„საქრთველოს მოქალაქეობის’’ მინიჭების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურა

 



·       „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის თანახმად:

 

თავი IV

საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისა და  გადაწყვეტის წესი

 

მუხლი 22. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენა

1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომსააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე არასრულწლოვანი პირის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი.

2​1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მხარდაჭერის მიმღების განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ მხარდამჭერის დახმარებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში [ანუ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე] საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

 

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის № 237 ბრძანებულება

 

 

      განცხადების და დოკუმენტების წარდგენა მოქალაქეობის მსურველის მიერ:

 

·        საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება მოქალაქეობის საკითხზე წარდგენილ განცხადებასა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტებს წარდგენიდან 3 დღეში  წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უგზავნის სააგენტოს უშუალოდ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. [ დებულების მუხ.6(1)]

·       მოქალაქეობის საკითხებზე განცხადება მიღებულად ითვლება სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის ელექტრონული მართვის სისტემაში რეგისტრაციის დღიდან.[ დებულების მუხ.9(4)]

  • საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება სათანადო წესით დამოწმებული ფორმით, სანოტარო წესით დამოწმებულ ან საკონსულოს თანამდებობის პირის მიერ შესრულებულ და დადასტურებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით და რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისთვის გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადება მიიღოს არასახელმწიფო ენაზეც.[ დებულების მუხ.10(1)]

·        უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.[ დებულების მუხ.10(2)]

·        სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს სხვა ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად, თუ იგი შეიცავს განმცხადებლის პერსონალური მონაცემების ლათინურ ტრანსლიტერაციას.[დებულების მუხ.10(3)]

·        განმცხადებელი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს მოქალაქეობის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა საბუთი. დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო, მის მიერ განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღეში, განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

[ დებულების მუხ.13(1)]

თუ სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.[ დებულების მუხ.13(2)]

·        ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ განცხადება დადასტურებულია განმცხადებლის ციფრული ხელმოწერით ან ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებისათვის უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.[ დებულების მუხ.16(2)]

·       მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის აუცილებელი დოკუმენტები მატერიალური ფორმით წარდგენილი უნდა იქნეს განცხადების ელექტრონული ფორმით რეგისტრაციიდან 20 დღეში.[ დებულების მუხ.16(3)]

 

·       მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის/განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღეში მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს,

 

ხოლო საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით - საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს [ დებულების მუხ.17(1)]

·       აღნიშნული სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული არიან წარუდგინონ სააგენტოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის საჭირო ინფორმაცია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 6 დღეში. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის ინფორმაციის წარსადგენად, შესაბამისი ორგანო ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს სააგენტოს, რის შემდეგაც მას განესაზღვრება ორდღიანი დამატებითი ვადა.[[ დებულების მუხ.17(3)]

·       ამ ვადებში სახელმწიფო დაწესებულებების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებები. ამ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში.[ დებულების მუხ.17(4)]

ხხხხხ

·        საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი საკითხის განხილვის პროცესში გაივლის ტესტირებას ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, დადგენილ ფარგლებში, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად.

 

ხოლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მსურველი პირი -[მხოლოდ]ქართული ან აფხაზური ენის ცოდნის შესაფასებლად.

 

ტესტირების გავლას არ ექვემდებარება პირი, რომლის ქმედუუნარობის ან ფიზიკური ნაკლის გამო შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნულ მოთხოვნას.[ დებულების მუხ.19(1)]

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

საქართველოს მოქალაქების საკითხის განხილვა

 

·       „მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოპვების’’ ან „საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე’’ განცხადებებს განიხილავს სააგენტო- „მოქალაქეობის საკითხთა კომისიის’’ დახმარებით;[ საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 24(1)]

·       ხოლო „მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების ‘’ შესახებ ,“მოქალაქეობის დადგენის’’ შესახებ და „მოქალაქეობის შეწყვეტის’’ შესახებ განცხადებებს და წარდგინებებს განიხილავს და შესაბამის დასკვნებს ამზადებს-სააგენტო;[ საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 24(7)]

·       „მოქალაქების საკითხთა კომისია’’ შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის ორი წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისაგან, 2  წევრი - საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის და  2 წევრი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისაგან, ამ უწყებების წარდგინებით.[ საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 24(2)]

 

„მოქალაქების საკითხთა კომისია’’ უზრუნველყოფს ა)მოქალაქეობის მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის,საქართველოს ისტორიის და სამართლის საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას და ბ) მოქალაქების შენარჩუნები და გ)სხვა ქვექყნის მოქალაქისთვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქობის მინჭებისათთვის საჭირო პირობების  არსებობის დადგენას;„მოქალაქების საკითხთა კომისიის’’ გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს -სააგენტო;

 [ საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 24(6)]

 

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი წესით.[ საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 24(8)]

 

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.წესით.[ საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 24(9)]

მუხლი 24. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვა

1. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით.

2. კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის 2 წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისაგან, 2 წევრისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და 2 წევრისაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისაგან, ამ უწყებების წარდგინებით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

3. თუ კომისიის წევრი სამსახურიდან თავისუფლდება იმ ორგანიზაციიდან, რომელსაც კომისიაში წარმოადგენს, ეს ავტომატურად იწვევს კომისიის წევრის სტატუსის შეწყვეტას.

4.[მოქალაქეობის საკითხთა] კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით.

5. კომისიას ჰყავს სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას. სამდივნოს ფუნქციას ასრულებს სააგენტოს შესაბამისი სამსახური.

6. კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა) მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.

7. საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების შესახებ, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.

8. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი წესით.

9. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

10. თუ  სააგენტოსთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების გარეშე გახდება ცნობილი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის არსებობა, სააგენტო განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს -„მოქალაქების საკითხთა კომისია’’ 

·       „მოქალაქების საკითხთა კომისიის’’  საქმიანობის წესი განისაზღვრება [თავად] კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით[საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 24(4)]

ხხხ

·        

 

·       „მოქალაქეობის საკითხთა კომისიის’’   სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე

·       „მოქალაქეობის საკითხთა კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

·       კომისია საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელთაგან ნიშნავს- კომისიის მდივანს[ იგი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომების ოქმების შედგენას და თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას]

·       კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი.

·       ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულისმოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ.

·       სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს.

 

[„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკიტხთა კომისიის საქმიანობბის წესის დამტკიცების თაობაზე’’ იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 3 დეკემბრის № 110  ბრძანება მუხ.2 ]

·        „მოქალაქეობის საკითხთა კომისიას ჰყავს სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას. სამდივნოს ფუნქციას ასრულებს სააგენტოს შესაბამისი სამსახური.[საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 24(5)]

იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 3 დეკემბრის № 110  ბრძანება მუხ.3

მუხლი 3.[ „მოქალაქეობის საკითხთა’’]კომისიის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი

1. კომისიის უფლებამოსილებებია:

) საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად აუცილებელი სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებელად ტესტების შედგენისა და  ტესტირების ჩატარების უზრუნველყოფა;

) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა) მსურველ პირთა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმება და შეფასება;

) სააგენტოს მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისას, კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობის დადგენა.

 

მუხლი 4. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირთა ცოდნის დონის შემოწმება

1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა) მსურველი პირის ცოდნის დონის შემოწმების შედეგად კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

) ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს;

) ცოდნის დონე არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს.

 

2.  სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ტესტები თანხმდება კომისიის თავმჯდომარესთან.

3. კომისიის მიერ განხორციელებული ცოდნის დონის შემოწმების შედეგები, კომისიის გადაწყვეტილებასა და ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმთან  ერთად, ეგზავნება სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირის პირად საქმეზე დასართავად.“.

ხხხხხ

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვის და გადაწყვეტის პროცედურა

 

 

·        საქართველოს მოქალაქეობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 24- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური(!) განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადებას და საქმეს ამზადებს ‘’მოქალაქეობის საკითხთა’’ კომისიის განხილვისათვის.

·        მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვს ინფორმაციასსაქართველოს მოქალაქეობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონისმე-16 მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებით განსაზღვრული მოქალაქეობაზე უარის თქმის  გარემოებების არსებობის შესახებ, ხოლო საქმის მასალებს გადასცემს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს ამავე [ორგანული]კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძვლების გამოსარკვევად;

·       კომისიის მიერ ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური „მოქალაქეობის საკითხთა’’ კომისიას საქმეს უგზავნის ამ სახელმწიფო დაწესებულებებიდან მოპოვებული ინფორმაციის, მასალებისა და სხვადასხვა მოსაზრების სრულყოფილად წარდგენის გზით.

·        საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით’’ მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით კომისია უფლებამოსილია გასაუბრებაზე მოიწვიოს სხვა ქვეყნის მოქალაქე.[განმცხადებელი ანუ მოქალაქეობის მიღების მსურველი] საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს სატელეფონო კავშირის ან ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, გასაუბრებაზე შეიძლება აგრეთვე მოწვეულ იქნეს სხვა პირი, გამოთხოვილ იქნეს დოკუმენტები და ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციიდან.

 

·       კომისია სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ „საგამონაკლისო წესით’’ მოქალაქეობის მნიჭების  პირობების არსებობას აფასებს საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

) ადგენს, რომ პირის მიმართ არსებობს „საგამონაკლისო წესით’’ მოქალაქეობის  მინიჭების პირობები (ან ამ პირობებიდან ერთ-ერთი);

) ადგენს, რომ პირის მიმართ არ არსებობს  „საგამონაკლისო წესით’’ მოქალაქეობის  მინიჭების  არც ერთი პირობა.

საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირის მიმართ  გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის მიერ, სხვებს შორის, მხედველობაში შეიძლება იქნეს მიღებული:

) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა სხვა ქვეყნის მოქალაქის შეფასების, ასევე საქართველოს სახელმწიფოსთან მისი კავშირის შეფასების შესაძლებლობას;

) კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, ან/და სხვა ისეთი გარემოება ან ფაქტორი, რომელსაც შესაძლოა გააჩნდეს მნიშვნელობა საქართველოს წინაშე სხვა ქვეყნის მოქალაქის დამსახურების დადებითად ან უარყოფითად შესაფასებლად.

 

·       საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირის მიმართ  გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისასსახელმწიფო ინტერესისსაკითხის შეფასების მიზნით, კომისიამ, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები:

) განმცხადებელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ან წარსულში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია, რომელიც სამშობლოში დაბრუნებისა და აქ დამკვიდრების სურვილს გამოთქვამს, ან ამგვარი პირის ოჯახის წევრია;

) განმცხადებელი ეთნიკური აფხაზი ან ოსია, და სურს დაიბრუნოს სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან;

) განმცხადებელი საქართველოში დაბადებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს;  

) განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდა, ჰყავს საქართველოს მოქალაქე შვილები; მისთვის საქართველოს მოქალაქეობა ოჯახის ერთიანობისა და ურღვევობის ხელშემწყობი ფაქტორია, ხოლო წარმომავლობის ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნება მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს;

) განმცხადებელი დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს, მუშაობს, ფლობს ქონებას, ასევე იცის ქართული ენა ან/და მის მიერ განხორციელდა  მნიშვნელოვანი ინვესტიცია

) განმცხადებელს დამსახურება აქვს სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს საქმიანობა განაგრძოს საქართველოს სახელით.

·       კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმში უნდა მიეთითოს:

) ყველა ის გარემოება და ფაქტი, რომელსაც შესაძლოა გააჩნდეს მნიშვნელობა საქართველოს წინაშე სხვა ქვეყნის მოქალაქის დამსახურების დადებითად ან უარყოფითად შესაფასებლად ან/და ამავე პირის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის სახელმწიფო ინტერესის არსებობის დასასაბუთებლად;

) მითითებული გარემოებებისა და ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში (მტკიცებულებათა არსებობის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტები დაერთვება ამავე ოქმს)

·       საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების  პირობების არსებობის/არარსებობის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ამსახველი ოქმი დგება  საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებით დაინტერესებულ სხვა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე ინდივიდუალურად, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის მიერ საქმის მასალების მისთვის გადაგზავნიდან არაუგვიანეს 25- დღისა.

·       კომისიის გადაწყვეტილებისა და  ოქმის საფუძველზე, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 24- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმეზე ამზადებს დადებით ან უარყოფით დასკვნას.

·       სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებულ დადებით ან უარყოფით დასკვნას უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.(!)

·       კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული სააგენტოს დადებითი ან უარყოფითი დასკვნის შესახებ ასევე ეცნობება განმცხადებელს და მას განემარტება, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

 

[ ამ საკითხის  წყარო: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 3 დეკემბრის №110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მუხ.5 ]

 

·       სააგენტოს მიერ პრეზიდენტისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის საქარტველოს მოქალაქეობის დაკარგვის და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დასკვნის წარდგენისას,სხვა ქვეყნის მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების ემთხვევაში პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას სხავა ქვეყნის მოქალაქისსთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის და იმავდროულად საქარტველოს საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ[ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის № 237 ბრძანებულება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვის და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ’’ მუხ.34]

 

ხხხხხხხხხხხხხ

 

·        საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. [საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 26(1)]

·         საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.[საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 26(2)]

·        საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ  წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ განცხადებასა და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიგანკარგულებას.[საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 25(2)]

·       

·       შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.

 

[საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N237  ; 2014 წლის     10  ივნისი ; „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ მუხ.21(7)]

 

·       მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა.

 

[საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N237  ; 2014 წლის     10  ივნისი ; „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ მუხ.21(8)]

 

·        სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, [გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა] ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე.[საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 15]

·       საქართველოს მოქალაქის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის:

   ) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ დოკუმენტის მიღებისთანავე, რომელიც ადასტურებს პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას;

   ) მისი[პრეზიდენტის]  ხელმოწერიდან მე-15 დღეს, თუ პირს წარდგენილი აქვს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიენიჭება ამ ქვეყნის მოქალაქეობა. [საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 20.3]

·       საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი ; [საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 29(1)]

·       საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა/გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ,ის ასევე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში[ [საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 29(2)]

 

 

·       მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები ხელმოწერიდან არა უგვიანესდღეში აღსასრულებლად ეგზავნება სააგენტოს

[საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N237  ; 2014 წლის     10  ივნისი ; „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ მუხ.42]

 

·       სააგენტო, ტერიტორიული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, წელიწადში არანაკლებ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ანგარიშს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

 

[საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N237  ; 2014 წლის     10  ივნისი ; „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ მუხ.44]

 

·        საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენისას განმცხადებელი იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობითა და წესით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.[საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ. 27(1)]

·       მომსახურების საფასურის ოდენობა იმატებს იმის მიხედვიტ,სურს ტუ არა პირს დაჩქარებული მომსახურება;

გარკვეულ შემტხვევებში პირი თავისუფლდება საფასურის გადახდისგან

[საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის № 508  დადგენილება]

 

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ა)რეგისტრაციის, ბ)პირადობის (ბინადრობის)მოწმობის, და გ)  საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესი

 

 

[საქრთველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,პირადობის (ბინადრობის)მოწმობის, და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ]

 

   მუხლი 12

 +

1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.

2. ბინადრობის მოწმობა ადასტურებს საქართველოში მცხოვრები უცხოელის მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე.

3. საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა შეიძლება ადასტურებდეს მის მოქალაქეობას, ვინაობას, საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ ადგილს და სტატუსს.

4. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ადასტურებს საქართველოში მყოფი პირის მოქალაქეობას, ვინაობასა და სტატუსს.

 

 

 მუხლი 14

 +

1. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიაგრთვე აფხაზურ ენაზე.

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით,

 

3. პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია:

) სახელი;

) გვარი;

) დაბადების თარიღი;

) დაბადების ადგილი;

) პირადი ნომერი;

) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გერბიანი ბეჭედი;

) პირადი ხელმოწერა;

) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

) რელიეფური ბეჭედი;

) მოწმობის გაცემის თარიღი;

) მოწმობის მოქმედების ვადა;

) მისამართი;

) რეგისტრაციის თარიღი.

4. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა).

 

4​1.[უცხოელის] პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა შეიძლება შეიცავდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემებს და ამ ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს. იგი ასევე შეიძლება შეიცავდეს სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ან/და მასზე დატანილი (ჩაწერილი) მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის.

5. ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ტევადობა და თვისებები, რათა გარანტირებული იყოს მონაცემთა ერთიანობა, ავთენტიკურობა და კონფიდენციალურობა.

6. ტექნიკური მახასიათებლები და სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, აგრეთვე ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანის (ჩაწერის) წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

6​1 პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა 2-გვერდიანია. იგი იბეჭდება და ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

7. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

) სახელს;

) გვარს;

) დაბადების თარიღს;

) დაბადების ადგილს;

​1) მოქალაქეობას;

​2) სქესს;

) პირად ნომერს;

) ფოტოსურათს;   

) პირად ხელმოწერას;

) (ამოღებულია – 24.06.2011, №4937);

) (ამოღებულია – 24.06.2011, №4937);

) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;

) მოწმობის გაცემის თარიღს;

) მოწმობის მოქმედების ვადას;

) კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატსავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის დახურულ გასაღებს და ამ გასაღების არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს;

) (ამოღებულია – 24.06.2011, №4937).

8. ამოღებულია - 29.05.2014, №2480).

9. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე და შესაბამის ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე პირის შესახებ ამ მუხლით გაუთვალისწინებელი ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი დამატებითი მონაცემების ფარგლებში.

10. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

10​1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში შესაძლებელია მიღებულ იქნეს განცხადება მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე. ასეთი განცხადების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, რომელიც სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან არის დაკავშირებული.

 

11. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმა მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

 

   მუხლი 201

 +

1.           საქართველოს მოქალაქის პასპორტი (შემდგომშიპასპორტი) არის საქართველოს მოქალაქის პირადობი და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

1საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის, მოქალაქეობისა და სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტებია: დიპლომატიური პასპორტი და სამსახურებრივი პასპორტი. 

 

პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

 

 საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.

 

 

მუხლი 20​2

 +

1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი.

   მუხლი 20​3

 +

2. პასპორტი, სამგზავრო პასპორტი, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი შეიძლება გაიცეს ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (ბიომეტრიული პასპორტი).

2​1. ბიომეტრიული პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

) პასპორტის მფლობელის სახელს;

) პასპორტის მფლობელის გვარს;

) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობას;

) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღს;

) პასპორტის მფლობელის პირად ნომერს;

) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათს;

) პასპორტის მფლობელის სქესს;

) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილს;

) პასპორტის გაცემის თარიღს;

) პასპორტის მოქმედების ვადას;

) პასპორტის გამცემი ორგანოს დასახელებას;

) პასპორტის ტიპის შესახებ მითითებას;

) ქვეყნის კოდს;

) პასპორტის ნომერს;

) პასპორტის მფლობელის ხელმოწერას;

) შენიშვნებს (პასპორტში შესატანი განსაკუთრებული აღნიშვნებისათვის).

3. ბიომეტრიულ პასპორტს უნდა ჰქონდეს მონაცემთა მატარებელი (ჩიპი)რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს პასპორტის მფლობელის სახის გამოსახულებას , თითის ანაბეჭდებსა და ხელმოწერის ნიმუშს . ბიომეტრიული პასპორტის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .

 

 მუხლი 20​4

 +

1. ბიომეტრიული პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო 18 წლამდე პირზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტისა – 3 წელი. ერთდროულად ერთზე მეტი პასპორტის ფლობის შემთხვევაში მეორე და ყოველი მომდევნო პასპორტის, აგრეთვე ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი.

 

 

                მუხლი 20​6

 +

1. პირი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ვალდებულია ჩააბაროს პასპორტი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები