ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი[ნორმაქტი]

 



·        „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“  არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერტ-ერტი სამარღლებრივი ფორმა;

·        „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“   კანონის საფუძველზე  და ამ კანონის აღსრულების მიზნით გამოიცემა;

·        „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“    მიმართულია პირთა განუსაზღვრელ წრეზე ,ადგენს ქცევის ზოგად წესს და მრავალჯერადი გამოყენებისაა;

    

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება[სზაკი]

) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს;  [ცნება- საზეპიროა]

·        ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ძირითადი ელემენტებია:

a.      უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო

b.      საკანონმდებლო აქტის საფუძველზე

c.      ქცევის ზოგადი წესი

 

ა) რას ნიშნავს „უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო’’ ?

·        რამდენადაც საკანონმდებლო ხელისუფლებას ძალა არ შესწევს,უზრუნველყოს ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველასაკითხის ნორმატიული მოწესრიგება,ნორმათშემოქმედება მოითხოვს სამუშაოს გაყოფას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის.

·        კანონმდებელი ვალდებულია,კანონის გამოცემის გზით თვითონ მოაწესრიგოს მნიშვნელოვანი საკითხების ნორმატიული სფერო და სპეციფიკური,წვრილმანი საკითხების მოწესრიგების პრეროგატივა დაუტოვოს ადმინისტრაციულ ორგანოებს.

·        „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“ გამოცემის   უფლებამოსილებით ადმინისტრაციული ორგანოს აღჭურვის მიზანია,ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ორგანოს ეფექტურობას;[სპეციფიკური ,წვრილმანი საკითხებისგან განთავისუფლება საკანონმდებლო ორგანოს საშუალებას აძლევს სრულყოფილად მოაწესრიგოს ქვეყნის საშინაო ცხოვრების და საგარეო ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საკითხები.]

·        „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“   გამოცემისათვის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო განისაზღვრება იმ კანონით,რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით

·        აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი ფუნქციაა-სამართალგამოყენებითი,ნორმათშეფარდებითი საქმიანობა(!)

·        ადმინისტრაციული ორგანოების ნორმათშემოქმედებითი საქმიანობა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი ფუნქციის ანუ ამართალგამოყენებით,ნორმათშეფარდებითი საქმიანობის(!)  განხორციელებას ემსახურება;

·        ამდენად,ადმინისტრაციული ორგანოების  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ნორმებს[აქტებს]’’ ორგვარი -ა) სამართალგამოყენებიტი და ბ)სამართალდამდგენი-იურიდიული მნიშვნელობა აქვთ;

·        ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ნორმებს[აქტები]’’ ემსახურება სამართალგამოყენების,ანუ აღსრულების მიზანს(!),რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტები გამოიცემა კანონის აღსრულების მიზნით,ანუ ისინი კანონქვემდებარე აქტებია(!)

                რას ნიშნავს     ნორმაქტის   გამოცემის   „საკანონმდებლო საფუძვლები’’ ?

·        ნორმაქტის გამოცემის ზოგადი სამართლებრივი საფუძვლები ჩადებულია:

a.      საქართველოს კონსტიტუციაში

b.      საქართველოს კანონში „ნორმატიული აქტების შესახებ’’

c.      საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში[სზაკი]

d.     ასევე ცალკეულ კანონებში[რომლებიც კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავენ უფლებამოსილებით,ამავე კანონის საფუძველზე გამოსცეს ნორმაქტი.ამ კანონებში, როგორც წესი, განსაზღვრულია ადმ .ორგანოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების შინაარსი ,მიზანი და მოცულობა]

     რას ნიშნავს „ქცევის ზოგადი წესი’’ ?

·        ნორმაქტის ცნების ეს ელემენტი მიჯნავს[განასხვავებს]  ნორმაქტს ინდაქტისაგან(!)

·        ნორმაქტი ადგენს „ქცევის ზოგად წესს’’ ,რომელიც გამიზნულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელად მრავალი ურთიერთობის  „განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეთათვის’’

 

ადმინისტრაციული წარმოება ნორმაქტის გამოცემასთან დაკავშირებით

·         ადმინისტრაციული წარმოება’’  სზაკის თანახმად [მუხ.2 „კ’’ ] არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით’’

·        ადმინისტრაციული წარმოება ნორმაქტის გამოსაცემად იწყება მხოლოდ კანონიტ გათვალისწინებულ შემთხვევებში;

·        ნორმაქტის გამოცემის უფლებამოსილების დამდგენი კანონი შეიძლება გახდეს დაინტერესებული ფიზიკური პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნორმაქტის გამოცემის მოთხოვნის საფუძველი(!)

·        უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ნორმაქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების შესახებ იღებს წერილობით და ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართლებრივად ინდაქტს(!)

·        ადმინისტრაციული წარმოება,ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ,შესაძლებელია დაიყოს შემდეგ სტადიებად:

 

a.      გადაწყვეტილება ნორმაქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ[ინდაქტი]

b.      ნორმაქტის პროექტის მომზადება

c.      ნორმაქტის პროექტის გამოქვეყნება

d.     ნორმაქტის პროექტთან დაკავშირებული მოსაზრებების განხილვა

e.      ნორმაქტის მიღება

f.       ნორმაქტის გამოქვეყნება

 

    ყურადღება:

·        სზაკ-ში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ნორმაქტის გამოცემა ზემოთ მოცემული მოთხოვნების დაცვით ხდება კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში

·        ხოლო როცა ნორმაქტი გამოიცემა ერთპიროვნულად[მაგ. მინისტრის მიერ] გამოიყენება „ე.წ. „მარტივი ადმინისტრაციული წარმოების’’ წესები.

·        სზაკ-ში შეტანილ ამ  ცვლილებებს არ აქვს დოგმატური[მეცნიერული] საფუძველი და განხორციელებულია ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკის გამარტივების მიზნით,რაც ვერ უძლებს კრიტიკას და საჭიროებს გადახედვას(!)

 

     

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის[ ნორმაქტის] ფორმალური კანონიერება

ნორმაქტის ფორმალური კანონიერების კრიტერიუმებია:

a.      „უფლებამოსილება’’

b.      „ადმინისტრაციული წარმოების სახე’’

c.      „ფორმა’’

d.     „გამოქვეყნება’’

e.      „რეგისტრაცია’’

ა) „უფლებამოსილება’’

·        ნორმაქტს გამოსცემს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო

·        უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო განისაზღვრება იმ კანონით,რომელიც საფუძვლად უდევს კონკრეტულ ნორმაქტს(!)

·        ეს კანონი განსაზღვრავს ნორმაქტის გამოცემის უფლებამოსილების შინაარს,მიზანს და მოცულობას,ასევე ამ უფლემოსილების მქონე კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოს.

ბ) „ადმინისტრაციული წარმოების სახე’’

·        ნორმაქტი გამოიცემა „მარტივი ადმინისტრაციული წარმოების’’ განხორციელების გზით

·        ხოლო როცა ნორმაქტს გამოსცემს კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანო გასათვალისწინებელია სზაკ-ის მე-7 თავში თავმოყრილი ნორმები,რომლებიც ადგენენ დამატებით წესებს ნორმაქტთან მიმართებით

გ) „ფორმა’’

·        ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობითი ფორმით

·        ნორმაქტი უნდა აკმაყოფილებდეს სზაკ-ის 521-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს

 

     მუხლი 52​1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები

 +

1. თითოეულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

) ნორმატიული აქტის სახე;

) ნორმატიული აქტის სათაური;

) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება ან დამატება, მათი შეტანის თარიღიც);

) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული);

) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;

) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგაგრეთვე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

1​1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს ნორმატიული აქტების შესახებ და ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონებით დადგენილ მოთხოვნებს

2. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბ, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოს ნორმატიულ აქტებზესაქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

   

 მუხლი 53. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება

1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

2. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს.

3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეიძლება მიეთითოს აგრეთვეადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისევროპის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას იქნა გამოყენებული.

4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

6. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობა ითვალისწინებს საექსპერტო დასკვნის არსებობას,[მაშინ] წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი.

7. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ:

) ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს;

) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას.

8. გადაუდებელი აუცილებლობით წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემის შემთხვევაში წერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში.

 

 

დ) „გამოქვეყნება’’

·        ნორმაქტის [ადრესატებისტვის] ოფიციალური გაცნობის სახეა  მისი საჯაროდ გამოქვეყნება.

·        ნორმაქტის საჯარო გამოქვეყნება არის მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა

ე) „რეგისტრაცია’’

·        ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 54-ე მუხლის თანახმად,ნორმატიული აქტის გამომცემი ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი ტვიტმმართველობის ორგანო ვალდებულია(!), უფლებამოსილი  თანამდებობის პირის  მიერ ნორმატიული აქტის ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გადასცეს იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

·        იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს.

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება

·        ნორმაქტს გამოსცემს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;

·        გარდა ამ სპეციალური ნორმისა,ნორმაქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ ნორმებს და ქვეყანაში მოქმედ სხვა საკანონმდებლო აქტებს(!)

·        აქედან,გამომდინარე,როდესაც მოწმდება ნორმაქტის „მატერიალური კანონიერება’’,მოწმდება არა მარტო მისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა,არამედ-თავად ამ სამართლებრივი საფუძვლების კონსტიტუციასთან,განსაკუთრებით,“ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების ‘’ განმსაზღვრელ ნორმებთან შესაბამისობა;

·        უკანონო ნორმაქტი ბათილია და არ აქვს შესასრულებლად სავალდებულო იურიდიული ძალა(!)

·        ადმინისტრაციული ორგანო,რომელიც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს,არ არის უფლებამოსილი,თავის გადაწყვეტილებას[ანუ ინდაქტს] საფუძვლად დაუდოს  -კანონსაწინააღმდეგო ნორმატიული აქტი[ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გამოცემული]

·        ადმინისტრაციული ორგანო ან საჯარო მოხელე პერსონალურად არის პასუხისმგებელი თავის მიერ განხორციელებულ ღონისძიებაზე,ე.ი. უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ის პირადად არის პასუხისმგებელი;  აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია,ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს აცნობოს  მისი ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის უკანონობაზე.

·        ხოლო თუ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო მისგან [ქვემდგომისგან]მაინც მოითხოვს უკანონო ნორმაქტის შესრულებას,მაშინ ნორმაქტის კანონიერებას დაადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო(!)[ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვის საფუძველზე]

ნორმაქტის კანონიერების კრიტერიუმები[ფორმალური და მატერიალური ერთად]:

a.      არსებობს თუ არა მისი გამოცემის საკანონმდებლო საფუძვლები

b.      დაცულია თუ არა მისი გამოცემისთვის კანონით განსაზღვრული ფორმალური მოთხოვნები

c.      შეესაბამება თუ არა მის საკანონმდებლო საფუძვლებს შინაარსობრივად

d.     ხომ არ ეწინააღმდეგება იერარქიულად მის ზემდგომ სამართლებრივ ნორმებს

e.      დაცულია თუ არა დისკრეციული უფლებამოსილების პრინციპი[როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ნორმაქტის გამოცემისას მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება]

ხხ

ნორმაქტის გამოცემისას „უფლების დაცვის’’ ნორმატიული საშუალებები

·       ნორმაქტი არ არის მიმართული პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებისა და მოვალეობების  წარმოშობის,შეცვლის ან შეწყვეტისაკენ

·       და მიუხედავად ამისა,მტელ რიგ შემთხვევებში  ის[ნორმაქტი] იძენს ინდაქტის ბუნებას და პირდაპირ და უშუალოდ ზიანს აყენებს პირს[ან პირტა შეზღუდულ წრეს],ან  უკანონოდ ზღუდავს მას[მათ].

·       ასეთ შემტხვევებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას,შეიტანოს სარჩელი ნორმატიული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არარა აქტად ცნობის ან ბათილად გამოცხადების მოთხოვნით(!)

·       სზაკ-ს მე-60-ე მუხლი განსაზღვრავს ნორმაქტის „არარა აქტად’’ ცნობის საფუძვლებს[რაც შეიძლება გახდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული „აღიარებითი სარჩელის’’ შეტანის საფუძველი]

 

    მუხლი 60. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ:

) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;

) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;

) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;

) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

2. არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

·       ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით ნორმაქტის „ბათლად ცნობის საფუძვლები’’ მოცემულია სზაკ-ის მე-601 მუხლში

·       სარჩელი ნორმაქტის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს უნდა წარედგინოს უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში

 

 

 მუხლი 60​1 . ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32- ან 34- მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაშიზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

4. დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

5. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

6. თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.

7. ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა:

) მისი ძალაში შესვლის დღიდან;

) მისი ბათილად ცნობის დღიდან;

) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.

7​1საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში სასამართლომ საქართველოს ეროვნულ ბანკს შეიძლება დააკისროს მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული აქტის ბათილად ცნობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა დაუშვებელია, თუ ამ მდგომარეობის აღდგენამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას.

8. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ხდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისათვის დადგენილი წესით.

 

·       სზაკის 61-ე მუხლი ადგენს ნორმაქტის „ძალადაკარგულად’’ გამოცხადების წინაპრობებს

 

   მუხლი 61. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება

 

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში;

) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;

) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი;

) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;

) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის "" და "" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც მიადგა ზიანი, მისი მოთხოვნის საფუძველზე მიეცემა ანაზღაურება, თუ მას გააჩნდა კანონიერი ნდობის საფუძველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების მიმართ. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილი.

5. ზიანის ანაზღაურების ოდენობას საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე ადგენს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

6. ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამ მუხლის მეორე ნაწილისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელია განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება.

7. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები