"საჯარო სამსახური ''.კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ''
ფინალური
საკითხები:
1.
„საჯარო სამსახური’’ [ცნების
განმარტება] და პირები, რომლებზედაც არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის
მოქმედება;
2.
„პროფესიული მოხელე“,
„შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი’’ და
„ადმინისტრაციული
ხელშეკრულებებით დასაქმებული პირი’’ [ცნებათა განმარტება]
3.
„სახელმწიფო-პოლიტიკული
თანამდებობის პირი’’ და „პოლიტიკური თანამდებობის პირი''[ცნებათა განმარტება]
4.
მოხელისათვის დადგენილი „ძირითადი’’ და „დამატებითი“ მოთხოვნები და „მოხელის სერტიფიცირება“;
5.
„მოხელის პოლიტიკური უფლებები“ და „ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი’’;
1.
„საჯარო სამსახურის“
განმარტება [მუხ.მე-3 „გ’’]
·
საქარტველოოს
კანონის „საჯარო სამსახურის
შესახებ’’ მე-3 მუხლის „გ’’ პუნტის
თანახმად:
საჯარო სამსახური(!)
არის: –
ა)სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), ბ)მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა,
გ)საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე:
a.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,
b.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში,
c.
საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში,
d.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში,
e.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში,
f.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში,
g.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში,
h.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში,
i.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში,
j.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში,
k.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში,
l. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა;
2.
პირები, რომლებზედაც არ ვრცელდება „საჯარო
სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედება
მუხლი 4. პირები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება (!)
1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირზე;
ბ) საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებზე;
გ) მოსამართლეზე;
დ) პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე;
ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრზე;
ვ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეზე;
ზ) საქართველოს სახალხო დამცველსა და მის მოადგილეზე;
თ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეზე;
თ1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეზე;
ი) (ამოღებულია - 05.09.2018,
№3387);
კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე;
ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მინისტრების სათათბირო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე;
მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეზე;
ნ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრზე;
ო) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნებსა და მათ მოადგილეებზე;
პ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენსა და მის მოადგილეზე;
ჟ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრებზე;
რ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე, გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა;
ს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე;
უ) (ამოღებულია - 22.12.2018,
№4075);
ფ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე;
ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორზე, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებზე და საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებზე;
ღ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრზე.
[ ღ) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრზე. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
3.„პროფესიული
მოხელის’’, „შრომითი“ და „ადმინისტრაციული“ ხელშეკრულებებით დასაქმებული პირების განმარტება;
ა) „პროფესიული მოხელე’’ [მუხ.მე-3 „ე’’]
·
საქარტველოოს
კანონის „საჯარო სამსახურის
შესახებ’’ მე-3 მუხლის „ე’’ პუნტის
თანახმად:
პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (!) არის – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ „საჯარო სამსახურის“ საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის
ანაზღაურებას და სოციალური
და სამართლებრივი დაცვის
გარანტიებს;
ბ) „შრომითი ხელშეკრულებით’’ დასაქმებული პირი [მუხ.მე-3 „ვ’’]
·
საქარტველოოს
კანონის „საჯარო სამსახურის
შესახებ’’ მე-3 მუხლის „ვ’’ პუნტის
თანახმად:
„შრომითი ხელშეკრულებით“ დასაქმებული პირი(!) არის: – პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის“ განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;
გ) „ადმინისტრაციული ხელშეკრულებით’’ დასაქმებული პირი [მუხ.მე-3 „ზ’’]
·
საქარტველოოს
კანონის „საჯარო სამსახურის
შესახებ’’ მე-3 მუხლის „ზ’’ პუნტის
თანახმად:
„ადმინისტრაციული ხელშეკრულებით“ დასაქმებული პირი(!) არის: – პირი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში(!) [დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით] და რომელსაც არ უკავია ამ კანონით მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის გათვალისწინებული თანამდებობები;
ასევე,მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში
(გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა)
შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი.
4.„სახელმწიფო-პოლიტიკური“
და „პოლიტიკური“ თანამდებობის
პირების განმარტება;
ა) „სახელმწიფო-პოლიტიკური
‘’ თანამდებობის პირი [მუხ. მე-3 „თ’’]
·
საქარტველოოს
კანონის „საჯარო სამსახურის
შესახებ’’ მე-3 მუხლის „თ’’ პუნტის
თანახმად:
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები (!) არიან:
a.
საქართველოს პრეზიდენტი,
b.
საქართველოს პარლამენტის წევრი,
c.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი,
d.
საქართველოს მთავრობის სხვა წევრი და მისი მოადგილე,
e.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები,
f.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრები და მათი მოადგილეები;
ბ)
„პოლიტიკური თანამდებობის
პირი’’ [მუხ.მე-3 „ი’’]
·
საქარტველოოს
კანონის „საჯარო სამსახურის
შესახებ’’ მე-3 მუხლის „ი’’ პუნტის
თანახმად:
პოლიტიკური თანამდებობის პირები(!)
არიან: –
a.
სახელმწიფო რწმუნებული,
b.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე,
c.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი,
d.
მუნიციპალიტეტის მერი,
e.
მერის მოადგილე;
ხ
1.
მოხელის
სერტიფიცირება
·
საქარტველოოს
კანონის „საჯარო სამსახურის
შესახებ’’ მე-3 მუხლის „ი’’ პუნტის
თანახმად:
5.
მოხელის სერტიფიცირება;[მუხ.29-32]
მუხლი 29. მოხელის სერტიფიკატი
1. „მოხელის
სერტიფიკატი“ არის საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველისათვის აუცილებელი ზოგადი უნარებისა და ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სერტიფიცირების წარმატებით გავლის შედეგად(!)
2. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას „მოხელის სერტიფიკატი“ არ მოეთხოვება:
ა) მოქმედ მოხელეს;
ბ) ყოფილ მოხელეს;
გ) უმაღლესი განათლების მქონე პირს;
დ) პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.[ პირის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება გულისხმობს პირის (აბიტურიენტის) მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვას ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნებში, ხოლო არჩევითი საგნების არჩევის შემთხვევაში – აგრეთვე არჩევით საგნებში.]
მუხლი 30. სერტიფიცირების ჩატარების უზრუნველყოფა
1. სერტიფიცირებას უზრუნველყოფს ბიურო.
2. სერტიფიცირება ტარდება სახელმწიფო ენაზე, ელექტრონულად.
3. მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესი და თემატიკა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. მოხელის სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს ბიურო.
მუხლი 31. სერტიფიცირების მონაწილისათვის დადგენილი მოთხოვნები
სერტიფიცირებაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 18 წელს და აქვს საშუალო განათლება მაინც.
მუხლი 32. მოხელის სერტიფიკატის მოქმედების ვადა
1. მოხელის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მოხელის თანამდებობაზე მოხელის სერტიფიკატის მფლობელის დანიშვნის შემთხვევაში მოხელის
სერტიფიკატი უვადოა(!)
7. მოხელისათვის დადგენილი ძირითადი
მოთხოვნები(!)[მუხ.27-ე]
მოხელის თანამდებობაზე მიღება
მუხლი 27. მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები
1. მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) მიაღწია 18 წელს;
გ) აქვს ამ კანონით გათვალისწინებული მოხელის სერტიფიკატი.
2. პირი მოხელედ არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 18 წელს და იცის სახელმწიფო ენა, საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
8.
მოხელისათვის დადგენილი დამატებითი
მოთხოვნები(!)[მუხ.28-ე]
მუხლი 28. სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის დგინდება შესაბამისი სპეციალური მოთხოვნები, რომლებითაც განისაზღვრება ამ რანგისათვის აუცილებელი განათლების დონე და გამოცდილება.
2. მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ბიუროსთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.
9. მოხელის პოლიტიკური უფლებები[მუხ.68-ე ]
მუხლი
68. მოხელის პოლიტიკური უფლებები
მოხელე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, რომელიც გულისხმობს მის ვალდებულებას, სამუშაო საათებში თავი შეიკავოს პოლიტიკური აქტივობისაგან საჯარო სამსახურის მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.
10. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები [მუხ.78]
ადმინისტრაციული ხელშეკრულება საჯარო სამსახურში
მუხლი 78. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და მათი საჯარო სამსახურში მიღება
1. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიიღებიან:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანაშემწე;
ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მრჩეველი;
გ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უშუალო აპარატის/ სამდივნოს/ბიუროს თანამშრომელი;
დ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი.
2. პირი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში, როგორც წესი, უკონკურსოდ მიიღება.
სტატია ინტერნეტიდან:
2023 წლის შემოდგომაზე “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა გაჩნდა.საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე გახლდათ.
არაერთი სტუდენტისა და კურსდამთავრებულის საყურადღებოდ კი, 7 ნოემბერს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმაზე, რომ მომდევნო წელს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა ათასობით ახალგაზრდას შეეძლება.
„გვაქვს მოლოდინი, რომ 2024 წელს, საშუალოდ, 5 000 ახალგაზრდა მივიღოთ საჯარო სექტორში სტაჟირებაზე. ეს ახალი კადრების მოზიდვისა და მათი დახელოვნებისთვის, ასევე საჯარო სექტორში ახალი სიცოცხლის შემოტანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განმარტა გივი მიქანაძემ.
რაც შეეხება საჯარო სექტორში სტაჟიორთა ანაზღაურებას, განსაზღვრულია შემდეგი:
„საუბარია დაახლოებით, 400-500 ლარზე, თუმცა დათქმა გვაქვს დეფიციტურ პროფესიებთან მიმართებით, რომ თუ უწყებას ამის საშუალება აქვს, უფრო მაღალი კოეფიციენტით განსაზღვროს ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, დაახლოებით 1000 ლარზეა საუბარი“, – ამბობდა გივი მიქანაძე სექტემბერში.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კერძო და საჯარო უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებს..
Комментарии
Отправить комментарий