მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.[მუხ.995-ე]




 

  მუხლი 995. მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 

 +

 

1. მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდაჭერის მიმღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაენიშნა.

2. თუ მხარდაჭერის მიმღებს სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაენიშნა, მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდამჭერს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხარდამჭერს არ დაეკისრება, თუ ის დაადასტურებს, რომ მხარდაჭერის მიმღებს ზიანის მიყენების მომენტისათვის აღარ სჭირდებოდა მხარდაჭერა ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.

 

·        ტერმინი მხარდაჭერის მიმღები პირი (ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი) მოიაზრებს სამ ძირითად კომპონენეტს, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს პირის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონედ პირად (მხარდაჭერის მიმღებად) აღიარებას.

·        ტერმინიმხარდაჭერის მიმღები პირი  გულისხმობს:

 

1)      ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები

ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალურ დარღვევების დასადგენად აუცილებლად უნდა არსებობდეს სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმად პირს აქვს ისეთი დაავადებები, როგორიცაა : ა)შიზოფრენია, ბ)გონებრივი ჩამორჩენილობა,გ) ალცჰაიმერი და ..[ანუ არის: ან ჭკუასუსტი, ან სულით ავადმყოფი]

 სამოქალაქო კოდექსში ამ ტერმინის შემოღებამდე, მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო დასკვ იყო საკმარისი იმისათვის, რომ პირი სასამართლოს ეღიარებინა ქმედუუნაროდ და უარი ეთქვა მისთვის სამოქალაქო უფლებების მინიჭებაზე  და მოვალეობების დაკისრებაზე , რაც პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო მიდგომასთან.

 

საერთაშორისო მიდგომის გათვალისწინებით, სამედიცინო დასკვნის არსებობა არ არის საკმარისი ფაქტობრივი გარემოება იმისათვის, რომ დღის წესრიგში დადგეს პირის სამოქალაქო ქმედუნარიანობის განხილვის საკითხი. ამისათვის, აუცილებელია დამატებით ქვემოთ განხილული ორი კომპონენტის არსებობაც.

 

2)      პირის  ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალურ დარღვევები ‘’ სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთქმედებაში ხელს  უნდა უშლიდეს  საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას (!)

ამით , უპირველეს ყოვლისა, უარია ნათქვამი წარსულში არსებულ მიდგომაზე, რომლის თანახმად, პირს სრულად წართმეული ჰქონდა სამოქალაქო სამართლებრივ ურთიეთობებში არათუ დამოუკიდებლად, არამედ მეურვის დახმარებით მონაწილეობის უფლება.

მხარდაჭერის მიმღებ პირს გააჩნია სამოქალაქო ქმედუნარიანობა, თუმცა, შესაძლოა, მისი ფსიქიკური, გონებრივი მდგომარეობისა და სოციალური უნარ- ჩვევების გამო მას სამოქალაქო სამართლებრივი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების პროცესში დამოუკიდებლად არ შეეძლოს სრული და ეფექტიანი (!)მონაწილეობა და ამისათვის საჭიროებდეს მხარდამჭერის დახმარებას

ამრიგად:

 ) მხრდამჭერის მიმღები, არის  ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას [სხვა სიტყვებით იგი არის:  ჭკუასუსტ ან სულით ავადმყოფი,რომელსაც ჭირდება ზედამხედველობა ]

და

 ) მხარდამჭერი, ანუ ვინც ეხმარება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებაში

ჭკუასუსტის ან სულით ავადმყოფის „მხარდამჭერი’’ შეიძლება იყოს:

a.      „მეურვე’’[მეურვე ინიშნება სასამართლოს გადაწყვეტილებით პირის ჭკუასუსტად  ან სულით ავადმყოფად ცნობის შემდეგ]

b.      „მშობელი’’

ან

c.      დაწესებულება რომელსაც ევალებოდა მეთვალყურეობა  ჭკუასუსტად  ან სულით ავადმყოფად ცნობილ პირზე.

 

3)      საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირის სრული და ეფექტიანი მონაწილეობა იზომება სხვებთან თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობით.

 

საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირის სრული და ეფექტიანი მონაწილეობა სხვებთან თანაბარ პირობებში გულისხმობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლებებითა და მოვალეობებით სხვების თანასწორად სარგებლობას.

 

ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირმა, მისი ინდივიდუალური შესაძლებლობების შეფასების შემდეგ, მხარდამჭერის დახმარებით, თავად უნდა მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში,

 

 ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, კანონმდებელი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს[ჭკუასუსტს ან სულით ავადმყოფს]  ქმედუნარიან პირად მიიჩნევს, რომელიც თავის ნებას მხარდამჭერი პირის მიერ გაწეული დახმარებით გამოხატავს.

 

 შესაბამისად, ყველა ასეთ  ადამიანს გააჩნია სამართალსუბიექტობა.

 

სწორედ ამიტომ მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება  თავად მხარდაჭერის მიმღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად მხარდამჭერი დაენიშნა. [მუხ.995-ე ნაწ.1]

 

თუ „მხარდამჭერის მიმღებს’’ სასამართლოს გადაწყვეტილებით დანიშნული ყავდა  „მხარდამჭერი’’ ,მაშინ  მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვადებულება ეკისრება მხარდამჭერს.

„მხარდამჭერი’’ გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან  და არ არის ავალდებული აანაზღაუროს ზიანი თუკი შეუძლებელი იყო ამ ზიანის თავიდან აცილება[მაგ. „მძიმედ ავად იყო’’[მუხ.995-ე ნაწ.2]

 

მხარდამჭერი პირების ბრალი გამოიხატება ჭკუასუსტზე ან სულით ავადმყოზე ზედამხედველობის განხორციელების უგულებელყოფაში. [აი,რატომ უნდაა აანაზღაურონ მათ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი  ჭკუასუსტის ან სულით ავადმყოფის მიერ მიყენებული ზიანი]

 

მხარდამჭერი პირი, რომელსაც დაეკისრა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, შეიძლება განთავისულდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუ ის დაადასტურებს, რომ მხარდაჭერის მიმღებს ზიანის მიყენების მომენტისათვის აღარ სჭირდებოდა მხარდაჭერა [ზედამხედველობა] [მუხ.995-ე ნაწ.3]

 

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები