არასრულწლოვნის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.[994-ე]

 




 

    მუხლი 994. არასრულწლოვანის პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის

 

1. ათი წლის ასაკს მიუღწეველი პირი არ აგებს პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მან სხვას მიაყენა.

2. მშობლები ან ათი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მეთვალყურეობაზე ვალდებული სხვა პირები მოვალენი არიან აანაზღაურონ ზიანი, რომელიც ამ პირმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენა სხვას. მათი პასუხისმგებლობა გამოირიცხება, როცა მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებს არ შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება.

3. ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი, პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო. იმ შემთხვევაში, როცა ამ პირს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსაც.

 

·        სამოქალაქო -სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ქმედუნარიან ფიზიკურ პირს.

 

   მუხლი 12. ქმედუნარიანობა

1. ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე.

 

·        ფიზიკური პირი ქმედუნარიანობას იძენს  18 წლის[სრულწლოვანების] მიღწევის მომენტიდან;

·        თუმცა ,გამონაკლის შემთხვევებში პირი იძენს „ქმედუნარიანობას’’ სრულწლოვანების მიღწევამდეც . ეს შემთხვევებია: ა)დაქორწინება და ბ)ემანსიპაცია

·        მე-12 მუხლის მიხედვით 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ქმედუუნაროა

·        7დან-18 წლამდე არასრულწლოვანი კი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე.

არასრულწლოვანის მიერ მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობის საკითხი

·        ამ საკიტხს კანონი განსხვავებულად წყვეტს იმის მიხედვიტ,თუ რა ასაკის მქონე არასრულწლოვანის მიერაა მიყენებული ზიანი.

·        10 წლის ასაკს მიუღწეველი არასრულწლოვანი პასუხს არ აგებს იმ ზიანისტვის,ეაც მან სხვას მიაყენა.

·        ეს იმას არ ნიშნავს,რომ 10 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის მიერ მიყენებული ზიანისტვის პასუხს არავინ აგებს.ასეთი პირის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას კანონი[მუხ.994 ნაწ.1] მშობლებს ან მეტვალყურეობაზე ვალდებულ პირებს აკისრებს.

·        „მეთვალყურეობაზე ვალდებული პირები’’ შეიძლება იყვნენ მეურვე[ან მზრუნველი თუ ბავშვი 7 წელზე მეტი ასაკისაა],აღმზრდელობითი,სასწავლო,სამკურნალო დაწესებულებები,საბავშვო სახლები და სხვა

·        მშობლები და „მეთვალყრეობაზე ვალდებული პირები’’   ზიანისთვის პასუხს „დამოუკიდებლად’’ აგებენ და არა „სხვისი ბრალისათვის’’,მაგრამ მხოლოდ იმ ზიანისთვის ,რომელიც 10 წლამდე ასაკის არასრულწლოვანმა  მიაყენა სხვა.

·        ამასთან ,მშობლების და მეურვის[ან მზრუნველის] პასუხისმგებლობა უფრო ფართოა ,ვიდრე მეთვალყურეობაზე ვალდებული სხვა პირებისა.

·        მშობლების და მეურვის[ან მზრუნველის] ბრალი გამოიხატება  იმაში,რომ ა)მათ ზედამხედველობის გარეშე დატოვეს ბავშვი ზიანის მიყენების მომენტში,ასევე ბ) შვილების [სამეურვეო პირების] ცუდდად აღზრდაში.

·        ყურადღება: მიუხედავად იმისა,მშობლები ერთად ცხოვრობენ თუ არა[ანუ როცა გაყრილები არიან]  ,არასრულწლოვანზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მშობელს,რადგან როგორც ერთი,ისე მეორე  ვალდებულია მათი ბავშვის მიმართ.

·        მშობლები[გაყრილები] პასუხს აგებენ თანაბარი წილობრივი მონაწილეობის პრინციპით.

·        თუმცა,მშობელი შეიძლება განთავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან,თუ მეორე მშობლის ბრალით იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში(!)

·        ასევე, მშობელი ,რომელსაც ჩამოერთვა „მშობლის უფლება’’ ,აღარ მონაწილეობს შვილის აღზრდაში,ამიტომ,მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ბავშვის მიერ მიყენებული ზიანისთვის.

·        თუ დამტკიცდება,რომ ზიანის მიყენებას ადგილი ჰქონდა,როგორც  მშობლის ,ისე იმ პირთა ბრალით,რომლებიც ახორციელებდნენ ზედამხედველობას არასრულწლოვანზე,მაშინ ზიანი ანაზღაურდება წილობრივი პასუხისმგებლობის პრინციპით ,თითოეულის ბრალის ხარისხის გათვალისწინებით.

·        ამ მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით:  მშობლები ან ათი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მეთვალყურეობაზე ვალდებული სხვა პირებიპასუხისმგებლობა გამოირიცხება, როცა მათ  არ შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება.[მაგ. მძიმე ავადმყოფობის გამო და სხვ.]

·        სხვანაირად წესრიგდება პასუხისმგებლობა 10-დან 18 წლამდე არასრულწლოვანის მიერ მიყენებული ზიანისთვის.

·        ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი, პირი პასუხს თავად აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა.

·        ამასთან,კანონი იტვალისწინებს არასრულწლოვანის ქონებრივ მდგომარეობას და ადგენს „როცა ამ პირს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსაც[ანუ მშობლებს ან მზრუნველებს]

·        მაშასადამე , 10-დან 18 წლამდე არასრულწლოვანისთვის დადგენილია „შეზღუდული პასუხისმგებლობა’’

·        ყურადღება:არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი[მშობელი,ან მზრუნველი] პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე მხოლოდ ზიანის იმ ნაწილში,რომლის ანაზღაურებაც არასრულწლოვანს თავად არ შეუძლია თავისი ქონებით ან შემოსავლით.

·        ეს კი იმას ნიშნავს,რომ „კანონიერი წარმომადგენლების’’ „დამატებითი[სუბსიდიური პასუხისმგებლობა’’,შეიძლება გამოიხატოს ზიანის ა) მთლიანად[როცა არასრულწლოვანს საერთოდ არ შეუძლია ზიანის ანაზღაურება] ან ბ)ნაწილის[როცა არასრულელოვანის ქონება ან შემოსავალი არ არის საკმარისი] ანაზღაურებაში.

·        არასრულწლოვანი და მისი წარმომადგენლები არ არიან „სავალდებულო მოვალეები’’

·        ყურადღება: დაზარალებულს არ შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს დაზარალებულის წარმომადგენელს,თვით დაზარალებულის გვერდის ავლით(!)

·        კანონიერი წარმომადგენლის „დამატებითი პასუხისმგებლობა’’ შეწყდება ზიანის მიმყენებლის სრულწლოვანის ასაკის მიღწევიდან(!)

·        კანონიერი წარმომადგენლის „დამატებითი პასუხისმგებლობა’’  ასევე შეწყდება,თუ არასრულწლოვანს სრულწლოვანების ასაკამდე გაუჩნდა საკუთრება,რომელიც საკმარისია ზიანის ასანაზღაურებლად.

·        თუ არასრულწლოვანი „ქმედუნარიანი’’ გახდება 18 წლის ასაკამდე დაქორწინების გამო,იგი სრულად აგებს პასუხს მის მიერ მიყენებული ზიანისთვის.

·        ასეთ დროს კანონიერ წარმომადგენელებს „სუბსიდიური პასუხისმგებლობა’’ არ ეკისრებათ(!)

·        თუ არასრულწლოვანი „ქმედუნარიანი’’ გახდება ემანსიპაციის წესით[მუხ.65-ე ნა.მე-2] , იგი თავად აგებს პასუხს მის მიერ მიყენებული ზიანისთვის.

·        ასეთ დროს კანონიერ წარმომადგენელებს „სუბსიდიური პასუხისმგებლობა’’ არ ეკისრებათ(!)

·        ყურადღება:  10-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირი პასუხს არ აგებს ზიანის მიყენებისთვის ,თუ ზიანის მიყენებისას მას „არ შეეძლო“ მოქმედების მნიშვნელობა გაეგო.(!)


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები