ზიანის ანაზღაურება დაზარალებულის გარდაცვალებისას.[მუხ.1006-ე]




 

  მუხლი 1006. ზიანის ანაზღაურება დაზარალებულის[მარჩენალის] გარდაცვალებისას

 

1. დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.

2. სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი.

 

·        „დაზარალებულის’’ გარაცვალების შემთხვევაში იმ პირბს ,რომლებმაც ამით დაკარგეს „მარჩენალი’’ უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება;

·        „ზიანის მიმყენებელმა’’ „სარჩოს’’ დაწესებიტთ უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს ,რომელთა რჩენა „დაზარალებულს“ [გარდაცვლილს] ევალებოდა.

·        აღნიშნულ პირთა ჩამონატვალი მოცემულია კოდექსში

·        ასეთებად მიიჩნევიან და „სარჩოს“ მოთხოვნის უფლება აქვთ:

a.      დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები

b.      ის არასრულწლოვანი და შრომის უუნარო პირები რომლებიც იმყოფებოდნენ დაზარალებულის[გარდაცვლილის] კმაყოფაზე ანდა ჰონდათ მისგან სარჩოს მიღების უფლება

c.      ბავშვი,რომელიც დაიბადა დაზარალებულის გარდაცვალების  შემდგომ

d.     ერთ-ერთი მშობელი [დაზარალებულის]

e.      დაზარალებულის მეუღლე

f.       დაზარალებულის ოჯახის ერთ-ერთი წევრი ,რომელიც არ მუშაობს და დაკავებულია საოჯახო მეურნეობით

g.      გარდაცვლილის შვილიშვილები

h.     გარდაცვლილის და- ძმა,რომლებსაც არ მიუღწევიათ სრულწლოვნებამდე,ანდა მიაღწიეს მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ მოვლას

 

·        პირები,რომლებიც იმყოფებოდნენ დაზარალებულის კმაყოფაზე, მაგრამ მისი გარდაცვალების მომენტში შრომისუნარიანები იყვნენ,იძენენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ,თუ გახდებიან „შრომისუუნაროები“ დაზარალებულის გარდაცვალებიდან 5 წლის განმავლობაში(!)

·        „შრომისუუნაროდ’’ ითვლება პირველი,მე-2 და მე-3 ჯგუფის ინვალიდი ან საპენსიო ასაკს მიღწეული პირი(!): ქალი- 60 წლის , მამაკაცი -65 წლის;

·        ზიანის [სარჩოს]ოდენობა განისაზღვრება გარდაცვლილის ხელფასის[ან შემოსავლის] იმ წილის ოდენობით რასაც პირი იღებდა  ან უფლება ჰწონდა მიეღო მარჩენალის სიცოცხლეში.

·        „ზიანის მიმყენებელმა’’ სარჩოს მიცემის ვალდებულება უნდა შეასრულოს მანამდე ,ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.[ამ მუხლის 1-ლი ნაწ.]

ეს ნიშნავს , სარჩოს მიცემის ვალდებულებას:

a.      არასრულწლოვანისთვის- 18 წლამდე

b.      პენსიონერისთვის-მუდმივად,სიცოცხლის ბოლომდე

c.      ინვალიდისთვის-ინვალიდობის ვადის ბოლომდე

d.     პირებს რომლებიც უვლიან გარაცვლილის ბავშვებს,შვილიშვილებს ან და ძმას-მოვლა-პატრონობის დამთავრებამდე(!)

·        თუ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უფლებამოსილი რომელიმე პირი არ იმყოფებოდა დაზარალებულის კმაყოფაზე,მაგრამ მისგან სისტემატურად იღებდა მკაცრად განსაზღვრულ ფულად თანხას ან უფლება ჰქონდა მიეღო იგი[მაგ.ალიმენტი] ,ასეთ პირს დაზარალებულის გარაცვალების შემდეგაც მიეცემა ასეთი თანხა

·        ხოლო თუ თანხა არ იყო მკაცრად განსაზღვრული,მაშინ მისი ოდენობა დადგინდება გარდაცვლილის და იმ პირის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით,ვისაც უფლება აქვს მოითხოვოს (!)

·        „დაზარალებულის გარდაცვალების’’ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება[„სარჩოს’’ გადახდა]  ,როგორც წესი,ხდება ყოველთვიურად;

·        მხოლოდ გამონაკლისშემთხვევებში,პატივსადები მიზეზის არსებობისას,ზიანის მიმყენებლის შესაძლებლობების და მატერიალური მდგომარეობის გატვალისწინებით,დაზარალებულის ოჯახის წევრის  თხოვნით,სასამართლო უფლებამოსილია დააკისროს „ზიანის მიმყენებელს’’ ერთჯერადი ანაზღაურება,მაგრამ ეს უნდა მოხდეს  ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გასვლამდე(!)

·        „დაზარალებულის გარდაცვალების’’ შემთხვევაში,“ქონებრივი ზიანის’’ კომპენსაციასთან ერთად კომპენსაციის მიმღები მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს „მორალური ზიანის’’ ანაზღაურებაც(!)

·        „მორალური ზიანის’’ ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია „ქონებრივი ზიანის’’ ანაზღაურების მოთხოვნის უფლებისგან.[ანუ მისი მოთხოვნა ცალკეც შეიძლება]

·        „მორალური ზიანის’’ ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა „უახლოესი ადამიანის“ გარდაცვალების საფუძველზე;

„უალოესი ადამიანებია’’:

a.      მეუღლე

b.      მშობელი

c.      შვილი

d.     საცოლე

e.      საქმრო

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები