კაზუსი[ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი-მე-3 სემესტრის ფინალური]
საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა განაცხადების მიღება სახელმწიფო
თანადაფინანსების პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“, რომლითაც ის მცირე და საშუალო
ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. პროგრამა, მათ შორის, ითვალისწინებდა მცირე წარმოებების
შექმნის წახალისებას, რომლებიც გადაამუშავებდნენ ეროვნულ პროდუქციას და გაიტანდნენ
როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ბაღდათის
რაიონის მაცხოვრებელმა, ზურაბ თაბუკაშვილმა მიმართა სამინისტროს შესაბამისი განაცხადით
(ყველა დოკუმენტაციის თანხლებით), რომლითაც ის ითხოვდა თანადაფინანსებას ველური მოცვის
და ტყეში არსებული სხვადასხვა ბუნებრივი პროდუქტის ჩაის დამზადებისთვის საჭირო მცირე
საწარმოს გახსნაში. ზურაბსა და სამინისტროს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, რომლის
მიხედვითაც დანადგარების ნაწილი მას შეუძინა სახელმწიფომ, ხოლო დანარჩენი ხარჯები ზურაბმა
თავად გაიღო. ამასთანავე, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, რომ თაბუკაშვილი შეძლებდა
ტყიდან ნედლეულის შეუფერხებლად მოპოვებას.
გახარებულმა
ზურაბმა გადაწყვიტა დროულად დაეწყო წარმოება. ტყის ნედლეულის მოპოვებისთვის ნებართვის
მოსაპოვებლად მან მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელმაც
უარი უთხრა ზურაბს ტყიდან მოცვისა და სხვა მცენარეების პროდუქტების გამოტანაზე, რამდენადაც
კანონმდებლობით აკრძალულია კომერციული მიზნით ტყის რესურსებით სარგებლობა და ეკონომიკის
სამინისტროს მიერ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულება არ წარმოადგენს ტყის მარეგულირებელი
კანონმდებლობის ნორმებისგან გადახვევის საფუძველს.
ზურაბ
თაბუკაშვილი ითხოვს
ნებართვის გაცემას, რამდენადაც მას კანონიერი ნდობა წარმოეშვა ეკონომიკის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების
მიმართ და მან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, ხოლო შეთანხმების შეუსრულებლობით
მას მიადგა ზიანი.
განსაზღვრეთ:
1. თაბუკაშვილსა და ეკონომიკის სამინისტროს
შორის
მიღწეული შეთანხმების სამართლებრივი ფორმა.
2. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ნებართვის გაცემაზე
უარის სამართლებრივი ფორმა.
3. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ნებართვის გაცემაზე
უარის კანონიერება.
Комментарии
Отправить комментарий