შენობის ან მისი ნაწილის ჩამოქცევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.[მუხ.1004-ე]

 



    მუხლი 1004. შენობის ჩამოქცევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

 +

1. შენობის მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი არ არის გამოწვეული ა)შენობის არასათანადო მოვლით ან ბ)შენობის ნაკლით.

2. თუ ზიანი მიყენებულია ენობიდან საგნის გადაგდებით, გადავარდნით ან გადაღვრით, პასუხს აგებს პირი, რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი დადგა დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან დაზარალებულის ბრალით.

 

·        შენობის მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოიშობა[მაგ. თუ  აივანი ჩამოინგრა და ქუჩაში მიმავალი პირი დაზიანდა შენობის მესაკუთრე ვალდებულა აანაზღაუროს ზიანი]

·        შენობის მესაკუთრე  გათავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან,თუკი  შენობის ჩამოქცევა  , ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევა არ იყო გამოწვეული  ა)შენობის არასათანადო მოვლით ან ბ)ეს გამოწვეული იყო  შენობის ნაკლით [ანუ თუ სათანადოდ უვლიდა შენობას და შენობას  თავიდანვე[აშენებისთანავე] ჰქონდა ნაკლი მაშინ  შენობის მესაკუთრის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება,სავარაუდოდ დადგება  შენობის ამშენებლის პასუხისმგებლობის საკითხი,თუ ახალი შენობაა და არა ძალიან ძველი ]

·        შენობის ჩამოქცევის    ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად მიყენებული  ზიანის ანაზღაურება  ეკისრება მხოლოდ შენობის მესაკუთრეს. ამიტომ პასუხს არ აგებს „დამქირავებელიი ,ან „სხვა პირი’’,რომელიც რომელიმე კანონიერი საფუძვლით იყენებს შენობას.

·        ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ასევე დადგენილია  შენობიდან საგნის გადაგდებით,გადავარდნით,ან გადაღვრით  გამოწვეული ზიანისთვის[მაგ. პირმა მაღალი სართულიდან გადააგდო მისთვის გამოუსადეგარი ნივთი,რომელმაც გამვლელი დააზიანა]

·        შენობიდან  საგნის გადაგდებით,გადავარდნით,ან გადაღვრით გამოწვეული ზიანისთვის პასუხს აგებს  პირი რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი.[ასეთი  პირი შეიძლება იყოს  როგორც „მესაკუთრე’’,ისე  „დამქირავებელი“,“სტუმარი“ , „ხელოსანი’’ ან სხვა პირი]

·     

   თუ  ზიანი დადგა დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან დაზარალებულის ბრალით შენობიდან საგნის გადაგდებით,გადავარდნით,ან გადაღვრით  გამოწვეული ზიანისთვის  პირი რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი პასუხს არ აგებს[მაგ. თუ მშენებარე კორპუსთან დაზარალებული  ახლოს გააჩერებს მანქანას და იქიდან ქარის გამო ბლოკი გადმოვარდება და ამ მანქანას დაეცემა]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები