თანამედროვე სახელმწიფო

 


·        თანამედროვე სახელმწიფო არის- „მმართველი სახელმწიფო’’

·        საჯარო მმართველობა და მისი სამართალი[ ადმინისტრაციული სამართალი] ცხოვრების ყველა სფეროში შეიჭრა

·        საჯარო მმართველობა ნიშნავს უფლებამოსილების განხორციელების ბიუროკრატიულ-ორგანიზაციულ მოწყობას და მმართველობის განხორციელებას სპეციფიკური პერსონალის მიერ[პროფესიონალი საჯარო მოხელეები]

·        „მმართველი სახელმწიფო’’ არის პროფესიონა საჯარო მოხელეებზე დაფუძნებული სახელმწიფო.

·        დემოკრატია და მმართველი სახელმწიფო არის განუყოფელი ცნებები.

·        თანამედროვე სახელმწიფოში იზრდება მოსახლეობის დამოკიდებულება სახელმწიფოზე.სახელმწიფო თავის თავზე იღებს მთელი რიგი ამოცანების განხორციელების ვალდებულებას.

·        ბიუროკრატია[საჯარო მოხელეთა ფენა] არ მიიჩნევა დემოკრატიის საწინააღმდეგო უარყოფით მოვლენად,არამედ ითვლება სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების დაძლევის აუცილებელ ინსტრუმენტად.

·        „მმართველი სახელმწიფო’’[თანამედროვე სახელმწიფო] და ბიუროკრატია[საჯარო მოხელეები] არის ერთი მედლის ორი მხარე;

 

·        თანამედროვე სახელმწიფოშიაუცილებელია სტაბილური,ლოიალური[არჩევნებში გამარჯვებული ძალის მიმართ],ვალდებულებების ერთგული,სახელმწიფოსა და მის კონსტიტუციურ წესრიგთა შინაგანად დაკავშირებული  პროფესიონალი „საჯარო მოხელეების’’ კორპუსის[ფენის] არსებობა.

·        მმართველი სახელმწიფო,ბიუროკრატია და პროფესიონალი საჯარო მოხელე სამი ურთიერთდაკავშირებული ფენომენია.სამივეს აქვს საერთო მიზანი- მმართველობა[თუმცა განსხვავებული ასპექტებით]

·        მმართველი სახელმწიფო,ბიუროკრატია და პროფესიონალი საჯარო  არის ადმინისტრაციული სამართლის შესწავლის საგანი.

·        ადმინისტრაციული სამართალი არის საჯარო მმართველობის სამართალი,რომელმაც უნდა უზრუნველყოს საჯარო მმართველობის მიერ საკუთარი ამოცანების ეფექტიანად და სამართლებრივი სახელმწიფოსადმი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად  განხორციელება;

·        ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ფუნქციაა მმართველობის ორგანიზაციული მოწყობა და მისი საქმიანობის სამართლებრივი ფორმების და „ადმინისტრაციული წარმოების  პროცესის’’ მოწესრიგება(!)

·        თანამედროვე სახელმწიფოს განმარტება ჩამოაყალიბა მაქს ვებერმა

·        ვებერი საუბრობს  ლეგიტიმური ბატონობის 3 ტიპზე: ქარიზმატულზე,ტრადიციულზე და თანამედროვეზე[რაციონალურზე]

·        რაციონალური ხასიათის ლეგალური ბატონობა[ბიუროკრატიის ლეგალური ბატონობა] ითხოვს მართვის სისტემას,რომელიც ახდენს საკანონმდებლო წესრიგის აღსრულებას წინასწარ დადგენილი წესების მიხედვიტ.

·        ვებერის თანახმად „რაციონალური ბატონობის’’ ძირითადი კატეგორიებია:

 

1.      სამსახურებრივი საქმიანობის განგრძობადი[უწყვეტი] წარმართვა წინასწარ დადგენილი წესების საფუძველზე და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

კომპეტენციის შინაარსი მოიცავს: ა)განსახორციელებელ ვალდებულებას ბ)ამისთვის სჭირო ბრძანების გაცემის უფლებამოსილებას გ)მკაცრად განსაზღვრულ იძულების დასაშვებ ღონისძიებებს და) ამ იძულების გამოყენების წინაპირობებს.

2.      სამსახურეობრივი იერარქიულობა.მკაცრი კონტროლისადა ზედამხედველობის სისტემა, ქვემდგომის ზემდგომში გასაჩივრების შესაძლებლობით.

3.      წესები,რომლის საფუძველზეც ხორციელდება უფლებამოსილებები,შეიძლება იყოს ტექნიკური ან ნორმატიული ხასიათის,რომელთა გამოყენებისთვის აუცილებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მიღება; ამდენად, მმართველი გუნდის წევრი  შეიძლება იყოს დადასტურებულად შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის საფუძველზე მიღებული ცოდნის მქონე მოხელე;

4.      უცილებელია  „მმართველი გუნდის’’ გამიჯვნა „მმართველობის საშუალებებისგან’’;

მმართველობის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური საშუალებები „მმართველი გუნდის’’ საკუთრებას არ წარმოადგენს.მათ ეს საშუალებები[რესურსები]  გადაეცემათ ნატურის ან ფულდი სახით და აქვთ ანგარიშგების ვალდებულება.

5.      დაუშვებელია ხელისუფლების მითვისება მისი მატარებლის მიერ.უფლებამოსილებების სამსახურზე და არა მოსამსახურეზე მიკუთვნება ემსახურება მოსამსახურის მიერ საგნობრივად დამოუკიდებელი,სამართლის ნორმაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.

6.      საჯარო მმართველობა ემყარება“ დოკუმენტაციის წარმოების’’ პრინციპს.მაშინაც კი,როდესაც მნიშვნელოვანია პროცესის ზეპირად წარმართვა,ძირითადი დოკუმენტები -განცხადებები და საბოლოო გადაწყვეტილებები იქმნება წეილობით.

·        „ბიუროკრატიული მმართველი სახელმწიფო’ და „ბიუროკრატიული მმართველობა’’ არის პროფესიონალი საჯარო მოხელეების მიერ განხორციელებული მმართველობა.

·        „ლეგალური ბატონობის’’  დროს ბიუროკრატიული მმართველი გუნდი შედგება ცალკეული მოხელეებიგან რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

 

a)      არიან პიროვნულად თავისუფალნი და მხოლოდ სამსახურეობრივ ვალდებულებებს ემორჩილებიან

b)     იმყოფებიან მყარ იერარქიულ დაქვემდებარებაში

c)      აქვთ  მყარი და მკაფიო სამსახურებრივი კომპეტენციები

d)     დანიშნულნი არიან შესაბამისი შერჩევის პრინციპის საფუძველზე

e)      აქვთ საგნობრივი კვალიფიკაცია,დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით[გამოცდით]

f)      უფლებამოსილებას ახორციელებენ როგორც ძირითად პროფესიულ საქმიანობას

g)     ექვემდებარებიან კარიერულ დაწინაურების სისტემას,დაფუძნებულს ასაკზე,შესრულებულ სამუშაოზე და ზემდგომის შეფასებაზე.

h)     ექვემდებარებიან მმართველობის საშუალებებისგან მკაცრი გამიჯვნის და ხელისუფლების მითვისების დაუშვებლობის პრინციპს

i)       ექვემდებარებიან მკაცრ,ერთიან სამსახურეობრივ ზედამხედველობას და კონტროლს;

·        თვითნებური მმართველობის ფორმებისგან განსხვავებით,სადაც ადმინისტრაციის მოხელე საჯარო რესურსებს საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს და სადაც გარკვეული თანამდებობების დაკავება ნეპოტიზმს,კლიენტელიზმს ან კორუფციას უკავშირდება და უკონტროლობა სუფევს,ვებერისეულ კლასიკურ-ბიუროკრატიული მოდელის ფარგლებში საჯატო ადმინისტრაციის მთელი საქმიანობა სამართლებრივი უფლებამოსილებებითაა დადგენილი ,განაწილებული და გაკონტროლებული.

·        ვებერისეული კლასიკურ-ბიუროკრატიული მოდელი გამოხატულებს ჰპოვებსერთი მხრივ პირამიდის მსგავს იერარქიულ მოწყობაში და მეორე მხრივ,შიდაორგანიზაციული პროცედურების სტანდარტიზაციაში.

·        ირარქიული მოწყობის თვალსაზრისით ბიუროკრატიული ადმინისტრაცია ხასიათდება შრომის მკაცრი განაწილებითა და სპეციალიზაციით.[სწორედ აქედან გამომდინარეობს გარკვეული სფეროების მიხედვით საჯარო მოხელეების დასასაქმებისათვის სპეციალური კომპეტენციის[ანუ ცოდნისა და გამოცდილების] არსებობის აუცილებლობა; ამასთან,ბიუროკრატიულ ოგანიზაციაში თითოეული ორგანიზაციული ერთეული ზემდგომი ერთეულის დაქვემდებარებაშია.

·        ბიუროკრატიული ორგანიზაციის შიდა პროცედურების დახასიათებისას აღსანიშნავია ადმინისტრაციული საქმიანობის  მკაცრი სტანდარტიზაცია და გარკვეულ შინაგანაწესებზე დამოკიდებულება.

·        ადმინისტრაციული საქმიანობა ხორციელდება მხოლოდ წერილობითი ფორმით,რაც ხელს უწყობს გამჭვირვალობას და გაკონტროლებას.

 

·        იერარქიულობასთან და სპეციალიზაციასთან ერთად ორგანიზაციის ასეთი შიდა პროცედურები კარგ საფუძველს იძლევა საჯარო ადმინისტრაციის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შესაბამისი მართვისა და კონტროლისათვის

 

·        ბიუროკრატიული ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მისი პერსონალის პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობაა.

·        მოხელეთა პროფესიული საქმიანობა“სიცოცხლის მანძილზე’’,უვადოდ ხორციელდება.

·        აღნიშნული პრინციპი საჯარო მოხელეების პირადი ინტერესების გათვალისწინებით კი არ არის ნაკარნახევი,არამედ მათი პროფესიული დამოუკიდებლობის გამყარებაზეა გამიზნული,რაც საბოლოო ჯამში „საჯარო ადმინისტრაციის’’ ინსტიტუციურ განმტკიცებას ისახავს მიზნად

·        საჯარო მოხელის პროფესიული წინსვლა „კარიერის პრინციპს’’ ეფუძნება,რომელიც მისი კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს;

·        მოხელის ფულადი ანაზღაურება ხდება წინასწარ დადგენილი სახელფასო განაკვეთით.

·        საჯარო მოხელე ვალდებულია,მიუკერძოებლად განახორციელოს პროფესიული ვალდებულება;ეს ვალდებულება ზემდგომი პირის მიმართ ერთგულებაში კი არ უნდა გამოიხატებოდეს,არამედ ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულებაში,რამაც,საბოლოოდ  პოლიტიკისაგან ბიუროკრატიული ორგანიზაციის დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს

·        ბიუროკრატიული ორგანიზაციის საქმიანობა მოქალაქეებისთვის წინასწარ გათვლადია ,რადგან ეს საქმიანობა მხოლოდ კანონის საფუძველზე ხორციელდება

·        ის,თუ რამდენად კანონისმიერია ცალკეული ადმინისტრაციული ქმედება,შეიძლება სასამართლოს გზით გაკონტროლდეს.

·        ბიუროკრატიული ადმინისტრაციის წერილობითი ფორმით მუშაობა ამის კარგ საშუალებას იძლევა;

·        სასამართლო კონტროლთან ერთად იერარქიული ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია საპარლამენტო კონტროლის პრინციპების არსებობა.

·        ცალკეულმა მინისტრმა უნდა უზრუნველყოს,რომ მისი უწყების ფარგლებში მისი ბრძანებები კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად შესრულდეს.წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება;

·        ბიუროკრატიული ორგანიზაციის ზემოთ მოყვანილი ელემენტები საშუალებას იძლევა დავასკვნათ,თუ რა ნიშნებით განსხვავდება „დემოკრატიული და სამართლებრივი’’ სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე მომუშავე თანამედროვე ბიუროკრატია  „განუვითარებელი  ადმინისტრაციული მოდელის“ ბიუროკრატიისგან[საკაშვილის მოდელი];

·        „განუვითარებელი  ადმინისტრაცია’’ პიროვნულ ძალაუფლებასთანაა გაიგივებული,მაშინ,როდესაც თანამედროვე ბიუროკრატიულ მოდელში ადმინისტრაცია სახელმწიფო ინსტიტუტის სახით არის წარმოდგენილი.

·        „განუვითარებელი  ადმინისტრაციისთვის’’ დამახასიათებელია მოხელეთა თვითნებობა,მათი საკუთარი ინტერესების საჯარო ინტერესებზე წინ დაყენება,უკონტროლობა.

·        განვითარებული ბიუროკრატიისთვის კი დამახასიათრბელია: მუშაობის მკაცრი ფორმალიზმი,მოხელეთა პროფესიონალიზმი,ინსტიტუციური დამოუკიდებლობა,საქმიანობის როგორც სასამართლო,ისე სისტემატიური იერარქიული კონტროლი;

·        საჯარო მმართველობის ბიუროკრატიული მოდელი საუკეთესო პასუხი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში  არსებულ გამოწვევებზე[მთავარ მიზანს დემოკრატიული და  სამართლებრივი სახელმწიფოების შექმნა წარმოადგენდა]

·        ამ მოდელს დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა

·        მართალია ამ მოდელის რეფორმირების და ოპტიმიზაციის აუცილებლობა დღის წესრიგში მრავალჯერ დამფგარა,მაგრამ ალტერნატიული მოდელით მისი საერთოდ შეცვლა შეუძლებელია;

·        ბიუროკრატიული მოდელის ასეთი წარმატება იმით აიხსნება,რომიგი,უწინარესად,მაღალგანვითარებული სამართლებრივი და ინსტიტუციური კულტურის ნაყოფია და არა მხოლოდ ორგანიზაციული კატეგორია.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები