სისიხლის სამართლის კერძო ნაწილი [ცნება და სისტემა]

 




საკითხები:

სისხლის სამართლის კერძო ნაწილის ცნება.

კრიმინალიზაცია და დეკრიმინალიზაცია.

სისხლის სამართლის კერძო ნაწილის სისტემა.



„სისხლის სამართლის კერძო ნაწილის“ ცნება.

 

·        სისხლის სამართალი შედგება ორი ნაწილისაგან: ზოგადი და კერძო ნაწილებისგან

 

·        სს-ის ზოგად ნაწილში მოცემულია  დანააულის  ყველა შემადგენლობებისთვის საერთო ცნებები,ნიშნები,პრინციპები,ინსტიტუტები;

 

·        სისხლის სამართლის კერძო ნაწილში  კი განსაზღვრულია დანაშაულის ცალკეული სახეები;

·        სისხლის სამართლის კერძო ნაწილი - არის სისხლის სამართლის კანონით[კოდექსით] დადგენილ ნორმათა ერთობლიობა.ის განსაზღვრავს: ა) დანაშაულად აღიარებულ ქმედებათა წრეს ,ბ) დანაშაულად აღიარებულ ქმედებათა ნიშნებს,გ)საჯელის ზომას და სახეებს[ ესაა სს-ის კერძო ნაწილის  ცნება-საზეპირო]

·        სს-ის ზოგადი და კერძო ნაწილები ორგანულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან და  მთლიანობას ქმნიან.

·        სს-ის კოდექსის დაყოფა ზოგად და კერძო ნაწილებად პირველად საფრანგეთის 1791 და 1810 წლების კოდექსებით მოხდა.

·        არსებობს სახელმწიფოები სადაც ამგვარი დაყოფა არ არსებობს[დიდი ბრიტანეთი,მსლიმური სისხლის სამართალი]

 

ქმედებათა კრიმინალიზაცია და დეკრიმინალიზაცია.

 

·        [საქართველოს] საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ [მე-20 საუკუნის 90-იან წლებში] ზეგავლენა მოახდინა დამნაშავეობის მდგომარეობასა და მის დინამიკაზე.ამან გამოხატულება ჰპოვა ახალ სისხლის სამართლის კოდექსში [პირველ რიგში  ახალი კოდექსის კერძო ნაწილში]

·        ზოგიერთმა ქმედებამ დაკარგა სო“სოციალური საშიშროება’’ ,რის გამოც მოხდა მათი დეკრიმინალიზაცია;

·        სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ იქნა ისეთი ნორმები,რომლებიც არ პასუხობდნენ გასატარებელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს;

·        კერძოდ ,მოხდა  ა) სპეკულაციის ბ)კერძომეწარმეობითი საქმიანობის, გ)კომერციული შუამავლობის და დ) სხვა ქმედებების დასჯადობის გაუქმება

·        ამასთან ერთად,ახალმა ნეგატიურმა სოციალურმა მოვლენებმა საჭირო გახადეს რიგ ქმედებათა კრიმინალიზაცია.მაგ. დასჯადია “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია’’[ ე.წ. „ფულის გათეთრება’’]

·        ახალი სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ნორმათა უმრავლესობა ა) ამკრძალავი ნორმებია,თუმცა კოდექსში მოცემულია ასევე ბ) წამახალისებელი(პოზიტიური) და გ)ახსნაგანმატებითი ნორმებიც [ იხ. მე-13 გვ  სახელმძღვანელოსი ამ ნორმების შესახებ,თუ  რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან]

 

 

„ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის’’ ცნება

 

·        სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის საფუძველს წარმოადგენს:- მხოლოდ და მხოლოდ  დანაშაული

·        ანუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ პირს ,რომლის ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ნიშნებს;

·        პირის მიერ ჩადენილი ქმედება ზუსტად (!)უნდა იყოს დაკვალიფიცირებული დანაშაულად(!)

·        ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია[ან უბრალოდ „კვალიფიკაცია’’]  ეს არის სისხლის სამართლის  კანონით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებთან ამა თუ იმ პირის  კონკრეტული ქმედების შესაბამისობის დადგენა[ ესაა „ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ‘’ ცნება- საზეპიროა]

 

ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ეტაპები.

 

·        პირველ ი:  დადგენილი  უნდა იქნეს სისხლის სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი  „სახეობითი ‘’ და „უშუალო’’ ობიექტები,რომელზეც მიმართულია ხელყოფა[მათი დადგენა საშულებას იძლევა  ზოგადად განისაზღვროს ჩადენილი ქმედების „საშიშროების ხარისხი’’]

 

პრაქტიკულად „ობიექტების ‘’ დადგენა საშუალებას იძლევა დავადგინოთ,კოდექსის კერძო ნაწილის თუ რომელ კარში და თავში უნდა ვეძებოთ ის ნორმა,რომელიც დარღვეულია პირის მიერ;

 

 

·        მეორე :  აუცილებელია განისაზღვროს ჩადენილი ქმედების ნიშნები  არა მიახლოებიტ,არამედ აუცილებლად ზუსტად(!) და შეესაბამება თუ არა ეს ქმედება სრული(!) მოცულობით იმ ნიშნებს რომლებიც აღწერილია კერძო ნაწილის სათანადო ნორმაში;

 

„შესაბამისობის სრული მოცულობით დადგენა’’ გულისხმობს კანონში მითითებული კონკრეტული შემადგენლობის ყველა ნიშნის  დამთხვევას პირის მიერ ჩადენილ ქმედებასთან

 

„სრული დამთხვევა’’ იმას ნიშნავს,რომ  დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი შეესაბამება კოდექსში აღწერილ სათანადო ნორმას.

 

 

·        მესამე :  ქმედების „დანაშაულად’’ კვალიფიკაციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ნორმების კონკურენციიის საკითხის სწორად გადაჭრას;

 

კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილში ვკითხულობთ:

 

   მუხლი 16. დანაშაულთა ერთობლიობა

 

 2. თუ ქმედება გათვალისწინებულია ზოგადი და სპეციალური ნორმებით, დანაშაულთა ერთობლიობა არ არსებობს და პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური ნორმით

 

 

„რეალურ ცხოვრებაში ყველა შესაძლო ვარიანტის’’  გათვალისწინება არც ერთ კოდექსს არ ძალუძს ტუნდაც მისი მოცულობა ძალიან დიდი იყოს;

ამიტომ „სპეციალურ ნორმაში’’ გადმოცემულია ამა თუ იმ სპეციფიკური დანაშაულის შემადგენლობა;

ხოლო „სხვა მსგავს დანაშაულზე’’ სასჯელი პირს დაეკისრება ზოგადი ნორმის საფუძველზე[ანუ თუ  შესაბამისი  „სპეციფიკური ნორმა’’ კერძო ნაწილსი არ არსებოს]

 

 

 

რა ართულებს ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციას ?

 

ყურადღება:

 

·        ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისას ყველაზე რთული დასადგენია პირის ბრალი,დანაშაულის ჩადენის მოტივი და  მიზანი;

·        ამიტომ მიზანშეწონილია ჯერ დადგინდეს  ა) დანაშაულის შემადგენლობის  „ობიექტური ნიშნები’’ ,ხოლო შემდეგ  ბ) უფრო გაადვილდება  ქმედებასთანპირის ფსიქიკური დამოკიდებულების დაგენა;[მოტივი და მიზანი]

გახსოვდეს, პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცისას შეცდომები   დანაშაულის „სუბიექტურ მხარეზე ‘’ მოდის;

 

  

·        კვალიფიკაციას  ართულებს   დანაშაულის შემადგენლობის ე.წ. „შეფასებითი ნიშნებიც’’[ ისინი ნორმის დისპოზიციაშია გადმოცემული განზოგადოებული სახით და მათი „კონკრეტიზირება’’ სამართალდამცავ ორგანოებს ევალებათ]

 

 

·         სისხლის სამარტლის  ახალი კანონმდებლობით გრძელდება ბლანკეტური ნორმების ზრდის ტენდენცია,ანუ იმ იმ ნორმების რაოდენობის ზრდა რომლებიც დაკავშირებულია სამართლის სხვა დარგების სპეციალურ ნორმებთან;

·        სისხლის სამართლის ბლანკეტიზაცია ობიექტური პროცესია.მას განაპირობებს ტექნიკური პროგრესის ნეგატიური შედეგები:  ე.წ. „მომეტებული საფრთხის წყაროების ზრდა’’, „ბუნების დაბინძურება’’ დ სხვა. ასევე,ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროს: საფინანსო,საგადასახადო,საბაჟო და სხვა წესების მარეგულირებელი უამრავი ნორმის არსებობა;

·        ამიტომ საჭიროა არ დაიკარგოს სისხლის სამართლის კანონის სპეციფიკა.მასში გათვალისწინებულ „ქმედებატა საშიშროების“ შესახებ; არ დაირღვეს  ზღვარი სისხლის სამართალსა და სამართლის სხვა მომიჯნავე დარგებს შორის;

·        მკვეთრად უნდა იყოს გამოყოფილი დანაშაულის ობიექტური ნიშნები როგორიცაა: სიცოცხლის მოსპობა,ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი,სხვაგვარი ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა ადამიანზე,ქმედების ჩადენის მოტივი,მიზანი და სხვ

 

 

 

დასკვნა:

 

·        ქმედების დანაშაულად სწორ კვალიფიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს

·        ქმედების დანაშაულად სწორი კვალიფიკაცია უზრუნველყოფს კანონიერების პრინციპის და სისხლის სამართლის სხვა პრინციპების ცხოვრებაში რეალიზაციას;

·        ქმედების დანაშაულად არასწორი კვალიფიკაცია არღვევს ,როგორც „კანონიერების პრინციპს’’,ისე „სამართლიანობის’’, „პირადი და ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპებს’’

·        სასჯელის მინები და მისი ინდივიდუალიზაცია და სამართლიანობა მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს მიღწეული ,როდესაც ქმედებას სწორი კვალიფიკაცია აქვს მიცემული;

·        გარდა ამისა,ქმედების დანაშაულად სწორი კვალიფიკაცია წარმოადგენს დანაშაულის ჩამდენი პირის უფლებათა დაცვის მყარ გარანტიას;

 

 

 

 

სისხლის სამართლის კერძო ნაწილის სისტემა.

 

·        კერძო ნაწილის ნორმები გარკვეული თანმიმდევრობით არის განლაგებული და მის სისტემას ქმნის;

·        კერძო ნაწილი დაყოფილია  კარებად ,თავებად და მუხლებად;

·        კერძო ნაწილის სისტემაში’’ იგულისხმება მისი სტრუქტურა,განლაგების თანმიმდევრობა,გვარეობითი,სახეობითი და უშუალო ობიექტების „ერთიანობის ნიშნის’’ მიხედვით

·        ამჟამად მოქმედი კოდექსის კერძო ნაწილის სისტემა შეესაბამება ღირებულებათა კონსტიტუციურ ტრიადას: პიროვნება,საზოგადოება,სახელმწიფო

·        კერძონაწილლში პირველ ადგილზე მოთავსებულია მე-7 კარი „დანაშაული ადამიანის წინაამდეგ’’

·        მე-8 კარი ეძღვნება ეკონომიკურ დანაშაულს; [საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და სამეწარმეო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაული]

·        მე-9 კარში მოცემულია საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული[ნარკოტიკული დანაშაული,სატრანსპორტო დანაშაული,კიბერდანაშაული]

·        მე-10 კარი ეთმობა დანაშაულს მიმართულს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ

·        მე-11 კარში  ასახულია დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ [განსაკუტრებული მნიშვნელობა ენიჭება თავს „ტერორიზმის’’ შესახებ]

·        მე-12 კარი შეეხება დანაშაულს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ

·        მე-13 კარსი მოცემულია დანაშაული სამხედრო სამსახურის შესახებ

·        მე-14 კარი ეხება დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ[მის ნორმებში ასახულია იმ საერთაშორისო კონვეციათა მოთხოვნები ,რომლებსაც საქართველოს სახელმწიფო არის მიერთებული და ვალდებულია უზრუნველყოს მათი პრინციპების სისხლისამართლებრივი დაცვა]

·        კერძო ნაწილი მთავრდება მე-15 კარით -გარდამავალი და დასკვნითი დებულებებით;

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები