სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად მიყენებულიზიანის ანაზღაურება[მუხ.999-ე].

 



         მუხლი 999. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება

 

1. მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელითუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ა)ადამიანის სიკვდილიბ)დასახიჩრება ან გ)ჯანმრთელობის მოშლაანდა დ)ნივთის დაზიანებავალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

 

 

·        ყურადღება: სატრანსპორტო საშუალებით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება ყოველთვის ეკისრება „სატრანსპორტო საშუალების მფლობელს’’(!),მიუხედავად იმისა თუ ვინ იჯდა  უშუალოდ საჭესთან(!!)

·        „სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ‘’ შეიძლება იყოს : ა) ფიზიკური პირი ან  ბ) იურიდიული პირი

·        ამასთან, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ‘’ შეიძლება იყოს:  

     ა) მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი  ან 

    ბ)დამქირავებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი

·        თუ სატრანსპორტო საშუალების დამქირავებელი[მფლობელი] მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებს მის მიერ დაზარალებულს ,იგი უფლებამოსილია „ქირავნობის ხელშეკრულების’’ საფუძველზე წაუყენოს მოთხოვნა „ზიანის ანაზღაურების შესახებ’’ გამქირავებელს[მესაკუთრეს],თუ ზიანის წარმოშობაში მას მიუძღვის ბრალი[მაგ. გამქირავებელმა მას[დამქირავებელს] გადასცა ტექნიკურად გაუმართავი მანქანა]

·        ყურადღება: „სატრანსპორტო საშუალების მფლობელად’’ არ ჩაითვლება ფიზიკური პირი ,რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავს „სატრანსპორტო საშუალების მფლობელტან’’ დადებული „შრომითი ხელშეკრულების ‘’ საფუძველზე.[ანუ „მფლობელად“ არ ითვლება: მძღოლი,მატარებლის მემანქანე,მფრინავი და ა.შ.]

·         ამ მუხლის 1 ნაწილით კანონით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა  მხოლოდ „სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას’’[ანუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას  და არ არის მითითებული ამ გამოყენების გარემოებები და დრო]

·         ანუ მნიშვნელობა არ აქვს როდის ხდება ზიანის მიყენება სატრანსპორტო საშუალებით,მაშინ როცა მძღოლი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა,თუ როცა სატრანსპორტო საშუალებას თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებდა. დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება  მაინც მფლობელს ეკისრება და არა მძღოლს.[მძღოლს პასუხს შემდეგ მფლობელი მოსთხოვს]

·        ამ მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს შემთხვევებს ,როცა მფლობელს არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება:

 

მუხლი 999. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენებაროცა:

 ) ზიანდება გადასაზიდი ტვირთიგარდა იმ შემთხვევებისაროცა მგზავრს ეს ტვირთი თან მიაქვს;

 ) ზიანდება სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ შესანახად მიღებული ნივთი.

 

·        თუ დაზიანდა ტვირთი,რომელიც სატრანსპორტო საშუალების მგზავრს თან მიაქვს,ამ ზიანის  ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს.[მუხ. 999-ე ნაწ. მე-2 „ა’’]

·        ხოლო თუ ზიანდება „ მგზავრის გარეშე გაგზავნილი ტვირთი“  999-ე მუხლი არ გამოიყენება ზიანის ანაზღაურების საკითხი წყდება „გადაზიდვის ხელშეკრულების’’ საფუძველზე

·        თუ ზიანდება „სატრანსპორტო საშუალების მფლობელისგან შესანახად მიღებული ტვირთი’’ 999-ე მუხლი არ გამოიყენება ზიანის ანაზღაურების საკითხი წყდება“მიბარების ხელშეკრულების’’ საფუძველზე

 

შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალების მფლობელმა  ტვირთი „შესანახად’’ შეიძლება მიიღოს ,როდესაც სატრანსპორტო საშუალება ტვირთს დანიშნულების ადგილზე ჩაიტანს ,მაგრამ იქ წარმოიშვობატვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოება.ამ დროს გადამზიდველს [სატრანსპორტო საშუალების მფლობელს] შეუძლია სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთოს ტვირთი და შეინახოს იგი უფლებამოსილი პირისთვის გადაცემამდე;როცა გადამზიდველი[სატრანსპორტო საშუალების მფლობელი] ადგილზე მიტანილ ტვირთს „შესანახა’’ იღებს, ავტომატურად წარმოიშობა „მიბარების ურთიერთობა’’

·        ამ მუხლის მე-3 ნაწილიც ითვალისწინებს შემთხვევას ,როცა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება:

 

 მუხლი 999. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება

 

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენებაროცა ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისაროცა ზიანი წარმოიშვა საავიაციო ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს.

·        სატრანსპორტო საშუალების მფლობელი  სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან თავისუფლდება,როცა ზიანი გამოწვეულია „დაუძლეველი ძალით’’

·        „დაუძლეველ ძალად’’ ყველაზე მეტად  გვევლინება სტიქიური მოვლენები:წყალდიდობა,მიწისძვრა და ა.შ.

·        „დაუძლეველი ძალა’’ მხოლოდ სტიქიური მოვლენები არ არის[მაგ.  ომი]

·        წარმოადგენდა თუ არა რაიმე მოვლენა[ფაქტორი] „დაუძლეველ ძალას’’ წყდება  ადგილისა და დროის კონკრეტული პირობების გათვალისწინებით.

·        ერთ ვითარებაში რაიმე მოვლენა შეიძლება „დაუძლეველ ძალად“ ჩაიტვალოს და  სხვა ვითარებაში არა.

 

·        ამ მუხლის მე-4 ნაწილიც ითვალისწინებს შემთხვევებს ,როცა: ა) სატრანსპორტო საშუალების გამოყენება ხდება მფლობელის ნებართვის გარეშე და ბ)როცა სატრანსპორტო საშუალების გამოყენება ხდება მფლობელის ნებართვით

 

მუხლი 999. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება

4. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშეიგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი.

 

ამასთანმფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანითუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო.

 

 ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენებათუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავადან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

·        სატრანსპორტო საშულებას პირი შეძლება ფლობდეს უსაფუძვლოდ [„არაკანონიერი მფლობელი’’]

·        მაგ. როცა პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მისი კანონიერი მფლობელის ნებართვის გარეშე-როცა სატრანსპორტო საშუალება გატაცებულია.(!)

·        პირი რომელიც სატრანსპორთო საშუალებას იყენებს მისი კანონიერი მფლობელის ნებართვის გარეშე,ვალდებულია  მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს  ზიანი(!)[მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადება]

·        მაგრამ ტუ სატრანსპორტო საშუალების გატაცება მოხდა მფლობელის დაუდევრობით[ბრალით],მაშინ მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს გატაცებული სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი[მუხლის მე-4 ნაწილის მე-2  წინადადება]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები