიტერიუმია მონაწილე სუბიექტებს შორის არსებული სამართალურთიერთობის ბუნება.

საჯარო სამართალი არის მაშინ, როდესაც სამართალურთიერთობას აქვს ურთიერთდაქვემდებარების ხასიათი.

კერძო-სამართლებრივი ურთიერთობა კი ხასიათდება როგორც თანასწორუფლებიან სუბიექტებს შორის დამყარებული ურთიერთობა.

აღნიშნული თეორიის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საჯარო სამართალშიც გვაქვს თანასწორუფლებიანობი ურთიერთობა [მაგ: ადმინისტრაციული ხელშეკრულება] და პირიქით, კერძო სამართალშიც გვხვდება ურთიერთდაქვემდებარება[ მაგ: მშობლებსა და შვილებს შორის]

 

3.სპეციალური სამართლის თეორია (მოდიფიცირებული სუბიექტების თეორია)

მითიებული თეორია საჯარო სამართალს მიიჩნევს საჯარო მმართველობის სპეციალურ სამართლად, რამდენადაც აქცენტს აკეთებს მის გამომყენებელ სუბიექტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ნორმა არის საჯარო-სამართლებრივი, თუ იგი მიმართულია მხოლოდ საჯარო ხელისუფლების მატარებელი სუბიექტისაკენ, ხოლო კერძო სამართლის ნორმა განსაზღვრავს ყველას უფლებებსა და მოვალეობებს. სპეციალური სამართლის თეორია მოითხოვს ორი საკითხის გააზრებას: პირველ რიგში უნდა გაირკვეს, თუ დავა რომელი ნორმების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დადგინდეს, ეს ნორმა საჯარო-სამართლებრივია თუ არა. 

4.ბაზისის თეორია

 იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულიგამიჯვნის თეორიები ვერ უზურნველყოფს სათანადო შედეგის მიღწევას და საჭიროა მათი გარკვეულწილად შევსებაშემოგვაქვს ბაზისის თეორია, რომლის ავტორი აღნიშნავს, რომ ეს თეორია არ გამორიცხავს უკვე არსებული თეორიების მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, არამედ, ავსებს მათ დამატებითი კომპონენტით.

ამ თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხელშეკრულების იურიდიულ ბუნებას, დამატებით, განსაზღვრავს ხელშეკრულების საგნის და შესრულების შედეგების სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით.

ბაზისის თეორია მოიცავს ურთიერთდაკავშირებულ სამ კომპონენტს, რომელთა ერთობლივი არსებობაა აუცილებელი სათანადო სამართლებრივი გარემოს შესაქმნელად:ა) ხელშეკრულების პირობები უნდა გამომდინარეობდეს საჯარო ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებიდან,ბ) შესრულებაუნდა იყოს საჯარო სამართლებრივი ხასიათის, დაგ) ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებულების შესრულება უნდა წარმოშობდეს საჯარო-სამართლებრივ შედეგსბაზისის თეორია აქცენტს აკეტებს ფაქტობრივ, სამართლებრივ ასპექტებზე და არა ნებელობით ელემენტზე. კონკრეტული ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ან სამოქალაქო ხელშეკრულებად მიჩნევისათვის განმსაზღვრელ ფაქტორად მითითებულია ხელშეკრულების საგანი. 

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის[სზაკ-ის]  მოქმედების სფერო

 

·        სზაკ- აწესრიგებს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესს.

·        კანონმდებელი მმართველობით ფუქნციებს მიჯნავს მმართველობის ორგნოების მიერ განხორციელებული კერძო-სამართლებრივი საქმიანობისაგან, ასევე იმ ღონისძიებებისაგან, რომელთა სამართებრივ მოწესრიგებასაც არ ახდენს ადმინისტრაციული კანონმდებელობა. (მაგ. დაჯილდოება, შეწყალება და ..)

·        საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების თავისებურების გათვალისწინებით,მთელ რიგ შემთხვევებში,სპეციფიფიკური თავისებურებები შეუძლებელს ხდის სზაკ-ის გამოყენებას; ამ გამონაკლისი სფეროებისთვის კანონმდებელი სპეციალურ ნორმებს ადგენს,რომლებიც ცალკეულ კანონებშია მოქცეული[მაგ“.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში’’(და არა სზაკ-ში)]

·         

სზაკ- განსაზღვრავს ადმინისტრაციული წარმოების’’ ცნებას და ამ კოდექსის მიზნებისათვის და ამდენად განსაზღვრავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების სფეროს

 

·        სზაკ-ის მე-2 მუხლი  1 ნაქილის „კ’’ ქვეპუნტის თანახმად „ადმინისტრაციული წარმოება’’ არის  :

 

) ადმინისტრაციული წარმოებაადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით;

 

აქედან გამომდინარე,,უბრალო მმართველობითი  საქმიანობა[რელაქტი] და შიდაორგანიზაციული ღონისძიებები რჩება კოდიფიცირებული ადმინისტრაციული წარმოების მიღმა

 

·        სზაკ-ის მოქმრდება ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე;

·        სზაკი-ის მოქმედება არ ვრცელდება საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაზე;

·        სზაკი-ის მოქმედება საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებზე ვრცელდება,როდესაც ისინი ახორციელებენ მმართველობით ფუნქციას

·        სზაკ-ის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელ ხელისუფლების საქმიანობაზე,როდესაც ის არ ახორციელება საჯარო მმართველობას.

·        სზაკ-ის მე-3 მუხლის ეს განმარტება გვაძლევს დასკვნის საშუალებას,რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება  ვრცელდება ხელისუფლების სამივე შტოზე,როდესაც ხორციელდება „საჯარო მმართველობა’’[იხ. ფაილი „საჯარო მმართველობა’’]

·        საჯარო მმართველობა ასევე ხორციელდება „კერძო სამართლის იურიდიული პირების’’ და კერძო პირების მიერ

·        საჯარო მმართველობის განმახორციელებელი სუბიექტი  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების სფეროს განსაზღვრის მიზნებისათვის არის „ადმინისტრაციული ორგანო’’[იხ.“ადმინისტრაციული ორგანო’’]

·        სზაკი-ს მოქმედება ვრხელდება „ადმინისტრაციულ ორგანოებზე’’.

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

 3

 

თავი I. ძირითადი დებულებანი

 9

    მუხლი 1. კოდექსის მიზანი

 

1. ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ბ)ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, გ)ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.

2. კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 6 1

1. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

) ადმინისტრაციული ორგანოყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;

) დაინტერესებული მხარენებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება;

) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი;

) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;

​1) ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიმართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აკმაყოფილებს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნებს;

) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს;

) აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს;

) ადმინისტრაციული ხელშეკრულებაადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება;

) განცხადებაუფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა;

) ადმინისტრაციული საჩივარიდაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას;

) ადმინისტრაციული წარმოებაადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით;

) დისკრეციული უფლებამოსილებაუფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება;

) საჯარო ინფორმაციაოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;

) საიდუმლო ინფორმაციასაჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის პირველ ნაწილში მოცემულ ტერმინებს სხვა სამართლებრივი აქტით არ შეიძლება მიეცეს სხვა მნიშვნელობა.

 

    მუხლი 3. კოდექსის მოქმედების სფერო

 +

1. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

2. ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე:

) საქართველოს პარლამენტი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;

) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოები;

) საქართველოს სახალხო დამცველი;

) საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოები;

) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

) სპეციალური საგამოძიებო სამსახური;

​1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები.

3. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ორგანოების და ამ ორგანოთა თანამდებობის პირების იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან.

4. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია:

) დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან;

) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან;

) სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან;

​1სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან;

) სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებასთან, აგრეთვე სამხედრო დისციპლინის საკითხებთან, თუ ეს არ ეხება პირის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს;

) საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების უფლებამოსილებებთან, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 52- მუხლის პირველი პუნქტის“−„“, „დაქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით, 56- მუხლის მე-5 პუნქტით, 57- მუხლის მე-3 პუნქტით, 71- მუხლის პირველიმე-4 პუნქტებითა დააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებსაქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებთან;

) საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებასა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან.

5. ამ კოდექსის III თავის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე , რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო , უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან . სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ან /და ამ ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოების წესების შესაბამისად .

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები