საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის’’ ცნება,დაცვის ობიექტი და საგანი[ზოგადი დახასიატება]

 



„საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის’’  ცნება

 

·        „საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაული’’ არის სისახლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება,რომელიც ხელყოფს საკუთრების უფლებას: ა) მესაკუთრეს აყენებს „ქონებრივ ზიანს’’ ან ბ) ქმნის ასეთი ზიანის მიყენების საფრთხეს[ცნება-სზეპირო]

„საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულისგან ’’ დაცვის ობიექტი

 

·        სისხლისასამართლებრივი დაცვის „სახეობითი ობიექტი’’ არის  : მესაკუთრის მიერ თავისი ქონების ა) მფლობელობის ბ) საგებლობის გ) განკარგვის უფლება  და „სხვა კანონიერი მფლობელის’’  მფლობელობის   და  სარგებლობის  უფლება

·        ხოლო სისხლისასამართლებრივი დაცვის „უშუალო ობიექტი’’ არის :კონკრეტულ საკუთრების უფლებასთან  ან კონკრეტულმფობელობის უფლებასთან დაკავშირებული ქონებრივი ურთიერთობა

 

 

„საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის’’ საგანი

 

·        სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ყოველგვარი „ქონება’’ შეიძლება იყოს „საკუტრების უფლების’’ ობიექტი[!]

·        ანუ  პირის საკუთრებაში შეიძლება იყოს შემდეგი ობიექტები[„საგნები’’] : საწარმო,მიწის ნაკვეტი,შენობა-ნაგებობები,ნედლეული,სხვადასხვა მასალა,ფული,ფასიანი ქაღალდები და სხვა სხვადახვა დანიშნულების ქონება,ასევე „ინტელექტუალური და შემოქმედებიტი შრომის პროდუქტი’’

·        ყურადღება: კოდექსი მიუთითებს ,რომ ცალკეული სახის ქონება არ შეიძლება ეკუთვნოდეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს[მაგ.სახელმწიფო ხაზინა,სახელმწიფო ოქროს მარაგი,სახელმწიფო ალმასის ფონდი,სახელმწიფო სავალუტო ფონდი,სახელმწიფო „ბიუჯეტის საშუალება’’,სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კულტურული და ისტორიული ფასეულობა და სხვა]

·        „საკუტრება’’,როგორც სოციალურ-ეკონომიკური კატეგორია ყოველთვის „ნივთთან“ არის დაკავშირებული,ამიტომ „საკუთრების უფლება’’ „სანივთო უფლებას’’ წარმოადგენს;

·        ყურადღება“საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული’’ მიეკუთვნება დანაშაულთა იმ ჯგუფა,რომლებშიც ყოველთვის არსებობს „დანაშაულის საგანი’’

·        საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საგანი: ჩვეულებრივ ,არის „მოძრავი ქონება’’ ,თუმცა ზოგჯერ „საგანი’’ შეიძლება იყოს „უძრავი ქონებაც’’

·        კოდექსი „უძრავ ქონებად ‘’  მიიჩნევს ა) მიწას ,ბ) მის წიარისეულს გ) იმას რაც „მჭიდროდ’’[მყარად] არის დაკავშირებული მასთან[მიწასთან] ეი. იმ ობიექტებს,რომელთა გადაადგილება,მატი დანიშნულებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარესე,შეუძლებელია.[ასეთ მყარად დაკავშირებულ ობიექტებსი იგულისხმება:შენობა -ნაგებობები, მრავალწლოიანი ნარგავები და სხვა]

·        ამ სახის „დანაშაულის საგანი’’ შეიძლება იყოს ა) „განუყოფელი’’ ან  ბ) „რთული’’[გაყოფა შესაძლებელია]   ან გ) მთავარი ნივთი ან  დ) მთავარი ნივთის საკუთვნებელი  ან ე)მთავარი  ნივთის  ნაყოფი  ან ვ) შინაური ცხოველები ან ზ) მოსავალი და  ა.შ.

·        საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაულის საგანი შეიძლება იყოს:  ფული, ფასიანი ქაღალდები[ანუ ა) ობლიგაციები ბ)თამასუქები,გ) ჩეკები დ) დეპოზიტური და შემნახველი სერტიფიკატები ე)კონოსამენტი ვ)აქცია და სხვა.

·        ამ დანაულის საგანი  არ შეიძლება იყოს:  ისეთი რამ,რომელიც ა) „არ შეიცავს რაიმე ქონებრივ უფლებას’’ ან ბ) „წარმოადგენს ვალუტის სუროგატს’’[მაგ. ა)“ანგარიში’’,რომელიც  გადახლი უნდა იქნეს მომავალში  ბ)სასაქონლო ჩეკი გ)ზედნადები დ)“ქვითარი’’,რომელიც გადახდილი უნდა იქნეს მომავალში

 

ყურადღება:  მაგრამ თუ ამგვარი დოკუმენტების გაყალბებით  და გამოყენებით დამნაშავე ეცდება  ქონებრივი ფასეულობების მიღებას,დანაშაულებრივი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც „თაღლითობის’’[მუხ.180-ე]  „მომზადება’’

 

ასევე, „ქურდობის’’[მუხ.177-ე] „მომზადებად’’ უნდა დაკვალიფიცირდეს ე.წ. „ლეგიტიმაციური ნიშნების’’  : ა) „ჟეტონის’’ ან ბ) „ნომრის’’ ქურდობა,რომელიც თავად არ წარმოადგენს „დანაშაულის საგანს’’,რადგან „ჟეტონს’’ არ აქვს მატერიალური ღირებულება;

 

·        თუკი დაუფლების „საგანია’’ სხვადასხვა სახის „ბილეთი’’[მაგ. სატრანსპორტო ან სანახაობითი დაწესებულების[სტადიონის,საკონცერტო დარბაზის და ა.შ]],რომელშიც ფულია გადახდილი[!],მაშინ ეს „საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ  დანაშაულად’’  უნდა დაკვალიფიცირდეს და თანაც იმის მიხედვით თუ რა „ხერხიით’’ მოხდა დაუფლება.

·        „დაზარალებული’’ ამ შემთხვევაში  „მესაკუთრეა’’[ის პირი ვისაც ფული აქვს გადახდილი ბილეთში]

·        მართალია,აქ მხოლოდ „დოკუმენტია’’ [ბილეთია] გატაცებული ,მაგრამ ამიტ „მმართველობის წესი’’ არ ირღვვა,.

·        ასეთი „დოკუმენტის’’[ანუ ნაყიდი ბილეთის] უსაფუძვლო დაუფლებით სხვის ქონებას ადგება ზიანი.[ნახე. ქართ ფილმი „ბურთი და მოედანი’’ იპოლიტე ხვიჩიას მონაწილეობით,სადაც იპოლიტე „ეუფლება’’  ფეხბურთის მატჩის ბილეთს]

 

·        „ფიქციის’’ დონეზე „საწარმომდგენო ფასიან ქაღალდს’’ შეიძლება გავუთანაბროთ ე.წ.  „საკასო ჩეკი’’,რომელიც“საკუტრების უფლების’’ წარმომშობი დოკუმენტია.

·        მაგ. პეტრემ ავეჯის შესაძენად ფული გადაიხადა და მიიღო „საკასო ჩეკი’’,სანამ საწყობიდან ავეჯს გამოიტანდა „საკასო ჩეკი ‘’ მოპარეს.

·        ეს არის არა ფარატინა ქაღალდის[ჩეკის] ,არამედ ფულის ქურობა.

·        ხოლო რაც შეეხება „ყალბი სამგზავრო ბილეთის დამზადებას ‘’ და მის წარდგენას სატრანსპორტო ორგანიზაციაში   ვითომ „უკან დასაბრუნებლად’’ და  „ გადახდილი ფულის უკან დასაბრუნებლად’’,ასეთი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულტა ერთობლიობით,როგორც  ა) „დოკუმენტის გაყალბება’’ და ბ) „თაღლითობის მცდელობა’’

·        ხოლო „წინასწარი დაუფლების გარეშე სხვისი ნივთის გაყიდვა’’,როცა ნივთის გაყიდვამდე დამნაშავე არც კი იყო მას დაუფლებული,“თაღლითობაა“[მუხ.180-ე]რადგან ზარალდება შემძენი,რომელიც ვალდებულია მესაკუთრეს დაუბრუნოს ამგვარად შეძენილი ქონება.

·        მაგ. ერთ-ერთი სასტუმროდან პირმა სასტუმროს კუთვნილი ხალიჩა გაასხვისა და აღებული თანხა მიისაკუტრა

·        ამ ქმედებას ვერ შევაფასებთ „ქურდობად’’[მუხ.177-ე ],რადგან სხვისი [სასტუმროს] ნივთის გაყიდვამდე დამნაშავე მას დაუფლებული არ იყო- მან მესაკუთრის მფლობელობაში არსებული ნივთი პირდაპირ გაყიდა სხვაზე.

·        შესაძლებელია მოხდეს ისე,რომ პირმა „გააჩუქოს’’ სხვისი ნივთი[რომელიც არ იმყოფება მის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში.

·        ყურადღება: ეს ქმედება ვერ შეფასდება „საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად’’

·        ასეთ დროს სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან გამოთხოვა უნდა მოხდეს „სამოქალაქო წესით’’[და არა სისხლის სამართლის წესით]

·        თავისებური ნიშნებით ხასიათდება ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონების თუ ძვირფასი ქვების დანაშაულებრივი მისაკუთრება

·        ეს ნივტები შეიძლება იყოს „ბუნებრივ მდგომარეობაში’’,ანუ არ იყოს მოცული „საწარმოო პროცესით’’ და არ ჰქონდეთ „სასაქონლო სახე და ღირებულება’’

·        ასეთ დროს,დამნაშავის ქმედება,შეიძლება დაკვალიფიცირდეს მხოლოდ  299-ე მუხლით“წიაღითსარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე’’

·        მაგრამ ის ოქრო,რომელიც „საწარმოო ზონის’’ ტერიტორიაზეა,უკვე „ბუნებრივ სიმდიდრეს’’ არ წარმოადგენს,ვინაიდან დაკავშირებულია „ტექნოლოგიურ’’ და „საწამოო ‘’ პროცესებთან.

·        აქედან გამომდინარე,ასეთი ოქროს [„ბუნებრივ სიმდიდრეს’’,რომ აღარ წარმოადგენს] დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მითვისების მიზნით უნდა დაკვალიფიცირდეს,როგორც „საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული’’[ანუ „ასეთი ოქრო“ ამ დანაშაულის საგანია]

·        „საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის’’ საგანს შეიძლება წარმოადგენდეს:

a.      თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში არსებული საგანი

b.      ნაწილობრივ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგანი

c.      მთლიანად  სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგანი

·        მაგრამ ზოგიერთი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ქმნის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის „დამოუკიდებელ საფუძველს’’,კოდექსის „სხვა თავში ‘’ გათვალისწინებული მუხლით.[!]

·        ამიტომ,დაიმახსოვრე: „საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის’’ საგანი არ არის:

1.      ბირთვული მასალა

2.      რადიქტიური ნივთიერება ან მაონებელი გამოსხივების სხვა წყარო

3.      ასაფეთქწბელი მოწყობილობები

4.      ნარკოტიკული საშუალებ და მისი ანალოგი

5.      პრეკურსორი ,ახალი ფსიქოტროპული ნივთიერება ან მისი ანალოგი

6.      ფსიქოტროპული ნივთიერება ან მისი ანალოგი

·        ყურადღება : ნივთი ,რომელიც „საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის’’ საგანია,დამნაშავეს არ უნდა ეკუთვნოდეს[!] ანუ უნდა იყოს „სხვისი’’[!!!]

·        „სხვისია’’ ის ქონება,რომელიც არ არის დამნაშავის „საკუთრებაში“

თუმცა,„სხვისი’’ ქონება შეიძლება იყოს  დამნაშავის   მართლზომიერ ა)მფლობელობასა და ბ)სარგებლობაში იყოს  და ისე ჩადიოდეს დანაშაულს ამ ქონების წინააღმდეგ- უკანონოდ განკარგავდეს მას.[!]

·        ყურადღება:ქონების „სხვის ქონებად’’ აღიარება მოხდება მაშინაც თუ დამნაშავე დაეუფლება „სხვის უკანონო მფლობელობაში ‘’ არსებულ ნივთს

·        მაგ. მოიპარვს უკვე ნაქურდალ ნივთს [ ნახე მულტფილმი „ალი ბაბა და 40 ყაჩაღი’’ ან „ალადინის ლამპა’’ ]

·        ასეთ დროს ნამდვილი მესაკუტრის  უფლება მაინც ირღვევა.

·        არაკეტილსინდისიერი მფლობელის ხელში არსებული ნივთის დაუფლება თავისი სოციალური ბუნებით ისევე საშიშია საზოგადოებისტვის,როგორც ნამდვილი მესაკუთრის ნივთის დაუფლება[!]

·        აქედან გამომდინარე,ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისთვის არა აქვს მნიშვნელობა,დამნაშავე ნამდვილ მესკუტრეს პარავს ნივთს ,თუ ქურდს - „ქურდის ქურდიც ქურდია’’[!]

·        ამრიგად, „მოპარული ნივთიც’’ „საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის’’ საგანია [!]

·        საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საგანი არ შეიძლება იყოს ის ქონება,რომელიც ეკუთვნის პირს[მომპარავს] ე.წ.  „საერთო საკუთრების’’ საფუძველზე

·        მაგ.საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საგანი არ შეიძლება იყოს: მეუღლეთა,ოჯახის წევრთა და სხვა იმ პირთა ქონება,რომლებიც ერთობლივად ახორციელებენ სამეურნეო ქონებას[მაგ. როცა ცოლი ქმარს პარავს ფულს,ან პირიქით ეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით[„ქურდობა’’] ვერ დაკვალიფიცირდება]

 

·        ასევე თავისებური ნიშნებით ხასიათდება იმ ქონების  დანაშაულებრივი მისაკუთრება რომელიც გარდაცვლის ა)“ეკუთვნოდა’’ ან ბ)“იყო მასთან დასაფლავებამდე“[იგულისხმება . პანაშვიდების დროს]

·        ის ქონება რომელიც გარდაცვლის ა)“ეკუთვნოდა’’ ან ბ)“იყო მასტან დასაფლავებამდე“ შეიძლება გახდეს „საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საგანი’’

·        ხოლო როდესაც  ნათესავემა და მემკვიდრეებმა ნებაყოფლობიტ ამორიცხეს ა) „გარდაცლილზე“[გვამზე] ან ბ) „მასთან არსებული ნივტები“[ანუ პანაშვიდის ადგილზე არსებული ნივტები] და საფლავში თან ჩაატანეს ,მაშინ  „საკუტრების ხელყოფა’’,როგორც ასეთი, შეუძლებელია და საფლავში ან საფლავზე არსებული ნივთების მითვისება უნდა დაკვალიფიცირდეს,როგოც „დანაშაული საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ’’ .

 კერძოდ,258-ე მუხლით „მიცვალებულისადმი უპატივცემულობა’’


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები