ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის "სამართლებრივი'' ფორმები
·
ადმინისტრაციულ
ორგანოებს აქვთ კანონმდებლის მიერ კანონის ფორმით მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულების ფუქნცია.
·
კანონი არის ზოგადი ხასიათის ,ადმინისტრაციული
ორგანო კი ახდენს მის[ამ ზოგადი
კანონის] კონკრეტიზაციას,ინდივიდუალიზაციას და სისრულეში მოყვანას.[ ანუ
აღსრულებას]
·
კანონის ნორმების ა)კონკრეტიზაციის,ბ) ინდივიდუალიზაციის
და გ) აღსრულების სამართლებრივი ინსტრუმენტები თავმოყრილია „ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ფორმებში’’
ხ
დაიმახსოვრე:
ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი
ფორმებია:
1. ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი
აქტი[შემოკლებით: ინდაქტი]
2.
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
3.
რეალური
მოქმედება[ ანუ რელაქტი]
4.
ადმინისტრაციული
ხელშეკრულება
[თითოეულ მათგანს მოგვიანებით ცალ-ცალკე
მიმოვიხილავთ]
ხ
რისთვის არის საჭირო
ადმინისტრაციული ორგანოს „სამართლებრივ ფორმებში“ მოქცევა ?
.
·
ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის „სამართლებრივ ფორმებში’’ მოქცევის იდეა მდგომარეობს მართვის საშულებებისთვის
სამართლებრივი
ფორმის მიცემაში.
·
„სამართლებრივ ფორმაში“ მოქცევა შესაძლებელს ხდის ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის ა)წინაპირობები და ბ)შედეგები გახდეს წინასწარ განჭვრეტადი.
·
ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის „სამართლებრივ ფორმებში’’
მოქცევა ამარტივებს მმართველობის პროცესს
·
მაგალითად, როდესაც მმართველობითი ღონისძიება ხორციელდება „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ ფორმით, მის ადრესატს შეუძლია განჭვრიტოს თუ რა წინაპირობების საფუძველზე განხორციელდება საჯარო მმართველობითი ღონისძიება, რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს და როგორ უნდა დაიცვას თავი ამ ღონისძიებით გამოწვეული შემზღუდველი შედეგებისგან.
ხ
რა განსხვავებაა „მმართველობით ფორმებს’’ და „სამართლებრივ მმართველობით ფორმებს ‘’ შორის?
·
უპირველეს ყოვლისა, ტერმინოლოგიურად ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს „ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ფორმები’’და „ადმინისტრაციული
ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები’’
·
ადმინისტრაციული ორგანოს „საქმიანობის ფორმის’’ და „საქმიანობის სამართლებრივი ფორმის’’ განსხვავება კარგად ჩანს „დაგეგმვითი შინაარსის“ მმართველობაში.
·
მაგ. „გეგმა’’
არის „საჯარო მმართველობის ფორმა’’,მაგრამ
ის არ არის „სამართლებრივი ფორმა’’
·
თუმცა „გეგმა ‘’ შიძლება გამოიცეს ა) კანონის
ბ)კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის, გ)ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის’’ ან დ)
შიდაორგანიზაციული აქტების- „სამართლებრივი ფორმითაც’’
·
„ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ფორმა’’ არის ზოგადი ცნება
·
„ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივ ფორმა’’ კი არის
საქმიანობის ისეთი ფორმა ,რომელიც სზაკ-თ[ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით] ან სხვა
სპეციალური კანონებით[მაგ.პოლიციის შესახებ’’ კანონით] არის განსაზღვრული
ხ
·
ყურადღება: ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობაში
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს „არაფორმალურ მმართველობასაც’’[ ანუ მმართველობის
განხორციელებას „სამართლებრივი ფორმების ‘’ გარეშე]
ხ
·
ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში საქმიანობის „სამართლებრივი ფორმების’’ განსაზღვრას აქვს ორგამი ფუქნცია.
·
„ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივ ფორმები ’’ ემსახურება: ა) მოქალაქის სამართლებრივ დაცვას[ე.წ. „დაცვის
ფუნქცია’’] და ამავდროულად ბ)ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას ლეგიტიმური ამოცანები მოიყვანოს სისრულეში[ე.წ. „უზრუნველყოფის ფუნქცია’’]
·
„ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივ ფორმები ’’ ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების სამართლებრივი
ინსტრუმენტებით აღჭურვას და ამ ორგანოთა საკანონმდებლო ბოჭვას[სამართლებრივი
სახელმწიფოს შესაბამისი წესრიგის ქვეშ მოქცევას]
·
. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის რომელ ფუქნციას[ „რეგულირების’’
,„დაცვის’’ თუ „უზრუნველყოფის’’ ] უნდა მიენიჭოს უპირატესობა, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი კუთხიდან შევხედავთ მას.
სამართლებრივი
სახელმწიფოს კუთხით თუ შევხედავთ -
მნიშვნელოვანია მმართველობითი საქმიანობის მოქცევა მკაცრ რეგულაციაებში
მმართველობითი ღონისძიების ადრესატის კუთხიდან თუ
შევხედავთ- მნიშვნელოვანია უფლების დაცვის საშულებების განსაზღვრა,
ხოლო საჯარო მმართველობის ფუქნციონირების ინტერესებისდან თუ
ამოვალთ - ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტებით უზურნველყოფა
Комментарии
Отправить комментарий