საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლისა და ემიგრაციის წესი

 



კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ (მუხლები 3, 8-10, 15, 16, 20, 22).


    მუხლი 3. საქართველოს მოქალაქის საქართველოდან მუდმივი ან დროებითი გასვლა და საქართველოში შემოსვლა

 

1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოდან ემიგრაციის, ანუ სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების (შემდგომშიემიგრაციის), აგრეთვე საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის უფლება.

2. ეს უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 4. საქართველოს მოქალაქის მიერ ქონების საზღვარგარეთ გატანის უფლება

 

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მუდმივად ან დროებით გადის საქართველოდან, უფლება აქვს, საზღვარგარეთ გაიტანოს ნებისმიერი მოძრავი ქონება, რომელიც მას აქვს ა)საკუთრების უფლებით ან ბ)კანონიერ საფუძველზე გადაცემულია მის მფლობელობაში /და გ) სარგებლობაში, თუ ეს აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით.

 

 

    მუხლი 8. არასრულწლოვნის და მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა

 1

1. 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის[მშობლის] ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.

2. მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მხარდამჭერის წერილობითი თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

4. თუ არასრულწლოვანს საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები[მშობელი], მას[არასრულწლოვანს] მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.

5. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომსააგენტო) უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;

) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;

) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად;

) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;

) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე;

) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა;

) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ნებართვას.

6. არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.

7. თუ მხარდამჭერი თანხმობას არ აცხადებს მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებით გასვლაზე, მხარდაჭერის მიმღებს შეუძლია დავის გადასაწყვეტად სასამართლოს მიმართოს.

 

    მუხლი 9. საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის ვადა

 

საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობა განიხილება ყველა საჭირო საბუთის წარდგენიდან 10 დღის ვადაში (გარდასაქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონის 20​2 მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო თუ საქართველოდან დროებითი გასვლა დაკავშირებულია მკურნალობასთან ან საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან3 დღის ვადაში

 

     მუხლი 10. საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები

 +

1. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი:

) იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;

) წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს.

2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაშიც, თუ იგი მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, და შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი მაინც არსებობს:

) საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის;

) საქართველოს მოქალაქე არ წარადგენს:

.) ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ შესაბამის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისათვის არანაკლებ 3 თვეა;

.) ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დასატოვებლად საჭირო, ვარგის სამგზავრო ბილეთს ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს;

.) ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მდებარე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტ, ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში კანონიერად მცხოვრები მასპინძლის თანხმობას თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული სასტუმროს/საცხოვრებელი ადგილის მისამართის შესახებ;

.) ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;

.) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს.

3. საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესს, რომელიც ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მიემგზავრება, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგენს აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული უარის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში/ზემდგომ თანამდებობის პირთან გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებსა და წესს.

4. საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/ დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ცენტრალური ორგანოსსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შუამდგომლობის საფუძველზე 16 წლამდე პირს შეიძლება უარი ეთქვას პასპორტის გაცემაზე ან/და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

 

    მუხლი 15. საქართველოდან გასვლისას საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები

 +

1. საქართველოს მოქალაქეები საქართველოდან გასვლისას საზღვრის გადაკვეთისას გადიან საპასპორტო კონტროლს და პასპორტში ან მის შემცვლელ დოკუმენტში აღინიშნება საზღვრის გადაკვეთის თარიღი.

2. საქართველოდან დროებითი გასვლისას საზღვრის გადასაკვეთად მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმ სახელმწიფოში შესასვლელი ვიზა, სადაც უშუალოდ მიემგზავრება.

3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია უვიზოდაც.

    მუხლი 16. საქართველოში შემოსვლა

 +

საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერ დროს უფლება აქვს შემოვიდეს საქართველოში, რისთვისაც ნებართვა არ სჭირდება.

 

   მუხლი 19. ემიგრაციის დოკუმენტი

 +

საქართველოს მოქალაქე ემიგრაციაში მიდის საქართველოს მოქალაქის პასპორტით . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისადპასპორტის ნაცვლად შეიძლება გაიცეს მისი შემცვლელი დოკუმენტი.

    მუხლი 20. შუამდგომლობა ემიგრაციის ნებართვის მისაღებად

 +

1. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეს.

2. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობას დაინტერესებული პირი სააგენტოს წარუდგენს.

2​1. (ამოღებულია - 30.03.2021, №422).

2​2. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის წარმომადგენლის მეშვეობით აღძვრის შემთხვევაში პირისათვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭება შესაძლებელია დადასტურდეს ამ მუხლის 2​3–2​5 პუნქტებით დადგენილი წესით.

2​3. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ:

) ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და მისი პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით;

) იგი დადასტურებულია განმცხადებლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.

2​4. ამ მუხლის 2​3 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობისას შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღებაზე.

2​5. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.

3. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის მონაცემი , რომელიც შეტანილია საქართველოს მოქალაქის პასპორტში . შუამდგომლობას უნდა ერთოდეს :

 ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირისთვისსამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ;

 ) 2 ფოტოსურათი , ზომით 3X4;

 ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი .

4. არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემის შემთხვევაში შუამდგომლობას უნდა ერთოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის“, „დაქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, აგრეთვე დაბადების მოწმობის ასლი და ამ კანონის 23- მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხო სახელმწიფოში გაცემული დაბადების მოწმობის ასლი წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 2​3–2​5 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.

5​1. მხარდაჭერის მიმღებზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მხარდამჭერის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 2​3–2​5 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

6. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემდეგ დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს ამ კანონის 23- მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული, ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ ცნობის წარდგენას.

7. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი შეიძლება მიღებულ იქნეს დედნის ელექტრონული ფორმით წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვის ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს დოკუმენტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები. დოკუმენტების წარდგენამდე შუამდგომლობის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ.

10. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული ემიგრაციის ნებართვის მიღები , იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა.

    მუხლი 21. ემიგრაციის ნებართვის გასაცემად შუამდგომლობის განხილვა

1. ემიგრაციის ნებართვის გასაცემად შუამდგომლობა განიხილება საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში .

2. ამ კანონით დადგენილი წესით სააგენტო გასცემს ემიგრაციის ნებართვას და საქართველოს მოქალაქის პასპორტში სვამს შტამპს აღნიშვნით „ მუდმივი გასვლა “, ნებართვის გაცემის თარიღის მითითებით , რაც დასტურდება სააგენტოს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით .

3. (ამოღებულია – 24.06.2011, №4938).

4. ემიგრანტის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის გამოცვლის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია , ემიგრანტის მიერ ემიგრაციის ნებართვისა და შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გამოსცეს შესაბამისი აქტი და ახალ პასპორტზე გადაიტანოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შტამპი სათანადო აღნიშვნით .

5. ემიგრაციის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მიღებული გადაწყვეტილებები დაინტერესებულ მხარეებს ეცნობებათ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.

    მუხლი 22. ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის საფუძვლები

 +

1. დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე , აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე , თუ :

 ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ;

 ) მას არ მოუხდია სასამართლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი ;

 ) იგი წვევამდელი ასაკისაა და არ მოუხდია სავალდებულო სამხედრო სამსახური , თუ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის ამ ვალდებულებისგან ;

 ) სამუშაოს ხასიათის გამო მისთვის ცნობილია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებანი და არ გასულა კანონით დადგენილი ვადა , რომლიდანაც იგი დაკავშირებული არ არის ამ სამუშაოსთან . ამასთანავე , ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს ;

 ) ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრისას წარმოადგენს ყალბ საბუთებს .

2. დაინტერესებული პირის შუამდგომლობის მიღებიდან 2 დღის ვადაში სააგენტო ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობის თაობაზე მიმართავს სახელმწიფო ორგანოებს , ფიზიკურ და იურიდიულ პირებს , რომლებიც ვალდებული არიან , მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში წარუდგინონ სააგენტოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები . თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის საჭირო ინფორმაციის ან დოკუმენტების წარსადგენად , სახელმწიფო ორგანოები , ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან , ამის თაობაზე წერილობით აცნობონ სააგენტოს , რის შემდეგაც მათ მიეცემათ 2- დღიანი დამატებითი ვადა .

3. სახელმწიფო ორგანოების , ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადებში სააგენტოსათვის შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში .

4. გადაწყვეტილება ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოქალაქეს წერილობითი ფორმით

 

  მუხლი 25. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები

 +

1. საქართველოს მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ავსებენ მიგრანტის ბარათს და გადიან საპასპორტო კონტროლს . პასპორტში ან მის შემცვლელ დოკუმენტში აღინიშნება საზღვრის გადაკვეთის თარიღი .

2.სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად საქართველოს მოქალაქეს 

უნდა ჰქონდეს იმ სახელმწიფოში შესასვლელი ვიზა , რომელშიც მიემგზავრება .

    მუხლი 26. ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის გასაჩივრება

 დაინტერესებულ პირს , რომელსაც უარი ეთქვა ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე

 ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე , უფლება აქვს , სასამართლოში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

    მუხლი 27. ემიგრაციის სტატისტიკა

 ემიგრაციის სტატისტიკას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები