ნაგებობიდან ან ნივთიერებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საფუძვლები.[მუხ.1000-ე]

 


    მუხლი 1000. პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის

 

1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ა)ამ ნაგებობაში წარმოებული, ბ)მოთავსებული ან გ)მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა დ)ხანძარსაშიში ან ე)აფეთქებასაშიში, ვ)შხამიანი ანდა ზ)მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ა)ადამიანის სიკვდილი, ბ)სხეულის ან გ)ჯანმრთელობის დაზიანება ანდა დ)ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს.

 

 

„მომეტებული საფრთხის წყარო’’ [განმარტება]

 

·       „მომეტებული საფრთხის წყაროში’’ -იგულისხმება ისეთი ობიექტები ,რომლებიც ტექნიკის განვითარების დღევანდელ ეტაპზე,სრულად არ ექვემდებარებიან ადამიანის კონტროლს[ანუ ის  ობიექტები ,რასაც ადამიანი ბოლომდე ვერ აკონტროლებს]

·       ამ მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით , ნაგებობიდან[როგორც წყაროდან,ობიექტიდან ]  მომდინარეობს „მომეტებული საფრთხე’’  თუ მასში აწარმოებენ  ,ან ათავსებენ ,ამას აწვდიან  ამა თუ იმ სახის ენერგიას.თუ მასში ინახავენ ფეთქებადსაშიშ,ახანძარსაშიშ,ან შხამიან და მომწამვლელ ნივთიერებებს.

·       ხოლო  ამ მუხლის მე-2 ნაწილით ნაგებობიდან ან მოძრავი ნივთიდან  შეიძლება გამომდინარეობდეს  სხვაგვარი „მომეტებული საფრთხეებიც’’,ვიდრე ჩამოთვლილია პირველ ნაწილში[იქ შენახული ნივთიერებების აფეთქება და სხვა] მაგ. ნაგებობიდან მინის პანელის ჩამოვარდნა,რამაც თბილისში სკოლის მოსწავლე იმსხვერპლა ,ან შადრევანში ჩასული ბავშვის არასწორად დამონტაჟებული  ელგაყვანილობის გამო ელექტროშოკით დაღუპვა.

 

2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.

 

 

 

პასუხისმგებლობა ასეთი ნაგებობიდან  გამომდინარე ზიანისთვის

 

·       თუ ასეთი ნაგებობიდან საფრთხე პრაქტიკულად განხორციელდება და ამას მოჰყვება ადამიანის სიკვდილი ან ჯანმრთელობის დაზიანება ,ანდა ნივთის დაზიანება[მაგ. ახლოს მდებარე შენობების ან მანქანების]  ,მაშინ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია აუნაზღაუროს  დაზარალებულს  წარმოშობილი ზიანი(!)

·       ზიანის ანაზღაურების  პასუხისმგებლობა ეკისრება  ფეთქებადსაშიშ,ან ხანძარსაშიშ,ან შხამიან და მომწამვლელ ნივთიერებების მფლობელსაც [რომელიც შეიძლება იყოს სხვა პირი და არა ნაგებონის მფლობელი,ანუ ნივთირებების მფლობელი მათ ინახავდა სხვა მფლობელის ნაგებობაში] .

·       ყურადღება: ქმედება  ,რომელიც დაკავშირებულია „მომეტებული საფრთხის წყაროსთან’’ ჩვეულებრივ,დაშვებულია,მართლზომიერია[ანუ ნაგებობაში ასეთი ნივთირებების შენახვა მართლზომიეია,ნაგებობაზე მინის დეკორატიული პანელების მიმაგრება მართლზომიერია,შადრევნის ელგაყვანილობის მოწყობა მართლზომიერია]

·       არამარტლზომიერია,ამ საქმიანობების განხორციელების შედეგად ზიანის მიყენება ;

·       „ნაგებობიდან მომდინარე  მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესს’’ აქვს თავისებურება; ასეთი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარისია მხოლოდ  3 წინაპირობა :

a.      ზიანის დადგომა[მავნე შედეგის დადგომა]

b.     ზიანის მიმყენებლის მართლსაწინამდეგო ქმედება

c.      ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.

·       ანუ „ნაგებობიდან მომდინარე  მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისთვის’’ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება  წარმოიშობა დელიქტური პასუხისმგებლობის მე-4 წინაპირობის:- „ბრალის ‘’ გარეშეც(!!!)

·       ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით „ზიანის ანაზღაურების ვალდებულება’’ ნაგებობის მფლობელს და იქ შენახული საშიში ნივთიერებების მფლობელს არ დაკისრებათ,თუ ზიანი გამოწვეულია „ დაუძლეველი ძალით’’.

·        დაუძლეველ ძალად მიიჩნევენ როგორც ბუნებრივ (წყალდიდობა, მიწისძვრა და ..), ისე საზოგადოებრივ  მოვლენებს (საომარი მოქმედებები, გაფიცვები და ..)

·       ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით „ზიანის ანაზღაურების ვალდებულება’’ ნაგებობის მფლობელს და იქ შენახული საშიში ნივთიერებების მფლობელს დაეკისრებათ ,თუ ზიანი გამოწვეულია:

a.      ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით

b.     წყლის მიწოდების დაზიანებით

c.      ნავთობპროდუქტების მიწოდების დაზიანებით

 

 

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ა)ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდაბ) ნავთობის, გ)გაზის, დ)წყლის ან ე)ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით.

 

რადიაციული  ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული ზიანი უნდა აანაზღაუროს მისმა გამომყენებელმა

 

4. რადიაციული ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული ზიანი უნდა აანაზღაუროს მისმა გამომყენებელმა

 

·       ამრიგად, ნაგებობიდან  გამომდინარე ზიანის[მაგ აფეთქებით ან ხანძრით მიყენებული ზიანის] ანაზღაურება ეკისრება  ამ ნაგებობის მფლობელს,რომელშიც მოთავსებულია საშიში ნივთიერებები

·       ნაგებობის მფლობელი შეიძლება არც იყოს ზიანის უშუალო მიმყენებელი.

·       ნაგებობის მფლობელისთვის,ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად,აუცილებელია ნაგებობის ფლობა ხორციელდებოდეს კანონის საფუძველზე[ასეთი შეიძლება იყოს:საკუთრების უფლება ან სხვა სანივთო უფლებები: ქირავნობა,იჯარა,

შენახვა,გადაზიდავა და სხვა],ანუ სახეზე უნდა იყოს ნაგებობის არა ფაქტიური,არამედ  „კანონიერი მფლობელობა’’

·       თუმცა, ნაგებობის გადაცემა „კანონიერ  მფლობელობაში’’  ყოველთვის არ გულისხმობს „ზიანის მიყენებისას პასუხისმგებლობის’’ გადასვლასაც.

·       ასეთ შემთხვევებში[ანუ გაქირავების,იჯარით გადაცემის და ა.შ შემთხვევებში ] მფლობელის „ბრალი’’ უკვე მხედველობაში მიიღება ანუ პასუხისმგებელი სუბიექტის დადგენისას უნდა  გაირკვეს „ვისი სახელით“ განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება,რომელსაც ზიანი მოჰყვა შედეგად.[ანუ ვის შეერაცხება  „ბრალია’’ ნაგებობის მესაკუთრეს თუ  მაგ. მოიჯარეს ]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები