საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სახეები[ზოგადი დახასიათება]

 



·              „საკუთრების წინაარმდეგ მიმართული დანაშაულები’’ შეიძლება დაიყოს 2 ჯგუფად

 

1)      „დაუფლებითი დანაშაულები’’[ასეთია: 177-180 ,182-ე და 183-ე მუხლებით გატვალისწინებული დანაშაულები]

და

2)      „არადაუფლებითი დანაშაულები’’[ასეთია: 181-ე ,1821-ე ,185-1891 მუხლები]

„დაუფლებითი დანაშაულები’’

·       „დაუფლებითი დანაშაულები’’ ხასიათდება რამდენიმე თავისებურებით

·       ერთ-ერთი თავისებურება ამ სახის „დანაშაულთა საგანში’’ გამოიხატება;

·       „დაუფლებითი დანაშაულების’’  საგანს რამდენიმე ნიშან-თვისება ერთობლიობაში[კუმულაციურად] უნდა ხასიათებდეს[!].

 

ეს ნიშან-თვისებებია:

 

1.    დანაშაულის საგანს უნდა ჰქონდეს ნივთის ფიზიკური პარამეტრები“[როგორიცაა: რაოდენობა,რიგითობა,წონა,მოცულობა ,სივრცეში განფენილობა და ა.შ]

2.    დანაშაულის საგანზე  ა)დახარჯული უნდა იყოს ადამიანის შრომა და  ბ)უნდა ჰქონდეს მატერიალური ღირებულება

3.    დანაშაულის საგანი უნდა იმყოფებოდეს“სხვის’’  ა) საკუთრებაში ან ბ) მფლობელობაში

4.    დანაშაულის საგნის „სხვისი მფლობელობიდან ‘’ამოღება უნდა მოხდეს უკანონოდ[!]

5.    დანაშაულის საგნის სხვისი მფლობელობიდან ამოღება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ[!]

6.    დამნაშავეს უნდა ჰქონდეს  დანაშაულის საგნის[ნივთის] მარტლსაწინააღმდეგო „მისაკუთრების მიზანი [!]

 

[განვმარტოთ თითოეული  ეს ნიშანი]

 

პირველი ნიშანი:

1.“დანაშაულის საგანს უნდა ჰქონდეს ნივთის ფიზიკური პარამეტრები

 

·       ეს ნიშნავს ,რომ „საკუტრების წინააღმდეგ მიმართული „დაუფლებითი’’ დანაშაულის  საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი ქონება,რასაც ა)ფიზიკური პარამეტრები[მახასიათებლები] არ გააჩნია და ბ)რომლის „დასაწყობება’’ ან „ჩატუმბვა’ შეუძლებელია[!]

·       ყურადღება: „ბუნებრივი არი’’ ამ სახის დანაშაულის საგანია რადგან მისი“ჩატუმვა’’ რეზერვუარში შესაძლებელია]

·       ელექტროენერგია’’ არაა „დაუფლებითი დანაშაულის’’ საგანი რადგან :ა) არ აქვს ფიზიკური პარამეტრები და ბ)შეუძლებელია მისი „დასაწყობება’’

[ამიტომ,ელ.ენერგიის მოხმარებისთვის მრიცხველზე დაფიქსირებული გადასახდელი თანხის მართლსაწინააღმდეგო შემცირების ფაქტი კვალიფიცირდება,არა როგორც „დაუფლებითი დანაშაული’’[მაგ „ქურდობა’’ ,ან „თაღლითობა’’]  ,არამედ როგორც“ქონებრივი დაზიანება მოტყუებით’[მუხ.185-ე]

·       მუსიკა,რომანი ნოველა,ლექსი არაა „დაუფლებითი დანაშაულის’’ საგანი რადგან :ა) არ აქვს ფიზიკური პარამეტრები და ბ)შეუძლებელია მათი „დასაწყობება’’[ამსახის ქონების მიმართ შეიძლება განხორციელდეს საკუთრების მიმართ „არადაუფლებითი დანაშაული’’[ მაგ. „საავტორო უფლების ხელყოფა’ -მუხ.189-ე][ასე,რომ თუ ვიმე მაღაზიიდან მოპარავს წიგნს  ,სახეზეა „დაუფლებიტი დანაშაული’’,მაგრამ თუკი ვინმე მიისაკუტრებს სხვის საავტორო უფლებას,ანუ ტავს ნაშრომის ავტორად გაასაღებს,სახეზეა -საკუთრების მიმართ „არადაუფლებითი დანაშაული’’]

·       „ლიტერატურული ქურდობა’’,ანუ „პლაგიატი’’ ძირითადად ხორციელდება შემოქმედებიტი შრომის ისეთი პროდუქტზე[დანაშაულის საგანზე],რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფიზიკური პარამეტრები[ესენია:“სამეცნიერო ნაშრომი’’,“ლიტერატურული ნაშრომი’’,მუსიკა,ფილმის სიუჟეტი ან პერსონაჟები და სხვა];

·       თუმცა არსებობს შემოქმედებითი შრომის ისეთი პროდუქტებიც,რომელებსაც აქვთ „ნივთის ფიზიკური პარამეტრები’’[მაგ. ნახატი,ქანდაკება,საიუველირო ნაკეთობა და ა.შ]

შემოქმედებითი შრომის ისეთი პროდუქტების  მიმართ შეიძლება განხორციელდეს ,როგორც „დაუფლებითი’ ისე  „სავტორო უფლებების ხელყოფის’ დანაშაული

მაგ. პეტრე მუზეუმიდან იპარავს  ფიროსმანის ნახატს სახეზეა დაუფლებითი დანაშაული[მუხ.183-ე]

მაგრამ თუკი პეტრს ხელში ჩაუვარდება ცნობილი მხატვრის უცნობი ნახატი,რომლის ავტორადაც თავს ასაღებს,მაშინ სახეზეა - „საავტორო უფლების ხელყოფა’’[მუხ.189-ე]

·       ყურადღება:“დაუფლებითი დანაშაულის’’ საგანი შეიძლება იყოს :

 

a.       ანგ) მთავარი ნივთი ან  დ) მთავარი ნივთის საკუთვნებელი  ან ე)მთავარი  ნივთის  ნაყოფი 

 

b.      ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი[მაგ. ცნობილი მხატვრის უნიკალური ნახატი] ან  გავარეობითი თვისებების მქონე ნივთი[მაგ. სერიულად გამოშვებული მანქანა ან ავეჯი]

 

მე-2 ნიშანი:

 

2.დანაშაულის საგანზე  ა)დახარჯული უნდა იყოს ადამიანის შრომა და  ბ)უნდა ჰქონდეს მატერიალური ღირებულება

·       მატერიალური სამყაროს საგნები,“ქონებად’’ რომ ჩაითვალოს,ამის საფუძველია „საზოგადოებრივად აუცილებელი შრომა’’

·       სწორედ „საზოგადოებრივად აუცილებელი შრომა’’ ანიჭეებს საგნებს ეკონომიკურ თვისებებს : ა) „გაცვლით’’ თვისებას და ბ) „სამომხმარებლო“ თვისებებს.

·       ეს თვისებები გამოხატულებას პოულობს  ნივთის „ფასში’’

·       ამიტომ,ბუნებრივი რესურსები და ისეთი საგნები,რომლებიც არ წაროადგენენ ადამიანის შრომის ნაყოფს,არ განიხილებიან[არ ითვლება] „დაუფლებითი დანაშაულის’’ საგნად[!]

·       ამრიგად, „დაუფლებითი დანაშაულის’’ საგანი არაა: ტყე,მასში არსებული ცხოველები და ფრინველები,მდინარეებსა,ტბებში თუ ზღვაში მობინადრე თევზები და ცხოველები.

·       მაგრამ ამათ მიმართ განხორცილებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება კანონით დადგენილი წინაპირობების  არსებობისას კვალიფიცირდება „გარემოს დაცვის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა’’ თავში[კოდექსის] გათვალისწინებული მუხლებით [მაგ. 300-ე,301-ე ,302-ე და ა.შ]

·       ამრიგად, თუკი პირი მართლსაწინააღმდეგოდ [მაგ. ფარულად] დაეუფლება სხვის ეზოში დარგულ ხეებს და მათ ნაყოფს,ან აქ მყოფ ფრინველებს და ცხოველებს[მაგ. ძროხას  ან ქათმებს] ,ქმედება დაკვალიფიცირდება „ქურდობით’’[ რაც არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანააულის ერთ-ერთი სახე]

·       ხოლო თუკი იგი მართლსაწინააღმდეგოდ [მაგ. ფარულად] დაეუფლება ტყეში გახარებულ ხეებს ან იქ ბინადარ ცხოველებს და ფრინველებს,ქმედება სათანადო წინაპირობების არსებობისას[ რაც არის „ჩადენის ხერხი’’ და დამდგარი  მარტლსაწინააღმდეგო „შედეგი’’] დაკვალიფიცირდება 303-ე და301-ე მუხლებით[ანუ „გარემოს დაცვის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა’’ და არა „საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა’’ მუხლებით.

·       ყურადღება: ზემოთ ნათქვამი ისე არ უნდა გავიგოთ,რომ თუკი ნივთის შექმნაზე დახარჯულია ადამიანის შრომა,იგი ყველა შემთხვევაში „დაუფლებითი  დანაშაულის’’ საგანია.

·       მართლაც,შეიძლება ნივთის შექმნაზე დაიხარჯოს ადამიანის შრომა,მაგრამ  იგი მაინც „გარემოს დაცვის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის’’ საგნად  დარჩეს[!]

·       მაგ. ადამიანებმა თავის შრომით შექმნეს ხელოვნური  ტყე,ასევე შექმნეს ხელოვნური ტბა.ამავე ტყეში შეიყვანეს სხვადასხვა გარეული ცხოველები და ამაში დახარჯეს შრომა და თანხები.ხელოვნურ ტბაში ხელოვნურად მოაშენეს თევზები. მიუხედავად იმისა,რომ ტყის შექმნაში ადამიანის შრომა და თანხა დაიხარჯა,იგი უკვე  ბუნებრივი „ეკოსისტემის’’ შემადგენელ ნაწილად იქცა და ამდენად ტყეზე და მასში მცხოვრებ ცხოველებზე ვრცელდება „ეკოლოგიური სამართალი’’. შესაბამისად,აქ არსებულ „ნივთებზე’’ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა გვაძლევს ან „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას’’[და შესაბამისად  გამოიყენება „ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსის“ მუხლები],ან გვაძლევს  „გარემოს დაცვის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს“[და შესაბამისად  გამოიყენება სისხლის სამართლის კოდექსის ამავე სახელწოდების თავის მუხლები]

·       მაგრამ სულ სხვა სიტუაცია გვექნება,თუკი სახელმწიფო ეკოსისტემის შემადგენელ ნაწილზე[მაგ. ტყეზე] მიიღებს მისი „გასხვისების ‘’ გადაწყვეტილებას[ანუ თუკი სახელმწიფო ტყეს  კერძო პირეზე გაყიდვას დაუპირებს ] და ამ მიზნით გამოაცხადებს ტენდერს.პრივატიზაციის [კერძო საკუთრებაში გადასვლის] შემდეგ ტყე უკვე იმ “ ნივთად’’[საგნად] იქცევა,რომელიც შეიძლება გახდეს „დაუფლებითი დანაშაულის’’ [მაგ. თაღლითობის] საგანი.  მარტლაც,შესაძლებელია ,რომ მისმა შემძენმა იგი[ტყე] „თაღლითობის’’ გზით შეიძინოს[ მაგ. გაიხსენე ჯაყოს „თაღლითობა’’ თეიმურაზის ტყის ხელში ჩასსაგდებად]

·       „დაუფლებითი დანაშაულის’’ საგანს ასევე არ წარმოადგენს „სხვისი’’ ა)არც რაიმე „ოფიციალური დოკუმენტი’’ და არც ბ) რაიმე „კერძო დოკუმენტი’’, რომლის  ა) „გაყალბებით’’ ან ბ) „უკანომო დაუფლებით’’,შესაძლოა დაირღვეს ამ „სხვა’’ პირის  საკუთრების უფლება [!]

·       მართლაც, თუკი ვინმე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება „სხვის’’ „ოფიციალურ დოკუმენტს’’ „ანგარებით’’ ,ან სხვა „პირადი’’ მოტივით,იგი პასუხს აგებს 363-ე მუხლით და არა „საკუთრების წინააღმდეგ „დაუფლებითი დანაშაულით’’ .

·       ხოლო თუკი მოხდება „სხვისი“ „კერძო დოკუმენტების’’[მაგ.  „პირადი წერილების“,ან „პირადი დღიურის“] უკანონო დაუფლება ,ქმედება დაკვალიფიცირდება 157-ე“პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის  ხელყოფა’’,ანდა ან 1571-ე მუხლით „პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა’’

·       ზოგჯერ კი ამგვარი ქმედება[ანუ „სხვისი“ „კერძო დოკუმენტების’’უკანონო დაუფლება]  შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ სამოქალაქო სამარტალდარღვევის ნიშნებს.

 

მაგ.პეტრემ პავლესგან ისესხა თანხა,რაზეც „შინაურული’’ ხელშეკრულება დადეს[რომელიღაც რვეულში ჩაწერეს და ხელი მოაწერეს],სანამ ვალის გადახდის დრო დაგებოდა პეტრემ გადაიფიქრა ვალის გადახდა და პავლეს მოპარა ეს ხელშეკრულება[რვეული],რათა დაეღწია ვალის გადახდისგან[ მსგავს ტემაზე ნახე  იუთუბზე რუსთაველის თეატრის სპექტაკლი „პეპო’’ ეროსი მანჯგალძის მონაწილეობით,ეს ის მსახიობია „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა’’-ში რომ თამაშობს ფოტოგრაფის როლს]. სახეზეა „სამოქალაქო დავის’’ საგანი  - ე.წ. „შინაურული’’ ხელშეკრულება ,და არა „საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის’’ საგანი[!]

·       თუმცა ,არსებობს ერთი გამონაკლისი ,როდესაც „დოკუმენტი’’ შეიძლება გახდეს „საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის’’ საგანი[!]

·       კერძოდ,183-ე მუხლის თანახმად  დაუფლებითი დანაშაულის’’ ერთ-ერთი საგანია- „განსაკუტრებული ისტორიული,კულტურული,მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების დოკუმენტი’’[!]

·       ეს ისეთი „დოკუმენტია’’ რომელიც:

a.     არაა დაკავშირებული „მმართველობით წესთან’’[ანუ არაა ადმინისტრაციული ორგანოს აქტი]

b.    სპეციალურად დაცულია სათანადო დაწესებულებაში[მაგ. „ხელნაწერთა ინსტიტუტში’’]

c.     მის შენახვაზე და მოვლაზე იხარჯება თანხა

d.    ის ქართველი ერის საკუტრებაა

მაგ. ასეთია,“გეორგიევსკის ტაქტატი’’,ან ცნობილ პირთა [მაგ. ვაჟა-ფშაველას ] ხელნაწერები,ანდა საქართველოს მეფეტა მიერ ხელმოწერილი ან ბეჭედდასმული დოკუმენტი,ან ბიბლიის ან ვეფხის-ტყაოსნის უძველესი ხელნაწერი და ა.შ.

მე-3 ნიშანი:

3.“დანაშაულის საგანი უნდა იმყოფებოდეს“სხვის’’  ა) საკუთრებაში ან ბ) მფლობელობაში“

ყურადღება:

თუკი ნივთი:

a.     „ამორიცხულია’’ [იურიდიულად ან ფაქტობრივად] „სხვისი’’ საკუთრებიდან[!]

b.    „დაკარგულია’’[ანუ „ნაპოვარია’’][!]

c.     „ჯერ არაა გადასული „სხვის’’[ვინმეს] საკუთრებაში[!]

 

მაშინ ასეთი ნივთი „დაუფლებითი დანაშაულის’’ საგნად  არ ჩაითვლება[!!],

რადგან „დაუფლებითი დანაშაული’’ არის : „სხვისი’’ ქონების მართლსაწინააღმდეგო შემცირების ხარჯზე დამნაშავის ქონების ა)[ფაქტობრივი]გაზრდ ან ბ) ამ „მიზნისაკენ“ მიმართულ ქმედება[!] [გაზრდისაკენ  მიმართული  ქმედება,მცდელობა]

 

ხხხხ

რას ნიშნავს  „ამორიცხულია’’ [იურიდიულად ან ფაქტობრივად] „სხვისი’’ საკუთრებიდან’’  ?[განმარტება]

 

„ამორიცხულია’’ ნიშნავს შემდეგ შემთხვევებს:

ა) „ნივთის საკუთრებიდან ამორიცხვა ნებაყოფლობით’’

 

მაგ. პეტრემ სახლიდან გაიტანა ძველმოდური ავეჯი და დაალაგა ქუჩაში იმ ვარაუდით,რომ წაიღებდა ის ვისაც მოეწონებოდა.

·       ეს ნივთი[ძველმოდური ავეჯი] ნებაყოფლობიტაა ამორიცხული მესაკუთრის ქონებრივი ფონდიდან და ამიტომ იგი აღარაა „დაუფლებითი დანაშაულის ‘’ საგანი- ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი წაღება

 

ბ)  „მიცვალებულის საფლავში ჩატანებული ნივთები’’

 

·       „მიცვალებულის საფლავში ჩატანებული ნივთები’’  ასევე  არ იმყოფება არავის ქონებრივ ფონდში და ამიტომ არც ასეთი ნივთებია „დაუფლებიტი დანაშაულის’’ საგანი.

·       ამ ნივთების მისაკუთრების მიზნით განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დაკვალიფიცირდება 258-ე მუხლით“მიცვალებულისადმი  უპატივცემულობა’’’

 

გ) „სხვა  პირზე ნივთის შეცდომით გადაცემა’’

 

·       პეტრემ ბანკომატიდან 500 ლარის გამოტანის ოპერაცია შეარულა,როცა ფული აიღო და დათვალა[ყურადღება: ფული მიღებისას და გაცემისას ყოველტვის უნდა დათვალო- დაიმახსოვრე,წინდახედულობის ნორმაა !] ,ნახა,რომ 500 ლარის ნაცლად ბანკომატიდან 1000 ლარი მოიხსნა. იგი მიხვდა,რომ ბანკომატში ფულის კუპიურები შეცდომით იყო ჩალაგებული. მან ამის შესახებ ბანკს არ შეატყობინა და თანხა მიისაკუტრა.  სახეზე არაა : არც „ქურობა“,არც „თაღლითობა“, და არც „მითვისება’’,რადგან მესაკუთრის მიერ ან სხვა მფლობელის მიერ პირზე „შეცდომით’’ გადაცემული ნივთი არაა „დაუფლებითი დანაშაულის’’ საგანი,ვინაიდან იგი[ნივთი] თავად მესაკუთრის შეცდომის გამო[რაშიც ბრალი არ მიუძღვის იმას,ვისაც იგი ხელში ჩაუვარდა] გასულია[ანუ ამორიცხულია] მისი[მესაკუთრის] ქონებრივი ფონდებიდან.

·       ასე რომ, ჩვენს მაგალითში სახეზეა სამოქალაქო და არა სისხლის სამართლის დავის საგანი[ ბანკმა შეიძლება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლისმუხლით მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება]

 

რას ნიშნავს „დაკრგული’’ ნივთის[ანუ ნაპოვარის ] მისაკუთრება ?

 

·        პირველ რიგში ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ : ა)“დავიწყებული ნივთი’’ და ბ) „დაკარგული ნივთი’’

ა)“დავიწყებული ნივთი’’

·        „დავიწყებული ნივთი’’ არის ნივთი,რომელიც პატრონს დარჩა „დაცულ  ადგილას’’[სამუშაო კაბინეტში,საკლასო ოთახში და ა.შ],სადაც არ მოძრაობს „შემთხვევითი ხალხი’’ და ამ დაცული ობიექტის ადმინისტრაციას ევალება ეცადოს  ისე მოაწყოსმენეჯმენტი,რომ მისმა თანამშრომლებმა „ხელს არ გააყოლონ’’  სხვა თანამშრომლის მიერ „დავიწყებული ნივთი’’

·        შესაბამისად ადმინისტრაციამ ზომები უნდა მიიღოს „დავიწყებული ნივთის’’ დასაძებნად,თუკი ამას მოიტხოვს ნივთის პატრონი.

·        თუმცა ,ეს ღონიძიება არ ნიშნავს იმას,რომ იმ შემთხვევაში ,როცა ვერ იპოვნიან „დავიწყებულ ნივტს’’ ან პირს ,ვინც „დავიწყებულ ნივთს’’ დაეუფლა,ამაზე პასუხისმგებლობას აიღებს ადმინისტრაცია[ ანუ დაიმახსოვრე -„დავიწყებულ ნივთებზე’’ ,რომლებიც გაუჩინარდება  ამა თუ იმ ობიექტის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს[!!!] ]

 

მაგ. პეტრეს თავის სამუშაო კაბინეტის მაგიდაზე დაავიწყდა საფულე,სადაც ედო 500 ლარი.მეორე დღეს მას კაბინეტში საფულე არ დახვდა.გაირკვა,რომ ორგანიზაციის დამლაგებელმა  კაბინეტის დალაგებისას იპოვა იგი და მიისაკუტრა. სახეზეა ქურდობა,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია [177-ე მუხ.მე-2 ნაწ]

ხოლო თუ ვერ დადგინდება,თუ ვინ დაეუფლა საფულეს,პეტრეს ამ ზარალს ორგანიზაცია არ აუნაზღაურებს,რადგან მას ეს ნივტი არ „მიუბარებია’’ ადმინისტრაციისთვის და „დავიწყების’’ ფაქტზე თავადაა პასუხისმგებელი.

 

 

ბ) „დაკარგული ნივთი’’

 

·        „დაკაგული ნივთი’’ არის ნივთი,რომელიც მისი პატრონის მფლობელობიდან გავიდა „დაუცველ ადგილას’’[მაგ. ჩამოვარდა ავტომობილიდან ქუჩაში,ან ჩამოვარდა მატარებლიდან ლიანდაგზე,ან მოქალაქეს ამოუვარდა ჩანთიდან[ჯიბიდან] თავად კი მოშორდა იმ ადგილს ისე რომ ვერ გაიგო,ან რაიმე ნივთი „დაავიწყდა“ ისეთ ადგილას სადაც მოძრაობს „შემთხვევითი ხალხი’’[მაგ.კინოთეატრის ამ რესტორნის დარბაზში,აუზის გასახდელში]თავად კიმოშორდა იმ ადგილს

·        ასე,რომ თუ სახეზეა „დაუცველი ადგილი’’ მნიშვნელობა აღარ აქვს,ნივთი პატრონს „დაავიწყდა’’ ,თუ „დაკარგა’’

·        დაიმახსოვრე: როცა სახეზეა „დაუცველი ადგილი’-ნივთი ითვლება „დაკარგულად’’[!]

 

მაგ. პეტრემ ავტობუსში იპოვა ძირს დაგდებული საფულე ფულით,სადაც საფულის პატრონის პირადი მონაცემებიც იდო[სახელი,გვარი,ტელეფონის ნომერი]პეტრემ არც პატრონ და არც პოლიციას არ სეატყობინა ნაპოვნის შესახებ და „ნაპოვნი’’ მიისაკუთრა.

მაგ.2.პეტრემ დაინახა,რომ მოქალაქემ ბანკომატიდან მოხსნა ფული,მაგრამ იქვე დაავიწყდა,თავად კი ჩაჯდამანქანაში და წავიდა.პეტრემ ეს თანხა მიისაკუთრა.

 

მსგავს შემთხვევებში ,რადგან ნივთი  უკვე გასულია მესაკუთრის ქონებრივი ფონდებიდან,ამიტომ იგი არაა „დაუფლებითი’’ დანაშაულის საგანი.

შესაბამისად, პეტრეს ქმედებაში არ არის „საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დაუფლებითი დანაშაულის’’ ნიშნები.

 

·        მაგრამ ისმის კითხვა ,ხომ არაა პეტრეს მოქმედება „თვითნებობა’’[მუხ.360-ე]

·        ყურადღება: „თვითნებობას’’ ადგილი აქვს: ა) „ნამდვილად თავისი’’ უფლების  ან ბ)“თავისად დაგულებული[ანუ თავისად  მიჩნეული]’’ უფლების განხორციელებისას ,თანაც „დადგენილი წესის’’ საწინააღმდეგოდ[ანუ „დადგენილი წესის დარღვევით’’ განხორციელებისას[!]

 

ზემოთ მოყვანილ მაგალითში“დაკარგული ფულის მისაკუთრება’’ პეტრესთვის  არც „ნამდვილად მისი უფლება’’ იყო  და არც“თავისად დაგულებული უფლება ‘’[ანუ პეტრე არ ფიქრობდა,რომ მასამ ნივთის მისაკუთრების უფლება ჰქონდა],შესაბამისად  არასწორი იქნება პეტრეს ქმედების შეფასება[კვალიფიკაცია] –„თვითნებობად’’

 

როგორი ნივთი არ ითვლება „დაკარგულად’’ ?

·        „დაკარგულად ‘’არ ჩაითვლება ნივთი,რომელიც მართალია პირს „დაავიწყდა’’ „დაუცველ ადგილას’’,მაგრამ იგი ა)ჯერ არ იყო „ამოღებული’’[გასული ] მისი  ქონებრივი ფონდიდან[!] და ბ)ჯერ არ იყო შექმნილი „სხვა’’ პირის  შეხედულებისამებრ ამ ნივთის განკარგვის შესაძლებლობა

 

მაგ.პეტრემ შეასრულა შესაბამისი ოპერაცია და ბანკომატიდან მოიტხოვა 150 ლარი.როცა ბანკომატიდან ესთანხა ფიზიკურად გამოჩნდა და პეტრესთვის ხელმისაწვდომი გახდა,პეტრეს დაავიწყდა მისი აღება და ისე დატოვა ეს ადგილი,რომ ფული არ წაუღია.

 

ყველაფერ ამას თვალს ადევნებდა იქვე მდგომი ვასო,რომელმაც სცადა პეტრეს დაძახება,მაგრამ ამაოდ,იგი თვალს მოეფარა. ვასომ ისარგებლა მომენტით და ბანკომატიდან გამოჩენილი ფული ამოიღო და მიისაკუთრა.

 

როგორც შემდეგ გაირკვა,თუკი ვასო 20 წამის განმავლობაში ხელს არ მოკიდებდა ამ თანხას,ბანკომატი მას ავტომატურად უკან ჩააბრუნებდა და იგი კვლავ პეტრს ანგარიშზე დაფიქსირდებოდა.

 

ყველაფერი ეს კი იმას ნიშნავს,რომ აღნიშნული თანხა ა)ჯერ არ იყო  გასული ბანკში პეტრეს სახელზე გახსნილი ანგარიშიდან ,ანუ იგი ჯერ არ იყო „დაკარგული’’

 

ამდენად,“ობიექტურად“ თუ შევაფასებთ  ვასო დაეუფლა თანხას „ფარულად’’[ანუ „იქურდა’’]

 

მაგრამ აქ უნდა ითქვას შემდეგი : „ქურდობა’’ არის განზრახი დანაშაული,სადაც „ფარულობის’’ განსაზღვრისას „სუბიექტურ კრიტერიუმს’’ ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა[!][ და არა ობიექტურ კრიტერიუმს]

 

ასე,რომ რადგან ვასომ „არ იცოდა’’,რომ ბანკომატიდან ამოუღებელი თანხა რამდენიმე წამის შემდეგ უკან ბანკომატშივე დაბრუნდებოდა და მესაკუთრის ანგარიშზე დაჯდებოდა,არამედ მას ეგონა,რომ თანხა უკვე საბოლოოდ მოხსნილი იყო მესაკუთრის ანგარიშიდან[ანუ ამორიცხული იყო მესაკუთრის ქონებრივი ფონდიდან],ამიტომ ეს საკითხი[კაზუსი] უნდა გადაწყდეს ვასოს „სუბიექტური  ‘’ წარმოდგენის შესაბამისად [და არა ობიექტური დამკვირვებლის წარმოდგენების შესაბამისად] და შეფასდეს როგორც „დაკარგული ნივთის მისაკუტრება’’,რაც არ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სამაგიეროდ,სახეზეა სამოქალაქოსამართალდარღვევა[!][ანუ პეტრემ შეუძლია მოითხოვოს ვასოსგან ტანხის დაბრუნება სამოქალაქო სამართლის მიერ დადგენილი წესებით]

 

·        შესაძლოა გაჩნდეს აზრი,რომ „დაკარგული ნივთის  მისაკუთრება’’ შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც „მითვისება’’[მუხ.182-ე]

·        ამის არგუმენტაცია შემდეგია: ნებისმიერ პირს აქვს დაკარგული ნივთის „პოვნოს’’ უფლება,

ა)„ნაპოვარი’’ იმყოფება მის  მართლზომიერ მფლობელობაში და რადგან ბ)პირმა „ნაპოვარი’’ თავის ქონებას მიუერთა ,ამიტომ სახეზა- „მითვისების’’ ფაქტი[!]

·        მაგრამ საკითხის ამგვარად დასმა არასწორია.[!]

·        მარტალია „დაკარგული ნივტოს’’ პოვნა შემთხვევის საკიტხია და „პოვნას’’  ვერავინ ვერავის აუკრძალავს,მაგრამ მას შემდეგ რაც პირი იპოვის „დაკარგულ ნივტს’’,მოქმედი სამოქალაქო კოდექსით მას ევალება დაუყონებლივ „განუცხადოს“ „პოვნის’’ შესახებ და გადასცეს  „ნაპოვარი’’:

a.      ნივტის დამკარგავს[!]

b.      მესაკუთრეს[!]

c.      უფლებამოსილ პირს!]

d.     ან თუ ამათი ვინაობა უცნობია- პოლიციას[!] ,ან სხვა ადგილობრივ ორგანოს[!]  და გადასცეს ეს „ნაპოვარი ნივთი’’ შესანახად[!]

         ყურადღება: 

            და  მხოლოდ მპოვნელის მიერ პოლიციაში „განცხადების’’ გაკეთებიდან 1 წლის გავლის შემდეგ

           მპოვნელი იძენს „საკუთრების უფლებას დაკარგულ[ნაპოვარ] ნივტზე[სამოქ.კოდ. მუხ.191-ე]

·        შესაბამისად,თუ მპოვნელმა ეს „წესი’’[ანუ 191-ე მუხლის მოთხოვნები] არ დაიცვა ნაოვნი ნივთი არ იქნება მის მართლზომიერ მფლობელობაში.

·        პირიქით,ასეტ დროს[ანუ 191-ე მუხლის მოთხოვნების დაუცველობის დროს] ნაპოვარი იქნება მპოვნელის არამართლზომიერ[უკანონო] მფლობელობაში და აქედან გამომდინარე „მითვისებაზე’’ [რაც არის ნაპოვნი ნივთის ა) მართლზომიერი ფლობა და ბ) მპოვნელის ქონებრივ ფონდთან მიერთება] საუბარი ზედმეტია[!]

 

 

          რას ნიშნავს  „ ნივთი ჯერ არაა გადასული „სხვის’’ საკუთრებაში’’ ?

 

 „ ნივთი ჯერ არაა გადასული „სხვის’’ საკუთრებაში’’ ეს ის შემთხვევაა ,რომელსაც სხვანაირად ეწოდება  ეწოდება „ქონებრივი ზიანის მიყენება აცდენილი სიკეთის[ანუ მიუღებელი სარგებლის] სახით“ და რომელიც არ წარმოადგენს   ქონების „დაუფლებით დანაშაულს’’[მაგ.ქურდობას,ან თაღლითობას]

 

„ქონებრივი ზიანის მიყენება აცდენილი სიკეთის[ანუ მიუღებელი სარგებლის] სახით“  გარკვეულ შემთხვევებში უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც „ქონებრივი დაზიანება მოტყუებით’’[მუხ.185-ე]

 

მაგ.

მოქალაქემ რომელსაც არ აქვს თანხა,იქირავა ტაქსი და ისარგებლა მისი მომსახურებით. შემდეგ კი იგი ისე გაექცა მძღოლს,რომ თანხა არ გადაუხადა. სახეზეა 185-ე მუხლით გატვალისწინებული დანაშაული.“ქონებრივი დაზიანება მოტყუებით’’

 

ხხხხხხხხხხხხხხხ

   „ჩადენის ხერხი და საშუალება’’

·        საკუთრების წინააღმდეგ მიმართული „დაუფლებითი დანაშაულები’’ქონებაზე ხელყოფის სხვადასხვა ხერხით და საშუალებით ხორციელდება

·        ყურადღება სისხლის სამარტლის კოდექსი’’ „დაუფლებით დანაშაულებს’’ სწორედ „ჩადენის ხერხით და საშულებით’’ ანსხვავებს ერთმანეთისგან[!]

მაგ.

არსებობს შემდეგი სახის „სხვსი ნივთის“ მარტლსაწინააღმდეგო დაუფლების შემდეგი“ ხერხები და საშუალებები“

a.      ქურდობა

b.      ძარცვა

c.      თაღლითობა

d.     ყაჩაღობა

e.      და სხვა.

ხხხხხხხხხხხხხხხხხ

„დაუფლებითი დანაშაულების’’  საგანის  მე-4 ნიშანი:

4.“დანაშაულის საგნის „სხვისი მფლობელობიდან ‘’ამოღება უნდა მოხდეს უკანონოდ’’  [განმარტება]

·        ეს იმას ნიშნავს რომ პირს ვისაც „სხვისი მფლობელობიდან’’ გააქვს  ნივთი და ისაკუთრებს მას ,არც კანონით და არც ნივთის კანონიერი მფლობელისგან არ აქვს ამის უფლება მინიჭებული[!]

„დაუფლებითი დანაშაულების’’  საგანის  მე-5 ნიშანი:

5. „დანაშაულის საგნის სხვისი მფლობელობიდან ამოღება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ’’ [განმარტება]

მაგ.ღამის საათებში ქუჩაში მოსეირნე პეტრეს დაპავლეს მოშივდათ მათ გახსნეს ერთ-ერთი სავაჭრო ჯიხურის კარი და იქიდან“ფარულად’’ წამოიღეს სხვადასხვა სახის პროდუქტი,სულ 70 ლარის ღირებულების.ამასთანავე სანამ ჯიხურიდან გავიდოდნენ აღნიშნული თანხა სალაროში დატოვეს და კარი ისევ დაკეტეს.

ეს შემტხვევა“ქურდობად’’ ვერ დაკვალიფიცირდება.მართალია,სახეზეა ნივთი,რომელზეც ა)დახარჯულია ადამიანის შრომა,ბ)აქვს მატერიალური ღირებულება,გ)იმყოფება „სხვის’’[ჯიხურის მეპატრონის] ქონებრივ ფონდში  დ) უკანონოდ ამოღებულია ქონებრივი ფონდიდან ე) გამოყენებულია „დაუფლების ფარული  ხერხი’’ ,მაგრამ ამ ნივთის ამოღება არ მომხდარა ვ) „უსასყიდლოდ’’

ამიტომ პეტრეს და პავლეს ქმედება დაკვალიფიცირდება არა „ქურდობის’’ არამედ  161-ე მუხლით“ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა’’

 

მე-4 და მე 5 ნიშნის შეჯამება:

·        ამრიგად,საკუტრების წინააღმდეგ მიმარტული“დაუფლებიტი დანააულის’’ ამსრულებელი „სხვისი ქონების“  უკანონო და უსასყიდლო შემცირებით ცდილობს გაზარდოს „საკუთარი ქონება’’

·        ასევე ,შესაძლებელია მისი მიზანი იყოს არა „საკუთარი’’ ,არამედ იმ პირის ქონების გაზრდა,რომლის ბედითაც დაინტერესებულია[!][მაგ. „გაფლანგვისას’’]

 

 

               „დაუფლებითი დანაშაულების’’  საგანის  მე-6  ნიშანი არის:

    “დამნაშავეს უნდა ჰქონდეს  დანაშაულის საგნის[„სხვისი’’ ნივთის]   მართლსაწინააღმდეგო „მისაკუთრების მიზანი’’ [განმარტება]

·        „სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი“ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული“დაუფლებითი  დანაშაულის’’  სავალდებულო[!] ნიშანია;

·        ამდენად „მისაკუტრების მიზანი’’ „ქმედების’’ ნიშანია.რადგან სწორედ ესეთი მიზანი აფუძნებს ამ უმართლობას[!] [„აუფლებით დანაშაულს’’]

·        საკუთრების წინააღმდეგ მიმართული „სხვა დანაშაულის’’[ანუ “არადაუფლებითი  დანაშაულისთვის’’  კი „მისაკუთრების მიზანი’’ არაა დამახასიატებელი[მაგ. 187-ე მუხლი]

·        დამნაშავის „მისაკუტრების მიზანი’’ დაკავშირებულია „საკუტრების’’ სამართლებრივ კატეგორიასთან,რაც გულისხმობსა) მფლობელობას ბ) საგებლობას  გ) განკარგვას[!]

·        აქედან ყველაზე მთავარია „განკარგვის უფლება’’,რაც მხოლოდ ნივტის „მესაკუთრეს“ გააჩნია

·        ხოლო „მფლობელობის უფლება’’ და“სარგებლობის უფლება’’ შესაძლოა,არამესაკუთრესაც ჰქონდეს გადაცემული.

·        „დაუფლებითი დანაშაულის’’ ამსრულებლის მიზანია,მარტლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული „სხვისი’’ ნივთი განკარგოს[!],როგორც საკუთარი.

·        აქედან გამომდინარე,თუკი პირი მარტლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვის ქონებას მისი დროებითი გამოყენებისა და კვლავ მესაკუთრეზე დაბრუნების მიზნით [და არა როგორც საკუთატრის განკარგვის მიზნით],სახეზე არაა დაუფლებითი დანაშაული[!]

 

მაგ. პეტრე მნიშვნელოვან შეხვედრაზე უნდა წავიდეს,მაგრამ შესაფერისი სამოსი არ აქვს.იგი ჩუმად შეიპარა მეზობლის ბინაში და ფარულად გამოიტანა ძვირფასი პიჯაკი.შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ კი იგი სათანადოდ მოაწესრიგა,ასევე ჩუმად შეიპარა მეზობლის ბინაში და ადგილზევე დადო.

 

სახეზე არაა ქურდობა,რადგან მარტალია,პეტრე უკვე დაეუფლა სხვის ქონებას და შეეძლო მისი განკარგვაც,მაგრამ მას არ ამოძრავებდა ამ ნივთის მარტლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი[!] მას ამოძრავებდა მხოლოდ  ნივთის დროებითი ფლობის და სარგებლობის მიზანი,მაგრამ არა განკარგვის მიზანი [რა ც არის: ა) უვადოდ თავისთან დატოვება,ან ბ)გაყიდვა ,ან გ) გასაჩუქრება და ა.შ.]

 

„მისაკუთრების მიზანში’’ განმსაღვრელია არა „სხვისი’’ ნივთის ფლობისა და სარგებლობის მიზანი,არამედ მისი როგორც საკუთარის „განკარგვის’’ მიზანი[!]

·        ამრიგად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული“დაუფლებითი  დანაშაულის’’ არსებობისთვის აუცილებელია პირს ამოძრავებდეს „სხვისი ნივთის’’ მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზანი[!]

·        საკუთრების წინააღმდეგ მიმართული“დაუფლებითი  დანაშაულად’’ ვერ დაკვალიფიცირდება ისეთი შემთხვევა ,როდესაც პირს ქონების მიღების  კანონიერი უფლება  გააჩნია ,თუმცა არღვევს მისი „მიღების წესს’’[!]

 

მაგ. პეტრემ ძალის გამოყენებით დაიბრუნა ვალი,რასაც მოვალე ნებაყოფლობით არ აძლევდა.ასეთ შემთხვევაში დამნაშავის მოქმედებაში არაა „დაუფლებითი დანაშაული’’ [„ძარცვა’’ ან „ყაჩაღობა’’ ]არამედ ეს შეიძლება იყოს „თვითნებობა’’ ,თუ მის ქმედებას მოჰყვება 360-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო „შედეგი’’

 

ასე,რომ საქარტველოს სისხლის სამართლის კოდექსით ე.წ. „თვი-იუსტიცია’’  მოვალის მიმარტ არ წარმოადგენს „დაუფლებით დანაშაულს’’,რადგან ამ დროს პირს არ ამოძრავებს სხვის ხარჯზე გამდიდრების მიზანი,რაც აუცილებელია „დაუფლებითი დანაშაულისტვის’’

ცნება „სხვისი ნივთი’’ გულისხმობს ისეთ შემთხვევას ,როდესაც ნივთი არც პირის საკუთრებაშია და მასზე არც რაიმე კანონიერი მოთხოვნის უფლება აქვს[!]

 

ყურადღება: რაც შეეხება „საკუტრების წინააღნდეგ მიმართულ „სხვა’’დანაშაულებს[ანუ „არადაუფლებით’’ დანაშაულებს’’][181-ე,185-ე,187-ე,188-ე მუხლებს] არაა აუცილებელი „დანაშაულის საგანს’’ ჰქონდეს ზემოთ მითითებული 6 ნიშან-თვისება[!]

 

 

„საკუტრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის’’- ობიექტური მხარე

 

·        ამ სახის დანაშაულების ცადენა შეიძლება ,როგორც „მოქმედებით’’ ,ისე „უმოქმედობით’’

·        თუმცა უმეტეს შემთხვევაში „სხვისი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული’’ ხორციელდება მოქმედებით[მაგ.ქურდობა,ძარცვა,ყაჩაღობაქონების განადგურება ან დაზიანება და სხვა]

·        იშვიათად „სხვისი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული’’ შეიძლება ჩადენილ იქნას „უმოქმედობითაც’’[მაგ.“თაღლითობა’’“სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსტან გაუფრთხილებელი მოპყრობით’’

           

·        „სხვისი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების’’ უმეტესობა „მატერიალრი დანაშაულებია“,ანუ მათი „დამთავრება’’[სხეზე არსებობა] დაკავშირებულია მავნე „შედეგის’’ დადგომასთან[!]

·        თუმცა,ისეთი „სხვისი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები’’ როგორებიცაა „ყაჩაღობა’’ და „გამოძალვა’’ ფოემალური დანაშაულებია,ანუ ამ დანაშაულების დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისია მხოლოდ სისხლის სამართლის კანონში გატვალისწინებული რომელიმე მოქმედების განხორციელება[ანუ მავნე „შედეგის’’ დადგომის აუცილებლობა არ არის]

       

·        „მატერიალური შემადგენლობის’’ მქონე „სხვისი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებში’’  სახეზეა „მავნე შედეგი’’

·        „მავნე შედეგი’’ ეს არის მესაკუტვრისტვის დამნაშავის მიერ მიყენებული „რეალური მატერიალური ზიანი[!]’’

·        სხვაგვარი „ზიანი’’    გამოხატული  ა)„აცდენილ სიკეთეში’’[ანუ მიუღებელ სარგებელში] ან  ბ) „სხვა სახის მატერიალურ ზარალში’’- „რეალურ მატერიალურ ზიანში’’ არ შედის[!]

მაგ. პეტრე „ფარულად დაეუფლა’’  „სხვის’’ კომპიუტერს მისი „მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით’’. ამის გამო,მესაკუტრემ დროულად ვერ განახორციელა ბიზნეს-შეთანხმება[ვერ დადო ხელლშეკრულება],რის გამოც განიცადა 10 000 ლარის ზრალი[„აცდენილი სიკეთე’’[ანუ მიუღებელი შემოსავალი]].

 

ყურადღება: „ქურდობის’’ საგნის ღირებულების განსაზღვრისას  სისხლის სამარტალში ეს ზარალი[ზიანი] მხედველობაში არ მიიღება. ამ ზარალზე[ზიანზე] დავა შესაძლებელია მხოლოდ „სამოქალაქო წესით’’[!]

 

მაგ.2

პეტრემ ნაქირავები ბინიდან ფარულად წაიღო 1000 ლარის ღირებულების გამქირავებლის კუტვნილი ნივტები.ამავე დროს,ისე გაიპარა,რომ არ გადაიხადა მის მიერ მოხმარებული კომუნალური გადასახადები[სულ 300 ლარის ოდენობის]

 

ყურადღება: ეს 300 ლარი არ შევა „ქურდობის’’ ოდენობაში. ამ 300 ლარის მოთხოვნა დაზარალებულ გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს „სამოქალაქო წესით’’

 

·        ყურადღება: დანაშაული „სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება  მისაკუთრების მიზნით“  „დამთავრებულია’’[სხეზეა]  „სხვისი ნივტის’’ „დაუფლების მომენტიდან’’[!]

·        ეს ნიშნავს ,რომ დამნაშავემ  მიიღო  შესაძლებლობა ფლობდეს,საგებლობდეს და განკარგავდეს „სხვის ქონებას’’,როგორც საკუთარს[!] [მაგ. ბიჭვინთის სანაპირო ან გაგრის სანაპირო აფხაზეთში]

·        მაგრამ  „ნივთის ფიზიკურად ხელში ჩაგდება’’ ყოველთვის არ ნიშნავს „ნივთის დაუფლებას’’

 

მაგ. „საცავში შეღწევით ქურდობა’’ დამთავრებულად[!] მაშინ მიიჩნევა,როდესაც“ამსრულებელი’’ ამ „საცავს’’ თავ დააღწევს[დატოვებს] და გამოიტანს „სხვის მოძრავ ნივთს’’[!]

 

„ღია სივრცეში’’ ქურდობა კი დამთავრებულად[!] ჩაითვლება ნივთის არა „ხელში ჩაგდების’’ მომენტში,არამედ როცა პირი მოშორდება იმ ადგილს „ხელში ჩაგდებულ ნივთთან ერთად’’ ,ანუ როცა  საბოლოოდ „დაეუფლება’’ ამ ნივთს.

 

იხ. ვიდეო მაგალითი რუსული კინო კომედიიდან  „კავკასიელი ტყვე ქალი’’

https://www.youtube.com/watch?v=XpHoYwl71as

 

·        ამრიგად,ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ „ნივთის ხელში ჩაგდება’’ და  „ნივთის დაუფლება’’

·        „ნივთი ხელში ჩაგდებულია’’ იმ მომენტში,როცა დამნაშავე მას „ფიზიკურად უკვე ფლობს’’[!][მაგ. ბინაში შესულმა ქურდმა აიღო ნივთი და ჩანთაში ჩაიდო]

·        „ნივთის ხელში ჩაგდება’’ არ ნიშნავს იმას ,რომ პირი უკვე „დაუფლებულია’’ მას[!]

·        „ხელში ჩაგდების’’ დროს დამნაშავეს შეუძლია „ფლობდეს  ნივთს ან „ისარგებლოს’’ მისით [მაგ. ნაქურდალი სამკაული გაიკეთოს ხელზე ],მაგრამ  ჯერ კიდევ არ აქვს შესაძლებლობა ამ ნივთის განკარგვის’’[მაგ. „უვადოდ თავისთან დატოვების’’,“გაყიდვის’’,“გაჩუქების’’ დ ა.შ.] შესაძლებლობა[!]

·        ნაქურდალის „განკარგვის’’ შესაძლებლობა ქურდს ეძლევა მხოლოდ „ნივთის დაუფლების’’ შემდეგ,ანუ როდესაც ნივთთან ერთად თავს დააღწევს შემთხვევის ადგილს[მაგ. გამოვა გაქურდული ბინიდან]

·        მაგ. ქურდმა ვიღაცას ჯიბიდან ამოაცალა ფული[ „ნივთის ხელში ჩაგდებაა’’] და მოშორდა იმ ადგილს [„დაუფლებაა’’]

·        დაბოლოს,შეიძლება ითქვას ,რომ „ხელში ჩაგდება’’  მარტლსაწინააღმდეგო  „ქმედებაა“[!],ხოლო „დაუფლება ‘’  ამ ქმედების „შედეგი’’[!]

·        ყურადღება: როცა დამნაშავეს არ აქვს „ხელში ჩაგდებული’’ ნივთის „განკარგვის ‘’ შესაძლებლობა,მაშინ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს,როგორც „სხვისი ქონების უკანონოდ დაუფლების მცდელობა’’[!]

მაგ. პეტრემ მოქალაქეს ჯიბიდან ფული ამოაცალა და გაქცევა სცადა.მოქალაქე დაედევნა,რის გამოც პეტრეს არ არ აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა,თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს ეს ქონება.

 

მაინც რომელი „დაუფლებითი’’ დანაშაულია ?

·        სხვისი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მაინც რომელი „დაუფლებითი’’ დანაშაულია „დამთავრებული’’[რომელი დანაშაულია სახეზე],ეს „ფაქტის’’[ანუ ყველა „ფაქტობრივი გარემობის“] შეფასების საკითხია.

·        მაგ. მაღაზიაში ყოფნისას პირმა ფარულად „ხელთ იგდო’’ „სხვისი’’ ნივთი ,მაგრამ ეს ფაქტი შეამჩნია გამყიდველმა და პირმა ვერ შეძლო  ნივთის გატანა გარეთ,ანუ ვერ „დაეუფლა’’  „ხელში ჩაგდებულ ‘’ ნივთს.[ქმედება  დაკვალიფიცირდება როგორც „ქურდობის მცდელობა’’]

·        თუკი დამნაშავე ეცდება ამ ნივთთან ერთად გაქცევას,სახეზე იქნება „ძარცვა’’[თუ შეძლებს მაღაზიის დატოვებას ანუ თუ „დაეუფლება’’] ან „ძარცვის მცდელობა’’[თუ ვერ შეძლებს მაღაზიის დატოვებას ანუ თუ ვერ „დაეუფლება’’]

·        თუ იმ პირის მიმართ,ვინც ცდილობს შეეწინააღმდეგოს „ხელში ჩაგდებული’’ ნივთის საბოლოოდ დაუფლებას,დამნაშავე გამოიყენებს ძალას მისი ქმედება გადაიზრდება „ყაჩაღობაში’’[თუ დამნაშავე ძალის გამოყენების შემდეგ შეძლებს ადგილის დატოვებას და ნივთის „დაუფლებას’’] ან „ყაჩაღობის მცდელობაში’’[თუ დამნაშავე ძალის გამოყენების შემდეგ ვერ შეძლებს ადგილის დატოვებას]

 

სუბიექტური მხარე

·        ქმედების განხორციელებისას,როგორც წესი[თუმცა არა ყოველთვის] ,დამნაშავეს ამოძრავებს „ანგარების’ მოტივი

·        მაგრამ „ქონების დანაშაულებრივი განადგურება ან დაზიანება შეიძლება ჩადენილ იქნეს ამ [ანუ „ანგარების’’] მოტივის და მიზნის გარეშეც

 

ბრალის ფორმა

 

·        „ბრალის ფორმა’’ „საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში’’ შეიძლება იყოს როგორც „განზრახი ბრალი’’[მაგ.187-ე მუხ] ,ისე „გაუფრთხილებელი ბრალიც’’[მუხ. 188-ე]

·        ყურადღება: „საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა’’  უმეტესობა - „განზრახი დანაშაულია’’

·        ამ სახის დანაშაულებს დამნაშავეები ჩადიან „პირდაპირი განზრახვით’’

·        „პირდაპირი განზრახვა’’ ნიშნავსიმას,რომ   ა) დამნაშავე ს გაცნობიერებული აქვს,რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება „სხვის’’ ქონებას[ნივთს] ბ)ითვალისწინებს,რომ მესაკუთრეს მისი ქმედებით მიადგება მატერიალური ზიანი გ) სურს ამგვარი შედეგის დადგომა

·        „განზრახვის შინაარსში’’ [აუცილებლად] უნდა შედიოდეს “დანაშაულის ჩადენის ხერხი’’[!]

·        „განზრახვის შინაარსში’’ [ მხოლოდ საჭიროების შემტხვევაში ] უნდა შედიოდეს „მაკვალიფიცირებელი[ანუ  დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი] გარემოება’’[!]

 

 

ამსრულებელი

 

·        სხვისი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ამსრულებელია 14 წლის ასაკს მიღწეულიფიზიკური შერაცხადი პირი

·        ყურადღება: ამ ჯგუფის ზოგიერთი დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ“სპაციალური ამსრულებელი’’ მაგ. „მითვისება-გაფლანგვის’’ დროს.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები