ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი (ე.წ. პრობლემური) ცნებები

 



1.      "ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება''

2.      "განუსაზღვრელი ცნებები"

3.      "შეფასების თავისუფალი სივრცე''

არის ადმინისტრაციული სამართლის  ინსტიტუტები

ამ ინსტიტუტების სწორი ინტერპრეტაცია[განმარტება] და სწორი გამოყენება  გავლენას ახდენს საჯარო მმართველობის კანონიერებაზე (!)

 

 ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება 

 

1.დისკრეციული უფლებამოსილების’’  ცნება და არსი

 

·        აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი ფუნქცია არის  სამართლის გამოყენება,არსებულ ნორმათა შეფარდება ;

·        ადმიისტრაციული ორგანოს ქმედების ფარგლებს ქმნის ის კონკრეტული  ნორმატიული აქტი,რომლის  შეფარდებას და აღსრულებასაც ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს;

·        სამართლის ნორმა შედგება ორი ნაწილისაგან:  

ა)ნორმის ამოქმედების წინაპირობები

და

 ბ)სამართლებრივი შედეგები.

სამართლის შეფარდება მოიცავს შემდეგ სტადიებს:

 

)სინამდვილის ფაქტის დადგენა:  ანუ იმის გარკვევა რა მოხდა ფაქტობრივად, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე?

)სამართლის სათანადო ნორმის მოძიება;

და

 მოძიებული ნორმის ფაქტობრივი შემადგელობის გარკვევა [რაც გულისხმობს სინამდვილის მოვლენის ნორმატიულ აღწერას, რომელსაც უკავშირდება იურიდიული შედეგის დადგომა]

)იმის დადგენა: შეესაბამება თუ არა მომხდარი სინამდვილის ფაქტი ნორმის ფაქტობრივ შემადგენლობას;

)სამართლებრივი შედეგების განსაზღვრა

 

„დისკრეციული უფლებამოსილების’’ არსი[შინაარსი]:

·        ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც [სამართლის ნორმის ფაქტობრივ შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემდეგ] მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს სამართლებრივი შედეგი.

·        ანუ დისკრეცული უფლებამოსილების  შემთხვევაში კანონი ერთ  კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები იმდენად, რამდენადაც ორ ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგეს ადგენს და აძლევს  ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს მისთვის ყველაზე მისაღები საშუალება.

 

„დისკრეციული უფლებამოსილების’’ ცნება[სზაკ-ის მუხ.2“ლ’’]

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

) დისკრეციული უფლებამოსილებაუფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება[ ესაა ცნება]

დისკრეცული უფლებამოსილების სახეები:

·       ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება  2 სახისაა:  ა)კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება[ამას ეწოდება დისკრეცია „თუ’’-ში]  ან ბ)  კანონმდებლობის შესაბამისი ღონისძიებებიდან რომელი ღონისძიება გამოიყენოს,ან კონკრეტულად როგორ იმოქმედოს [ ამას ეწოდება დისკრეცია“როგორ’’-ში]

·       მაგალითად, პოლიციის  დისკრეციული უფლებამოსილება მოიცავს პოლიციის არჩევანს, განახორციელოს თუ არა პოლიციური ღონისძიება.

მაგრამ როდესაც საფრთხე ექმნება პოლიციის შესახებ კანონით დაცულ სიკეთეს - საზოგადოებრივ მართლწესრიგს, ის ვალდებულია გაატაროს სათანადო ღონისძიება. ამ შემთხვევაში, მისი არჩევანის თავისუფლება  მაინც მოიცავს პოლიციური  ღონისძიების ერთ-ერთი სახის არჩევის შესაძლებლობას.

 

·       ასევე,არჩევანის თავისუფლებასთან გვაქვს ასევე საქმე, როდესაც კანონი ადგენს დარღვევის მიმართ ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობას 50-დან 100 ლარამდე. კანონით დადგენილ ამ ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ჯარიმის ოდენობაზე. 

 

2.დისკრეციული უფლებამოსილების საფუძვლები

 

·        ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი.

·        აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სამართლის ნორმის შინნარსის გარკვევა.

·        ყურადღება: კანონის ტექსტში უშუალოდ არ არის გამოყენებული ტერმინი - დისკრეციული უფლებამოსილება, მაგრამ იგი გამოიხატება სიტყვებით - ადმინისტრაციულ ორგანოსშეუძლია”, “უფლება აქვსანუფლებამოსილია”.

·        ამის საპირისპიროდ, როდესაც კანონმდებელი უთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოვალდებულია, :უფლება არა აქვს”, “უნდა აიკრძალოსდა .. ასეთ შემთხვევებში აშკარაა კანონმდებლის ნება: ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება’’

 

მაგ.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების,არქიტექტურის და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის’’ 127-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად:

  

მუხლი 127. დადგენილება უნებართვო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ან/და უკანონოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟის შესახებ

1. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე.

 

ანუ ეს  ნორმა ამ ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის მინიჭებული „დისკრეციული უფლებამოსილების’’ ფარგლებში.

 

3.ადმინისტრაციული ორგანოს „დისკრეციული უფლებამოსილების ‘’

დანიშნულება[ანუ ფუნქცია]

 

·        დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით.[რადგან ირჩევს ერთ-ერტ სამარტლებრივ შედეგს რამოდენიმედან]

·         დისკრეციული უფლებამოსილება  ემსახურება, პირველ რიგში, კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს.

·        აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გაიაზროს, თუ რა მიზნის მისაღწევად აქვს მას მინიჭებული დისკრეციული  უფლებამოსილება, რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა იქნეს გათვალისწინებული და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეაფასოს შემთხვევა და ისე  მიიღოს გადაწყვეტილება[ანუ აირჩიოს ერთ-ერთი სამართლებრივი შედეგი]

·        ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს.

·        არ შეიძლება რომელიმესთვის ან საჯარო ,ან კერძო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება

·        ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი შეპირისპირება;

·        საჯარო ინტერესების გათვალისიწნებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივიი აქტით  პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს საჯარო ინტერესებისათვის მინიჭებულ  სიკეთეს.

·        ადმინისტრაციული  ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე შერჩეულმა და ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებული შეზღუდვა, [ანუ  მიზნის მიღწევის საშუალება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს.]

·         ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მის ხელთ არსებული რამდენიმე საშულებიან იყენებს იმას, რომელიც ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანია პირის კანონიერი ინტერესებისა და უფლებებისათვის

 

·        საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში’’[ისევე როგორც სამართალდაღვევათა მომწესრიგებელ სხვა კანონებში] მოცემული ადმინისტრაციული პასუხისმგბელობის სისტემა აგებულია პასუხისმეგბლობის სიმძიმის ხარისხის მიხედვით  - მსუბუქიდან მძიმესკენ.

 

·        იერარქიულად უფრო მძიმე ზომის გამოყენება არ საჭიროებს იმის დასაბუთებას თუ რატომ არ მოხდა უფრო მსუბუქის გამოყენება.

 

·        აღნიშნული გამომდიანრეობს იქიდან, რომ კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოს  აძლევს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომ შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

·        სზაკი-ს მე-7 მუხლში მოცემული „თანაზომიერების პრინციპი’’ არის ერთგვარი „საჭე’’ ადმინისტრაციული ორგანოს ხელში,რომელიც ეხმარება მას „დისკრეციული გადაწყვეტილების ‘’ მიღებაში.

·        ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მეთოდის გამოყენებით.

·        ეს მეთოდი მდგომარეობს გადაწყვეტილების თანაზომიერების პრინციპის’’ საფუძველზე მიებაში, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო მიყავს ადმინისტრაციული სამართალდარვევის შესაფერის პასუხისმგებლობის სახესთან.

·        ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შერჩეული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე უნდა იყოს ა)გამოსადეგი, ბ)აუცილებელი და გ)პროპორციული(!)

 

 

4.    თანაზომიერების პრიციპი  [ადმინისტრაციულ სამართალში]

 

   მუხლი 7. საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა

 +

1. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

2. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

·        თითოეული შემზღუდველი ხასიათის ღონისძიება [რომელსაც იყენებს ადმინისტრაციული ორგანო] უნდა იყოს თანაზომიერი.

·        თანაზომიერების პრინციპი კრძალავს  მმართველობითი ღონისძიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას.

·         თანაზომიერების  პრინციპი თავის მხრივ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპიდან[რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა იმდენად არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო ინტერესის დაცვისთვის გარდაუვალი საშუალებაა.]

·        თანაზომიერების პრინციპის შემოწმებისას მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულებ

 

 

 

·       [ადმინისტრაციული ორგანოს მიერ] გამოყენებულ საშუალებასა და  [ადმინისტრაციული ორგანოს]  მიზანს შორის თანაზომიერების(!) შემოწმება ხდება შემდეგი  4 ნაბიჯის გავლით:

 

 პირველი ნაბიჯი:მიზნის დადგენა.

 

[უნდა დადგინდეს სახელწმიფოს[ადმინისტრაციული ორგანოს] მიერ მისაღწევი მიზანი.

 

ის კანონი, რომლის სრულებასაც ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება გვაძლევს ინფორმაციას მისაღწევ მიზანზე.(!) 

 

მეორე ნაბიჯი; შესაფერისობის დადგენა’’

 

უნდა შემოწმდეს მიზნისა და საშუალების შესაფერისობა’’. როდესაც ის შესაძლებელს ხდის მიზნის მიღწევას.

 

მაგ.

16 წლის ავთო საპატრულო პოლიციამ მრავალჯერ დააკავა მართვის მოწმობის გარეშე მამის კუტვნილი ავტომობილის ტარებისთვის.ავთოს მიერ მომავალში სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით პოლიციის უფლებამოსილმა პირმა მიიღო გადაწყვეტილება,რომელიც ავთოს ავალებს კვირაში ერთხელ გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში.

 

არის თუ არა ეს ღონისძიება მიზნის მიღღწევისთვის შესაფერისი ?

 

პასუხი:

პოლიციის ორგანოს მიერ შერჩეული ღონისძიება[კვირაში ერთხელ დაბარება] სრულიად შეუფერებელია იმისთვის,რომ თავიდან აცილებული იქნეს ავტომანქანის მართვის მოწმობის გარეშე ტარება[რაც არის პოლიციის ორგანოს მიზანი]

 

მესამე ნაბიჯი:აუცილებლობის დადგენა’’

 

უნდა შემოწმდეს არჩეული შესაფერის ღონისძიების’’ აუცილებლობა.

ღონისძიება არის აუცილებელი, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს სხვა საშუალება, რომელი მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც საზოგადოებას ისე ამ ღონისძიების ადრესატს.

 

მაგ.

შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება სახლის დემონტაჟის[ანუ დანგრევის] შესახებ,რამდენადაც ერთ-ერთ კედელს აღენიშნება ბზარები და არსებობს ჩამონგრევის საფრთხე

 

რამდენად აუცილებელი იყო ეს ღონისძიება მიზნის მისაღწევად?

 

პასუხი:  ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება სახლის დემონტაჟის შესახებ,იმ მოტივით,რომ ერთ-ერთ კედელს აღენიშნება ბზარები და არსებობს ჩამონგრევის საფრთხე არ არის აუცილებელი მიზნის მისაღწევად,რადგან შესაძლებელია კედლის შეკეთება ადეკვატური ფინანსური ხარჯის გაწევით[ანუ არსებობს მიზნის მიღწევის სხვა ნაკლები ზიანის მომტანი საშუალება ამიტომ არაა დანგრევა აუცილებელი ღონისძიება,შესაბამისად ეს ღონისძიება მიზნის [სახლის ჩამონგრევის თავიდან აცილების] არათანაზომიერია(!)

 

მეოთხე ნაბიჯიპროპორციულობის დადგენა’’

 

აუცილებელი ღონისძიება არის პროპორციული, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით გამოწვეული უფლების შეზღუდვა პროპორციულ დამოკიდებულებაშია შეზღუდვის მიზანთან.

 

მაგ.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა,რომ მშენებარე შენობა 1 მეტრით სცილდება დამტკიცებულ პროექტს;

ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება „მშენებლობის ნებართვის’’ ბათილად ცნობის შესახებ.

რამდენად პროპორციულია [ადეკვატურია] ეს ღონისძიება მისაღწევ მიზანთან?

 

პასუხი:

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის შესახებ იმ მოტივით,რომ მშენებარე შენობა 1 მეტრით სცილდება დამტკიცებულ პროექტს .არ არის პროპორციულ დამოკიდებულებაში მისაღწევ მიზანთან[რაც არის პროექტის დაცვა]

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

5)შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და მისი სამართლებრივი შედეგი

 

 

·        დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას

·        იგი  [დისკრეციული უფლებამოსილება] მხოლოდ აკისრებს[ადმინისტრაციულ ორგანოს] ვალდებულებას , რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე ,კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმეგადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

·        როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფლების  ფარგლებს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში ‘’ და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ღონისძიება ამ დროს  არის უკანონო.

 

·        შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შეცდომასთან’’ გვაქვს საქმე

  1.   როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო.
  2. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სცილდება მისი დიკსრეციული უფლებამოსილების ფარგლებს (მაგალითად; ის კონკრეტული ადმინისტრაციული გადაცდომისათვის ადგენს ჯარიმას 60 ლარის ოდენობით, როდესაც კანონი ამ კონკრეტული სამართალდარღვევისათვის ითვალისიწნებს დაჯარიმებას 10დან 50ლარამდე) და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა სიკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში[უფლებამოსილების გადამეტება] და შესაბამისად, უაკნონო მმართველობითი ღონისძიება.
  3. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ უყენებს მისთვის მინიჭებულ  დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რა კანონმდებელმა მასში ჩადო.  ასეთ შემთხვევაში ასევე სახეზეა შეცდომა დისკრეციულ უფლებამოსილების განხორციელებაში და შესაბამისად უკანონო მმართველობითი ღონისძიებაა

 

ხხხხ

·        ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიებული გადაწყვეტილება არ ექვემდებარება შემოწმებას სასამართლოს მხრიდან.

·        თუმცა სასამართლოში დავის საგანი შეიძლება გახდეს  შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში’’.

·        არის თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში ‘’ ეს  კი ხდება სასამართლო შემოწმების საგანი

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

5.    შეფასების თავისუფალი სივრცე’’

[ამინისტრაციული სამართლის ინსტიტუტი]

 

·        სამართლებრივი სახელწმიფოს პრიცნიპი ითხოვს მმართველობითი ღონისძიებების[ადმინისტრაციული ორგანოების ღონისძიებების]  სრულ სასამართლო კონტროლს(!)

·        გამონაკლისი ხდება იმ შემთხვევში,როდესაც გადაწყვეტილება დამოკიდებულია განსაკუთრებულ კომპეტენციაზე და ერჯერად სიტუაციაზე ,რომლის ხელახლა რეკონსტრუქცია შეუძლებელია;

·        ეს ის შემთხვევააროდესაც გადაწყვეტილება დაკავშირებულია შეფასების’’ პროცესთან.

·        შემფასებელს აქვს ე.წ. შეფასების  თავისუფალი სივრცე’’(!)

მაგ. სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთა შეფასება  მასწავლებლების მიერ, ასევე საჯარო მოხელეთა შეფასება ზემდგომის მიერ.

·        მაგრამ „შეფასების თავისუფლება’’  არ გულისხმობს სასამართლო კონტროლისაგან სრულ ავისუფლებას.

·        მაგ. საგანმანათლებლო დაწესებულებაში შემფასებელ შეფასების ავისუფლებიდან გამომდინარე’’  მიებული საგამოცდო გადაწყვეტილებების კანონიერების დადგენის დროს, მოსამართლე ამოწმებს: ა) ხომ არ არის დარღვეული გამოცდის პროცედურა,ბ) იყო თუ არა შექმნილი სათანადო გარემო გამოდის მიმდინარეობის დროს, გ) შემფასებლის გადაწყვეტილება ხომ არ ეფუძნება შეუსაბამო ფაქტობრივ გარემოებებსდ) გათვალისწინებულია თუ არა შეფასების დადგენილი წესები,პრინციპები და კრიტერიუმები ე) ადგილი ხომ არ ჰქონდა შემფასებლის თვითნებობას;

·        შეფასების ავისუფლების ‘’ მეორე ჯგუფს ქმნის სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში განხორციელებული შეფასებები, რომლებიც ასევე შეზღუდული სასამართლო კონტროლის  ფარგლებში ექცევა. 

 

 მაგალითად,

 ა) აქვს თუ არა კონკურსანტს სათანადო უნარი დაიკავოს საჯარო სამსახურში არსებული ვაკანტური თანამდებობა

ან  

ბ)შეესაბამება თუ არა საჯარო მოხელე დაკავებულ თანამდებობას,

 

ეს არის სუბიექტური შეფასების შედეგი.

 

რამდენადაც ასეთი შეფასებები არ კეთდება საყოველთაოდ აღიარებული ობიექტური კრიტერიუმებით,სასამართლო კონტროლი მათი[ამ შეფასებების] კანონიერების შემოწმებაზე არის   შეზღუდული(!)

 

 

·        ცალკე გამოყოფენ ა)კოლეგიური და ბ)დამოუკიდებელი ადმინისტრაციული  ორგანოების გადაწყვეტილებების შეფასების თავისუფლების’’ ნაწილს.

·        კოლეგიური და დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოების ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფუძნება განსაკუთრებულ პრინციპებს და გამომდინარეობს საექსპორტო ცოდნიდან, [რამდენადაც ასეთი ორგანოები, როგორც წესი, დაკომპლექტებულნი არიან ექსპერტებით, სპეციალური ცოდნის მქონე პირებით] ასევე არ ექცევა სასამართლოს სრული კონტროლის ქვეშ. 

ასევე შეზღუდულია სასამართლო  კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაკეთებული პროგნოზის და რისკის შეფასების მიმართ.

 

გადამოწმებას ექვემდებარება შეფასების პროცესში ა) დაცულია თუ არა საკანონმდებლო ფარგლები, ბ)ხომ არ აქვს ადგილი პროცესუალურ დარღვევებს

 

ადმინისტრაციულ სამართალში დადგენილი კანონიერების ზოგადი კრიტერიუმები: ა) ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვა ბ) მიუკერძოებლობის პრინციპი და გ) ა.შ. ვრცელდება ასევე „შეფასების’’ კანონიერების შემოწმებაზე;

 

7. განუსაზღვრელი ცნებები

 

·        კანონმდებელს არ შეუძლია ყველა მომავალი სამართლებრივი ურთიერობა ზუსტად ასახოს კანონის ნორმაში .ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვნება და მოსალოდნელი ურთიერთობების თავისუბურებები არ იძლე ამის შესაძლებელობას.

·        ამის გათვალისწინებით, კანონის ნორმას უნდა ახასიათებდეს გარკეული აბსტრაქტულობა.

·        ნორმის შემფარდებელ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჰქონდეს გარკვეული თავისუფლება, რომ მოაწესრიგოს წინასწარ გაუთვალისიწნებელი ურთიერთობები, ამ მიზანს ემსახურება კანონში ე.წ. „განუსაზღვრელი ცნებების გამოყენება

·        ე.წ. „განუსაზღვრელი ცნებების გამოყენების  შემთხვევაში კანონდმებელმა უნდა დაიცვას ნორმის განსაზღვრულობის პრინციპი და ასევე ეს ნორმა არ უნდა იძლეოდეს მისი ანტიკონსტიტუციური ინტერპრეეტაციის შესაძლებლობას.

·        განუსაზრვრელია’’ ისეთი ცნებები როგორიცაა სანდოობა”, “კეთილსინდისიერება”, საჯარო ინტერესი’’  „სახელმწიფო უაფრთხოება’’ და ..

·        „განუსაზღვრელი სამართლებრივი ცნების’’ განმარტების და გამოყენების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში,კანონის შესაბამისია მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება და კანონშიგამოყენებული „განუსაზღვრელი ცნებების’’ ადმინისტრაციუული ორგანოს,როგორც ნორმის შემფარდებლის მხრიდან ინტერპრეტაცია ექვემდებარება სასამართლო კონტროლს;


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები