ადმინისტრაციული ხელშეკრულება

 



ადმინისტრაციული ხელშეკრულების  საფუძვლები

 

·        „ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთი  ფორმაა

·        „ადმინისტრაციული ხელშეკრულების“ სამართლებრივ საფუძვლებს[საკანონმდებლო ბაზას] ქმნის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“[ ანუ „სზაკ“-ი]

·        სზაკ-ის მე-2 მუხლის 1 ნაწილის  „ზ’’ ქვეპუნტი- ახდენს „ადმინისტრაციული ხელშეკრულების“ ლეგალურ დეფინიციას(!)[ ანუ განმარტავს „ადმინისტრაციული ხელშეკრულების“ ცნებას]

·        ხოლო „ადმინისტრაციული ხელშეკრულების“ მომწესრიგებელი ნორმები თავმოყრილია სზაკის მე-5 ტავში[ 61-75-ე მუხლები- ეს მუხლები უნდა წაიკითხო]

·        „ადმინისტრაციული ხელშეკრულების“ დადებისას ასევე გამოიყენება „ადმინისტრაციული წარმოებისთვის’’ სზაკ-ის  მე-6 თავით დადგენილი წესები(!)

·        და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები

 

ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება

·        სზაკის მე-2 მუხლის  1 ნაწილის „ზ’’ ქვეპუნტის თანახმად:

) ადმინისტრაციული ხელშეკრულება[არის]ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება(!) [ცნება-საზეპირო]

·        „ხელშეკრულება’’ არის სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი

·        „ხელშეკრულება’’ არის  ორმხრივი [ან მრავალმხრივი] ნების გამოვლენა ,რომელიც მიმარტულია სამართლებრივი ურთიერთობის ა) წარმოშობის ,ან ბ) შეცვლის  ან გ) შეწყვეტისაკენ

·        „ხელშეკრულება“ იდება მხოლოდ ხელშეკრულების მხარეების ურტიერთშეთანხმებით,საერთო მიზნისკენ მიმართული თითოეული მხარის  ნების გამოხატვის შედეგად;

·        თუ არ არის საერთო მიზნისკენ მიმართული „ორმხრივი ნება’’ ,შესაბამისად არ იარსებებს „ადმინისტრაციული ხელშეკრულებაც’’

·        „ადმინისტრაციული ხელშეკრულების“ ერთ-ერთი სავალდებულო მხარეა[ანუ კონტრაჰენტია] - ადმინისტრაციული ორგანო(!)

·        სზაკის მე-2 მუხლის „ა’’ ქვეპუნტის თანახმად:

 

ადმინისტრაციული ორგანო[არის] ა)ყველა სახელმწიფო ან ბ)მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, გ)საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე დ)ნებისმიერი სხვა პირი“[იგულისხმება ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი], რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;

·       ადმინისტრაციული ორგანო „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ დადებისას ვერ სარგებლობს „კერძო ავტონომიის თავისუფლებით’’[ამით სარგებლობენ მხოლოდ კერძო პირები(ფიზიკური და იურიდიული)]

·        ადმინისტრაციულ ორგანოს მოქმედება შეუძლია მხოლოდ მისტვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.[ამიტომ ვერ სარგებლობს „კერძო ავტონომიის თავისუფლებით’’]

·       „ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას“ დასამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას“  ერთმანეტისგან მიჯნავს ხელშეკრულების  მიზანი. დაიმახსოვრე: ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიზანია : “ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება’’(!)

·       „ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას’’ სხვა სახის ხელშეკრულებებისგან მიჯნავს[გამოარჩევს]  ხელშეკრულების საგანიც.

 

შენიშვნა:    ანუ უნდა დაუკვირდე ორ რამეს:  ა) ხელშეკრულების მიზანს და ბ) ხელშეკრულების საგანს,რომ გაიგო „ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა’’ თუ   „სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება[დაიმახსოვრე: კაზუსის ამოხსნისას გამოგადგება]

 

  „ადმინისტრაციულ ხელშეკრულების“ გამიჯვნა „სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებისგან“

·       ადმ.ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმანობის როგორც საჯარო სამარტლებრივი ,ისე კერძოსამართლებრივი ფორმები.

·       რა შემთხვევაში იღებს  ადმინისტრაციული ორგანოს დადებული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ სამართლებრივ[ანუ საჯაროსამარტლებრივ] ხასიათს ?

·       ამ კითხვაზე პასუხის გაცემას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა,რადგან „ადმინისტრაციულ ხელშეკრულების’’ დადებასთან ,შეცვლასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ  საერთო სასამართლოები  ,ოღონდ ე.წ. „ადმინისტრაციული წარმოების წესით’’(!)

·       ადმინისტრაციული ორგანოს დადებული ხელშეკრულების ადმინისტრაციულსამართლებრივი,თუ სამოქალაქოსამართლებრივი ბუნება უნდა განისაზღვროს ობიექტურად(!)

·       არ არის არსებითი[ანუ მნიშვნელობა არ აქვს] ხელშეკრულების მხარეების სუბიექტურ შეხედულებას ამ საკიტხზე.[ანუ თვითონ რა სახის ხელშეკრულებად თვლიან]

·       ამასთან,უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება,რომ  ადმინისტრაციულ ორგანოს  კანონმდებლობით განსაზღვრული აქვს როგორც  ა) „კომპეტენცია’’ ასევე ბ) „კომპეტენციის განხორციელების სამართლებრივი საშუალება’’

·       თავად ის ნორმატიული აქტი,რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს ქმედების უფლებამოსილებით გვაძლევს  ინფორმაციას  ადმ. ორგანოს  საქმიანობის ფორმის[ მაგ. ხელშეკრულების] სამართლებრივ ბუნებაზე(!)

·       ხოლო თუ ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს ე.წ. „დისკრეციული უფლებამოსილება’’,შეარჩიოს ყველაზე მისაღები საქმიანობის ფორმა, მაშინ მხოლოდ ადმ. ორგანოს  ნება განსაზღვრავს საქმიანობის ფორმის[ამ შემთხვევაში ხელშეკრულების] სამართლებრივ ბუნებას

[დისკრეციული უფლებამოსილების დროს ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის არჩევანის თავისუფლება]

·        სზაკის მე-2 მუხლის  1 ნაწილის „ზ’’ ქვეპუნტის თანახმად  „ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას’’ განსაზღვრავს ხელშეკრულების მიზანი(!)

·        ამდენად,არ არის არსებითი ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივი სტატუსი;მაგ. ის ფაქტი რომ ხელშეკრულების ორივე ან ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას,რომ ხელშეკრულება მივიჩნიოთ „ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად’’,რადგან შესაძლებელია ორ ადმინისტაციულ ორგანოს შორისაც კი დაიდოს სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება(!)

·       თავად „ხელშეკრულების მიზანი’’ უნდა განვსაზღვროთ მისი შინაარსიდან გამომდინარე;

·       ამ დროს არსებითია იმის დადგენა ,როგორია ფაქტობრივი გარემოებები,განსაკუთრებით ა)ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები(!) ან  ბ)ხელშეკრულებით დადგენილი  მოთხოვნების(!) სამართლებრივი ბუნება

 

·       „ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან ‘’ გვაქვს საქმე ,როდესაც:

 

a.    ხელშეკრულება რომელიმე ადმინისტრაციული ნორმის შესრულებას ემსახურება

b.   ხელშეკრულება ადმინისტრაციული აქტის  გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას შეიცავს

c.    ხელშეკრულება მოქალაქის ან კერძო კომპანიის საჯარო-სამართლებრივ უფლებამისილებას ,ან ვალდებულებას ადგენს

 

·       ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნების ელემენტი: საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით’’[იხ.სზაკის მე-2 მუხლის  1 ნაწილის „ზ’’ ქვეპუნტი] ,გულისხმობს,რომ ხელშეკრულება ემსახურება რომელიღაც საჯარო ამოცანის განხორციელებას

·       ხელშეკრულების საგანი - თუ  ის„საჯარო ამოცანაა’’ ასევე გვაძლევს ინფორმაციას ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე.

·       დაიმახსოვრე: ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებით ადმინისტრაციული ორგანო  ახდენს „საჯარო [მმართველობითი] ამოცანისგანხორციელების უფლებამოსილების დელეგირებას ხელშეკრულების მეორე მხარისთვის(!!)

·       საჯარო [მმართველობითი] ამოცანის განხორციელების უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება მოხდეს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების  ა) გადაცემით ან   ბ) გადაცემის გარეშე [აღნიშნულის შესახებ უნდა აღინიშნოს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში]

·       მაგ, მუნიციპალური ტრანსპორტით მოსახლეობის უზრუნველყოფის ამოცანის კერძო პირზე გადაცემა ხდება საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების  გადაცემის გარეშე(!)

·       ხოლო პარკირების სფეროს კერძო პირისთვის გადაცემა ხდება საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების დელეგირებით ანუ ამ კერძო პირს აქვს პარკირების დარღვევაზე რეაგირების უფლება საჯაროსამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით(!)[დამრღვევის დაჯარიმების უფლება აქვს]

მაგ.

·       საქართველოს პარლამენტის მიერ შპს“კოკა-კოლასტან’’ დადებული ხელშეკრულება პარლამენტისთვის კოკა-კოლას მიწოდების შესახებ არ ემსახურება პარლამენტის მიერ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებას

·       მაგრამ პარლამენტის მიერ  იურიდიულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება კანონის პროექტის შექმნის მიზნით არის „ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’,რადგან აღნიშნული ხელშეკრულება ემსახურება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანს’’ [.სზაკის მე-2 მუხლის  1 ნაწილის „ზ’’ ქვეპუნტი],თუმცა არ ახდენს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების  გადაცემას[ანუ ესაა „დელეგირება გადაცემის გარეშე“]

 

 

ადმინისტრაციული ხელშეკრულება და ინდაქტი

       

           რითი გვანან:

·        „ადმინისტრაციულ ხელშეკრულება“ ,ისევე როგორც „ინდაქტი’’  -აწესებს,ცვლის ან წყვეტს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებს და მოვალეობებს;

·        ორივე ადმინისტრაციული ორგანოს, ასე ვთქვათ, „წარმოების პროდუქტია’’

რითი განსხვავდებიან:

·        ინდაქტი ადმ.ორგანოს ცალმხრივი ნების გამოხატულებაა,„ადმინისტრაციულ ხელშეკრულება“ კი ორმხრივი ნების გამოვლენისას იდება

ამიტომ მათ განსხვავებული  აქვთ: ა)“ამოქმედების წესი’’ ბ)კანონიერების წინაპირობები  გ) „ცვლილებების შეტანის წესი“ დ) ბათილობის პირობები  ე)  აღსრულების წესი

 

 

ადმინისტრაციული ხელშეკრულება და ინდატი,რომელიც დაინტერესებული პირის თანხმობას საჭიროებს

 

·       „ დაინტერესებული პირის თანხმობის’’მოთხოვნის მიზანი არ არის,ჩართოს ადრესატი გადაწყვეტილების მიღების პროცესში

·       „დაინტერესებული პირის თანხმობის’’მოთხოვნა მიზნად ისახავს ადრესატს ააცილოს ისეთი აღმჭურველი ხასიათის ღონისძიება[ისეთი უფლებამოსილების მინიჭება[,რომელიც მის სურვილს არ შეესაბამება(!!!)

·       „ადრესატის ნების გამოვლენა’’[ორი ურთიერთ თანმხვედრი ნების] „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ არსებობის წინაპირობაა

·       „ადრესატის ნების გამოვლენა’’[ უფრო ზუსტად „დაინტერესებული პირის   თანხმობა’’] ინდაქტის შემთხვევაში კი ადმ.ორგანოს ინდაქტის „კანონიერების’’ განმსაზღვრელი კრიტერიუმია.

·       „ადრესატის ნების ‘’ გარეშე არ გვაქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულება

·       ინდაქტიკი ,რომელიც საჭიროებს დაინტერესებული პირის[ადრესატის] თანხმობას შეიძლება გამოიცეს  მისი ნების გაუთვალისწინებლად(!)

ყურადღება: მაგრამ ასეთი „აღმჭურველი’’[უფლებამოსილების[ანუ უფლებების და მოვალეობების] მიმნიჭებელი] აქტი არის უკანონო(!) და შესაძლებელია მისი გასაჩივრება და გაუქმება.

[ასეთი ადრესატის ნების გაუთვლისწინებლად გამოცემული[უკანონო] ინდაქტების მაგალითებია: „პირის სამსახურში დანიშვნა’’,“პირის უნივერსიტეტში ჩარიცხვა’’,“პირისთვის სამეწარმეო საქმიანობის ნებართვის მიცემა’’  და ა.შ.]

·       ასეთი ადრესატის ნების გაუთვლისწინებლად გამოცემული[უკანონო] ინდაქტის დროს ადრესატი ვალდებულია,დროულად განაცხადოს საკუტარი უარყოფითი დამოკიდებულება ამ აქტის მიმართ,წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ამ აქტით მინიჭებულ უფლებებტან და პრივილეგიებთან ერთად  მას მთელი რიგი ვალდებულებები წარმოეშვას(!!!)

     

·       ზოგჯერ ძნელია იმის გარკვევა რასთან გვაქვს საქმე: „ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან’’ ,თუ „ინდაქტთან,რომელიც საჭიროებს დაინტერესებული პირის თანხმობას’’

·       თუ ადრესატს შესაძლებლობა აქვს ,ზეგავლინა მოახდინოს უფლებების და მოვალეობების შინაარსის განსაზღვრაზე ,მაშინ საქმე გვაქვს „ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან’’

·       თუ ადრესატს შესაძლებლობა ეძლევა „მხოლოდ თანხმობაზე უარის თქმით’’ წინააღმდეგობა გაუწიოს ამინისტრაციული ორგანოს ღონისძიებას,მაშინ საქმე გვაქვს „ინდაქტთან,რომელიც საჭიროებს დაინტერესებული პირის თანხმობას’’

·       ასევე ,შესაძლებელია ადმინისტრაციული ორგანოს და მოქალაქის ნება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს(!)

·       მაგ. ადმინისტრაციული ორგანოს მიზანია დადოს მოქალაქესთან „ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’,ხოლო ამ მოქალაქეს მისი ნება ისე ესმის,როგორც“აღმჭურველი ინდაქტის გამოცემა’’. ასეთ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს არც ადმინისტრაციული ხელშეკრულება და არც ინდაქტი

·       ამის საპირისპირო მაგალითი,ადმინისტრაციული ორგანოს მიზანია,გამოსცეს ინდაქტი,ხოლო მოქალაქე მის მიერ გაცემულ თანხმობას აფასებს,როგორც „ადმინისტრაციული ხელშეკრულების ‘’ დადებაზე თანხმობას,ასეთ შემტხვევაში არ გვაქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულება,მაგრამ სახეზე გვაქვს უკანონო აღმჭურველი ინდაქტი.

 

                           

           „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ ფორმალური კანონიერება

·        „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ ფორმალური კანონიერება გულისხმობს:

a.  „ორმხრივ ნებას“

b.  „წერილობიტ ფორმას“

c.  „მე-3 პირის წერილობითი თანხმობა“

d.  „სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა’’

[დაიმახსოვრე:  კაზუსის ამოხსნის დროს ამ  წინაპირობების არსებობა   უნდა შემოწმდეს  როცა ამოწმებ ადმინისტრაციული ხელშეკრულების „ფორმალურ კანონიერებას’’]

 

ა) „ორმხრივი ნება’’

·        ადმინისტრაციული ხელშეკრულება იდება ორხრივი,შინაარსობრივად თანმხვედრი ნების გამოვლენის შედეგად.

·        ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ გაკეთებული შეთავაზება[ ოფერტი] და მეორე მხარის მიერ გამოხატული ტანხმობა[აქცეპტი] წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების „აუცილებელ პირობას’’(!)

 

მაგ.

ადმინისტრაციული ორგანო მოქალაქეს გასაცნობად უგზავნის ხელშეკრულების ჯერ კიდევ ხელმოუწერელ ეგზემპლარს,რომელშიც მოცემულია მოქალაქის ვალდებულება გადაიხადოს 10 000 ლარი ხელშეკრულებით შეთავაზებული მომსახურების სანაცვლოდ;

მოქალაქე თანხმობის ნიშნად ხელს აწერს ხელშეკრულებას და უბრუნებს ადმინისტრაციულ ორგანოს.

ადმინისტრაციული ორგანო ხელს აწერს ხელშეკრულებას და ინახავს.

რამდენადაც მოქალაქეს არ დაბრუნებია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება,იგი ვარაუდობს ,რომშეთანხმება არ შედგა.

 

ორითვის შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოში შეაქვს სარჩელი მოქალაქის მხრიდან ხელშეკრულებით გატვალისწინებული თანხის გადაუხდელობის თაობაზე;

 

მოქალაქეს მხოლოდ ამჯერად ეძლევა საშუალება იხილოს ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულება;

 

სახეზეა თუ არა ხელშეკრულებითი ვალდებულება ?

 

პასუხი:

 

იურიდიულ ლიტერატურაში გამოტქმული მოსაზრების თანახმად,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელშეკრულების მეორე მხარისთვის გაგზავნილი ხელმოუწერელი ხელშეკრულების ბლანკი არ წარმოადგენს შეთავაზებას[ოფერტს], ხელშეკრულების დადებაზე(!)

სწორედ მოქალაქის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს  შეთავაზებას[ ოფერტს]რაც საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხელმოწერის საშუალებით მიღებას[აქცეპტს] და შემდეგ მოქალაქისთვის გადაცემას(!)

 

რადგან ამ.ორგანოს მოქალაქისთვის არ გაუგზავნია თავის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება,ამდენად ,ხელშეკრულება არ შეიძლება დადებულად ჩაითვალოს და შესაბამისად  ვალდებულებით-სამართლებრი ვი ურთიერთობა არ შეიძლებოდა დამდგარიყო ადმ.ორგანოს და მოქალაქეს შორის.

                            ბ) „წერილობითი ფორმა’’

·        „ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’ შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით(!)[თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი]

·        წერილობითი ფორმის დაუცველობა შეიძლება გახდეს „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ ბათილობის საფუძველი(!)

 

 

 

    მუხლი 69. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა

 

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით

 

 

 

 

გ)„მე-3 პირის წერილობითი თანხმობა“

 

·        ადმინისტრაციული  ხელშეკრულება[გარიგება]  რომელიც ზღუდავს მე-3 პირის უფლებას ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას,ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მე-3 პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ(!)

 

  მუხლი 67. მესამე პირის მონაწილეობა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებაში

 

1. ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ.

2. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში მითითებულ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება.

 

 

              დ)   „სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა’’

·        სზაკ-ის 68-ე მუხლის თანახმად:

 

ადმინისტრაციული ხელშეკრულება, [რომელიც დაიდო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ნაცვლად], ძალაში შედის იმ [სხვა]ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც  კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად

 

ანუ  იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ რომლის თანხმობაც იყო საჭირო ინდაქტი რომ გამოეცა(!)

 

·        68-ე მუხლის ამ მოთხოვნის დაუცველობა[ანუ „სხვა ადმინისტრაციული ორგანოს“ წეილობიტი თანხმობის არარსებობა] შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი(!)

 

 მუხლი 68. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა

 

    ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ნაცვლად, ძალაში შედის იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

 

          

          „ადმინისტრაციული ხელშეკრულების ‘’ მატერიალური კანონიერება

·        ადმინისტრაციული ხელშეკრულების „მატერიალური კანონიერება’’ გულისხმობს[ნიშნავს]   ,ამ ხელშეკრულების შესაბამისობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის[თემატურ] ნორმებთან(!)

·        ადმინისტრაციული ხელშეკრულება  ,ასევე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს  კონსტიტუციას და კანონმდებლობას.

 

[დაიმახსოვრე:  კაზუსის ამოხსნის დროს უნდა შემოწმდეს  ხომ არ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ხელშეკრულება   ამკოდექსების შესაბამის ნორმებს,კონსტიტუციას და კანონმდებლობას]

 

„ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობა’’

·        სზაკ-ი ითვალისწინებს მოთხოვნებს რომელთა დაუცველობა შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულიხელსეკრულების ბატილობის საფუძველი

·        ადმინისტრაციული ხელსეკრულების ბათილად გამოცხადებას ასევე აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსი(!)

                მუხლი 70. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადება

1. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

·        სამოქალაქო კოდესის[სსკ-ის] მიხედვით ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ბათილი  ,თუ:

 

1.      ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ქმედუუნარო პირია ან ის დადებულია ერთ-ერთი მხარის ფსიქიკური მოშლილობის დროს ან სულიტ ავადმყოფთან[სსკ-ის მუხ.58-ე]

2.      ის დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად,იმ განზრახვის გარეშე,რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს[სსკ-ის მუხ. 56-ე]

3.      ერთ-ერთი მხარის ნება გამოვლენილია არასერიოზულად[ხუმრობით] იმ ვარაუდით,რომ ამ არასერიოზულობას გამოიცნობდნენ[სსკ-ის 57-ე მუხლი]

4.      ის დადებულია კანონით დაუცველი ფორმის დაუცველად[იგულისხმება წეილობითი ფორმა ან სანოტარო დამოწმების კანონით დადგენილი ვალდებულება][სსკ-ის მუხ.59-ე]

5.      იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში,რომლის საფუძველზეც დაიდო ეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება[ სზაკ-ის მუხ.70 .ნაწ. მე-2]

 

                მუხლი 70. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადება

 +

1. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.

 

 

 

კაზუსი: [საგამოცდოდ]

 

ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა ?

 

საქ.თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ შპს „მადასა’’ და თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართის იჯარის ფორმიტ გაცემის თაობაზე,სადაც უნდა მოეწყოს სამინისტროს თანამშრომელტა კვების ობიექტი.იჯარის ხელსეკრულებით მოიჯარე იღებს ვალდებულებას იჯარით გადაცემულ შენობაში შექმნას სამინისტროს ტანამშრომლების კვების ობიექტი და განახორციელოს ტანამშრომელტა მომსახურება.

 

დავალება: განსაზღვეტ სამინისტროსა და შპს-ს შორის დადებული ხელშეკრულების სამარტლებრივი ბუნება (!)

 

ამოხსნა:

 

 I.ჰიპოთეზა:

შესაძლებელია,შპს „მადასა’’ და თავდაცვის სამინისტროს შორის დაებული  იჯარის ხელშეკრულება არის „ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’

 

II.სამარტლის ნორმა [სამართლებრივი საფუძველი] :

 

სზაკ-ის მე-2 მუხლის 1 ნაწილის  „ზ’’ ქვეპუნტი- ახდენს „ადმინისტრაციული ხელშეკრულების“ ლეგალურ დეფინიციას(!) ,რომლის თანახმად:

 

ადმინისტრაციული ხელშეკრულება[არის]ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება(!)

იმისათვის,რომ შპს „მადასა’’ და თავდაცვის სამინისტროს შორის დაებული  იჯარის ხელშეკრულება მივიჩნიოთ  „ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად’’ სახეზე უნდა იყოს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1 ნაწილის  „ზ’’ ქვეპუნტის ელემენტები:

1)     „ადმინისტრაციული ორგანო’’

2)     საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნი

3)    „ორხრივი ნება“ [ხელშეკრულება]

 

 

        III. სუბსუმცია :

  ა) „ადმინისტრაციული ორგანო’’

    ჰიპოთეზა:

 შესაძლოა,რომ თავდაცვის სამინისტრო არის „ადმინისტრაციული ორგანო’’

სამართლის ნორმა:

·        სზაკის მე-2 მუხლის „ა’’ ქვეპუნტის თანახმად:

 

ადმინისტრაციული ორგანო[არის] ა)ყველა სახელმწიფო ან ბ)მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, გ)საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე დ)ნებისმიერი სხვა პირი“[იგულისხმება ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი], რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს

    ადმინისტრაციული ორგანოს ‘’ ცნების ლეგალური დეფინიცია ორი ნაწილისგან შედგება;

   პირველ ნაწილში მოიაზრება „ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი ტვითმართველობის ორგანო და დაწესებულება“

მეორე ნაწილი მოიცავს „იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ,რომლებიც არ არიან სახელმწიფო მმართველობის სისტემის სუბიექტები,მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საჯარო-სამარტლებრივ უფლებამოსილებებს;

ტერმინი „ნებისმიერი სხვა პირი’’ კი გულისხმობს იმ კერძო პირებს[ფიზიკურს და იურიდიულს],რომელტა საქმიანობა კანონით განსაზღვრულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოების ტოლფას მოქმედებად მიიჩნევა.

სუბსუმცია:

იმისათვის რომ დადგინდეს სზაკის მე-2 მუხლის „ა’’ ქვეპუნტის რომელ ნაწილში ექცევა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უნდა განვიხილოთ მისი ადგილი და როლი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში(!!)

საქართველოს კანონის“საქარტველოს მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ’’ მე-14 მუხლის 1 პუნქტის თანახმად:“სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე,სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად’’

 

დასკვნა:

ამდენად, თავდაცვის სამინისტრო არის მმართველობის ცენტრალური ორგანო და იგი ადმინისტრაციული ორგანოს ცნების პირველი ნაწილის თანახმად,არის- ადმინისტრაციული ორგანო.(!)

 2)საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნი

 ყურადღება: მხოლოდ იმის დადგენა,რომ ტავდაცვის სამინისტროს აქვს ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსი ავტომატურად არ განსაზღვრავს დადებული ხელშეკრულების „ადმინისტრაციულ“  სამართლებრივ ბუნებას(!)

უნდა განვიხილოთ ,ხელშეკრულების მიზანი .უნდა შევამოწმოთ რამდენად ემსახურება ხელშეკრულება „საჯარო -სამარტლებრივი უფლებამოსილების განხორციელებას’’

ანუ განსახილველი გვაქვს შპს „მადასა’’ და თავდაცვის სამინისტროს შორის დაებული  იჯარის ხელშეკრულება ემსახურება თუ არა „საჯარო -სამარტლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზანს’’

სზაკ-ის მე-2 მუხლის 1 ნაწილის  „ზ’’ ქვეპუნტის თანახმად:

ადმინისტრაციული ხელშეკრულება[არის]ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება(!)

 

„საჯარო უფლებამოსილება ‘’ ეს არის:კანონმდებლობის საფუძველზე შესაბამისი ორგანოს ან პირის მიერ განხორციელებული უფლებამოსილება,რომელიც მიზნად ისახავს „მმართველობითი ფუნქციის შესრულებას’’

 

ადმინისტრაციული ორგანო იყენებს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივ,ისე კერძოსამართლებრივ ფორმებს;

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განმსაზღვრელ ელემენტებს წარმოადგენს : ა) ხელშეკრულების მიზანი და ბ) ხელშეკრულებაში ადმინისტრაციული ორგანოს,როგორც მხარის[სუბიექტის] სტატუსი;

ჩვენს კაზუსში შენობა-ნაგებობის კონკურსის წესით და ხელშეკრულებით გადაცემის მიზანია სარგებლობის უფლების მინიჭება იმ კერძო იურიდიული პირისთვის,რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე აღრიცხულ ფართზე კვების ობიექტს მოაწყობს და სამინისტროს თანამშრომლებს მოემსახურება.

ხელშეკრულების მიზნის გამორკვევა ხდება ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე; ამ დროს არსებითია  ფაქტობრივი გარემოებების დადგენა,განსაკუტრებით,ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ან ხელშეკრულებიტ დადგენილი პმოთხოვნების[პირობების] სამართლებრივი ბუნების(!)

კაზუსიდან ჩანს,რომ იჯარის ხელშეკრულების მიზანს არ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროსთვის კანონით დაკისრებული“საჯარო ამოცანის’’ აღსრულება;

მიუხედავად იმისა ,რომ კვების ობიექტი განტავსებულია თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე,ამ ობიექტის მიზანია სამინისტროს არა ძირითადი ფუნქციის განხორციელება  ,მას აქვს დამხმარე ფუნქცია.

დასკვნა:

ამდენად , შპს „მადასა’’ და თავდაცვის სამინისტროს შორის დაებული  იჯარის ხელშეკრულება არ ემსახურება „საჯარო უფლებამოსილების განხორციელების“ მიზანს  და ამის გამო ,ის არ არის „ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები