ვითომ-კრედიტორისგან მოთხოვნის საფუძვლები[მუხ.976-] ["შესრულების კონდიქცია'']

 



1.   შესრულების კონდიქცია

 

 

·         „შესრულების კონდიქცია’’ ეწოდება „გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას’’[ ცნება-საზეპირო]

·        „შესრულების კონდიქცია’’ [შესრულების უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება]იმ შემთხვევაში არსებობს,როცა ერთი პირის შესრულების გზით მეორე პირს მიღებული აქვს  საგებელი სამარტლებრივი საფუძვლის გარეშე(!)

·        არსებობს „შესრულების კონდიქციის’’ სხვადასხვა სახე[ იხ. ქვემოთ]

და მათ ახასიათებთ საერთო ნიშნები:

a.      რაიმეს გადაცემა

b.      შესრულების გზით შეძენა

c.      სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ქონებრივი სარგებლის მიღება

 

2.      შესრულების კონდიქციის სახეები

 

·        „შესრულების კონდიქციის’’ სახეებია:

a.      „შესრულების კონდიქციის ძირითადი შემთხვევა’’ [condictio indebiti]

b.      „შესრულების კონდიქცია მოგვიანებით ვალდებულების შეწყვეტისას’’[condictio obcausam finitam]

c.      “”მოსალოდნელი მიზნის შეუსაბამობისას გადაცემულის დაბრუნება’’[condictio ob rem]

ხხხ

976-ე მუხლით გათვალისწინებული „შესრულების კონდიქცია’’

 

ყურადღება:  976-ე მუხლის“ა’’ პუნტში გაერთიანებულია „შესრულების კონდიქციის’’ ორი სახე:

 

·        „შესრულების კონდიქციის ძირითადი შემთხვევა’’ [condictio indebiti]

და

·        „შესრულების კონდიქცია მოგვიანებით ვალდებულების შეწყვეტისას’’[condictio obcausam finitam]

განვიხილოთ  ეს სახეები:

 

1) „შესრულების კონდიქციის ძირითადი შემთხვევა’’ [condictio indebiti]

           [ანუ შესრულების კონდიქციის პირველი სახე]

 

·        „შესრულების კონდიქციის ძირითადი შემთხვევის ’’ არსებობისთვის  უნდა არსებობდეს  შემდეგი წინაპირობები:

ა)რაიმეს გადაცემა

ბ)შესრულების გზით შეძენა

გ) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღება

 

 ქვემოთ განვიხილოთ  მხოლოდ გ) წინაპირობა - „სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა’’

 

·        „სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“ სარგებლის მიმღები[ვითომ-კრედიტორი]  მდიდრდება მაშინ,როცა ამ სარგებლის მიღებისას [შემსრულებლის] ვალდებულება არ არსებობს:  ან ა) „გარიგების ბათილობის’’ ანსხვა საფუძვლის“ გამო,ან კიდევ ბ)  „არ წარმოშობილა’’

 

 მუხლი 976. ვითომ-კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები

1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

გავიხსენოთ, „გარიგების ბათილობის ‘’ საფუძვლებია: ა) კონტრაჰენტის ქმედუუნარობა, ბ) კანონისმიერი აკრძალვის თუ საზოგადოდ აღიარებული ნორმების ხელყოფა ,გ) გარიგების ფორმის დარღვევა და სხვა.[იხ სამოქალაქო კოდექსის  კარი მე-2 „გარიგებანი’’]

„სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლის მიღება’’  შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმაში,კერძოდ:

ა) „მიმღების[ვითომ-კრედიტორის]  მიერ სარგებლის მიღება „ნაგულისხმევი ხელშეკრულების’[ან „არანამდვილი’ ხელშეკრულების] საფუძველზე’’

[როგორც ვიცით,  არანამდვილი’’  ხელშეკრულება  ბათილია.

მაგრამ ასევე, დადებულად არ მიიჩნევა „ხელშეკრულება’’,რომელიც მხოლოდ შემსრულებლის მცდარი  ვარაუდით არსებობს  [ანუ  როგორც  „ა’’ პუნქტში წერია - [ხელშეკრულება] „არ   წარმოშობილა“,მაგრამ შემსრულებელს იგი რატომღაც დადებული ჰგონია და ასრულებს ამ ნაგულისხმევ ხელშეკრულებას ,რადგან ჰგონია რომ ამ მის მიერ  ნაგულისხმევი ხელშეკრულებით მას ევალებ შესრულება და  გადასცემს მიმღებს რაიმეს]

ბ) „შესრულებაზე მცდარი ვარაუდი’’ [ გულისხმობს შესრულების მიღებას იმისგან,ვისაც არ ევალებოდა; ანუ  შემსრულებელი  მცდარად ვარაუდობდა,რომ კანონით მას ევალებოდა შესრულება,თუმცა კანონით სინამდვილეში სხვა პირი იყო ამ შესრულებაზე ვალდებული]

გ) „ხელშეკრულების[შემსრულებლის მიერ] არაჯეროვანი შესრულებისას [მიმღების მიერ] სარგებლის მიღება’’ 

მაგ. „მიწოდების ხელშეკრულების’’ საფუძველზე მიმღებს გადაეცა ორი ტონა ნედლეული,ნაცვლად ერთი ტონისა და.აშ.

 

[აუცილებლად იხ. მაგალითი  ბათილი გარიგების საფუძველზე „კონდიქციური ვალდებულების’’[მიღებულის უკა დაბრუნების ვალდებულების]  წარმოშობაზე : „ ვაჟა და გივი’’  მ.ბიჭია“ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები’’ გვ.158-159]

·        ამრიგად,ბათილი გარიგების საფუძველზე წარმოიშობა „კონდიქციური ვალდებულება’’,რომლის დროსაც ხელშეკრულების ორივე მხარეს ევალება  მათ მიერ მიღებული სარგებლის უკან დაბრუნება;მხარეებმა უნდა აღადგინონ პირვანდელი მდგომარეობა და ერთმანეთს დაუბრუნონ ის რაც მათ არარა გარიგებით[ბათილი გარიგებით] მიიღეს

·        რაიმე სიკეთის მიმღებისთვის „უსაფუძვლოდ გადაცემა’’   ასევე შეიძლება  მოხდეს  როცა შემსრულებელი წინასწარ ასრულებს   თავის სამომავლო ვალდებულებას,ხოლო მოგვიანებით  მისი ეს „ვალდებულება“  არ წარმოიშობა(!)

 

მაგ. პირი იხდის მომავალში დასადები ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხის ნაწილს (ანუ ავანსს) [მიაქციე ყურადღება არა ბეს ] იმ მოლოდინით,რომ ეს ხელშეკრულება მოგვიანებით დაიდება,მაგრამ ხელშეკრულება არ გაფორმდება; ასეთ შემთხვევაშიც გადაცემული ავანსი უნდა დაბრუნდეს 976-ე მუხლით.[  გახსოვდეს ავანსისგან განსხვავებით  ბე უკან არ ბრუნდება ]

 

·        იგივე შედეგი დგება მაშინაც,როცა მოქირავნეს განკარგვის უფლებით იმაზე ადრე გადაეცემა სივრცე ,ვიდრე მხარეები ქირაზე საბოლოოდ შეთანხმდებოდნენ და ხელშეკრულებას გააფორმებდნენ,თუმცა მოგვიანებით ხელშეკრულება არ დაიდება.[ გადაცემული სივრცე უნდა დაუბრუნდეს გამქირავებელს]

ყურადღება:

·        „სხვის ხარჯზე სარგებლის მიღება’’   საკუთარი ქონების დაზოგვაშიც შეიძლება გამოიხატოს (!)

·        „სხვის ხარჯზე სარგებლის მიღებისას’’    უკან დაბრუნების მოვალეობა[ანუ კონდიქციური ვალდებულება] წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ,თუ მიმღები პირი  „საკუთარი ქონების დაზოგვით’’ -„გამდიდრდა’’.

·        საქ. სასამართლო პრაქტიკით დადგენილია,რომ როცა „გამდიდრების ფაქტი’’ არ არსებობს, მაშინ  „ქონების დაზოგვა’’ არ ქმნის კონდიქციური ვალდებულების[უკან დაბრუნების] შემადგენლობას;

·        976-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების[ ანუ უკან დაბრუნების ვალდებულების]  წარმოშობისათვის  აუცილებელია ერთი პირის  „გამდიდრება ‘’მეორის ხარჯზე.

·        დაიმახსოვრე: „სხვის ხარჯზე გამდიდრება’’  ეს არის  ერთი პირის ქონება გაზრდა  მეორე პირის  ქონების შესაბამისი შემცირების სანაცვლოდ(!) [საზეპირო]

·        დაიმახსოვრე: „კონდიქციური სარჩელის ‘’ დასაკმაყოფილებლად გადამწყვეტია მხოლოდ ობიექტური შედეგი ,ანუ“ერთმა პირმა აუცილებლად  მეორის ხარჯზე უნდა შეიძინოს რაიმე სიკეთე [ან დაზოგოს საკუთარი სიკეტე]  და ეს უნდა გააკეთოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე;

ხხ

2)შესრულების კონდიქცია -  „სამართლებრივი საფუძვლის მოგვიანებით შეწყვეტისას’’

[ანუ შესრულების კონდიქციის მე-2 სახე]

 

·        976-ე მიხლის „ა’’ პუნქტი  მოიცავს ასევე, „შესრულების კონდიქციას’’,რომელიც მოგვიანებით სამართლებრივი საფუძვლის შეწყვეტისას წარმოიშობა(!)

 

მუხლი 976. ვითომ-კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები

1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

 

·        „შესრულების კონდიქციის’’ ამ მე-2 სახის არსებობისათვის საჭიროა  შემდეგი გარემოებების [წინაპირობების] ერთობლივი არსებობა:

ა) რაიმეს მიღება

ბ)[რაიმეს მიღება უნდა ხდებოდეს] შესრულების გზით

გ)შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა[თავიდან სახეზე უნდა იყოს ]

დ)[მომავალში კი ] ამ სამართლებრივი საფუძვლის შეწყვეტა უნდა ხდებოდეს;

 

·        ამრიგად, შესრულების გზით „უსაფუძვლო გამდიდრება’’ წარმოიშობა მაშინაც,როდესაც მართალია,ვალდებულება ქონების გადაცემისას არსებობდა,თუმცა მოგვიანებით იგი ისპობა[წყდება]

 

ამრიგად, სამართლებრივი საფუძველი შეიძლება „შესრულების’’ მომენტისთვის იყოს,თუმცა მოგვიანებთ გაქრეს როგორც მხარეთა შეთანხმების,ისე ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგად.

მაგ. სამართლებრივი საფუძველი შეიძლება ცალმხრივად გაქარწყლდეს „ნაჩუქარის გამოხმობით’’ [მუხ. 529]

 

[იხ. წიგნში მაგალითი „დათო და უმადური ანა’’ გვ. 163]

 

·        ამრიგად,  „შესრულების კონდიქციის’’ ეს მე-2 სახე მაშინ  წარმოიშობა როცა სამართლებრივი საფუძველი შესრულების მომენტში არსებობდა,მაგრამ მოგვიანებით შეწყდება[გაქრება]

3)შესრულების კონდიქცია -  „განგრძობადი შესაგებელის წარდგენიდან გამომდინარე ’’

[ანუ შესრულების კონდიქციის მე-3 სახე]

 

·        976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ’’ პუნქტი ქმნის  დამოუკიდებელი [უკან დაბრუნების] მოთხოვნის საფუძველს.

·        976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ’’ პუნქტით გათვალისწინებული [უკან დაბრუნების]  მოთხოვნის უფლება გულისხმობს  რომ სახეზეა  ე.წ. „განგრძობადი შესაგებელი’’

 

 

   მუხლი 976. ვითომ-კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები

 3 +

1.             პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

 

) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია [მის მიმართ]მოთხოვნის წარდგენა.

 

·        976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ’’ პუნქტში   „ მიმღებს“ აქვს შესრულების მოთხოვნის უფლება,მაგრამ მის მოთხოვნას  თუ „ვალდებულმა მხარემ“ ისეთი შესაგებელი დაუპირისპირა,რომ დიდი ხნის განმავლობაში’’ მიმღები ვეღარ მოითხოვს  მის მიმართ შესრულებას,მაშინ ამ „ვალდებულ მხარეს ‘’ შეუძლია მიმღებისგან მოითხოვოს  უკვე მიღებულის უკან დაბრუნება[ანუ იმის რაც უკვე გადასცა „ვალდებულმა მხარემ’’ ]

 

 

·        ე.ი.  ეს ის შემთხვევაა,როცა  „შესრულების ვალდებულება’’ მართლაც არსებობს,თუმცა მასზე უფლება მიმღებს არამართლზომიერად აქვს მოპოვებული[ ან „უსაფუძვლო გამდიდრების’’ ან დელიქტის შედეგად და ითხოვს შესრულებას]

·        ასეთ დროს „ვალდებული მხარის’’ შესაგებელი არაა დროებითი ,იგი ატარებს დროით შეუზღუდავ ხასიათს;

·        შესაგებლის დროით შეუზღუდავი ხასითი კი  კანონში ასახულია სიტყვებით[... ხანგრძლივი დროის განმავლობაში..]

 

 

 

 

შესრულების კონდიქციის [ ანუ  შეცდომით გადაცემული ქონების უკან დაბრუნების] გამომრიცხავი გარემოებები

[ 976-ე მუხლის მე-2 ნაწილი]

 

·        უსაფუძვლოდ გადაცემული რაიმე სიკეტის დასაბრუნებლად  არ უნდა არსებობდეს ამ მოთხოვნის გამომრიცხველი გარემოებები(!)

·        ეს გარემოები ჩამოთვლილია 976-ე მუხლის მე-2 ნაწილში

 

  მუხლი 976. ვითომ-კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები

 

2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:

) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან

) გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან

) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა

) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

 

 

ქვემოთ სათითაოდ  განვმარტოთ ეს გარემოებები:

 

 

ა)   რას ნიშნავს    „ზნეობრივი მოვალეობის შესაბამისი’’  შესრულება ?

 

 

·        „ზნეობრივ მოვალეობად’’ განიხილება მოვალეობა,რომელიც შეიძლება მას შემდეგ განაგრძობდეს არსებობას,რაც სამართლისთვის „ვალდებულების შესრულება’’ უკვე აღარაა სავალდებულო[ანუ „ზნეობრივი მოვალეობა’’  ესაა ვალდებულება რომელიც   სახელმწიფო იძულების მექანიზმს მოკლებულია ]

მაგ. ჯოხაძემ გარკვეული ფულადი ტანხა გადარიცხა ძმისშვილის სახელზე,ვინაიდან სურდა ავადმყოფი ძმის როგორც სიცოცხლეში,ისე გარდაცვალების შემდეგაც მისი ოჯახისტვის აუცილებელი საცხოვრებელი პირობების შექმნა და დაკრძალვასთან დაკავშირებულ  ხარჯებში დახმარების გაწევა.

ჯოხაძემ რომ მოითხოვოს ძმისშვილისგან გადახდილი თანხის უკან დაბრუნება,ის არ დაკმაყოფილდება[სასამართლოს მიერ],ვინაიდან აღნიშნულ პირობებში ძმისშვილისთვის თანხის გადარიცხვა იტვლება „ზნეობრივი მოვალეობის’’ შესრულებად(!)

სიკეთის[თანხის] გადაცემის შემდეგ ძმისშვილს შეუძლია მიღებულზე განახორციელოს სრული ბატონობა,ანუ ეს თანხა განკარგოს;

ამდენად, ჯოხაძეს თუ სურდა მის მიერ განხორციელებული შესრულებიდან თავის სასარგებლოდ რაიმეს მიღება,აღნიშნულთან დაკავშირებით ა)უნდა გამოევლინა ნება,შეექმნა რაიმე სამართლებრივი გარანტია და ა.შ.

მაგალითიდან კი  ჩანს,რომ ჯოხაძე ნათესაური კავშირის გამო,ახორციელებს „ზნეობრივ მოვალეობას’’

ამრიგად,,“ზნეობრივი მოვალეობის’’ შესრულებისას გადაცემულის  უკან მოთხოვნა ეწინაღმდეგება  კანონსაც და დაუწერელ  წესსაც,რომლითაც დაუშვებელია „ზნეობრივი მოვალეობის შესრულებისას’’  მიღებულის უკან მოთხოვნა და დაბრუნება მიმღებისაგან

 

 

ბ) რას გულისხმობს  „ხანდაზმულობის ვადის გასვლა ‘’ ?

·        უსაფუძვლოდ გადაცემულის დაბრუნენების მოთხოვნა გამოირიცხება,თუ ხანდაზმულობის ვადა გავიდა[ ამას ამბობს 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ პუნქტი]

·        . „სავალო ურთიერთობის ‘’ დროს ხანდაზმულობის ვადის გასვლა გულისხმობს,რომ „იურიდიული ვალდებულება’’ მოკლებულია იძულების წესით შესრულების მექანიზმს, თუმცა ვალის გადახდის „მორალური ვალდებულება’’ მაინც ძალაშია;

·        საჭიროა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ „შეცილების ვადა ’’ და „ხანდაზმულობის ვადა ’’

·        ისინი სხვადასხვა სამართლებრივ შედეგებს წარმოშობენ;

·        „ხანდაზმულობის ვადის გასვლა ’’  სამართალში „ფაქტის საკითხია’’, სასამართლოში მასზე უნდა მიუთითოს მოპასუხემ[იმან ვისგანაც  ვალდებულების შესრულებას მოითხოვენ სარჩელით],განსხვავებით „შეცილების ვადისაგან’’

·        „შეცილების ვადა’’ სარჩელის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების წინაპირობაა(!)

„შეცილება’’ ვადაში განხორციელდა თუ არა,ეს  მოსამართლემ უნდა დაადგინოს,რადგან შეცილების ვადაში განხორციელება განიხილება მუხლის ნორმატიული შემადგენლობის კომპონენტად;

·        არ აქვს მნიშვნელობა ,მოპასუხე უთითებს თუ არა მოსარჩელის მიერ გამოყენებულ „გარიგების შეცილების ვადაზე’’,მოსამართლემ თავად უნდა გამოარკვიოს: მოსარჩელემ როდის გახადა და რა მეთოდით „საცილო’’  სადავო გარიგება;

·        თუ სასამართლო ჩათვლის ,რომ მოსარჩელემ არ გამოიყენა[გაუშვა]  „შეცილების ვადა’’,[მიუხედავად იმის,მოპასუხე უთითებს თუ არა ამ გარემოებაზე ],სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

·        რაც შეეხება ხანდაზმულობას,ხანდაზმული სარჩელიც შეიძლება დაკმაყოფილდეს,თუ მოპასუხე არ უთითებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ ფაქტებზე;

 

·        საგულისმოა,რომ „ხანდაზმულობის ვადის’’ გასვლით კრედიტორი კარგავს შესაძლებლობას სასამართლოს ან სხვა ორგანოს დახმარებით მოითხოვოს პირისაგან იძულებით შესრულება,მაგრამ არ კარგავს სასამართლოსა თუ სხვა ორგანოსთვის მიმართვის უფლებას[მიმართვის უფლება დროით არაა შეზღუდული]

·        ყურადღება: „ხანდაზმული მოთხოვნის’’  თუნდაც ნაწილობრივი შესრულებით ივარაუდება “ვადებულების არსებობის აღიარება’’[შემსრულებლის მიერ]

„ვალის აღიარების მომენტიდან’’ კი იწყება ხანდაზმულობის ვადის თავიდან დენა.(!)

 

·        ასე რომ, თუ გავიდა ხანდაზმილობის ვადა  და გადახდის შემდეგ გაიგო პირმა რომ შეეძლო ვალდებულება არ შეესრულებინა,  976-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ პუნქტის თანახმად ის შესრულების უკან დაბრუნებას ვერ მოითხოვს,რადგან  დაწყებულია ხანდაზმულობის ახალი ვადა;

 

კაზუსი:

·        ემზარსა და  მინდიას შორის ზეპირად დაიდო ნასყიდობის ხელსეკრულება

·        მინდიამ 25000 დოლარის სანაცვლოდ ემზარს საცხოვრებელი სახლი გადასცა პირდაპირ მფლობელობაში,თუმცა „საკუთრების უფლება’’ კანონი გათვალისწინებული ფორმით არ გადაუცია

·        2011 წლის ივნისში მხარეები შეტანხმდნენ ,რომ მინდია ემზარს საკუთრებაში გადაუფორმებდა საცხოვრებელს,როცა სამკვიდრო მოწმობას მიიღებდა,ვინაიდან 2014 წლამდე ეს სახლი იყო მინდიას გარდაცვლილი მამის საკუთრება;

·        მიუხედავად იმისა,რომ 2014 წელს კანონიერი მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე მინდია აირიცხა სახლის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში,მინდია არ აპირებდა ემზარისათვის უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემას;

·        ემზარმა შეიტყო,რომ მინდიამ სახლი მე-3 პირს მიჰყიდა;

·        ემზარმა 2014 წლის 15 ივნისს სარჩელი აღძრა მინდიას წინააღმდეგ და მოითხოვა გადახდილი თანხის[შესრულების]  უკან დაბრუნება;

·        2015 წლის 3 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგინდა,რომ ემზარმა მინდიას გადასცა 25000 დოლარი და მინდია აღიარეს დამნაშავედ ამ თანხის თაღლითურ დაუფლებაში’

·        მოპასუხემ[მინდიამ] არ ცნო სარჩელი,ვინაიდან ბათილი გარიგება დაიდო 1998 წლის 12 ნოემბერს და მას მიაჩნდა,რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო ?

·        არსებობს თუ არა ემზარის მოთხოვნის[თანხის დაბრუნების] დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი ?

 პასუხი:

·        ცნობილია,რომ წერილობით ფორმას ითხოვს ხელშეკრულება ,რომლითაც ერთი მხარე იღებს მოვალეობას,უძრავ ნივთზე საკუტრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს ის [მუხ.323-ე]

·        183-ე მუხლის თანახმად კი უძრავ ნივთზე საკუტრების უფლების შესაძენად აუცილებელია ა) გარიგების წეილობითი ფორმით დადება და ბ) შემძენზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;

·        მოცემულ შემტხვევაში სახლი ემზარს გადაეცა „პირდაპირ მფლობელობაში’’ [მუხ.155 ნაწილი  პირველი] და ვინაიდან მხარეტა შორის ზეპირად დადებული ნასყიდობა ადასტურებს კანონიტ გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად ხელშეკრულების დადებას ემზარის და მინდიას  გარიგება -ბათილია[ მუხ. 59 პირველი ნაწილის თანახმად ]

·        გამოდის,რომ  „ბათილი გარიგების’’საფუძველზე ემზარმა მინდიას წინაშე შეასრულა არარსებული ვალდებულება,კერძოდ 25000 დოლარი გადასცა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე[ მუხ. 976-ე ნაწილი პირველი „ა’’ პუნქტი]

·        თუმცა,„სამართლებრივი ხარვეზი’’ ფორმის დაუცველობის გამო შეიძლება გამოსწორდეს,თუ გარიგებას „დაადასტურებენ’’ მხარეები;

·        დადასტურება’’ განიხილება,როგორც გარიგების ხელახლა დადება[ მუხ. 61-ე მე-2 ნაწილის თანახმად]

·        მაგრამ თუ მხარეები ადასტურებენ უცილოდ ბათილ ორმხრივ გარიგებას,საეჭვოობისას მხარეებმა ერთმანეთს უნდა გადასცენ ყველაფერი,რაც კი მათ შეხვდებოდათ,გარიგება თავიდანვე რომ ნამდვილი ყოფილიყო[ მუხ.61  მე-4 ნაწილი]

·        მოცემულ შემტხვევაში, მმიუხედავად იმისა,რომ მოსარჩელე[ ემზარი] მზად იყო  დაედასტურებინა ბათილი გარიგება,ის მას არ დაუდასტურებია მოპასუხის მხრიდან საპასუხო ნების არარსებობის გამო;

·        „გარიგების დადასტურება’’,რომ ნამდვილად ჩაითვალოს ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზნეობის და საჯარო წესრიგის მოტხოვნებს;[მუხ.61 ნაწ.5]

·        ე.ი. ემზარსა და მინდიას შორის ზეპირი გარიგება[ნასყიდობა] უცილოდ ბათილო რჩება და თანხის გადაცემაც უსაფუძვლოა;

·        ამდენად, მოსარჩელეს აქვს გადაცემული თანხის დაბრუნების უფლება,ვინაიდან არ არსებობს 976-ე მუხლის მე-2 ნაწიით გათვალისწინებული გარემოებები და მოპასუხე თანხის გადაცემის შედეგად გამდიდრდა [ მუხ 976 -ე ნაწ.1 „ა’’ ქვპ. და მუხ. 979 ნაწ. 1]

·        ამსთან, მოპასუხეს მიაჩნია,რომ „ მოთხოვნა ხანდაზმულია’’,რის გამოც ის არ უნდა შესრულდეს

·        მოთხოვნის ხანდაზმულობის დასადგენად უნდა გაირკვეს:

1.      ხანდაზმულობის რომელი ვადა მოქმედებს მოცემული მოთხოვნის მიმართ

და

2.      როდის წარმოიშვა მოთხოვნის უფლება[ანუ როდის დაიწყო ხანდაზმულობის ვადის ათვლა]

·        საგულისხმოა,რომ ხანდაზმულობის  ე.წ. საერთო[ანუ ათწლიანი] ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისთვის,რომელიც არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას;

·        ამორალური გარიგების ბათილად ცნობისა  და ასევე უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ აქვს ა) სახელეკრულებო,ბ)უძრავ ნივთებთან დაკავირებული  ან  გ) სხვა   სპეციალური ვადები განსაზღვრული;

·        ამიტომ, ამორალური გარიგების ბათილად ცნობისა  და ასევე უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნის მიმართ  მოქმედებს ხანდაზმულობის საერთო [ათწლიანი] ვადა,

·        შესაბამისად, კონდიქციურ მოთხოვნაზეც უნდა გავრცელდეს ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა[მუხ.128-ე მე-3 ნაწილი]

 

ხხ

·        რაც შეეხება „“მოთხოვნის უფლების წარმოშობას’’[ანუ ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისს] , ის უკავშირდება არა ხელშეკრულების დადების მომენტს,არამედ მომენტს,როდესაც მოსარჩელემ შეიტყო ,რომ მოპასუხე კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე, მინდია მის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვის მიუხედავად,არ აპირებდა დანაპირების შესრულებას და მოსარჩელისათვის კანონით დადგენილი წესით უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემას,ანუ 21015 წლის ივნისში [ მუხ.130]

·        ამდენად,ვინაიდან ემზარმა სარჩელი 2014 წლის 15 ივნისს წარადგინა,,მოთხოვნა არ გამოდის ხანდაზმული და შესაბამისად განხორციელებადია(!)

·         

[თუმცა დაიმახსოვრე ,თუ ხანდაზმული მოთხოვნა შესრულდ  ეს აუკვე აღარ  წარმოშობს უკან დაბრუნების მოვალეობას ]

 

 

 

976-ე მუხლის მეორენაწილის „გ’’ პუნქტი

 

 

·        უსაფუძვლოდ გადაცემული სიკეთის დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია მაშინაც,თუ მიმღებს შეიძლებოდა  ევარაუდა რომ შემსრულებელს [თავად] სურდა გადაცემა[მიუხედავად იმისა ,არსებობს  თუ არა შესრულების უკან დაბრუნების რომელიმე საფუძველი რომელსაც 976-ეე-ს 1 ნაწილი ითვალისწინებს]]

 

 

 მუხლი 976. ვითომ-კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები

 

1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

2.[მიმღებისგან გადაცემულის] უკან დაბრუნების მოთხოვნა[გაუფრთხილებელი შემსრულებლის მიერ] გამორიცხულია, თუ:

) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან

) გავიდა ხანდაზმულობის ვადაან

) [თუ]მიმღებს შეეძლო ევარაუდა[ანუ თუ მიმღებმა ივარაუდა], რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა[მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები], ანდა

) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

 

მაგ.

 

2001 წლის იანვრიდან 2010 წლის მარტამდე ცოლ-ქმარი ანა და გია ცხოვრობდნენ ქმრის დედის [ლიანას] საცხოვრებელ ბინაში თავიანთ არასრულწლოვან შვილებთან ერთად;

 

2010 წლის 27 თებერვალს ბინა დარეგისტრირდა გიას და მისი დედის თანასაკუთრებად;

 

ლიანამ მოითხოვა გიასა და ანასაგან ფულადი თანხა ქირის სახით,ვინაიდან ისინი 2010 წლამდე მისი ბინით უსასყიდლოდ სარგებლობდნენ;

 

დადგენილია ,რომ 2010 წლის 27 ტებერვალს გიასა და ლიანას შორის შედგა მორიგების აქტი,რომლის თანახმად ,ბინის ნაწილი მესაკუტრედ აღირიცხა გია.

 

ამდენად მართალია,2001 წლიდან 2010 წლამდე მეუღლეები არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ გიას დედის ბინაში,მაგრამ მხარეთა შორის ურთიერთობა ბუნებრივად ქმნიდა შინაგანრწმენას იმისა,რომ ქონებიტ სარგებლობა შეესაბამებოდა ზნეობრივ ნორმებს თანასაკუთრების რეგისტრაციამდე და ასევე მესაკუტრის პრეტენზიის წაყენებამდე მოპასუხეებს შეეძლოთ კიდეც ევარაუდათ,რომ მესაკუთრეს სურდა ქონების სარგებლობაში გადაცემა;

ამიტომ ,მოცემულ შემთხვევაში გამოირიცხება უკან დაბრუნების მოთხოვნა;

 

 

ხხხ

976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ’’ პუნქტი

 

·        სამართლებრივი საფუძვლის გარეშე  მიღებული უნდა დაუბრუნდეს უფლებამოსილ პირს;

·        „უსაფუძვლო გამდიდრების’’ მუხლები[ მუხ.976- მუხ.991] აღჭურვილია „დაცვითი ფუნქციით’’- უზრუნველყოს არაუფლებამოსილი სუბიექტისგან უსაფუზვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა[ესაა ამ მუხლების დაცვითი  ფუნქცია]

·        არ აქვს მნიშვნელობა,თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი: სხვისი  ქონება მიიღო უსაფუძვლოდ თუ უსაფუძლოდ დაზოგა საკუთარი;

მთავარია ფსევდოკრედიტორის ქონებრივ სფეროში  აღმოჩნდეს ქონება,რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ აქვს,რაც წარმოშობს უფლებამოსილი პირისთვის ამ ქონების დაბრუნების მოვალეობას;

·        ეს წესი „უსაფუძვლო გამდიდრების’’ ძირითად ფუნქციას განსაზღვრავს და ამიტომ „დაბრუნების მოთხოვნა’’ ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას უნდა შეესაბამებოდეს  „ბათილობის შესახებ ნორმათა’’ -„დაცვით ფუნქციას’’,წინააღმდეგ შემტხვევაში გამოირიცხება „უკან დაბრუნების’’ მოთხოვნა[მუხ.976-ე მე-2 ნაწ,“დ’’]

 

 მუხლი 976. ვითომ-კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები

 

1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

2. .მიმღებისგან გადაცემულის] უკან დაბრუნების მოთხოვნა[გაუფრთხილებელი შემსრულებლის მიერ] გამორიცხულია, თუ:

) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან

) გავიდა ხანდაზმულობის ვადაან

) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა

) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე [ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას] ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

 

მაგ.

ორგანოს თანამშრომელმა ბ-მ მართვის მოწმობის გამოცდის გავლის გარეშე მარტვის მოწმობის გასაცემად ქრთამის სახით აიღო 2000 ევრო;

ამ შემთხვევაში „უკან დაბრუნების’’ გამორიცხვა ორი საფუძვლიდან გამომდინარეობს:

ერთი მხრივ,ვინაიდან დადებული ძირითადი გარიგება ეწიააღმდეგება კანონსა დაზნეობას,გარიგება ბათილია 54-ე მუხლის თანახმად და მიღებული უნდა დაბრუნდეს 976-ე მუხლის 1 ნაწილის „ა’’ პუნქტის თანახმად;

მეორე მხრივ,უკან დაბრუნების მოთხოვნა გამოირიცხება ,თუ შემსრულებელი მოქმედებდა კანონის ან მორალის საწინააღმდეგოდ [მუხ.976-ე მე-2 ნაწ „დ’’ ქვპ]

ორგანოს თანამშრომლის მოსყიდვა სისხლისამართლებრივად დასჯადია და კანონსაწინააღმდეგოა;

მოცემულ მაგალთში გამოირიცხება“უკან დაბრუნება’’,რადგანეს ეწინააღმდეგება კანონის აკრძალვას და მორალს

 

ხხხხ

შეჯამება:

ამრიგად, 976-ე მუხლის  პირველ ნაწილში ასახული „შესრულების კონდიქციით’’ მიღებული უნდა დაბრუნდეს,თუ დადგენილია შემდეგი წინაპირობების ერთობლივი არსებობა: ა) „რაიმე’’ გადაცემულია ბ)შესრულების სედეგად ვითომ კრედიტორმა სარგებელი მიიღო გ) სარგებლის მიღება მოხდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე  და დ) არ არსებობს 976-ე მუხლის მე-2 ნაწილიტ გათვალისწინებული გამომრიცხველი გარემოებები;

[ეს შეჯამება- საზეპიროდ]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები