„საჯარო მმართველობა’’ -ცნება და არსი ; ადმინისტრაციული ორგანო

 



აქ განხილულია საკითხები:

1.      საჯარო მმართველობის ცნება

2.      საჯარო მმართველობის არსი[ ფუნქციები]

3.      ადმინისტრაციული ორგანო

 

1.„საჯარო მმართველობის’’ ცნება

·        შეუძლებელია „საჯარო მმართველობის’’ ცნების  სრულყოფილი დეფინიცია .

·        შესაძლებელია მხოლოდ    „საჯარო მმართველობის’’ აღწერა მისთვის დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით.

·        „საჯარო მმართველობის’’ ცნების ჩამოყალიბება შესაძლებელია ა)ორგანიზაციული ბ)მატერიალური და გ) ფორმალური გაგებით[ნიშნებით]

 

„საჯარო მმართველობა’’    ორგანიზაციული გაგებით(!) ეს არის „საჯარო მმართველობის“ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციული მოწყობის სისტემა.ეს სისტემა შედგება ა)ადმინისტრაციული ორგანოებისაგან დაბ) სხვა მმართველი ერთეულებისაგან.

 

„საჯარო მმართველობა’’    მატერიალური გაგებით(!) არის სახელმწიფოს ის საქმიანობა ,რომლის მიზანია ქვეყანაში მმართველობითი ფუნქციების განხორციელება,მაგრამ ეს  არ გულისხმობს ა)კანონშემოქმედებას ბ) მართლმსაჯულებას და გ)ქვეყნის პოლიტიკურ მართვას.

 

„საჯარო მმართველობა’’    ფორმალური  გაგებით(!) არის ნებისმიერი საქმიანობა,რომელიც ხორციელდება ადმინისტრაციული  ორგანოების მიერ . მაგ.პოლიციის საქმიანობა,პრეზიდენტის საქმიანობა ფორმალური გაგებით არის „საჯარო მმართველობა’’.

 

შენიშვნა:

·        ხელისუფლების დანაწილების პრინციპის იდეაა სახელმწიფოს თითოეული ფუნქციის კონკრეტულ სახელმწიფო ორგანოზე მიკუთვნება.ეს ემსახურება ძალაუფლების ერთ შტოში კონცენტრაციის თავიდან აცილებას.

·        დაიმახსოვრე: „საჯარო მმართველობა ‘’ ,როგორც ფუნქცია  ძირითადად ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ,მაგრამ „საჯარო მმართველობა’’ ასევე ხორციელდება საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების მიერ[საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას]

·        ასევე საგულისხმოა ის ფაქტი,რომ აღმასრულებელი ხელისუფლებაა საჯარო  მმართველობითი ფუნქციების გვერდით ახორციელებს არამმართველობით ფუნქციებსაც[ მაგ. როცა პოლიცია სამართალდარღვევაზე რეაგირებს,პრეზიდენტი კონსტიტუციურ უფლებამოსილებას ახორციელებს]  .და გარკვეულ შემთხვევებში მონაწილეობს კანონშემოქმედებით პროცესშიც.

·        უფრო მეტიც ,საქართველოში სასამართლო ხელისუფლებაც კი  ჩართულია „საჯარო მმართველობის’’ განხორციელების პროცესში[მაგ. როცა მოსამართლე ბრძანებას გამოსცემს მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ]

 

·        „საჯარო მმართველობის ორგანიზაციული და მატერიალური გაგებების კომბინაცია იძლევა შესაძლებლობას  ჩამოყალიბდეს „საჯარო მმართველობის’’ შემდეგი  განმარტება[ანუ ცნება-საზეპიროა]

„საჯარო მმართველობა’’ არის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების,აგრეთვე,საჯარო მმართველობის,როგორც ფუნქციის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ,წინასწარ განსაზღვრული მიზნების და სამართლებრივი ბოჭვის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა,რომელიც არ არის ა) კანონშემოქმედება ბ)მართლმსაჯულება და პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებები

 

 

ხხხხ

„საჯარო მმართველობის’’ - არსი

 

·        საჯარო მმართველობის შინაარსის[არსი] განსაზღვრა შესაძლებელია მისი[„საჯარო მმართველობის’’] ფუნქციების   საშუალებით

·        გამოყოფენ „საჯარო მმართველობის“ შემდეგ  ფუნქციებს :

ა) კანონის აღსრულება

ბ)ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელების ფუნქცია

 გ) მომსახურების ფუნქცია

 

·         საჯარო მმართველობის ფუნქციების მიხედვით შეგვიძლია გამოვყოთ:

 

a)      მოწესრიგებული საჯარო მმართველობა

b)      მომსახურებითი მმართველობა

c)      ორგანიზაციული მმართველობა

d)      საგადასახადო მმართველობა

e)      საკუთარი საჭიროებების უზრუნველყოფის მმართველობა

 

a)      „მოწესრიგებული“  საჯარო მმართველობა

·        ასეთი მმართველობის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვა

·        საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვა მოიცავს პოლიციის პრევენციულ ღონისძიებებს,სამშენებლო გარემოს დაცვის ,სამეწარმეო საქმიანობის და ა.შ. სფეროებში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას,სხვადასხვა საქმიანობების სანებართვო და სალიცენზიო ვალდებულებების მოქცევის გზით პრევენციული კონტროლის განხორციელება მოსალოდნელი საფრთხების თავიდან ასაცილებლად.[გაიხსენე შოვის ტრაგედია- კოტეჯები ღვარცოფსაშიშ ზონაში- არ იყო სახელმწიფო კონტროლი]

·        მაგ. სამეწარმეო ადმინისტრაციულ სამართალში მთავარია ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის-მეწარმის კერძო ინტერესს და საჯარო ინტერესს შორის ბალანსის დაცვა[ესაა ადმინისტრაციული სამართლის ამ დარგის მოწესრიგების სფერო]

·        ისეთი ორგანიზებული საქმიანობა,რომელიც ა)ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს ბ)ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით,გ) მოიცავს განსაკუთრებით მნიშვვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დ) დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან წესრიგდება“ლიცენზიებისა და ნებართვების’’ შესახებ კანონით.

·        სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება მხოლოდ მაშინ,თუ ლიცენზიის ან ნებართვის გაცემით რეალურად შესაძლებელია აღნიშნული საფრთხის შემცირება ან სახელმწიფოს ან საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება

 

a)      მომსახურებითი მმართველობა

·        ეს არის თანამედროვე „საჯარო მმართველობის’’ მნიშვნელოვანი ნაწილი

·        იგი მოიცავს სოციალური მომსახურების სფეროს და ინფრასტუქტურას [მაგ. გზები],ასევე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების [მაგ. საბავშვო ბაღების,პარკების და სკვერების] შექმნას

·        სოციალური მომსახურების სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია ადამიანის არსებობისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა[მოსახლეობის ელექტროენერგიით,გაზით,წყლით,საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ა.შ. უზრუნვეყოფა]

·        „მომსახურებითი მმართველობა’’ სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება ა) სახელმწიფო მმართველობის ორგანოების,ბ)მუნიციპალური[მერიების] სამსახურების და გ)კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ;

·        სახელმწიფოს[მუნიციპალიტეტის] მომსახურებითი ფუნქციის კერძო პირებზე გადაცემის შემთხვევაში,“მომსახურებითი მმართველობა’’ იღება „გარანტორი მმართველობის’’ სახეს

·        ეს ტერმინი აღნიშნავს ისეთ მმართველობას,როდესაც სახელმწიფო მთელი რიგი ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილებას გადასცემს კერძო ბაზარზე არსებულ სუბიექტებს[რომლებიც კონკურენციაში არიან ერთმანეთთან],ხოლო იმისათვის რომ სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული მომხმარებელთა ინტერესი,განსაკუთრებით,ამ მომსახურებაზე გონივრულ ფასად ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა,საჯარო მმართველობა ახორციელებს ამ საქმიანობის სფეროს რეგულირებას;

·        ამდენად,სახელმწიფოს ასეთი საჯარო ფუნქციის მიმართ აქვს არა მომსახურების არამედ „გარანტორის ფუნქცია’’.

·        ამის მაგალითია გაზის ,ელექტროენერგიის და წყლის სფეროს რეგულირება[თვითრეგულირება] დამოუკიდებელი კოლეგიალური ორგანოს- კომისიის შექმნით.

·        მარეგულირებელი კომისიის შექმნა არ ცვლის ამოცანის საჯარო-სამართლებრივ ბუნებას და სახელმწიფოს არ ათავისუფლებს ამ ფუნქციის შესრულების მიმართ ვალდებულებებისგან.საჭიროების შემთხვევაში საჯარო მმართველობამ კვლავ თავის თავზე უნდა აიღოს „მომსახურებითი მმართველობის’’ განხორციელება.

·        თუ კი ის თავს შეიკავებს ადამიანის არსებობის პირობების უზრუნველმყოფი მმართველობისგან,ეს შეფასდება როგორც ადამიანის უფლებების დაცვისთვის“არასაკმარისი ზომების მიღება’’

·        სახელმწიფოს ეს ვალდებულება,რათქმა უნდა,ვრცელდება კანონმდებლის მიერ დადგენილ ფარგლებშიდა სახელმწიფოს „შესაძლებლობის’’ გათვალისწინებით

·        „მომსახურებითი მმართველობა’’ არის ადმინისტრაციული სამეწარმეო სამართლის შესწავლის საგანი;

 

c)ორგანიზაციული მმართველობა

·        ეს არის საჯარო მმართველობისის ფორმა,როდესაც ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების  სოციალურ,ეკონომიკურ თუ კულტურის სფეროში მიზანმიმართული ჩარევა[მხარდაჭერა] შესაბამისი სუბვენციების[სუბვენცია: განსაზღვრული პროექტებისთვის მიზნობრივად გამოყოფილი ფულადი დახმარებები] და სუბსიდიების საშუალებით[სუბსიდია: ფულადი ან ნივთიერი დახმარება,რომელსაც უწევს სახელმწიფო ცალკეულ პირებს)

·        მაგ. საყოფაცხოვრებო სუბსიდია ყოველთვიური ფულადი სახით,რომელიც სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს ენიშნებათ საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად[გაზის ,წყლის,ელ.ენერგიის გადასახადების გადასახდელად და სხვ.]

·        ასევე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახებისთვის ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდია.

·        აღნიშნული ინსტრუმენტი  ასევე გამოიყენება სამეწარმეო სფეროშიც,რაც დადებითი ეფექტის გვერდით პრობლემებსაც წარმოშობს[მაგ. სახელმწიფოს მხრიდან ასეთმა მხარდაჭერამ შესაძლებელია ცალკეული სამეწარმეო სუბიექტები ჩააყენოს  არაკონკურენტულ გარემოში და ხელი შეუშალოს ამ კონკრეტული სფეროს ბაზრის განვითარებას.

·        ასევე,მაგ. ყურძნის ფასის ფასის სუბდიდია ემსახურება სოფლის მეურნეობის ამ დარგის მხარდაჭერას,თუმცა ,არის მოსაზრება,რომ მისი ხანგრძლივი გამოყენება[წლიდან -წლამდე] მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას ხელს არ უწყობს,არამედ იწვევს მოტივაციის შემცირებას და იძლევა უკუეფექტს

·        ზოგადა,ორგანიზაციული მმართველობის განხორციელებისას,სამეწარმეო სფეროში გამოყენებული ინსტრუმენტი[განსაკუთრებით ფინანსური] არ უნდა იწვევდეს არაკონურენტული გარემოს შექმნას და თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ არ უნდა ახდენდეს დარგის ცალკეული წარმომადგენლების დაუსაბუთებლად უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას,ხოლო სოციალური დაცვის სფეროში,ის არ უნდა გახდეს საზოგადოების ინერტულობის და ნაკლები აქტიურობის.

 

d)   საგადასახადო მმართველობა

·        საგადასახადო მმართველობა ემსახურება სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ფინანსური საშუალებების შექმნას გადასახადების და მოსაკრებლების გადახდის სისტემის შექმნით და ფუნქციონირებით;

·        „საგასახადო მმართველობა’’ არის ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის დარგების-ა) საგადასახადო სამართლის და ბ) საბიუჯეტო სამართლის მოწესრიგების საგანი.

·        გადასახადები არის ბიუჯეტის ფორმირების წყარო[მაგრამ არა ერთადერთი წყარო]

·        „სახელმწიფო ბიუჯეტი’’ არის მმართველობითი ნორმატიული აქტი,თუმცა,ის მიიღება პარლამენტის მიერ,კანონის ფორმით[რაც არის საკანონმდებლო ხელისუფლების „საჯარო მმართველობის’’ განხორციელებაში მონაწილეობის ერთ-ერთი გამოვლინება.

·        საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის 3 დონიანი: სახელმწიფო,ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალური[ შესაბამისად  საბიუჯეტო სისტემის მართვაც არის სამდონიანი,რაც დაკავშირებულია ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობასთან]

·        „გადასახადი’’ არის სავალდებულო,უპრობო,ფულადი შენატანი ბიუჯეტში,რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი.

„გადასახადის’’ გადახდა არის  აუცილებელი,არაეკვივალენტური და უსასყიდლო

·        ხოლო „მოსაკრებელი’’ არის  აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში,რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისა  თუ რსახელმწიფო რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის,ან სახელმწიფო თუ მუნიციპალური ორგანოების მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისთვის.

·        მარტივად რომ ვთქვათ,გადასახადის გადამხდელი არ იღებს უშუალო,ეკვივალენტურ სარგებელს,მაშინ როდესაც „მოსაკრებელი’’ სამართლებრივი ან მატერიალური სიკეთის მიღებას გულისხმობს.

·        მმართველობის დონეების მიხედვით „გადასახადი’’ და „მოსაკრებელი’’ არის საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი.

·        მაგრამ რა არის“ ჯარიმა’’?

·        „ჯარიმა’’ არ წარმოადგენს ბიუჯეტის ფორმირების მნიშვნელოვან კომპონენტს,თუმცა ქმნის დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს სახელმწიფო და ფმუნიციპალური ორგანოებისთვის.

·        სზაკ-ი[ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი] „ჯარიმას’’,როგორც ფულად გადასახდელს იყენებს მატერიალური ზემოქმედების ღონისძიებად,როგორც „ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის’’ აღსრულების საშუალებას.

·        ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსში და სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მომწესრიგებელ საკანონმდებლო აქტებში „ჯარიმა’’ როგორც  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე არის გამოყენებული.

·        რა მიზნობრიობა უნდა გააჩნდეს „ჯარიმებით’’ შემოსულ თანხებს და უნდა მოხმარდეს თუ არა ის მხოლოდ აღნიშნული კანონების[ანუ წარმოშობის წყაროს] მიზნებს,არის მეცნიერთა და პრაქტიკოსთა დისკუსიის საგანი,თუმცა კანონმდებელი არ იძლევა ამ კითხვაზე პასუხს.

 

e)“საკუთარი საჭიროებების უზრუნველყოფის“ მმართველობა

 

·        “საკუთარი საჭიროებების უზრუნველყოფის“ მმართველობა ემსახურება „საჯარო მმართველობის’’ განხორციელებისთვის საჭირო პერსონალის[მოხელეების] და მათი მატერიალური საშუალებებით  უზრუნველყოფას.

·        საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპის გვერდით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს „ეფექტიანობის’’ და „ეკონომიურობის’’ პრინციპი,რაც გულისხმობს სწრაფად და ნაკლები ხარჯებით საუკეთესო შედეგის მიღწევას.

·        სახელმწიფოს ფუნქციების ზრდა და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების ხანგრძლივი პროცესები იწვევს საჯარო მმართველობის ფინანსური ხარჯების ზრდას.

·        „საკუთარი საჭიროებების მართვა’’ არის მნიშვნელოვანი სფერო,რომელიც ცდილობს მართვის თანამედროვე მეთოდების,მათ შორის კერძო სექტორისთვის დამახასიათებელი“ხარჯ-შედეგიანობის’’ მეთოდის დანერგვით შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯები.

·        პრობლემა მდგომარეობს იმაში,რომ საჯარო მმართველობის სფეროში ყოველთვის არ არის შესაძლებელი ხარჯსა და შედეგს ასეთი კორელაციის დადგენა.

·        საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული ფუნქციები ყოველთვის არ იძლევა შესაძლებლობას ხარჯვითი ნაწილი შევაფასოთ დამდგარ შედეგთან მიმართებით.

·        ეს არის ის გამოწვევა,რომელიც აქტუალური იყო მე-20 საუკუნის საჯარო მმართველობის რეფორმების დისკუსიებში და არც 21-ე საუკუნეში დაუკარგავს აქტუალობა.

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

·        „საჯარო მმართველობის’’ შინაარსს [არსს] ასევე განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული - სახელმწიფოს მიზნები.

·        საქართველოს კონსტიტუციის თანახმად,საქართველო არის დემოკრატიული[მუხ.3], სამართლებრივი [მუხ.4] და სოციალური[მუხ.5] სახელმწიფო.

·        თუმცა,საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის საფუძველზე[მიუხედავად იმისა,რომ ის მოცემულია ადამიანის ძირითადი უფლებების თავში) შეგვიძლია ვთქვათ,რომ საქრთველო არის  დემოკრატიული,სამართლებრივი,სოციალური და ეკოლოგიური სახელმწიფო,რაც საჯარო მმართველობის შინაარსთან მიმართებით ნიშნავს იმას,რომ საჯარო მმართველობა ხორციელდება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გათვალისწინებით და ქმნის სოციალური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიზნების შესაბამის მინიმალურ სტანდარტებს.

·        „საჯარო მმართველობის’’ აღწერა შესაძლებელია ასევე სხვა კრიტერიუმების საფუძველზე.

·        „საჯარო მმართველობისთვის’’ დამახასიათებელია სპეციფიკური ნიშნები,რომელიც აღწერს მის შინაარსს[არსს]

·        „საჯარო მმართველობის’’ საქმიანობის ობიექტია საზოგადოება,იგი არის საჯარო ინტერესებზე ორიენტირებული და ახდენს მომავლის განსაზღვრას კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებით.

·        შინაარსობრივად საჯარო მმართველობას აღწერს მისი საქმიანობის სფეროები:მმართველობა მართლწესრიგის,მშენებლობის,განათლების,ჯანდაცვის,გარემოს დაცვის და ა.შ. სფეროებში.

·        საჯარო მმართველობის საქმიანობის აღწერა შესაძლებელია მის ცალკეულ ინდივიდზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით.

·        ერთმანეთისგან მიჯნავენ „შემზღუდველი’’ ხასიათის მმართველობას,რომელიც იწვევს მოქალაქეთა უფლებებისშეზღუდვას აკრძალვებისა და იძულების საშუალებების გამოყენებით და „აღმჭურველი’’ ხასიათის მმართველობას,რომელიც ახდენს ცალკეული ინდივიდების მდგომარეობის გაუმჯობესებას ფინანსური ან მატერიალური დახმარების ან საზოგადოებრივი დაწესებულებების შექმნის გზით.

·        საჯარო მმართველობის აღწერა შესაძლებელია  მისი კანონზე დაქვემდებარების ხარისხის მიხედვით.

·        ერთმანეთისგან ასხვავებენ კანონით დადგენილ წესებზე „დაქვემდებარებულ’’ და კანონისგან „თავისუფალ’’ საჯარო მმართველობას.

·        კანონით შებოჭილი საჯარო მმართველობა ემსახურება კანონმდებლის მიერ კანონში ასახული ნების რეალიზაციას[მაგ. მართლწესრიგის დაცვა პოლიციის შესახებ კანონის საფუძველზე]

·        კანონისგან თავისუფალი მმართველობა ფაქტობრივ შედეგებს იწვევს კანონის აღსრულების გარეშე,რაც არ გულისხმობს სამართლის ნორმისაგან[ბოჭვისაგან] სრულ თავისუფლებას.[მაგ. დიპლომატიური სამახურები,საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები].

·        შესაძლებელია“საჯარო მმარტველობის’’ განსაზღვრა  მისი საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმების სამარტლებრივი ბუნებით.

·        საჯარო მმარტველობა შესაძლებელია განხორციელდეს კერძო სამართლის ნორმების საფუძველზე.

·        ,როდესაც საჯარო მმართველობა საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს კერძო სამართლის გამოყენებით,ადგილი აქვს ურთიერთობას „მმართველობის კერძო სამართლის ‘’ სფეროში (!)

·        ეს არ უნდა გავიგოთ,როგორც „გაქცევა“ კერძო სამართალში,რაც ნიშნავსიმას,რო მუფლებამოსილების განხორციელების პროცესში კერძო სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება ხდება საჯარო სამართლებრივი ბოჭვის ფარგლებში.

·        სახელმწიფოს[ან თვითმმართველობას] აქვს არჩევანი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ორგანიზაციული მოწყობის და საქმიანობის საჯაროსამართლებრივ და კერძოსამართლებრივ ფორმებს შორის[მაგ. მოსახლეობის ტრანსპორტით  უზრუნველყოფა სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს კერძოსამართლებრივი ფორმით]

ადმინისტრაციული ორგანო

·        რადგან „საჯარო მმართველობა’’ არ მოიცავს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და ის ასევე გვხვდება საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში,უფრო მეტიც,ის ასევე ხორციელდება ორგანიზაციული მოწყობის კერძოსამართლებრივი ფორმით,აუცილებელი გახდა ისეთი ტერმინის შემოტანა,რომელიც გააერთიანებს ყველა აღნიშნულ შემთხვევას.

·        საჯარო მმართველობის არსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექით [საზკ] დადგენილი“ადმინისტრაციული ორგანოს’’ ცნება.

·        სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაქილის ა ქვეპუნქრის თანახმად:

 

   მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

1. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

) ადმინისტრაციული ორგანოყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;

[ესაა ადმინისტრაციული ორგანოს ცნება -საზეპიროა]

 

·        ადმინისტრაციული ორგანოს  ცნების განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია მისი „ფუნქციონალური’’ გაგება.

·        ადმინისტრაციული ორგანოს  ცნების ლეგალური დეფინიცია ორი ნაწილისგან შედგება

დეფინიციის პირველი ნაწილი  მოიცავს ყველა  სახელმწიფო მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებს,აგრეთვე „საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს’’[სსიპ-ებს].

როდესაც ეს სუბიექტები ასრულებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს ,ისინი წამოადგენენ „ადმინისტრაციულ ორგანოს’’ სზაკ-ის გაგებით;

·        როგორც ვხედავთ კოდექსისთვის არსებითი არ არის ხელისუფლების რომელ შტოს სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ესათუ ის ორგანო,არამედ მნიშვნელოვანია,ყოველ კონკრეტულ შემტხვევაში რა ფუნქციის განხორციელებასთან გვაქვს საქმე.

·        საჯარო უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს საქმიანობას ,რომელიც არ არის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება,პოლიტიკური გადაწყვეტილებები,საეკლესიო საქმიანობა,კანონშემოქმედება და მართლმსაჯულება.

·        საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს მმართველობის განხორციელებას;

·        მმართველობას ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები

·        თუმცა „მმართველობა’’ ეს ისეთი სფეროა ,რომელიც არ იფარგლება აღმასრულებელი ხელისუფლებით.საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები ვერ შეძლებენთავიანთი ფუნქციების განხორციელებას,თუ არ მოხდება მათი საქმიანობის  ორგანიზებული  მართვა

·        „ადმინისტრაციული ორგანოს’’ -ფუნქციური გაგება  ცნების მეორე ნაწილშია მოცემული

·        „ადმინისტრაციული ორგანოს’’ -ფუნქციური გაგება  აერთიანებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს,რომლებიც არ არიან სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის სუბიექტები,მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საჯარო სამართლებრივ უფლებებს და ამ მიზნით გამოსცემენ „ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს’’

·        „ნებიმიერი სხვა პირი’’-გულისხმობს იმ კერძო პირებს,რომელთა საქმიანობა კანონით განსაზღვრულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოების ტოლფას მოქდებად მიიჩნევა.

·        საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ნებისმიერი პირი,მიუხედავად მისი ხელისუფლების კონკრეტული შტოსადმი კუთვნილებისა და ორგანიზაციული მოწყობის საჯაროსამართლებრივი და კერძოსამართლებრივი ფორმისა არის- ადმინისტრაციული ორგანო.

·        „საჯარო მმართველობა“ არის „ადმინისტრაციული ორგანოების’’ მიერ განხორციელებული საქმიანობა(!)


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები