სახელშეკრულებო სამართალი - კაზუსი [მიბარება და დაუძლეველი ძალა]-ფინალური, მე-3 სემესტრი

 



·        გიორგი წარმატებული ბიზნეს-კონსულტანტია, მისი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად უწევს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის და სხვადასხვა ქვეყანაში მოკლევადიანი საქმიანი შეხვედრებზე სიარული.

·        2019 წლის 5 მარტს, მორიგი საქმიანი ვიზიტის დროს, იგი საკუთარი ავტომობილით, 2018 წლის TOYOTA RAV 4-ით მივიდა, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში.

·         გიორგიმ მისი კუთვნილი ავტომობილი, ვინაიდან საზღვარგარეთ, კერძოდ კი ავსტრიაში, ვენაში მიემგზავრებოდა, განთავსდა აეროპორტის ტერიტორიაზე, დაცულ პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილას, რომლიც ეკუთვნის შპსავტო-სადგომს”.

·        პარკირების მომსახურების გაწევის მიზნით მხარეთა შორის (გიორგი და შპსავტო-სადგომი”) ურთიერთობა დარეგულირდაპარკირების მომსახურების გაწევის შესახებ წესებით“ - პარკირების მომსახურების ხელშეკრულებით.

·        აღნიშნული წესების მიხედვით განისაზღვრა, რომ შპსავტო-სადგომი”, შემდგომშიშემსრულებელიუწევს გიორგის, შემდგომში - “დამკვეთს ავტოსატრანსპორტო საშვალების პარკირების მომსახურებას, ხოლოდამკვეთი“ – გიორგი, იღებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, კეძოდ წინასწარ იხდის პარკირების მომსახურების საფასურს კომპანიის მიერ განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.

·        ამასთან, აღსანიშნავია რომ წინამდებარე ხელშეკრულებაში ტერმინი პარკირების მომსახურებაგანმარტებულია, როგორც დამკვეთისთვის პარკირების დანომრილი ადგილის გამოყოფა.

·        2019 წლის 18 მარტს გიორგი დაბრუნდა თბილისში და კუთვნილი ავტომანქანა დახვდა დაზიანებული, აეროპორტის ტერიტორიაზე სარეკლამო ბანერის ჩამოვარდის შედეგად. გიორგიმ, დაუყონებლივ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელმაც დააფიქსირა დაზიანების ფაქტი და შეადგინა შესაბამისი აქტი.

·         გიორგიმ ასევე დაწერა განცხადებაშემსრულებლისსახელზე, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა განცხადებას შპსავტო-სერვისისადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

·        შემთხვევის გაგებიდან მეორე დღეს, გიორგიმ მიმართა საქართველოში TOYOTA- ოფიციალურ წარმომადგენლობას და გამოითხოვა ხარჯთაღრიცხვა დაზიანებული ნაწილების ღირებულების დადგენის მიზნით. დაზიანებული ნაწილების ღირებულებამ შეადგინა 9 150 ლარი. გიორგის განმარტებით, მანქანის სახურავის სამღებრო სამუშაოების ღირებულების ჩათვლით, ზარალის რაოდენობამ ჯამურად შეადგინა 10 000 ლარი. აღნიშული, ხარჯთაღრიცხვა გიორგიმ წარუდგინა შპსავტო-სადგომსდა მოითხოვა მანქანის დაზიანებისთვის, ზიანის ანაზღაურება.

·        შპსავტო-სადგომიარ ეთანხმება გიორგის მოთხოვნას.

 

 

 

1)განიხილეთ კაზუსი და სამართლებრივად განსაზღვრეთ, როგორ უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის წარმოშობილი დავა;

 

2)ასევე, იმსჯელეთ, შინაარსობრივი თვალსაზრისით და ხელშეკრულების მიზნიდან გამომდინარე, რა ტიპის სამართლებრივი ურთიერთობა გვაქვს სახეზე - გიორგის და შპსავტო-სადგომსშორის პასუხი სამართლებრივად დაასაბუთეთ.

 

 

1.    რა ტიპის სამართლებრივი ურთიერთობაა  კაზუსში ?

ჰიპოთეზა :

გიორგის და შპსავტო-სადგომსშორის შესაძლოა იყოს  „მიბარება-შენახვის’’ ურთიერთობა[მუხ.763-ე]

 

 მუხლი 763. ცნება

მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.

 

·        მიბარების ხელშეკრულებით ერთი მხარე[„შემნახველი’’] კისრულობს ,შეინახოს მეორე მხარის[„მიმბარებლის’’] მიერ მისთვის მიბარებული მოძრავი ნივთი და დაუბრუნოს იგი დაუზიანებლად და უკლებლად[!]

·         მიბარების ხელშეკრულების „საგანი’’ –„ნივთის შენახვის მომსახურების გაწევაა’’

·        შემახველის „მომსახურება’’ ამ ნივთზე ა)კონტროლის დაწესებასა[დაცვასა] და ბ)მის მოვლა-პატრონობაში გამოიხატება.

·        მიბარების ხელშეკრულების მხარეებია „მიმბარებელი’’ და „შემნახველი’’

·        „მიმბარებელი’’ და „შემნახველი’’ შეიძლება იყვნენ,როგორც იურიდიული ,ისე ფიზიკური პირები.

·        „შემნახველი’’ იურიდიული პირები შეიძლება არსებობდნენ :

a.      „შემნახველი საკნების’’

b.      შემნახველი საწყობების

c.      „მაცივრების’’

d.     „საპორტო საწყობების’

e.      „სარკინიგზო საწყობების’

f.       და სხვა მსგავსისაწარმოების სახით[ მათ შორის „დაცული ავტოპარკინგების სახით’’]

·        მიბარების ხელშეკრულების „ობიექტი’’ შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალურად ისე გვაროვნულად განსაზღვრული ნივთი [ოღონდ გვაროვნული ნივთის „მიბარება“ სპეციფიკით ხასიათდება  იხ.777-ე მუხლის კომენტარი]

·        „შენახვა’’ [ანუ „მიბარების ხელშეკრულება’’] -არის „რეალური’’[ანუ ხდება შესანახი ნივთის გადაცემა შემნახველისთვის]  და „კონსესუალური’[ხდება შეთანხმება შენახვის პირობებზე] ’ხელშეკრულება 

 

·        მიბარების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ,როგორც ზეპირი,ისე წერილობითი ფორმით

·        ასევე ,“კოკლუდენტური მოქმედებით’’,როცა თვით მოქმედებაში გამოიხატება  კონტრაჰენტის [ხელშეკრულების მხარის]ნება გახდეს ხელშეკრულების მონაწილე

 

·        „შენახვის ფაქტის’’ ლეგიტიმაცია’[ანუ დადასტურება]  გამოიხატება მაგ.თეატრის გარდერობში ხანმოკლე დროით ტანსაცმლის[პალტო,ქურთუკი] შენახვისას,როდესაც ამ ხელშეკრულების დასადასტურებლად შემნახველი „სანომრე’’ ნიშანს[ჟეტონს] გასცემს.

 

·        „სანომრე ნიშანი’’[ჟეტონი]  დადასტურებაა იმისა,რომ „მიბარების ხელშეკრულება’’ დაიდო „კონკრეტულ’’ შემნახველთან[!],ხოლო „სანომრე ნიშნის’’[ჟეტონის] მფლობელი ჩაითვლება „მიმბარებლად’’

 

·        ამიტომ „შემნახველს’’ არ ევალება შეამოწმოს „სანომრე ნიშნის’’ მფლობელის „უფლება’’  მასთან მიბარებულ ნივთზე,როდესაც ის ამ ნივთს გასცემს „სანომრე ნიშნის’’ წარმომდგენზე[!]

 

·        როცა ნივთის „მიბარება’’ აუცილებლობით არის გამოწვეული [მიწისძვრა,წყალდიდობა,ხანძარი,ზვავ და ა.შ.],ნივთის „მიმბარებელს’’ ,ჩვეულებრივ,არ აქვს შესაძლებლობა ტავად აირჩიოს „შემნახველი’’ და დადოს წერილობითი ხელშეკრულება „აუცილებლობით გამოწვეული შენახვის შესახებ’’[მუხ.778-ე],ამიტომ ასეთ დროს იდება „ზეპირი’’ შენახვის ხელშეკრულება[!]

 

·        შენახვის ზეპირი ხელშეკრულება იდება მაშინაც,როდესაც „შესანახი ნივთი“ უმნიშვნელო ღირებულებისაა და მისი  შენახვისთვის სასყიდელი არ არის გათვალისწინებული

 

 

·        „მიბარება-შენახვის’’ ურთიერთობის არსის სრული ახსნისათვის საჭიროა  იგი გავმიჯნოთ „დაცვის ხელშეკრულებისგან’’

·        მათ შორის მსგავსება იმდენად დიდია ,რომ ხშირად ერტიდაიგივე ურთიერთობად აღიქმება

·        როგორც ერთი[„შენახვა’’,ისე მეორე[„დაცვა’’] ურთიერტობა  არის  „მომსახურეობა’’[სწორედ ეს ამსგავსებს მათ ერთმანეთს]

·        ყურადღება:

„შემნახველის’’ მოვალეობა შეინახოს მიბარებული ნივთი 2 სახის მომსახურებისგან შედგება:

1.      „შემნახველს’’ ევალება  შექმნას შესანახი ნივტისტვის ნორმალური პირობები-ჩაატაროს ტექნოლოგიური პროცესები,საცავში შექმნას სათანადო ტემპერატურა და სხვა.

2.      „შემნახველს’’ ევალება კონტროლი დააწესოს „შესანახ ობიექტზე ‘’,რათა გარეშე ძალის მიერ არ მოხდეს მისი დატაცება ან დაზიანება.

·        „მიბარება-შენახვის’’ ხელშეკრულებით „შემნახველი’’ ვალდებულია ,ეს ორივე სახის „მომსახურება’’ შეასრულოს.

·        „დაცვის ხელშეკრულებით’’ კი დარაჯი [მცველი] ,კი  „დაცვის ობიექტზე’’,მხოლოდ კონტროლს აწესებს[!],,რათა გარეშე ძალის მიერ არ მოხდეს მისი დატაცება ან დაზიანება

·        „შენახვის“[მიბარების] ხელშეკრულებასა’’ და „დაცვის ხელსეკრულებას’’ შორის  მე-2 განსხვავება ის არის,რომ  -„შენახვის ობიექტი’’[შენახვის ხელშეკრულებაში] ,როგორც წესი „მოძრავი ნივთია’’ და შენახვისას ის შემნახავის მფლობელობაში გადადის[!]

·        „დაცვის ობიეტი’’ [დაცვის ხელშეკრულებაში]კი,ჩვეულებრივ, „უძრავი ნივთია’’ და დაცვისას ,მისი მფლობელი არ იცვლება[!]

·        ყურადღება: „შენახვის ობიექტი’’ ზოგჯერ უძრავი ნივთიც შეიძლება იყოს[როდესაც „დავის ობიექტზე’’ „სეკვესტრია“ დაწესებული]

·        „დაცვის ობიექტი’’ შეიძლება ფიზიკური პირიც იყოს[მაგ.პატიმარი [ბადრაგი პატიმრის დაცვას ახორციელებს] ან ბიზნესმენი[რომელსაც პირადი მცველები იცავენ] და სხვა

 

სუბსუმცია:

შპსავტო-სადგომმა’’[შემნახველი] იკისრა გიორგის[მიმბარებელი] ავტომობილის, 2018 წლის TOYOTA RAV 4-ის[შენახვის ობიექტის,ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის] „შენახვა’’ მის კუთვნილ  დაცულ ავტოსადგომზე აეროპორტში.

ურთიერთობა დარეგულირდაპარკირების მომსახურების გაწევის შესახებ წესებით“ - პარკირების მომსახურების ხელშეკრულებით.

ეს ხელშეკრულება დაიდო კონკლუდენტურად.

გიორგის მისი კუთვნილი მოძრავი ნივთის[ავტომობილის] შესანახად პარკინგზე გამოეყო „დანომრილი ადგილი’’[აქცეპტი-შენახვის ფაქტის ლეგიტიმაცია],სადაც მან დააყენა მისი კუთვნილი ავტომობილი.[ოფერტი]

გიორგიმ გადაიხადა  პარკირების მომსახურების საფასური კომპანიის მიერ განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.[გადაიხადა „მიბარების საზღაური’’],ანუ შეასრულა მიმბარებლის ვალდებულება.

 

დასკვნა: გიორგის და შპსავტო-სადგომს’’ შორის კონკლუდენტური ფორმით დაიდო „შენახვა-მიბარების’’ სასყიდლიანი ხელშეკრულება[763-ე და 764-ე მუხლები]

 მუხლი 763. ცნება

მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.

    მუხლი 764. მიბარების საზღაური

1. მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება.

2. თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ ტარიფების არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების არარსებობისას  ჩვეულებრივი საზღაური.

 

       ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

2.როგორ უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის წარმოშობილი დავა ?

 

ჰიპოთეზა:

შესაძლოა შპსავტო-სადგომი  განთავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან 779-ე მუხლის“პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება „დაუძლეველი ძალის’’  [ქარის] საფუძველზე

  მუხლი 779. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დაუძლეველი ძალის გამო

 

პასუხისმგებლობა გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით, სტუმრის ან მისი თანხმლები პირის მიერ, ანდა თვით ნივთის თვისებებით.

 

„დაუძლეველი ძალა’’

სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე ,ვალდებულების შეუსრულებლობის,ან არაჯეროვანი შესრულებისათვისშემნახველმა’’ პასუხი უნდა აგოს ნივთის დაკარგვის,დანაკლისის ,ან დაზიანებისთვის;

ამასთან გათვალისწინებული უნდა იყოსშემნახველის’’ პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების ისეთი საფუძველი ,როგორიცაადაუძლეველი ძალა’’

თუ დადასტურდება,რომმიბარებული’’ ნივთის  დაკარგვა,დაზიანება,ან დანაკლისიდაუძლეველი ძალის’’ შედეგად იყო გამოწვეული ,შემნახველი პასუხისმგებლობისგან უნდა განთავისუფლდეს.

[დაუძლეველ ძალად’’ არ შეიძლება მიჩნეულ იყოსშემნახველის’’ განცხადება ფულადი სახსრების უქონლობის თაობაზე და მსგავსი განცხადებები. ]

 

სუბსუმცია:

გიორგი დაბრუნდა თბილისში და კუთვნილი ავტომანქანა დახვდა დაზიანებული, აეროპორტის ტერიტორიაზე სარეკლამო ბანერის ჩამოვარდის შედეგად.

საკითხავია ,“სარეკლამო ბანერის ჩამოვარდნა’’ დაცული ,ფასიანი  პარკინგის ტერიტორიაზე  შეიძლება თუ არა მიჩნეული იქნეს „დაუძლეველ ძალად’’

 

რაიმე გარემოების ფორს-მაჟორად 

მიჩნევისთვის აუცილებელია ერთობლივად დაკმაყოფილდეს ყველა შემდეგი წინაპირობა:

 

a.      გარემოებამ უშუალოდ უნდა გამოიწვიოს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა - [ აუცილებელია ვალდებულმა პირმა დაასაბუთოსრომ კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების შესრულება შეუძლებელია.]

b.    

  ა) ფორს-მაჟორულ გარემოებასა და ვალდებულების შეუსრულებლობას შორის უნდა 

       არსებობდეს პირდაპირი კავშირი

ბ)    გარემოება უნდა იყოს უჩვეულო და მხარის კონტროლს მიღმა წარმოშობილი [ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს წარმოიქმნა თუ არა ვალდებულების შესრულებისათვის ხელშემშლელი გარემოება მხარის ნებისაგან დამოუკიდებლად.]

c.       გარემოების გათვალისწინება და მისი თავიდან აცილება გონივრულად შეუძლებელი უნდა იყოს 

 [ თუ მხარეს ხელშეკრულების დადებისას შეეძლო გაეთვალისწინებინა ან შემდგომ თავიდან აეცილებინა გარკვეული მოვლენის დადგომამაშინ იმისდა მიუხედავადრომ მოვლენა ობიექტურად მასშტაბური ხასიათისაა და პირს ხელს უშლის ვალდებულების შესრულებაში

        ის მაინც ვერ მიიჩნევა ფორს-მაჟორად.]

·        „სარეკლამო ბანერის ჩამოვარდნასა ‘’ და ნივთის დაზიანებას შორის არსებობს პირდაპირი[მიზეზობრივი] კავშირი,“ბანერის ჩამოვარდნა’’ არის უჩვეულო და შპს“ავტო-სადგომის’’ კონტროლს მიღმა არსებული ,მაგრამ „ბანერის ჩამოვარდნის’’ შესაძლებლობის გათვალისწინება[ქარიან ამინდში] და მისი თავიდან აცილება[დამატებითი გამაგრებით,ან საერთოდ ჩამოხსნით] შეუძლებელი არ იყო.[!]

·        ამდენად, „სარეკლამო ბანერის ჩამოვარდნა’’-ს „დაუძლეველ ძალად’’ ,ანუ „ფორს-მაჟორად’’ ვერ მიიჩნევა[!]

დასკვნა:

 შპს „ავტო სადგომმა’’ გიორგის უნდა აუნაზღაუროს ზიანი 10 000 ლარის ოდენობით[ზიანის ფაქტი და ოდენობა გამყარებულია მტკიცებულებებით]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები