"მოქალაქეობის არმქონე" პირთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში

 



წყარო:

„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილება

 

 

ხხხხ

 

 

ვის შეიძლება დაუდგინდეს საქართველოში „მოქალაქეობის არმქონე პირის’’ სტატუსი ?

 

 

მუხლი 2. სტატუსის დადგენის ძირითადი პირობები

1.[ საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის] სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა და არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

[საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილება; მუხ.2.1]

 

 

ვინ შეიძლება მოითხოვოს „მოქალაქეობის არმქონე პირის’’ სტატუსი საქართველოში ?

 

მუხლი 2. სტატუსის დადგენის ძირითადი პირობები

2. სტატუსის დადგენის მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, საქართველოში მისი ყოფნის კანონიერების მიუხედავად, რომლის მიმართ არ არის გამოტანილი საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება.

[საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილება; მუხ.2.2]

 

რა დოკუმენტებია წარსადგენი  „მოქალაქეობის არმქონე პირის’’ სტატუსის დასადგენად საქართველოში?

 

მუხლი 3. წარსადგენი დოკუმენტები

 

1.   სტატუსის დადგენის მიზნით, პირი, შესაბამისი განცხადებით, მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომშისააგენტო).

განცხადებას უნდა დაერთოს :

ა)2 ფოტოსურათი, ზომით 3/4,

ბ)მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი,

გ)უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

დ)და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც, შესაძლოა,  დადასტურდეს სტატუსის მაძიებლის მოქალაქეობის არქონის ფაქტი.

 

წარსადგენი დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, განცხადებაში უნდა მიეთითოს დოკუმენტის არქონის მიზეზი.

 

 

3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს სტატუსის მაძიებლის შესახებ შემდეგი ძირითადი მონაცემები:

) საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, ხოლო მათი შეცვლის შემთხვევაში, ასევე, შეცვლამდე არსებული სახელი და გვარი, წინა მოქალაქეობა, სქესი, დაბადების ადგილი და თარიღი, დედის ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი);

) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე და ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის ადგილი და თარიღი, გამცემი ორგანო);

) ოჯახური მდგომარეობა, ქორწინების თარიღი, შვილების მოქალაქეობა და დაბადების ადგილი, მეუღლის (ყოფილი მეუღლის) სახელი, გვარი და მოქალაქეობა;

) ბინადრობის ქვეყნები და ამ ქვეყნებში ბინადრობის პერიოდი;

) განათლება;

) სამუშაო ადგილი;

) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

4. საქართველოში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სტატუსის მაძიებელი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.

 

·       ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით.[ანუ არაელექტრონული ფორმით] 

 

·       დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის,თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

 

 

·       სევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგსაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მუხლი 5. განცხადების წარდგენის უფლებამოსილება

1. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვს ქმედუნარიან პირს.[ხოლო] 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

 

 

მუხლი 6. განცხადების განხილვა

1.      სტატუსის მაძიებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სააგენტო ადგენს (!) სტატუსის მაძიებლის ვინაობას. სტატუსის მაძიებლის ნამდვილი მონაცემების დადგენის მიზნით, სააგენტო სხვა ქვეყნისა და/ან საქართველოს უფლებამოსილი ორგანოდან გამოითხოვს ა)სტატუსის მაძიებლის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მონაცემებს ან/და ბ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ ჩანაწერს/ინფორმაციას.

იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო ვერ მოიპოვებს აღნიშნულ მონაცემებს/ჩანაწერს/ინფორმაციას, პირის ვინაობა, შესაძლოა, დადასტურდეს ა)სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ბ)სამედიცინო ან გ)საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების უფლებამოსილი პირის ან დ)საერთაშორისო ან ე)არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი ინფორმაციით, ასევე,  ვ) 2 სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ წარდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული, წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.

2. სტატუსის მაძიებლის ვინაობის დადგენის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, სტატუსის მაძიებელი მიიწვიოს გასაუბრებაზე. გასაუბრებაზე მიწვეულ პირს გასაუბრების თარიღის თაობაზე უნდა ეცნობოს გასაუბრებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.

 

 

ხხ

მუხლი 7. სტატუსის მაძიებლის სამართლებრივი გარანტიები, უფლებები და მოვალეობები

1. სტატუსის დადგენის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სტატუსის მაძიებელი უზრუნველყოფილია სააგენტოს მხრიდან თარჯიმნის უფასო მომსახურებით. სტატუსის მაძიებელს, ასევე, უფლება აქვს ისარგებლოს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარებით.

2. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ სტატუსის მაძიებელს, სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში, საქართველოში ყოფნის ვადა ეთვლება საპატიოდ.

3. სტატუსის მაძიებელი, რომელიც კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება საქართველოში, არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში.

4. სტატუსის მაძიებელზე სააგენტო გასცემს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას 1 წლის ვადით. სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იწვევს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაუქმებას.

5. სტატუსის მაძიებელი ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს სტატუსის დასადგენად საჭირო ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ასევე, ითანამშრომლოს სტატუსის დადგენის მიზნით საჭირო გარემოებების დასადგენად, დასადასტურებლად და გადასამოწმებლად.

6. თუ სტატუსის მაძიებელი აღარ არის დაინტერესებული სტატუსის დადგენის საკითხით, იგი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე წერილობით მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

 

 

მუხლი 8. გადაწყვეტილება სტატუსის დადგენის თაობაზე

2. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში. სააგენტო უფლებამოსილია, სტატუსის დადგენის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დოკუმენტის/ინფორმაციის მოპოვების მიზნით, განცხადების განხილვის ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 3 თვით.

3. სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური (შემდგომში - სამსახური) ამზადებს დასკვნას სტატუსის მაძიებლისთვის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ.

4. სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე. გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ეცნობება განმცხადებელს.

5. სტატუსის დადგენის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში მიეთითება პირისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის ‘’ გაცემის შესახებ.

 

 

მუხლი 9. სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძვლები

სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდება, თუ:

) სტატუსის მაძიებელი გარდაიცვალა;

) დადგენილი წესით შეტყობინების მიუხედავად, სტატუსის მაძიებელი თავს არიდებს გასაუბრებაზე გამოცხადებას;

) სტატუსის მაძიებელმა დაკარგა საქართველოში სტატუსის დადგენის ინტერესი;

) სტატუსის მაძიებელი არ თანამშრომლობს სააგენტოსთან სტატუსის დადგენისთვის საჭირო გარემოებების დასადგენად;

) სტატუსის მაძიებელს დაუდგინდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი.

 

 

მუხლი 10. სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძვლები

სტატუსის მაძიებელს შეიძლება უარი ეთქვას სტატუსის დადგენაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:

) თუ მას დაუდგინდა საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

) თუ მან სტატუსის დასადგენად წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;

) თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;

) თუ შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება;

) თუ მის მიმართ არსებობსმოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებგაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.

 

 

ხხხხხხხხხხხხხ

 ყურადღება:

 

მუხლი 24. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა

საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობს ამ კანონის VI თავით დადგენილი უფლებებით და აკისრია იმავე თავით დადგენილი მოვალეობები.

[„ამ კანონში’’ იგულისხმება [საქართველოს კანონი“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ‘’ მუხ.24]

 

 

ხხ

საქართველოში მცხოვრები „უცხოელი’’ ,რომელსაც გააჩნია „ბინადრობის ნებართვა“ ან საქართველოში სტტუსის მქონე „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი’’

 ,ვალდებულები არიან,გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ-ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.„

[საქრთველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქარტველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,პირადობის(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ მუხ 2-3]

 [აქამდე საგამოცდოდ]

 

[წასაკითხად]

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა „მოქალაქობის არმქონე პირებთან ‘’დაკავშირებით

 

კითხვა:

შეიძლება  თუ არა „მოქალაქეობის არ მქონე პირის’’ სტატუსის მქონე პირები   იყვნენ საქართველოში  შეკრების და მანიფესტაციების  „პასუხისმგებელი პირები’’[ანუ ორგანიზატორები ან რწმუნებულები] ?

 

[საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის  2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502  საქმეზე

  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებამოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის’’,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატორული პარტია’’,საქარტველოს მოქალაქეები-ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ]

 

·       ეს გადაწყვეტილება ეხებოდა  „მოქალაქეობის არ მქონე პირთა’’ უფლებებს;

·       იმ დროს[2011 წელს] „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ’’ საქართველოს  კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა რომ შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებისას საქართველოს „მოქალაქეობის არმქონე პირები’’ არ შეიძლება იყვნენ პასუხისმგებელი პირებიო(!)

 

·       „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ-ვ’’ ქვეპუნქტების თანახმად:

 

  მუხლი 3

 

ამ კანონის მიზნებისათვის :

) შეკრება არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით;

) მანიფესტაცია არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით;

 

) „მარწმუნებელი არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი;

) რწმუნებული არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი;

) ორგანიზატორი არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორის მიერ აქციის ორგანიზების ხელმძღვანელობისთვის გამოყოფილი პირი;

) პასუხისმგებელი პირები არიან შეკრების ან მანიფესტაციის რწმუნებული და ორგანიზატორი;[ ანუ ‘’დ’’ და „ე’’]

 

 

 

·       საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული[ ანუ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის]  შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო;[ეს ნორმა  შემდეგში ამოღებული იქნა]

·       არაკონსტიტუციურად ცნო  ვინაიდან მიიჩნია ,რომ „პასუხისმგებელი პირის’’ საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს არაპოლიტიკურ საქმიანობასაც,ასეთი საქმიანობის  შეზღუდვის შესაძლებლობას კი საქართველოს კონსტიტუცია არ უშვებს(!)

·       სასამართლო აღნიშნა ,რომ „საქართველოს კონსტიტუციასთან ‘’ სადავო ნორმის შესაბამისობის დადგენამდე ,უნდა განსაზღვრულიყო შეკრების და მანიფესტაციის ორგანიზება ან მასზე პასუხისმგებელ პირად ყოფნა წარმოადგენდა თუ არა პოლიტიკურ საქმიანობას (!) მაშინდელი კონსტიტუციის 27-ე[ამჟამად  კი 33-ე] მუხლის მიზნისთვის

 

 

    მუხლი 33. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები

 

1. საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. სახელმწიფო უფლებამოსილია კანონით დააწესოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა(!).

 

·       სასამართლოს ასევე უნდა შეეფასებუნა არსებობდა თუ არა „საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირის’’ უფლების შეზღუდვის“სხვა ლეგიტიმური საფუძველი’’,რომელიც მაშინდელი  საქ.კონსტიტუციის 25-ე [ამჟამად კი 21(3)-ით] მუხლით არის გათვალისწინებული.

 

 მუხლი 21. შეკრების თავისუფლება

 

3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო

 

სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება შემდეგნაირად დაასაბუთა :

 

·       შეკრების ინიცირება,ოგანიზება და მასში მონაწილეობა  მართლაც შეიძლება უკავშირდებოდეს პირის პოლიტიურ საქმიანობას

·       შეკრება[მანიფესტაცია] შესაძლოა წარმოადგწნდეს პოლიტიკური ბრძოლის იარაღს;

·       ასე რომ,შეკრებას[მანიფესტაციას] პოლიტიკური საქმიანობიტ დაკავებული პირი შეიძლება საკუტარი მიზნების მისაღწევად იყენებდეს;

·       სასამართლო იზიარებდა  მოპასუხის [პარლამენტის] პოზიციას,რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო უფლებამოსილი იყო  „საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი’’ შეეზღუდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზებაში;

·       ამავე დროს,სასამართლომ  ვერ გაიზიარა მოპასუხის[პარლამენტის] არგუმენტები,რომ  შეკრება[მანიფესტაცია] ყველა შემთხვევაში უკავშირდება მისი ორგანიზატორის პოლიტიკურ საქმიანობას;

·       შეკრება[მანიფესტაცია],როგორც „აზრის გამოხატვის’’ ერთ-ერთი ფორმა შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანის სამოქალაქო ან საზოგადოებრივ პოზიციას,მის შეხეულებებს[მათ შორის პოლიტიკურ მრწამსს,მაგრამ ყოველთვის არ იყოს პოლიტიკური საქმიანობის ნაწილი]

·       შეკრება და მანიფესტაცია „აზრის გამოხატვის’’ შესაძლებლობას საკითხების მრავალფეროვანი სპექტრის მიმართ იძლევა;[არა მხოლოდ პოლიტიკური საკითხების]

·       ამიტომ შეცდომა იქნება შეკება და მანიფესტაცია ყველა შემთხვაევაში პოლიტიკურ საქმიანობასთან გავაიგივოთო;[სასამართლომ][ ანუ „ზოგჯერ  შეკრება და მანიფესტაცია   უბრალოდ „აზრის გამოხატვააო’’]

·       საქართველოში მცოვრებ „მოქალაქეობის არმქონე პირებს’’,მიუხედავად იმისა ,რომ ისინი არ ითვლებიან საქართველოს მოქალაქეებად,განსაკუთრებული ინტერესი აქვთო  საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ,მჭიდროდ არიან დაკავშირებული საქართველოს სახელმწიფოსთან და საზოგადოებაში განვიტარებული მოვლენების უშუალო მონაწილეები არიანო.

·       ეს მათ[ანუ  მოქალაქეობის არმქონე პირებს]  საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებულული   შეკრების  და მანიფესტაციის  სუბიექტად აქცევსო;

·       ასეთ პირებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული უფლება შეკრების[მანიფესტაციის] მონაწილენი,ინიციატორები ან ორგანიზატორები იყვნენო;

·       ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ ლეგიტიმური მიზნების არსებობის შემთხვევაში არის დასაშვებიო

 

  მუხლი 21. შეკრების თავისუფლება

 

2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.  

 

 

  მუხლი 33. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები

 +

2. სახელმწიფო უფლებამოსილია კანონით დააწესოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.

 

·       საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული სფერო მოიცავს როგორც პოლიტიკური შინაარსის ასევე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან აპოლიტიკური შეკრებების და მანიფესტაციების გამართვის უფლებასო;

·       შეკრების უფლებით [მუხ.21 .კონსტ] დაცული სფერო გულისხმობს როგორც შეკრებაში მონაწილეობის მიღების უფლებას,ისე შეკრების ორგანიზების უფლებასო

·       მოპასუხე მხარემ[პარლამენტმა] კონსტიტუციურ სასამარტლოს ვერ დაუსაბუთა,თუ რა არსებითი განსხვავევაა შეკრების მონაწილის  და შეკრებაზე „პასუხისმგებელი პირის’’ სამართლებრივ სტატუსებს შორისო;

·       რაც შესაძლებელს გახდიდა „პასუხისმგებელი პირის’’ საქმიანობა მიჩნეულ ყოფილიყო „პოლიტიკურ საქმიანობადო’’

·       შესაბამისად მასინელი 25-ე [ამჟამიმდელი21-ე] მუხლით დაცული  „შეკრების უფლება’’ მოიცავს საქართველოში მცხოვრები „მოქალაქეობის არმქონე პირის’’ უფლებას შეკრებების და მანიფესტაციების ფორმით გამოხატოს და გაავრცელოს საკუთარი აზრიო.

·       მათ შორის,მონაწილეობა მიიღოს შეკრებაში[მანიფესტაციაში],იყოს მისი ინიციატორი ან ორგანიზატორიო

·       საქართველოს კონსტიტუციის  27-ე[ამჟამინდელი33-ე] მუხლი ითვალისწინებს „მოქალაქეობის არმქონე პირების’’ პოლიტიკურ საქმიანობაში შეღუდვის შესაძლებლობასო

·       მაგრამ სადავო  ნორმის [ანუ „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ’’ საქართველოს  კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი]  მიღების ლეგიტიმური მიზანი   ვერ დაეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე [ამჟამიმდელ 33-ე ]მუხლსო;მაშინ როდესაც[ანუ იმ შემთხვევებში როდესაც ]  „მოქალაქეობის არმქონე პირის’’ ქმედება არ წარმოადგენს პოლიტიკური ხასიათის საქმიანობასო;

·       სადავო ნორმა [ანუ  „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ’’ საქართველოს  კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი] უბრალოდ   ბლანკეტურ[მექანიკურ] აკრძალვას წარმოადგენსო,რომელიც „მოქალაქეობის არმქონე’’ პირებს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე უკრძალავს შეკრებების [მანიფესტაციების] ინიცირებას და ორგანიზებასო

·       ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ,რომ სადავო ნორმა არ შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე [ამჟამინდელი  21-ე ] მუხლს იმ ნაწილში,რომელიც გამორიცხვდა  საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებას ყოფილიყო შეკრების[მანიფესტავიის] ორგანიზატორი ,ანუ  შეკრებაზე „პასუხისმგებელი პირი’’

 

  მუხლი 21. შეკრების თავისუფლება

 1

1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან

კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.  

 ამრიგად, კონსტიუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ყველაში’’  საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებიც მოიაზრებიან და მათაც აქვთ არაპოლიტიკურიშეკრებების და მანიფესტაციების ორგანიზების და მათში მონაწილეობის უფლება;

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

[სხვა მაგალითი იმაზე , აქვს თუ არა მოქალაქეობისარმქონე პირს საქართველოში უფასო ზოგადი განათლების მიღების უფლება ]

 

საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540  გადაწყვეტილრბა ‘’რუსეთის მოქალაქეები და სომხეთის მოქალაქეები საქარტველოს პარლამრნტის წინააღმდეგ’’

 

·       „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  მე-7 პუნქტი განსაზღვრავდა იმ სუბიექტთა წრეს,რომელთა ვაუჩერიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ;

·       ესენი იყვნენ : ა)საქართველოს მოქალაქეები,ბ)პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები,გ) „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის’’ სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, დ) იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები,რომელთა ზოგადი განათლების მიღების უფლება ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების საფუძველზე  ე)უცხოელები ,რომელთა მიმართ გამოიყენება ნაცვალგების პრინციპი;

 

·       მოსარჩელე მხარის მტკიცებით  სადავო ნორმები [22-ე მუხლის  მე-7 პუნქტი ]

„დისკრიმინაციული ხასიათის იყო და აწესებდა განსხვავებულ მოპყრობას ეროვნული კუთვნილების,წარმოშობის ,ენის და სტატუსის ნიშნებით’’

·       კერძოდ, დისკრიმინაციულია რეგულირება,რომლის თანახმადაც ,უცხო ქვეყნის მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ [რომელთა ზოგადი განათლების მიღების უფლება არ წესრიგდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით,შეთანხმებით ან არ ხორციელდება ნაცვალგების პრინციპი]მოქმედებდა განსხვავებული  რეჟიმი;

·       საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით,კონსტიტუციის სულისკვეთებას წარმოადგენს ზოგადი განათლების სრულად დაფინანსების  უზრუნველყოფა ,რომლის რეალიზაციის წესი კანონით უნდა განისაზღვროს;

·       სასამართლოს თქმით,კონსტიტუციის  35-ე[ამჟამად 27-ე]  მუხლი არ აკონკრეტებს იმ პირთა წრეს რომელმაც უნდა მიიღოს უფასო ზოგადი განათლება.

 

მუხლი 27. განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება

 +

1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

3. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.

 

·       მაშინ როდესაც სხვა ონსტიტუციურ ნორმებში ხშირად გვხვდება რიგი უფლებენი,რომლებიც ექსკლუზიურად  მხოლოდ „საქართველოს მოქალაქეებს’’ ეკუთვნით;

·       შესაბამისად, კონსტიტუციის მიზნებისთვის ზოგადი განათლების დაფინანსების სუბიექტებად „უხოელებიც’’ მოიაზრებიან;

·       საქართველოს კონსტიტუციის 47-ე[ამჟამად 33-ე] მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე’’ საშუალო განათლების უფასოდ მიღების უფლება’’ თანაბრად ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე;

 

 მუხლი 33. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები

 +

1. საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

 

·       საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა,რომ ზოგადი განათლების დაფინანსების კუთხით  სახელმწიფო თანაბრად უნდა ზრუნავდეს  როგორც საქართველოს მოქალაქეებზე,ისე საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე

·       საკონსტიტუციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში „განათლების უფლებაზე’’ მსჯელობისას არაერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე,რომ საქართველოში მცხოვრები უცხოელები საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან და უფასო ზოგადი განათლების საჭიროების მხრივ საქართველოს მოქალაქეებისგან არ განსხვავდებიან;

·       შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში,საქართველოს მოქალაქეები და მოსარჩელეთა მსგავსი პირთა ჯგუფი არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ;

·       ნიშანდობლივია ,რომ მოპასუხეს[ანუ პარლამენტს] სადავო ნორმის [„ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  მე-7 პუნქტის] კონსტიტუციურობის მტკიცებისთვის სახელმწიფოს ე.წ. „დაუძლეველ სახელმწიფო ინტერესზე’’ საერთოდ არ მიუთიტებია;

·       მართალია მოპასუხემ[პარლამენტის წარმომადგენელმა] მიუთითა საბიუჯეტო რესურსის [ფულის]დაზოგვის აუცილებლობაზე,მაგრამ,ღუმცა ვერ დაასაბუთა ,რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვი ზოგადი განათლების უფასოდ მინიჭება გაუმართლებლად მძიმე ტვირთად დააწვებოდა  სახელმწიფო ბიუჯეტს,ან რაიმე სხვა ინტერესებს დააზიანებდა;

·       აღნიშნულიდან გამომდინარე განსახილველ საქმეზე არ არსებობს ე.წ.  „დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი’’,რომელიც გაამართლებდა მოსარჩელე ფენის დიფერენცირებულ[განსხვავებულ]  მდგომარეობაში ჩაყენებას;

·       შესაბამისად, სადავო ნორმები[ანუ „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  მე-7 პუნქტის ძველი რედაქცია] ეწინააღმდეგება „თანასწორობის ძირითად უფლებას’’ და არა კონსტიტუციურია  საქართველოს კონსტიტუციის მე-14[ამჟამად მე-11] მუხლთან მიმართებით;

 

    მუხლი 11. თანასწორობის უფლება

 

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.                  

 

 

 

 

ამჟამად , „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  მე-7 პუნქტის ახალი რედაქცია  ასე გამოყურება:

 

    მუხლი 22. სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსება

 

7. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე პირზე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონის 20​13 მუხლით გათვალისწინებულ პირზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე (მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე), მოქალაქეობის არმქონე პირსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე.

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები