გვარის და სახელის შეცვლის წესი.უარი მათ შეცვლაზე

 



        მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

 

ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) სამოქალაქო აქტიამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება;

 

) სამოქალაქო აქტის ჩანაწერიინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს;

 

​1) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერისამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც შექმნილია მისი შექმნის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მატერიალური ფორმით (ხელნაწერის სახით ან სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით) და რომელიც შექმნისას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით დადასტურებული არ არის;

 

​2) სამოქალაქო აქტის ელექტრონული ჩანაწერისამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს (ელექტრონული დოკუმენტი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის დადასტურებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით;

 

​3) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ელექტრონული ფოტოასლი ­− სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ფოტოასლი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით არის დადასტურებული;

 

) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციასახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია;

 

) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაუფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას;

 

) ცვლილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერშისამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემის ახალი მონაცემით შეცვლა;

) შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერშისამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა;

) დამატება სამოქალაქო აქტის ჩანაწერშისამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასრული მონაცემის შევსება;

) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზასამოქალაქო აქტების მატერიალური ჩანაწერების, სამოქალაქო აქტების ელექტრონული ჩანაწერების, სამოქალაქო აქტების მატერიალური ჩანაწერების ელექტრონული ფოტოასლებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების ერთობლიობა;

) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონული ბაზაელექტრონული ფორმით არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების ერთობლიობა;

) ბავშვიპირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაბადების, მამობის დადგენის ან შვილად აყვანის რეგისტრაცია;

ლეგალიზაცია − სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ საბუთზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობისხელმომწერი პირის უფლებამოსილებისბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის დადასტურება;

აპოსტილით დამოწმება – „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის საფუძველზესათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ საბუთზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობისხელმომწერი პირის უფლებამოსილებისბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის სახელმწიფოებრივი დადასტურება გამარტივებული წესით.

 

   მუხლი 4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები

 +

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია:

) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომსააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით;

) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებშისაზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია და საკონსულო დაწესებულება (შემდგომსაკონსულო დაწესებულება);

) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებშინოტარიუსი.

 

      სახელის ან/და გვარის შეცვლის უფლება [მუხ.62]

·        საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა ამ კანონის 85- მუხლის შესაბამისად განხორციელებული დაბადების რეგისტრაციისა), უფლება აქვთ, შეიცვალონ სახელი ან/და გვარი.

·        სახელის ან/და გვარის შეცვლისათვის სავალდებულოა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია.

·        სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია: ა)უფლებამოსილი პირის განცხადება და ბ)ამ თავით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.[ორივე  წინაპირობა ერთად უნდა იყოს სახეზე]

 

ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა [მუხ.63]

 

·        16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვნის სახელის ან/და გვარის შეცვლა დასაშვებია ამ პირის მოთხოვნით და მისი მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

·        16 წლამდე არასრულწლოვნის სახელის ან/და გვარის შეცვლა ხორციელდება მისი მშობლების შეთანხმებით. მშობლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში არასრულწლოვნის სახელის ან/და გვარის შეცვლის საკითხს მისი ინტერესების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო.

 

·        ქორწინებაში არმყოფი დედის მიერ ამ თავით დადგენილი წესით გვარის შეცვლისას, აგრეთვე იმ მშობლის მიერ გვარის შეცვლისას, რომლის გვარსაც ატარებს მისი არასრულწლოვანი შვილი და მშობლებს სხვადასხვა გვარი აქვთ, 10 წლამდე არასრულწლოვნის გვარი შეიცვლება მშობლის გვარის შეცვლასთან ერთად.

 

·        თუ არასრულწლოვანს შეუსრულდა 10 წელი, მისი სახელის ან/და გვარის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით.[როცა მშობელი იცვლის გვარს]

 

 

·        მხარდაჭერის მიმღების სახელის ან/და გვარის შეცვლა დასაშვებია ა)მისი მოთხოვნით და ბ)მხარდამჭერის დახმარებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

·        შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვნის სახელის ან/და გვარის შეცვლა დასაშვებია ა)ამ პირის მოთხოვნით და ბ)მისი მზრუნველის თანხმობით.

           სახელისა და გვარის შეცვლის პირობები  [მუხ.64]

 

·         სრულწლოვან პირს უფლება აქვს, საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

·        პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:

 

) მშობელთა შეერთებული გვარი;

) პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (მეოთხე თაობის ნათესავების (ბებიის ან პაპის ბებიისა და პაპის) ჩათვლით) გვარი;

) საკუთარი გვარისა და ამ პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;

) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;

) მშვილებლის გვარი;

) ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი;

) მამის გვარი, ამ კანონის III თავით დადგენილი წესით მამობის დადგენისას;

) ისტორიული გვარი, ამ კანონის 65- მუხლით დადგენილი წესით;

) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი

 

·         სრულწლოვან პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის“–„დაქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

                  

                    ისტორიული გვარის აღდგენა [მუხ.65]

·        პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად.

·        სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლად აგრეთვე შეიძლება დაედოს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი, რომლითაც დასტურდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობა.

·        ისტორიული გვარის აღდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

გვარის კანონიერად აღიარება [მუხ.66]

 

·        პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს, შეიძლება აღიარებულ იქნეს კანონიერად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარზე დაბრუნება (პირადობის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტების მიღება) დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან.

 

·         გვარის კანონიერად აღიარება დასაშვებია, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში პირი პირადობის დამადასტურებელ ან სხვა რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს ფლობდა გვარზე, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს.

 

 

                              გვარის დადგენა [მუხ.67]

·        პირს, რომლის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული გვარი, მისი სურვილისამებრ, შეიძლება დაუდგინდეს ა)პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი, ან ბ)სხვა გვარი, რომლითაც იგი სარგებლობდა ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს მის სახელზე შედგენილი დოკუმენტებითა და სხვა მტკიცებულებებით.

·         ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გვარის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში პირს შეიძლება დაუდგინდეს  ა)თავისი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის სახელისგან ნაწარმოები გვარი მისთვის სასურველი დაბოლოებით ან დაბოლოების გარეშე.

 

  სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ 16 წელს მიღწეული პირის განცხადების წარდგენა და განხილვა [მუხ.671]

 

·        16 წელს მიღწეული პირი ვალდებულია ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნით პირადად მიმართოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

 

·        სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების საკითხს იხილავს და წყვეტს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური.

 

 

·        გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების საკითხს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

 

·        გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული, თუ, შეტყობინების მიღების მიუხედავად, დაინტერესებული პირი არ გამოცხადდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ზეპირ მოსმენაში მონაწილეობისათვის.

 

 

სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციაზე უარის თქმა [მუხ.68]

 

·         სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს:

a.      ციფრებს,

b.      სასვენ ნიშნებს,

c.      გეომეტრიულ ფიგურებს,

d.      გრაფიკულ გამოსახულებებს,

e.      სიმბოლოებს,

f.       უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს

g.      ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს.

·        გვარების გაერთიანება დაუშვებელია, თუ თუნდაც ერთ-ერთი გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი).

 

·        პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა/გვარის დადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია, თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

 

ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა/გვარის დადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია, თუ:

 

 

) სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ 16 წელს მიღწეული პირის განცხადება სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის დაინტერესებულ პირს უშუალოდ არ წარუდგენია, გარდა ამ კანონის 67​1 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

) განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა;

) დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, ამ გარემოების აღმოფხვრამდე.

 

         განცხადების განხილვის ვადა [მუხ. 69]

·        პირის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია ხორციელდება სათანადო განცხადების წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს.

·        ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით პირის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნისას დაჩქარებული მომსახურების გაწევა დაუშვებელია.(!)


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები