კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“

 



საკითხები:

1.   სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბა [მუხ.9]

2.    ნა­წარ­მო­ე­ბები, რო­მლებ­ზედაც არ ვრცელდება სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა [მუხ.8]

3.    საავტორო უფლების მოქმედების ვადა; [მუ.31-33]

 

 

კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ (5, 6, 8, 9, 31-33);

 

საქართველოს კანონი

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

 

   მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

 1

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

) ავტორიფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები;

) აუდიოვიზუალური ნაწარმოებინაწარმოები, რომელიც შედგება თანამიმდევრული გამოსახულებებისაგან ხმის თანხლებით ან/და უამისოდ, ქმნის მოძრაობის შთაბეჭდილებას და შეიძლება აღქმულ იქნეს მხედველობით ან/და სმენით. აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს მიეკუთვნება კინემატოგრაფიული და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ტელე-, ვიდეო-, დიაფილმები და სხვა);

) აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელი (პროდიუსერი)”ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა ასეთი ნაწარმოების დამზადებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლად მიიჩნევა ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ნაწარმოებზე;

) საჯარო გაცნობანებისმიერი მოქმედება (გამოქვეყნების გარდა), რომლის შედეგადაც უშუალოდ ან ტექნიკური საშუალებით ნაწარმოები, შესრულება, ფონოგრამა, ვიდეოგრამა, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა;

) გამოცემაავტორის, საავტორო ან მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის თანხმობით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება გაყიდვის ან გაქირავების ანდა ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით იმ რაოდენობით, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების გონივრულ მოთხოვნებს;

) გაქირავებანაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ორიგინალის ან ასლის ხელმისაწვდომობა დროის განსაზღვრულ პერიოდში სარგებლობისათვის მოგების მიღების მიზნით;

) ვიდეოგრამაგამოსახულებათა თანამიმდევრობის ჩანაწერი რაიმე ობიექტური ფორმით, ხმის თანხლებით ან უამისოდ;

) ვიდეოგრამის დამამზადებელი (პროდიუსერი)”ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა გამოსახულებათა თანამიმდევრობის პირველი ჩანაწერის ხმის თანხლებით ან უამისოდ განხორციელებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, ვიდეოგრამის დამამზადებლად მიიჩნევა ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან/და დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ვიდეოგრამაზე ან/და მის ფუტლარზე;

) კაბელით გადაცემასაზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემა სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით;

​1) კაბელით ხელახალი გადაცემასადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე- და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით;

) კომპიუტერული პროგრამაინსტრუქციათა ერთობლიობა სიტყვების, კოდების, სქემების ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით, რომელიც საშუალებას იძლევა აამოქმედოს კომპიუტერი განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. ტერმინი მოიცავს კომპიუტერული პროგრამის დიზაინის მოსამზადებელ მასალას;

) ეთერში გადაცემასაზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემა უსადენო კავშირგაბმულობით, მათ შორის, თანამგზავრის მეშვეობით (თანამგზავრიყველა თანამგზავრი, რომელიც მუშაობს ტელესაკომუნიკაციო წესების შესაბამისად საზოგადოებისათვის მისაწოდებელი სამაუწყებლო სიგნალებისათვის განკუთვნილ სიხშირეთა დიაპაზონში; თანამგზავრის მეშვეობით გადაცემამაუწყებლობის ორგანიზაციის კონტროლისა და პასუხისმგებლობის პირობებში პროგრამების მატარებელი სიგნალების მიღება; საზოგადოებისათვის განკუთვნილი პროგრამები მიიღება კავშირის უწყვეტი ჯაჭვის სახითზევით სატელიტისა და ქვევით დედამიწის მიმართულებით); კოდირებული სიგნალების გადაცემა წარმოადგენს ეთერში გადაცემას, თუ დეკოდირების საშუალებები საზოგადოებას მიეწოდება საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ ან მისი თანხმობით;

) მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემასაზოგადოების მიერ მისაღებად განკუთვნილი ხმის ან/და გამოსახულების ერთობლიობა, რომელიც გადაიცემა ეთერში ან კაბელით;

) მონაცემთა ბაზასისტემური ან მეთოდური წესით განლაგებული ნაწარმოებების ან/და სხვა მონაცემებისა და მასალის კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ტერმინი არ გულისხმობს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა და გამოყენების დროს;

) რეპროდუცირებანაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან მისი ნაწილის ერთი ან ერთზე მეტი ასლის დამზადება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მათ შორის, ხმისა და ვიდეოჩანაწერის ფორმით. რეპროდუცირებად ასევე ჩაითვლება ჩაწერა დროებითი ან მუდმივი შენახვისათვის, ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით;

​1) დროებითი ასლინაწარმოების, შესრულების ჩანაწერის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის ან მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ჩანაწერის შემთხვევითი ან აუცილებელი დროებითი ასლი, რომელიც წარმოადგენს ტექნიკური პროცესის აუცილებელ და მნიშვნელოვან ნაწილს; დროებითი ასლის შექმნის ერთადერთი მიზანია უზრუნველყოს ობიექტის ქსელში გადაცემა მესამე პირებს შორის ნაწარმოების ან/და მომიჯნავე უფლებების ობიექტების შუალედური ან კანონიერი გამოყენებისას და ასეთ დროებით ასლს არ აქვს დამოუკიდებელი კომერციული მნიშვნელობა;

) რეპროგრაფიული გამრავლება (ასლის გადაღება)წერილობითი ან გრაფიკული საშუალებით გამოხატული ნაწარმოების, მონაცემების ან სხვა მასალის ორიგინალის ან ასლის ფაქსიმილური რეპროდუცირება ნებისმიერი ზომით, ფოტოკოპირების ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. რეპროგრაფიულ გამრავლებად არ ჩაითვლება ჩაწერა ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით;

) საჯარო გადაცემანაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

) საჯარო შესრულებანაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით, ადგილზე (ადგილებზე), სადაც საჯარო შესრულება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო შესრულებად ითვლება ნაწარმოების გამოსახულებათა ჩვენება თანამიმდევრობით;

) საჯარო ჩვენებანაწარმოების ორიგინალის ან ასლის დემონსტრირება უშუალოდ ან ეკრანზე ფირის, სლაიდის, კადრის ან სხვა ტექნიკური საშუალების მეშვეობით, რასაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო ჩვენებად ჩაითვლება ცალკეული კადრების ჩვენება თანამიმდევრობის გარეშე;

) ტექნოლოგიური საშუალებანებისმიერი ტექნოლოგია, მოწყობილობა ან მისი კომპონენტი, რომელთა ნორმალურად ფუნქციონირების დროს აღკვეთილია ან იზღუდება მოქმედებები, რომლებიც არ არის ნებადართული საავტორო ან სხვა უფლებების მფლობელის მიერ; ტექნოლოგიური საშუალება ქმედითად ჩაითვლება, თუ დაცული ნაწარმოების ან სხვა ობიექტის გამოყენებისას უფლებათა მფლობელი მასთან წვდომას აკონტროლებს იმ პროცესების მეშვეობით (დაშიფრვის, კოპირების შეზღუდვისა და სხვა გზით), რომლებიც ემსახურება დაცვის მიზანს;

​1) ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლამოწყობილობის ან მისი კომპონენტის ან/და სხვა საშუალებების გამოყენება ტექნოლოგიური საშუალებების ნეიტრალიზაციისათვის;

) უფლების მართვის ინფორმაციანებისმიერი ინფორმაცია, რომლის საშუალებით ხორციელდება ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის, ავტორის ან უფლებათა მფლობელის იდენტიფიცირება, ანდა ინფორმაცია ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების პირობების შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი ციფრები და კოდები, რომლებშიც მოცემულია ასეთი ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის ნებისმიერი ელემენტი აღნიშნულია ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის ასლზე ანდა ჩნდება მათი საჯარო გაცნობის დროს;

) ფონოგრამაშესრულების ხმის, სხვა ხმის ან ხმის გამომხატველი სიგნალის ჩანაწერი. ტერმინი არ გულისხმობს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში ჩართულ ხმის ჩანაწერს;

) ფონოგრამის დამამზადებელიფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა შესრულების ან სხვა ხმების პირველი ხმოვანი ჩანაწერის განხორციელებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, ფონოგრამის დამამზადებლად მიიჩნევა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან/და დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ფონოგრამაზე ან/და მის ფუტლარზე;

) ჩაწერაგამოსახულების ან/და ხმის ფიქსირება რაიმე ობიექტური ფორმით, რაც ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით მათი აღქმის, რეპროდუცირებისა და გადაცემის საშუალებას იძლევა;

) შემსრულებელიმსახიობი (თეატრის, კინოსი და ..), მომღერალი, მუსიკოსი, მოცეკვავე ან სხვა პირი, რომელიც თამაშობს როლს, კითხულობს, მღერის, ახდენს დეკლამირებას, უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე ან სხვაგვარად ასრულებს ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებს, საესტრადო, საცირკო, თოჯინურ ან ფოლკლორულ ნომერს

 

მუხლი 5. საავტორო უფლების ობიექტები

 

1. საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.

2. საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა.

3. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

    მუხლი 6. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები

 

1. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებია:

) ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, ბროშურა, სტატია, კომპიუტერული პროგრამა და სხვა);

) დრამატული ან მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები, ქორეოგრაფიის ან პანტომიმის ნაწარმოები და სხვა სასცენო ნაწარმოები;

) მუსიკალური ნაწარმოები ტექსტით ან უტექსტოდ;

) აუდიოვიზუალური ნაწარმოები;

) სკულპტურის, ფერწერის, გრაფიკის, ლითოგრაფიის, სახვითი ხელოვნებისა და სხვა მსგავსი ნაწარმოები;

) დეკორატიულ-გამოყენებითი ან მონუმენტური ხელოვნების ნაწარმოები;

) თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ნაწარმოები;

) არქიტექტურული, ქალაქმშენებლობის ან საბაღე-საპარკო ხელოვნების ნაწარმოები;

) ფოტოგრაფიული ნაწარმოები ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნაწარმოები. აუდიოვიზუალური ნაწარმოების ცალკეული გამოსახულება არ ითვლება ფოტოგრაფიულ ნაწარმოებად;

) რუკა, გეგმა, ესკიზი, ილუსტრაცია და სხვა მსგავსი ნაწარმოები, რომელიც მიეკუთვნება გეოლოგიას, გეოგრაფიას, კარტოგრაფიას ან სხვა დარგებს;

) გადამუშავებული ნაწარმოები, კერძოდ, თარგმანი, მხატვრული ნაწარმოების პწკარედი, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კომპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვაგვარი გადამუშავება;

) შედგენილი ნაწარმოები, კერძოდ, კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა და სხვა ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს;

) სხვა ნაწარმოებები.

2. გადამუშავებულ და შედგენილ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებათა დაცვა ხორციელდება მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა საავტორო უფლების ობიექტებს ის ნაწარმოებები, რომლებსაც ემყარებიან ან შეიცავენ ისინი.

3. გადამუშავებულ და შედგენილ ნაწარმოებთა დაცვა ხორციელდება ორიგინალური ნაწარმოების თანაბრად.

4. კომპიუტერული პროგრამის დაცვა ვრცელდება ყველა სახის კომპიუტერულ პროგრამაზე (ოპერაციული სისტემების ჩათვლით), რომელიც შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი ენით და ფორმით, საწყისი ტექსტისა და ობიექტური კოდის ჩათვლით.

 

[საგამოცდოდ  ქვემოთ მოყვანილი მუხლები]

     მუხლი 8. ნაწარმოებები, რომლებზედაც არ ვრცელდება საავტორო უფლება

 

1. საავტორო უფლება არ ვრცელდება შემდეგ ნაწარმოებებზე:

) ოფიციალურ დოკუმენტებზე (კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული და ნორმატიული ხასიათის სხვა ტექსტები), აგრეთვე მათ ოფიციალურ თარგმანებზე;

) სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე (დროშა, გერბი, ჰიმნი, ჯილდოები, ფულის ნიშნები, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური ნიშნები და სიმბოლოები);

) ინფორმაციებზე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტში აღნიშნულ ნაწარმოებთა სხვისი სახელით გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ავტორის სახელის უფლების დაცვა.

     მუხლი 9. საავტორო უფლების წარმოშობა

 

1. საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების[იხ.ზემოთ] საშუალებას იძლევა.

2. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა.

3. (ამოღებულია) .

4. განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან:

) ლათინური ასო C წრეწირში: ©;

) განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელი (დასახელება);

) ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი.

 

საავტორო უფლების მოქმედების ვადა

     მუხლი 31. საავტორო უფლების წარმოშობა და მისი მოქმედების ხანგრძლივობა

 

1. საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში, გარდა ამ კანონის 32- მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ამ მუხლით და ამავე კანონის 32- მუხლით გათვალისწინებული ვადების ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც დადგა იურიდიული ფაქტი, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა.

     მუხლი 32. საავტორო უფლებათა მოქმედების ვადები

 

1. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა მოხდა ფსევდონიმით ან ანონიმურად, მოქმედებს 70 წლის განმავლობაში ამ ფაქტის[გამოცემის ან საჯარო გაცნობის] მართლზომიერად დადგომის თარიღიდან. თუ ამ[70 წლიან] ვადაში ავტორი გაამჟღავნებს თავის ვინაობას ან თუ მისი ვინაობა ეჭვს არ იწვევს, გამოიყენება ამ კანონის 31- მუხლი.

2. საავტორო უფლება თანაავტორობით შექმნილ ნაწარმოებზე მოქმედებს თითოეული თანაავტორის სიცოცხლეში და უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.

3. თუ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა ხდება ტომებად, ნაწილებად, გამოშვებებად ან ეპიზოდებად, ხოლო საავტორო უფლების დაცვის ვადა აითვლება ამ ფაქტის მართლზომიერად დადგომის თარიღიდან, ეს ვადა გამოითვლება თითოეული ასეთი ნაწარმოებისათვის.

4. საავტორო უფლება ამ კანონის მე-12 და მე-13 მუხლებში აღნიშნულ ნაწარმოებებზე მოქმედებს 70 წლის განმავლობაში იმ თარიღიდან, როდესაც მოხდა მათი მართლზომიერი გამოცემა ან საჯარო გაცნობა, ხოლო თუ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა არ მომხდარამისი შექმნის თარიღიდან.

5. საავტორო უფლება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე მოქმედებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ავტორთაგან (თანაავტორთაგან) უკანასკნელის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.

5​1. თანაავტორობით შექმნილ ტექსტიან მუსიკალურ ნაწარმოებზე საავტორო უფლება მოქმედებს თითოეული თანაავტორის სიცოცხლეში და უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა თანაავტორებად მითითებული ტექსტისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორები, რომელთა ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა მუსიკალური ნაწარმოები.

6. იმ პირის ქონებრივი საავტორო უფლება, რომელმაც მართლზომიერად განახორციელა იმ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა ადრე არ მომხდარა (ამ კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი), მოქმედებს 25 წლის განმავლობაში ასეთი ფაქტის დადგომის თარიღიდან. 

 

     მუხლი 33. უვადო საავტორო უფლებები

 

1. ნაწარმოებთან დაკავშირებული ა)ავტორობის უფლების, ბ)სახელის უფლების, გ)ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებისა და დ)რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვა ხორციელდება უვადოდ.

2. საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია სხვა ავტორის მიერ ნაწარმოების სახელწოდების გამოყენება იმავე ჟანრის ნაწარმოებისათვის, თუ ასეთმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ავტორთა აღრევა, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

3. აკრძალულია ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა ისეთი ფსევდონიმით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ადრე ხელმისაწვდომი ნაწარმოების ავტორთან გაიგივება, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები