"მკვლელობის'' ცნება და ზოგადი დახასიათება.განზრახი მკვლელობა (მუხლი 108-ე)
დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ- ცნება და ზოგადი დახასიათება.
(მკვლელობის ცნება და ზოგადი დახასიათება.)
·
ადამიანის
უფლება სიცოცხლეზე აღიარებულია ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციით მუხ.3 და
საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით[„ადამიანის სიცოცხლე
დაცულია.სიკვდილით დასჯაც აკრძალულია’’].
·
ადამიანის სიცოცხლის
დაცვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სისხლის სამართალს.
·
სისხლის სამართლის
კერძო ნაწილი ადამიანის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაულით იხსნება
ხ
·
„ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს’’ წარმოადგენს კოდექსით გათვალისწინებულ ნორმათა
ერთობლიობა, ქმედებები რომლებიც მიმართულია ადამიანის ძირითადი
უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ
ხ
·
პირველ რიგში, უნდა შევჩერდეტ „ ადამიანის სიცოცხლის
წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა’’ კარზე
·
ამ კარში გათვალისწინებულ დანაშაულთაგან ყველაზე
მძიმეა ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობა.
ხ
·
სიცოცხლის
წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ამსრულებელია კანონით
დადგენილ ასაკს მიღწეული,ბრალუნარიანი ფიზიკური პირი
ხ
·
სისხლის სამართალი
იცავს ადამიანის სიცოცხლეს მისი დაბადებიდან გარდაცვალებამდე;
·
ამიტომ ქმედების დანაშაულად სწორი კვალიფიკაციისთვის
დადგენილ უნდა იქნეს მოკლულის ა) სიცოცხლის დასაწყისის და ბ)
გარდაცვალების მომენტები
ხ
·
პირველ
ფაქტობრივ წინაპირობად უნდა დადგინდეს,რომ სიცოცხლის ხელყოფა მიმართული იყო იმ ადამიანისკენ,რომელიც დაბადებულია(!)
·
სამედიცინო და
იურიდიულ მეცნიერებასა და პრაქტიკაში გაბატონებული შეხედულებით,ადამიანის
სიცოცხლის დასაწყისად ითვლება მისი დაბადების პროცესი(!)
·
ამიტომ ბავშვის
სიცოცხლე მკვლელობისგან სს-ის დაცვის ობიექტად შეიძლება იყოს მშობიარობის დაწყების მომენტიდან; ე.ი. მკვლელობაა არა
მარტო უკვე დაბადებული ბავშვისთვის სიცოცხლის მოსპობა,არამედ მისი მოკვლა მშობიარობის პროცესში;
·
ჩვენი
კანონმდებლობით ემბრიონის[ფეტუსის] სიცოცხლე არ ითვლება სს-ის დაცვის
ობიექტად;თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ საერთოდ არაა დაცული სს-ვი წესით;
·
ფეტუსის სიცოცხლე
წარმოადგენს სს-ვი დაცვის „დამატებით
ობიექტს’’ მაგ. სსკ 109-ე მუხლით დამამძიმებელ გარემოებად ითვლება წინასწარი შეცნობით
ორსული ქალის მკვლელობა.
·
მკვლელობად არ
ითვლება აბორტიც,რომელიც სათანადო წინაპირობების არსებობისას დაშვებულია
საქართველოს კანონმდებლობით
·
საქართველოში
[გერმანიისგან განსხვავებით]მკვლელობად არ ითვლება უკანონო აბორტი,რომლის
ამსრულებელია არა თავად დედა,არამედ სხვა პირი[მაგ. მედიცინის მუშაკი].ამ დროსაც
ფეტუსი არის სს-ვი დაცვის არა ძირითადი
ობიექტი არამედ „დამატებითი ობიექტი’’[ ამ საკიტხს მოგვიანებიტ დაწვრილებით
განვიხილავთ „უკანონო აბორტის ‘’ განხილვისას]
ხ
·
მეორე ფაქტობრივი
წინაპირობაა სიკვდილის დადგომის
მომენტის განსაზღვრა[ამ მომენტის დაგომის მერე ადამიანის სიცოცხლის სს-ვი დაცვა უაზრობად იქცევა]
·
სიკვდილის დადგომის მომენტი
ექიმების და იურისტბს შორის დისკუსიის საგანი იყო ბოლო დრომდე;
·
ზოგიერტი თვლიდა რომ
ადამიანის სიკვდილის მომენტი დგება სუნთქვის შეწყვეტის და გულის გაჩერების
მომენტიდან
·
სხვები კი
ამტკიცებდნენ ,რომ გულის გაჩერება ადამიანის სიკვდილის აბსოლუტურ მტკიცებულებას’’
არ წარმოადგენს;
·
სიკვდილის დადგომის უდავო ნიშნად იტვლება თავის ტვინის და ცენტრალური ნერვული
სისტემის ორგანული ცვლილების მომენტი
·
ამ ცვლილებების დადგომამდე ადამიანის სიკვდილი კლინიკურ სიკვდილად ითვლება;
·
არის შემთხვევები,როდესაც
კლინიკური სიკვდილის სემდეგ შესაძლებელი ხდება სუნთქვისა და გულისცემის
აღდგენა.რეანიმატოლოგიის სფეროში მიღწევებმა შეცვალა მიდგომა სიკვდილის,როგორც ერთმომენტიანი
მოვლენისადმი.ამჟამად სიკვდილს განიხილავენ როგორც
დროში გაწელილ პროცესს
ხ
დაიმახსოვრე:
·
ადამიანის სიკვდილის დადგომას მოწმობს მხოლოდ
ბიოლოგიური(და არა კლინიკური ) სიკვდილი.,ანუ
ორგანიზმის როგორც მთლიანის დაღუპვის შეუქცევადი მდგომარეობა,როდესაც შეწყვეტილია
გულისცემა და სუნთქვა,მსხვილ არტერიებში დაკარგულია პულსი,აღარ არსებობს ცენტრალური
ნერვული სისტემის ფუნქცია.
·
ბიოლოგიური და
კლინიკური სიკვდილის გამიჯვნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს გვამური დონაციის
საკიტხებთან მიმართებაშიც,რადგან გვამიდან რაიმე ორგანოს ამოღება ტრანსპლატაციის
მიზნით შესაძლებელია მხოლოდ ბიოლოგიური სიკვდილის დადგომის შემდეგ.
ხ
·
რაც შეეხება
შემთხვევას,როცა ადგილი აქვს ხელყოფას გვამზე,რომელიც შეცდომით ცოცხალ ადამიანად
იქნა აღქმული,უნდა განხილულ იქნეს,როგორც „მკვლელობის
მცდელობა უვარგის ობიექტზე’’
ხხხხ
·
„ფაქტობრივ
წინაპირობათა’’ გარდა,ქმედების ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულად ცნობისათვის აუცილებელია „იურიდიულ წანამძღვართა’’ არსებობა და მათ შორის „ მართლწინააღმდეგობის’’ და „ბრალეულობის’’ დადგენა;
·
საქმე ისაა ,რომ
„ძალადობრივ სიკვდილს’’ შეიძლება „მართლზომიერი ხასიათი’’
ჰქონდეს[მაგ. თუ ქმედება ჩადენილია „აუცილებელი
მოგერიების’’ მდგომარეობაში ,ან კიდევ „ადამიანისტვის
სიცოცხლის მოსპობა ომში ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს’’]
ხხხხ
·
„ადამიანის
სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები’’ იყოფა ორ ჯუფად:
1.
„მკვლელობები’’[სსკ 108-114 მუხლები]
2.
„სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები’’[სსკ 115-ე და 116-ე მუხლები]
ხ
·
წარსულში
„მკვლელობას ‘’განიხილავდნენ როგორც „სხვა ადამიანისთვის
მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად
(ანუ განზრახ ან გაუფრთხილებლობიტ)
სიცოცხლის მოსპობა’’
·
1960 წლის სს
კოდექსით „განზრახი მკვლელობის’’
გვერდით არსებობდა „გაუფრთხილებლობით
მკვლელობის’’ მუხლიც
·
შემდეგ კანონმდებელმა გაიზიარა დოქტრინაში გამოთქმული
მოსაზრება,რომლის თანახმად მკვლელობა
შეიძლება ჩადენილ იქნას მხოლოდ -განზრახ. არ შეიძლება მკვლელი ეწოდოს იმას,ვისმა
ქმედებამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია სხვისი სიცოცხლის მოსპობა.
·
ამიტომ,2000 წლის სს
კოდექსი უკვე იტვალისწინებს არა „გაუფრთხილებლობიტ მკვლელობის ‘’ მუხლს ,არამედ „სხვისი სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით’’
[მუხ.116]
·
ამდენად „სხვისი სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით’’
არ არის მკვლელობის ერთ-ერთი სახე. იგი არის სიცოცხლის
წინააღმდეგ მიმართული „სხვა დანაშაული’’ [ სსკ 115-ე მუხლთან ერთად]
ხ
„მკვლელობის’’ ცნება
·
სს კოდექსში „მკვლელობის’’ დისპოზიცია
„მარტივია’’ ,ანუ მასში აღწერილი არ არის „დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები’’
·
საქართველოს სისხლის
სამართლის თანამედროვე მეცნიერებაში „მკვლელობა“ განმარტებულია
როგორც „სხვისი სიცოცხლის
მართლსაწინააღმდეგო და განზრახი მოსპობა’’
·
დაიმახსოვრე:
ამდენად მკვლელობად იტვლება სხვა ადამიანის სიცოცხლის მხოლოდ
განზრახ(როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი
განზრახვით ) მოსპობა ;
ხ
·
„თვითმლკვლელობასა’’
და „მკვლელობას’’ შორის საერთო ისაა,რომ ორივე შემთხვევაში ხელყოფის ობიექტია
„ადამიანის სიცოცხლე’’
·
მაგრამ „თვითმკვლელობის’’
დროს „დაზარალებული’’ და „ქმედების სუბიექტი’’[მკვლელი] ერთმანეთს ემთხვევა.
·
თვითმკვლელობის
დროს პირი სხვა ადამიანს კი არ უსპობს სიცოცხლეს ,არამედ საკუთარ თავს.
·
მოქმედი სისხლის
სამართლის კოდექსი თვითმკვლელობის
მცდელობის შედეგად ცოცხლად დარჩენილი პირისათვის რაიმე სახის სს-ვი
პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.
·
ხოლო რაც შეეხება
პირის თვიტმკვლელობამდე ან მმის
მცდელობამდე მიყვანას,ეს უკვე დასჯადი ქმედებაა,რის შესახებაც მოგვიანებით
ვისაუბრებთ[ მუხ.115-ე]
ხ
·
„მკვლელობა’’ ე.წ.
„შრეული უმოქმედობის დელიქტია’’ ,ანუ მკვლელობის „ობიექტური შემადგენლობა’’
შეიძლება განხორციელდეს ,როგორც
მოქმედებით ,ისე უმოქმედობით[ მუხ. 8 ნაწ. მე-3]
·
უმეტეს შემთხვევებში
„განზრახი მკვლელობა ‘’ ხდება მოქმედებით;
ხ
მკვლელობა
„უმოქმედობით’’
·
„უმოქმედობით მკვლელობის’’ ჩასადენად საჭიროა,კუმულაციურად სახეზე იყოს სს
კანონმდებლობით გათვალისწინებული
რამდენიმე წინაპირობა:
1.
სპეციციალური
სუბიექტი- ე.წ. „სამართლებრივი გარანტი’’
2.
მას უნდა ჰქონდეს
შესაძლებლობა შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება
3.
უნდა დამტკიცდეს
,რომ შესაძლო და სავალდებულო მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული
მაგ.
დედამ გადაწყვიტა ცვილის თავიდან მოშორება და
შეუწყვიტა საკვების მიცემა.ბავშვი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.გამოკვლევით
დადგინდა,რომ სიკვდილის მიზეზი იყო ბავშვის გულის თანდაყოლილი მანკი. ექსპერტიზით
ვერ დადგინდა ,ჩვილის სათანადო კვების შემთხვევაში ამჯერად სასიკვდილო შედეგი
დადგებოდა ტუ არა.ვინაიდან ყოველგვარი ეჭვი პირის სასარგებლოდ უნდა
გადაწყდეს,ამგვარი სამეცინო დასკვნა იმას ნიშნავს,რომ „ვერ დადგინდა უმოქმედობის
მიზეზობრიობის მე-3 პირობა[სავალდებულო და შესაძლო მოქმედებით შედეგი თავიდან
იქმებოდა აცილებული]
ამდენად [დედის] ქმედება დაკვალიფიცირდება,როგორც
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობა [მუხ.
19-ე და მუხ 109-ე პუნქტი „ე’’ და „კ’’] ჩადენილი უმოქმედობით და არა როგორც
დამთავრებული მკვლელობა ჩადენილი
უმოქმედობით.
მაგ.2
დედამ
მკვლელობის მიზნით საკვების მიცემა შეუწყვიტა ჩვილს.ეს ფაქტი შეიტყო მასთან დროებით
მცხოვრებმა ნატესავმა,რომელიც ყველაფერს მიხვდა.სტუმარმა არაფერი იღონა ბავშვის
გადასარჩენად,რაც ტავისუფლად შეეძლო.ამასთან მან ეს ფაქტი არშეატყობინა სათანადო
სახელმწიფო ორგანოს.ბავშვი რამდენიმე დეში გარდაიცვალა.სიკვდილის მიზეზი იყო
შიმშილი.
დედის ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც
„არასრულწლოვანისა და ოჯახის წევრის მკკვლელობა
ცადენილი უმოქმედობიტ’’
რაც შეეხება სტუმარს,რომელიც არ იყო „სამარტლებრივი
გარანტი’’,მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს როგორც „უმოქმედობით ჩასენილი
მკვლელობა’’[რადგან სახეზე არაა სსკ-მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის პირველი
პირობა-სპეც.სუბიექტი) მისი უმოქმედობა დაკვალიფიცირდება როგორც „დაუხმარებლობა’’[სსკ
129-ე მუხ.]
მკვლელობა
„მოქმედებით’’
·
მკვლელობა“მოქმედებით’’
შეიძლება განხორციელდეს როგორც
ფიზიკური,ისე ფსიქიკური ზემოქმედებით.
·
ე.წ. „ფსიქიკურმა
ტრამვამ’’ სათანადო გარენოებებისას შეიძლება გამოიწვიოს გულითა და სისხლძარღვოვანი
სისტემით დაავადებული ადამიანის სიკვდილი[ გაიხსენე „ბასკერვილების ძაღლი’’ ]
·
მკვლელობად უნდა
ჩაითვალოს პირის მოქმედება,რომელმაც იცის დაზარალებულის ავადმყოფობის შესახებ და
მისთვის სიცოცხლის მოსპობის მიზნით,ფსიქიკურ
ტრამვას აყენებს მას.
მაგ.1
პეტრეს მართებს ვასოს ვალი,რომლის დაბრუნება არ
სურს.მან იცის,რომ ვასომ ახლახანს გაიკეტა გულის მძიმე
ოპერაცია.შესაბამისად,მისთვის მცირეოდენი ემოციური დაძაბვაც კი კატეგორიულად
დაუშვებელია და შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს.მან დაურეკა ვასოს,როგორც
თითქოს სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა და აუწყა,ვიტომც ვასოს ერტადერთი შვილი
ავარიაში მოჰყვა და დაიღუპა.ამ ინფორმაციის გამო ვასოს გულის შეტევა დაემარტა და
სიკვდილს ძლივს გადაარჩინეს;
პეტრეს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს,როგორც
„ანგარებით მკვლელობის მცდელობა[ მუხ.19 ,
მუხ 109) რომლის ჩასადენად გამოყენებულ იქნა ფსიქიკური ზემოქმედების ხერხი.
ხ
·
მკვლელობად უნდა
ჩაიტვალოს ასევე იმ პირის
თვითმკვლელობამდე მიყვანა,რომელსაც არ შეუძლია ამ აქტის გაცნობიერება.[მაგ.
მცირეწლოვანის ან ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეურაცხადი პირის შეგულიანება
თვითმკვლელობისკენ(შუალობითი ამსრულებლობა)
ხ
·
მკვლელობად უნდა
დაკვალიფიცირდეს მე-2 პირისთვის
გამოუვალი(და არა გაუსაძლისი) ვითარების შექმნა იმ მიზნით,რომ მან თავი მოიკლას;
·
ეს იისეთი ვითარების
შექმნაა,როცა მსხვერპლს აქვს მხოლოდ ორი არჩევანი. დაემორჩილოს მოძალადეთა
მოთხოვნას და მოიკლას თავი,რითაც გადაარჩინოს მისთვის უფრო ძვირფასი სამართლებრივი
სიკეთე(მაგ. მისი შვილის სიცოცხლე),ანდა შეეგუოს იმას,რომ მისთვის უფრო ძვირფადი
სამართლებრივი სიკეთე ხელყოფილი იქნება.
·
მესამე ფამოსავალი
არ არსებობს იმის გამო,ეს ან ფიზიკურადაა შეუძლებელი(მოძალადენი თავზე ადგანან),ანდა
ყოველგვარი მცდელობა,არ დაემორჩილოს ბრძანებას,აბსოლუტურად უშედეგო იქნება.პირიქით
შეიძლება,უფრო მძიმე შედეგით დამთავრდეს.
·
მსგავსი შემტხვევა
უნდა დაკვალიფიცირდეს არა
„თვითმკვლელობამდე მიყვანად’’[ მუხ 115]
,არამედ „მკვლელობად შუალობითი
ამსრულებლობით’’
·
კერძოდ სახეზეა „შუალობითი ამსრულებლობის’’ ის შემთხვევა,როცა
დამნაშავე იყენებს ისეთ პირს,ვისაც „სხვა გარემოების’’ გამო [თვითმკვლელობის
მცდელობა არაა საჯადი] არ დაეკისრება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა
ხხხ
მკვლელობის ჩადენის ხერხების
შესახებ
·
მკვლელობის ჩადენის
ხერხი მრავალგვარია
·
მკვლელობის ჩადენის ხერხს მნიშვნელობა
არ ენიჭება ქმედების
მკვლელობად ცნობისას;
·
თუმცა „ხერხის’’ დადგენა ყველა შემთხვევაში საჭიროა
რადგან ა) მას აქვს მტკიცებულებითი
მნიშვნელობა და ბ) იგი მხედველობაში
მიიღება სასჯელის დანიშვნისას;
·
მკვლელობა შეიძლება
ჩადენილ იქნრს : პირის დახრჩობით,მოწამვლით,ცივი ან
ცეცხლსასროლი იარაღით,ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, და ა.შ.
·
მკვლელობის ხერხის
დადგენას ზოგჯერ დიდი მნიშვნელობა აქვს ქმედების კვალიფიკაციისთვის;
·
კანოონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში „მკვლელობის ხერხი’’,მკვლელობას
„დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ
მკვლელობად’’ გადააქცევს.[ მაგ. ასეთი ხერხი შეიძლება იყოს : „გამნსაკუტრებული
სისასტიკე’’ ან „საყოველტაოდ საშიში
საშუალების გამოყენება’’]
ხ
მკვლელობა
დამთავრებული დანაშაულია
·
ყველა სახის
მკვლელობა მატერიალური შშემადგენლობისაა;
·
მკვლელობა „დამთავრებულია’’
მართლსაწინააღმდეგო შედეგის,ანუ სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან;
·
წინააღმდეგ
შემთხვევაში,შეიძლება ადგილი ქონდეს „მკვლელობის
მცდელობას’’ ან „მკვლელობის მომზადებას’’
ხ
„მიზეზობრივი კავშირი’’
·
პირის მოქმედებასა თუ უმოქმეფობას,ერთი მხრივ და სიკვდილის
დადგომას შორის,მეორე მხრივ,უნდა არსებობდეს „მიზეზობრივი კავშირი’’
·
„მიზეზობრივი
კავშირის’’ არსებობისთვის აუცილებელია,რომ დამნაშავის ქმედება დროში წინ უსწრებდეს სიკვდილს და იყოს მისი
ერთ-ერთი აუცილებელი პირობა,რომლის გარეშეც მოცემულ კონკრეტულ შემტხვევაში
სიკვდილი არ დადგებოდა.
·
თუ პირის ქმედებასა
და დამდგარ შედეგს[სხვა პირის სიკვდილს]
შორის „მიზეზობრივი კავშირი’’ ვერ დგინდება,ქმედება მკვლელობად[ვერც სხვისი სიცოცხლის ფაუფრთხილებელ
მოსპობად] ვერ დაკვალიფიცირდება.თუმცა შესაძლოა
დაკვალიფიცირდეს მკვლელობის მცდელობად
მაგ.
პეტრეს ჩხუბი მოუვიდა მასთან სტუმრად მყოფ
პავლესთან. მან ხელი დაავლო პავლეს მიათრია ბინის კარამდე და მუცლის არეში წიხლის
ძლიერი ჩარტყმით კარებში გააგდო.მტვრალი პავლე როგორც იქნა წამოდგა ფეხზე და
დაიწყო სადარბაზოს კიბეებზე ჩასვლა.მას ძლიერი სიმთვრალის გამო მოძრაობა უჭირდა და
კიბის ყოველ მოსახვევთან მუცლით მოწყვეტით ეცემოდა კიბის რკინის სახელურზე. ასე
მოხდა დაახლოებით 3-4 ჯერ. შუა ღამით,ბინაში ყოფნისას პავლემ მუცლის არეში ძლიერი
ტკივილი იგრძნო.იგი სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში,მაგრამ ვერ
გადაარჩინეს.პათოლოგიური გამოკვლევით[გვამის გაკვეთით] დადგინდა,რომ სიკვდილი
დადგა კუჭის გახეთქვის გამო,რაც გამოწვეული იყო მყარი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით
საქმის მასალებით ვერ დაგინდა პავლეს კუჭის
გახეთქვა გამოწვეული იყო პეტრეს მიერ ძლიერად ჩარტყმული წიხლით,თუ იმით ,რომ
მტვრალი პავლე რამდენჯერმე მოწყვეტით მუცლით დაეცა კიბის რკინის მოაჯირზე.
ვინაიდან ყველა ეჭვი უნდა გადაწყდეს პირის
სასარგებლოდ,ამდენად ამ საქმეში დადგენილი არაა“მიზეზობრივი კავშირი’’ პეტრეს
ქმედებასა[მუცელში წიხლის ძლიერად ჩარტყმასა და დამდგარ შედეგს[პავლეს სიკვდილს]
შორის;
პეტრეს ქმედებაში არც მსხვერპლის მოკვლის
განზრახვაა დადგენილი.
შესაბამისად ჩადენილი ქმედება არ დაკვალიფიცირდება
არც მკვლელობად[ან თუნდაც მკვლელობის
მცდელობად] და არც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობად;
პეტრეს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს „ძალადობად’’[სსკ 126-ე მუხლი]
ხ
„სუბიექტური
მხარე’’
·
სუბიექტური მხრეს
ანუ მკვლელობის „მოტივს’’
და „მიზანს’’,როგორც წესი არ აქვთ მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა;
·
მოტივი ან მიზანიშეიძლება
იყოს ეჭვიანობა,შურისძიება,შური,სიძულვილი,თავის
გამოჩენის,გაჭირვებულის დახმარების და ა.შ.
·
თუკი რომელიმე მოტივი (მაგ. ანგარება),ან მიზანი(მაგ. დანაშაულის დაფარვა’’)
წარმოადგენს მკვლელობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას,რა ტქმა უნდა,ამ დროს იგი უკვე ქმნის ამ უმარტლობის
დამამძიმებელ გარემოებას 109-ე მუხლის შესაბამისი ქვეპუნტის მიხედვით
ხ
„ბრალის ფორმა’’
·
„ბრალის ფორმის’’
მიხედვიტ მკვლელობა განზრახი
დანაშაულია;
·
მკვლელობის ჩადენა
შესაძლებელია როგორც პირდაპირი,ისე არაპირდაპირი განზრახვით;[საკითხავია
რამდენად შესაძლებელია „მკვლელობის მცდელობა არაპირდაპირი განზრახვისას’’]
ხ
საკანონმდებლო ცვლილებები
·
„სიცოცხლის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის’’ 108-ე ,109-ე
და 115-ე მუხლებს[ასევე ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული
განზრახი დანაშაულის ‘’ ზოგიერთ მუხლს] 2018
წელს დაემატა „დამატებითი სასჯელის’’ ახალი სახე: - „ იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ’’
·
იარაღში იგულისხმება
როგორც ცეცხლსასროლი,ისე ცივი იარაღი.[ამათზე საუბარია კანონში „იარაღის შესახებ’’]
ხხხხხხხხხ
·
2022 წელს [ 26
მაისი]გატარდა საკანონმდებლო ცვლილება,რომლის შესაბამისად შეიცვალა დამამძიმებელ
გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის[მუხ. 109]
ტექნიკური მხარე-იგი კვლავ ერთნაწილიანი გახდა.
·
109-ე მუხლს დაემატა ახალი დამამძიმებელი რემოება[
მკვლელობა შეზღუდული შესაძლებლობის პირისა]
·
გამკაცრდა 109-ე
მუხლისათვის დაწესებული საჯელი[დაწესდა
თავისუფლების აღკვეთა ვადით 16 წლიდან- 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა]
·
გამკაცრდა სსკ 108-ე
მუხლით[მარტივი მკვლელობა] დაწესებული სასჯელი,დაახლოვდა თავისუფლების აღკვეტი
მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი-დაწესდა თავისუფლების აღკვეთა 10-დან-15 წლამდე[
ადრე იყო 7-დან -15 წლამდე]
·
ეს საკანონმდებლო
ცვლილებები არ გავრცელდება იმ პირთა
მიმართ,რომლებმაც ქმედება ჩაიდინეს ,ამ საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში
სესვლამდე.[ სსკ ის მე-3 მუხლის 1 ნაწილით „სს კანონს ,რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს
სასჯელს უკუძალა არ აქვს;’’
ხ
განზრახი
მკვლელობა (მუხლი 108-ე)
ანუ
[„მარტივი მკვლელობა’’ (108-ე მ.).]
·
სსკ-ის 108-ე
მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას
განზრახი მკვლელობისათვის;
·
აქ მოცემულოა ამ სახის
დანაშაულის ძირითადი შემადგენლობა
·
განზრახ მკვლელობას ხშირად „მარტივ მკვლელობასაც’’ უწოდებენ.[რადგან
ეს შემადგენლობა არ გულისხმობა არც“მაკვალიფიცირებელ შემადგენლობებს’’(ანუ დამამძიმებელ
გარემოებებს) და არც პრივილიგიურ
შემადგენლობებს’’ ა(ანუ შემამსუბუქებელ გარემოებების)
არსებობას]
ხ
·
108-ე მუხლის დისპოზიციაში არ არის მოცემული
მკვლელობის ობიექტური ან სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები
·
სისხლის სამართლის
კოდექსში პირდაპირ არაა მითითებული თუ რა შემთხვევაში
დაკვალიფიცირდება ქმედება 108-ე მუხლით.
·
ამიტომ ,იმის გასარკვევად,თუ რა
შემთხვევაში გამოიყენება 108-ე მუხლი,უნდა გამოირიცხოს
მკვლელობის როგორც დამამძიმებელი ,ისე
შემამსუბუქებელი გარემოებანი.(!)
ხ
·
სასამართლო
პრაქტიკის შესწავლა ცხადყოფს რომ მარტივი(განზრახ
) მკვლელობის ყველაზე ტიპური
შემთხვევებია მკვლელობები ჩადენილი:
1.
ეჭვიანობის
საფუძველზე
2.
შურისძიების
საფუძველზე
3.
ჩხუბის დროს
·
მარტივი(განზრახ ) მკვლელობა - პირად ურთიერთობათა საფუძველზე
აღმოცენებული მკვლელობაა.
ხ
განვიხილოთ შესაბამისი შემთხვევები:
1.ეჭვიანობა
ეჭვიანობის წარმოქმნის
საფუძველია ამა თუ იმ პირის ერთგულებასა თუ სიყვარულში დაეჭვება.
ეჭვიანობა შეიძლება გამოწვეული
იყოს სინამდვილეში არსებული ან მოჩვენებითი ფაქტებით.
მაგ.
გივის გაუჩნდა აზრი,რომ
შეყვარებული მას ღალატობს.ეს აზრი მას თანდათან გაუმძაფრდა,რაც შეყვარებულის
მკვლელობით დასრულდა.
2.შურისძიება
შურისძიების დროს მკვლელობის
მოტივს წარმოადგენს სამაგიეროს გადახდა
პირის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის.
ამასთან,არ აქვს მნიშვნელობა მსხვერპლს მართლაც აქვს ჩადენილი ეს ქმედება თუ არა.
არც იმას აქვს მნიშვნელობა,მსხვერპლად მკვლელი თავად ამ პირს აირჩევს,თუ მის ახლობელს.
მაგ.
ალისამ ირაკლის უარი უთხრა ცოლად
გაყოლაზე.ირაკლიმ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და სამაგიეროს გადახდის მიზნით მოკლა
ალისას სრულწლოვანი შვილი.
ზოგჯერ
„ეჭვიანობა’’ „ შურისძიების“ წარმოშობის
საფუძველია.
ასეთ შემთხვევაში შეიძლება
წარმოიშვას ეჭვიანობის და შურისძიების
მოტივთა კონკურენცია;
ბრალდების ფორმულირების დროს
სიტუაციის შეფასებისას უპირატესობა უნდა
მიეცეს იმ „დომინანტ მოტივს’’,რომლითაც ხელმძღვანელობდა დამნაშავე .[თუმცა ამას განზრახ მკვლელობად კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს]
ამიტომ,აუცილებელია დადგენილ
იქნეს მკვლელობის ნამდვილი მოტივი,რამდენადაც მას შეუძლია გავლენა მოახდინოს დამნაშავისთვის სასჯელის დანიშვნაზე.
მაგ.
პეტრემ შეიტყო,რომ საცოლე
ღალატობს.ამ ნიადაგზე პეტრემ მოკლა იგი.მოცემულ შემთხვევაში მკვლელობის
დომინანტური მოტივია არა ეჭვიანობა იმაზე,რომ საცოლეს იგი არ უყვარს,არამედ
შურისძიება ჩადენილი ღალატის გამო.
ხ
შურისძიება,როგორც მკვლელობის
ჩადენის მოტივი,შეიძლება გამოიწვიოს სხვა ცხოვრებისეულმა
გარემოებებმაც.
მაგალითად :
ა)შეყვარებულის
მიერ შემდგომი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმამ
ბ)მიყენებულმა
პირადმა წყენამ
გ)შეურაცხყოფამ
დ)
და ა.შ.
ხ
არაა გამორიცხული, „შურისძიებით
‘’ჩადენილი მკვლელობა დაკვალიფიცირდეს არა
108-ე ,არამედ 109-ე მუხლით;
კერძოდ,შესაძლოა, „შურისძიების მოტივს’’
თან ერთვოდეს სხვა ისეთი ნიშანიც,რომელიც
მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ
მკვლელობად გადააქცევს.
მაგალითად,მსხვერპლის ან მისი
ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის
კანონის შესაბამისად შესრულებასთან დაკავშირებით(მუხ. 109)
ანდა
შურისძიების მოტივით წინასწარი
შეცნობით ორსული ქალის მკვლელობა(მუხ.109-ე )[პლატონ სამანიშვილი -ასეთი
მკვლელობის მცდელობა ქონდა]
და სხვა.
ხ
„სისხლის
აღება’’ - „შურისძიებაა’’
როცა ვიხილავთ შურისძიების მოტივიტ
ჩადენილი მკვლელობის არსს,უნდა შევეხოთ“ სისხლის
აღების’’ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის საკითხს.
ასეთი სახის მკვლრლობები
წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს ცალკეულ რეგიონებში.(მთიან
მხარეებში)
ტრადიციის ძალით,მოკლულის გვარის
წარმომადგენელი ვალდებული იყო,“აეღო სისხლი’’ მისი გვარის წარმომადგენლის
მკვლელობის გამო-მასაც უნდა მოეკლა მკვლელი ან მისი გვარის რომელიმე
წარმომადგენელი,თუნდაც მკვლელის
შთამომავალი.მაგ. მკვლელის შვილიშვილი.
ამასთან,ეს „ვალდებულება’’ გადაეცემოდა თაობიდან თაობას და რაიმე
ხანდაზმულობის ვადით არ იყო შეზღუდული.
ასევე,არ ჰქონდა მნიშვნელობა
ჩადენილი იყო განზრახი მკვლელობა,თუ „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით’’
„სისხლის აღებით’’
ჩაითვლებოდა,რომ პირმა შესრულა მათი კუთხის მამა-პაპათა ადათ ჩვეულება.
ფაქტობრივად
სახეზეა „შურისძიება’’( სამაგიეროს
მიზღვა) მკვლელობის ჩამდენი პირის გვარის მიმართ.
ამდენად,შეიძლება ითქვას,რომ
„სისხლის აღება’’,გარკვეული თვალსაზრისით,“შურისძიების“ გამოვლინებაა;
საქართველოდ 1960 წლის სს
კოდექსი დამამძიმებელ გარემოებებში
ჩადენილი მკვლელობების სახეებში ერთ-ერთ ქვეპუნქტად ითვალისწინებდა მკვლელობას
„სისხლის აღების’’ ნიადაგზე;
შემდეგში კანონმდებებელმა ეს
ქვეპუნქტი ამოიღო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობების
სახეებიდან,რადგან საქართველოში ასეთი
სახის ტრადიცია უკვე აღარ არსებობს[თუმცა,შესაძლებელია ცალკეულ იშვიათ შემთხვევებს
ისევ ჰქონდეს ადგილი];
ეს იმას ნიშნავს,რომ თუკი
საქართველოში ადგილი ექნება მკვლელობას
სისხლის აღების ნიადაგზე,დღეს მოქმედი
კანონმდებლობით,ქმედება დაკვალიფიცირდება განზრახ მკვლელობად[მუხ.108] და არა დამამძიმებელ გარემოებაში
ჩადენილ მკვლელობად [მუხ.109]
3.„მკვლელობა ჩხუბში’’
·
მკვლელობის ამ სახეს აფუძნებს არა მოტივი ან
მიზანი,არამედ „განსაკუთრებული გარემოება’’-
ორმხრივი
ჩხუბი.
·
ამ დროს ადგილი აქვს პირად ნიადაგზე წარმოშობილ ორმხრივ შელაპარაკებას და შემდეგ
ჩხუბს,რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც
სიტყვიერ ისე ფიზიკურ შეურაცხყოფაში.
მაგ.
პარკში სეირნობისას დავითს შელაპარაკება მოუვიდა უცნობ მირიანთან,რაც მათ შორის სიტყვიერ და
ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.ამ ხელჩართულ ჩხუბში დავითმა ქვა ჩაარტყა
თავში მირიანს და მოკლა;
უმეტესად „ჩხუბში
ჩადენილი მკვლელობის’’ მოტივი - შურისძიებაა,თუმცა
სხვა მოტივიც[მაგ. „ეჭვიანობა’’] არაა გამორიცხული.
ჩხუბში ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციისას
ყურადღება უნდა მიექცეს ჩხუბის წარმოშობის ყველა გარემოებას:
ა) დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს,
ბ)მათში მონაწილეთა ქცევას დაწყებული კონფლიქტის
წარმოშობიდან,დამთავრებული მკვლელობის ჩადენამდე,
გ)პოსტდანაშაულებრივ ქცევას და ა.შ.
ამასთან,აუცილებელია გამოირიცხოს სსკ 109-ე მუხლით
გათვალისწინებული დამამძიმებელივ გარემოებები [მაგ. გამოირიცხოს „ხულიგნური ქვენაგრძნობა’’]
გარდა ამისა ,ასევე უნდა დაგინდეს ხომ არაა
მკვლელობა ჩადენილი პრივილიგირებულ გარემოებაში(მაგ, „უეცრად
აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე’’ ან „აუცილებელი
მოგერიების ფარგლების გადაცილებით’’ )
ასევე უნდა დადგინდეს,ხომ არ ჰქონდა ადგილი „სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას’’,რადგან ჩხუბის
დროს ეს არაა გამორიცხული.
მაგალითი:
მეგობრის ოჯახში სუფრასთან ყოფნისას პეტრეს და
პავლეს ერთმანეთში შეკამატება მოუვიდათ.ისინი გამოვიდნენ ეზოში და იქ გააგრძელეს
კამათი,რაც მალე ჩხუბში და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა,რაშიც ორივე აქტიურად
იყო ჩართული.
ოჯახის პატრონმა მათი დაწყნარება რომ ვერ
შეძლო,სახლიდან სანადირო თოფი გამოიტანა,გაისროლა ჰაერში და მოსთხოვა,შეეწყვიტატ
ერთმანეთის ცემა-ტყეპა.ამ დროს პეტრე მიეჭრა ოჯახის პატრონს და თოფის წართმევა
დაუპირა.ამ ჭიდილში თოფის ლულა ხშირად იცვლიდა მიმართულებას.უცებ პეტრეს
შემთხხვევით ხელი მოუხვდა სასხლეტზე,ტყვია გავარდა და მოხვდა პავლეს,რომელიც
ადგილზევე გარდაიცვალა.
მართალია,პეტრრე და პავლე ტყვიის გავარდნამდე
ერთმანეთში ჩხუბობდნენ მაგრამ პეტრეს მიერ პავლეს სიცოცხლის მოსპობა არ შეიძლება
შეფასდეს,როგორც „მკვლელობა ჩადენილი ჩხუბში’’,რადგანაც მას თოფის სასხლეტზე
შემთხვევით მოუხვდა ხელი,როცა ცდილობდა მის დაუფლებას.
ამდენად ,იგი არ მოქმედებდა იმ განზრახვით,რომ
თოფიდან ტყვია გავარდნილიყო და ამ ფაქტს ვინმეს სიკვდილი მოჰყოლოდა.
მან[პეტრემ] დაარღვია წინდახედულობის ნორმა,როცა
ხელდახელ შეება ოჯახის პატრონს და თოფის წართმევა დაუპირა,რა დროსაც ევალებოდა და
შეეძლო გაეთვალისწინებინა თოფიდან გასროლის შესაძლებლობა.
ამდენად სახეზეა „სიცოხლის მოსპობა
გაუფრთხილებლობით’’ , კერძოდ „დაუდევრობით’’ [ მუხ. 116-ე]
ხ
ყურადღება:
„ჩხუბში ჩადენილი მკვლელობის’’ სწორი
კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ,გაირკვეს დანაშაულის მოტივი.
სასამართლო პრაქტიკაში ხშირად გართულებულია „ჩხუბში
მკვლელობის’’ გამიჯვნა „ ხულიგნური ქვენაგრძნობით
ჩადენილ მკვლელობისგან’’
ამ დროს დიდი
მნიშვნელობა ენიჭება იმის დადგენას:
ა)თუ ვინ იყო ჩხუბის
ინიციატორი,ასევე იმას
ბ)ჰქონდა თუა არა ინიციატორ პირს ჩხუბის წამოწყებისათვის პირადი მოტივი(მაგ.
„შეურაცხყოფა’’)
გ)თუ სახეზე იყო მცირე მნიშვნელობის საბაბი(„ცუდი თვალით
შეხედეს’’)
დ)ანდა, მან ჩხუბი
ყოველგვარი საბაბის გარეშე წამოიწყო.
არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება იმის დადგენას ,თუ ვინ ჩაიდინა მკვლელობა -ჩხუბის უმიზეზოდ წამომწყებმა თუ მეორე პირმა.
ყველაფერი ეს ერთობლიობაში უნდა შეფასდეს.
ხ
·
„განზრახ მკვლელობა’’ უნდა
გაიმიჯნოს მასთან ახლოს მდგომ სხვა დანაშაულებისგან,სისხლის სამართლის 117-ე და 118-ე მუხლებისაგან ,სადაც
მითითებულია „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად
მძიმე დაზიანებაზე,რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა’’
·
ამ მუხლებში პირისათვის სიცოცხლის მოსპობის მიმართ
დამნაშავის დამოკიდებულება გამოიხატება -გაუფრთხილებლობაში.
·
ამდენად სახეზეა ბრალის ორმაგი ფორმა: ჯანმრთელობის
დაზიანების მიმართ სახეზეა -განზრახვა,ხოლო
თანმდევი შედეგის მიმართ- გაუფრთხილებლობა;
·
ამიტომ,ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის აუცილებელია დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის
ყველა ,გარემოება. მათ შორის:
ა) დროში წყვეტის საკითხი ჯანმრთელობის დაზიანებასა და სასიკვდილო
შედეგს შორის
ბ) დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება
გ)სხეულზე მიყენებულ დაზიანებათა რაოდენობა,ხასიათი და
ლოკალიზაცია[მაგ. სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისთვის ჭრილობის მიყენება]
დ) დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავის და
დაზარალებულის ქცევა
ე)მათ შორის არსებული ურთიერთობა და სხვ.
4.“უმოტივო მკვლელობა’’
·
სასამართლო პრაქტიკაში გვხვდება ისეთი
მკვლელობებიც,რომლებსაც ე.წ. „უმოტივო მკვლელობად’’ მიიჩნევენ და ზოგჯერ
დაუსაბუთებლად ხელოვნური მოტივით ჩადენილ
მკვლელობად აკვალიფიცირებენ.
·
რამდენადაც მოტივის დადგენა ვერ
ხერხდება[ბრალდებულს მოტივი „არ ახსოვს“
მკვლელობის სიმთვრალეში ჩადენის გამო,ანდა შეგნებულად არ ამხელს მკვლელობის
მოტივს]
·
დოქტრინაში აღიარებულია,რომ იმ
შემთხვევაში,როდესაც მკვლელობის მოტივი
ვერ დგინდება და ამასთანავე არ არსებობს ამ ხარვეზის შევსების შესაძლებლობა
დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს 108-ე მუხლით[თუ არ არსებოს მკვლელობის დამამძიმებელი
ან შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება]
მაგ „მკვლელობა სიმთვრალეში,როდესაც დამნაშავე ვერ
იხსენებს საქმის გარემოებებს’’[ასეთ დროს მკვლელი პასუხს აგებს 108-ე მუხლით]
5.„დაზარალებულის
თანხმობა’’
·
ვინაიდან „ადამიანის სიცოცხლე’’ აბსოლუტურად დაცული
სიკეთეა,სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს
„დაზარალებულის თანხმობით ჩადენილი მკვლელობა’’[ შენიშვნა: თუ სახეზე არაა 110-ე
მუხლის შემთხვევა]
·
რადგან პირის თანხმობა მოკვდინებაზე არ გამორიცხავს
ქმედების მართლწინააღმდეგობას;
·
ამგვარ მკვლელობას უნდა მივაკუთვნოთ ,მკვლელობა
„ურთიერთშეთანხმებით’’,როდესაც ორი პირი რაიმე მიზეზით შეთანხმდება,ერთად მოიკლან
თავი,მართლაც,შეთანხმებისამებრ,ერთმა მოკლა მეორე მისივე თანხმობით,მაგრამ შემდეგ
თვითმკვლელობა გადაიფიქრა;
·
ასეთ დროს ის პასუხს აგებს „მარტივი მკვლელობისათვის’’
[ანუ 108-ე მუხლით]
6. „შური
‘’
·
ამ დროს პირს სძულს მასზე წარმატებული
ადამიანი,აწუხებს მისი წარმატება,რადგან თავად ვერ აღწევს მას;
·
ამასთან, „შურის’’
მოტივი იმდენად ძლიერია რომ მკვლელობის საფუძველი ხდება.[ამ მოტივით
ჩადენილ მკვლელობაზე საქართველოში არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა]
7. კრიმინალური ავტორიტეტის ნდობის მოპოვების
მიზნით[ანუ მისთვის თავისმოწონების მიზნით] ჩადენილი მკვლელობა
·
პირი ჩადის მკვლელობას რათა მოიპოვოს კრიმინალური
ორგანიზაციის წევრად გახდომის შესაძლებლობა,დაამტკიცოსრომ იგი ამ ორგანიზაციისთვის
„გამოსადეგი’’ პირია;[ ამ მიზნით ჩადენილ მკვლელობაზე საქართველოში არ არსებობს
სასამართლო პრაქტიკა]
8. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისას
ჩადენილი მკვლელობა.
მაგ.
პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა ისეთ ვითარებაში,როცა მას
იარაღის გამოყენების კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა.
იარაღიდან გასროლით მან განზრახ(პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით] ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
9.მკვლელობა,რომელიც
ჩადენილია მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების
საპასუხოდ.
მაგ.
მოხელე
აწყობს მოქალაქის ბინის უკანონო ჩხრეკას,რის საპასუხოდაც მოქალაქემ იგი მოკლა;
10. მსხვერპლის გამოუვალლ მდგომარეობაში ჩაყენება
და თვითმკვლელობის იძულება
·
„შუალობითი ამსრულებლობით ჩადენილ მარტივ
მკვლელობად’’ უნდა დაკვალიფიცირდეს შემთხვევა,როცა დამნაშავე მსხვერპლს „გამოუვალ
მდგომარეობაში’’[ და არა გაუსაძლის მდგომარეობაში] ჩააყენებს ,ანუ დააყენებს
არჩევანის წინაშე- უნდა მოიკლას თავი,თუ არადა უარესად დაზარალდება[მაგ. ოჯახს
ამოუხოცავენ]
·
ამავე დროს გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებულ
მსხვერპლს არ აქვს სხვა პირისათვის ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოსთვის
მიმართვის საშუალება[მოძალადეები თავზე ადგანან] ,ანდა ასეთი მიმართვა ყოველგვარ
აზრს მოკლებულია,რადგან მოძალადეები ამ
კომპეტენტური ორგანოების მაღაჩინოსნები არიან და იგი მათ შემდეგში ვერაფერს
დაუმტკიცებს;
11. როგორც ითქვა 108-ე მუხლით უნდა
დაკვალიფიცირდეს მკვლელობა ჩადენილი „სისხლის აღების’’ ნიადაგზე,როცა პირი მისი
ოჯახის წევრის მკვლელობის საპასუხოდ კლავს მკვლელის ოჯახის წევრს,რათა ტრადიციის
შესაბამისად „აღებულ იქნას სისხლი’’
12. 108-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს ა ,როცა არ
იყო დაცული რისკის მართლზომიერობისთვის აუცილებელი,კანონით[ მუხ. 31-ე ნაწ.2]
გათვალისწინებული წინაპირობები,რამაც პირის სიკვდილი გამოიწვია;
მაგ.მედიცინის მუშაკმა გამოიგონა ახალი პრეპარატი
უკურნებელი სენით დაავადებულთა სამკურნალოდ.მან ამ წამლის მიმართ არ ჩაატარა
კანონით დადგენილი წინასწარი ექსპერიმენტი,ანუ არ მიიღო ყველა ზომა სამართლებრივი
სიკეთის[პაციენტის სიცოცხლის] დაზიანების თავიდან ასცილებლად და პირდაპირ მიაღებინა
იგი[ახალი წამალი] უკურნებელი სენით დაავადებულს,რამაც პაციენტის სიკვდილი
რამდენიმე თვით დააჩქარა;
ამ დროს მკვლელობა ჩადენილია „არაპირდაპირი
განზრახვით’’- რადგან პირს [მედიცინის მუშაკს] გაცნობიერებული ჰქონდა მისი
ქმედების[წინასწარი ექსპერიმენტის გარეშე ახალი პრეპარატის მიცემა
ავადმყოფისატვის] მართლწინააღმდეგობა,ითვალისწინებდა
მართლსაწინააღმდეგო შედეგის[პაციენტის სიკვდილის დაჩქარების] შესაძლებლობას
ამასთან არ
სურდა ასეთი შედეგი[პირიქით, მას პაციენტის გადარჩენა უნდოდა],მაგრამ შეგნებულად უშვებდა[ეგუებოდა]
ასეთ შედეგსაც.
მისი მიზანი
იყო,საბოლოოდ გაერკვია წამლის ეფექტიანობა;
ხ
თუკი მუშაკს მხედველობიდან გამორჩა ახალი
პრეპარატის მიმართ დადგენილი აუცილებელი წინარე პოცედურების ჩატარება[ანდა
წინასწარი ექსპერიმენტის ჩატარება წამლის მიმართ ზედმეტ ფორმალობად ჩათვალა],მაშინ
მისი ქმედება შესაბამისი შედეგის[პაციენტის სიკვდილის დაჩქარება]
დადგომისას,დაკვალიფიცირდება „სხვისი
სიცოცხლის გაუფრთხილებლობით [დაუდევრობით ან თვითიმედოვნებით] მოსპობად’’
[მუხ.116-ე]
Комментарии
Отправить комментарий