"უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე" და "რეპატრიანტი''

 



                                 უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე’’

·        უცხოეთში მცხოვრებ გარკვეულ პირებს სურვილი აქვთ საქართველოს სახელმწიფოსთან გაამყარონ კავშირი,რაც მათ დაეხმარებათ ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და საქართველოშიი დაბრუნებაში

·        ამიტომ, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის’’ ცნებას

 

·        „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულედ’’ ითვლება პირი:

 

a.      რომელიც საქართველოს მოქალაქეა და ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში.

b.      ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა და აქვს „საქართველოდან წარმომავლობა’’;

c.      ანდა რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ კავკასიურ ენებს.

 

„“საქართველოდან წარმომავლობად ‘’ ითვლება:  ა)პირის ან მისი წინაპრის[აღმავალი შტოს 5 თაობა] კუთვნილება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე ეთნიკური ჯგუფისადმი და ბ)მის [ამ პირის] მიერ საქართველოს აღიარებას თავის წარმომავლობის ქვეყნად;

       

 საქართველოს კანონი“ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ მუხლი .3

 

   მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

 +

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი – პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ითხოვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღებას;

) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე – საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოშიან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურკავკასიურ ენებს;

) საქართველოდან წარმომავლობა – პირის ან მისი წინაპრის კუთვნილება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე ეთნიკური ჯგუფისადმი და მის მიერ საქართველოს აღიარება თავის წარმომავლობის ქვეყნად;

 ) წინაპარი – პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობა;

) ახლო ნათესავები – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მეუღლე და შვილი;

 ) დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი – შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში (ადგილსამყოფელ სახელმწიფოში) არსებული დიასპორის საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობის საერთო კოორდინაციას და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი;

) დიასპორული ორგანიზაცია – გაერთიანება, რომელიც შექმნილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქართული კულტურის, საქართველოს სახელმწიფო ენის, ტრადიციების პოპულარიზაციის, დიასპორების შეკავშირების, საქართველოსთან კულტურულ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სპორტულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის მიზნით;

) შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან არსებული დიასპორული ორგანიზაციების რეესტრი (შემდგომრეესტრი) – დიასპორული ორგანიზაციების სისტემატიზაციის მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შექმნილი მონაცემთა ბაზა დიასპორული ორგანიზაციების შესახებ;

) დიასპორა – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ერთობლიობა.

 

 

„უცხეთში მცხოვრები თანამემამულის’’ სტაუსისის მიღების პირობები [კანონის მუხ.4(1)]

 

  მუხლი 4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობები

 +

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ამ კანონის შესაბამისად შეიძლება მიიღოს სრულწლოვანმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

) არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში;

) არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურკავკასიურ ენებს

 

  მუხლი 4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობები

3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი არასრულწლოვან პირს მიენიჭება ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე

 

    მუხლი 4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობები

 +

2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობა ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილება დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული სათანადო დასკვნით.

 

შესაბამისი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების დადასტურების მიზნით გამოიყენოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებე ლი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მის საქართველოდან წარმომავლობას ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას, ასევე აღნიშნული პირის მიერ წარმოდგენილ იმ მოწმეთა ჩვენებები , რომლებ იც საქართველოს მოქალაქეები არიან , ან/და იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი , რომელიც დაინტერესებულია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებ თან დაკავშირებული საკითხებით.

 

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის’’ სტატუსის მინიჭების წესი

მუხლი 6. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების წესი

 +

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი განცხადებას პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს.

 

უცხოეთში მყოფ პირს შეუძლია განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომელიც განცხადებას შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში გადაუგზავნის სააგენტოს.

 

·       სააგენტო საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის,

·       ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის. [ მუხ.6(5)]

·        უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნის მომზადების მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან იქმნება კომისია [შესაბამისი ექსპერტების, მათ შორის, ენათმეცნიერების შემადგენლობით] [მუხ.6.(6)]

·       სააგენტო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 80 დღის ვადაში.[მუხ.6(11)]

·       სააგენტო პირს ანიჭებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსს და მოთხოვნის შემთხვევაში მასზე გასცემს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტსუცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობას [ მუხ.6(9)]

·       უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების უფლება ასევე ვრცელდება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის ახლო ნათესავებ ზე.[მეუღლე და შვილი] მათზე არ ვრცელდება საქართველოდან წარმომავლობის ან/და მათი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების დადასტურების ვალდებულება.[მუხ.6(10)]

    „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის’’ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის

     საფუძვლები:

        მუხლი 9. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები

 +

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებია:

) კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ქმედების განხორციელების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე;

) პირის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარდგენა[ასეთ შემთხვევაში პირს ერთმევა უფლება განმეორებით მიმართოს სააგენტოს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის’’ სტატუსის მისაღებად]

 

3. სააგენტო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

 

 

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის’’ სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები:

 

 მუხლი 10. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები

 +

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:

) პირის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე მიღება;

) პირის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტში აღნიშნული ქმედების განხორციელება;[საქართველოს ინტერესების საზიანოდ ქმედება]

) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენა;

 ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნება.

4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა.

5. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ეცნობებათ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

 

 

  მუხლი 11. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის უფლებები

 +

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც კანონიერი საფუძვლით იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, სარგებლობსუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. გარდა ამისა, მას აქვს შემდეგი პრივილეგიები:

) სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით, ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში[ასეთია მაგ . ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძე -ფეხბურთელი];

) თუ ის არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა ესაჭიროებათ, უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 დღისა;

) საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების შეტანისას მომსახურების საფასურს იხდის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შეღავათიანი პირობებით;

) უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში მიიღოს ზოგადი და უმაღლესი განათლება;

) საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

2. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დიასპორისთვის განკუთვნილ სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში.

 

და ბოლოს,

„უცხოეთში მცხოვრები ტანამემამულის’’ სტატუსის მქონე სხვა ქვეყნის მოქალაქე  პირებზე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 6 წლიანი „სპეციალური ბინადრობის მოწმობა’’ (!)

 [საქართველოს კანონი“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ მუხ.15 (‘’ვ’’)]

 

 x

                        რეპატრიანტი

[საქართველოს კანონი „ყოფილი სსრკ-ის მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადაადგილებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ’’][ შენიშვნა: ეს კანონი  ძირითადად ეხება სამცხე-ჯავახეთიდან იძულებით გასახლებულ თურქ-მესხებს]

 

 მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 +

ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) იძულებით გადასახლებული პირიპირი, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებში, სსრკ-ის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის №6279 cc დადგენილების საფუძველზე, იძულებით იქნა გადასახლებული;

) რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირიამ კანონით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლად აღრიცხული პირი;

) რეპატრიანტიპირი, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით მოიპოვა რეპატრიანტის სტატუსი;

) წარმომადგენლობასაქართველოს დიპლომატიური ან სხვა შესაბამისად უფლებამოსილი დაწესებულება საზღვარგარეთ;

) წარმომადგენელიუფლებამოსილი პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეპატრიაციის პროცესს საზღვარგარეთ;

სახელმწიფო მინისტრის აპარატიშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

) ხარვეზიწარმოდგენილი დოკუმენტის ამ კანონით მოთხოვნილ ფორმასთან შეუსაბამობა ან ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილთაგან რომელიმე დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანის არარსებობა.

რეპატრიანტის  სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი განცხადების  წარდგენის უფლების მქონე პირები

 

მუხლი 3. რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი განაცხადის წარდგენის უფლების მქონე პირები

 +

1. ამ კანონით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი განაცხადის წარდგენის უფლების მქონე პირები არიან: იძულებით გადასახლებული პირი და მისი პირდაპირი შთამომავალი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მეუღლეებს და არასრულწლოვან შვილებს ამ კანონით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისა და მათთვის თანხმობის მიცემის შემთხვევაში.

 

განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ

 

 მუხლი 4. განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ

 +

1. რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულმა პირმა განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ უნდა წარადგინოს:

სახელმწიფო მინისტრის აპარატში[შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი]თუ პირი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში;

) იმ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ წარმომადგენლობაში[საქართველოს დიპლომატიური ან სხვა შესაბამისად უფლებამოსილი დაწესებულება საზღვარგარეთ], რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს;

) უახლოეს წარმომადგენლობაში, თუ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს, არ არის წარმომადგენლობა.

2. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

) იძულებით გადასახლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები);

) იმ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილების ან მუდმივი ბინადრობის, ასევე პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტები, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს;

) დაბადების მოწმობა;

) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;

) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

) ოჯახური მდგომარეობის ან/და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მათ შორის, ქორწინების ან/და განქორწინების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა);

) (ამოღებულია – 01.12.2009, №2204 );

) ავტობიოგრაფია, სადაც განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, თუ რომელ ენებს ფლობს, და მისი მოქალაქეობრივი კუთვნილება;

) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იძულებით გადასახლებული პირის ან მისი პირდაპირი შთამომავლის განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ, ასევე მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიერ რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენაზე ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

) ინფორმაცია ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

3. განმცხადებელს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადს დაურთოს სხვა დოკუმენტებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს მას რეპატრიაციისა და ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესში.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თუ დოკუმენტი სხვა ენაზეა შედგენილი, ამ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მისი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

5. განმცხადებელი უფლებამოსილია სახელმწიფო მინისტრის აპარატს ან წარმომადგენლობას გადასცეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლები. დოკუმენტის ასლი დამოწმებული უნდა იყოს იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ხდება რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენა ან რომელშიც ცხოვრობს განმცხადებელი.

6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტის მოპოვება შეუძლებელია, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა ამტკიცოს, რომ დოკუმენტის წარდგენა ვერ მოხერხდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზებით.

7. ამ მუხლით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა.[ანუ ვადა ამჟამად უკვე გასულია და ვეღარ ისარგებლებენ ამ უფლებით (!)]

რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების სესახებ განაცხადის რეგისტრაცია

 

  მუხლი 5. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის რეგისტრაცია

 +

1. ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ რეგისტრირდება და მას ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.

2. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისას ამ განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმების შედეგად ხარვეზის არარსებობის დადგენის შემთხვევაში განმცხადებელი აღირიცხება რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირად.

3. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისას განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ან წარმომადგენლობა ამის თაობაზე აცნობებს განმცხადებელს, რათა აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულ იქნეს 4 თვემდე ვადაში.

4. თუ განმცხადებელი 4 თვის ვადაში ვერ წარმოადგენს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ განაცხადს ან/და დოკუმენტებს უხარვეზოდ, განაცხადი რჩება განუხილველი და განმცხადებელს უბრუნდება უკვე წარმოდგენილი დოკუმენტები.

5. ხარვეზის გამოსასწორებლად ამ კანონით დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადი ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესით, არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა.

 

რეპატრიანტის სტატუსის მმოპოვების შესახებ განცხადების განხილვა

 

  მუხლი 6. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების განხილვა

 +

 1. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირის რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადს, თანდართულ დოკუმენტებს და სხვა მასალებს წარმომადგენელი უგზავნის სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სადაც რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა აღნიშნული განაცხადები აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 2. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების განხილვა იწყება 2010 წლის 1 იანვრიდან.

 3. სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი თითოეული პირის განაცხადს ცალკე იხილავს, ამასთანავე, ითვალისწინებს ოჯახის ერთიანობის პრინციპს და ერთი ოჯახის წევრთა განაცხადებს ერთობლივად იხილავს.

 4. სახელმწიფო მინისტრის აპარატი დოკუმენტაციას არეგისტრირებს და შესასწავლად უგზავნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ხოლო საჭიროების შემთხვევაშიაგრეთვე სხვა უწყებებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ შესაბამის დასაბუთებულ დასკვნას რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.

 

   მუხლი 7. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების განხილვის დამატებითი პროცედურები

2. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის მიზნით შეიძლება დადგინდეს გასაუბრების პროცედურა, აგრეთვე სხვადასხვა სახის ტესტირების გავლის აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია პირის სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხთან.

3. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ქართული ენის ცოდნას.

 

  მუხლი 8. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭება

 

1. შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვისა და მისი ანალიზის შემდეგ, აგრეთვე ამ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული პროცედურების გავლის შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამზადებს დასკვნას რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე, რის საფუძველზედაც  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (შემდგომსახელმწიფო მინისტრი) გამოსცემს ბრძანებას პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.

 

   რეპატრიანტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა

 

   მუხლი 10. რეპატრიანტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა

 +

1. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში რეპატრიანტს რეპატრიანტის სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს საგამოძიებო ორგანოების მიერ საქმის შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2. რეპატრიანტს რეპატრიანტის სტატუსი შეიძლება შეუწყდეს:

) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

) მის მიერ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში;

) (ამოღებულია – 01.12.2009, №2204);

​1) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებული დადგენილებით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში

​2) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის მიღების შემთხვევაში;

) თუ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ გამოვლინდა გარემოება, რომელიც ამ სტატუსის მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებაა; 

) თუ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ გამოვლინდა, რომ პირმა შეგნებულად წარადგინა არასწორი ან არასრული ინფორმაცია რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად;

) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;

) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.

3. რეპატრიანტის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

 

რეპატრიანტისთვის  „საქართველოს მოქალაქეობის’’ მინიჭება

 

·       რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ხორციელდება -„გამარტივებული წესით’’(!),ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული უცხოელის შემთხვევაში;

·       რეპატრიანტმა სააგენტოს „გამარტივებული წესი’’ მოქალაქეობის მინიჭებიდს მოთხოვნით შეიძლება მიმართოს რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებიდან 2 წლის განმავლობაში;

·       თუ პრეზიდენტი მას მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით,აღნიშნულმა პირმა 5 წლის ვადაში სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;

·       ამ ვადაში არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება  ამ რეპატრიანტისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ძალადაკარგულად ითვლება და რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესიტ ვეღარ მიიღებს[საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის  ბრძანებულება № 237  ბრძანებულება მუხ.31]

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები