ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები

 




განსახილველი საკითხები:

·        კანონიერების პრინციპი [მუხ.5]

·        კანონის წინაშე თანასწორობა[მუხ.4]

 

ლიტ.

პაატა ტურავა „ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი’’  გვ.121-138

 

კონსპექტი:

 

1.    კანონიერების პრინციპი [მუხ.5]

 

  მუხლი 5. უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე

 

1. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

3. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

4. ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

 

 

·        სზ-ის მე-5 მუხლი აყალიბებს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის კანონიერების პრინციპს[ეს პრინციპი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოების კანონმდებლობის საფუძველზე შებოჭვას.]

·        სზაკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.’’

[ კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ჩადებულია ნორმის ამ ნაწილში ადმინისტრაცულ ორგანოებს უკრძალავს კანონისაგან გადახვევას, კანონის უზენაესობის ულებელყოფა იწვევს მმართველობით ღონისძიების უკანონობას. ]

·        სზ-ის მე-5 მუხლი მეორე ნაწილის თანახმა: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებისა ან თავისუფლების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე  გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების  საფუძველზე

ნორმის ეს დებულება  გამომდინარეობს კანონისმიერი დათქმის პრინციპიდან , რომლის თანახმადაც, ადმინისტარციული ორგანოს საქმიანობა მხოლოდ კანონით მინიჭებული  უფლებამოსილებით განისაზღვრებ.

 

კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებსშემზღუდავი ხასიათის მმართველობით საქმიამობაზე’’ და  მოითხოვს,რომ  ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს ნორმატიულ საფუძველს.

 

აღმჭურველი ხასიათის  მმართველობითი ღონისძიება’’ კი  არ საჭირობეს კონკრეტულ  ნორმატიულ საფუძველს, რამდენადაც  ის არ ზღუდავს, როგორც ადრესატის, ასევე  მესამე პირების უფლებებს

 

·        მე-5 მუხლის მესამე ნაწილი ადგენს კანონიერების პრინციპის დარღვევის სამართლებრივ შედეგებს: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების გადამეტებით განხორციელებულ მმართველობით ღონისძიებას არა აქვს იურიდიული ძალა’’.

 

ყურდღება:

თუმცა უფლებამოსილების გადამეტება’’ ყოველთვის არ გვაძლევს საფუძველს,რომ ღონისძიება მივიჩნიოთ იურიდიული ძალის არმქონედ.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  არარა აქტად[ბათილ აქტდ] მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მისი გამოცემის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად ‘’იყოს გადამეტებული.

 

·        მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი - ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ჯეროვნა შეუსრულებლობა’’ ან  სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს  ამ თანამდებობის პირთა კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.  

 

 

კაზუსი:

მოქალაქის განცხადების საფუძველზე სოციალური მომსხურების სააგენტომ[ადმინისტრაციულმა ორგანომ] საყოფაცხოვრებო სუბსიდია[ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი,რომელიც განკუთვნილია  კანონით განსაზღვრულ სხვადასხვა კატეგორიას მიკუთვნებულ პირთ წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად] დაუნიშნა პირს,რომელიც აკმაყოფილებდა კანონიტ განსაზღვრულ სოციალურ კატეგორიას,მაგრამ არ იყო აღრიცხული სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირად.

დავალება:

შეამოწმეთ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება „კანონიერების პრინციპის’’ საფუძველზე (!)

პასუხი:

იმისათვის,რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება შეესაბამებოდეს“კანონიერების პრინციპს’’[სზაკ-ის მე-5 მუხლი] ,ის უნდა შეესაბამებოდეს : ა)“კანონის უზენაესობის’’ პრინციპს და ბ)“კანონისმიერი დთქმის’’ მოთხოვნებს

„კანონის უზენაესობის ‘’ პრინციპი ითხოვს,რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწვეტილება[ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი] წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს  კანონთან.

კანონი“საყოფაცხოვრებო სუბსიდიის’’ მისაღებად ადგენს ორ წინაპირობას: ა) კანონით განსაზღვრული სოციალური კატეგორიისთვის პირის კუთვნილება და ბ)ამავე პირის სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირად აღრიცხვა

ამასთან,კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოს[სოციალური მომსხურების სააგენტოს] არ აძლევს დიკრეციულუფლებამოსილებას,არამედ ზუსტად განუსაზღვრავს „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის’’ დანიშვნის წინაპირობებს.[ანუ ამ შემტხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს „დისკრეცია „თუ’’-ში]

„კანონისმიერი დათქმა’’ ითხოვს მმართველობითი ღონისძიების განხორციელებას საკანონმდებლო საფუძველზე.  ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის ნორმა არ უშვებს „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის’’ გაცემის შესაძლებლობას ზემოთ აღნიშნული ორი წინაპირობის გარეშე.

 

დასკვნა: ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „კანონიერების პრინციპს’’[მუხ.5]

შენიშვნა:  კაზუსში გამოყენებული „კანონისმიერი დათქმა’’ იყო :“ პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის ურტიერთობის მხოლოდ კანონით მოწესრიგება’’

 

ხხხხ

·        „კანონის უზენაესობის’’ პრინციპს და „კანონისმიერი დათქმის’’ მოთხოვნის დაცვას  მოითხოვს  მაგალითად  კანონი „პოლიციის შესახებ’’

 

 

 

 

მუხლი 10. კანონიერების პრინციპი

1. პოლიციელის მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებიდან.

2. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს.

3. კანონისმიერი დათქმის პრინციპის თანახმად, საპოლიციო ღონისძიების განხორციელება, რომელიც იწვევს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას, დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე.

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი [ მუხ.4]

 

 მუხლი 4. კანონის წინაშე თანასწორობა

 

1. ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე.

2. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის ა)კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან ბ)მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე გ)მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან დ) რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.

3. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

 

 

·        საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი [სზაკ-ის მუხ.4] გამომდიანრეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან.

·        კანონის წინაშე თანასწორობა’’ გულისხმობს სახელწმიფო აპარატის[საჯარო მოხელეების] მხრიდან თვითნებობის აკრძალვას.

·         დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის რომელიმე მხარის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათტვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება, ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.[მუხ.4(1)]

·         კანონის წინაშე თანასწორობის’’ პრინციპის არსის განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამართლის თითოეული ნორმა კონრეტულ სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს განსაზღვრულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც სხვაგვარად წესრიგდება ვიდრე სხვა ფაქტობრივი გარემოებების შემთხვევაში.

·        თანასწორობის პრინციპი არ შეიძლება გავიგოთ, როგორც ფაქტისადმი დიფერენციული მიდგომის აკრძალვა. ის არ მოითხოვს, რომ ყველაფერი თანაბრად შევაფასოთ[ რამდენადაც ყოველდღიური ცხოვრების ფაქტობრივი გარემოებები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია მათიერთი საზომითგაზომვა.]

·         თითოეული კონკრეტული შემთხვევა მოითხოვს მისი თავისებურებების გათვალისწინებით შეფასებას.

·        კანონის წინაშე თანასწორობის’’ პრიცნიპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არსებითად ერთნაირი საქმის გარემოებების შემტხვევაში მიღებულ იქნეს ერთნაირი გადაწყვეტილება.(!)

 

 

 

კაზუსი:

 

თბილისში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიმართეს თბილისის მერიას განცხადებით შესაბამისი პროგრამის[იგულისხმება მერიის ერთ-ერთი პროგრამა] უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის დაფინანსების მოთხოვნით.

 

თბილისის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით შერჩეულ ორ განმცხადებელს ჰქონდა იდენტური მონაცემები.

 

შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების გამო[მხოლოდ ერთის დაფინანსება იყო შესაძლებელი] კომისიამ უპირატესობა მიანიჭა განმცხადებელს,რომლის მშობლები საზოგადოებისთვის ცნობილი პირები-ერთ-ერთი თეატრის მსახიობები არიან;

 

დავალება:

შეამოწმეთ  კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისობა „კანონის წინაშე თანასწორობის’’ პრინვიპთან

 

 

პასუხი:

 

კანონის წინაშე თანასწოროის პრინციპი ითხოვს არსებითად იდენტური შემთხვევები შეფასდეს იდენტურად[ სზაკ-ის მუხ. 4(2)]

 

ადმინისტრაციული ორგანოს[ამ შემთხვევაში -კომისიის] გადაწყვეტილებას არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ისეთი კრიტერიუმი,რომელიც იწვევს პირის სამოქალაქო უფლების შეზღუდვას და არ იკვეთება შეზღუდვის  სამართლებრივი საფუძველი,რომელიც გაამართლებდა ამ შეზღუდვას.[სზაკ-ის მუხ. 4(1)  წინაპირობა „ა’’]

 

ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს საქმის „ფაქტობრივი გარემოებების’’ შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას,მაგრამ  ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების დროს კრიტერიუმი არ უნდა იყოს დისკრიმინაციული.[სზაკ-ის მუხ. 4(1) წინაპირობა „დ’’]

 

ამ შემთხვევაში,თანხის მიზნობრიობა არ ემსახურება საზოგადოებრივი საქმიანობისთვის მადლიერების გამოხატვას[ ანუ მსახიობი მშობლებისთვის მადლიერების გამოხატვას],არამედ მისი მიზანია სწავლის გადასახადის  საჭიროების განსაზღვრა;

 

დასკვნა:

 

ადმინისტრაციული ორგანოს[კომისიის] გადაწყვეტილებაში დარღვეულია „კანონის წინაშე თანასწორობის პინციპი’’ [მუხ.4]

 

·        დისკრიმინაციის დაუშველობას მოითხოვს ,აგრეთვე  საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ’’ [მუხ.11]

 

მუხლი 11. დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი

პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისაწარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.

 

შენიშვნა:

·        ასევე მაგალითად, თუ საპატრულო პოლიციელი არ აჩერებს გადაჭარბებული სჩქარით მოძრავ სამთავრობო ავტომობილს, ეს არ წარმოშობს სხვა ავტომანქანების მძღოლთა უფლებას, იმოძრაონ გადაჭარბებული სიჩქართ, რამდენადაც არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში

 

ხხხხ

განსახილველი საკითხები:

·        კეთილსინდისიერების პრინციპი  

·         სანდოობის პრინციპი

·        კანონიერი ნდობის პრინციპი

ლიტ.

პაატა ტურავა „ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი’’  გვ.135-142

 

 

კეთილსინდისიერების პრინციპი

 

·        სამოქალაქო სამართლიდან ცნობილი „კეთილსინდისიერების პრინციპი’’ გამოიყენება საჯარო სამართალშიც;

·        კეთილსინდისირების პრინციპი ვრცელდება არა მარტო ადმინისტრაციულ ორგანოებზე, არამედ კერძო პირებზე.

·        კეთილსინდისირი არ არის პირი, რომელიც ბოროტად იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს   (!)

·        „კეთილსინდისიერების’’ ცნებას- კანონმდებელი არ იძლევა,თუმცა ამ განუსზღვრელი ცნების განმარტება დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას(!)

·         სასამართლოს განმარტებით, კეთილსინდისიერება’’ არის პირის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ფაქტისადმი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ყველა ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს და დადგინდეს მისი არსებობა თუ არ არსებობა.

·        საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ  ადმინისტრაციულ დავაში აღნიშნავს,რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულები არიან „კეთილსინდისიერად’’ განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები(!)

·        კეთილსინდისიერად’’ ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს

·        ნორმალური „სამოქალაქო ბრუნვის’’ საფუძვლად მიიჩნევა არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ერთმანეთთან დაპირისპირება ,არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ;

·        ამასთან“კეთილსინდისიერების პრინციპი’’ გულისხმობს იმას რომ მართალია თითოეული კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს  მოქმედ სამართალს,მაგრამ ამ ქცევის განხორციელება არ უნდა იყოს უსამართლო  და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის ნდობას(!)

 

·        ასე რომ,  კეთილსინდისიერების’’  პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინტერესები.

 

 

 

 

 

 

 

სანდოობის პრინციპი

 

 

·        სამეწარმეო ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედებს სანდოობის პრინციპი, რაც ადასტურებს მეწარმის კეთილსინდისიერებას მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მიმართ. 

·        სანდო არ არის მეწარმე, რომლის ქცევის შეფასება იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ არ არის გარანტირებული მისი მხრიდან საქმიანობის სათანადოდ[კანონის შესაბამისად] განხორციელება. 

·        მეწარმის[კანონის შესაბამისად ] ქცევას და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების „სანდოობას’’ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადმინისტრაციულ სამართლებრივ ურთიერთობებში;

·        ამა თუ იმ მეწარმისთვის ნწბართვის[ანუ ლიცენზიის] გაცემაზე უარი ,ან მის მიმართ სამართლებრივი შეზღუდვების დადგენა შეიძლება გამომდინარეობდეს „სანდოობის პრინციპიდან’’[ანუ არა სანდო მეწარმეს  ადმინისტრაციული ორგანოები უარს ეტყვიან ლიცენზიაზე და შეუზღუდავენ საქმიანობას]

·        სანდოობის დადგენა არ ემყარება მორალურ ან სისხლისსამართლებრივ კატეგორიებს ბრალზე, არამედ სამეწარმეო-სამართლებრივი ელემენტია, რომელიც ადგენს მეწარმის ადრეული ქცევა ხომ არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ სამეწარმეო საქმიანობასთან მიმართებით ის არ დაიცავს საჯარო წესრიგს და ამით საფრთხეს შეუქმნის ამ სიკეთის მიმართ საზოგადოების და ცალკეული პირების ინტერესებს.

·        მეწარმის სანდოობის შეფასების  კრიტერიუმი შეიძლება იყოს  მის მიერ  წარსულში ჩადენილი სამართალდარღვევა, თუნდაც სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდეც კი, თუ მას კავშირი აქვს მომავალში განსახორციელებელ სამუშაოსთან ,ან გადასახადების და ფინანსური ვალდებულებების გადაუხდელობა   და სხვა ;  ეს  ფაქტორები ხდება  მეწარმის სანდოობაზე  ადმინისტრაციული ორგანოს ეჭვის საფუძველი. 

 

ხხხხხხხხხხხხხხხ

         კანონიერი ნდობის პრინციპი

 

·        კანონიერი ნდობის პრინციპი  ა) კრძალავს ისეთ მმართველობით საქმიანობას, რომელიც თავის მხრივ კანონიერია, მაგრამ იწვევს მისი ადრესატის[მოქალაქის]  კანონიერი ნდობის გაცრუებას.

აქვეა მოთხოვნა,ბ) „მოქალაქის ნდობა’’  ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვნია[ანუ ვიდრე ის ინტერესი რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო]

·        ადმინისტრაციულ სამართალში კანონიერი ნდობის პრინციპი უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას’’  [სზაკი-ის მე-601 და 61-ე მუხლები]  და ადმინისტრაციული ორგანოების  დაპირებას’’ [სზაკი-ის მე-9 მუხლი]

 

·        სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის  ტანახმად,

 

 

              მუხლი 60​1 . ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 +

4. დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი[უფლების მიმნიჭებელი] ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

 

·        როცა „დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა’’ არსებობს, თუ მან[დაინტერესებულმა პირმა] ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე  უკვე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება ,მაშინ ახლა უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი.

·        დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობა’’ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებაზე’’, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება[ანუ გამოიცემა რაღაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი], ისევე არის გარანტირებული, როგორც უკვე განხორციელებულ ქმედებაზე.[ანუ როცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკვე გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ] [მუხ9(1)]

 

 

    მუხლი 9. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება

 

1. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული[დაპირებული] ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი.

 

·        მაგრამ საყურადღებოა განსხვავება „დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის’’ დაცვის ხარისხში (!) :

ა) უკვე განხორციელებული ქმედების[უკვე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის]

და

ბ)დაპირების   [ რომ  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი  გამოიცემა] 

 

შემთხვევაში .

 

·        ეს განსხვავება  ვლინდება  „დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის’’ „გამომრიცხველ გარემოებებში’’ (!!)

·        მაგ. უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ „დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის’’ გამომრიცხველი გარემოებაა -ამ დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება(!) [ანუ რომ ისარგებლოს უკვე გამოცემული თუნდაც უკანონო  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  დაინტერესებულმა მხარემ კანონი არ უნდა დაარღვიოს(!)]

·        „დაპირების’’ შემთხვევაში კი  „დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის’’ გამომრიცხველ გარემოებები ჩამოთვლილია ა მე-9 მუხლის მე-2 ნაწილში და ეს გარემოებებია:

 

 

 

 

 

 

   მუხლი 9. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება

 

2. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუ:

) მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება;

) შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო [დაინტერესებული]პირი ვეღარ აკმაყოფილებს

   დაწესებულ მოთხოვნებს;

) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება.

 

ანუ ეს გარემოებები თუ სახეზეა „დაინტერესებული მხარი’’-ს  ნდობა  ადმინისტრაციული ორგანოს „დაპირებისადმი’’  აღარ ჩაითვლება ლეგიტიმურად(!)

 

ამრიგად, დაინტერესებული პირის “კანონიერი  ნდობის დაცვის გარანტია’’ უფრო მაღალია „უკვე გამოცემული ‘’ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემთხვევაში,ვიდრე „დაპირების ‘’ შემტხვევაში (!)

ხხხხ

განსახილველი საკითხები:

·        საქმის მიუკერძებულად გადაწყვეტის პრინციპი [მუხ.8]

·        საქვეყნოობის პრინციპი [მუხ.10]

·         საიდუმლოების პრინციპი[ მუხ.11]

 

კონსპექტი:

მიუკერძოებლობის პრინციპი [მუხ.8]

   მუხლი 8. საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა

 

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად.

2. ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე.

 

 

·        ადმინისტრაციული წარმოება და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კარგავს აზრს, თუკი გადაწყვეტილების ადრესატს არ ექნება იმის გარანტია და რწმენა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი უფლაბმოსილება განახორციელა მიუკერძოებლად.

·        სზაკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობ სხვა გარემოება’’, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე.

·        საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპის კონკრეტიზაციას და რეალიზაციას ემსახურება სზაკ-ის 92- მუხლი, რომლის მიხედვიტაც, ადმინისტრაციულ წარმობეაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც :

 

)თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში

)საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია

)საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია

)იყო ექსპერტი  მოცემულ საკითხთან დაკავშირებით

)შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან

)თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს;

)საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია

2)ამ კოდექსის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება

)პირდაპირი ხაზის ნათესავი

)მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი

)აღმავალი ხაზის პირსპირი ნათესავის და-ძმა

)და-ძმა, მათი მეუღლეები, შვილები

3)თანადმობების პირი ვალდებულია ზემდგომ თანამდებობის პირს აცნობოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. განცხადება თვითგადაცილების თაობაზე განიხილება ამ კოდექსის 93- მუხლით დადგენილი წესით.

 

·        ამრიგად,საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა გულისხმობს იმას, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მირებაზე უფლებამოსილ პირს, ან იმ პირს, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე, არ უნდა გააჩნდეს პირადი ინტერესი, ანუ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს სარგებლის მომტანი მისთვის, ან მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავებისათვის.

·        სხვა გარემოებაში მოიაზრება ის შემთხვევა, როდესაც აშკარაა გადაწყვეტილების მღები ირის დაინტერესებული მხარისადმი დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე ტენდენციური[მიკერძოებული] გადაწყვეტილების  მიღების შესაძლებლობა.

 

კაზუსი:

მერიის გადაწყვეტილებით საახალწლო შოუს ორგანიზება დაევალა შპს „ტალღას’’,რომელსაც მერიის ბიუჯეტიდან გადაერიცხა 300 000 ლარი. 2 დღის შემდეგ პრესაში გამოქვეყნდა შპს-ს ამონაწერი „სამეწარმეო რეესტრიდან’’,რომლის მიხედვიტაც დასტურდება ,რომ შპს-ში მერის მეუღლე ფლობდა საწესდებო კაპიტალის 20%-იან წილს;

დავალება:

შეაფასეთ ქალაქის მერიის გადაწყვეტილება „მიკერძოებულობის პრინციპის’’[სზაკ-ის მუხ.8 ] დაცვის თვალსაზრისით;

 

პასუხი:

მერიის გადაწყვეტილებაში დარღვეულია „მიუკერძოებულობის პრინციპი’’;  მერი არ იყო უფლებამოსილი მონაწილეობა მიეღო იმ „აღმჭურველი აქტის’’[უფლების მიმნიჭებელი აქტის] გამოცემაში ,რომლითაც სარგებელს იღებდა მისი ოჯახის წევრი. [ მუხ.8(2) და მუხ.92 „ბ’’ ,“ზ’’ ,“ვ’’]

 

·        ასევე,უფლებამოსილების მიუკერძოებულად გადაწყვეტა მოითხოვს, საქაქრთველოს კანონი „პოლიციის შესახებ’’[სადაც „მიუკერძოებლობის’’ პრინციპს - „პოლიტიკური ნეტრალობის’’ პრინციპი ან „უპარტიობის’’ პრინციპი  ეწოდება] :

 

 

 

 

მუხლი 14. პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი

  პოლიციელი საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს უპარტიობის პრინციპის დაცვით. პოლიციელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისათვის.

 

ხხხხ

საქვეყნოობის პრინციპი[მუხ.10]

 მუხლი 10. საქვეყნოობა

 +

1. ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.

[ 1. ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლი, თუ ეს ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისა და გამოქვეყნების საკითხები წყდებასაერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]

2. ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცნობის, აგრეთვე მათი ასლების მიღების წესი განისაზღვრება ამ კოდექსის III თავით.

3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საკითხის საჯაროდ განხილვა, თუ ამას ითვალისწინებს კანონი.  

 

 

·        ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს.

·         საქვეყნოობის პრინციპი განსაკუთრებით ვრცელდება უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

·        ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას.

·        საჯარო ინფორმაციის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას ემსახურება სზაკ-ის მე-3 თავი[რომელსაც მოგვიანებით განვიხილავთ]

 

 

ხხხხ

 

საიდუმლოების პრინციპი [მუხ.11]

 

    მუხლი 11. საიდუმლოობა

 

ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენოს ადმინისტრაციული წარმოების დროს მიღებული ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაცია. პასუხისმგებლობა ასეთი სახის ინფორმაციის გამჟღავნების ან გამოყენებისათვის დგება კანონით განსაზღვრული წესით. ეს არ შეიძლება გახდეს ამ კოდექსის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

 

საიდუმლოობის პრინციპის მიზანი არ არის საქვეყნოობის პრინციპის შეზღუდვა. იგი ითვალისიწნებს ადმინისტრაციული წარმოების დროს მირებული ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისა და არასამსახურებრივი მიზნით გამოყენებისაგან დაცვის აუცილებლობას


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები