ჯანმრთელობისა და სხეულის დაზიანებისთვის დელიქტური პასუხისმგებლობის სპეციფიკა.[მუხ.1007-ე]

 


·        ჯანმრთელობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიკეთეა, რომელიცფიზიკურ პირს დაბადებიდან აქვს.

·        ასეთივე პოზიციაა განმტკიცებული საქართველოს კონსტიტუციაში.

·        ჯანმრთელობის უფლების სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საფუძვლები წარმოდგენილია საქართველოს სამოქალაქო კაოდექსის 408- და 413- მუხლებში (თუმცა, შესაძლებელია სხვა მუხლების მოხმობაც დელიქტური ვალდებულებებიდან 1007-ე , და 1014-ე).

 

    მუხლი 408. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა

 

1. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

2. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

3. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება.

4. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.

 

    მუხლი 413. ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის

 

2. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

 

 

რა არის „ჯანმრთელობა“ იურიდიულად ?

 

·        ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის მდგომარეობა, რის დაზიანებასაც ადამიანის სრული კეთილდღეობის დაკარგვა მოჰყვება.

·        ჯანმრთელობის უფლება აბსლუტური უფლებაა, რადგან მას შეესაბამება ამ უფლების დამრღვევ პირთა თავშეკავების მოვალეობა.

 

რა არის „ჯანმრთელობის დაზიანება’’ ?

·        უპირველეს ყოვლისა ესაა „სხეულის დაზიანება’’ [„სხეული’’, თავის მხრივ, უკავშირდება სხეულებრივი მთლიანობის (ხელშეუხებლობის) დაცვას.]

·        სხეულის დაზიანებაში’’ მოიაზრება ჯანმრთელობისთვის  ზიანის მიყენება, თუმცა არსებობს ჯანმრთელობის ისეთ ხელყოფაც, რომელიც არაა სხეულის დაზიანება, მაგალითად, სულიერი (ფსიქიკური) ზიანი, რომელიც ასევე  სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

·        ამ დაყოფას პრაქტიკული დატვირთვა აქვს, ვინაიდან აზუსტებს, დაზარალებულის რომელი მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

·        ამასთან, სხეულის დაზიანება’’ გულისხმობს ფიზიკური (სხეულებრივი) მთლიანობის ხელყოფას. [ანუ ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება]

·        ხოლო რაც შეეხება ჯანმრთელობის შელახვას, ის ნიშნავს ა) სხეულის ნორმალური ფუნქციის დაქვეითება, ასევე, ბ)ტკივილ თუ გ)სხვა უარყოფით ცვლილებას (ანუ შედეგს)[ანუ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება]

·        ამრიგად,ჯანმრთელობის ხელყოფის  „შედეგი’’  გამოიხატება ადამიანის ა) ფიზიკური, ბ)ფსიქიკური ან გ)გონებრივი მდგომარეობის დარღვევაში.

სხეულისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

ყრადღება:

·        სხეულისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გარანტირებულია ყოველგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობის გარეშ.

·        ანუ  სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება რასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით.

·        ზიანის მიყენების ფაქტით დაზარალებულს შეიძლება წაერთვას შრომის უნარი.

·        ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს მარტო პროფესიული შრომის უნარი დაკარგა დაზარალებულმა, თუ ამავდროულად - საერთო შრომის უნარიც’’.

·        შესაძლებელია, რომ დაზარალებულს მარტოოდენ „პროფესიული შრომის უნარი შეუმცირდეს.

·        ასევე შესაძლებელია, რომ ზიანის მიყენების შედეგად პირს მხოლოდ მოთხოვნილებები გაეზარდოს, ვთქვათ, ანუ იგი საჭიროებდეს: ა) სპეციალურ კვებას, ბ)დასვენებას და . .

·        ყველა ამ შემთხვევაში ზიანი უნდა ანაზღაურდეს "ყოველთიური სარჩოს'' გადახდით.

·        დაზარალებულის მკურნალობის ხარჯების  ანაზღაურება შეიძლება როგორც მკურნალობის შემდეგ, ისე მანამდე. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოითხოვს მას დაზარალებული.

·        იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც აუცილებელი ხდება  დაზარალებულის პროფესიული გადამზადება.[რადგან დელიქტის შედეგად მან დაკარგა პროფესიული შრომის უნარი]

„სარჩოს გადახდის წესი’’

·        სარჩოს გადახდა გულისხმობს მის როგორც ფულადი, ისე ნატურის სახით გადახდას.

·        ერთბაშდ სრული ფულადი კომპენსაციის მოთხოვნ დაზარალებულს შეუძლია მხოლოდ საამისოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

·        ასეთი საფუძველი, თავის მხრივ, დამოკიდებულია, როგორც ზიანის მიყენების ხასიათზე, ისე დაზარალებულის ინტერესზედაც.

„მორალური ზიანის ანაზღაურება ჯანმრთელობის დაზიანებისას’’

·        სხეულის დაზიანებასა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებას უმეტესად ქონებრივი ზიანი მოსდევს ხოლმე.

·        მაგრამ, თუკი არაქონებრივი ზიანიც იქნება, მაშინ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი[მორალური] ზიანისათვის.

·        სხეულის დაზიანებამ ან ჯანმრთელობის მოშლამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მორალური ზიანი.

·        ყველა შემთხვევაში, როცა მისი[მორალური ზიანის]  ანაზღაურების საკითხი დგება, ზიანი უნდა იყოს იყოს ა)სამართლებრივად მნიშვნელოვანი და ბ)ამდენად ანგარიშგასაწევი.

·        უცხოური სასამართლო პრაქტიკა სავსეა ასეთი ზიანის ანაზღაურების პრაქტიკით. სანიმუშოდ მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ერთ-ერთმა მოქალაქემ მეორეს ხუმრობით აცნობა, რომ მის ქმარს შეემთხვა უბედურება, მოიტეხა ფეხი და წევს საავადმყოფოში. ასეთი ყალბი ინფორმაციით მოსარჩელემ განიცადა ძლიერი ფსიქიკური ტრავმა და უფლება მოიპოვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

განვიხილოთ

სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება[მუხ.1007-ე]

 

მუხლი 1007. სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგანთუ დაამტკიცებსრომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის

 

·        1007-ე მუხლით დადგენილია სამედიცინო დაწელებაში მკურნალობისას პირის „ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება

·        „ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის“ მიყენებული ზიანი შეიძლება იყოს არასწორი დიაგნოზის ან ქირურგიული ოპერაციის შედეგი.

·        ასეთი ზიანი შეიძლება მიადგეს ,მხოლოდ ფიზიკურ პირს;

·        დაზარალებული ფიზიკური პირი შეიძლება იყოს:

a.      თავად დაზარალებული[პაციენტი]

b.      დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში- „შრომისუუნარო  პირები’’[რომლებიც დაზარალებულის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ]

·        ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება სამედიცინო დაწესებულებას[სადაც მკურნალობდა პაციენტი]

·        ოღონდ ,ამისათვის სახეზე უნდა იყოს 4 პირობა:

1.      ზიანი[შედეგი]

2.      ქმედების[სამედიცინო დაწესებულების მოქმედების ან  უმოქმედობის] არამართლზომიერება

3.      ბრალი

4.      მიზეზობრივი კავშირი[სამედიცინო დაწესებულების ქმედებასა  და დამდგარ ზიანს შორის]

 

 

·        სამედიცინო დაწესებულების „ბრალი’’  შეიძლება დადგინდეს შემდეგი მტკიცებულებების საფუძველზე:

a.      „პროფესიული დაავადების“ შესახებ მცდარი სამედიცინო დასკვნა

b.      „ავადმყოფის ისტორიის’’ შექმნა არასწორი დიაგნოზის საფუძველზე.

c.      „პაციენტისადმი არასათანადო ყურადღება,რამაც პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია’’

 

·        სამედიცინო დაწესებულების მუშაკის განზრახ ან გაუფრთხილებელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში  დგება პასუხისმგებლობის[ზიანის ანაზღაურების] საკითხი და იგი ეკისრება  სამედიცინო დაწესებულებას.

·        სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია რეგრესის წესით მოისთხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ პირს[საკუთარ მუშაკს],ვისი ბრალითაც მიადგა ზიანი პაციენტის ჯანმრთელობას.

 

·        ზიანის მიმყენებელი სამედიცინო დაწესებულება თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან ,თუ დაამტკიცებს რომ პაციენტის ჯანმრთელობისთ მდგომარეობის დამძიმებაში,მას[მის მუშაკს] ბრალი არ მიუძღვის.

 

·        მაგ. თუ ქირურგიული ოპერაციის შემდეგ,რაც განხორციელდა პაციენტის წინასწარი თანხმობის საფუძველზე,თუ მოხდება პაციენტის მდგომარეობის გაუარესება ,პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სამედიცინო დაწესებულებას,თუ მისი სამედიცინო მუშაკი  მოქმედებდა მასზე დაკისრებული მოვალეობის ფარგლებში და არ არსებობს სამედიცინო მუშაკის ბრალი.[განზრახვა,ან გაუფრთხილებლობა]

 

ყურადღება:

თუკი  სიცოცხლის მოსპობას ან ჯანმრთელობის დაზიანებას გამოიწვევს  "უხარისხო პროდუქტი'' ამ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობა "მწარმოებელს''

    მუხლი 1014. ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

ამ კოდექსის 1009-ე მუხლის მიხედვით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვრცელდება ზიანზე, რომელიც წარმოიშვა სიკვდილით ან სხეულის ანდა ჯანმრთელობის დაზიანებით.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები