საქართველოში უცხოელთა უფლებები და მოვალეობები. უცხოელი შრომითი მიგრანტები

 




1.   უცხოელები

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) უცხოელი –[არის] პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და [ასევე]საქართველოში სტატუსის მქონე - "მოქალაქეობის არმქონე'' პირი;

 

 ხ

·       რაც შეეხება „უცხოელთა’’ და მოქალაქეობის არ მქონე პირთა ‘’ უფლებებს მათ აქვთ საქართველოს მოქალაქის მსგავსი უფლებები გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა]

         [იხ. „საქართველოს კონსტიტუცია’’ მუხ.33(1) (2)]

 

  მუხლი 33. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები

 +

1. საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. სახელმწიფო უფლებამოსილია კანონით დააწესოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.


საქართველოში უცხოელის უფლებები და მოვალეობები

 

·       საქრთველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ (!)  სპეციალურ თავს[კერძოდ,მე-4 თავს] უთმობს „უცხოელებს’’

·       და ადგენს „უცხოელის’’ საქართველოს მოქალაქესთან თანასწორობას .(!)

 

 

 

მუხლი 25. უცხოელის საქართველოს მოქალაქესთან თანასწორობა უფლებებსა და მოვალეობებშიუცხოელის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიები

1. საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლებები და თავისუფლებები, როგორებიცსაქართველოს მოქალაქეს და აკისრია ისეთივე მოვალეობები, როგორებიცსაქართველოს მოქალაქეს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საქართველოში ყველა უცხოელი თანასწორია კანონის წინაშე, წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, საქმიანობის სფეროს და სხვა გარემოებების მიუხედავად.

3. საქართველო იცავს თავის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელის სიცოცხლეს, პირად ხელშეუხებლობას, უფლებებსა და თავისუფლებებს.

 

 

მუხლი 34. კულტურული ღირებულებებით სარგებლობის უფლება

1. საქართველოში უცხოელს აქვს კულტურული ღირებულებებით სარგებლობის ისეთივე უფლება, როგორიცსაქართველოს მოქალაქეს.

2. საქართველოში უცხოელს გარანტირებული აქვს მშობლიური ენით სარგებლობის, ეროვნული კულტურისა და ტრადიციების დაცვის უფლება, თუ ეს ზიანს არ აყენებს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

ხხხხ

 

მუხლი 36. საქორწინო და საოჯახო ურთიერთობები

1. საქართველოში უცხოელს შეუძლია დაქორწინდეს და განქორწინდეს საქართველოს მოქალაქესა და სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოში მყოფი უცხოელი საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებში სარგებლობს ისეთივე უფლებებით, როგორებითაცსაქართველოს მოქალაქე და აკისრია ისეთივე მოვალეობები, როგორებიცსაქართველოს მოქალაქეს.

 

მუხლი 37. სიტყვისაზრისსინდისისაღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება

საქართველოში უცხოელს, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია უცხოელის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობისა და რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

 

ხხხ

მუხლი 40. უცხოელის პირადი უფლებების გარანტირება

საქართველოში უცხოელს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული აქვს პიროვნებისა და საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობა, პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩაურევლობა, ღირსებისა და რეპუტაციის პატივისცემა, კორესპონდენციის საიდუმლოების დაცვის უფლება, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

 

ხხხ

 

მუხლი 38. მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება

1. საქართველოში უცხოელს აქვს თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლებები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების, მართლმსაჯულების განხორციელების ან საქართველოში მცხოვრებ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.

ხხხ

 

მუხლი 41. უცხოელის უფლებების დაცვა

1. საქართველოში უცხოელს უფლება აქვს, პირადი, ქონებრივი და სხვა უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს, მიუხედავად თავისი სამართლებრივი მდგომარეობისა.

2. სამართალწარმოების დროს უცხოელი სარგებლობს ისეთივე საპროცესო უფლებებით, როგორებითაცსაქართველოს მოქალაქე.

3. უცხოელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომლის მოქალაქეც არის იგი ან რომელშიც ის მუდმივად ცხოვრობს ან რომელიც უფლებამოსილია დაიცვას მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები.

 

·       ზოგიერთი უფლებისა და თავისუფლების მიმართ კანონი მართალია ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქესთან თანასწორობას,თუმცა შესაძლებელია გამონაკლისებიც [ე.ი. „სხვა რამ’’] გაითვალისწინოს[ანუ  უცხოელებს საქართველოს მოქალაქეებთან  „თანაწორობა“ შეუზღუდოს]

 

 

 

მუხლი 28. საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება

საქართველოში უცხოელს შეუძლია განახორციელოს საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მას აქვს ისეთივე უფლებები და აკისრია ისეთივე მოვალეობები, როგორებიცსაქართველოს მოქალაქეს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

 

მუხლი 39. უცხოელის დაბეგვრა

საქართველოში მცხოვრები უცხოელი იბეგრება ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

 

მუხლი 32. ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები

1. საქართველოში უცხოელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია საკუთრებაში ჰქონდეს, მემკვიდრეობით მიიღოს ან ანდერძით დატოვოს ნებისმიერი ქონება, აგრეთვე შეუძლია ჰქონდეს არაქონებრივი უფლებები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით.

 

მუხლი 35. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებში მონაწილეობის უფლება

1. საქართველოში უცხოელს უფლება არ აქვს, გახდეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების წევრი, მონაწილეობა მიიღოს მათ საქმიანობაში ან დააფუძნოს ისინი.

2. საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლება, დააფუძნოს საზოგადოებრივი გაერთიანებები, გახდეს პროფესიული კავშირების, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული საზოგადოებებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი, როგორიცსაქართველოს მოქალაქეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციების წესდებებსა და საქართველოს კანონმდებლობას.

 

 

 

მუხლი 33. განათლების მიღების უფლება

საქართველოში მცხოვრებ უცხოელს აქვს განათლების მიღების უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

 

 

მუხლი 29. შრომითი საქმიანობის უფლება

საქართველოში უცხოელის შრომითი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 30. ჯანმრთელობის დაცვის უფლება

საქართველოში უცხოელს აქვს ჯანმრთელობის დაცვის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 43. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება

საქართველოში უცხოელს აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კანონმდებელი ერთმანეთისგან განასხვავებს საქართველოში „მუდმივად მცხოვრებ’’ და „დროებით მყოფ’’ უცხოელებს -

სოციალური უზრუნველყოფის უფლების“  მიხედვით

 

 

·        უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქრთველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად:

 

მუხლი 31. სოციალური უზრუნველყოფის უფლება

1. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს აქვს დახმარების, პენსიისა და სხვაგვარი სოციალური უზრუნველყოფის ისეთივე უფლება, როგორიცსაქართველოს მოქალაქეს.

2. საქართველოში დროებით მყოფი უცხოელის სოციალური უზრუნველყოფის საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.

 

მაგ.

პენსიის უფლება აქვს უცხოელს,რომელიც განცხადების შეტანის მომენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს ბოლო 10 წლის განმავლობაში[საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ მუხ.1]

 

 

 

·       უცხოელებისთვის განსხვავებულად და უფრო მკაცრად რეგულირდება „სახელმწიფო საიდუმლოებებთან’’ დაშვების და დაშვების გაუქმების საკითხები [საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების’’ შესახებ მუხ.20(3)]

 

·       გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირის დაშვების

მიზანშეწონილობის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნებაა პრემიერ-მინისტრს.პრემიერ-მინისტრი გასცემს ბრძანებას სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირის დაშვების შესახებ. ანალოგიური წესი მოქმედებს პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმების დროსაც.[„უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აგვისტოს № 462 დადგენილება მუხ.4]

 

·        განსხვავებით საქართველოს მოქალაქისგან „უცხოელი’’ შეზღუდულია და არ გააჩნია პოლიტიკური საქმიანობის უფლება.

·        კერძოდ, უცხოელს უფლება არ აქვს,გახდეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების წევრი;მონაწილეობა მიიღოს მათ საქმიანობაში,დააფუნოს ისინი:

 

მუხლი 35. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებში მონაწილეობის უფლება

1. საქართველოში უცხოელს უფლება არ აქვს, გახდეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების წევრი, მონაწილეობა მიიღოს მათ საქმიანობაში ან დააფუძნოს ისინი.

 

[„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქრთველოს კანონი მუხ.35(1)]

 

 

·       უცხოელს უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოსსაქართველოში გამართულ  არჩევნებში და რეფერენდუმებში:

 

მუხლი 42. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება

საქართველოში უცხოელს უფლება არ აქვს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და არჩეულ იქნეს მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში.

[„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქრთველოს კანონი მუხ.42]

 

·       უცხოელებს აქვთ საქართველოში „საქართველოს მოქალაქეობის მიღების ‘’ და „საქართველოში თავშესაფრის მიღების’’  უფლებები:

 

 

მუხლი 27. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

უცხოელს, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს მოქალაქეობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზაციით მიენიჭოს.

 

[„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქრთველოს კანონი მუხ.27]

 

 

 

 

მუხლი 46. თავშესაფრის მიღების უფლება

 საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად საქართველოში უცხოელს აქვს უფლება, ეძიოს და მიიღოს თავშესაფარი.

[„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქრთველოს კანონი მუხ.46]

 

·       საქართველოში „უცხოელი’’ ვალდებულია გაუფრთხილდეს საქართველოს ისტორიულ და კულტურის ძეგლებს და სხვა კულტურულ ღირებულებებს:

 

მუხლი 34. კულტურული ღირებულებებით სარგებლობის უფლება

1. საქართველოში უცხოელს აქვს კულტურული ღირებულებებით სარგებლობის ისეთივე უფლება, როგორიცსაქართველოს მოქალაქეს.

2. საქართველოში უცხოელს გარანტირებული აქვს მშობლიური ენით სარგებლობის, ეროვნული კულტურისა და ტრადიციების დაცვის უფლება, თუ ეს ზიანს არ აყენებს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

3. უცხოელი ვალდებულია გაუფრთხილდეს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლებს და სხვა კულტურულ ღირებულებებს.

 

 

მუხლი 26. საქართველოს კანონმდებლობის დაცვის ვალდებულება

საქართველოში უცხოელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, საქართველოს მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს.

 

მუხლი 25. უცხოელის საქართველოს მოქალაქესთან თანასწორობა უფლებებსა და მოვალეობებშიუცხოელის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიები

4. საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს.

 

მუხლი 44. სამხედრო ვალდებულება

უცხოელი ვალდებული არ არის, იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში.

 

მუხლი 41. უცხოელის უფლებების დაცვა

4.უცხოელის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები ვალდებული არიან, მისი დაკავების, დაპატიმრების ან თავისუფლების აღკვეთის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება თავშესაფრის მაძიებელსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე.

 

 

[წასაკითხად]

  უცხოელთა საკუთრების უფლება საქართველოში

 

·       ამ საკითხს ეხებოდა  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაქყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პალამენტის წინააღმდეგ’’[2012 წლის 16 ივნისის№ 3/1/512 გადაწყვეტილება]

·       დავის საგანს წარმოადგენდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1 პუნქტი;

·       ეს პუნტი მართალია აღიარებდა უცხოელის საკუთრების უფლებას,მაგრამ ასევე ადგენდა უცხოელს საკუთების უფლება აქვს მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეტზე,რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ან რომელსაც ის მართლზომიერად ფლობდა,როგორც საქარტველოს მოქალაქე

·       უცხოელი ვალდებული იყო მის საკუტრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე საკუტრების უფლების წარმოშობიდან 6 თვის ვადაში გაესხვისებინა საქართველოს მოქალაქეზე;

·       ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში,სასამართლო გადაწყვეტილებით და სათანადო კომპენსაციით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმეოდა მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები;

 

    მუხლი 4. საკუთრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე

 +

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლება აქვთ:

) საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;

) უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

1​1უცხოელი  და  საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირები ვალდებული არიან თავიანთ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მათზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში გაასხვისონ საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე.

მე-4 მუხლის 1​1 პუნქტის სიტყვები უცხოელი და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება №3/1/512 - ვებგვერდი, 04.07.2012.

1​2. ამ მუხლის 1​1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს სასამართლო გადაწყვეტილებით და სათანადო კომპენსაციით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა მათ მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

 

·       საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ნორმები საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან შეუსაბამოდ ცნო;

 

 

მუხლი 21

 

1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

 

საკონტიტუციო სასამართლოს არგუმენტაცია ასეთი იყო:

·       „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1 პუნქტი უხოელის მიერ საკუთრების[სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის] შეძენას მხოლოდ ორ შემთხვევაში უშვებსო,რითაც უცელთან მიმართების საკუთრების უფლების შესაძლებლობას ავიწროვებსო;

·       21-ე მუხლით გარანტირებული უფლება ყველას ეკუთვნისო,ეს კონსტიტუციური ნორმა არ განსაზღვრავს საკუთრების შეძენის უფლების სუბიექტთა ექსკლუზიურ წრეს ,მათ შორის მოქალაქეობის ნიშნითო;

·       უკვე არსებული საკუთრების გასხვისების ვალდებულების დადგენა  საკუთრების უფლების შეძღუდვის უფრო მძიმე ფორმაა,ვიდრე საკუთრების შეძენის აკრძალვაო

 

 

 

 

ამჟამინდელი   კონსტიტუციის მე-19 მუხლის[ყოფილი 21-ე]  მე-4 პუნქტი კი  სასოფლო- სამეურნეო დანინულების მიწის აკვთთდან დაკავშირებით სპეციალურად ადგენს:

 

მუხლი 19. საკუთრების უფლება

 +

1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.  

 

ამრიგად უცხოელზე  ან საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება  ამჟამად დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში[ანუ უცხოელებზე ამ სახის მიწების გასხვისება ამჟამად აღარ დაიშვება]

 

 

 

·       უცხოელთა საქართველოს მოქალაქეებტან თანასწორობის საკითხს ეხებოდა,ასევე,  საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 გვისტოს  # 1/4/535 გადაწყვეტილება“საქარტველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქარტველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’

·       დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამარტალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის 1 ნაწილის კონსტიტუცუურობა საქარტველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლტან მიმართებით;

·       სადავო ნორმის თანახმად:

 

„სატრანსპორტო საშუალების მართვისას,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,ალკოჰოლური,ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით ,ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის [გარდა იმ პირისა,რომელიც საქართველოს კანონების და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით] დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით’’

·       საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: რომ სადავო ნორმა ივევს „არსებითად თანასწორი პირების’’ მიმართ არათანასწორ მოპყრობას;

·       ამასთან დიფერენციაცია ხორციელდება“მოქალაქეობის ნიშნით’’.

·       სახეზე გვაქვს საქართველოს მოქალაქეების და უცხოელების მიმართ სამართლებრივად განსხვავებული მიდგომა „მოქალაქეობის’’ კრიტერიუმის მიხედვით;

·        კონსტიტუციის მე-14 მუხლი მიემართება უშუალოდ კანონს და ადგენს როგორი არ უნდა იყოს იგი

·       კანონით უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის სხვადსხვა სამართლებრივ მდგომარეობაში ცაყენება  შეუთავსებელია კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან;

 

ყურადღება:

·       ამჟამად 117-ე მუხლი ამოღებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამარტალდარღვევათა კოდექსიდან;

·       ხოლო კონსტიტუციის მე-14 მუხლი „თანასწორობის უფლება’’  ამჟამინდელ კონსტიტუციაში მოცემულია მე-11 მუხლში:

 

 მუხლი 11. თანასწორობის უფლება

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.



[წასაკითხად]

შრომითი იმიგრანტები

 

·       საქართველოს მოქალაქისთვის დადგენილი უფლებებისგან განსხვავებული წესებია დადგენილიშრომითი იმიგრანტების’’  მიმართ

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

) შრომითი იმიგრანტისაქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოდის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;

[საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ’’ მუხ.3“თ’’]

 

·       შრომითი იმიგრანტების დასაქმება ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ აღრიცხვას და სახელმწიფოს  სრულყოფილ ინფორმირებას ყოველი ასეთი შემთხვევის დროს

·       შრომის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოში კანონიერად მყოფ შრომით იმიგრანტს.

 

მუხლი 2. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების პირობები

 

 

 3. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, შრომითი იმიგრანტის შრომითი მოწყობის და მისი შრომის გამოყენების შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომშისსიპსოციალური მომსახურების სააგენტო) გაუგზავნოს შეტყობინება საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმებასთან დაკავშირებით.

 

 

[შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს  № 417 დადგენილება;]

 

 

მუხლი 6. ადგილობრივი დამსაქმებლის უფლება-მოვალეობები

 

1.     ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია:

 

) აცნობოს სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომითი ფუნქციების შესრულებისას შრომითი იმიგრანტის გარდაცვალების ან მისი ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევის თაობაზე, არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან მე-2 კალენდარული დღისა;

 

[შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს  № 417 დადგენილება;]

 

 

მუხლი 3. მოთხოვნები შრომითი ხელშეკრულების მიმართ, რომელიც აწესრიგებს შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის არსებულ შრომით ურთიერთობას

 

1.     შრომითი ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობას, იდება წერილობითი ფორმით და მასში აუცილებელი წესით მიეთითება:

 

 ) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან/და ბინადრობის ნებართვის მოწმობის ნომერი ან/და პასპორტის ნომერი;

 ) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის ადგილი და საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი;

 

) იმ ხელშემკვრელი ორგანიზაციის დასახელება, ან იმ ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის საკუთარი სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც არის ადგილობრივი დამსაქმებელი;

 

) იმ ხელშემკვრელი იურიდიული პირის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, ან იმ ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც არის ადგილობრივი დამსაქმებელი;

 

) ყველა სხვა პირობა, რომელზეც თანხმდებიან ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტი და ადგილობრივი დამსაქმებელი.

 

2.     ამ მუხლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ განსაზღვრული ვადითა და წერილობითი ფორმით, საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტისთვის მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე. ამასთან, თუ შრომითი ხელშეკრულება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, ამ ხელშეკრულებას თან უნდა დაერთოს მისი ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

 

[შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს  № 417 დადგენილება;]

 

 

 

·       2. ამ [საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს  № 417 ] დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ურთიერთობებზე, რომელიც უკავშირდება იმ უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობასა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას, რომელზეც გაცემულია:

 

) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემდეგი სახის ნებართვა:

 

 .) მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, თუ ეს ნებართვა გაცემულია მუდმივი ცხოვრების უფლებით;

 

.) მუდმივი ცხოვრების ნებართვა;

 

. ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა;

 

) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. 3. ამ დადგენილების მოქმედება ასევე არ ვრცელდება, საერთაშორისო დაცვის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებზე


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები