არაქონებრივი[მორალური] ზიანის ანაზღაურება

 




1.     არაქონებრივი ზიანის არსი

2.     არაქონებრივი ზიანის  თავისებურებები

3.     არაქონებრივი ზიანის  ოდენობის გამოანგარიშების წესი

 

1.             არაქონებრივი ზიანის არსი

 

·        ზიანი შეიძლება მიაყენონ:  ა)პირის სიცოცხლეს ან ბ) ჯანმრტელობას,ან გ)ქონებას;

·        პირის ქონების ღირებულების  შემცირება,სამოქალაქო სამარალში იწოდება-ქონებრივ ზიანად(!)

·        ტერმინი „ არაქონიებრივი ზიანი’’ კი  მორალური ზიანის’’ იდენტურია.

·        მორალური ზიანი არის : ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვა, რასაც პირი  განიცდის  მისი ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად  ე.წ. „პირადი არაქონებრივი უფლებების’’ [ სახელი, პატივი და ღირსება,პირადი ცხოვრების საიდუმლოება,პირადი ხელშეუხებლობა,საქმიანი რეპუტაცია] ხელყოფით. [ცნება-საზეპირო]

·        „მორალური ზიანის’’ ანაზღაურებას ითვალისწინებს  სამოქალაქო კოდექსის მე-18 ,413-ე და 1005-ე მუხლები

·        სამართალდარღვევას შეიძლება, რომ ერთდროულად მოჰყვეს როგორც ქონებრივი ზიანი, ისე არაქონებრივი. ასეთ ვითარებაშ შეიძლება ანაზღაურდეს ორივე სახის ზიანი.

·        მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლადაც(!)

·        ზემთ ჩამოთვლილი „პირადი არაქონებრივი უფლებების ‘’  . ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.[მუხ.18-ე ნაწ. მე-6]

 

2.არაქონებრივი ზიანის  თავისებურებები

 

·        მორალური ზიანის’’ ანაღაურების მოტხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში,ამასთან მხოლოდ გონივრული და სამარტლიანი ანაზღაურების სახით.[მუხ.413-ე ნაწ.1]

მუხლი 413. ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის

 

1. არაქონებრივი[მორალური] ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ა)კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში[მხოლოდ] ბ)გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

           „ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში’’ [განმარტება]

·        კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში არ იგულისხმება მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი შემთხვევები. მხედველობაშია ასევე კერძო თუ საჯარო სამართლებრივი ხასიათის სხვა ნორმატიული აქტები (კანონები).

·        არაქონებრივი[მორალური] ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში“. ასეთი დანაწესის მიზანი უნდა იყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და წესრიგის უზრუნველყოფა, რითაც კანონმდებელმა ერთგვარი ზღვარი გაავლო ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს შორის და ერთმანეთისგან გამიჯნა ისინი.

·        413-ე მუხლიდან  ჩანს, რომ ზიანის სრული ანაზღაურება უპირობოდ ეხება მარტოოდონ ქონებრივ ზიანს. მორალური ზიანი შეიძლება რეალურად მართლაც დადგეს, მაგრამ, თუ კანონით[ანუ მუხლით] არაა გათვალისწინებული „მორალური ზიანის’’  ანაზღაურება, იგი[მორალური ზიანი] არ ანაზღაურდებაა.

·        ვინაიდან მორალური ზიანი თავისი ფორმით სპეციფიკური მოვლენაა, შეუძლებელია აქ ანაზღაურების მიზანი იყოს სრული კომპენსაცია. მართლაც,ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ დააბრუნებს დაზარალებულს წარსულში.

·        ამიტომ, ფულადი კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება.[მხოლოდ შემსუბუქება და არა სრული ანაზღაურება ]

·          სხეულის დაზიანებასა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებას უმეტესად ქონებრივი ზიანი მოსდევს ხოლმე. მაგრამ, თუკი არაქონებრივი ზიანიც იქნება, მაშინ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის.

 

    მუხლი 413. ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის

 

2. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი[მორალური] ზიანისთვისაც.

 

·        სხეულის დაზიანებამ ან ჯანმრთელობის მოშლამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახისმორალური ზიანი.

·        ყველა შემთხვევაში, როცა ამა თუ იმ სახეობის „მორალური ზიანის’’  ანაზღაურების საკითხი დგება, ზიანი უნდა იყოს იყოს სამართლებრივად მნიშვნელოვანი და ამდენად ანგარიშგასაწევი.

·        უცხოური სასამართლო პრაქტიკა სავსეა „მორალური  ზიანების’’ ანაზღაურების პრაქტიკით. სანიმუშოდ მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ერთ-ერთმა მოქალაქემ მეორეს ხუმრობით აცნობა, რომ მის ქმარს შეემთხვა უბედურება, მოიტეხა ფეხი და წევს საავადმყოფოში. ასეთი ყალბი ინფორმაციით მოსარჩელემმ განიცადა ძლიერი ფსიქიკური ტრავმა[შოკი] და ამით აუფლება მოიპოვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

·   

 

 

„მხოლოდ გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით’’[განმარტება]

·        სსკ-ის 413- მუხლის თანახმად, მორალური ზიანი უნდა ანაზღაურდესგონივრული დასამართლიანი ანაზღაურების სახით“.

 

·        მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, როგორც დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ისე ობიექტური გარემოებანი, რითაც შეიძლება მორალური ზიანის სიმძიმის  შეფასება[მაგ. ისეთი  ობიექტური გარენოებები როგორიცაა : ხელყოფილი სიკეთის ცხოვრებისეული მნიშვნელობა; სამართალდარღვევის შედეგთა სიმძიმე; ყალბი და სახელის გამტეხი ცნობების ხასიათი და მისი გავრცელების სფერო; დაზარალებულის ცხოვრების პირობები; ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხი, მისი ქონებრივი მდგომარეობა და სხვა პატივსადები გარემოებანი, როგორიცაამაგ. დაზარალებულის მკურნალობის ხანგრძლივობადა . .

 

·       ამრიგად,„მორალური ზიანის’’ ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე,მაგრამ ეს მოტხოვნა მხოლოდ მოსარჩელის „მოსაზრებაა’’ და ანაზღაურების რეალური ოდენობის განსაზღვრა  მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვტია(!)

·   ასე რომ, „მორალური ზიანის’’ ფულადი კომპენსაცია უნდა მოხდეს „გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით’’[ანუ სასამართლოს მიერ სამარტალდამრღვევზე დაკისრებული ჯარიმა უნდა იყოს ა) გონივრული ოდენობის და ბ) სამართლიანი]

 

ყურადღება:

·        კონსტიტუციის მე-13 მუხლის  მე-6 ნაწილის თანახმად :უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისასანუ უკანონოდ დაკავებისას  ან დაპატიმრებისას პირს 

აქვს კომპენსაციის მიღების უფლება, როგორც მატერიალურიისე მორალური ზიანის მიყენებისთვის.

 

  მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება

 +

1. ადამიანის თავისუფლება დაცულია.

2. თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

4. პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და დაკავების საფუძველი. პირს დაკავებისთანავე შეუძლია მოითხოვოს ადვოკატის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.

5. ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

6. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლებ

 

·        ზიანისთვის  პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს ა) მოკვლევისბ)წინასწარი გამოძიებისგ)პროკურატურის ორგანოების დად) სასამართლოს თანამდებობის პირთა მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

·        არსებობს აღნიშნულ პირთა პასუხისმგებლობის ოთხი საფუძველი:

1. უკანონო მსჯავრება;

2. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უკანონოდ გადაცემა;

3. აღმკვეთი ღონისძიები სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენება;

4. პატიმრობის სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრება.

·        პირსრომელსაც ჩამოთვლილიდან რომელიმე საფუძვლით მიადგა  ზიანიშეუძია მოითხოვოს ამ ზიანის ანაზღაურებარაც უნდა დაკმაყოფილდეს კიდეც სახელმწიფოს მხრიდან.

·        პირის ზიანი შეიძლება გამოიხატოს სამსახურის დაკარვაში,მოხელის უკანონო მოქმედების გამო გაწეულ სასამართლო ხარჯებში,თანხაში რომელიც დაზარალებულმა გადაუხადა იურისტებს[ადვოკატებს] დახმარებისთვის

·        მოხელის უკანონო მოქმედებით  პირისათვის მიყენებული ზიანი  სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს.გამოძიებისპროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

·        ხოლო თუ ბრალი სახეზეა ,ანუ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთანერთადსოლიდარულად აგებს პასუხს.[მუხ.1005. ნაწ.3]

   მუხლი 1005. სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის

 

3. რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს

 

 

·        მაგრამ საყურადღებოა ის გარემოებარომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა მხოლოდ მაშინთუ არსებობს პირის მარეაბილიტირებელი გარემოებები.[რაც არის: ა)გამამართლებელი განაჩენი, ბ)სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა გამამართლებელი განაჩენის გამიი და სხვა.]

·        ამიტომაარომ კანონი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას აძლევს მხოლოდ რეაბილიტირებულ პირს.

·        თუ არ არსებობს  პირის მარეაბილიტირებელი გარემოებები ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოიშობა.[მაგ. ზიანის ანაზღაურებას ვერ მოითხოვს პირი ,თუ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა ამინისტიის აქტის საფუძველზე]

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები