განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში [მუხ.109-ე]

 




    

  მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში

 +

განზრახ მკვლელობა:

) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;

) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;

) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა;

) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, უმწეო მდგომარეობაში მყოფისა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა;

) ხულიგნური ქვენა გრძნობით;

) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;

) გენდერის ნიშნით;

) ჯგუფურად;

) ოჯახის წევრის მიმართ;

) ორი ან ორზე მეტი პირისა;

) განსაკუთრებული სისასტიკით;

) ანგარებით ან შეკვეთით;

) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით;

) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-–114- მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა);

) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

შენიშვნა: ამ კოდექსში ახლო ნათესავად მიიჩნევა: მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

 

·        საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი 2022 წელს კვლავ ერთნაწილიანი გახდა

·        ეს მუხლი მოიცავს 16 დამამძიმებელ გარემოებას;

·        თუნდაც ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოება საკმარისია მკვლელობის ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის;

·        თუ არსებობს მკვლელობის ორი ან მეტი დამამძიმებელი გარემოება ,ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს შესაბამისი ქვეპუნქტებით,მაგრამ ეს არ ნიშნავს „დანაშაულთა ერთობლიობის’’ არსებობას;

·        ყველა  დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინება საშულებას იძლევა სრულად და სწორად იქნას ჩადენილი მკვლელობის საშიშროება და მის ჩამდენს განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი;

·        მართალია ქმედების კვალიფიკაციაში უნდა აისახოს ყველა დამამძიმებელი გარემოება,მაგრამ ინიშნება -ერტი სასჯელი;

·        დაუშვებელია ცალ-ცალკე სასჯელის დანიშვნა თითოეული ქვეპუნქტის მიმართ,შემდეგ კი საბოლოო საჯელის დანიშვნა“დანაშაულთა ერთობლიობის წესით’’[მუხ.52(2)-ის საფუძველზე],არამედ ინიშნება ერთი სასჯელი(!)

·        მკკვლელობის დამამძიმებელი გარემოებები’’[მაკვალიფიცირებელი გარემოებები] შეიძლება დაიყოს 2 ჯუფად:

1.      ობიექტური ნიშნით დამამძიმებელი გარემოებები

2.      სუბიექტური[პერსონალური] ნიშნით დამამძიმებელი გარემოებები

·        ობიექტური ნიშნით  მკვლელობის  გარემოებებს ამძიმებს : ა) დანაშაულის ხერხი ან საშუალება ბ) დანაშაულის მსხვერპლი გ)დანაშაულისგან სისხლის სამართლებრივად დაცული ობიექტი დ)ამსრულებლების რაოდენობა და სხვა

·        ეს ის ობიექტური ნიშნებია,რომლებიც ახასიათებენ მარტლსაწინააღმდეგო ქმედებას[მკვლელობას],რადგან გაზრდილია უმართლობის[ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების] ხარისხი;

·        ობიექტური ნიშნით დამამძიმებელი გარემოებებს მიეკუთვნება მკვლელობა:  ა) მძევლის ხელში ჩაგდებასთან დაკავსირებით ბ)ისეთი საშუალებით,რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გ)წინასწარი შეცნობით[დამნაშავის მიერ] ორსული ქალისა დ)წინასწარი შეცნობი[დამნაშავის მიერ] არასრულწლოვანისა ე)უმწეო მდგომარეობაში მყოფისა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა ვ)ჯგუფურად ზ)ორი ან მეტი პირისა ზ)განსაკუთრებული სისატიკით თ) შეკვეთით ი) მსხვერპლის ან მისი ნათესავის სამსახურეობრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალების შესრულებასთან დაკავშირებით;

·        სუბიექტური[პერსონალური] ნიშნით დამამძიმებელ გარემოებებს მიეკუთვნება მკვლელობი  ა) მოტივი და ბ) მიზანი და გ) ე.წ.  ამსრულებლის პერსონალურად დამახასიათებელი ნიშანი[მაგ.ნასამართლოა ,ან ამსულებელსა და მსხვერპლს შორის არსებული სოციალურ-სამართლებრივი კავშირი; ამ ნიშნებს კანონმდებელი „პერსონალურ ნიშნებს’’ უწოდებს [მუხ.25(5)-ში]

·        ამ დროს არაა გაზრდილი უმართლობის [ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების] ხარისხი,არამედ გაზრდილია მხოლოდ ბრალის ხარისხი;

 

·        სუბიექტური  ნიშნით დამამძიმებელი გარემოებებს მიეკუთვნება მკვლელობა:  ა) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი გაადვილების მიზნით; ბ)ხულიგნური ქვენაგრძნობით გ)რასობრივი,რელიგიური,ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო დ)გენდერის ნისნით ე)ოჯახის წევრის ვ)მკვლელობა ანგარებით ზ)მკვლელობა არაერთგზის;

 

·        მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებატა დაყოფას ამ ჯგუფებად არა მარტო თეორიული,არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს-თანაამსრულებლების და თანამონაწილეების ქმეედების კვალიფიკაციისთვის(!)

·        კერძოდ,როცა სახეზეა „ობიექტური ნიშნით დამძიმებული შემადგენლობა’’ თანაამსრულებლის და თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაცისთვის გამოიყენება სსკ-ის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილი,რომლის მიხედვით:

მუხლი 25. ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა

 

4. როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას[ანუ ობიექტური ნიშანი], მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა.

 

[იხ პირველი მაგალითი  გვ.46]

 

·        როცა სახეზეა“სუბიექტური ნიშნით დამძიმებული შემადგენლობა თანაამსრულებლის ან თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციისას უნდა გამოვიყენოთ  სსკ-ის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილი ,რომლის მიხედვითაც :

 

მუხლი 25. ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა

 +

5. პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ანდა ერთ-ერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს.

 

[იხ მე-2 მაგალითი  გვ.46]

 

 

·        ახლა კი დავიწოთ 109-ე მუხლით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების განხილვა;ამ ფაილში კომენტარები 109-ე მუხლის შემდეგ პუნტებზე:

 

განზრახ მკვლელობა:

) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;

) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;

) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა;

 

 

   ა) მკვლელობა მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით

·        ეს დამამძიმებელი გარემოება დამძიმებული-ობიექტური ნიშნით

·        დანაშაული გულისხმობს მსხვერპლისთვის წინასწარ,მისი ნების საწინააღმდეგოდ იძულებით თავისუფლების აღკვეთას[იმ მიზნით,რათა მისი გათავისუფლების პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი შაერულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება]

·        მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებული  განზრახი მკვლელობა  დანაშაულთა ერთობლიობას გულისხმობს;

·        იგი[მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებული  განზრახი მკვლელობა  ] კვალიფიცირდება 109-ე მუხლის „ა’’ ქვეპუნქტით და 19,144-ე მუხლით[„მძევლად ხელში ჩაგდება ან მისი მცდელობა’’]

მუხლი 144. მძევლად ხელში ჩაგდება 

 

1. მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

) არაერთგზის;

) ორი ან მეტი პირის მიმართ;

) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;

) შვიდ დღეზე მეტი ხნით;

) ანგარებით;

) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;

) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;

) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან თვრამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.  

 

             მუხლი 19. დანაშაულის მცდელობა

 

1. დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე[ანუ მე-19-ზე] მითითებით

 

·        ან იგი კვალიფიცირდება 109-ე მუხლის „ა’’ ქვეპუნქტით და 329-ე მუხლით[„მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით’’]

 

 მუხლი 329. მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით

 

1. მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით, ან რელიგიური ორგანიზაციის იძულების მიზნით, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ;

) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივი დაცვისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ;

) ჯგუფურად;

) არაერთგზის;

) ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

 

 

·        თუ მძევლად ხელში ცაგდების თანამონაწილე[ მაგ.წამქეზებელი] ჩაიდენს  მკვლელობას,ქმედება ასევე დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით

[სსკ-ის 109-ე მუხ. “ა’’ ქვ. და 25,144-ე მუხლი]

 

   მუხლი 25. ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა

 +

1. ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით.

2. თანაამსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მიუთითებლად.

3. ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ.

4. როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა.

5. პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ანდა ერთ-ერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს.

6. ისეთ დანაშაულში თანამონაწილეობისათვის, რომლის ამსრულებელი შეიძლება იყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის სპეციალური სუბიექტი, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ორგანიზატორს, წამქეზებელს ან დამხმარეს.

7. თუ ამსრულებელს დანაშაული არ დაუმთავრებია, თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის მომზადებაში ან დანაშაულის მცდელობაში თანამონაწილეობისათვის. დანაშაულის მომზადებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმასაც, ვინც მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო ვერ შეძლო სხვა პირის დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად.

 

·        მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებული მკვლელობისას „მსხვერპლი’’ [მოკლული]შეიძლება იყოს ,როგორც მძევლად აყვანილი,ისე სხვა პირიც მაგალითად ვინც ხელს უშლიდა დამნაშავეს მძევლის ხელში ჩაგდების ბოლომდე მიყვანაში,ანდა სამართალდამცავი ორგანოს მუშაკი,რომელიც მონაწილეობდა მძევლის გათავისუფლების ოპერაციაში;

·        სსკ 3531-ე მუხლის ამოქმედების გამო ამ უკანასკნელ შემთხვევაში გამოიყენება არა 109-ე ,არამედ ეს სპეციალური მუხლუ[ანუ 3531]

 

მუხლი 353​1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა 

 

 

1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

2. პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

3. პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

 

 

ბ) მკვლელობა ისეთი საშუალებით,რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს  სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას(მუხ. 109 „ბ’’ ქვ.)

 

·        სხვის“  ნიშშნავს რომ საკმარისია გარდა მსხვერპლისა,საფრთხე შეექმნას კიდევ ერთ პირს;

·        როგოც ვხედავთ,დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს- მკვლელობის საშუალება(!)

·        ასეთ საშუალებას „ძნელად მართვად’’,ან „უმართავ საშუალებას’’უწოდებენ;

·        ეს შემადგენლობაც „ობიექტური ნიშნით’’ არის დამძიმებული;

·        მუხ. 109.(ბ)-თი კვალიფიკაციისთვის აუცილებელია დადგინდეს მკვლელობის ჩადენის საშუალების საოველთაო საშიშროება;

·        გარშემომყოფთათვის საფრთხის შემცველად ჩაითვლება: აფეთქება,საცხოვრებლისთვის ცეცხლის წაკიდება,ადამიანთა თავშეყრის ადგილას სროლა,გაზის დაგუბება[რითაც გარდა მსხვერპლისა,სხვებიც შეიძლება მოიწამლონ],მკვლელობის საშუალებად წყლის ან საჭმლის მოწამვლა[რომლითაც სხვებმაც შეიძლება ისარგებლონ],ხელოვნური მეწყერის გამოწვევა და სხვ.

·        დამნაშავეს წინასწარ უნდა ქონდეს შეცნობილი,რომ იგი კლავს ადამიანს ისეთი ხერხით ან საშუალებით,რომელიც დაზარალებულის გარდა საფრთხეს უქმნის თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

·        ამ [„ბ’’] ქვეპუნქტით ქმედების კვალიფიკაციისთვის სავალდებულო არაა სხვა პირს რეალურად მიადგეს ფიზიკური ზიანი[მკვლელობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წამოადგენს მსხვერპლის გარდა სხვა პრისთვისაც მხოლოდ კონკრეტული საფრთხის შექმნა]

·        მუხ. 109.(ბ)-ით  ქმედება არ შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩადენილად,თუ მკვლელობისთვის გამოყენებულია ისეთი საშუალება,რომელიც თავისთავად კი არის საშიში,მაგრამ კონკრეტულ ვითარებაში საფრთხეს არ უქმნის სხვა ადამიანს[მაგ.ადამიანის მოსაკლავად ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება უკაცრიელ ადგილას,სადაც მხოლოდ დაზარალებული იმყოფება]

 

ასეთი დასკვნის საშუალებას გვაძლევს 109“ბ’’-ს გრამატიკული[სიტყვა-სიტყვითი] განმარტება;

ნათქვამია რომ“ მკვლელობა ისეთი საშულებით,რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას’’ [და არა „მკვლელობა ისეთი საშულებით,რომელსაც განზრახ შეუძლია შეუქმნას საფრთხე სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას’’

 

·        რაც შეეხება განზრახხვის სახეს,შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს რამდენიმე სახის კომბინაციას:

 

1.      პირდაპირი განზრახვა იმ პირის  სიცოცლის მოსპობისადმი,რომლის მიმართაც გამოყენებულია მკვლელობის ეს ხერხი და  არაპირდაპირი განზრახვა“სხვა პირის მიმართ’’,რომელსაც ექმნება საფრთხე.[შენიშვნა: ასეთი კომბინაცია ყველაზე კლასიკური და გავრცელებული შემთხვევაა]

 

[იხ პირველი მაგალითი  გვ.49]

 

2.      არაპირდაპირი განზრახვა ერთი პირის მიმართ და ასევე არაპირდაპირი განზრახვა „სხვა პირის’’  მიმართაც.

 

[იხ მე-2  მაგალითი  გვ.49]

 

·        თუკი პირი პირდაპირი განზრახვით მოქმედებს როგორც ერთი,ისე სხვა პირის სიცოცხლის მოსპობის მიმართ,მაშინ სახეზეა სხვა დამამძიმებელი გარემოება. კერძოდ ,“ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა’’[19,109“ლ’’] ან „ორი ან მეტი პირის მკვლელობა[ მუხ.109“ლ’’]

 

[იხ.  მე-3 მაგალითი  გვ.50]

·        დამამძიმებელი გარემოების -„მკვლელობა ისეთი საშუალებით,რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს  სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას’’ (მუხ. 109 „ბ’’ ქვ.) -არსი ისაა,რომ „სხვა პირის’’ სიცოცხლის მოსპობის მიმართ დამნაშავე უნდა მოქმედებდეს ,მხოლოდ -არაპირდაპირი განზრახვით(!)

·        რომ არ გვქონდეს ეს დამამძიმებელი გარემოება მკვლელი პასუხს აგებდა მხოლოდ მარტივი მკვლელობისათვის[მუხ.108] და სამართლებრივი შეფასების და დასჯის გარეშე დარჩებოდა ის ფაქტი,რომ მან შეგნებულად საფრთხე შეუქმნა“სხვა პირის’’ სიცოცხლეს და ჯანმრტთელობას.

·        მუხ.109“ბ’’-თი გათვალისწინებული  მკვლელობის ჩადენის მოტივი სხვადასხვა შეიძლება იყოს;

·        რადგან აქ მკვლელობის კვალიფიკაცია დაკავშირებულია არა მკვლელობის „მოტივთან’’,არამედ მკვლელობის განხორციელების ხერხთან.

·        თუ რეალურად სახეზეა“სხვაპირის’’ სიკვდილი ან ჯანმრთელობის დაზიანება ,მაშინ მიზანშეწონილია დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის „ბ’’ და „ლ’’ ქვეპუნტების ერთდროულად გამოყენება;[იგულისხმება შემთხვევა,როცა დადგა ორი ან მეტი პირის სიკვდილი და ამავე დროს საფრთხე შეექმნა სხვატა სიცოცხლეს]

·        მსხვერპლთან ერთად „სხვა პირის’’ სიკვდილის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში სახეზეა „დანაშაულთა ერთობლიობა’’

·        ამრიგად, მკვლელობა ისეთი საშულებით,რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას,თუ რეალურად მოჰყვება საზიანო შედეგი „სხვისთვის’’,მას დამოუკიდებელი კვალიფიკაცია მიეცემა“დანაშაულთა ერთობლიობით’’

[ მაგ. მუხ 109-ე და მუხ.117-ე]

 

    მუხლი 117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება

 +

1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;

) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;

) ოჯახის წევრის მიმართ;

) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ;

) ხულიგნური ქვენა გრძნობით;

) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;

) გენდერის ნიშნით;

) ჯგუფურად;

) ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ;

) განსაკუთრებული სისასტიკით;

) ანგარებით ან შეკვეთით;

) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით;

) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-–114- მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა);

) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108- ან 109- მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ

 

 

·        მკვლელობა ისეთი საშუალებით,რომელიც საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას,უნდა განვასხვავოთ „ტეროისტული აქტისგან[მუხ.323-ე]

·        რომელიც მართალია ხორციელდება ისეთი საშუალებიტ,რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას,მაგრამ ხელყოფ „საზოგადოების უსაფრთხოება’’ და ჩადენილია მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოებზე ზემოქმედების მიზნით

·        ტერორისტისთვის სულერთია,კონკრეტულად ვინ და რამდენი ადამიანი დაიღუპება ტერორისტული აქტის შედეგად;

·        109 „ბ’’ კიითვალისწინებს კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა,მაგრამ სხვა ადამიანის დაზიანების შესაძლებლობასაც;

 

ხხხხხხხხ

 

გ) მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი[სხვა დანაშაულის] ჩადენის გაადვილების მიზნით[მუხ.109 „გ’’]

·    ეს გარემოებები მკვლელობის დამამძიმებელია სუბიექტური ნიშნით,კერძოდ,მიზნით (!) და ბრალის მომეტებულ ხარისხზე მიუთითებს და არა უმართლობის მომეტებულ ხარისხზე;

·    „მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით’’ გულისხმობს,რომ მკვლელობამდე  სხვა დანაშაული უკვე ჩადენილია თავად ამ პირის,ან სხვის მიერ და განსახილველი დანაშაულის სუბიექტი ცდილობს ,დაფაროს როგორც ჩადენილი დანაშაული,ისე მასში მონაწილე პირი;

·    თუ პირს მკვლელობის გზით სურს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა,სახეზე იქნება „დანაშაულთა ერთობლიობა’’

·    მკვლელობამდე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს  მკვლელობის 109“გ’’ -თი კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს;

·    არც იმას აქვს მნიშვნელობა „განზრახი დანაშაულის’’ დაფარვა სურს მკვლელს მკვლელობით ,თუ“გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანააულის’’ ,“დამთავრებული დანაშაულის’’  თუ „დაუმთავრებელი დანაშაულის’’;

·    არც იმას აქვს მნიშვნელობა მკვლელი  იმ სხვა  დანაშაულის ამსრულებელი იყო თუ თანამონაწილე;

·    არ აქვს მნიშვნელობა არც იმას,რეალურად  მართლაც შეძლო თუ არა მკვლელმა  სხვა დანაშაულის დაფარვა;

·    ასეთი[დაფარვის მიზნით] „მკვლელობის მსხვერპლი’’ შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი,რომელიც,დამნაშავის აზრით,მის მიერ ჩადენილი  დანაშაულის ფაქტის მოწმე იყო,ან რომელმაც დანამდვილებით ან სავარაუდოდ იცის ადრე ჩადენილი დანააულის შესახებ და ამიტომ შეუძლია ამხილოს იგი.

·    არც ისაა გამორიცხული,პირმა თავდაპირველად ჩაიდინოს მკვლელობა ჯერ არჩადენილი დანაშაულის(!)[მომავალში ჩასადენი დანაშაულის]  დაფარვის მიზნით;

[იხ. მაგალითი გვ 52]

 

·        „სხვა დანაშაულის  ჩადენის გაადვილების მიზნით’’ ჩადენილ მკვლელობაში იგულისხმება იმ პირის ჩამოშორება,რომელსაც,დამნაშავის აზრით,შეუძლია ხელი შეუშალოს მას ან სხვა პირს  განზრახი დანაშაულის ჩადენაში;

·        დამნაშავე ჯერ უსპობსსიცოცხლეს „ხელისშემშლელ’’ მსხვერპლს,რათა შემდეგ განახორციელოს ჩაფიქრებული დანაშაული[მაგ. დამნაშავე ჯერ კლავს საიუველირო მაღაზიის დარაჯს,რათა შემდეგ დაეუფლოს ოქრულობას]

·        109“გ’’-თი ქმედების კვალიფიკაციისას მნიშვნელობა არ აქვს,ამ მკვლელობის ჩამდენმა პირადად უნდა ჩაიდინოს შემდეგში დანაშაული ,თუ სხვა პირმა,ან ვის მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა დაიფაროს

·        არც იმას აქვს მნიშვნელობა,რეალურად შეძლო თუ არა დამნაშავემ „სხვა დანაშაულის’’ გაადვილება;

·        თუ მკვლელობის ჩამდენმა მართლაც შეძლო სხვა დანაშაულის ჩადენაც,მაშინ მისი ქმედება დაკვალიფიცირდება -„დანაშაულთა ერთობლიობით’’[სსკ-ის 109 და 117-ე]

·        „დანაშაულის დაფარვის’’ მიზნით მკვლელობის ჩადენა შესაძლებელია -პირდაპირი განზრახვით[რომელიც შეიძლება იყოს ა)  კონკრეტიზებული ან ბ) ალტერნატიული იხ.ზოგადი ნაწილის სახელმძღვანელო გვ.273-275]]

·        „დანაშაულის გაადვილების მიზნით’’ მკვლელობა შესაძლებელია არაპირდაპირი განზრახვითაც;

   [იხ. მაგალითი გვ 53]

 

ხხხ

დ) მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა [ მუხ.109“დ’’]

·        ცხადია,ამგვარი სახის მკვლელობა მოწმობს პირის დაუნდობლობას,ვინაიდან მან იცის რა,რომ ქალი ორსულადაა,უსპობს სიცოცხლეს მას და მომავალ პოტენციურ ადამიანს[ლიტ. მაგ. პლატონ სამანიშვილი]

·        ამდენად იგი ხელყოფს ორ ობიექტს:  ა) ქალის სიცოცხლეს[სს დაცვის ძირითადი ობიექტი] და ფეტუსის სიცოცხლეს[სს დაცვის დამატებითი ობიექტი]

·        შესაბამისად,მკვლელობის ეს სახე დამძიმებულია „ობიექტური ნიშნით’’-მომატებულია უმართლობის ხარისი;

·        ამასთან,მუხ. 109“დ’’-თი კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა ორსულობის ხანგრძლივობის ვადას და ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობას.

·        მუხ.109“დ’’-ით კვალიფიკაციის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქალის სიცოცხლის ხელყოფისას მისი ორსულობის წინასწარ შეცნობა[ეს ცნობა ქალის მკვლელის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს თვით დაზარალებულისგან,სხვათა ინფორმაციით ან გარეგანი ნიშნებით[მუცელი]]

·        შეიძლება თუ არა მკვლელი პასუხისგებაში 109 „დ’’ -თი  თუ დარწმუნებით არ იცოდა ქალის ორსულობის შესახებ?

·        იურიდიულ ლიტერატურაში გაბატონებულია მოსაზრება,რომ  -არ შეიძლება

 

·        თუმცა, არის მოსაზრებაც,რომ მკვლელობა 109 „დ’’ -თი  დაკვალიფიცირდეს“ თუკი დამნაშავე ვარაუდობდა,რომ ქალი შეიძლება ორსულად ყოფილიყო,მაგრამ დარწმუნებული არ იყო;’’[დამნაშავე ამ დროს უშვებს ფაქტობრივ შეცდომას იმ გარემოებათა არსებობაში,რაც მკვლელობას დამამძიმელს ხდის,დამნაშავე ამ დროს მოქმედებს არაპირდაპირი განზრახვით]

 

 

·        ამიტომ,ასეთი კაზუსის დროს უფრო  მიზანშეწონილია კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილით ხელმძღვანელობა,რომლის თანახმადაც“ყოველგვარი ეჭვი,რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით,უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’.

·        როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს მკვლელობა,როცა მკვლელს ეჭვი არ ეპარება მსხვერპლის ორსულობაში,მაგრამ მკვლელობის შემდეგ გაირკვევა,რომ მოკლული ქალი არ იყო ორსულად?  

·        ამ საკითხზე დოქტრინაში რამდენიმე მოსაზრება არსებობს:

     

   ერთი მოსაზრების მიხედვით- ასეთი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს,როგორც „წინასწარი შეცნობით ორსული ქაალის მკვლელობის მცდელობა“[მუხ. 19,109]

ეს მოსაზრება არაა გაზაიარებელი,რადგან ამ სახის მკვლელობისაგან სს-ვი დაცვის ძირითადი ობიექტია -ქალის სიცოცხლე,რომელიც მოსპობილია;ხოლო ემბრიონის[ფეტუსის] სიხცოცხლე სს-ვი დაცვის დამატებითი ობიექტია.

შესაბამისად,როდესაც მოსპობილია სს-ვი დაცვის ძირითადი ობიექტი და მიზეზობრივი კავშირიც დადგენილია,დანაშაულის[მკვლელობის] მცდელობაზე საუბარი შეუძლებელია

მეორე მოსაზრების მიხედვით-ასეთი შეცდომისას[ვითომ ორსული ქალის]  მკვლელობა უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით-როგორც მარტივი მკვლელობა[ მუხ.108] და ორსული ქალის მკვლელობის მცდელობა[ მუხ. 19,109]

ეს მოსაზრება დოქტრინაში გაკრიტიკებულია ,რაგან ჯერ-ერთი ,იგი ხელოვნურად ქმნის დანაშაულთა ერთობლიობას იქ ,სადაც ის არ არის ,მეორეც, ასეთი კვალიფიკაცია უსამართლო სასჯელის დანიშვნის საფუძველი გახდება,რადგანაც დანაშაულთა ერთობლიობისას არაა გამორიცხული საჯელთა მთლიანი შეკრებაც კი,რის შემდეგ იგი შეიძლება გახდეს თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით;[დღეს მოქმედი კანონმდებლობით ასეთი შესაძლებლობა არსებობს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით]

მაშინ როდესაცნამდვილად’’ ორსული ქალის მკვლელობის დანაშაული არ შეიძლება აღემატებოდეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთას;

[სხვა საკითხია,ისიც რომ დაუმთავრებელი დანაშაულის მიმართ დაუშვებელია უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა  [მუხ.56(4)]

 

   მუხლი 59. სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს

 

1. დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანა­შაუ­ლისათვის.

2. დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

3. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სა­ბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკა­­რი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზ­ღვ­რუ­ლი სასჯელები ნაწილობრივ ან მთლია­ნად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეცი­დივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სა­ხით დანიშნული საბოლოო სას­ჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

 

 მუხლი 56. სასჯელის დანიშვნა დაუმთავრებელი დანაშაულისათვის

 

 

4. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაინიშნოს დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის

 

მესამე მოსაზრებით-ასეთი შეცდომა[ქალის ორსულობაში] სს-ივ მნიშვნელობას მოკლებულია და ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ქალის ორსულობაზე დამნაშავის წამოდგენის მიხედვით როგორც „დამთავრებული მკვლელობა წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა ‘’[მუხ.109“დ’’]

თუ ამ მოსაზრებას გავიზიარებთ გამოვა,რომ “მკვლელობა წინასწარი შეცნობით ოსული ქალისა’’ დამძიმებული ყოფილა -სუბიექტური ნიშნით-,რაც არ შეესაბამება სინამდვილეს-იგი ობიექტური ნიშნითაა დამძიმებული;

კერძოდ დამძიმებულია ,სს-ვი დაცვის ობიექტით[ქალის სიცოცხლესთან ერთად მომავალი ადამიანის-ფეტუსის სიცოცხლე),რაც ამაღლებს ამ უმართლბის ხარისხს;

ეს რომ ნამდვილად ასეა,ამაზე თავად ამ დამამძიმებელი გარემოების რედაქცია მიუთითებს“მკვლელობა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის’’ ე.ი. მსხვერპლი ნამდვილად უნდა იყოს ორსულად და ეს ფაქტი დამნაშავეს წინასწარ[ე.ი მკვლელობის ობიექტური შენადგენლობის განხორციელებამდე] უნდა ჰქონდეს შეცნობილი.

„შეცნობა’’ ნიშნავს რეალობის სწორ აღქმას და არა იმას თუ რას მიიჩნევს პირი რეალობად

.შესაბამისად,როცა სახეზეა სს-ვი[სისხლის სამართლებრივი] დაცვის სხვადასხვა რანგის ობიექტი,შეცდომა ამ ობიექტებში სისხლისამართლებრივად რელევანტურია,მას ვერ განვიხილავთ იმ ფაქტობრივ შეცდომად,რომელსაც არ აქვს სს-ვი მნიშვნელობ’’

ამას გარდა,„წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობა’’ სუბიექტური ნიშნით დამძიმებული გარემოება რომ იყოს,მაშინ ამ მკკვლელობის თანამონაწილის[მაგ. დამხმარის] მიმართ ვერ გამოვიყენებდით სსკ-ის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესს და ვერ შევრაცხავდით მას ამდამამძიმებელ გარემოებაში თანამონაწილეობას[მუხ.25,109“დ’’] იმის მიუხედავად,რომ შეცნობილი ჰქონდა ორსული ქალის მკვლელობაში მის მიერ ჩადენილი დახმარების ფაქტი;

 

უფრო დასაბუთებული მოსაზრების მიხედვით-როცა მკვლელი შეცდომით ფიქრობს ,რომ სჩადის ორსული ქალის მკვლელობას,ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს განზრახ  მკვლელობად[მუხ.108],რადგანაც რეალურად არაა ხელყოფილი ორსული ქალის სიცოცხლე;

ხოლო ის ფაქტი,რომ დამნაშავეს მსხვერპლი ორსული ეგონა,სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს საჯელის დანიშვნისას სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე[ ე.წ. „ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინაღმდეგო ნება“]

როცა მკვლელი დარწმუნებულია,რომ სიცოცხლეს უსპობს ორსულ ქალს,უდავოა,რომ მის მიერ „ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხი“ მომეტებულია;

   მუხლი 53. სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

 +

1. სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

2. ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება დაინიშნოს დანაშაულთა ერთობლიობითა და განაჩენთა ერთობლიობით, ამავე კოდექსის 59- და მე-60 მუხლების მიხედვით. კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ კოდექსის 55- მუხლით.

3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებითმის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ამ ფაილში კომენტარები 109-ე მუხლის შემდეგ პუნტებზე

 განზრახ მკვლელობა :

) ჯგუფურად;

) ოჯახის წევრის მიმართ;

) ორი ან ორზე მეტი პირისა;

) განსაკუთრებული სისასტიკით;

 

 

ი) განზრახ მკვლელობა ჯგუფურად [მუ.109“ი’’]

·        ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა დამძიმებულია ობიექტური ნიშნით,რა დროსაც მომეტებულია უმართლობის ხარისხი[ საზოგადოებრივი საშიშროება]

·        ამდენად,თანაამსრულებლისა დათანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციისთვის უნდა გამოვიყენოთ სსკ-ის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი;[ნახე კოდექსში]

·        ეს დამამძიმებელი გარემოება[მუხ. 109“ი’’]  მოიცავს „ჯგუფური დანაშაულის’’ ყველა სახეს-

ა) წინასწარ შეუთნხმებელ ჯგუფურ დანაშაულს  ბ)წინასწარ შეთანხმებულ ჯგუფურ დანაშაულს და გ)ორგანიზებულ ჯგუფის დანააულს;

·        „ჯგუფური დანაშაულის ‘’ ფორმულირება მოცემულია 27-ე მუხლში;

 

    მუხლი 27. ჯგუფური დანაშაული

 +

1. დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

2. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

3. დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.

4. ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ორგანიზებული ჯგუფის შექმნისათვის ან ხელმძღვანელობისათვის დაეკისრება იმას, ვინც შექმნა ასეთი ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას. მასვე დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, თუ მათ მოიცავდა მისი განზრახვა. ორგანიზებული ჯგუფის სხვა მონაწილე პასუხს აგებს ჯგუფის მონაწილეობისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ დანაშაულისათვის, რომლის მომზადებაშიც ან ჩადენაშიც იგი მონაწილეობდა.

შენიშვნაამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა.

 

·  საერთოდ, „ჯგუფურ მკვლელობასთან ‘’ გვაქვს საქმე,როდესაც ორი ან მეტი ამსრულებელი სრულად ან ნაწილობრივ ახორციელებს მკვლელობის ობიექტურ შემადგენლობას და გამოდის ამ დანაშაულის თანაამსრულებლად;

 

[იხ. წინასწარ შეუთანხმებელი ჯგუფის მიერ ჩადენილი მკვლელობის მაგალითი გვ.69]

·      პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით ჩადენილი მკვლელობა უფრო საშიშია,ვიდრე წინასწარ შეუთანხმებელი,ვინაიდან ადგილი აქვს რამდენიმე პირის წინასწარ[ანუ მკვლელობის მომზადების სტადიაზე]შეთანხმებას,რა დროსაც წინასწარვეა გათვალისწინებული ყველა დეტალი;

·      ამას ემატება ის,რომ ერთდროულად მოქმედებს წინასწარ შეთანხმებული მინიმუმ ორი ამსრულებელი.

·      მათ კოლექტიურ მოქმედებას ნულამდე დაჰყავს დაზარალებულის მიერ „აუცილებელი მოგერიების’’ შესაძლებლობა და უფრო იოლს ხდის დამნაშავეთა მიერ მკვლელობის განხორციელებას;

·      მართალია 27-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამაზე არაა პირდაპირი მითითება,მაგრამ ამ შემთხვევაშიც  სახეზე უნდა იყოს ოტრი ან მეტი ამსრულებელი(!)

·      თუ სახეზეამხოლოდ ერთი ამსრულებელი,რომელიც წინასწარ შეთანხმებული იყო თანამონაწილესთა,მაშინ არ გვექნება ეს დამამძიმებელი გარემოება[ანუ განზრახი მკვლელობა ჯგუფურად]

[იხ.მაგალითი[პეტრე და პავლე] გვ. 70]

·        ზოგჯერ სასამართლო პრაქტიკაში ადგილი აქვს სემთხვევებს,როდესაც მკვლელობა შეცდომით კვალიფიცირდება,როგორც ჩადენილი „ჯგუფურად’’,როცა სინამდვილეში იგი ჩადენილია ერთი ამსრულებლის მიერ,ხოლო მეორე პირი თანამონაწილეა[მაგ. დამხმარე],მაგრამ იგი მიჩნეულია თანაამსრულებლად(!);

·        ასევე ზოგჯერ არასწორადაა გაგებული  სსკ-ის 25-ე მუხლის მე- 4 ნაწილის არსი]

[იხ . მაგალითი სასამართლო პრაქტიკიდან გვ. 70-73]

 

·        სასამართლო პრაქტიკის შესწავლა ცხადყოფს,რომ უმეტეს შემტხვევაში,ჯგუფური მკვლელობა ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით.

·        როცა სახეზეა წინასწარი შეთანხმებით მოქმედი ორი ან მეტი ამსრულებელი,ამ დროს დანაშაულის თანაამსრულებლებთან ერთად სესაძლო ,სახეზე იყოს „თანამონაწილებიც’’[ა)ორგანიზატორის,ბ)წამქეზებლის,ან გ)დამხმარის სახით]

·        მათი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულში თანამონაწილეობის შესაბამისი მუხლითა[მუხ.25] და მუხ.109“ი’’-თი ,რადგან სახეზეა ობიექტური ნიშნით დამძიმებული გარემოება;

 

[იხ .მაგალითი[პეტრე ,პავლე და ივანე გვ, 73]

 

·        უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია მკვლელობა ჩადენილი“ორგანიზებული ჯგიფის მიერ’’,როცა მას [მკვლელობს] ახორციელებს განსაზღვრული დროის პერიოდში არსებული[და არა დაყონებლივ შექმნილი],ამასთანავე შეთნმებულად მოქმედი და სრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფი,რომლის წევრები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული ერთი ან რამდენიმე მკვლელობის ჩასადენად[სსკ-ის მუხ.27(3)]

·        ანუ ორგანიზებული ჯგუფი’’ შეიძლება ერთი მკვლელობის ჩასადენადაც შეიქმნას,მაგრამ მისი ჩადენა იმდენად რთული უუნდა იყოს,რომ აჭირო გახდეს ამ ჯგუფისატვის სტრუქტურული ფორმის მიცემა;

·        „ორგანიზებული ჯგუფი’’მიერ ჩადენილი მკვლელობა  „წინასწარ შეთანხმებულიჯგუფის’’ მიერ ჩადენილი მკვლელობისგან იმით განსხვავდება რომ:

ა) ორგანიზებული ჯგუფი არსებობს დროის გარკვეულ მონაკვეთში და არ შეიძლება შექმნილი იყოს უშუალოდ დანაშაულის ჩადენის წინ,

ბ) ორგანიზებულ ჯგუფს აქვს სტრუქტურული ფორმა[არაა სავალდებულო ეს სტრუქტურა კარგად იყოს განვითარებული].პირთა ჯგუფი არ უნდა იყოს შექმნილი მკვლელობის დაუყონებლივ ჩასადენად და ის არ უნდა იყოს შემთხვევით პირთა ჯგუფი;

გ) ორგანიზებულ ჯგუფს უნდა ჰყავდეს -ორგანიზატორი;

·        საბედნიეროდ,საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში არ მოიპოვება ორგანიზებული ჯგუფის მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტი[აბა „მხესრიონი’’ და სხვადასვა „საძმოები’’  რა იყო  90-იან წლებში ?’’]

·        იმისათვის რომ ქმედება[მკვლელობა] დაკვალიფიცირდეს ჯგუფის მიერ ჩადენილ  მკვლელობად [ანუ მუხლით 109“ი’’] აუცილებელია ,რომ დამნაშავენი მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით;

·        ჯგუფური მკვლელობა შესაძლებელია უმეტესად პირდაპირი და „კონკრეტიზებული’’ განზრახვით;

 

კ)  ოჯახის წევრის მკვლელობა [ 109“კ’’]

 

·        ოჯახის წევრების ცამონათვალი მოცემულია მე-111 მუხლის შენიშვვნაში,რომელიც ბოლო დროს კიდევ უფრო გაფართოვდა;

 

  მუხლი 11​​1 . პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის 

 

 

შენიშვნა:

1. ამ კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

·        ამ ჩამონათვალში გვხვდებიან პირები,რომლებიც შეიძლება,ფაქტობრივად არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად,არც ნათესაური კავშირი აქვთ ერტმანეთთან და შესაძლო არც კი იცნობდნენ ერთმანეთს,მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა- ისინი მაინც ითვლებიან“ოჯახის წევრებად’’

[ სამართლებრივი ფიქცია]

·        ჩამოთვლილ პირთა სია შეიძლება დაიყოს რამდენიმე ჯგუფად:

1.      გენეტიკურ ნათესაურ კავშირში მყოფი პირები,რომლებსაც აკისრიათ სამართლებრივი მოვალეობები:დედა, მამა, პაპა, ბებია,შვილიშვილი, და, ძმა,

2.      პირები რომელთაც აკისრიათ სამართლებრივი მოვალეობები:მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი),მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი და სცვ

3.      პირები რომლებიც  მუდმივად ეწევიან ,ან წარსულში ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას: მაგ. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, ანუ ფაქტობრივი მეუღლეები

4.      პირები რომლებსაც არ აქვთ არც ბიოლოგიური და არც სამართლებრივი კავშირი,არც არასოდეს ეწოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას,უფრო მეტიც ,შესაძლოა არც კი იცნობდნენ ერთმანეთს : მაგ.არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი ან შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი)

 

·        109“კ’’-თი გათვალისწინებული  მკვლელობის დამამძიმებელი გარემოება არის სუბიექტური[პერსონალური] ნიშნით დამძიმებული გარემოება;

·        დამამძიმებელ გარემოებას ქმნის დამნაშავესა და მსხვერპლს შორის არსებული სოციალური კავშირი,რომელსაც კანონმდებელმა სამართლებრივი მნიშვნელობა მიანიჭა,როცა ისინი ოჯახის წევრება’’ აღიარა და მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად გაითვალისწინა;

·        ამდენად თანაამსრულებლის და თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციისთვის უნდა ვიხელმძღვანელოთ 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესით:

 

 მუხლი 25. ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა

 

5. პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ანდა ერთ-ერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს

 

·        აღნიშნული დამამძიმებელი გარემოება მაინაა სახეზე,როდესაც ოჯახის ერთი წევრი მკვლელობას ჩაიდენს,ამავე ოჯახის სხვა წევრის მიმართ

·        კვალიფიკაციისთვის  მნიშვნელობა არ აქვს მკვლელობის მოტივს-იგი შეიძლება იყოს: შურისძიება,შური,ეჭვიანობა და სხვ.[რაც არა ოჯახის წევრის მკვლელობისას  ჩვეულებრივ ქმნის 108-ე მუხლის შემადგენლობას იხ. ფაილი „მარტივი მკვლელობა’’]

·        109“კ’’ -თი მკვლელობის კვალიფიკაციისთვის ,მთავარია დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდეს,რომ სიცოცხლეს უსპობსმისი ოჯახის წევრს.

·        ეს მკვლელობა შეიძლება ჩადენილი იყოს პირადი კონფლიქტის საფუძველზე წარმოქმნილი ჩხუბისას(!)

 

[იხ.  მაგალითი „მამა და შვილი’’-გვ.75]

 

ხხხხხ

 

თანაამსრულებლობის საკითხიოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მკვლელობისას“

    

     [ ამ საკითხის  გასარკვევად იხ.  მაგალითი „მამა და დავითი და მისი მეგობარი გივი’’-გვ.75-76]

 

თანამონაწილეობის  საკითხიოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მკვლელობისას“

 

     [ ამ საკითხის  გასარკვევად იხ.  მაგალითი „გეგა , მისი  სიმამრი  და მირიანი’’-გვ.776]

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

ლ) მკვლელობა ორი ან მეტი პირისა [მუხ.109 „₾’’]

 

·        ამ სახის მკვლელობა დამძიმებულია ობიექტური ნიშნით

·        ასეთი მკვლელობა გულისხმობს ერთიანი განზრახვით სულ მცირე ორი ადამიანისთვის სიცოცხლის განზრახ მოსპობას;

·        ასეთი მკვლელობისას უმართლობის ხარისხია მომეტებული;

·        ასეთ მკვლელობაში თანაამსრულებლის და თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციისთვის უნდა ვიხელმძღვანელოთ 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესით:

 მუხლი 25. ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა

4. როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა.

·        „ორი ან მეტი პირის მკვლელობა’’ ჩადენილი უნდა იქნეს ერთდროულად[მაგ. პეტრესჩხუბი მოუვიდა ორ პირტან,რა დროსაც ერთმანეთი მიყოლებით დაახალა მათ ტყვიები და ორივე მოკლა] ,ან მეორე პირისთვის სიცოცხლის მოსპობა ,პირველი მსხვერპლის მკვლელობიდან მცირე დროის განმავლობაში უნდა იყოს მომხდარი

·        მაგ,სუფრასთან მყოფ პეტრეს ორმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა.განაწყენებულმა პეტრემ შურისძიების მოტივით ორივეს მოკვლა გადაწყვიტა.

·        მეორე დღეს იგი ჯერ ერთ მათგანს  დახვდადახვდა გზაზე და მოკლა,ხოლო რამდენიმე საათში -მეორეს და ისიც მოკლა

·        თუკი ორი პირის მკვლელობას შორის დიდი წყვეტაა დროში,ქმედება[მკვლელობა] ამ დამანძიმებელი გარემოებით[მუხ.109 „კ’’]  ვერ დაკვალიფიცირდება,რადგან შეუძლებელია იმის მტკიცება რომ მკვლელი ერთიანი განზრახვით მოქმედებდა;

[იხ. მაგალითი „პეტრე და მისი ბიზნეს-პარტნიორები’’ გვ. 77]

 

·        მკვლელობის ამ დამამძიმებელი გარემოებით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია,რომ დამნაშავე თითოეული მკვლელობისას მოქმედებდეს ერთიანი განზრახვით(!)

·        ამიტომ თუ მეორე მკვლელობა „ერთიანი განზრახვიტ’’ არ უკავშირდება პირველ მკვლელობას ,მაშინ ამ მკვლელობების დაკვალიფიცირება 109“ლ’’-ით მცდარი იქნება, მათ შორის დროში წყვეტის არარსებობის მიუხედავად

 

[იხ. მაგალითი პეტრე,პავლე და ივანე გვ.78]

 

ხხხხხხ

 

·        პრობლემურია ქმედების კვალიფიკაცია მასინ,როცა დამნაშავეს სურდა ორი პირის მოკვლა,მაგრამ მხოლოდ ერთის მოკვლა შეძლო,ხოლო მეორე კი გადარჩა.

 

ამ საკითხზე არსებობს სხვადასხვა მოსაზრება:

 

 

ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით თუ დამნაშავე თუნდაც ერთი პირის მოკვლას მოახერხებდა,მაგრამ მეორე ცოცხალი დარჩებოდა,ქმედება დაკვალიფიცირდებოდა,როგორც დამთავრებული ორი ან მეტი პირის მკვლელობა.

 

ამგვარი მოსაზრების გაზიარება დაუშვებელია,რადგან განსალხილველი მაკვალიფიცირებელი გარემოება დამძიმებულია ობიექტური ნიშნით-შედეგად უნდა დადგეს სულ მცირე ორი პირის სიკვდილი. ეი.ი. საკმარისი არაა მხოლოდ ორი ან მეტი პირის მოკვდინებაზე ერთიანი განზრახვა;

 

ამდენად თუ მხოლოდ ერთი პირის სიკვდილი დადგა,სახეზეა არა ის შედეგი,როცა მკვლელობის ეს სახე დამთავრებულად უნდა ჩაითვალოს,არამედ სახეზეა ნაკლოვანი შედეგი;

შესაბამისად „ლ’’ ქვეპუნქტის შემადგენლობა არაა დამთავრებული.

ამდენად,ერთი პირის მკვლელობა და მეორეს მკვლელობის მცდელობა არ გვაძლევს „ორი ან მეტი პირის მკვლელობის’’,[როგორც დამთავრებული დანაშაულის] შემადგენლობას

 

მეორე მოსაზრებით ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით როგორც  ა) განზრახი მკვლელობა[მუხ.108] და ბ)ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა’ [მუხ.19.109“ლ’’]

 

ამ მოსაზრებასშედარებით მეტი არგუმენტი აქვს:

ა)შეფასების გარეშე არ რჩება ის ფაქტი,რომ მკვლელმა ვერ მიაღწია მიზანს და ვერ მოკლა ორი ან მეტი პირი,თუმცა ეცადა ამის გაკეთებას

ბ)ასევე სამარტლებრივი შეფასების გარეშე არ რჩება ის ფაქტიც,რომ დამნაშავემ სიცოცხლე მოუსპო ერტ ადამიანს

 

თუმცა,ამ მოსაზრების გაზიარებაც არ იქნება მარტებული,რადგან:

ა) იგი ხელოვნურად ქმნის „დანაშაულტა ერთობლიობას’’ იქ სადაც ის არ არის.კერძოდ,იქმნება ყალბი წარმოდგენა,რომ პირმა ჩაიდინა როგორც მატივი მკვლელობა ,ისემკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში ბ)დგება უსამართლო სასჯელის დანიშვნის საკითხი[პრობლემა],რადგანაც „დანაშაულთა ერთობლიობისას’’ სსკ-ის 59-ე მუხლის მიხედვით საბოლოოდ მაქსიმალურ სასჯელად შეიძლება განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით[მუხ.59(3)-დანაშაულის რეცედივის დროს]

 

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს ,რომ 2006 წლიდან 2013 წლამდე 59-ე მუხლით „დანაშაულთა ერთობლიობის’’ ყველა შემთხვევისთვის მოქმედებდა ს“სასჯელთა მთლიანი შეკრების წესი’’

 

გამოდის,რომრომ როცა დამნაშავე შეძლებს ორივე მსხვერპლის მოკვლას,მის მიმართ დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ვერ გასცილდება 20 წელს[რადგან მისი ქმედება მხოლოდ 109-ე მუხლითკვალიფიცირდება]

 

ხოლო,როცამან მხოლოდ ერთი პირის მოკვლა შეძლო,შესაძლოა სასჯელად დაენიშნოს 30 წლიტ თავისუფლების აღკვეთა,რაც სრულიად გაუმართლებელია.[სხვა საკიტია,რომ საერთოდ მკვლელობის მცდელობის დროს სასამართლო მის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთას ვერ გამოიყენებს,მაგრამ საქმე ისაა რომ ამ სახის საჯელის [უვადო პატიმრობა] გამოყენებისას  საქმეში უნდა იყოს დამამძიმებელი გარემოებები]

 

უფრო დასაბუთებული მოსაზრების მიხედვით,როცა პირს სურდა ორი ადამიანის მოკვლა,მაგრამ მხოლოდ ერთი მოკლა და მეორე ცოცხალი გადარჩა[თუმცა შესაძლოა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება],ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობად[მუხ.19,109“ლ’’]

ასეთი კვალიფიკაცია გამართლებულია რამდენიმე არგუმენტით:

 

ა) ხელოვნურად არ იქმნება დანაშაულთა ერთობლიობა იქ სადაც ის არაა სახეზე

ბ)დანიშნული სასჯელი იქნება სამართლიანი

გ)მდელობად კვალიფიკაცია სრულებით არ ნიშნავს იმას,რომ შეფასების გარეშე დარჩება ერთი პირის მკვლელობის ფაქტი,რადგან:

 

ჯერ ერთი- მცდელობა თავისთავად ნიშნავს ნაკლოვან შედეგს[ორის ნაცვლად ერთის მოკვლა]

მეორე-ის ფაქტი,რომ ერთი ადამიანი მოკლულია დაფიქსირდება ბრალდების ფორმულირებაში,რაც ამძიმებს ბრალდებას და მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისასმუხ.53(3)-ის საფუველზე[სხვა გარემოებებთან ერთად სასამარტლო მხედველობაში იღებს „მართლსაწინააღმდეგო შედეგს’’]

 

     მუხლი 53. სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

 

3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებითმის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მესამე-  საერთოდ,“დანაშაულის მცდელობისას’’ დამდგარი ნაკლოვანი შედეგის მიმართ სხვა შემთხვევაში არასოდეს აქვს ადგილი ქმედების კვალიფიკაციას „დანაშაულთა ერთობლიობით’’

მაგ. „მარტივი მკვლელობის მცდელობამ გამოიწვიოს მსხვერპლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება,მაგრამ ამ შემთხვევაში ქმედების კვალიფიკაცია ხდება მხოლოდ მკვლელობის მცდელობით[მუხ.19,108] და არა „დანაშაულთა ერთობლიობით“ [ მიხ.117 და მიხ.19,108];რადგან იგულისხმება ,რომ „მცდელობა’’ მოიცავს ყველა ნაკლოვან შედეგს და მას დამატებიტი კვალიფიკაცია არ სჭირდება.საკმარისია მხოლოდ ამ შედეგის ასახვა ბრალდების ფორმულირებაში;

 

 

მეოთხე-თუ ამგვარ შემტხვევებში ქმედებას დავაკვალიფიცირებთ „დანაშაულტა ერრთობლიობით’’ [მაგ. მუხ.19,109 ‘’ლ’’ და მუხ.108] ხოლო ცაკ-ცალკე დანიშნული სასჯელიდან ამოვრიცხავთ სსკ 108-ე [ან 117-ე] მუხლის საფუძველზე დანისნულ სასჯელს,ამით სასამართლოს ფაქტობრივად წაერთმევა იმის შესაძლებლობა,რომ მკვლელობის მცდელობის მუხლით საჯელის დანიშვნისას დამამძიმებელ გარემოებად გაითვალისწინოს დამდგარი ნაკლოვანი შედეგი,რადგან იგი უკვე აისახა ცალკე კვალიფიკაციაში;

 

ხხხხ

ორი ან მეტი პირის მკვლელობის მოტივი, უმეტეს შემთხვევაში ერთიანია,თუმცა გამორიცხული არ არის,რომ მკვლელობების ჩადენის მოტივი სხვადასხვა იყოს;

მაგ. დამნაშავემ ერთ პირს სიცოცხლე მოუსპო შურისძიების მოტივით,ხოლო მეორეს კი -ეჭვიანობის ნიადაგზე;

 

·        „ორი ან მეტი პირის მკვლელობა’’ შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით იმ შემთხვევაში,თუკი მკვლელობები  ჩადენილია დროის მცირემონაკვეთის დაშორებით;

·        განზრახვა შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი,ისე არაპირდაპირი ,როცა „ორი ან მეტი პირის მკვლელობა  ‘’ ჩადენილია ერთდროულად.

 

[იხ. მაგალითი „პეტრე და მისი მტერი’’ გვ. 81 ]

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

მ) მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით [ მუხ.109“მ’’]

 

·       განზრახი მკვლელობა თავისთავად სისასტიკის გამოვლინებას წარმოადგენს,ხოლო „განსაკუთრებულ სისასტიკეს’’  კიდევ უფრო აღმატებულ ხარისხში აჰყავს მკვლელობის აქტი.

·       იგი ობიექტური ნიშნით კვალიფიცირებულ გარემოებათა რიცხვს ეკუთვნის,რადგან მისი დადგენისათვის სუბიექტურთან ერთად,ასევე აუცილებელიაობიექტური კრიტერიუმის არსებობა;

·       ამ სახის მკვლელობისას უმართლობის ხარისხია მომეტებული[არა მხოლოდ ბრალის ხარისხი]

·       ამიტომ,ამ სახის მკვლელობაში თანაამსრულებლისა და თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციისას უნდა ვიხელმძღვანელოთ 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესით:

მუხლი 25. ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა

4. როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა.

·       „განსაკუთრებული სისასტიკის’’ დასადგენად საჭიროა კუმულაციურად[ერთდროულად] ორი კრიტერიუმის არსებობა:

 

1.     ობიექტური კრიტერიუმის

2.     სუბიექტური კრიტერიუმის

·       ობიექტური კრიტერიუმი- გულისხმობს იმას,რომ მკვლელობისას გამოყენებული ხერხი ან საშუალება ობიექტურად ძლიერ ტანჯვას იწვევს მსხვერპლში.]

·       სუბიექტური კრიტერიუმი კი გულისხმობს იმას,რომ მკვლელმა შეგნებულად უნდა შეარციოს მკვლელობის ისეთი ხერხი და საშულება,რომელიც განსაკუთრებულ ტანჯვას გამოიწვევს მსხვერპლში

·       ამრიგად,იმისათვის რომ მკვლელობას  ასეთი კვალიფიკაცია მიეცეს,აუცილებელია დადგენილ იქნეს ,რომ დამნაშავის განზრახვა მოიცავდა მკვლელობის ჩადენას განსაკუთრებული სისასტიკით;

·       მკვლელობის ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება ექცევა არა მხოლოდ დამნაშავის დამოკიდებულებას შედეგისადმი[მსხვერპლის სიკვდილისადმი] ,არამედ განსაკუთრებული სისასტიკეს[ანუ მკვლელობის ხერხს და საშუალებას]

[იხ. მაგალითი „პეტრე ,პავლე და ვასო’’ გვ 82]

 

·       აღსანიშნავია,რომ „დამამძიმებელი გარემოების’’ დადგენა სასამართლო სამედიცინო ექსპეტიზის უფლებამოსილებაში არ შედის.

·       „განსაკუთრებული სისასტიკე’’ არის არა სამედიცინო,არამედიურიდიული ცნება.

·       ოგი მოიცავს ორ შეფასებით ნიშანს: „განსაკუთრებული ‘’ და სისასტიკე’’

·       თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს ,რომექსპერტიზის დასკვნა ხშირად ეხმარება სასამართლოს ამ საკიტხის სწორად გადაწყვეტაში[მაგ. ჭილობათა ლოკალიზაციის განსაზღვრა,რამდენად იყო თითოეული მატგანი სიცოცხლისთვის საშიში,ეს ჭრილობები მიყენებულია სიკვდილის დადგომის შემდეგ,თუ სიცოხლისდროინდელია,თუ შეუძლია მათ ძლიერი ტკივილის მიყენება და ა.შ.]

·       „განსაკუთრებული სისასტიკითაა“  ჩადენილი მკვლელობა:

a.    წამების გზით

b.   ცოცხლად დაწვით

c.    მიწაში ცოცხლად დამარხვით

d.   ხანგრძლივი დროის განმავლობაში წყლის ,საჭმლის მიუცემლობით

e.    ნელმოქმედი შხამით

f.     დანით ანსხვა მჩხვლეტავი საგნით სხეულის სხვადასხვა ადგილის დასერვიტ  და ა.შ

თუმცა,უნდა გვახსოვდეს,რომ მკვლელობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელებისას მრავალი ჭრილობის მიყენება ყოველთვის არ ნიშნავს“განსაკუთრებული სისასტიკის’’ გამოვლინებას.

მრავალი ჭრილობის მიყენება  შეიძლება მკვლელმა მოახდინოს არა დაზარალებულისთვის განსაკუთრებული ტანჟვის მიყენების მიზნით,არამედ იმ მიზნით,რომ სასიკვდილო შედეგი რაც შეიძლება მალე და გარანტირებულად დადგეს.

[იხ. მაგალითი“ პეტრეს მიერ პავლეს ჩაცხრილვა’’ გვ. 83]

 

·       ზოგჯერ  მრავალი ჭრილობის მიყენება   ხდება „აფექტის’’ მდგომარეობაში [მუხ.111]

·       როდსაც დამნაშავეს შესუსტებული აქვს უნარი,სრულად გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან უხელმძღვანელოს მას,რაც გამორიცხავს ქმედების ამ დამამძიმებელი გარემოებით კვალიფიკაციას

 

·       „განსაკუტრებით სისასტიკით’’  მკვლელობა სახეზეა მაშინაც,როდესაც მშობლის თვალწინ კლავენ შვილს,ან პირიქით მშობელს შვილის ტვალწინ და ეს ფაქტი დამნაშავეს გაცნობიწერებული აქვს;

·       ცხადია ბავშვი უნდა იყოს იმ ასაკის,რომ შეეძლოს მკვლელობის ფაქტის აღქმა და მოცემულ ვითარებაში უნდა აღივამდეს კიდეც მომხდარს;

·       თუ რატომ უნდა ცაითვალოს „განსაკუთრებულ სისასტიკედ’’ ახლობლების თვალწინ ადამიანის მკვლელობა,აიხსნება არა მარტო იმით ,რომისინი განიცდიან ახლობლის სიკვდილის ფაქტს,არამედ უფრო მეტად იმითაც,ტვიტმხილველნი ხდებიან მათი ახლობლის სიცოცხლის მოსპობის პროცესისა;

·       აქ დამნაშავის განსაკუთრებულ სისასტიკეს მოწმობს მისი მისი მოქმედების ხასიათი,ვინაიდან იგი გულგრილად ეკიდება მსხვერპლის ახლობელტა გრძნობებს;

·       უნდა შევნიშნოთ,რომ მსხვერპლის ახლობელთა წრე არ შეიძლება ამოიწუროს ახლო ნათესავებით.

·       მატში უნდა ვიგულისხმოტ საცოლე,საქმრო ,შეყვარებული და ა.შ.

·       იურიდიულ ლიტერატურაში გამოტქმული იყო მოსაზრება იმის შესახებ,რომ მკვლელობის შემდეგ გვამის წაბილწვა,მისი დანაწევრება მოკლულის პიროვნების შეურცხყოფის მიზნით დაკვალიფიცირებული ყოფილიყო,როგორც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილო მკვლელობა[მუხ109“მ’’]

·       ამ მოსაზრებას საფუძვლად ედო „გაზრდილი საზოგადოებრივი საშიშროება’’

·       აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას,რომგვამის წაბილწვა არ შეიძლება შეფასებულ იქნეს იმ გარემოებად,რომელიც მოწმობს მკვლელობის ჩადენას განსაკუტრებული სისასტიკით;

·       მკვლელობის დამთავრების შემდგომი ქმედება არ შეიძლება სეფასდეს მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად.რადგგან ამ დროს მკკვლელობისაგანსს-ვი დაცვის ობიექტი[სიცოცხლე] უკვე აღარ არსებობს;

·       თუ განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლენას ადგილი ჰქონდა მკვლელობის დამთავრების შემდეგ,ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს  108-ე მუხლის[თუ სახეზე არ ყოფილა სხვა დამამძიმებელი გარემოება] და  258-ე მუხლის[ მიცვალებულისადმი უპატივცემულობა ერთობლიობით(!)

·        მით უმეტეს არ შეიძლება გვამის განადგურება[მაგ. დაწვა] ან მისი დანაწევრება დანაშაულის დაფარვის მიზნით იყის მკვლელობის „განსაკუთრებული სისასტიკით’’[მუხ.109“მ’’] შეფასების საფუძველი;

·        უფრო მეტიც,ასეთ დროს საეჭვოა ქმედების“გვამის შეურაცხყოფად’’ კვალიფიკაციაც,რადგან მკვლელის მიზანი სულ სხვა რამეა- დაფაროს ჩადენილი დანაშაული;

ამ ფაილში კომენტარები 109-ე მუხლის შემდეგ პუნტებზე

 განზრახ მკვლელობა :

 

) ანგარებით ან შეკვეთით;

) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით;

) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-–114- მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა);

) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

შენიშვნა: ამ კოდექსში ახლო ნათესავად მიიჩნევა: მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

 

 

ნ) მკვლელობა ანგარებით ან შეკვეთით[ ‘’ნ’’]

 

·        ამ სახის მკვლელობა სუბიექტური ნიშნით დამძიმებულ მკვლელობათა რიცხვს ეკუტვნის

·        ამდენად აქ ბრალის ხარისხია მომეტებული და არა უმართლობის ხარისხი

·        ამ სახის მკვლელობისას თანაამსრულებლის და თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაცისას უნდა ვიხელმძღვანელოტ 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესით;

·        ასეთი სახის მკვლელობის ჩამდენ პირს სურს ან ა) მატერიალური გამორჩენის მიღება ,ან ბ) მატერიალური მოვალეობისგან თავის გათავისუფლება;

·        „მატერიალური გამორჩენის სურვილში’’ -იგულისხმება ფულის,ქონების ან ქონებაზე უფლების მიღება;

·        „ანგარება’’- გამდიდრებისკენ მისწრაფებაა;

·        „ანგარებით მკვლელობად’’   „მატერიალური გამორჩენის სურვილით/მოტივით ‘’ ჩაითვლება: მსხვერპლთან ერთად შეძენელი საერთო საკუთრების დასაუფლებლად ჩადენილი მკვლელობა;მემკვიდრეობის მისაღებად ჩადენილი მკვლელობა,ქონების იმწუთიერად დაუფლების მოთივით ჩადენილი მკვლელობ და სხვ.

[იხ პირველი მაგალითი „შვილიშვილი და ბაბუა’’ გვ.85]

[იხ. მე-2 მაგალითი „პეტრე და პავლე მატარებელში’’ გვ. 85]

 

 

·        „მატერიალური ვალდებულებისგან გათავისუფლების მოტივით’’ მკვლელობას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მაშინ,როცა მკვლელს სურს თავი გაიტავისუფლოს : ა)ავადმყოფის მოვლის ხარჯისგან ბ)ალიმენტის გადახდის ვალდებულებისგან  ,გ)ვალის დაბრუნებისაგან და სხვა სახის რაიმე ვალდებულებისაგან;[არ აქვს მნისვნელობა მისი მატერიალური მოვალეობა მოკლულის მიმართ კანონიერ საფუძველზე აღმოცენდა თუ არაკაკანონიერ საფუძველზე]

 

[იხ. მე-3 მაგალითი’’ ნაქურდალდან წილის გამო მკვლელობა’’ გვ. 85]

 

·        „ანგარებითი მკვლელობა’’ არ უნდა ავურიოთ „სიხარბით ჩადენილ მკვლელობაში’’

·        „სიხარბე’’ უფრო ფართო ცნებაა,ვიდრე „ანგარება’’

·        „სიხარბე’’ თავის თავში მოიცავს „ანგარებასაც’’,მაგრამ არა პირიქით;

[იხ. მე-4 მაგალითი „პეტრეს მიიერ მოვალე პავლეს მოკვლა’’ გვ.85-86]

·        „ანგარებით მკვლელობად’’ შეიძლება ჩაითვალოს მკვლელობა რაიმე თანამდებობის დაკავების მიზნით,თუ ეს მკვლელობა უკავშირდება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილს და არა კარიერისტულ მოტივებს(!)

·        „ანგარებითი მოტივი’’ ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს მკვლელობას

·        თუ მკვლელობა ანგარებითი მოტივით არ იყო ჩადენილი,არამედ დამნაშავეს სხვა მოტივი[მაგ. შურისძიების სურვილი] ამოძრავებდა და მხოლოდ მსხვერპლის სიკვდილის შემდეგ აღეძრა განზრახვა დაღუპილი ქონება მიეთვისებინა,ამ შემთხვევაში ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება მუხ.109“ნ’’-ით

·        ამ ემთხვევაში მკვლელობა დაკვალიფიცირდება მარტივ მკვლელობად [მუხ.108] და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულით[ მაგ.“ქურდობა’’]

·        „ანგარებით მკვლელობისათვის’’ არ აქვს მიშვნელობა,თუ რამდენად იყო რეალიზებული მოტივი[სრულად,ნაწილობრივ,თუ საერთოდ ვერ განხორციელდა],ვინაიდა ამ სახის მკვლელობის მაკვალიფიცირებელ[დამამძიმებელ] გარემოებად გვევლინება მკვლელობის მოტივი[ანგარება] და არა დამნაშავეზე მსხვერპლის ქონების გადასვლა-არ გადასვლის ფაქტი;

·        მკვლელობა ჩაითვლება ანგარებითი მოტივით ჩადენილად იმისდა მიუხედავად,ვინ უნდა მიიღოს ,ან ვინ იღებს მატერიალურ გამორჩენას თვითონ დამნაშავე თუ სხვა პირი[მაგ. მისი ოჯახის წევრი,ახლობელი ან სხვა პირი],რომლის „გამდიდრებითაც’’ დაინტერესებულია დამნაშავე;

           ხ

·        ყაჩაღური ტავდასხმისას განხორციელებული მკვლელობა შეიცავს ორ სხვადასხვა დანაშაულს და იგი „დანაშაულთა ერთობლიობით’’ უნდა დაკვალიფიცირდეს-როგორც ყაჩაღობა და მკვლელობა;

·        ყაჩაღობისას ჩადენილი მკვლელობის მოტივი შეიძლება იყოს -„ანგარება’’[თუმცა ეს არაა სავალდებულო,ანუ მოტივი შეიძლება იყოს სხვა რამ]

[იხ.  მაგალით „ყაჩაღი დავითი’’ გვ. 86]

·        რაც შეეხება „განზრახვის ‘’ სახეს „ანგარებითი ქვენაგრძნობით’’ მკვლელობის დროს,იგი დგინდება იმის მიხედვით მკვლელობა შეიცავს მხოლოდ „ანგარებითი კვლელობი’’ ნიშნებს,თუ იგი ჩადენილია სხვა დანაშაულთან ერთად[მაგ.ყაჩაღობასთან ერთად]

·        ოდესაც მკვლელობა ჩადენილია „უძრავი ნივთის’’[მაგ. მიწის] დასაუფლებლად დანაშაულის სუბიექტი ყოველთვის მოქმედებს პირდაპირი განზრახვით;[მკვლელობა ამ დროს მიზნის მიღწევის საშუალება]

·        სხვაგვარად წყდება საკითხი,როდესაც მკვლელობა ჩადენილია მოძრავი ნივთის დასაუფლებლად ყაჩაღური თავდასხმის დროს.ამგვარი მკვლელობის ცადენა შესაძლებელია როგორც პირდაპირი ,ისე არაპირდაპირი განზრახვით;

              [იხ. მაგალითი „ პეტრე თავს დაესხა მოქალაქეს’’ გვ. 87]

                ხ

             ნ) მკვლელობა შეკვეთით [მუხ.109 „ნ’’ ]

·       ეს დამამძიმებელი გარემოება „ობიექტური ნიშნით’’ არის დამძიმებული

·       შესაბამისად ასეთი სახის მკვლელობის თანაამსრულებლის და თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაცისას უნდა გამოვიყენოთ 25-ე ნუხლის მე-4 ნაწილის დანაწესი;

·       შეკვეთით მკვლელობას ანგარებით მკვლელობასთან საერთო ისა აქვს,რომშეკვეთით ჩადენილი მკკლელობების უმრავლესობა ანგარების მოტივით ხდება[დაქირავებული მკვლელები -„ქილერები’’ ანგარებით მოქმედებენ;

·       „კვლელობა შეკვეთით’’  ანგარებით მკვლელობის სახესხვაობაა.მასში მკვეთრადაა გამოხატული-ანგარების მოტივი.

·       შეკვეთით მკვლელობასა და  ანგარებით მკვლელობას შორის განსხვავება ისაა,რომ ა) ანგარებით მკვლელობა თავისუფლად შეიძლება ჩაიფიქროს და ჩაიდინოს ერთმა პირმა,რაც შეკვეთით მკვლელობისას გამორიცხულია;

·       აქ სახეზე უნდა იყოს მინიმუმ ორი პირი „შემკვეთი’’ და „მკვლელობის ამსრულებელი’’

·       აქედან გამომდინარე, „შემკვეთი’’ არის მკვლელობის თანამონაწილე- საქმის გარემოების მიხედვით ან „ორგანიზატორი’’[თუ მან  არამარტო შეუკვეთა,არამედ მოაწყო კიდეც ეს დანაშაული ,ანდა თუ ხელმძღვანელობდა მის ჩადენას] ,ან „წამქეზებელი’’[თუ მან მხოლოდ შეუკვეთა მკვლელობა]

 

[იხ. შეკვეთით ჩადენილი მკვლელობის მაგალითი „პეტრე უკვეთავს ცოლის მკვლელობას  გვ.88]

 

·       იშვიათ შემთხვევაში შეკვეთით მკვლელობა’’ არც კი იყოს დაკავშირებული ანგარებასთან;

·       დამნაშავემ შეიძლება ჩაიდინოს მკვლელობა მისთვის გავლენიანი პირის[მაგ. ჯარისკაცმა ოფიცრის ან გენერლის,პოლიციელმა -პოლიციის სამმართველოს უფროსის] დაკვეთით.

·       ასევე შესაძლებელია კრიმინალურმა ავტორიტეტმა უბრძანოს კრიმინალური ორგანიზებული ჯგუფის წევრს  სიცოცხლე მოუსპოს არასასურველ პირს;

·       ამრიგად, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ „თხოვნა’’ და „ბრძანება’’[ანუ ‘’დავალება’’]

·       თუ ადგილი აქვს „ტხოვნას’’ მკვლელობის ჩადენაზე[ „ფატმანი’’] იგი „შეკვეთად’’ ვერ დაკვალიფიცირდება;

 

[იხ . მაგალითი „პოლიციის უფროსი და რიგითი პოლიციელი’’ გვ. 88]

 

 

xxxxxxxxxxx

) მკვლელობა მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით[მუხ.109 „ო’’]

 

 

·       ეს ქვეპუნტი,როგორც მიზნით კვალიფიცირებული გარემოება დამძიმებულია სუბიექტური ნიშნით;[ანუ მომეტებულია მხოლოდ ბრალის ხარისხი]

·       შესაბამისად, თანამონაწილის ან თანამსრულებლის ქმედების კვალიფიკაციისას უნდა ვიხელმძღვანელოთ 25-ე მუხლის მე-5 ნაწილით;

·       მბოლო დროს მედიცინამ დიდი წარმატება მოიპოვა ორგანოს ,ან ქსოვილის ერთი ადამიანიდან მეორესთვის გადანერგვის სფეოში;

·       ამან შექმნა საფრთხე „სოციალურად დაუცველი ფენებისა ‘’ და ე.წ. „ქუჩის ბავშვებისთვის’’[უპატრონო ბავშვებისთვის]

·       წარმოიშვა ადამიანის მოკვლის საფრტხე ჯანმრთელი ორგანოს და ქსოვილის მოსაპოვებლად

·       ამ სახის მკვლელობა შეიძლება განხორციელდეს ,როგორც სამედიცინო დაწესებულებაში იქ სამკურნალოდ მოხვედრილი ადამიანის მიმართ,ისე იმ პირის მიმართ ,რომელიც ავტოკატასტროფაში ან  სხვაგვარ უბედურებასი მოჰყვა და არ აქვს შესაძლებლობა უპატრონოს საკუთარ თავს;

·       გარდა ამისა „ცოცალი დონორიდან’’ ორგანოს ან ქსოვილის ამოღება შეიძლება ძალადობის გზითაც,რასაც ამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვება;

·       ასევე შესაძლებელია  ვითო პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე ,მისთვის ოპერაციის ჩატარება ლეტალური[სასიკვდილო] შედეგით;

აქ შესაძლებელია არსებობდეს რამოდენიმე შემთხვევა:

1.     ექიმი ატყუებს პაციენტს,რომ ვითომ მისი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია ოპერაციის ჩატარება; სინამდვილეში კი იგი ოპერციის მსვლელობისას ისეთ ორგანოს აცლის პაციენტს[მაგ. გულს),რომელსაც აუცილებლად მოჰყვება მისი სიკვდილი[სახეზეა პირდაპირი განზრახვა]

2.     სხვა შემთხვევაში,ექიმი მოტყუებით იყოლიებს პაციენტს რომელიმე ორგანოს ამოცლაზე და ამას ხსნის მისი ჯანმრტელობის ან სიცოცხლისთვის აუცილებლობით;სინამდვილეში კი იცის,რომ ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტი შეიძლება გარდაიცვალოს და ეს შედეგი მართლაც დგება;[სახეზეა არაპირდაპირი განზრახვა]

·       ეს შემთხვევები გარდა მუხ.109“ო’’-სი ,დაკვალიფიცირდება ასევე 134-ე მუხლით[„ადამიანის ორგანოს,ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება]

·       ხოლო,თუ ეს ოპერაცია ექიმმა გააკეთა ამოღებული ორგანოს გასაყიდად,მაშინ სახეზეა ასევე 135-ე მუხლიც[ „ადამიანის ორგანოებით ვაეობა’’

·       ამ სახის მკვლელობების სუბიექტები მეტწილად მედიცინის მუშაკები არიან;

·       109-ის „ო’’ ქვეპუნტით გათვალისწინებული მკვლელობის მოტივი ყველაზე ხშირად ანგარებითია,თუმცა  არც სხვა მოტივია გამორიცხული: მაგ.“ახლობლის სიცოცხლის გადარჩენა სხვისი სიცოცხლის ხარჯზე’’ ,ან „სანედიცინო ცდის ჩატარება’’,ან „სატანისტური რიტუალის ჩატარება’’ და სხვა,

·       ამ დანაშაულის „დამთავრებულად’’ ცნობისთვი არ არის აუცილებელი დამნაშავის მიერ  ორგანოს გამოყენების მიზნის მიღწევა;

·       ეს დანაშაული ხორციელდება,როგორც პირდაპირი,ისე არაპირდაპირი განზრახვით,

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

) მკვლელობა მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით[მუხ.109 „ჟ’’]

 

·       მკვლელობის ეს სახე დამძიმებულია ობიექტური ნიშნით[ეს მკვლელობა  რეალურად და არა მკვლელის წარმოდგენაში დაკავშირებული უნდა იყოს  მხცერლის [ან მისი ახლო ნათესავი] სამსახურეობრივ ან საზოგადოებრივი მოვალების შესრულებასთან,ამასთან ეს საქმიანობა უნდა იყოს მართლზომიერი]

·       შესაბამისად თანაამსრულებლის ,ან თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციისას  უნდა ვიხელმძვანელოთ 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესით;

„მსხვერპლის სამსახურეობრივი საქმიანობა’’

 

·       „მსხვერპლის სამსახურეობრივი საქმიანობა’’ შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც საჯარო,ისე კერძო სექტორში პირის საქმიანობასტან;

·       „მსხვერპლის სამსახურეობრივი საქმიანობაში’’ უნდა ვიგულისხმოთ,როგორც მისი [მსხვერპლის] ერთჯერადი მართლზომიერი ქცევა ,ისე ასეთ ქმედებათა მთელი რიგი;

·       „მსხვერპლად’’ ანუ „სამსახურეობრივი მოვალეობის შემსრულებლად’’ შეიძლება მოგვევლინოს : ნებისმიერი რანგის[მაღალი თუ დაბალი რანგის] თანამდებობის პირი,ან ნებისმიერი ტექნიკური მუშაკი[მა. მუშა,დარაჯი,დამლაგებელი და ა.შ.]

·       თუმცა,პრაქტიკაში ამგვარი დანაშაულის ჩადენა ხდება მოხელეების,ან მაღალ სამსახურეობრივ პოზიციაზე ნყოფ სხვა პირთა მიმართ;

·       მთავარია „მსხვერპლის’’  საქმიანობა არ ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას(!)

[   იხ. პირველი მაგალითი „კანონიერ საფუძველზე პროკურორის ან მისი შვილის მკვლელობა’’ გვ.94]

[იხ.  მე-2 მაგალითი „კანონის დარღვევით მდევნელი პროკურორის მკვლელობა’’ გვ.94]

·       მუხ.109“ჟ’’-თი გათვალისწინებული დანაშაული ძირითადად წარმოადგენს -„შურისძიებას’’[და კავშირი აქვს მსხვერპლის საქმიანობასტან]

·       შურისძების ადრესატი შეიძლება იყოს:

a.      პირი რომელიც უშუალოდ ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას

b.     ან ამ პირის ახლო ნათესავი;

·       მუხ.109“ჟ’’ თი მკვლელობის კვალიფიკაცია შესაძლებელია  ა)არამარტო უვე შესრულებული სამსახურეობროვი საქმიანობისთვის  შურისძიების მოტივით,არამედ იმ სემტხვევაშიც ,როდესაც იგი ხორციელდება  ბ)ამ პირის მართლზომიერი საქმიანიბისტვის ხელის შეშლის მიზნით.(!)

    [   იხ. მე-3 მაგალითი „ პეტრეს მიერ ხელმძღვანელის მკვლელობა’’ გვ.94]

[იხ.  მე-4 მაგალითი „პეტრე კლავს პროკურორს რომელიც მის მიერ ჩადენილ გაუხნელ მკვლელობას იძიებს ’’ გვ.94]

 

ხხხხხხხხხ

„მსხვერპლის მიერ  საზოგადოებრივი  მოვალეობის შესრულება’’

·       რაც შეეხება დაზარალებულის მიერ „საზოგადოებრივი  მოვალეობის შესრულებას’’,მასში იგულისხმება   ა)ამა თუ იმ მოქალაქისთვის დაკისრებული სპეციალური სნუ იურიდიული მოვალება : მაგ. ხელისუფლების ორგანოსთვის სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის შეტყობინება,ან მოწმის სახით სწორი ჩვენების მიცემა,ან დაზარალებულის სახით სწორი ცვენების მიცემა  და ბ)ზოგადმოქალაქეობრივი ვალის მოხდა:  მაგ.სამართაალდარღვევის აღკვეთა;

·       109-ე მუხლის „შენიშვნაში’’[იხ. მუხლი კოდექსში] დაკონკრეტებულია იმპირთა წრე,რომლებიც საქარტველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით „ახლო ნათესავებად’’ ითვლებიან

 

  შენიშვნა: ამ კოდექსში ახლო ნათესავად მიიჩნევა: მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

 

·       მკვლელობის მუხ.109“ჟ’’-თი კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა მკვლელობა განხრციელებულია დაზარალებულის მიერ „სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას’’ ,თუ „სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ’’

·       მთავარია დადგინდეს,რომ მკვლელობა ჩადენილია „ დაზარალებული პირის მიერ თავისი სამსახურეობრივი თუ საზოგადოებრივი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით’’

როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს შემთხვევა,როცა პირმა შეცდომით მოკლა არა ის,ვინც კნონიერად შეასრულა[ან ასრულებდა] ტავისი სამსახურეობრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობა არამედ სხვა ?

 

მაგ.

სამუშაოდან კანონიერად დათხოვნილმა პირმა შეცდომით დირექტორის ნაცვლად მოკლა მასთან სტუმრად მყოფი მოქალაქე,რომელიც დირექტორი ეგონა.

 

ჯერ უნდა გავარკვიოთ ,ხომ არ აქვს ადგილი მსხვერპლის პიროვნებაში ?

თუკი ადგილი აქვს „შეცდომას პიროვნებაში’’,მაშინ ასეთი შეცდომა ზეგავლენას ვერ მოახდენს მკვლელობის კვალიფიკაციაზე,რადგან ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ერტნაირად დაცულია;

 

მოცემულ კაზუსში ადგილი არ აქვს შეცდომას მსხვერპლის პიროვნებაში ,რადგან:

1.     ამ დამამძიმებელი გარემოების შემოღებით კანონმდებლის მიზანი სრულებით არ იყო მომეტებულად დაეცვა იმ პირთა სიცოცხლე,რომლებიც დანიშნულნი არიან ამა თუ იმ სამსახრში[ან ვისაც ამა თუ იმ საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულება ეკისრებათ]

2.     კანონმდებლის მიზანი ამ დამამძიმებელი გარემოების [„ჟ’’] შემოღებით არის ის,რომ მომეტებულად დაიცვას ამ პირთა სიცოცხლე მაშინ,როცა ისინი კანონიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.[სხვაგვარად,რომ ვთქვათ,კანონმდებელს სურს,ქვეყნად სათანადო პირობები იყოს შექმნილი იმისთვის,რომ მოქალაქეებმა უშიშრად განახორციელონ სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობები; ამიტომ ამ ნორმის სემოღებით,იგი აფრთხილებს მოქალაქეებს : ვინც მოკლავს ადამიანს იმის გამო,რომ ამ უკანასკნელმა სწორად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა,ეს უმართლობა დამნაშავეს მომეტებულად[დამძიმებულად] შეეფარდება;

 

ამდენად ამ დამამძიმებელი გარემოების[ ანუ „ჟ’’ ქვეპუნქტის]  შემოღებით კანონმდებელს აინტერესებს არა მსხვერპლის პიროვნება როგორც ასეთი[ პიროვნების სიცოცხლე დაცულია 108-ე მუხლით],არამედ ასევე „ის სამსახურებრივი საქმიანობა’’[ან „საზოგადოებრივი მოვალეობა’’],რაც უნდა შესრულდეს კანონის შესაბამისად;

 

შესაბამისად მომეტებულადაა დაცული იმ პირთა სიცოცხლე ,რომლებიც ახორციელებენ „სამსახურეობრივ,ან საზოგადოებრივ მოვალეობებს’’;

 

გარდა ამისა,კაზუსში მოყვანილი შეცდომისას ქმედების დაკვალიფიცირება „ჟ’’ ქვეპუნქით შეუძლებელია იმ მიზეზის გამო,რომ მოცემულ შემთხვევაში ქმედების მსხვერპლი არაა ის,ვინცა ასრულებდა „სამსახურეობრივ ან საზოგადოებრივ მოვალეობას“ და არც დირექტორის „ახლო ნათესავია’’;ეს წინაპირობები კი აუცილებელია ამ დამამძიმებელი გარემოებით კვალიფიკაციისტვის;

 

გამომდინარე აქედან,კაზუსში მოყვანილი შეცდომის დროსქმედება[მკვლელობა] უნდა დაკვალიფიცირდეს 108-ე მუხლით[თუ სახეზე არ იყო სხვა ქვეპუნტებით მაკვალიფიცირებელი გარემოებები] და არა 109-ე მუხლით.

 

ხოლო ის ფაქტი,რომ პირს ეგონა,რომ დანაშაულს ჩადიოდა მსხვერპლის სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით,მხედველობაში იქნება მიღებული სასჯელის დანიშვნისას,როგორც დამამძიმებელი გარემოება[დანაშაულის მოტივი და მიზანი მუხ.53]

 

    მუხლი 53. სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

 +

1. სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

2. ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება დაინიშნოს დანაშაულთა ერთობლიობითა და განაჩენთა ერთობლიობით, ამავე კოდექსის 59- და მე-60 მუხლების მიხედვით. კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ კოდექსის 55- მუხლით.

3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებითმის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

3​1 . (ამოღებულია - 04.05.2017, №763).

4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

 

 

 

) მკვლელობა არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-–114- მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა) [ მუხ.109“პ’’]

 

·       მკვლელობის ეს სახე დამძიმებულია პერსონალური ნიშნით[კერძოდ, ამსრულებელი პირის დამახასიათებელი- ნასამართლობის ფაქტიტ]

·       ამდენად თანაამსრულებლის,ან თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციისას უნდა გამოვიყენოთ 25-ე მუხლის მე-5.ნაწილი

·       მუხ.მე-15 -ის მიხედვით „არაერთგზისი დანაშაული’’ ნიშნავს წინათნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით  გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას;

·       აქედან გამომდინარე,ამ დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი მკვლელობა ერთმანეთისგან 108-ე ან 109-ე  მუხლით ნასამართლობის ნიშნით უნდა იყოს გამიჯნული.

   [იხ. პირველი მაგალითი „ მკვლელობისთვის მუხ.108-თი  ნასამართლევი პეტრე ისევ  კლავს’’ გვ. 90]

·       თუ სახეზე არ ყოფილა  ნასამართლობა წინათ ჩადენილი მკვლელობისათვის,მაშინ ქმედების კვალიფიკაცია განსხვავებული იქნება იმის მიხედვით,“ძველი ‘’ და „ახალი’’ მკვლელობები  „ერთიანი განზრახვით’’ იყო ჩადენილი თუ „ახლად აღმოცენებული განზრახვით’’

 

კერძოდ,თუ ეს მკვლელობები „ერთიანი განზრახვითაა’’ ჩადენილი,მაშინ სახეზე იქნება „ორი ან მეტი პირის მკვლელობა’’[მუხ.109 „ლ’’]

 

[იხ .მე-2 მაგალითი :“სერგო და ორი პირი’’ გვ.91]

 

 

·       როცა  ორი ან მეტი პირის მკვლელობა ჩადენილია „ახლად აღმოცენებული განზრახვით’’,მაშინ მკვლელობა დაკვალიფიცირდება „დანაშაულთა ერთობლიობით’’

 

[იხ. მე-3 მაგალითი:“დავითი კლავს ‘’ გვ.91]

 

·       მაშასადამე,არანასამართლევი პირის მიერ „ახლადაღმოცენებული განზრახვით’’ ჩადენილ ორ ან მეტ მკვლელობას დამოიკიდებელი შეფასება სჭირდება- „დანაშაულთა ერთობლიობით’’ [მაგ 108-ე და 108-ე ].ასეთი მკვლელობა „არაერტგზის მკვლელობად’’ არ ჩაიტვლება;

 

·        აღსანიშნავია მე-111 მუხლის „შენიშვნაში’’ შეტანილი ცვლილება,რიტაც გაფართოვდა „არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის ‘’-არსი ;

·        კერძოდ,ამ „შენიშვნის მე-2 ნაწილში’’ ნატქვამია: ამ კოდექსის 109-ე და 115-ე [ასევე სხვა მუხლებშით,რომლებსაც აქ არ ჩამოვთვლით[იხ. კოდექსში] მუხლებით გათვალისწინებული „ოჯახური დანაშაული’’ არაერტგზის ჩადენილად ითვლება,თუ მას წინ უსწრებდა ამ კოდექსის 1261 მუხლით ,ან რომელიმე სხვა ზემოთაღნინული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა’’

 

                     მუხლი 11​​1 . პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის 

 

 

2. ამ კოდექსის 109-, 115-, 117-, 118-, 120-, 126-, 126​1, 137-−139-, 141-, 143- და 144-−144​3მუხლებით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ კოდექსის 126​1 მუხლით ან რომელიმე სხვა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა.

 

·        როგორც ვხედავთ,ამ დანაწსით,ქმედების „არაერტგზის მკვლელობად კვალიფიკაციისთვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე კუმულაციური წინაპირობა:

1.      პირს \ცადენილი უნდა ჰქონდეს ამ შენიშვნაში ჩამოტვლილთაგან ერთ-ერთი რომელიმე „ოჯახური დანაშაული[მაგ. 1261]

2.      ამჟამად, კი ჩადენილი უნდა ჰქონდეს მკვლელობა „ოჯახის წევრის მიმართ’’

            

              მაგალითი მე-4 :

                „ოჯახში ძალადობისთვის’’[ მუხ. 1261] ,ან ვთქვათ

              “მშობლის ტვითმკვლელობამდე მიყვანისთვის’’[მუხ.115]  ნადრე ნასამართლევმა ლევანმა

             ამჟამად ჩაიდინა ოჯახის წევრის- მკვლელობა.[მოკლა მეუღლე]

             მისი ქმედება დაკვალიფიცირდება ორი დამამძიმებელი გარემოებით:

            კერძოდ 109-ეს  „კ’’ ქვეპუნტით[‘’მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ’’] და ასევე როგორც

              მკვლელობა „ჩადენილი არაერთგზის’’[მუხ. 109 „’’]

·        შესაბამისად,დღეს მოქმედი კანონმდებლობით,მკვლელობის „არაერთგზის ჩადენილად’’ კვალიფიკაციისთვის არაა სავალდებულო პირი ადრე  აუცილებლად მკვლელობისთვის [108-ე ან 109-ე მუხლით] იყოს ადრე ნასამარტლევი; შესაძლოა ,იგი ადრე  ნასამართლევი იყოს რომელიმე „ოჯახური დანაშაულისთვის’’(!)

 

·        „არაერტთგზის მკვლელობად’’ არ დაკვალიფიცირდება ,როცა პირს  წარსულში ჩადენლი ჰქონდა 110-ე-114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობა,თუნდაც ნასდამართლევი იყოს ამ მკვლელობაზე [ამ მუხლებში მკვლელობის პრივილიგირებული (შემამსუბუქებელი] გარემოებებია მოცემული]

·        მკვლელობა „არაერთგხის ჩადენილად’’ ასევე არ ჩაიტვლება,თუ პირს წინათ ჩადენილი მკვლელობისთვის  ნასამართლობა „მოხსნილი’’(!) ,ან „გაქარწყლებული’’(!) აქვს.

 

·        მკვლელობის „არაერთგზისობის’’ ნისნით[ანუ“პ’’ ქვეპუნქტით] კვალიფიკაციისთვის  მნიშვნელობა არ აქვს,პირი დამტავრებული მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი თუ მკვლელობის მომზადებისა ან მცდელობისთვის, ამსრულებელი იყო ,თუ თანამონაწილე [ანუ თითოეულ ამ შემთხვევაში დაკვალიფიცირდრბა“არაერთგზის მკვლელობად’’]

·        ეს  დამამძიმელი გარემოება[ „მკვლელობა არაერთგზის’’ მუ.109 „პ’’]   არ გვექნება არც მაშინ,როცა პირი ნასამართლევი იყო „სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულისთვის’’[ მუ.115-ე და მუხ.116-ე]

·        „მკვლელობა არერთგზის’’ ისეთი დამამძიმებელი გარემოებაა,რომელიც პერსონალურად შეერაცხება მხოლოდ ამსრულებელს და არ შეერაცხება არც თანაამსრულებელს და არც თანამონაწილეს[რომელიც არაა ნასამართლევი მკვლელობისათვის ],თუნდაც მას გაცნობიერებული ჰქონდეს მკვლელობისათვის ამსრულებლის ნასამართლობის ფაქტი[მუ.25-ე მე-5ნაწილი“ ისეთი პერსონალური ნიშანი რაც ახასიათებს ამსრულებლის პიროვნებას,შეერაცხება მხოლოდ მას]]

 

[იხ. მაგალითი  „ ვასო(მკვლელობისათვის ადრე ნასამართლევი) და ანდრო’’ გვ. 92]

 

როგორ დაკვალიფიცირდება ქმედება,როცა მკვლელობაზე ნასამართლევია  „თანამონაწილე’’[მაგ. „დამხმარე’’]  და არა „ამსრულებელი’’?

[ამ კითხვაზე პასუხს სცემს მაგალითი “ ვასო[ადრე ნასამართლევი მკვლელობაზე ,ახლა კი „დამხმარე’’  და ანდრო[ ამჟამინდელი მკვლელი] გვ.93]

ამ ფაილში კომენტარები 109-ე მუხლის შემდეგ პუნტებზე :

განზრახ მკვლელობა:

) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, უმწეო მდგომარეობაში მყოფისა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა;

) ხულიგნური ქვენა გრძნობით;

) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;

) გენდერის ნიშნით;

 

 

ე) მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ა)არასრულწლოვანისა, ბ)უმწეო მდგომარეობაში მყოფისა ან გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა [მუხ.109 „ე’’]

 

·        ამ სამიდან თითოეული მათგანი ობიექტური ნიშნით დამამძიმებელი გარემოებაა

 

არასრულწლოვანის მკვლელობა

 

·        მკვლელობის მაკვალიფიცირებელ[დამამძიმებელ] გარემოებათა შორის „წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის სიცოცხლის მოსპობის’’ დამამძიმებელ გარემოებად შემოღება უნდა დასაბუთდეს არა იმ არგუმენტით,რომ არასრულწლოვანის სიცოცხლე უფრო მეტად ღირებული ობიექტია[ადამიანის სიცოცხლე თანაბარღირებულების ობიექტია],არამედ არასრულწლოვანის მიმართ მეტი შემწყნარებლობის და მეტი მიმტევებლობის ვალდებულების არგუმენტით;

·        ამ დანაშაულის ამსრულებელი- სრულწლოვანია[რადგან სწორად მას ევალება მეტად მიმტევებელი იყოს არასრულწლოვანის მიმართ]

·        ამიტომ თუ ერთი არასრულწლოვანი მეორეს მოუსპობს სიცოცხლეს,ეს ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-108-ე მუხლით[თუ სახეზე არაა სხვა დამამძიმებელი გარემოება]

·        ამდენად სსკ-109 მუხლის „ე ‘’ ქვეპუნტი  შეზღუდულად უნდა განიმარტოს

·        თუმცა,აქვე უნდა ითქვას,რომ დაუშვებელია ამ საკითხის ამგვარად განმარტება ანალოგიური დამამძიმებელი გარემოების ყველა შემთხვევაში

მაგ. არასრულწლოვანის მიმართ ძალადობით სქესობრივი დანაშაულის ამსრულებელი არა მხოლოდ სრულწლოვანი,ნებისმიერი სს-ვი პასუხისმგებლობის ასაკს[14 წელი] მიღწეული პირი,რამდენადაც სახეზეა სექსუალური მოტივით ჩადენილი ქმედება და არ დგას საკითხი მსხვერპლის ასაკიდან გამომდინარე,მის შემწყნარებლობასა თუ მიმტევებლობაზწ;

როცა მკვლელს არასწორი წარმოდგენა აქვს მსხვერპლის ასაკზე[იგი არასრულწლოვანი გონია],ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 108-ე მუხლით[თ სახეზეა არაა 109-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა დამამძიმებელი გარემოება]

 

უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მკვლელობა

 

·        „უმწეო მდგომარეობაში’’ იგულისხმება 2 სახის უმწეობა:

1.      ფიზიკური

2.      ფსიქიკური

·        „უმწეო მდგომარეობა’’ -ეს ისეთი მდგმარეობაა,როცა პირს ავადმყოფობის,ღრმად მოხუცებულობის,ძლიერი სიმთვრალის,ძილის მდგომარეობის თუ სხვა გარემოების გამო არ აქვს უნარი გააცნობიეროს რა ხდება მის თავს,ან არ აქვს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს მოძალადეს; [შესაბამისად არ შეუძლია თავის დაცვა]

·        „უმწეო მდგომარეობაში’’ მყოფ პირს არ აქვს დამნაშავის ქმედებაზე რეაგირების,თუ წინააღმდეგობის გაწევის უნარი.

·        მკვლელობის  „ე’’ ქვეპუნქტით კვალიფიკაციისთვის საჭიროა ,რომ დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდეს მსხვერპლის უმწეო მდგომარეობაში ყოფნა და მის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა;

·        ამასთანავე აუცილებელია,რომ მსხვერპლი „უმწეო მდგომარეობაში’’ არ იყოს მიყვანილი უშუალოდ მკვლელის მიერ მკვლელობის გაადვილების მიზნით.

·        უკეთუ მსხვერპლი მკვლელმა ჩააგდო „უმწეო მდგომარეობაში’’ მკვლელობის გაადვილების მიზნით[,მაგ. შეუკრა ხელ-ფეხი და შემდეგ ადვილად მოკლა დანით],მაშინ მკვლელობა არ დაკვალიფიცირდება ამ დამამძიმებელი გარემოებით[„ე’’ პუნქტით]

·        ამდენად კანონმდებლის მიერ ამ დამამძიმებელი გარემოების შემოღება უნდა დასაბუთდეს არა იმ არგუმენტით,რომუმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის სიცოცხლე უფრო ღირებული სიკეთეა ,არამედ იმ არგუმენტით რომ ამ დროს დამნაშავე სარგებლობს მსხვერპლის უმმწეო მდგომარეობის ფაქტით და იადვილებს მკვლელობის ჩადენას;

[იხ პირველი მაგალითი გვ. 58]

 

·        უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მკვლელობის მოტივი სხვადასხვა შეიძლება იყოს: შურისძიება,ეჭვიანობა, და სხვა;

·        მაგრამ თუ სახეზეა 109-ე მუხლში გათვალისწინებული რამდენიმე მოტივი და მიზანი [მაგალითად,ნგარების მოტივი[109“ნ’’] ან დანაშაულის დაფარვის მიზანი[109 ‘’გ’’] ქმედება[მკვლელობა] დაკვალიფიცირდება დამამძიმებელ გარემოებათა ქვეპუნქტების ერთობლიობით.

·        ასევე ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ: „მკვლელობა ჩასაფრებით’’ და „მკვლელობა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა’’

·        „მკვლელობა ჩასაფრებით’’ არის წინასწარ მოფიქრებული განზრახვით ჩადენილი მკვლელობების ნაირსახეობა;იგი არ გვაძლევს 109 მუხლის „ე’’ პუნქტით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარენოებას;

[იხ მე-2 მაგალითი გვ.58]

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მკვლელობა

 

·        მკვლელობის ეს სახე უნდა გაიმიჯნოს უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მკვლელობისაგან

·        რიგ შემთხვევაშ“უმწეო მდგომარეობა უფრო ფართოა’’ ვიდრე“შეზღუდული შესაძლებლობა’’

·        რიგ შემთხვევწბში კი პირიქით;

·        კერძოდ ყველანაირი „უმწეობა’’ აუცილებლად არ გულისხმობს „შეზღუდულ შესაძლებლობას’’

·        ხოლო ყველანაირი“შეზღუდული შესაძლებლობა’’ არაა „უმწეო ‘ მდგომარეობა(!)

[იხ. მაგალითი გვ.59]

 

·        საქართველოს კანონმდებლობით შშმ [შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ]პირი არის პირი მყარი ფიზიკური,ფსიქიკური,ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით,რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთქმედებამ,შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტურ მინაწილეობას სხვებთან თანასწორ პირობებში;

·        ამდენად განსხვავებით „უმწეო’’ მდგომარეობისგან,შეზღუდულ შესაძლებლობას ახასიათებს:

ა) სიმყარე- რაიმე დარღვევა[ანომალია] ხანგრძლივია ,ან უვადოა

ბ)და ეს მყარი დარღვევა შეიძლება იყოს რამდენიმე სახის-:

    ფიზიკური [მაგ. განუვითარებელი კიდურები]

    ფსიქიკური[მაგ. რომელიმე ფსიქიკური დაავადება]

    ინტელექტუალური[მაგ. გაონებრივი ჩამორჩენა]

     სენსორული[მაგ. მეტყველების სენსორის დარღვევა,ან სიმუნჯე]

 

მაგ. თუ ჩადენილი იქნება წინასწარი შეცნობით ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის არმქონე[ანუ ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი,მაგრამ მეტყველების სენსორული დარღვევის მქონე პირის მკვლელობა ,ასეთი ქმედება 109(„ე’’_-თი გათვალისწინებულ გარემოებას ქმნის და ამ მუხლით და ამ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდება

 

·        თუ  მკვლელობის მსხვერპლია ისეთი შშმ პირი,რომელიც ამავე დროს „უმწეო მდფომარეობაში’’ იმყოფება[მაგ. განუვითარებელი კიდურები აქვს],ქმედება დაკვალიფიცირდება შშმ პირის მკვლელობად[თუმცა ამით არ შეიცვლება არც მუხლი და არც მისი ქვეპუნქტი.[მუხ109(“ე’’)].იცვლება მხოლოდ ბრალდების ფორმულირება.

 

ვ) მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით[ მუხ.109(„ვ’’)]

 

·        მკვლელობის ეს სახე დამძიმებულია სუბიექტური(პერსონალური) ნიშნით ; რა დროსაც მომატებულია პირის ხაბრალის ხარისხი და არა უმართლობის ხარისხი;

·        მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით’’ ხდება საზოგადოებაში თანაცხოვრების წესების უგულებელყოფის ნიადაგზე

·        ამ დროს დამნაშავის ქცევა განპირობებულია მისწრაფებით დაუპირისპირდეს გარშემომყოფთ,მოახდინოს ზნეობრივი ნორმებისადმი უპატივცემულობის დემონსტრირება;

·        ხულიგნური ქვენაგრძნობა ზოგჯერ ეფუძნება დამნაშავის მიერ მისი მოქმედების თავისუფლების არასწორ აღქმას,რომლის არსიც გამოხატულია ფორმულაში „ჩემთვის ყველაფერი დასაშვებია’’

·        აქედან გამომდინარეობს მკვლელობის მსხვერპლის „შემთხვევითი შერჩევაც’’ მკვლელის მიერ;

·        მ“მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით’’ ხორციელდება რაიმე სპეციალური მიზნის არარსებობისას და იმდენად მცირე საბაბის საფუძველზე,რომ ზოგიერთიმეცნიერი-იურისტი მას „უმოტივო მკვლელობას’’ უწოდებს;,რაც ცხადია არასწორია;

·        დამნაშავის ქცევას აქვს თავისი მოტივი და ძირითადად იგი არის საზოგადოებაში ყოვლის შემძლე პირად წარმოჩენა;

·        საერთოდ შეუძლებელია განზრახი ქმედების ჩადენა მოტივის გარეშე;

·        ამდენად უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით,რომ ასეთი მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მსხვერპლისგან ყოველგვარი საბაბის გარეშე[გართობის მიზნით,ანდა სანაძლეოს შესასრულებლად] ,ან უმნიშვნელო საბაბით;

 

[იხ. მპირველი მაგალითი  გვ. 61- მკვლელობა საბაბის გარეშე]

[იხ. მე-2 მაგალითი გვ.61- მკვლელობა უმნიშვნელო საბაბით]

·        არაკორექტულ ქცევაზე შენიშვნის მიცემა არაა ის საბაბი,რომელმაც ნორმალური ფსიქიკის ადამიანში შურისძიების გრძნობა შეიძლება გამოიწვიოს;

·        არა კორექტულ ქცევაზე შენიშვნის მიცემა -სამართლებრივად „უმნიშვნელო საბაბია“[მაგრამ რასაც შეილება მოყვეს მკვლელობა,რომელსაც  აკვალიფიცირებენ  მუხ.109(„ვ’’)-თი- „მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით’’]

·        დაიმახსოვრე: საერთოდ,მკვლელობის მოტივის დაუდგენლობა არ წამოადგენს მისი ხულიგნური ქვენაგრძნობით დაკვალიფიცირების საფუძველს.

·        მკვლელობის მოტივის დაუდგენლობა -წამოადგენს  მკვლელობის „მარტივ მკვლელობად’’[მუხ.108] დაკვალიფიცირების  საფუძველ(!)

·        „ხულიგნური ქვენაგრძნობით მკვლელობა’’ ხშირად ხდება ჩხუბის,კონფლიქტის შედეგად,მაგრამ ეს როდი ნიშნავსიმას,რომ ყველა მკვლელობა ჩადენილი ჩხუბის დროს უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც „ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი’’

ანუ [მუხ. 109“ვ’’]-თი

·   იმისათვის ,რომ ხულიგნური მოტივით მკვლელობა[მუხ.109“ვ’’] გაიმიჯნოს ჩხუბში ჩადენილი „მარტივი მკვლელობისაგან’’[მუხ.108] საჭიროა დადგინდეს ,ვინ იყო ინციდენტის ინიციატორი,ხომ არ იყო კონფლიქტი პროვოცირებული დამნაშავის მიერ მკვლელობის საბაბად?!

·  თუ დამტკიცდება,რომ ჩხუბის წამომწყები იყო მსხვერპლი[დაზარალებული],ანდა კონფლიქტის აღმოცენების  საბაბი იყო თავად მსხვერპლის არამართლზომიერი ან ამორალური ქმედება,დამნაშავე[მკვლელი] პასუხს აგებს „მარტივი მკვლელობისთვის[მუხ.108] და არა „ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი მკვლელობისთვის’’.[მუხ.109“ვ’’]

[იხ. მე-3 მაგალითი გვ.61]

 

·        „მკვლელობის ჩადენის ადგილს[მაგ. საზოგადოების თავშეყრის ადგილს] დამოუკიდებელი მნიშვნელობა არ აქვს მუხ.  109 „ვ’’ -ს გამოყენებისთვის[განსხვავებით „ხულიგნობისაგან’’ მუხ.239-ე]

·        მთავარია,დადგენილ იქნეს,რომ გადამწყვეტ და უშუალო მიზეზს რომელმაც წარმოშვა მკვლელობის განზრახვა,წარმოადგენს „ხულიგნური ქვენაგრძნობა’’

·        „ხულიგნური ქვენაგრძნობით მკვლელობა’’ შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი,ისე არაპირდაპირი განზრახვით;

·        თუ პირმა თავისი დანაშაულებრივი ქმედება ხულიგნობით დაიწყო და იგი შემდეგ მკვლელობაში გადაიზარდა,ფაქტიურად სახეზე იქნება ორი დამოუკიდებელი დანაშაული-ხულიგნობა [მუხ.239-ე ] და მკვლელობა[ამ უკანასკნელის კვალიფიკაცია იმაზე იქნება დამოკიდებული,მკვლელობა ჩადენილია „ხულიგნური ქვენაგრძნობით’’ ,თუ „მსხვერპლის საზოგადოებრივი ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით’’]

[იხ. მე-4 მაგალითი გვ. 62]

 

ზ)  მკვლელობა რასობრივი ,რელიგიური ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო [მუხ.109“ზ’’]

 

·        ამ დამამძიმებელი გარემოების არსი იმაში მდგომარეობს,რომ მკვლელობა ხორციელდება იმ პირისადმი სიძულვილისგამო,რომელიც სხვა რასას ეროვნებას თუ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება ,ან აღიარებს სხვა რელიგიას

·        ამდენად სახეზეა „სუბიექტური ნიშნით’’ დამძიმებული გარემოება,რომელიც ამაღლებს ბრალის ხარისხ ს[და არა უმართლობის ხარისხს]

·        ეროვნული,ეთნიკური,ან რასობრივი შეუწნარებლობის ნიადაგზე მკვლელობის მოტივია სხვა ეროვნების თუ რასის წარმომადგენლის-სიძულვილი(!) და მისადმი მტრული განწყობა(!) [აფხაზებს და ოსებს სწორედ ეს განწყობა აქვთ ქართველების მიმართ][ქარტველების ნაწილს რუსების მიმართ და ა.შ.]

·        არაა გამორიცხული ესეთი მკვლელობები ჩადენილ იქნას ეროვნულ თუ ეთნიკურ ნიადაგზე მასობრივი ურთიერთშეტაკებების პროცესში(!)

·        მკვლელობის ეს ეს დამამზიმებელი გარემოება[ანუ მუხ.109“ზ’’] უნდა გავმიჯნოთ „გენოციდისგან’’ [მუხ.406],რის დროსაც სუბიექტები მოქმედებენ შეთანხმებული გეგმის შესაბამისად და ასევე განსხვავებით ამ დამამძიმებელი გარემოებისგან[ანუ მუხ.109“ზ’’-სგან],მიზნად აქვთ პირთა გარკვეული ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი ამოწყვეტა. გენოციდის დროს ქმედება[მკვლელობები] გაცილებით მასშტაბურია;

·        რელიგიური თუ სხვაგვარი „შეუწყნარებლობის’’ ნიადაგზე მკვლელობის ჩადენისას გამორიცხული არ არის არსებობდეს სხვა მოტივიც[სიძულვილის გარდა],მაგრამ უნდა დომინირებდეს  აღნიშნული მოტივი[სიძულვილი];

·        სწორედ ეს მოტივი[შეუწყნარებლობა-სიძულვილი] უნდა იყს მკვლელობის განზრახვოს წარმოსობის საფუზველი;

·        თუ ასეთი რამ არ მტკიცდება,მაშინ მკვლელობის ამ დამამძიმებელი გარემოებით კვალიფიკაცია შეუძლებელია.

·        მუხ.109“ზ’’-ით გათვალისწინებული მკვლელობის ჩადენა,როგორც წესი ხდება პირდაპირი განზრახვით;

დამნაშავეს შეიძლება სურდეს მხოლოდ სიკვდილის დადგომა,თუმცა არაა გამორიცხული,მისთვის ერთნაირად იყოს სასურველი როგორც სიკვდილის,ისე ჯანმრთელობის დაზიანების გამოწვევა.ასეთ დროს  უფრო სამართლიანი იქნება ქმედედება დაკვალიფიცირდეს დამდგარი შედეგის მიხედვით

 

ასევე შესაძლოა, დამნაშავისთვის ერთნაირად იყოს სასურველი რომელიმე ერის(თუ რასის) წარმომადგენელ პირთაგან ერთ-ერთის სიკვდილის დადგომა[არა ყველასი]

 

[იხ. პირველი მაგალითი გვ 64]

 

არაა გამორიცხული ამ  [შეუწნარებლობის-სიძულვილის] მოტივით მკვლელობა ჩადენილი იყოს არაპირდაპირი განზრახვით;

ეს ის შემთხვევაა როცა პირი რელიგიური ტუ სხვა სახის შეუწყნარებლობის მოტივიტ სჩადის ქმედებას პირდაპირი განზრახვით,ამავე დროს არ გამორიცხავს ამას შეიძლება მოჰყვეს უფრო მძიმე შედეგი[ ადამიანის სიკვდილი],რაც არ სურს ,მაგრამ შეგნებულად უშვებს მის დადგომას

 

[იხ. მე-2 მგალითი გვ 64]

 

 

თ) მკვლელობა გენდერის ნიშნით[მუხ.109“თ’’]

 

·        ეს გარემოება დამძიმბულიასუბიექტური[პერსონალური ] ნიშნით- მოტივით;

·        ამდენად ,მომეტებულია „ბრალის’’ ხარისხი[ და არა „უმართლობის’’ ხარისხი;

·        ამიტომ თანაამსრულებლის და თანამონაწილის ქმ,ედების კვალიფიკაციისთვის უნდა ვისარგებლოთ სსკ-ის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესით

·        გენდერი- განიმარტება როგორც „სოციალური სქესი’’

ანუ განსხვავება მამაკაცსა და ქალს შორის,რომელიც განპირობებულია არა ბიოლოგიური მოცემულობით,არამედ სოციალური მოცემულობით[სპეციალური სოციალური ფუნქციებით საზოგადოებაში,ასევე კულტურული სტერეოტიპებით]

·        ამდენად იგი[გენდერი] მიჩნეულია ერთგვარ სოციოკულტურულ ფენომენად,რომელიც ასახავს მამაკაცად და ქალად ყოფნის თავისებურებებს ამა თუ იმ საზოგადოებაში;

·        ამდენად,“გენდერი’’ განიხილება არა როგორც ბიოლოგიური სქესი ,არამედ როგორც „სოციალური სქესი’’

·        მკვლელობაში „გენდერის ნიშნით’’ იგულისხმება შემთხვევა,როცა მკვლელობის მოტივი ხდება მსხვერპლის გენდერული კუთვნილება,ანუ პირის ბიოლოგიური სქესის ,მის სოციალურ ფუნქციასთან შეუთავსებლობა[სოციალური ფუნქციის შესრულების მოლოდინის გაცრუება.]

·        ამიტომ მუხ.109“თ’’-თი მკვლელობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს,რომ ამ მკვლელობის დომინანტი მოტივი სწორედ მსხვერპლის „გენდერული კუთვნილება’’ ანუ „სოციალური სქესი’’ იყო;

        [იხ. მაგალითი გვ.65]

·        მოქმედი კანონმდებლობით „გენდერულ ნიშანში’’ არ იგულისხმება  პირის „გენდერული იდენტობა’’

·        „გენდერული იდენტობა’’  არის ის თუ გენდერის რომელ სახეს მიაკუთვნებს პირი საკუთარ თავს;

·        განსხვავებით „გენდერული ნიშნისგან’’[რაც პირის ბუნებრივი სქესობრივი კუთვნილებიდან გამომდინარეობს],“გენდერული იდენტობა’’ გულისხმობს თავად ამ პირის არჩევანს,მიაკუთვნოს საკუთარი ტავი რომელიმე სქესს.

·        არაა გამორიცხული პირი ორივე სქესის წარმომადგენლად თვლიდეს საკუთარ თავს;[ე.წ. „გაურკვეველი იდენტობა’’]

·        ტრანსგენდერის შემთხვევაში ადამიანის დაბადებისას მინიჭებული ბიოლოგიური სქესი და მისი შინაგანი „გენდერული იდენტობა“ არ ემტხვევა ერთმანეთს;

·        ასევე საინტერესო შემთხვევაა,როცა პირს დაბადებიდან აღენიშნება ორივე სქესისთვის დამახასიათებელი ნიშნები[ ე.წ. „ჰერმაფროდიტი’’],ანუ როცა ჯერ კიდევ საბოლოოდ არაა გარკვეული მისი ბიოლოგიური გენდერული კუთვნილება;

·        ამ დროს პირი,შესაძლოა,საკუთარ თავს რომელიმე გენდერს[მაგ. ქალს] მიაკუთვნებდეს და შესაბამის სოციალურ ფუნქციას იღებდეს;

 

·        საინტერესოა ჩაითვლება თუ არა ასეთი პირის[ჰერმაფროდიტის] მკვლელობა „გენდერის ნისნით მკვლელობად[მუხ.109“თ’’] ?

                [იხ. მაგალითი გვ.66]

·        ასეთი კაზუსის დროს აქცენტი უნდა გაკეტდეს იმაზე,რომ პირს ბიოლოგიურად არ აქვს ცალსახად გამოსახული სქესობრივი ნიანი[ორივე სქესის ნიშანი აქვს] და ამგვარად სქესობრივი კუთვნილების საკითხი მხოლოდ მის გენდერულ იდენტობაზეა’’[ანუ მის შინაგან განწყობაზეა] დამოკიდებული;

·        ამდენად ,ესეთი შემტხვევა[იგგულისხმება მაგალითში მოყვანილი შემთხვევა] არა „გენდერის ნიშნით’’,არამედ „გენდერული იდენტობის’’ გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს და მაგალითში განხილულ შემტხვევას მუხ.109“თ’’-თი ვერ დავაკვალიფიცირებთ.  მაგალითში მოყვანილი ქმედება[მკვლელობა] დაკვალიფიცირდება 108-ე მუხლით[თუ სახეზე არ იყო სხვა დამამძიმებელი გარემოება  109-ე მუხლიდან[ოღონდ არა „თ’’]

 

·        ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ეერთი მხრივ, „მკვლელობა ჩხუბში’’ ან „მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე’’ ,ან „მკვლელობა  ეჭვიანობის ნიადაგზე’’  და მეორე მხრივ,  „მკვლელობა გენდერის ნიშნით’’

·        თუ მკვლელობის მოტივია არა „გენდერის ნიშანი’’,არამედ სხვა პირადი მოტივი [მაგ. შურისძიება,ან ეჭვიანობა ] ,მაშინ ქმედება[მკვლელობა] უნდა დაკვალიფიცირდეს 108-ე მუხლით[თუ სახეზე არაა 109-ე მუხლში  მითთებული  სხვა  რომელიმე დამამძიმებელი გარემოება]

 

         [იხ. პირველი მაგალითი  გვ.67]

         [იხ. მე-2 მაგალითი გვ. 67]

         [იხ. მე-3 მაგალითი გვ.67]

 

·        ბრალის ფორმა- „მკვლელობა გენდერის ნიშნიტ შეიძლება ჩადენილ იყოს,როგორც პირდაპი,ისე არაპირდაპირი განზრახვით;

·        თუკი პირდაპირი განზრახვით ჩადენილმა ქმედებამ არ გამოიწვია მსხვერპლის სიკვდილი,ქმედება დაკვალიფიცირდება ამ დამმძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობად[მუხ. 19.109“თ’’]

·        ხოლო თუ დამნაშავე მოქმედებს არაპირდაპირი განზრახვით,ქმედება დაკვალიფიცირდება  არა მკვლელობის მცდელობად გენდერის ნიშნით,არამედ დამდგარი შედეგის მიხედვით;

 

[იხ. მე-4 მაგალითი გვ.68]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები