შუალედურის კაზუსი [ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი-მე-3 სემესტრი]

 



კაზუსი

 

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვიტა შეემუშავებინა ფინანსური ხელშეწყობის მექანიზმი სამშენებლო ბიზნესის დასახმარებლად, კერძოდ დაიწყო სუბსიდირების პროგრამა, რომლის მიხედვითაც იმ კომპანიებს, ვისაც 2020 წელს შეუჩერდათ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სამშენებლო პროცესი პანდემიის გამო, წლის ბოლომდე გამოეყოფოდათ შესაბამისი თანხა (ჯამში 500 000 ლარის ფარგლებში) მშენებლობის დასასრულებლად და იმ მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად, ვინც ელოდებოდა ამ წელს შეძენილი ბინების დასრულებას.

 

სუბსიდირების გაცემის ორგანიზებისთვის სამინისტრომ კონკურსის საფუძველზე შეარჩია სს „კრედიტ ბანკი“, რომელსაც დაევალა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდირების თანხების გაცემა შესაბამის სამშენებლო კომპანიებზე შერჩევის წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით - ა)კომპანიის სამშენებლო ნებართვის მოქმედების ვადა უნდა ყოფილიყო 2020 წლის ჩათვლით,ბ) სამუშაოების სულ მცირე 70% უნდა ჰქონოდათ უკვე დასრულებული და გ) გაყიდული ფართების წილი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 60%.

 

სს „კრედიტ ბანკს“ სუბსიდირების თანხის მისაღებად მიმართა ორმა სამშენებლო კომპანიამ - შპს „პრიმა დეველოპმენტმა“ და შპს „ლაქშერი გრუპმა“. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანია აკმაყოფილებდა სუბსიდირების გაცემის მინიმალურ სტანდარტებს, სუბსიდირება მიიღო (დადებითი გადაწყვეტილება გამოიცა) მხოლოდ შპს „პრიმა დეველოპმენტმა“, თუმცა ბანკმა უარი უთხრა შპს „ლაქშერი გრუპს“ სუბსიდირების  მიღებაზე, რამდენადაც კომპანიის სამშენებლო ისტორიის შესწავლის საფუძველზე მან გაარკვია, რომ ეს კომპანია ხშირად არღვევდა სამშენებლო ნებართვის ვადებს, დროულად ვერ ასრულებდა მშენებლობებს, ამიტომ ბანკს გაუჩნდა მოლოდინი, რომ სუბსიდირების პირობებშიც ეს უკანასკნელი ვერ გაამართლებდა სანდოობას და ვერ დაასრულებდა მშენებლობას. ამასთან, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გასულ წელს შვილისთვის შეიძინა ახალი ბინა შპს „პრიმა დეველოპმენტის“ ერთ-ერთ დასრულებულ კომპლექსში და იყო კმაყოფილი, რადგან კომპანიამ დათქმულ ვადებში დაასრულა მშენებლობა.

 

 

 

 

 

 

დავალება

1.           განსაზღვრეთ საჯარო მმართველობის განხორციელების მიზნით შერჩეული ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივი ფორმა; გამოკვეთეთ ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს ორგანიზაციული მოწყობის ფორმის შერჩევა.

2. განსაზღვრეთ საჯარო მმართველობის განხორციელების მიზნით შერჩეული საქმიანობის სამართლებრივი ფორმა;

3.           შეაფასეთ გადაწყვეტილების კანონიერება საზაკ-ის პრინციპების გათვალისწინებით.

 

 

 

 

 

1.საჯარო მმართველობის განხორციელების მიზნით შერჩეული ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივი ფორმა

 

 

·        ამ მაგალითთში  საჯარო მმართველობითი ფუნქცია[სამშენებლო ბიზნესის სუბსიდირება] კერძოსამართლებრივად ორგანიზებული დაწესებულების მიერ [სს“კრედიტ ბანკის’’ მიერ ] ეკონომიკის სამინისტროს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით ხორციელდება

·       საჯარო მმართველობითი ფუნქციის კერძოსამართლებრივად ორგანიზებული დაწესებულების მიერ განხორციელების ძირითად საფუძველს ქმნის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტში არსებული ადმინისტრაციული ორგანოს ცნება, კერძოდ ცნება „ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონალური გაგება, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანოა აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.“

 

 

.საჯარო მმართველობის განხორციელების მიზნით „ორგანიზაციული მოწყობის ფორმის“ შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

 

 

 

·        საჯარო სამართლებრივი ფორმების განსაზღვრა კი არის ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის მოწესრიგების სფერო.

·         

ორგანიზაციული მოწყობისა და საქმიანობის ფორმების მიხედვით შესაძლებელია საჯარო მმართველობის განხორციელები ოთხი ალტერნატიული ფორმის გამოყოფა: 

 

1)საჯარო - საჯაროორგანიზაციული მოწყობის საჯარო-სამართლებრივი ფორმა -[მაგ სამინისტრო],  იყენებს საქმიანობის საჯარო -სამართლებრივ ფორმას [მაგ. გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს.]

2)საჯარო - კერძოორგანიზაციული მოწყობის საჯარო-სამართლებრივი ფორმა -[მაგ. სამინისტრო],  იყენებს საქმიანობის კერძო-სამართლებრივ ფორმას - [მაგ.დებს კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებას საკანცელარიო ნივთების შეძენის მიზნით].

3)კერძო - კერძოთბილისი მუნიფიპალიტეტი იყენებს საჯარო მმართველობის როგორც ორგანიზაციული მოწყობის, ასევე საქმიანობის კერძო-სამართლებრივ ფორმებს [მაგ.მოსახლეობის მონიციპალური ტრანსპორტირებუთ უზრუნველყოფისათვის -შპსთბილისის ავტობუსიდა მგზავრებთან დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება]

4)კერძო - საჯარო საქმიანობის  კერძოსამართლებრივ ფორმა [შპს „სითი-პარკი’’, რომელიც პარკირების წესების დამრღვევი მძღოლების მიმართ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს]  „შპს „სითი პარკს’’ თბილისის მუნიციპალიტეტმა მისცა ამის უფლებამოსილება  

 

5) ცალკეულ შემთხვევაში კი  სახელწმიფო ქმნის საწარმოს და ურთიერთობაში შედის როგორც ერთ-ერთი მეწილე

 

 

2. განსაზღვრეთ საჯარო მმართველობის განხორციელების მიზნით შერჩეული საქმიანობის [სამართლებრივი ფორმა;

 

შერჩეული საქმიანობის [სამართლებრივი ფორმა- კერძო სამართლებრივია

 

 

 

 

 

3.           შეაფასეთ გადაწყვეტილების კანონიერება საზაკ-ის პრინციპების გათვალისწინებით.

 

·       „გადაწყვეტილებაა“  შემდეგი:

 

სუბსიდირება მიიღო (დადებითი გადაწყვეტილება გამოიცა) მხოლოდ შპს „პრიმა დეველოპმენტმა“, თუმცა ბანკმა უარი უთხრა შპს „ლაქშერი გრუპს“ სუბსიდირების  მიღებაზე, რამდენადაც კომპანიის სამშენებლო ისტორიის შესწავლის საფუძველზე მან გაარკვია, რომ ეს კომპანია ხშირად არღვევდა სამშენებლო ნებართვის ვადებს, დროულად ვერ ასრულებდა მშენებლობებს, ამიტომ ბანკს გაუჩნდა მოლოდინი, რომ სუბსიდირების პირობებშიც ეს უკანასკნელი ვერ გაამართლებდა სანდოობას და ვერ დაასრულებდა მშენებლობას. ამასთან, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გასულ წელს შვილისთვის შეიძინა ახალი ბინა შპს „პრიმა დეველოპმენტის“ ერთ-ერთ დასრულებულ კომპლექსში და იყო კმაყოფილი, რადგან კომპანიამ დათქმულ ვადებში დაასრულა მშენებლობა.

 

 

სანდოობის პრინციპი

 

 

·        სამეწარმეო ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედებს სანდოობის პრინციპი, რაც ადასტურებს მეწარმის კეთილსინდისიერებას მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მიმართ. 

·        სანდო არ არის მეწარმე, რომლის ქცევის შეფასება იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ არ არის გარანტირებული მისი მხრიდან საქმიანობის სათანადოდ[კანონის შესაბამისად] განხორციელება. 

·        მეწარმის[კანონის შესაბამისად ] ქცევას და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების „სანდოობას’’ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადმინისტრაციულ სამართლებრივ ურთიერთობებში;

·        ამა თუ იმ მეწარმისთვის ნებართვის[ანუ ლიცენზიის] გაცემაზე უარი ,ან მის მიმართ სამართლებრივი შეზღუდვების დადგენა შეიძლება გამომდინარეობდეს „სანდოობის პრინციპიდან’’[ანუ არა სანდო მეწარმეს  ადმინისტრაციული ორგანოები უარს ეტყვიან ლიცენზიაზე და შეუზღუდავენ საქმიანობას]

·        სანდოობის დადგენა არ ემყარება მორალურ ან სისხლისსამართლებრივ კატეგორიებს ბრალზე, არამედ სამეწარმეო-სამართლებრივი ელემენტია, რომელიც ადგენს მეწარმის ადრეული ქცევა ხომ არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ახალ  სამეწარმეო საქმიანობასთან მიმართებით ის არ დაიცავს საჯარო წესრიგს და ამით საფრთხეს შეუქმნის ამ სიკეთის მიმართ საზოგადოების და ცალკეული პირების ინტერესებს.

 

·        მეწარმის სანდოობის შეფასების  კრიტერიუმი შეიძლება იყოს  მის მიერ  წარსულში ჩადენილი სამართალდარღვევა, თუნდაც სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდეც კი, თუ მას კავშირი აქვს მომავალში განსახორციელებელ სამუშაოსთან ,ან გადასახადების და ფინანსური ვალდებულებების გადაუხდელობა   და სხვა ;  ეს  ფაქტორები ხდება  მეწარმის სანდოობაზე  ადმინისტრაციული ორგანოს ეჭვის საფუძველი. 

 

 

 

 

            მიუკერძოებლობის პრინციპი [მუხ.8]

   მუხლი 8. საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა

 

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად.

2. ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე.

 

 

·        ადმინისტრაციული წარმოება და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კარგავს აზრს, თუკი გადაწყვეტილების ადრესატს არ ექნება იმის გარანტია და რწმენა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი უფლაბმოსილება განახორციელა მიუკერძოებლად.

·        სზაკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობ სხვა გარემოება’’, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე.

·        საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპის კონკრეტიზაციას და რეალიზაციას ემსახურება სზაკ-ის 92- მუხლი, რომლის მიხედვიტაც, ადმინისტრაციულ წარმობეაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც :

 

)თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში

)საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია

)საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია

)იყო ექსპერტი  მოცემულ საკითხთან დაკავშირებით

)შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან

)თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს;

)საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია

2)ამ კოდექსის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება

)პირდაპირი ხაზის ნათესავი

)მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი

)აღმავალი ხაზის პირსპირი ნათესავის და-ძმა

)და-ძმა, მათი მეუღლეები, შვილები

3)თანადმობების პირი ვალდებულია ზემდგომ თანამდებობის პირს აცნობოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. განცხადება თვითგადაცილების თაობაზე განიხილება ამ კოდექსის 93- მუხლით დადგენილი წესით.

 

·        ამრიგად,საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა გულისხმობს იმას, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მირებაზე უფლებამოსილ პირს, ან იმ პირს, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე, არ უნდა გააჩნდეს პირადი ინტერესი, ანუ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს სარგებლის მომტანი მისთვის, ან მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავებისათვის.

·        სხვა გარემოებაში მოიაზრება ის შემთხვევა, როდესაც აშკარაა გადაწყვეტილების მღები ირის დაინტერესებული მხარისადმი დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე ტენდენციური[მიკერძოებული] გადაწყვეტილების  მიღების შესაძლებლობა.

 

 

ჩვენს მაგალითში   სს „კრედიტ ბანკმა“    დაიცვა  „სანდოობის პრინციპი’’ ,მაგრამ დაარღვია „მიუკერძოებლობის პრინციპი’’,ამდენად  მისი  გადაწვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს ეკონომიკის სამინისტროში;

 

 

ადმინისტრაციული საჩივარიდაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას;


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები