ადმინისტრაციული დაპირება

 



·        ადმინისტრაციული ნების გამოვლენის ფორმებია:

a.      ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

b.      ადმინისტრაციული ხელშეკრულება

c.      ადმინისტრაციული დაპირება

 

                ადმინისტრაციული დაპირება

·        ადმინისტრაციული დაპირება’’ არ უნდა აგვერიოს“სამართლებრივ განმარტებაში’’

·        „სამართლებრივ განმარტებას’’ არ აქვს სავალდებულო ხასიატი.განმცხასდებლის შეკითხვაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული პასუხი არ წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას იმოქმედოს მის მიერ გაცემული „სამართლებრივი განმარტების’’ მიხედვით,მაშინ როცა „ადმინისტრაციულ დაპირება’’ ასეტ ვალდებულებას წარმოშობს(!)

·        ადმინისტრაციული დაპირება’’ შეიძლება გამოვლინდეს  ადმინისტრაციული ორგანოს „ნებაყოფლობითი ვალდებულების’’ აღების  ან  ადმ. ორგანოს მიერ „გარანტიის’’ მიცემის სახით(!)

·        ადმ.ორგანოს „ნებაყოფლობითი ვალდებულება’’ არის „დაპირების“ ისეთი ფორმა,როდესაც ადმ. ორგანოს წერილობითი დოკუმენტი ადასტურებს,რომ კონკრეტული მოქმედება განხორციელდება ,ან არ განხორციელდება[მოხდება მისგან  თავის შეკავება ოადმ.ორგანოს მიერ] მაგ. არ მოხდება უკანონოდ აშენებული შენობის დემონტაჟი

·        ხოლო როდესაც „დაპირების’’ საგანია  -„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა’’[ანუ დაპირება,რომ ადმ.ორგანო გამოსცემს ასეთ აქტს],მაშინ   ადმ. ორგანოს წერილობითი დოკუმენტი ამის თაობაზე იძენს ადმ. ორგანოს  „გარანტიის’’ სახეს.

·        ორივე შემთხვევაში „დაპირების’’ სამართლებრივი ბუნება ვლინდება იმაში ,რომ ის წარმოშობს „დაპირების ადრესატის’’ კანონიერ ნდობას(!)

·        „ადმინისტრაციული დაპირების’’ განსხვავება „ინდაქტისგან’’ ვლინდება  სწორედ  ადრესატის „კანონიერი ნდობის ‘’ ხარისხში[დონეში]

·        დაინტერესებული მხარის „კანონიერი ნდობა’’ სახეზე გვაქვს იმ შემთხვევაში,თუ მან[ადრესატმა] დაპირების საფუძველზე განახორციელა რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება და ადმ. ორგანოს  დაპირების შეუსრულებლობით მას მიადგა „ზიანი’’

·        ადმინისტრაციული დაპირების’’ კანონიერების აუცილებელი კრიტერიუმია(!)  ის,რომ დაპირება განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ(!)

·        „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ გამოცემის თაობაზე „ადმინისტრაციული დაპირება’’ [ანუ ე.წ.  „გარანტია’’] შესაძლებელია  გაიცეს მხოლოდ დაინტერესებული მხარეების[ყველა დაინტერესებული მხარის] მიერ საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ; ასევე საჭიროა იმ ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის მიღება ,რომლის თანხმობაც კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია დაპირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად(!)

·        ადმინისტრაციული დაპირების მიმართ  ადრესატის „კანონიერი ნდობის’’ გამომრიცხავი გარემოებებია,“ადმინისტრაციული დაპირების“ :

 

a.      წერილობითი ფორმის დაუცველობა

b.      კანონთან შეუსაბამობა

c.      შესაბამისი ნორმატიული საფუძვლების შეცვლა[რაც გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას]

d.     ადრესატის უკანონო მოქმედება

e.      რომელიმე დაინტერესებული მხარის მიერ საკუტარი მოსაზრებების წარმოუდგენლობა

f.       სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ტანხმობის გამოუცხადბლობა

·        ინდაქტის შემტხვევაში ადრესატის „კანონიერი ნდობის’’ გამომრიცხავი გარემოებაა ,მხოლოდ მისივე[ადრესატის] უკანონო მოქმედება.

·        მაგ. თუკი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის ნებარტვა გაცემულია განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ყალბი დოკუმენტის საფუძველზე,ის[განმცხადებელი’  ვერ ისარგებლებს ამ აქტის მიმართ „კანონიერი ნდობით’’

·        დანარჩენ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ინდაქტის მიმართ მოქმედებს „კანონიერი ნდობის’’ პრინციპი.[მაგ. მშენებლობის ნებართვის გაცემის საკანომდებლო საფუძვლების შეცვლა ,ვერ გახდება უკვე[მანამდე] გაცემული  მშენებლობის ნებარტვის გაუქმების საფუძველი]

·        „ადმინისტრაციული დაპირება’’ არ არის ინდაქტი,მაგრამ  კანონმდებელი ადრესატის უდფლებების დაცვის თვალსაზრისით ადგენს იმ სამართლებრივი საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას,რაც დადგენილია ინდაქტების მიმართ(!)

 

                მუხლი 9. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება

 1 +

1.   ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი.

2. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუ:

) მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება;

) შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს;

) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება.

3. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გასცეს დაპირება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მხოლოდ დაინტერესებული მხარეების მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენისა და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია დაპირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

4. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დაპირების მიმართ გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები