სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის[მუხ.1005]

 



მუხლი 1005. სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის

 +

1. თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

2. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი. 

3. რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

·        ზიანის მიყენებისათვის  პასუხისმგებლობის სპეციფიკურ ფორმას წარმოადგენს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი მოსამსახურის[მოხელის]  მიერ მიყენებული ზიანისთვის.

·        სახელმწიფო ორგანოშიიგულისხმება სახელმწიფო ხელისუფლების ის ორგანოები რომლებიც მოცემულია საქართველოს კონსტიტუციაში: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართო ხელისუფლების ორგანოები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის/მმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.

·        სახელმწიფო მოსამსახურედ ითვლება პირი, რომელიც მუდმივი, დროებითი ან სპეციალური უფლებამოსილების საფუძველზე ახორციელებს ხელისუფლების წამორმადგენლის ფუნქციებს.

·        აღსანიშნავია, რომ სხვა პირებში“, რომელთა მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა, იგულისხმება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.(!)

·        თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა’’ მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.

·        ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ზიანი უნდა გამოიწვიოს სახელმწიფო მოსამსახურის მიერ  სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევამ.

·        სახელმწიფოს პასუისმგებლობის საფუძველს სწორედ ასეთი დაღვევა წარმოადგენს.

·        ყურადღება: თუ ადგილი არ აქვსსახელმწიფო მოსამსახურის მიერ  სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევას’’,მაშინ სახელმწიფო მოხელე  „სხვა პირებზე’’ ზიანის მიყენებისთვის თავად აგებს პასუხს

·        ხოლო თუ იგი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობ,მაშინ მოხელე სახელმწიფოსთან ერთად[სოლიდარულად] აანაზღაურებს ზიანს.[მუხ.1005. ნაწ.1]

·         პირი, რომლის მიმართ სახელმწიფო მოსამსახურე არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას, უნდა შეეცადოს ზიანის თავიდან აცილებას. [ანუ უნდა მიმართოს სასამართლოს]

·        თუ დაზარალებული განზრახ ,ან უხეში გაუფრთხილებლობით  არ შეეცადა სამართლებრივი გზით ზიანის თავიდან აცილებას,მაშინ  ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა. [ანუ თუ არ მიმართა სასამართლოს და არ მოიგო პროცესი][მუხ.1005. ნაწ.2]

·        ზიანისთვის  პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს ა) მოკვლევის, ბ)წინასწარი გამოძიების, გ)პროკურატურის ორგანოების დად) სასამართლოს თანამდებობის პირთა მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

·        არსებობს აღნიშნულ პირთა პასუხისმგებლობის ოთხი საფუძველი:

1. უკანონო მსჯავრებდა;

2. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უკანონოდ გადაცემა;

3. აღმკვეთი ღონისძიები სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენება;

4. პატიმრობის სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრება.

·        პირს, რომელსაც ჩამოთვლილიდან რომელიმე საფუძვლით მიადგა  ზიანი, შეუძია მოითხოვოს ამ ზიანის ანაზღაურება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს კიდეც სახელმწიფოს მხრიდან.

·        პირის ზიანი შეიძლება გამოიხატოს სამსახურის დაკარვაში,მოხელის უკანონო მოქმედების გამო გაწეულ სასამართლო ხარჯებში,თანხაში რომელიც დაზარალებულმა გადაუხადა იურისტებს[ადვოკატებს] დახმარებისთვის

·        მოხელის უკანონო მოქმედებით  პირისათვის მიყენებული ზიანი  სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს.გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

·        ხოლო თუ ბრალი სახეზეა ,ანუ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.[მუხ.1005. ნაწ.3]

·        მაგრამ საყურადღებოა ის გარემოება, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს პირის მარეაბილიტირებელი გარემოებები.[რაც არის: ა)გამამართლებელი განაჩენი, ბ)სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა გამამართლებელი განაჩენის გამიი და სხვა.]

·        ამიტომაა, რომ კანონი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას აძლევს მხოლოდ რეაბილიტირებულ პირს.

·        თუ არ არსებობს  პირის მარეაბილიტირებელი გარემოებები ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოიშობა.[მაგ. ზიანის ანაზღაურებას ვერ მოითხოვს პირი ,თუ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა ამინისტიის აქტის საფუძველზე]

·        კონსტიტუციის მე-13 მუხლის  მე-6 ნაწილის თანახმად :უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისას, ანუ უკანონოდ დაკავებისას  ან დაპატიმრებისას პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის მიყენებისთვის.

·        სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს უკანონო დაპატიმრებისას ზიანის ანაღაურებას


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები